გუშინაც დილის 4 საათზე დავრეკე პატრულში, გასაგები მიზეზის გამო!
რამდენიმე წუთში გადმომირეკეს და მისამართი მკითხეს, მოვალთ ოქმს შევადგენთ, თან ვნახავთ საიდან ისმის ხმაურიო.
ავუხსენი სადაც ვარ. არ არის ადვილი მოსაგნები. კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის გვერდით, უკან მხოლოდ კლდეა, ზემოთ კი ბოტანიკურ პარკი თავისი ქართლის დედით, რომელსაც გზააბნეული რუსი ტურისტები "ცარიცა ტამარას" ეძახიან.
ჩავბობღდი ქვედა სართულზე ამ ჩემი ნაღრძობი ფეხით, გავედი ეზოში, დავჯექი ტერასაზე და ველოდები პოლიციელებს. ქვემოდან ჩემსკენ ამომავალ კიბე-ქუჩას ვუყურებ საიდანაც უნდა ამოვიდნენ - ჩემამდე მანქანა არ ამოდის.
ასე ოცდაათი საფეხურის ქვევით ერტერთი მეზობლის სახლში უკვე სამი დღეა პანაშვიდია.მხოლოდ მიცვალებულის გარეშე.
გუშინწინ შევამჩნიე კიბეებზე ჩასვლისას პატარა ეზოში შეგროვილი შავებში ჩაცმული მამაკაცები. შევედი. მივუსამძიმრე სამოცს გადაცილებულ ხმელ კაცს რომელსაც სალამით ვიცნობ უკვე მეორე თვეა. მეუღლე დამეღუპაო მითხრა. შიგნით ქალები ისხდნენ ერთ ციცქნა ოთახში, მხოლოდ მიცვალებული არ იყო.ვიფიქრე ალბათ მუსლიმური წესით იმავე დღეს დაკრძალეს მეთქი. რომ გამოვედი კაცს ვკითხე, რა მოუვიდა მეთქი და რაღაც მითხრა, ვერ გავიგე - ქართულად ცოტა უჭირს ლაპარაკი, მაგრამ ცდილობდა რაღაც აეხსნა. აღარ ჩავეკითხე - რა მნინელობა აქვს რითი მოკვდა!
მერე მითხრა- საფრანგეთში გავუშვი, მაგრამ ვერ უშველეს, უნდა ჩამოვასვენოთ სამშაბათს არის დაკრძალვაო.
მას შემდეგ ჩემს კიბე-ქუჩაზე ყოველ ავლა ჩამოვლაზე ვიყურები ღია კარიდან ცარიელ ოთახში, სადაც მარტო შავებში ჩაცმული ქალები სხედან და ვფიქრობ - ჯერ არ ჩამოუსვენებიათ მეთქი..
ახლაც, ჩემი პოლიციელების მოლოდინში ჩავაყოლე თვალი კიბეს რომელიც გომის ქუჩაზე ჩადის. უცებ
ამ მგლოვიარე სახლიდან მამაკაცები გამოვიდნენ სწრაფად,მერე ქალებიც... ქვემოთ კიბის დასაწყისთან მანქანა გაჩერდა, ალბათ კატაფალკა...
შარდენის უბნიდან ვიღაც გოგო მთელი ხმით გაჰკიოდა
I Want To Break Free!!! ( QUEEN)
ჭირისუფელი ქალები რაღაცნაირი დაბალ ხმიანი ტირილით შეეგებნენ მიცვალებულს. ალბათ მეზობლებს გაუწიეს ანგარიში - მაინც დილის სამი საათი იყო!

დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ამ ქალაქში მოსახლეობა კი არა ადამიანები ცხოვრობდნენ, ბებიაჩემი უბანში ვინმე რომ მოკვდებოდა, ორმოცამდე ტელევიზორზე ხმის აწევის უფლებას არ გვაძლევდა..
ეს აზერბაიჯანული ოჯახიც იმ თაობის თბილისელები არიან.
ზუსტად ამ დროს ეკლესიის ეზოში ორი პოლიციელი გამოჩნდა პირჯვრის წერით. ეტყობა სხვა კიბით ამოვიდნენ...
ქვემოთ შარდენზე ყალბ ფრედი მერკურის კიდევ უფრო აუწიეს! სხვა კლუბებმაც შესაბამისად მოუმატეს თავიანთ გამაზლიერებლებს... სულ ასე ცდილობენ ერთმანეთის გადაფარვას! ზეპირად ვიცი როდის რას იზამენ! რეპერტუარიც რა ტქმა უნდა.
