2 mai 2013

სირცხვილი

                                                                                                                                    "ლიბერალი" 29 აპრილი 2013 წ



პარასკევს, 25 აპრილს ყოველდღიურმა ფრანგულმა « პარიზიენმა»,  გამოაქვეყნა საკმაოდ ვრცელი სტატია სათაურით პარიზიქართველი ბინის ქურდების ბანდა უვნებელყოფილია”, რომელიც იუწყება, რომ გასულ ორშაბათს, დილის 11 საათსა და 45 წუთზე პოლიციელებმა  პარიზის მეთვრამეტე ოლქის ერთ - ერთი სახლის ბინის  კარები შეანგრის და ორიVori v zakoneანუ კანონიერი ქურდი დააკავეს, ისინი, როგორც გამოცემა იუწყება,  თავისთვის წყნარად ისხდნენ  დივანზე და ნოუთბუკიდან რუსულ  სიმღერებს უსმენდნენ.  წინააღმდეგობა არც კი გაუწევიათ.

იმავე დღეს პოლიციამ დააკავა ბანდის დანარჩენი წევრებიც. საერთო ჯამში ამ შვიდ ქართველს  გასული წლის მაისის შემდეგ, როგორც ჩანს 44 ბინა გაუტეხავს და მოუპარავს 170 ათასი ევროს ქონება. სტატიის ბოლოს ავტორი ხაზს უსვამს ქართველი განგსტერების ერთ თავისებურებას, ამტკიცებს, რომ ბანდის წევრები ყველანი ტოქსიკომანები არიან და მოპარულ კომპიუტერებს, აიპადებს, ოქროს სანთებელებს... ძირითადად ნარკოტიკებში ცვლიდნენ.

როგორცახალი თაობისქართული ემიგრაციის კულუარებში ამბობენ, ეს საბრალო შვიდეული- “Vori v zakoneკი არა, ჩვეულებრიცი კარგი გულის ქუჩის ბიჭები არიან, იმიტომ იპარავენ, რომ ცოტა ფული გაუგზავნონ გაჭირევულ ოჯახებს და რაც დარჩებათ იმით წამალი იყიდონ, რომ სამშობლოს  სევდა ცოტათი მაინც გაიქარვონ.

- რა სამარცხვინოა - მითხრა მეორემ, სულ სხვა ტიპის  ემიგრანტული კულუარიდან, თანაც ისეთი სახით, რომმიმინოსპერსონაჟი ნუგზარი გამახსენდა, რომელსაც მოსკოვში მეტროს ბაგრატიონთან გავლისას გული სიამაყით ევსებოდა, ხოლო ზოგიერთი თანამემამულის  ქცევის გამო სირცხვილით...

სულ ორი დღით ადრე მიხეილ სააკშვილის მომხრეთა აბსოლუტური უმრავლესობა ასევესირცხვილით დაიწვაევრო საბჭოში პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის გამო. სამაგიეროდ პრემიერის მომხრეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ზუსტად ისევე აევსო გული სიამაყით ამ გამოსვლის შემდეგ, როგორ ნაციონალებს ევსებოდათ თავიანთი ლიდერის გამოსვლებისას ამავე ტრიბუნაზე.

საერთოთ ქართველები თავიანთ ლიდერების სტრასბურგში გამოსვლას ზუსტად ისე უყურებენ, როგორც უნიჭო მომღერლებისას ევროვიზიის უბადრუკ ფესტივალზე, რომლებსაც რატომღაც ქვეყნის რაღაც უცნაურ, ბრჭყვიალა დისკო პრესტიჟს აკიდებენ ხოლმე ყოველ გაზაფხულზე. ფესტივალის მაყურებელი კი ისევე როგორც ევრო საბჭოს დეპუტატები, მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდება ხოლმე, როდესაც მათი ქვეყნის დისკო პრესტიჟის მატარებლები გამოდიან სცენაზე სყოველთაო ოვაციების ფონოგრამის ფონზე... რაც სულაც არ არის გასაკვირი: ყველას თავისი ბრჭყვიალა პრესტიჟის უფრთხილდება და სულ არ ანაღვლებს სხვისი.

ულმობელ სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთივანიშვილის თავდაჭერილმა გამოსვლამ ფრანგებისათვის ზუსტად ისევე შეუმჩნევლად ჩაიარა, როგორც ადრე სააკაშვილის მგზნებარე და პათეტიკური გამოსვლებმა, ან თუნდაც ზურაბ ჟვანიას ცნობილმა სლოგანმამე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი.” რომელიც სამარადისოთ ამოიტვიფა ჩვენი - ქართველების, და არა სლოგანის ადრესატის-ევროპელთა შემეცნებაში.

