Robert Doisneau |
განსაცვიფრებელი ხალხია ქართველი ფეისბუკელები, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელმა ოფიციალურმა ქალბატონმა, ყველაზე ოფიციალური ფორმით,ზუსტად ისეთი ზომიერად შარმიანი ღიმილით როგორიც ოფიციალურ ქალს შეეფერება, დროშებისა და ფანფარების ფონზე სრულიად ოფიციალურად განაცხადა, რომ კოცნის გამო გულაგი არავის ემუქრება, სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე ტემპერამენტიანი ნაწილმა მაინც ვერ დამალა თავისი ტრადიციულად ორდღიანი მხიარული აღშფოთება. განსაკუთრებით აღგზნებულთა იმ ნაწილმა, რომელზეც მე პირადად გონივრული ეჭვი მაქვს, რომ საკუთარ ქორწილში, თავაზიანი და ცოტა სეირის მოყვარული სტუმრების მიერ ჩაწყობილი "გორკას" მერე სახალხოდ აღარ „უზასავიათ“: არც ქუჩაში, არც პარკში, არც პლაჟზე ...
ეს ძალიან ნიშანდობრივია.
ასეთებს ინფანტილური უმანკოება არ აძლევს საშუალებას ჩაწვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეთხზულ და ულტრათანამედროვე მოგიზგიზე ოსვენცემში გამოკეტილი პარლამენტარებისთვის განსახილველად გადაცემულ ენიგმატურ „სუტრას“, რომელიც ამბობს, რომ "გაშიშვლება და მასთან დაკავშირებული ცალკეული ქმედებები" კანონით დასჯადია.
ასეთებს აუცილებლად ესაჭირობათ სიღრმისეული ახსნა-განმარტებები იმის შესახებ, რომ გაშიშვლებასთან დაკავშირებული ცალკეული ქმედების კატეგორიას შეიძლება მაგალითად მივაკუთვნოთ, ვინმე ბინძური პერვერის ეგზიბიციონიზმი, რაც შეიძლება გამოიხატულ იქნას „საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცნხმყოფელ“ ისეთ ქმედებაში როგორიც არის და მაგალითად მიწისქვეშა გასასვლელებში მასტურბაცია პატარა ბიჭებისა და გოგოების დასანახად ან თუნდაც სექსი მანქანაში, არც თუ მოფარებულ ადგილას... რაც ასევე აკრძალულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის უკვე დიდი ხანია საქართველოშიც, ჯერ კიდევ წითელი მარწუხების ეპოქიდან.
საფრანგეთში მსგავსი ქმედება სწორედ ეგზიბიციონიზმის მუხლით ისჯება....
და ის სხვათა შორის ქუჩის პროსტიტუცის წინააღმდეგ ამხედრებულმა ჩვენმა ყოფილმა მეგობარმა-პარტნიორმა სარკოზიმ მოიგონა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ. ამით მან მეძავებისგან კლიენტზე გადაიტანა იურიდიული პასუხისმგებლობა და ამით უამრავი ამომრჩეველის გული მოინადირა, შესაძლოა ვინმეს, ჩემი ჩათვლით, ეჩვენება რომ გადაჭარბებული სანქციაა, მაგრამ მიბრძანდით და აუხსენით ეს ბულონის, ან ვანსენის ტყის პირას მცხოვრებ მოხუცებს, პატარა ბავშვიან დედებს, რომლებიც დღის ვერც ერთ მონაკვეთში ვერ ბედავდნენ ტყე -პარკში შესვლას... დღეს კი სავსეა იქაურობა მოსეირნე მოხუცებითა და მოთამაშე ბავშვებით. დღისით იქ აღარ წააწყდებთი ყოველი ხის ქვეშ კლიენტებთან ჩახუტებულ ჰეტერო, გეი, ტრავესტი მეძავებს... ვეღარ გახდებით უნებლიე მოწმე ნებისმიერი გემოვნების სექსუალური აქტის...

