სად
შიმშილობენ ნამდვილი ვეტერანები?
საქართველოს
წამებული ვეტერანი პრეზიდენტი ომის დაწყების წინ, სახელმწიფო
ინტერესებისათვის იტალიურ
სპაში შიმშილობდა.,. ამის
წყალობით დღეს მსოფლიოს
ნებისმიერ პლაჟზე შეგვიძლია
მისი ტორსით ვიამაყოთ, თორემ
ადრე შიშველი არსად გამოსაჩენი
არ იყო, განსაკუთრებთ ბოტექსით დაბერილი პუტინის
გვერდით.
შიმშილობის
შედეგების შესახებ პრეზიდენტმა
ერთგვარი ვიზუალური « ანგარიში »
ოქტომბერშიც ჩაგვაბარა ბათუმის
პლაჟიდან. მართლც ძალიან
შთამბეჭდავი იყო : აიპადით
ხელში « ალი და ნინოს »
ფონზე... პრეზიდენტის "გრუპი" ქალებმა რომლებიც ფეისბუქზე
უხვად არიან წარმოდგენილნი
აღგზნებისგან ლამის გონება
დაკარგეს.
თუმცა არის
მეორე ვეტერანი, რომლის
ადგილსამყოფელის დადგენა –
ომის დროს, შედარებით რთულია.
ეს მაშინდელი თავდაცვის
მინისტრი დავით კეზერაშვილია.
უკვე მესამე წელია, მის შესახებ
აბსოლუტურად ურთიერთ გამომრიცხავ
ცნობებს თავად პრეზიდენტი
ავრცელებს . სავარაუდოდ ალბათ
მტერს რომ თავგზა აუბნიოს ,
რომ ვერაგმა არ იცოდეს სად
ეძებოს ქართველი მინისტრები
ომის დროს - შვებულებაში თუ
მივლინებაში… პრეზიდენტის
ერთი ვერსიით ის მარბელაში "დეზერტირობდა" 3 აგვისტომდე
და არაფრით არ უნდოდა ომში ჩაბმულ სამშობლოში დაბრუნება (საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი ოფიციალური ვერსიით – 3 აგვისტოს საქართველოში უკვე ომი მიმდინარეობდა და 8 აგვისტოს ქართულმა არმიამ მხოლოდ საპასუხო ცეცხლი გახსნა) პრეზიდენტის ცოტა გვიანდელი
ვერსიის მიხედვით კი თბილისში
იმყოფებოდა... თავად ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრები უკვე ივლისის მეორე ნახევარს შვებულებაში ატარებენ, იმ დროს, როდესაც მთელს დანარჩენ მსოფლიოში საქმიანი ხალხი და განსაკუთრებით პოლიტიკოსები მხოლოდ აგვისტოში ახერხებენ მცირე შვებულების აღებას, მხოლოდ იმ ფაქტზე მეტყველებს, რომ ქართველი ფუნქციონერები და კანონმდებლები მთელი წლის განმავლობაშ გაცილებით მეტს შრომობენ ვიდრე მათი დასავლელი კოლეგები, ამიტომ ცხადია დასვენებაც უფრო ხანგრძლიბი ესაჭიროებათ დაახლოვებით თვენახევარი... მაშინაც კი როდესაც ქვეყანა ომის დაწყების საშიშროების წინაშე დგას: ლოგიკურია, აბა ომს დაღლილი ფუნქციონერები როგორ მოიგებენ?...
აი რას
წერდა პრეზიდენტი სააკაშვილი თავის -რაფაელ გლუკსმანთან CO- შედევრში "მე თქვენ თავისუფლებისშესახებ გესაუბრებით" , რომელიც
ომის დამთავრებიდან ორ თვეში.
2008 წლის ნოემბერში გამოსცა
პარიზში , და რომლის წაკითხვის "ბედნიერება" ქარტველ მკითხველს
რატომღაც დღემდე არ ეღირსა :
მ.ს. …ჩვენ
ყველას თავში გვქონდა იდეა,
რომ აგვისტო ცხელი თვე იქნებოდა.
ასევე , იალტის სემიტზეც სადაც
ბევრი რუსი იყო წარმოდგენილი,
პუტინისტიცა და ანტიპუტინისტიც,
ყველა საქართველოსთან გარდაუვალ
ომზე ლაპარაკობდა, ისე
მესალმებოდნენ როგორც
სიკვდილმისჯილს…
მე იტალიაში,
ჩემს მეუღლესა და შვილებთან
ერთად სპა ში ვიყავი, როდესაც
მივხვდი, რომ შესაძლოა რაღაც
სახიფათო მზადდებოდა. ეს
ივლისის ბოლო იყო. ჯერ , ჩემმა
თავდაცვის მინისტრმა დავით
კეზერაშვილმა დამირეკა, და
მითხრა, რომ ორასი რუსული
ტანკი აფხაზეთში შედიოდა. მე
ვუბრძანე რეაგირება არ მოეხდინა
და უბრალოდ შეეტყობინებინა
ამერიკელებისა და ევროპელებისათვის
რუსების მიერ საერთაშორისო
შეთანხმებების ეს მორიგი
დარღვევა რუსეთის მხრიდან.
