2012 წლის შემოდგომაზე მესამე და უკანასკნელი რადიო ჩანახატი გავაკეთე გადაცემისთვის "ღვინის გზამკვლევი" რომელსაც რადიო "ცხელი შოკოლადი" გადასცემდა.
საინტერესო გადაცემა იყო, მაგრამ სამწუხაროდ ჩემს ნაცნობებში მგონი მაინცა და მაინც დიდი რეიტინგი არ ჰქონდა - ჩემი ეს რეპორტაჟები თითქმის არავის არ მოუსმენია. ამიტომ გამოვაქვეყნე ისინი ჩემს ბლოგზე- გასულ გაზაფხულს პირველი ორი, დღეს კი მესამეს გთავაზობთ : "რთველი მონმარტზე". რომელის 2012 წელს ჩაწერილ აუდიო ფაილს ვიზუალური მასალა დავადე ილუსტრაციისათვის - ძირითადად ინტერნეტით მოპოვებული საარქივო მასალა და ჩემი შვილის, გაბრიელ ქურდაძის მიერ გადაღებული ფოტოები ორი კვირის წინ - მონმარტის რთველის ბოლო დღესასწაულზე.
საინტერესო გადაცემა იყო, მაგრამ სამწუხაროდ ჩემს ნაცნობებში მგონი მაინცა და მაინც დიდი რეიტინგი არ ჰქონდა - ჩემი ეს რეპორტაჟები თითქმის არავის არ მოუსმენია. ამიტომ გამოვაქვეყნე ისინი ჩემს ბლოგზე- გასულ გაზაფხულს პირველი ორი, დღეს კი მესამეს გთავაზობთ : "რთველი მონმარტზე". რომელის 2012 წელს ჩაწერილ აუდიო ფაილს ვიზუალური მასალა დავადე ილუსტრაციისათვის - ძირითადად ინტერნეტით მოპოვებული საარქივო მასალა და ჩემი შვილის, გაბრიელ ქურდაძის მიერ გადაღებული ფოტოები ორი კვირის წინ - მონმარტის რთველის ბოლო დღესასწაულზე.
თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ამ რადიო ჩანახატის აღდგენა და გამოქვეყნება ჩემი მოკლე და წარუმატებელი რადიო კარიერის რეაბილიტაციაზე მეტად ამ ორი დღის წინ ჩატარებულმა მორიგმა "თბილისობის" დრესასწაულმა შთამაგონა... უფრო სწორად VIP ტივზე გადაღებულმა აი ამ ფოტომ... განსაკუთრებით კი ქალაქის თავის წინ ჩურჩხელებივით დაწყობილმა მიკროფონება...
წარმოიდგინეთ რა სანახავი იქნება ერთ დღეს მოდელირებული და კოსტუმირებული თბილისობა
რომ ჩატარდეს და მტკვარზე ოცდათხუთმეტმა VIP ტივისგან შემდგარმა ეროვნულმა მოქეიფე ფლოტმა რომ ჩაიაროს დოლგარმონის და დუდუკების
აკომპანმენტით ... ცეკას და მოწინავე რაიკომების მდივნები, მათი კინტოებად გადაცმული მემწვადე კომკავშირის ინსტრუქტორები, საპატიო თბილისელები: მხცოვანი სახალხო არტისტები, რომლებიც დღეს მთაწმინდაზე და დიდუბეში არიან გადანაწილებულნი, გდრ-ელი და რუმინელი მოძმე პარტიული მუშაკები, აცრემლებული ზემდგომი ემო-ტოვარიშჩები კრემლიდან... ქალაქის საბჭოს თავმჯდომარეები, ქალაქის მერები, საკრებულის
თვმჯდომარეები... ფლოტის თავში - ასე ვთქვათ ლიდერ-ტივზე ადმირალი შევარდნაძე !... ეჰ! მართლაც დაუვიწყარი პერფომანსი იქნებოდა - ესეც ხომ ჩვენი ისტორიაა? ისევე როგორც ასიათასი მოწამეს ამბავი.. რომლებიც სხვათაშორის ასევე თბილისელები იყვნენ და არა ბათუმელები, ქუთაისლები, ზუგდიდელები თუ ამერიკელები რიჩარდ ნორლანდივით.. მაგრამ ამაზე რატომღაც არავინ ლაპარაკობს არც ერი და არც ბერი...
