გამოტოვებული გაკვეთილების შესახებ
მიმდინარე წლის დასაწყისში, 7 იანვარს, როდესც საქართველო ახალი წლის ნამთვრალევზე პატარა იესოს დაბადებას ზეიმობდა - პარიზში გამოცემა შარლი ებდოს რედაქციაში ტერორისტები შეიჭრნენ... ალბათ გახსოვთ.
ქართლ მედიას ისედაც არ ახასიათებს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მვლენების ღრმა ანალიზი, შობა-ახალწელს მით უმeტეს: ატომური ომი ისე შეიზლება დაიწყოს, რომ მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა უკვე ძლიან გვიან იქნება რადიაციული თავსესაფრის ძებნა.
იანვარში ყველა ტოკ შოუ თავისი ტელევარსკვლავებით, პოლიტიკოსებით, ჟურნალისტებით და ექსპერტებით შვებულებაშია, ამიტომ მოსახლეობა ნაძვისხეებითა და ლამაზე გირლანდებით მორთული მხიარული ახალი ამბებით ცდილობს ხოლმე იოლად გამოვიდეს,
საქართველომ შარლი ებდოს ამბავი საშობაო სუფრასტან შეიტყო. დაკვნები იქვე გამოიტანა. მეორე დღეს კაშერულ სუპერმარკეტზე თავდასხმისას უკვე იცოდა, რომ სხვისი სიწმინდეები არ უნდა შეურაცხყო, მიუხედავად იმისა რომ საბრალო დაღუპულ ებრაელებს საერთო არაფერი ჰქონდათ უხამს კარიკატურებთან. სოციალურ ქსელში ცოტა იკამატეს ეგრეთწოდებულმა “შარლებმა” და “ანტიშარლებმა”, უფრო სწორად აგინეს ერთმანეთს. ყველამ თავისი პატარა აგრესიული სიმართლე დაიჯერა, რეზოლუცია დაადო, ბეჭედი დაარტყა და კლასიფიცირებული უჯრაში გამოკეტა, როგორც დოგმა, რომლის შესახებ ნებისმიერი კითხვის დასმა აზრს კარგავს.
საქართველომ დღემდე არ იცის რა მოხდა საფრანგეთში, რატომ გახადა შესაძლებელი ამ ტერორისტულმა აქტმა, მთელი ქვეყანა, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნებისა თუ რელიგიური კონფესიის მიუხედავად რამდენიმე დღით სოლიდარული გამხდარიყო. .აქ, საქართველოში დღემდე უჭირთ დაიჯერონ, რომ გამოხატვის თავისუფლება შესაზლოა რომელიმე ქვეყანაში ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენდეს, რომ ამის გამო ადამიანებმა თავი გაწირონ. უჭირთ, რადგან მათთვის ჯერ კიდევ არავის აუხსნია ამ უზარმაზარი და ფუნდამეტალური საკითხის მნიშვნელობა. არც შარლიმდე და არც სამწუხაროდ მერე. იმ ადამიანებსაც კი არ აუხსნიათ, ვისი მოვალეობაცაა ამის გაკეტება, ვინც ჯამაგირს იმისთვის კი არ იღებს რომ თავისი ცოდნა საკუთარი უნიკალური იმიჯის განმტკიცებისათვის და თანამოაზრეებისათვის გასაზიარებლად გამოიყენოს, არამედ უწილადოს მათ, ვისაც წარმოდგენა არა აქვს იმ უმნიშვნელოვანესი ფასეულობების შესახებ, რომლის გარეშე დემოკრატია ყოველგვარ აზრს კარგავს.
გაუაზრებელი, ჯერ კიდევ შეუფასებელი ასეთი ფასეულობების პირობებში , დღეს ნებისმიერ შარკლატანს შეუძლია საკუტარ თაღლითობა გამოხატვის უფლების საბურველით შემოსოს და ამ ადამიანის უმნიშვნელოვანეს ფუნდამეტალურ უფლებას ისეთი ცრუ ინტერპრეტაცია მისცეს როგორიც მას სურს. პასუხის მომთხოვნი კი თითქმის არავ იქნება..