მიდით და აუხსენით გარეუბნის ბულვარებზე მდებარე სკოლის მოსწავლეების მშობლებს, რომ ნახევრად შიშველი ეგზოტიკური ტრავესტი მეძავებით გარშემოტყმული სკოლები ნორმალური მოვლენაა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ან იმავე უბნის მცხოვრებლებს, რომლებიც ღამით ვერ იძინებდნენ კლიენტების მანქანების სიგნალების, პოლიციის სირენების, ჩხუბისა და გინების კაკაფონიის გამო, უთხარით, რომ საფრანგეთს სხვა უამრავი უფრო სერიოზული პრობლემა გააჩნია და ასეთ წვრილმანებზე ლაპარაკი არ ღირს, რომ რა დროს ეს არის... თქვენ მხოლოდ გაბედეთ და უთხარით!...
ღმერთო! ჯვარი გვწერია ყველას - ჩვენ, რა თქმა უნდა არ გვეხება მუხლი მკვლელობის, ძარცვის, პედოფილიის შესახებ, რადგან წესიერი მოქალაქეები ვართ: არ ვკლავთ, არ ვაუპატიურებთ, არ ვძარცვავთ! მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კანონი არ უნდა ითვალისწინებდეს ამ ექსტრემალურ და საბედნიეროდ შედარებით იშვიათ დანაშაულებს? ნუთუ ასე ძნელია ამ ყველაფრის გაგება?

ამ ყოვლად აბსურდულ ისტორიაში, იცით, ყველაზე მეტად რა მაკვირვებს? არ მესმის - რატომ უნდა ვლაპარაკობდე ამ ყველაფერზე მე და არა ის ადამიანები, ვინც ქუთაისურ ულტრათანამედროვე გავარვარებულ „ოსვენცემში“ ეს ენიგმებით სავსე კანონპროექტი ჩაიბარა განსახილველად,, მერე თითქოს ბოთლში ჩადო, საცობი ჩაარჭო და რიონში მოისროლა, რომ ვიღაც უცნობ ფოთელ ჟურნალისტს ეპოვა ბობოქარი შავი ზღვის მაზუთინ ტალღებში და მოწევდინა ჩვენამდე "ხმა მღაღადებლისა პარლამენტისა შინა“... ხმა, რომელმაც საგონებეში ჩაგდო ქუჩაში ზასაობის მოყვარული ქართული საზოგადოების ყველაზე ვნებიანი ნაწილი!
მერამდენედ მეორდება ერთი და იგივე!... იმ ყბადაღებული ბუსუსებიანი პრეზერვატივისა არ იყოს, რომელზეც უკვე მერამდენე თვეა ლაზღანდარობს სრულიად საქართველო და რომელიც, კაცმა რომ თქვას, მართლაც სექს გაჯეტია და არა პრეზერვატივი, სექს გაჯეტები კი სკოლის სიახლოვეს ნორმალურ ქვეყნებში არ იყიდება, თორემ უფროსი ასაკის სკოლებში პრეზერვატივების ავტომატები დგას, და ისინი არავის პრობლემას არ უქმნის...პრეზერვატივებზე ლაპარაკი შიდსის საშინელი, ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემის ფონზე ერთ-ერთ უპირველეს პრიორიტეტად ითვლება მსოფლიოში... მაგრამ - არა საქართველოში. ჩვენში ხომ სიკვდილს პარლამენტშიც კი დასცინიან, სანამ მისი რეალური საშიშროების წინაშე არ დადგებიან ხოლმე!
ჩვენში ხომ კანონების იერარქია არსებობს - მნიშვნელოვანი, ნაკლებად მნიშვნელოვანი, და სრულიად უმნიშვნელო... ხარისხს თავად ვადგენთ, და ჩვენვე ვახარისხებთ აქლემებს, ნემსებს და ქურდებს სრულიად სხვადასხვა კატეგორიებად. ჩვენ ეს ბევრად უკეთ გვეხერხება, ვიდრე სულსწრაფ პარლამენტარებს თავიანთი კანონპროექტების შინაარსის გააზრება.