საერთოდ უნდა გითხრათ რომ ყოველი თბილისობა ყველაზე კარგად ამტკიცებს, რომ ეს ყბადაღებული საბჭოთა მენტალიტეტი, რომელსაც ასე გამეტებით ტენიან ერთმანეთს თანამდროვე ქართველები, მართლაც არსად არ წასულა და ის ყოველ შემოდგომას ზუსტად ისევე ტივტივებს აყროლებულ მტკვარში ამ ნეხვივით მოტივტივე ვიაიპი ტივების გარშემო , როგორც ჩემს შორეულ წითელ ახალგაზრდობაში... ხელმზღვანელი ამხანაგების მიერ მოგონილი დღესასწაულის იმიტაცია ყოველი ახალი თაობის ჩინოვნიკებს პატიოსნად გადეცემა... ასიათასობით მოწამე თბილისელი კი პირდაღებული ადევნებს ამ ყველაფერს თვალყურს ტელევიზიით და დროდადრო ჩუმად იგინება, როგორც ყოველთვის...აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ..
PK. 29 Octobre 2014 Paris
აუდიო ფაილის ტექსტი:
რთველი
ყველგან დღესასწაულია სადაც
ღვინო უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე
მხოლოდ დასათრობ საშუალებას. ბევრმა შეიძლება არც დაიჯეროს,
რომ პარიზში ყოველ შემოდგომაზე
რთველის დღესასწაული იმართება,
მხოლოდ რეგიონებიდან ჩამოსული
დელეგაციების მიერ ჩამოტანილი "ნობათით" კი არა - ადგილოვრივ
ვენახებიდან მოწეული ვაზი
იკრიფება.
პატარა
ვენახები რამდენიმე უბანშია,
მათ შორის ყველაზე პატარა
ძველ, სენ ჟერმენის სააბატოს
ეზოში, - სულ რაღაც ათი ნაბიჯია,
ფრანგები ვენახის ფართობის
საზომ ერთეულად დღემდე ხშირად
ნაბიჯს იყენებენ.
ვენახები
აგრეთვე არის ბელვილის,
ბერსის, ჟორჟ ბრასანსის
პარკებში... ისინი ყველა
მუნიციპალიტეტს ეკუთნის, და
იქ მოწეული ღვინო, მერიიების
მარნებში ინახება. თუ არ
ჩავთვლით ერთად ერთ ბაგატელის
კერძო ვენახს ბულონის ტყეში.
პარიზი
ევროპაში ყველაზე მჭიდროდ
დასახლებული ქალაქია, სადაც
ყოველ კვადრატულ მეტრს ოქროს
ფასი აქვს. ძნელი მისახვედრი
არ უნდა იყოს, თუ რაოდენ
სიმბოლური დატვირთვა აქვს
ვენახს ქალაქში სადაც ერთი
კვადრატული მეტრი მიწის ფასი
ერთ ერთი ყველაზე მაღალია
მსოფლიოში და ამის გათვალისწინებით,
ალბათ კიდევ უფრო დასაფასებელია
პარიზელების პატივისცემა
თავიანთი ქალაქის მიმართ,
რომელიც ღვინის გარეშე იგივე
იქნებოდა რაც დღესასწაული
მუსიკის გარეშე.
ყველაზე
დიდი ვენახი მაინც მონმარტზეა.
მთელი 1700 ნაბიჯი! აქ რთველის
დღესასწაული წელს უკვე
სამოცდამეცხრამეტეჯერ
იზეიმეს. მუსიკით, ღვინით,
ჯამბაზებით, აღლუმით...
რომელშიც
ყველა ეროვნების მუსიკოსები
და არტისტები მონაწილეობენ,
ქართველებიც კი, ჩოხებით და
ხევსურული კაბაბით. ძალიან
ლამაზი საყურებელია.
მონმარტი
მეთექვსმეტე საუკუნეში პარიზის
მეღვინეების დასახლება იყო,
როგორც ფრანგები ეძახიან,
პატარა, სუფრის ღვინოს წურავდნენ.
სიმღერაც კი ქონდათ ესეთი :
ეს
მონმარტის ღვინოა!
ერთ
ჭიქას დალევ და
ერთ
ტიკს მოფსავ!