ჩვენ მოვლენების
განვითარებას ტელეფონით
განვიხილავდით. თუმცა ამავდროულად
სექტემბრისათვის ვემზადებოდით,
რომელიც ღირსშესანიშნავი
მოვლენებით უნდა ყოფილიყო
გამორჩეული: პირველად საქართველოს
ისტორიაში ნატოს სემიტით,
დიკ ჩეინის ვიზიტით და თბილისში
პოლ მაკარტნის დიდი კონცერტით...
ყოველივე ამის შემდეგ, ერთ
დღეს ვრთავ რუსულ ტელე არხს
და ვგებულობ, რომ ქართველები
ომისათვის ემზადებიან. რუსეთი
სახმელეთო ჯარების სარდელი
ამტკიცებდა, რომ ჩვენ ოლიმპიური
თამაშების გახსნის ცერემონიის
დღეს, 8 აგვისტოს კონფლიქტის
დაწყების გეგმა გვქონდა. ეს
სურეალისტურად გამოიყურებოდა,
იმ დროს როდესაც მე იტალიაში
სპაში ვიყავი, სხვათაშორის
უამრავი რუსის გარემოცვაში
, ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი
მინისტრები კი არდადეგებზე
ზოგი ესპანეთში ზოგიც საბერძნეთში
...
... ამიტომ
1 აგვისტოს გადავწყვიტე
შემემოკლებინა ჩემი შვებულება
იტალიაში და და თბილისში
დავბრუნებულიყავი. როდესაც
ჩამოვედი ათასობით ოსი მილიციელი
ქართულ პოლიციას უტევდა. ეს
უკვე სერიოზულად გამოიყურებოდა.
მე ჩვენს თავდაცვის მინისტრს
დავურეკე და ვთხოვე მარბელადან
რაც შეიძლება სასწრაფოდ
ჩამოსულიყო. მან ამიხსნა, რომ
ბილეთის გადაცვლა ნამდვილი
თავისტეხა იყო, რომ ეს ყველაფერი
უფრო რუსული ბლეფი იყო . მე
დავაძალე და შემპირდა რომ
მეორე დღეს დილას გამოფრინებოდა.
საბოლოოდ ის მხოლოდ მესამე
დღეს ჩამოვიდა... ეს რომ აგიხსნათ
თუ როგორ ვემზადებოდით ამ
მომენტში ომისათვის: ჩემი
თავდაცვის მინისტრი შვებულების
დამატებით დღეებს იპარავდა…”
მაშინ წაკითხულმა
ისე ამაღელვა, რომ ამ წიგნს მოზრდილი კრიტიკული წერილიც
კი მივუძღვენი რომელიც ჩემს
წიგნშია შესული “ფსიქოდელიური
ქრონიკა 2009» სათაურით "მომწესრიგებლები". აი ამონარიდი
ამ ტექსტიდან:
…აი
ასე, როგორც იქნა, შეიკრიბა
3 აგვისტოს თბილისში ჩვენი
სახელისუფლო, და განსაკუთრებით
თავდაცვის აპარატი . უნდა
ითქვას ომს სულზე მოუსწრეს...
პრინციპში, ყველაფერი ისე
სწრაფად დამთავრდა, რომ
თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილს
შვებულების ერთი ორი დღე კიდევ
რომ "მოეპარა" ომი შეიძლება
მარბელას მზიან პლიაჟზე
შეზლონგზე წამოკოტრიალებულს
ტელეფონით ხელში "გადაეგორებინა."
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს
მთელი ხელისუფლება ევროპის
კურორტებზე იყო გაფანტული,
(იმედი მაქვს არა იაფფასიან
კემპინგებში). როგორც ჩანს
ომისათვის მათ სულაც არ ეცალათ.
საერთოდ , რა უსინდისობაა, რა
დროს ომი იყო ამ შუა აგვისტოში...ხომ
შეიძლებოდა სექტემბრამდე
დაეცადათ, სადღაც პოლ მაკარტნის
კონცერტსა და თბილოსობას
შორის, შემოდგომის რომელიმე
მოსაწყენ წვიმიან დღეს...