მართლა გაუგებარია, ისინი - პარლამენტარები სპეციალურად ქმნიან ამ რაღაც უბადრუკ ინფანტილურ აჟიოტაჟს, თუ მართლა თავადვე არ ესმით თავადვე კანონპროექტების შინაარსი იმდენად, რომ ისინი ადამიანურ ენაზე განუმარტონ ისედაც ნერვოზით გატანჯულ მოსახლეობას? იქნებ მართლა მხოლოდ უცხო ქვეყნების კანონმდებლობათა კალკირებით არიან დაკავებულნი, როგორც წინა წლებში, როგორც ყოველთვის? იქნებ პირველ რიგში სწორედ მათ ესაჭიროებათ ვინმემ კარგად აუხსნას უამრავი საბაზისო ჭეშმარიტება, რომლის შესახებ როგორც ჩანს მათ შორის ძალიან ცოტას თუ გაეგება რამე?... თუმცა, კაცმა რომ თქვას, საიდან უნდა გაეგებოდეთ მეტი ამ ადამიანებს, რომლებსაც თვით დღევანდელ კომუნიკაციების ფანტასტიკური შესაზლებლობების ეპოქაში, თითქმის სრულ ინფორმაციულ იზოლაციაში ყოფნას ახერხებენ ?
მოკლეთ, ძვირფასო მეგობრებო, სანამ დეპუტატთა „უნარ ჩვევების“ ამ საიდუმლოებით მოცულ საკითხს გავარკვევთ, ნუ მოგერიდებათ, და ნუ შეშინდებით! იზასავეთ ! მით უმეტეს, ასეთი მოკლე „სკანდალები“ ტრადიციულად ორ დღეში გვბეზრდება და გვავიწყდება. ღმერთს უყვარს მოზასავე ხალხი, რდგან ზასაობა ერის დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია! მხოლო , როგორც ოფიციალურად შარმიანმა ქალბატონმა ოფიციალურ-კოკეტური ღიმილით "მიგვანიშნა", სახალხოდ მასტურბაციის, ფელაციისა და "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფი „მსგავსი ცალკეული ქმედებებისაგან" თავი შეიკავეთ! აგრეთვე, თუ ნებას მომცემთ დავამატო : ფურთხებისგან, და დილის ოთხ საათზე ქუჩაში მთვრალი უაზრო გინებისგანაც - „პოლიფონიური“ ღრიალის თანხლებით, რომელიც ზოგიერთ თქვენთაგანს სიმღერა ჰგონია!

P.S. ზოშენკოს ერთი პატარა ნოველა აქვს, რომლის სათაურს სამწუხაროდ ვერ ვიხსნებ, მისი სიუჟეტი დახლოებით ასეთია: სოფლის მტვრიან შარა გზაზე აქეთ-იქით ჩამწკრივებულ მოხუცებს შორის, პატარა ბიჭი გაივლის ველოსიპედით , რომელიც ხმამაღლა გაჰყვირის, რომ ახალი კანონის მიხედვით სამოცდახუთი წლის შემდეგ სიცოცხლე აკრძლულია, რომ რაიონში, საპნის ქარხანა შენდება, სადაც მოხუცებს გადაადნობენ!... ამ სულ პატარა ნოველაში ყველაზე ტრაგი -კომიკური ის არის, რომ მოხუცები იმავე წუთს, უყოყმანოდ იჯერებენ, და დაღონებულნი და ზომიერად აღშფოთებულნი, მცირეოდენი წუწუნის შემდეგ ბედს ეგუებიან...
ძნელი სათქმელია, რა არის ეს - ყბადაღებული საბჭოთა მენტალობა, თუ მასობრივი დეპრესიული ფსიქოზი, რომელსაც არც საზღვრები აქვს, არც ეროვნება და არც ეპოქა ?
P.K. 11 Juillet 2013 Paris