ამის შესანიშნავი მაგალითია რუსთავი 2 ის ცნობილი სასამართლო პროცესი, რომელიც სასწრაფოდ ტრანსფორმირდა სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლად. თავისი ცრუ გმირებით, ანტიგმირებით, მოღაატეებითა და უბრალოდ მეგაფონიანი მყვირალა ოპორტუნისტებით. ერთ-ერთი პირველი საოცარი განცხადება შალვა ნათელაშვილმა გააკეთა ვაშინგტონიდან, იმის შესახებ, რომ ამერიკასა და ევროპაში რუსტავი 2 ასოცირებულია თავისუფალ სიტყვასთან! იმავე დღეს მწერალი დავით ტურაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა. მისი აზრით სიტყვის თავისუფლება უფრო მეტი ფასეულობაა, ვიდრე ტელეარხის მფლობელობაზე პრეტენზიის მქონე ხალვაშის პირადი ქონება. … მოკლედ ტურაშვილისა ნათელაშვილისეული ვერსით სიტყვის თავისუფლება დასავლური ფასეულობაა,ის კერძო ქონებაზე მეტია, ასოცირდება პატრიოტიზმთან და სამშობლოსთვის თავგანწირვასტან. უნდა გითხრათ, 1789 წელს საფრანგეთის რევოლუციისას გამოცემული ადამიანის უფლებათა ენივერსალურ დეკლარაციაში მსგავსი ნამდვილად არაფერი წერია, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა პატრიოტიზმი სწორედ მისმა შემდგენელებმა მოიგონეს ადამიანის უფლებებთან ერთად და პატრიოტიზმის პრეტექსტით ამავე ადამიანთა სისხლის გუბეებიც დააყენეს.
პრინციპში, იმას, რაც საქართველოში სიტყვის თავისუფლების ქვეშ სავარაუდოდ მოიაზრებენ, უფრო პრესის ტავისუფლება ჰქვია. რაც თავის მხრივ ერთერთი შემადგენელია ბევრად უფრო ფართო და ზოგადი ცნების - გამოხატვის თავისუფლების. ამ უკანასკნელს ჩვენში სიტყვის, ანუ პრესის თავისუფლებისგან რატომღაც განყენებულად ახსენებენ ხოლმე. არც არის გასაკვირი. გამოხატვის თავისუფლება ხშირდ ასოცირდება მედიისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებასთან, მაგრამ ის ასევე ასოცირდება სხვა ნებისმიერ პუბლიკაციასთან : წიგნთან, ფილმთან, ხელოვნების ყველა დარგთან, საზოგადოების წინაშე წარმოთქმულ ორატორულ თუ პოლიტიკურ სიტყვასთან, ნებისმიერ მედია საშუალებასთან. გლობალურად კი აზრის, შეხედულების გამოხატვასთან ნებისმიერი მეთოდით.
ვინმეს შეუზლია თქვას, რომ საქართველოში პრესის ტავისუფლების გარდა რომელიმე გამოხატვის საშუალების თავისუფლების გამო ამტყდარა აჟიოტაჟი?
მედია და პოლიტიკოსები საზოგადოების აჟიტირების ბერკეტებს მხოლოდ მაშინ იყენებენ როდესაც თვლიან, რომ საშიშროება მათ პირად და პროფესიულ თავისუფლებას ეხება და არა მაშინ, როდესაც - რომელიმე ხელოვანის გამოხატვის თავისუფლება ილახება, როგორც მაგალითად სულ ახლახანს ქუთაისელი მხატვრის , ორსული მადონას ავტორის შემთხვევაში. ,
ამასთან აუციებლად უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფლება თავის მხრივ მანიპულირებისა და თაღლითობის საუკეტესო საშუალება და ბერკეტია: ადამიანის უფლებების უნივერსალურ დეკლარაციის მე19 მუხლში გარკვევით წერია, რომ კომუნიკაციისა და გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ იმ ფარგლებშია დასაშვები, რომელშიც არ ხდება ამ თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა, ცილისწამება, სიცრუე… დეკლარაციის ამ დეტალს რატომღაც თვალს არიდებენ ხოლმე ქართველი მედიაექსპერტები და საუბრობენ ტოტალურ თავისუფლების აუცილებლობაზე. რაც ქართულ ცრუპენტელა და ცილისმწამებელ მედიას სრულიად აძლევს ხელს. სწორედ ამიტომ არიან ერთი შეხედვით სამკვდროდ გადაკიდებული კონკურენტი მედია საშუალებები და ჟურნალისტები ერთმანეთის სოლიდარულნი, რადგან სისტემა რომელშსიც ეს ზღვარს გადასული ქართული სიტყვის თავისუფლებად ტრანსფორირებული პრესის თავისუფლება ფუნქციონირებს, ერთნაირად აძლევს მანევრირების საშუალებას ყველა მედია საშუალებასა და ყველა პოლიტიკოსს, თუნდაც ისინი ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ და სწორედ ამის მაგალითია ის უპრეცედენტო ცხვრებისა და მგლებისურთიერთ სოლიდარობა რომელიც დღეს რუსთავი 2 ის გარშემო შეინიშნება.