პოლიციელები ეზოში და მერე სახლში შემოვიდნენ, მოუსმინეს "ქუინს". თანაგრძნობით შემომხედეს. აშკარად შევეცოდე... თან ძლივს დავდივარ.. მართლა საცოდავი ვარ...განსაკუთრებით დილის ოთხ საათზე!
-ვერაფრით დაგეხმარებით, ძალიან ვწუხვართ და გვესმის თქვენი მაგრამ კანონი არ გვაძლევს საშუალებასო.. მე ვუთხარი არა უშავს ბიჭებო, ეგ მეც ვიცი, ამიტომაც ვრეკავ, რომ კანონმდებლებს იქნებ მინისტრმა მოსთხოვოს ცოტა ტვინის და იმ ადგილის განძრევა, სადაც მათ უმეტესობას ტვინი აქვს მოთავსებული, რადგან მისი საქმეა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და თუ ამისთვის ინსტრუმენტი არ გააჩნია მან უნდა მოთხოვოს პირველ რგში პარლამენტს და არა მე - საჩივრები ხომ მასთან შედისმეთქი?
დიდი ინტერესით და თანაგრძნობით მისმენდნენ. მოვუყევი ფრანგული კანონმდებლობის შესახებაც, რომლის მიხედვითაც 25 დეციბალის ზევით სიცოცხლისათვის საშიში ხდება ღამე ხმაური, რომ ჩემს საძილეში 60, 70 დეციბელია, ხოლო როდესაც ფანჯარას ვაღებ კიდევ უფრო მეტი. რომ რეპეტიტიულ ხმაურს, თუნდაც გაფუჭებული ონკანიდან წყლის წვეთების ვარდნას ადამიანი შეუზლია ჭკუიდან შეშალოს, რომ ჩემს ქალაქში ამ კლუბებს ჯერ დააჯარიმებდნენ 600 დან 1500 ევრომდე, შემდეგი რეციდივის შემთხვევაში მთელი აპარატურის კონფისკაციას გაუკეთებდნენ და გაანადგურებდნენ.. იმ შენობების პატრონებს კი, ვისგანაც ეს შენობები აქვთ ნაქირავები კიდევ უფრო სერიოზულ პასუხს მოსთხოვდნენ... ვუთხარი რომ კულტურა სწორედ ამას ქვიამეთქი და ასეთი რაღაცეები...
ბოლოს ოქმი შეადგინეს, რამე რომ იყოს და დაგჭირდეთ სასამართლოზე შეგიძლიათ გამოიყენოთო... ეხლა წავალთ და კლუბების მენეჯერებს ვთხოვთ იქნებ ცოტა ჩაუწიონ, თორემ მართლა ცოდო ხართ...თუმცა იმედი არ გქონდეთ რომ ჩაუწევენო...
ყავა შევთავაზე, უარი მითხრეს.. მოკლედ ნათესავებივით დავცილდით ერთმანეთს, ძალიან თავაზიანი ბიჭები იყვნენ.
ეტყობა მათი თხოვნა მართლაც დაიკიდეს შარდენის დუქნების მენეჯერებმა. კაკაფონია დილის ექვს საათამდე გრძელდებოდა. შეიზლება მერეც, მე უბრალოდ დაღლილობისგან გავითიშე და ჩამეძინა, როგორც ჯარისკაცს ბრძოლის ველზე ქვემეხების ქუხილსა და ტყვიების ზუზუნში..
შარდენი ახლაც ხრიალებს. ფეხი ისევ ნაღრძობი მაქვს. მადლობა ღმერთს თორემ შეიზლება ჩავსულიყავი და რაღაც შარში გავხვეულიყავი.
ხვალ მიცვალებულიან პანაშვიდზე წვალ.ზეგ გასვენებაა. მაგრამ დღისით. ამ დროს უბანში სიწყნარეა.

PS თავიდან ვიფიქრე ამ დრამატულ და მელანქოლიურ ჩანახატს ფეისბუქის პონტებზე გაგიჟებულ ქართველ პრანჭია პარლამენტარებს მივუძღვნი მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე - არ არიან ეგენი ამის ღირსი. ამიტომ იმ ჩემს მეზობელ აზერბაიჯანელ კაცს მივუძღვნი, მეუღლეს I Want To Break Free -ს უნამუსო საუნდის ფონზე რომ უთევს ბოლო ღამეებს.არა მგონია ოდესმე წაიკითხოს, მაგრამ მაინც
PK 3 ივნისი 2016