როგორც
პრეზიდენტი ამბობს, ყველამ
მშვენივრად იცოდა უდიდესი
საშიშროების შესახებ რომელიც
ქვეყანას ელოდებოდა, აფხაზები,
უფრო მეტიც, თავად რუსებიც
კი აფრთხილებდნენ იალტის
სამიტზე ქართველებს. მიუხედავად
ამისა კუთვნილ შვებულებას
ვერავინ შეელია და საქართველოს
ტერიტორიაზე 200 ტანკის შემოსვლა
მარბელას პლიაჟსა და იტალიურ
სპა ს შორის მხოლოდ სატელეფონო
საუბრის თემა გახდა პრეზიდენტსა
და მისი თავდაცვის მინისტრს
შორის…»
მას სემდეგ
ათასმა წყალმა ჩაიარა. დღეს
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში
ომის ვეტერანების მხოლოდ ორი
ტიპი არსებობს - პირველი
მუხიანის სასაფლაოზე წევს,
ხოლო მეორე ტიპი - ჩვენი გმირი
ხელისუფლებაა უგმირესი
მთავარსარდლის ხელმძღვანელობით.
დანარჩენები, ანუ მებრძოლები,
ხანდახან ცოცხალ უცნობ
ჯარისკაცების ფონად თუ
გაიელვებენ ხოლმე უნიჭო
პატრიოტული კლიპების "საძმო" მასიურ სცენებში.
ამასობაში
პრეზიდენტმა გასული სექტემბრის
რუსული GQ - ში ჟურნალისტ
სოკოლოვასთან საუბრისას,
სრულიად ახლებული ხედვა
გვიჩვენა ომის პერიოდში
ქართველი ფუნქციონერების
კონსპირაციისა:
სააკაშვილი:
ომი რუსეთმა დაიწყო. …რუსეთის
არმია საქართველოს საზღვრებთან
მრავალი თვის განმავლობაში
დემონსტრაციულად ატარებდა
სწავლებებს და მანევრებს.
რაღაც მომენტში ჩვენ, უბრალოდ,
აღარც კი ვრეაგირებდით. ივლისის
ბოლოს მთავრობის უმეტესი
ნაწილი უკვე მივლინებაში
იყო. მე თავად გახლდით შვებულებაში.
სოკოლოვა:
მაინც სად იყავით?
სააკაშვილი:
იტალიაში. მერანოს სანატორიუმში.
სოკოლოვა:
უი, გამოდის, რომ ჩვენ იქ ერთად
ვიყავით.
სააკაშვილი:
და თქვენ რას აკეთებდით იქ?
მე ჩემმა აზერბაიჯანელმა
მეგობრებმა და მიხეილ გუსმანმა
მირჩიეს იქ წასვლა, გახდომის
მიზნით. მერანოში რუსეთის
ერთ-ერთ არხზე ვნახე ქვეითი
ჯარების მეთაურის განცხადება,
რომელმაც თქვა, რომ საქართველო
ოლიმპიადის გახსნის დღეს ომს
წამოიწყებს, ეს კი ოლიმპიადის
წესების დარღვევააო. ეს სადღაც
ივლისის ბოლოს ხდებოდა.
სოკოლოვა:
ანუ გინდათ, თქვათ, რომ თქვენ,
ქვეყნის პრეზიდენტმა, მერანოში
რუსეთის არხის ყურების დროს
აღმოაჩინეთ, რომ რუსეთთან
ომს იწყებდით?
სააკაშვილი:
მე დავურეკე საგარეო
საქმეთა
მინისტრის მოადგილეს, რომელიც
იმ დროს სარდინიაში
იმყოფებოდა
და ვკითხე, რას ნიშნავდა ეს
ყველაფერი? მან მიპასუხა:
არაფერი, სიმშვიდეაო. შემდეგ
დავურეკე თავდაცვის
მინისტრს, რომელიც საქართველოში
იყო. მან
მითხრა, არაფერი არ ხდებაო.
მაგრამ მაინც ვშფოთავდი.
შვებულება შევწყვიტე და
საქართველოში დავბრუნდი.
შემდეგ რუსეთის მხრიდან
პროვოკაციების მთელი სერია
დაიწყო. და ისევ სიმშვიდე
ჩამოვარდა. გადავწყვიტე,
ჩინეთში ოლიმპიადაზე წავსულიყავი.
ჩემი თვითმფრინავი აეროპორტში
იდგა. მე ჩემს ცოლ-შვილთან
ერთად ვაპირებდი გაფრენას..
GQ
სექტემბერი 2010
….საოცარებაა...
როდესაც საკაშვილის სხვადასხვა
ვერსიებს ერთმანეთს ვადარებ,
სულ ვფიქრობ, მართლაც… კოლფილდისა
არ იყოს, ნეტა სად მიფრინავენ
იხვები, როდესაც NY ცენტრალური
პარკის ტბაში წყალი იყნება?
პქ
4 იანვარი 2011
4 იანვარი 2011