ემანუილ კანტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება სრულიად აუცილებელი პირობაა აზროვნების თავისუფლებისათვის. : “ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ : უმაღლეს ძალაუფლებაში მყოფთ, შეუზლიათ ლაპარაკის ან წერის თავისუფლება ჩამოგვართვას, მაგრამ ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს ჩამოგვართვას აზროვნების თავისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში, რა იქნება ჩვენი ნააზრევის სიღმე ან სიზუსტე თუ კი ჩვენ გარკვეულწილად არ ვიაზროვნებთ სხვებთან ერთად, ვისთვისაც შეგვეზლება ჩვენი ნააზრების გაზიარება, ხოლო მათ თავიანთისა ჩვენთვის!? ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარე ძალა, რომელიც ადამიანებს ართმევს აზრებით საჯარო კომუნიკაციის უფლებას, მათ აგრეთვე ართვმევს აზროვნების თავისუფლებას.
.
მართლაც, იქ სადაც შეზღუდულია თავისუფალი კომუნიკაცია, შეზღუდულია აზროვნება და ამის ნათელი მაგალითი საბჭოთა კავშირია, კერძოდ კი ჩვენი საბჭოთა საქართველო. მაგრამ რა მოხდა წითელი იმპერიის შემდეგ, როდესსაც მოულოდნელად და ერთბაშად კომუნიკაცის თავისუფლების ისეთი შეუზღუდავი საშუალება გაჩნდა, როგორზეც დასავლეთიც კი ვერ იოცნებებდა? პოსტსაბჭოთა ქართულ მედიას ხომ არანაირი ტაბუ არ გააჩნდა. მათ დღემდე შეუზლიათ სრულიად უფასოდ დასწამონ ცილი ვისაც გნებავთ კრიმინალთან სიახლოვეში, გარყვნილებაში, მკვლელობაშიც კი… სამშობლოს “ბანალურ” ღალატზე რომ აღარაფერი ვთქვათ … და პასუხს არავინ აგებს, მეტიც პასუხს არც კი ითხოვს ვინმე. საქართველო არის ქვეყანა სადაც გაზეთი “ასავალ დასავალი” შესაძლებელია! სადაც ის ნამდვილ ჭეშმარიტად “თავისუფალი” მედიის ფლაგმანს წარმოადგენს, “მერე რა“ რომ ეს სწორედ ის თავისუფლებაა რომელიც ადამიანის უფლებების მე19 მუხლით არის შეზღუდული...ჩვენთან ასეთი შეზღუდვები მხოლოდ წვრილმანია.
რა მოხდა? რატომ არ გაიზარდა აზროვბნების ხარისხი პოსტსაბჭოტა საქართველოში? ნუთუ კანტის ამ აბზაცის ფასი მართლაც ის სამასი ლარია, რომელიც დიდი გერმანელი ფილოსოფოსის სახელობის თბილისის რაღაც “აკადემიაში” სამთვიანი თრენინგი ღირს?
ქართული ვერსით “სიტყვის თავისუფლება” კონფლიქტში მოდის გამოხატვის თავისუფლების იმ უნივერსალურ მნიშვნელობასთან, რომელიც მასში 1789 წელს ჩაიდო.
სიცრუის თავისუფლებას რომელსაც აზროვნებასთან არაფერი აქვს საერთო, მე პარაზიტების თავისუფლებას დავარქმევდი, რომელიც რეალურ “სიტყვის თავისუფლებას” აფერხებს, აჭუჭყიანებს, ინფეცირებს, ამდენად ის ხელს უშლის აზრთა კომუნიკაციას და თავად აზროვნებას. ქმნის თავისუფლების იმიტაციის კონტექსტს, რონლის მექა თავად თბილისის ემანუილ კანტის აკადემია ხდება, სადაც სულ რაღაც სამას ლარად სამ თვეში შეგიძლიათ გახდეთ წარმატებული ადამიანი, სადაც მასტერკლასებს ასევე წარმატებული და ცნობადი ტელე ინტელექტუალები წაგიკითხავენ... საბრალო, საბრალო ემანუელი, მშობლიური ქალაქი და საფლავი რუსებმა წაართვეს, სახელი კი ქართველებმა...თუმცა მისი სულს ვერაფერი მოუხერხეს, ის მაინც ჭეშმარიტებას ეკუთვნის.