უნდა ითქვას, რომ ქართველი ქურდების შესახებ ბევრად უფრო მეტმა ფრანგმა შეიტყო ვიდრე ისთავისმომჭრელიამბავი, რომ პრემიერმა სტრასბურგში სიტყვატუპიკიიხმარა ''ჩიხის'' ნაცვლად. არც  პოლონელი ზბოგნევ გირჟინსკის მიერ პროვინციული უბრალოებითა და არადელიკატურობით დასმულ კითხვას პუტინის, სააკაშვილისა და ივანიშვილს შორის სიყვარულის დრამატული სამკუთხედის შესახებ  გამოუწვევია რაიმე განსაკუთრებული სკანდალი  საფრანგეთში... ყოველ შემთხვევაშიპარიზიენშიგამოქვეყნებული ზემოთ ხსენებული სტატიის შესახებ ფრანგიმაშასადამეებისმიერ  დატოვებული კომენტარები გვაფიქრებინებს, რომ მათ ავტორებისთვის, ანუ გაზეთის მკითხველისთვის ქართველი პოლიტიკოსების რიტორიკა არანაირ ინტერესის საგანს არ წარმოადგენს. მეტიც, ისინი  ცოტა არ იყოს არასასიამოვნო კითხვებს სვავენ, სულ სხვა მიმართულებით, რომლებიც ზუსტად ერთნაირად შეეხება როგორც ძველ, ისე ახალ ხელისუფლებას...და საერთოდ ჩვენ ყველას. აი მაგალითად : “ საგულისხმოა, რომ მსგავსი ბანდები რატომღაც არასდროს არ არიან ისეთი ქვეყნებდან, როგორიცაა დანია, ლუქსემბურგი,შვეიცარია, მალტა!” და რეპლიკა =მადლობა ევროპას, შენგენს. რომ ჩვენი ქვეყანა საცერად აქცია”...
არა, არაფერი ქსენოფობური... ფრანგები მაინც დელიკატური ხალხია, ჩვენგან განსხვავებით საჯარო სივრცეში არ ილანძღებიან უშვერი სიტყვებით... მხოლოდ გასათვალისწინებელია,რომ კომენტარების ავტორები ამომრჩევლები არიან, მათ შორის იმ დეპუტატებისაც, რომლებიც სტრასბურგში თავაზიანი ღიმილით უსმენენ ხოლმე თავიანთი აღმოსავლეთ ევროპელი კოლეგების აღგზნებულ განცდებს რუსეთთან მიმართებაში. საეჭვოა მათზე რომელიმე კონკრეტული გამომსვლელის რიტორიკამ ისე იმოქმედოს, რომ თავის ამომრჩეველს, რომელსაც ჯერ რიგიანადახალი ევროპისქვეყნების გაწევრიანებაც ვერ მოუნელებია, საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებაზე ლაპარაკი გაუბედოს.

საქართველოში არასდროს არ აინტერესებთ თუ რა იცის საშუალო ფრანგმა, გერმანელმა, ინგლისელმა, ბელგიელმა  საქართველოს შესახებ. თვლიან,რომ თუ ხოზე მანუელ ბაროზო, ან კიდევუკეთესი”, ვილფრედ მატინესი, რომლის არსებობის შესახებ ევროპელთა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს,  მიშას ან ბიძინას მხარზე ხელს მოუთათუნებს, ეს საკმარისია იმისათვის რომ ამავე ევროპელებმა რაღაც გადაწყვეტილებები მიიღონ ჩვენს ევროპელობასთან დაკავშირებით. ჩვენ ან გვავიწყდება, ან არ  ვიცით, რომ ევროპელი ამომრჩევლები პოლიტიკოსების დაქნეულ თითზე ცხვრებივით არ რეაგირებენ, და გზა სტრასბურგელი ფუნქციონერების გულებისაკენ სწორედ მათზე გადის.

 არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური მრჩეველი რაფაელ გლუკსმანი რეიტინგულ  რადიო ფრანს ინტერში, რომელსაც რამდენიმე მილიონი მსმენელი ჰყავს,  ამტკიცებდა, რომ ქართველების უმეტესობა განგსტერები ვართ. დღეს შვიდი ქართველი დაჭირეს ქურდობაზე, სულ ახლახანს კიდევ ოცდაათი...საერთოდ საფრანგეთში  დღეში საშუალოდ 1000 ბინას ტეხენ ყველა ეროვნების ქურდები.
 თუ ვინმეს გონია, რომ  რომელიმე გამოცემის დაინტერესების შემთხვევაშიც კი, პოლონელი ზბიგნევ გირჟინსკის აროგანტული კითხვა ვინმეზე უფრო მეტ შთაბეჭდილებას მოახდენდა, ვიდრე ქარეთველი ტოქსიკომანი ქურდების ამბავი, ძალიან შეცდება. განსაკუთრებით ფრანგული რეგიონალური მედია სავსეაპარიზიენისმსგავსი პუბლიკაციებით ქართველი კრიმინალების შესახებ, რომლებიცსამწუხარო პოპულარობითნამდვილად დიდი ანგარიშით უგებენ ქართულ  კულტურასა და დიპლომატიას.