მერე
წისქვილების, კლოშარების,
ბანდიტების, და საროსკიპოების
უბანი გახდა. არტისტებისაც
რა თქმა უნდა. მაშინდელი
არტისტები პოლიტკორექტულები
არ იყვნენ, ბევრს სვამდნენ,
მეძავებთან და ბანდიტებთან
მეგობრობდნენმ ჩხუბობდნენ კიდეც...
მაგრამ სამაგიეროდ რა არტისტები
იყვნენ!... სოლისა და სან ვინსენტის
ქუჩების კუთხეში ერთი პატარა
სიმპათიური კაბარეა, რომელსაც
სასაცილო სახელი ქვია Lapin
Agile რაც
დაახლოვებით ითარგმნება
როგორც «
სწრაფი, მოქნილი კურდღელი» მისი
სიმბოლო დიდი კურდღელია,
რომელიც ქვაბიდან გარბის......
ეს კაბარე საფრანგეთის
რევოლუციამდეც არსებობდა,
მხოლოდ მაშინ «მკვლელების
კაბარე ერქვა», სანამ მეცხრამეტე
საუკუნეში სახელი არ გამოუცვალეს.
ვინ არ დადიოდა აქ, პიკასო,
აპოლინერი, მოდელიანი...
ამ
ძველი მკვლელების კაბარეს
წინ ერთი ქუჩის ერთ მხარეს
ძალიან პატარა გალავან
შემოვლებული სენ ვანსენის
სასაფლაოა. ქუჩის მეორე
საპირისპირო მხარეს კი ვენახი.
მართლა მაგარი უბანია
ეს მონმარტი -ვენახი, კაბარე და სასაფლაო... მეტი რა გინდა!. აქაურები
დღემდე ისე უფრთხილდებიან
უბნის იდენტობას, როგორც არსად
.
ყველაფერი
ოციან წლებში დაიწყო, რამდენიმე
უბნელმა მხატვარმა, იუმორისტი
გრაფიკოსის ჯო ბრიჯის ინციატივით
გადაწყვიტეს ხელოვნებაში
მოდერნიზმის თავხედური და
ზღვარგადასული შემოჭრისაგან
თავის დასაცავათ შეექმნათ «პაციფისტური ხასიათის
რეაქციონელური ორიენტაციის
მოძრაობა და მათ 1921 წელს
მონმარტის რესპუბლიკა დააარსეს
! თავისი დროშით, ჰერალდიკით
და ჰიმნით. რესპუბლიკა ერქვა
თორემ ისე ჩვეულებრივი ასოციაცია
იყო, რომელმაც მიუსაფარ ბავშვთა
დისპანსერი გახსნა, და მათ
ჰოგიენით ტანსაცმლით, საკვებით
უზრუნველყოფდა, ბავშვებისთვის
დღესასწაულების მოწყობის
ტრადიციასაც მაშინ ჩაეყარა
საფუძველ: მართავდნენ საახალწლო
ბალებს. სპექტაკლებს კაბარე
მულენ რუჟში და ცირკ მედრანოში.
მოაწყეს სათამაშო მოედანიც
ბავშვებისათვის, იქვე '' კურდღელთან» ... მაგრამ ეს მაინც
არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის
რომ მუნიციპალიტეტის ყურადღება
მიექციათ. ამიტომ 1933 წელს
კომუნის მერის თანადგომით
რესპუბლიკა მონმარტმა თავისი
ვენახი გააშენა.1934 წელს კი
პირველი რთველი მოეწყო, რომელსაც
საფრანგეთის პრეზიდენტი
ალბერ ლებრუნი ესწრებოდა,
აგრეთვე დიდი ფერნანდელი და
მომხიბვლელი მისტანგეტი.
მას
შემდეგ ყოველი შემოდგომის
ოქტომბრის თვეში რთველის
დღესასწაული იმართება მონმარტზე.
დაახლოვებით 1000 კილოგრამ პინო
ნუარს წურავენ და მისგან «კლოs დე მონმარტს» აკეთებენ, რომლის
ნახევარლიტრიანი ბოთლის
ყიდვა მე18 ოლქის მერიაში
შეგიძლიათ, დაახლოვებით 40
ევროდ, ძვირია, მით უმეტეს
ბევრი არაფერი ღვინო არ არის,
მაგრამ სამაგიეროდ მონმარტის
ღვინოა... და მთავარი ეს არის!
შემოსული თანხა რა თქმა უნდა
ქველმოქმედებას ხმარდება...
პირველი
რთველის შემდეგ გარეგნულად
თითქოს ბევრი არაფერი შეცვლილა
მონმრტის ამ პატარა გზაჯვარედინზე.
ქვით მოკირწლულ ქუჩებს იგივე
სახელები ქვიათ, ყოფილ მკვლელების
კაბარესაც,ერთი ციცქნა სასაფლაოც
არსად გადაუტანიათ , ეს ათასშვიდას
ნაბიჯიანი ვენახიც, რაღაც
უცნაურ სოფლის იდილიას ქმნის...
მადლობა ღმერთს, არავინ აპირებს
მის გაჩეხვას და მის ადგილზე
შუშის შერატონ მონმარტ პალასის
აშენებას... ან ვინ
ააშენებინებს?...ან ვინ გაბედავს...
ერთი კია, ცოტა მეტი სისუფთავეა,
მეძავები აღარ დგანან, იაპონელი
ტურისტები ერთგვარი მორიდებით
აჩხაკუნებენ თავიანთ
ფოტოაპარატებს... მორიდებით,
რადგან, ამ უბანში, მიუხედავად
ტურისტების დიდი რაოდენობისა
გაცილებით მეტად იგრძნობა
ის რასაც ქალაქის ნამდვილ
სულს ეძახიან...ნამდვილი კი
ყოველთვის რიდს იწვევს. აქ
ჯერ კიდევ წააწყდებით ისეთ
სახეებს როგორსაც მონმარტის
გარდა სხვაგან ვერსად ნახავთ,
ეს ერთი ციცქნა ვენახიც ხაზს
უსვამს, რომ თქვენ დისნეი
ლენდში კი არა, ნამდვილი, ცოცხალი
ადამიანების ქალაქში, ნამდვილ
უბანში ხართ... და აუცილებლად
გაგახსენდებათ თქვენი ქალაქი,
მითუმეტეს თუ თბილისიდან
ხართ... შეიძლება ისიც კი გაგახსენდეთ,
რომ თბილისში პარიზზე ბევრად
მეტი ვაზია. ყოველ შემთხვევაში
მე ესე მახსოვს...«უბესეტკო»
ეზოს იშვიათად ნახავდით.
განსაკუთრებით გარეუბნებში.
თუმცა კორპუსების აივანზე
ამოყვანილი ადესაც ხშირად
მინახავს. ცოტა ღვინოსაც
წურავდნენ ხოლმე მონმარტელებივით...
მხოლოდ სამზარეულოში, და
სამლიტრიან ქილებში აყენებდნენ...
არასდროს
არ მესმოდა, რატომ ქვია თბილისობას
თბილისობა. როცა იქ თბილისური
არაფერია, მე უფრო კახეთობას
დავარქმევდი, ამაში ცუდს
ვერაფერს ვხედავ, პირიქით,
პარიზში მაგალითად მსგავს
დღესასწაულს ბოჟოლეს დღესასწაული
ქვია, ნოემბერში იმართება
ხოლმე, რომლის დროსაც მთელ
ქალაქში შეგიძლიათ
გადაჰკრათ ერთი ორი ჭიქა ახალი
ღვინო და ამ რეგიონის ძეხვეული და ყველი დააყოლოთ.. რესტორნებში
თითო ჭოქა მაჭარს თითქმის
ყველა სვავს... უამრავი ღვინო
ისმევა ამ დღეებში ბოჟოლეს
რეგიონის ხათრით... მაგრამ
პარიზის რთველი პარიზისაა,
და არა ბოჟელეს, ბორდოს, ან
ბურგონის... აქ სულ რამდენიმე
ასეულ ლიტრ ღვინოს წურავენ
და გულწრფელად ხარობენ ამით,
იციან, რომ ქალაქის სული ესეთ
პატარა სათუთ დეტალებში
ცოცხლობს, და მას პოსტმოდერნის
მოტანილი დაუნდობელი
მონდიალიზაცია ვერაფერს
დააკლებს, სანამ «მონმარტის
რესპუბლიკაში» ერთი ადლი
მოვლილი ვენახი მაინც დარჩება.
29.09.
2012 პარიზი