გამოხატვის თავისუფლება არის სწორედ ის, რამაც პრიმატი ჰომოსაპიენსი გამოქვაბულდან გამოიყვანა, ასწავლა კითხვის დასმა და მასზე პასუხის ძებნისთვის ჯერ ინდივიდუალური, შემდეგ კოლექტიური შრომა, მოთმინება, მეთოდის ძებნა, საკუთარი შესაზლებლობის ლიმიტის დარღვევა, საზღვრის გადალახვა. ეს არის ევოლუციის რეტროსპექტივა, ილუსტრაცია პროცესისა, თუ როგორ იქცა პირუტყვი ადამიანად .
ჩვენ კი ეს ყველაფერი პრესის თავისუფლებამდე შევკუმშეთ და ამას სიტყვის თავისუფლება დავარქვით. მაგრამ გამოხატვის ზემოთ ჩამოთვლილი ფორმების თავისუფლების გარეშე ეს სიტყვის თავისუფლება მხოლოდ უფრთო პეპელას ანუ მატლს ემსგავსება, რომელიც ფრენის ნაცვლად ბრმად და უშნოდ დახოხავს მწვანე ფოთოლზე... რა აზრი, ან რა ფასი აქვს თავისუფალ სიტყვას, თუ კი ის მხოლოდ სიბრიყვეს, სიცრუეს, ცილისწამებას, ვიღაც მეგალომანი შარლატანის ინტერესებს ემსახურება ? რა აზრი აქვს გამოხატვის თავისუფლებას როდესაც გამოსახატავი არაფერი გაგაჩნია, გარდა ტყუილისა და ცილისწამებისა, რომლებსაც არ შეუზლიათ გააბან ის კომუნიკაცია, რომელზეც კანტი საუბრობდა და რომელის გარეშეც შეუზლებელია აზროვნება, როგორც ზმნა, როგორც პროცესი. მას მხოლოდ ამ სიტყვის არსებით სახელად ტრანსფორმირება შეუზლია.ამდენად სიცრუის თავისუფლების კონტექსტში აზროვნების თავისუფლება აზრს კარგავს და ჩვენი გონება ისევ გამოქვაბულს უბრუნდება, იმ ბესტიალურ მდგომარეობას, სანამ ჰომო საპიენსი პირველ ცხოველებს ამოკაწრავდა კედელზე. სამწუხაროდ სწორედ ამ გროტესკულ თავისუფლებას ემსახურება ყველაზე ხშირად ქართული მედიის სიტყვა.
მე ვამტკიცებ, რომ მხატვარი უკლებას გამოხატვის ტავისუფლების დაცვა სახელმწიფოებრივად და ფილოსოფოურად ბევრად უფრო მაღალი მნიშვნელობისაა, ვიდრე რომელიმე მატყუარა და ცილისმწამებელი არხის. რადგან ეს სწორედ ნამდვილ გამოხატვის უფლების დაცვას ეხება, ავტორზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედების მცდელობას, მის მანიპულირებას.. და მანიპულირებას თითქმის ყველამ მხრიდან. თვით აკადემიური წრეებისთვისაც ეს ისტორია გახდა არა არტისტის ყველაზე ფუნდამეტური უფლების შელახვის, არამედ რადიკალურ რელიგიურ წრეებთან ბრძოლაში ქულის დაწერის საგანი, თითქმის ყველა ტექსტი რომელიც დაიწერა, რაღაც ზიზღნარევი ქედმაღლობით იყო განმსჭვალული ყველას მიმართ “ ვინც ჩვენტან არ არის და ვინც ამიტომ - თავისტავად ცხადია - ცივილიზაციის მტერია”
ეს ის ხალხია, რომლებმაც გასულ ზამთარს ორიოდ კვირით ფეისბუქის ავატარებად “ Je suis Charly ” დაიყენეს, თავიანთ ვიწრო წრეში შეთანხმდნენ რომ ან პროგრესთან და ევროპასტან ასოცირებული შარლი ხარ, ან ფუნდამეტალისტი და გოიმი ანტიშარლი და დაიშალნენ... უნდა ითქვას - ფრანგ განმანათლელებს რომ თავიანთი “გასანათლებლების” მიმართ ისეთი ზიზღნარევი ქედმაღლური დამოკიდებულება ჰქონოდათ, როგორც დრევანდელ ქართველ ინტელექტუალებს აქვთ, გარწმუნებთ საფრანგეთი დღესაც შუა საუკუნეებში იქნებოდა ჩარჩენილი.
