თამრო ოქრუაშვილი
2014
წელს საკრებულომ გვითხრა,
ღამის ხმაური ძვირი დაგიჯდებათ
_ პატრული ხელსაწყოთი დეციბალებს
გაზომავს და ნორმის დარღვევის
შემთხვევაში 1000 ლარიანი ჯარიმა
გარანტირებული გექნებათო.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამჟამად
ხმაურის კონტროლი არავის
ევალება: საქართველოს პარლამენტი
ღამის საათებში ხმაურის
დარეგულირების შესახებ
კანონპროექტის განხილვა
უვადოდ გადადო _ ემანდ, ვინმეს
ბიზნესი არ ჩავუგდოო. შედეგად
თბილისი ხმაურის ქალაქი იყო,
არის და, სავარაუდოდ, იქნება.
ხმაური ადამიანის ფსიქიკაზე
დამღუპველად რომ მოქმედებს,
ამას საფრანგეთის მოქალაქე,
მწერალი პაატა ქურდაძე უკეთ
გაგვიმარტავს, რადგანაც, მისი
თქმით, თბილისში ჩამოსვლისთანავე
ჯოჯოხეთში მოხვდა!
_
რაც თავი მახსოვს, შარდენის
უბანი მართლაც ქართველების
ტოლერანტობის სავიზიტო ბარათი
იყო _ სულ რაღაც რამდენიმე
ასეულ კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე
გვერდიგვერდ მარლთმადიდებლური,
სომხური გრიგორიანული ეკლესია,
ებრაული სინაგოგა და მუსლიმების
მეჩეთი დგას. ოღონდ დღეს კიდევ
უფრო წინ წავედით _ ტოლერანტობის
ამ სამოთხეში, შარდენისა და
რკინის რიგის უბანში ნამდვილი
დეკორატიული ჯოჯოხეთი ააშენეს,
ათასგვარ ჭინკებსა და კუდიანებს
მიაქირავეს, რომლებიც ყოველ
ღამე დასილიკონებული ვამპირების
ბალს აწყობენ და ამას ქართველი
ერი გაგებითა და ტოლერანტობით
ეკიდება! გეუბნებით: მთელ ერს
ტოლერანტობის დარგში ნობელის
პრემია გვეკუთნის! ჩვენი თემა
ერთი პიროვნების პრობლემა
ნამდვილად არაა, საქმე გაცილებით
რთულად არის. თბილისში აპრილის
თვეში ჩამოვედი, მაგრამ
საშინელება თავიდანვე არ
მიგრძვნია: ხმაური რესტორნიდან
კი არ ისმის, არამედ _ ღია
ტერასებიდან, რომელიც კონკრეტულ
კლუბებს ამშვენებს. ესენია
`ელ ცენტრი~, კარაოკე კლუბი
`მერლინი~, `ისტერიკა~ `ასა ჰოლი~
და სხვა. ამიტომ, როგორც კი
დათბა, ხმაურმა იმატა. ეს
დაწესებულებები შუაღამის 1
საათიდან ერთმანეთს ეჯიბრებიან,
ვინ უფრო მეტად იხმაურებს.
ღამის მანძილზე ქუჩაში მდგარი
დინამიკებიდან წამოსული
საშინელი ხმის შედეგად მთელი
უბანი ზანზარებს _ ჯოჯოხეთსა
და საგიჟეს შორის განსხვავება
იკარგება და როკი, კლუბური
და ელექტრონული მუსიკა _ ყველა
ერთად ჩემს საძინებელში ისმის.
სპეციალური აპლიკაციის
დახმარებით დეციბალების
გაზოვმვა შემიძლია _ ფანჯრებდახურულ
ბინაში ხმაური ხანდახან 80
დეციბალამდე აღწევს, რაც
სიცოცხლისთვის წარმოუდგენელია!
_
პარლამენტის მიერ არმიღებული
კანონის მიხედვით 30 დეციბალის
ხმაური ჯარიმდებოდა!
_
ვიმეორებ, ფანჯარას ვერ ვაღებთ!
ამ ყველაფრის შედეგად ნერვული
სისტემა ისე გამიუარსდა,
ნებისმიერი ფსიქიატრი იტყოდა,
ნერვებს მიხედეო (მოწყენილს
ეღიმება). შვილი ჩამომივიდა,
ქალაქის ულამაზეს ხედს რომ
გადახედა, ვიოლინოთი ცოტა
წავარჯიშება გადაწყვიტა და
აივნის კარები დახურა _ მეზობლები
არ შევაწუხოო. ვერც წარმოიდგენდა,
ღამით რა კოშმარი ელოდა! გ
ულხელდაკრეფილი
ნამდვილად არ ვარ და პოლიციაშიც
ბევრჯერ დავრეკე, თუმცა ვიცი,
რომ, კანონის არ არსებობის
გამო, პოლიცია ამ საშინელებას
ვერ შეებრძოლება. სამართალდამცველები
მეუბნებიან, რომ შეუძლიათ,
კლუბში მივიდნენ და მეპატრონეს
`ადამიანურად~ სთხოვონ, მუსიკის
ხმას დაუწიოს. ამას რომ პოლიცია
ამბობს, თავს უიმედო ადამიანად
ვგრძნობ, რადგანაც ვისგანაც
შველას ველი, ვხედავ, უმწეოა.
აქ
კიდევ ერთი მომენტია: ნახევარ
საქართველოს ჰგონია, რომ
კანონი `ხმაურის შესახებ~
მიღებულია და გასაკვირი არაა:
როგორც წესი, კანონპროექტის
შეტანაზე უფრო მეტი გნიასი
ტყდება ხოლმე, ვიდრე _ მიღება
არ მიღებაზე! სინამდვილეში
პარლამენტარებმა კანონი
ჩააგდეს _ რეგულაციების დაწესება
თურმე ნუ იტყვით და ბიზნესის
განვითარებას უშლის ხელს!
ჩემი აზრით ვინც ამას ამბობს,
ბიზნესზე წარმოდგენა არ აქვს,
რადგანაც შეუძლებელია 21
საუკუნეში, ბიზნესი სხვა
ადამიანის ჯანმრთელობისა
და სიცოცხლის ხარჯზე ააწყო...
მაპატიეთ, თემიდან გადავუხვევ,
მაგრამ ესეც სათქმელია: ქალაქის
ცენტრში, ამ ყველაზე ხალხმრავალ
ადგილას, ქუჩის მანიშნებლები
არაა და პოლიციას ღამის 5 საათზე
რომ ვიძახებ, ფაქტიურად, ვერ
მაგნებს, რადგანაც არც სათანადო
რუქა აქვს, არც `ჯიპიესი~ ამიტომ
გარეთ ვდგავარ და ერთი საათის
მანძილზე ტელეფონით ვყვირი,
სად მოვიდნენ. კი, მაგრამ
მოქალაქეს ბანდიტები რომ
დაესხნენ, ვინ უშველის? ვაღიარებ,
მათი გამოძახებისას თავად
ვწუხდები: ვიცი, რომ კონკრეტულ
ეკიპაჟს საქმისგან ვაცდენ,
რადგანაც შეიძლება, სხვაგან
უფრო საჭირონი იყვნენ, მაგრამ
როგორ მოვიქცე? სტრესებით
ჭკუიდან გადასულმა შუაღამისას
სხვას ვის ვთხოვო დახმარება
თუ არა პოლიციას? მეზობლებს
თურმე უჩივლიათ, მაგრამ როგორ
უნდა აკრძალო რაიმე, თუ კანონი
არ არსებობს?
_
უზარმაზარი დინამიკებით და
ჩართული მუსიკით შუაღამისას
ნარმანიას რომ მიადგეთ,
დაისჯებით?
_
თურმე იმ შემთხვევაში დავისჯები,
თუ კი ნარმანიას ვაგინებ!
ხმაურისთვის კი უფლება არ
აქვთ, დამიჭირონ და ეს ნორმალურ
ვითარებაა? 3 თვის წამების
შემდეგ ისევ პოლიციისგან
გავიგე, რომ მერიის ზედამხედველობის
სამსახურს შეუძლია, დამეხმაროს.
დავუკავშირდი და სტანდარტის
გოგონამ ცივი ხმით განმიმარტა,
მობრძანდით, დაწერეთ განცხადება,
რომელსაც ერთი თვის შემდეგ
განვიხილავთ და გადავწყვეტთ,
ხმაურის შესამოწმებლად ხალხი
გამოვგზავნოთ, თუ არაო.
_
საერთოდ, ვინმემ თუ გაზომა,
რა დოზის ხმაურია?
_
პასუხი არ არსებობს!
მაპატიეთ,
მაგრამ ძალიან გამწარებული
ვარ და პირდაპირ გეტყვით: ხომ
გვსმენია, დიასპორას რომ
მიმართავენ _ ჩამოდით, აქ
გელიანო და ა.შ. აი, ჩამოვედი
სამშობლოში და რა, მაშინვე
სასამართლოსთვის ადვოკატი
ვიქირაო? 25 წლიანი განშორების
შემდეგ საქართველოს ასე
დავუბრუნდე? ბავშვი ჩამოვიყვანე,
რომ მისი ქვეყანა ვანახო. ენა
კარგად არ იცის და მინდა,
ყველაფერი ქართული შევაყვარო,
ამის ნაცვლად ჩამოსვლის
დღიდანვე არ სძინებია და რაზეა
ლაპარაკი? საქართველოში თუკი
ბიზნესს ადამიანის ჯანმრთელობაზე
მაღლა აყენებენ, ძალიან ცუდი
ქვეყანა ყოფილა! ჩემთვის
შარდენის უბანი საქართველოსთან
ასოცირდება, აქედან იშვა
თბილისი, მაგრამ სახურავებზე
კლუბების მოწყობა ვინ მოიფიქრა?
სად ნახეს? მაინტერესებს, იმ
ხმაურით პრეზიდენტის სასახლეში,
ანდა საპატრიარქოში არავინ
წუხდება?? ამ კლუბებში ის ხალხი
დადის, ვინც არც სწავლობს და
არც მუშაობს, რადგანაც
წარმოუდგენელია, ღამით საგიჟეთში
იყო და მერე სამსახურში, ან
ლექციაზე წახვიდე. რაც დღეს
ამ უბანში ხდება, ადამიანის
უფლებების დარღვევაა, ამ
ქმედებას კი _ ხულიგნობა ჰქვია.
თავის დროზე შინაგან საქმეთა
მინისტრი უნდა მიმხვდარიყო,
რომ ქალაქს ძალზე დიდი
პრობლემასთან აქვს საქმე და
კანონის მიღება პარლამენტისთვის
უნდა მოეთხოვა.
_
დასავლეთში ამ მხრივ რა
რეგულაციები მოქმედებს?
_
საფრანგეთში დასახლებული
პუნქტის ცენტრში ღია ცის ქვეშ
ღამის კლუბი არ არსებობს. თუ
მოქალაქემ პოლიციას ხმაურის
გამო დაურეკა, პირველი ჯარიმა
450 ევროა, მეორე ჯერზე კი უფლება
აქვთ, აპარატურა წაგართვან
და გაგინადგურონ. საქართველოში
კი ადამიანის უფლებების დაცვა
არა მარტო კლუბების მეპატრონეებს,
ხელისუფლებასა და თვით
უფლებადამცველებსაც კი ფეხებზე
კიდიათ _ ისინი ადამიანის
უფლებებს მხოლოდ პოლიტიკური
მანიპულაციების ინსტრუმენტად
აღიქვამენ. ხმაური, უძილობა
და შეურაცხყოფა ნამდვილად
ანგრევს ჯანმრთელობასა და
ფსიქიკას, ვიმეორებ, ამისი
მაგალითი მე ვარ! ჯერ არ
დაღამებულა, მაგრამ რომ
გელაპარაკებით, ქვეცნობიერად
სულ ამაზე ვფიქრობ!
_
არც კი ვიცი, კომენტარისთვის
ვის დავურეკო!
-_
ვის უნდა დაურეკოთ? არავის
აინტერესებს. ამიტომ პირდაპირ
პარლამენტს მივმართავ: ის,
რაც შარდენზე ხდება, იგივეა,
სანაგვე მანქანებმა ნაგავი
შუა ცენტრში რომ დაცალონ _ ეს
ხმაური აკუსტიკური ნაგავია
და რაც მალე აიკრძალება, მით
უკეთესი. და ბოლოს, საქმე ისაა,
რომ თქვენი გაზეთის მკითხველიც
ისევე წუხდება ამით, როგორც
`ტაბულასა~ და `ლიბერალის~
მკითხველი, მაგრამ არც ისინი,
არც ერთი ოპოზიციონერი ამ
თემას არ ეხება, რადგანაც ვერ
ხვდებიან, რომ ესეც პოლიტიკაა.
ამიტომ მადლობას გეუბნებით
_ პირველი ცნობილი ბეჭდვითი
მედია ხართ, ვინც გამომეხმაურა.
ივლისი 2016,
გაზეთი "ასავალ დასავალი"