ორიოდე თვის წინ თითქმის მთელი ფრანგული ბეჭდვითი და აუდიო-ვიზუალური მედია, მათ შორის ნაციონალური ტელეარხები  ლაპარაკობდნენ იმის შესახებმ რომ საქართველოდან სპეციალურად ჩამოდიან ტუპერკულოზით დაავადებულნი, ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს და მაშინვე საავადმყოფოში წვებიან. რომ მათი მკურნალობა  ქვეყანას, რომელის სოციალურ სამედიცინო სადაზღვევო სისტემას ისედაც უზარმაზარი ფინანსური დეფიციტი აქვს, ძალიან ძვირი უჯდება, რომ ყველაფერთან ერთად ისინი საფრანგეთისათვის,  სანიტარულ საშიშროებას წარმოადგენენ... დღესდღეობით ფრანგულ კლინიკებში 50 ტუპერკულიოზით მძიმედ დაავადებულ ადამიანს მკურნალობენ მედიცინის უკანასკნელი სიტყვის მიხედვით...უკეთებენ უძვირეს ოპერაციებს, ხანგრძლივად, თვეების განმავლობაში მკურნალობენ იზოლირებულ პალატებში.

საქართველოს წინა ხელისუფლების მომხრეები, რომლებსაც "სირცხვილით დაიწვნენ" სტრასბურგში ახალი ლიდერის გამოსვლის გამო, რამდენიმე დღის წინ,19 აპრილს უსირცხვილოდ  ამაყობდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კრიმინალი დაამარცხეს... მათ სრულიად არ ცხვენოდათ, რომ  მათი ქვეყნას არ ძალუძს ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით დაავადებულ თავის მოქალაქეებს მოუაროს, რის გამოც ისინი იძულებულნი არიან გაიქცნენ, და იმ ქვეყნების გადასახადების გადამხდელთა ჯიბეს დააწვნენ მძიმე ტვირთად, რომლებიც, სააკაშვილის თქმით, სულ ცოტა ხნის წინ, ანუ ოქტომბრამდესაქართველოს ბედს შენატროდნენ”. მათ სრულიად არ ცხვენიათ,  რომ სწორედ მათი მმართველობის პერიოდში სიღატაკეს, სოციალურ კატასტროფასა და  რეპრესიებს  გაქცეული ქართველები , რომელსაც ფრანგული მედია რატომრაც რუსულად "ვორი ვზაკონეს" უწოდებს, იმ ეროპელების  ბინებს ქურდავენ, რომლებმაც ჰიპოტეტურად, ოდესმე ხმა უნდა მისცენ ჩვენს ევროკავშირში გაერთიანებას, და რომლებსაც საქართველოს შესახებ წარმოდგენას ქართველ პოლიტიკოსთა გამოსვლები, ტრაბახი ან ურთიერთ ბრალდებები ვერანაირად ვერ შეუქმნის.

 პრემიერ მინისტრს მსგავსი გამოსვლები ჩვეულებრივი სამუშაო  ფორმალური პროცესის ნაწილია, რასაც მშვენივრად ართმევს თავს ნებისმიერი ქართველი ლიდერი - ძველიც და ახალიც. ამ გამოსვლებისათვის გადამეტებული ყურადღების მიქცევა ჩემი აზრით არ ღირსევროპელ ამორჩეველს, როგორც წესი, უცხო ქვეყნების ლიდერები ვერ ატყუებენ.
ნუთუ ვინმეს ჯერა, საქართველოს რომ რომელიმე  ქვეყანამ, თავისი ყველაზე გაჭირვებული და  კრიმინალური  სოციალური ფენაგამოუგზავნოს”, ქართველები ამ ქვეყნის ლიდერის წინადადებას კიდევ უფრო გახსნილი და გამარტივებული ურთიერთობების შესახებ აღფრთოვანებით შეხვდებიან?

 საქართელოს რეალური რეფორმები, რეალური ეკონომიური, სოციალური და კულტურული ცვლილებები სჭირდება, რომ  ნამდვილი, ცოცხალი  ადამიანების, და არა ლობისტი პოლიტიკოსების სიმპათიები დაიმსახუროს. რომ ქვეყანა ბოლოს და ბოლოს განთავისულდეს ყველაზე მტანჯველი- საკუთარი თავის, და არა ევროპის მიმართ აბსურდული სირცხვილისგან.



პაატა ქურდაძე
26 აპრილი 2013 Nice