ადამიანის ფუნდამეტური უფლებების მოსახლეობამდე მიტანის “ჯვარი” მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების საზიდი გახდა, მათი ცივი პროტოკოლური ენა კი ქართველების ცხელ გულებში ვერ აღწევს - მაშინვე დნება, ორთლდება, ქრება. პრინციპში ინტელექტუალებისა და ხელოვანების ენაც...რომლებიც ასე საოცრად წააგავს იგივე ცივ, პროტოკოლურ გაშეშებულ ენას.
კომუნიკაცია არ მუშაობს, არც აზრი.
ჩვენ ნიჭერ მაგრამ ზარმაც მოწაფეებს ვგევართ, რომელიც ათიდან მხოლოდ ერთ გაკვეთილს იზეპირებს კარგი ნიშნის მისაღებად. დიახ, იზეპირებს - მაგრამ არ, უფრო სწორად ვერ სწავლობს, რადგან გამოტოვებული გაკვეთლები ამის საშუალებას არ აძლევს. მან იცის რომ ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი გამრავლების ტაბულის ცოდნისათვის, რადგან მან არ იცის რომ სამჯერ სამი ცხრაა, თუმცა იცის რომ შვიდჯერ ცხრა სამოცდა სამია...
შარლის გაკვეთილიც ისევე გამოტოვა საქართველომ … დაიზეპირა რამდენიმე მყვირალა მოცემულობა რომელსაც ევრო ნიუსზე და CNN ზე მოჰკრა თვალი, დაიმახსოვრა და მას შემდეგ ჯიუტად სჯერა თავისი ცოდნის. კითხვა არასდროს არ დაუსვამს თავისი თავისთვის. ისევე როგორც სხვა გამოტოვებული “გაკვეთილების” - მაგალითად იმავე საფრანგეტში ჰომოსექსუალთა ქორწინების საწინააღმდეგოდ გამართული მანიფესტაციების შემთხვევაში... სულ მალე იმავე წლის 17 მაისს არც თუ სასიამოვნოდ რომ შემოუბრუნდა საქართველოს, პირდაპირი მნიშვნელობით ერსაც და ბერსაც… რომლებიც უნდა იტქვას რომ არსად ისე არ იმსახურებენ ერთმანეთს როგორც “...აქ, ამ ქვეყანაში “!
შარლი ებდო იყო უზარმაზარი თემა, შესაძლებლობა, გაკვეთილი, რომელიც სავსებით იმსახურებდა იმ მილიონობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლას, საქრთელომ ტელევიზიით რომ იხილა და მიზეზი დღემდე ვერ გაიგო... რომ გაეგო ალბათ დღეს დარბის ორსული ღვთისმშობლის კარიკატურა ასე არ აღაშფოთებდა და შეურაცხყოფდა მორწმუნეთა გრძნობებს... ამ ნახატს არც “კონტემპორერ არტის” შედევრალური ნიმუშის რანგში აიყვანდნენ პისტოლეტით შეიარარებული ღვთისმშობლის კალთას ამოფარებული მხდალი და კონიუნქტურული ქართველი “ეპატაჟისტები”... არც ავტორს გახვევდნენ მისთვის მოულოდნელ და არასასიამოვნო გაუგებრობაში. მეტიც, ვერც რუსთავი ორის გენერალური დირექტორი და მისი ოდესელი “ქარიზმატული” პატრონი გაბედავდნენ ასე ადვილად სიცრუისა და ცილისწამების გავრცელების უდავო, მაგრამ სამარცხვინო უფლების ფუნდამეტალური გამოხატვის უფლების რანგში აყვანას . საგნებს შეძლებისდაგვარად თავისი შინაარსის შესაფერისი სახელები დაერქმეოდა და მათთან დაკავშირებული პროცესები შესაბამისად მშვიდად და ნაკლები გროტესკულობით წარიმართებოდა.
2 ნოემბერი 2015
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire