Une erreur est survenue dans ce gadget

26 octobre 2016

ინტერვიუ

for.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს პაატა ქურდაძესთან.
თამთა ქარჩავა

2016-10-25 12:00:21  


ჯერ არშექმნილი საკონსტიტუციო უმრავლესობა საზოგადოების ორად გაყოფის მიზეზი გახდა, „ნაციონალურ მოძრაობასთანასოცირებული საზოგადოების წარმომადგენლები თვლიანრომ ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის თავმოყრა გზასუხსნის იმ რეალობასრომელიც ქვეყანამ განვითარების ბოლო 25 წლის მანძილზე უკან მოიტოვა და საშიშია ქვეყნისათვსბატონოპაატავნებათაღელვას აქვს რეალური საფუძველირა დგას ყოველივე ამის უკან?

პაატა ქურდაძე: ეს ვნებათაღელვა ქართული პოლიტიკის უმწიფრობაზე მიანიშნებს. ამ არჩევნებმა დაამტკიცა, რომ ქართული საზოგადოება უსწრებს თავისი პოლიტიკური სპექტრის განვითარების დონეს, თუმცა არა იმიტომ, რომ ამომრჩეველს მეტი პოლიტიკური კულტურა აქვს ვიდრე ამოსარჩევ სუბიექტს, უბრალოდ მას დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს. პოლიტიკური ცხოველი არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებში ცოცხლობს, ამომრჩეველშიც არის ცხოველთა გუნდის ერთგვარი ინსტიქტი, რომელიც თავის ლიდერს ირჩევს. ეს ინსტიქტი საზოგადოების პოლიტიკური კულტურის წინმდევია. სწორედ ამ ინსტიქტმა გაიღვიძა ქართულ საზოგადოებაში, განსხვავებით პოლიტიკოსებისაგან, რომელთა შორის სულ რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი პოლიტიკოსია, რომელიც ფლობს პოლიტიკური ცხოველის ინსტიქტს. საქართველოში დღემდე ხმას აძლევენ პიროვნებებს და ძალებს და არა იდეოლოგიებს, დიდ გენერალურ გეგმებს.

თუკი საპრეზიდენტო არჩევნებისას მსგავსი მიდგომა საქართველოში მოქმედი უამრავი ფეოდალური პარტიების მიმართ, ასე თუ ისე, შეიცავს რაღაც ლოგიკის ელემენტს, პარლამენტის არჩევისას სრულიად აბსურდული ხდება: აქ ჩვენ ვიღებთ მინი საპრეზიდენტო არჩევნების ნამდვილ კარიკატურულ ფესტივალს, ცრუ და ნამდვილი კანდიდატებით - საშინლად აგრესიულ, ტოტალური პოპულიზმით მორთულ უშნო თოჯინას, ეს კი, საბოლოო ჯამში ერთგვარ მასობრივ მელანქოლიას იწვევს.

სწორედ ეს იყო მიზეზი დაბალი დასწრებისა 8 ოქტომბრის არჩევნებზე. სწორედ ამიტომ არ მიიღეს ხმები სხვადასხვა პარტიებმა და არა იმიტომ, თითქოს ქართველებს რატომღაც, მაგალითად, ლეიბორისტული მემარცხენე იდეა სძულთ. ამის მიზეზი ბევრად უფრო მარტივია - უბრალოდ შალვა ნათელაშვილის მონარქიული მემარცხენეობის არ სჯერათ. არც ის იქნება მართალი, თითქოს „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ საარჩევნო კრახი მათი მემარჯვენე იდეების გამო მოხდა. ეს პარტიები ძირითადად, მათ ლიდერებთან ასოცირდება. მუყაოს ლიდერები კი, როგორც წესი, ძალიან მალე ბეზრდება ხალხს, ამიტომ მან მასობრივად მისცა ხმა ძალებს, რომელთა გაუგებარი იდეოლოგიები ასევე არ ესმის, სამაგიეროდ მათი ლიდერები უფრო ქარიზმატული და ძლიერი ეჩვენებათ, ძალა კი საქართველოში მაგნიტივით იზიდავს ამომრჩეველს.

საინტერესოა ისიცრომ საზოგადოების ამ ნაწილს არ ჰქონია პროტესტი მაშინროდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობასნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გემოვნების მიხედვით იღებედა...

- ამაში გასაკვირი არაფერია. არც საბჭოთა კავშირის დროს აპროტესტებდნენ რამეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი დანარჩენი ცხოვრების მანძილზე ამისთვის დასაჯო და გამოხატვის უფლება შეუზღუდო. შეგახსენებთ, სააკაშვილის რეჟიმი დროს საზოგადოება რეპრესიების შიშში ცხოვრობდა, რეპრესიების დროს კი ადამიანს ვერ დაავალდებულებ იყოს პროტესტანტი. ძალიან კარგი თუ დღეს ბედავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ პროტესტი, აზრის გამოხატვა ამ ქვეყანაში შესაძლებელია, მაგრამ მეორე საქმეა, რას გამოხატავ, თუ გაქვს საერთოდ რამე გამოსახატავი გარდა სტანდარტული მოსაწყენი ლოზუნგებისა.

როდესაც შიშზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობთრომ ამ მოტივით ადგილი აქვს ამომრჩევლის დაშინებას - თუსაკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს „ქართული ოცნება“ მოხდება უბედურებაამიტომ მხარი უნდა დაუჭიროთ „ნაციონალურმოძრაობას“?

- რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი, კლასიკური შანტაჟია, რომელიც ისევე როგორც ყველა შანტაჟი, შეიცავს გარკვეული სიმართლის ელემენტს, სხვანაირად შანტაჟი საერთოდ არ იმუშავებდა. ამ შემთხვევაში, ასეთი ელემენტი ერთპარტიული დიქტატის ჰიპოთეტური შესაძლებლობაა. საზოგადოების ნაწილს სახვადასხვა მიზეზების გამო შესაძლებლობა მიეცა დეაეჯერებინა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა აბსოლუტური ბოროტებაა. მხოლოდ სულელს შეუძლია იდავოს იმის შესახებ, რომ მრავალპარტიულ პარლამენტს მონოპარტიული სჯობს, მაგრამ აქ უკანონო არაფერია.
კონსტიტუცია უშვებს საკონსტიტუციო უმრავლეობას. ხოლო თუკი, ასეთი უმრავლესობა საშიშია, მაშინ ეს სწორედ იმ ხალხის პასუხისმგებლობაა, ვინც ეს კონსტიტუცია შექმნა, ჩაასწორა და ამ სახით მოიტანა დღემდე. ლოგიკური კითხვაა არა? – „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. მათ შეეძლოთ უამრავ შესწორებებთან ერთად კიდევ ერთი შეეტანათ კანონში, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნისთვის საშიშია, ამიტომ აბსოლუტურისთვის საჭირო ხმების მიღების შემთხვევაში ამოქმედდეს ერთგვარი კვოტების სისტემა, რომელიც ავტომატურად დაარეგულირებს პარლამენტში შესული დეპუატების რაოდენობას ისე, რომ უმრავლესობის „დიქტატურა და ტირანია“ გმოირიცხოს. ეს, რა თქმა უნდა, რიტორიკაა, ყველას ესმის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ არის აბსოლუტური პოლიტიკური ბოროტება, ეს მხოლოდ ინციდენტია.

მაგალითადერთერთი მიზეზი რატომაც თვლიანრომ მმართველი ძალის ხელში საშიშია საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ის,რომ ქვეყანა შეიძლება წავიდეს ავტორიტარული მმართველობისკენ. თუმცა, 2004-2008 წლებში, როდესაც ქვეყანაში ჩამოყალიბდაავტორიტარული სისტემა საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ ხელისუფლების ხელწერაშიიკითხებარომ ავტორიტარული სისტემისკენ მიდრეკილება აქვთ?

- არ ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებას ავტორიტარული მართველობისკენ ჰქონდეს მიდრეკილება. ავტორიტარიზმი მხოლოდ უმრავლესობის მოპოვებით არ განისაზღვრება. ავტორიტარიზმს გამოვლენის ძალიან დიდი და ადვილად შესამჩნევი დიაპაზონი აქვს. ავტორიტარიზმში ცხოვრება ჩვენთვის იმდენად ნაცნობი მდგომარეობაა, რომ ეს ხელისუფლება ამას ვერ გამოგვაპარებდა.
ნებისმიერი პარტია ცდილობს არჩევნებიდან მაქსიმუმი მიიღოს და ის იღებს იმდენს, რის საშუალებასაც მას მოწინააღმდეგები აძლევენ, თუკი, რა თქმა უნდა, არჩევნების პროცესს ნორმალურ, არარეპრესირებულ გარემოში ჩატარებას მოცემულებად ავიღებთ. როგორც ვიცი, ამ პროცესს ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს გარდა ზოგიერთი განაწყენებული პოლიტიკოსისა.

2008 წლიდან ყველა ის ცვლილება გატარდა კონსტიტუციაშირაც აწყობდა სააკაშვილსშედეგად მივიღეთ ძალიან ხარვეზიანიკონსტიტუციაროდესაც ასეთი მოტივებით მიღებული და დაუბალანსებელი კონსტიტუცია გვაქვსარ უნდა შეიცვალოს?

- კონსტიტუცია, რა თქმა უნდა, არ უნდა შეიცვალოს, შეიძლება მოხდეს მხოლოდ რაღაც შესწორებები, რაც საერთო აზრით აუცილებელია. ყველას ესმის, რომ შეუსაბამო კონსტიტუციით ქვეყნის მართვა დახლოებით იგივეა, იფრნო მგზავრებით სავსე უზარმაზარი „ეარბუს 380“ სამგზავრო თვითმფრინავით, რომელშიც შეცდომით „ბოინგ 777“-ის მართვის პროგრამებია შეყვანილი, ნავიგატორი კი, დავუშვათ, დელის ნაცვლად მესტიაზეა მიმართული. ასეთი თვითმფრინავი აუცილებლად კატასტროფით დაამთავრებს.
ცვლილებები გასაკეთებელია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ პარლამენტარების საქმე, არც მხოლოდ სპეციალისტების. კონსტიტუციის ყველა შესწორება თანაბარი სერიოზულობით უნდა იქნას განხილული, დიდი და პატარა პრობლემები არ უნდა არსებობდეს. ამ განხილვებში სხვადახვა ხარისხით ჩართულნი უნდა იყვნენ მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკასთან არ აქვთ კარიერული შეხება. კონსტიტუცია არ არის პოლიტიკის სახელმძღვანელო, ის სახელმწიფოს წყობისა და ფუნქციონირების ინსტრუქციაა, სახელმწიფო კი ყოველი ჩვენთაგანია.

როგორ ფიქრობთზოგადად ჩვენნაირი ქვეყნისთვის რამდენად კარგია საკონსტიტუციო უმრავლესობაიზიარებთ მოსაზრებასრომქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრაველსობა სჭიდრება მხოლოდ ერთი მიზნისთვისრომ შეცვალოს პრეზიდენტის პირდაპირიწესით არჩევის საკითხირადგან ხელისუფლებისთვის ეს საკითხი 2018 წელს შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა გახდეს...

- საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის კატასტროფა, როგორც მას წარმოაჩენენ და ეს ჩემთვის სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტი არ ჩავთვალო დენთით დატენილ საბავშვო ბაღად, სადაც ბავშვებს ბოროტმა ტერორისტებმა თითო ყუთი ასანთი დაურიგეს დესერტის შემდეგ. დანარჩენს სამუშაო პროცესი გვიჩენებს. ნებისმიერ შესაძლო ცვლილებას სჭირდება ლოგიკური დადასტურება. მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესს. დაველოდოთ არჩევნების დასრულებას და პირველ სხდომებს. ყველაფერი უფრო ნათელი გახდება.

for.ge

2016-10-25 12:00:21