არ ვიცი თუ
მიგიქცევიათ ყურადრება - , სამართლის იმ ნაწილს,
რომელიც კრიმინალურ დანაშაულს ეხება, ქართულად სისიხლის სამართალი ჰქვია… ჩემი აზრით
სიტყვათა ამ შეტანხმებას არაფერი აქვს საერთო თავად სამართალთან, რადგან სისხლს სამართალი
არ შეიზლება გააჩნდეს. სამართალი ცივი, პატიოსანი,ბრძენი,
თვალებახვეული გონების დაძაბული მუშაობის პროდუქტია
და არა დაღვრილი სისხლის წილად გაღებული სისხლის.
ქრისტიანულმა ცივილიზაციამ ორიათასი წლის წინ უარყო « კბილი კბილის წილ, თვალი
თვალის წილ » და გვასწავლა რომ თუ კი ვუნმე მარჯვენა ლოყაში გაგვარტყამს ნოკაუდში
კი არ უნდა ჩავაგზავნოთ, არამედ მარცხენა ლოყა მივუშვირო,
ეპოქასთან ქართული
სამართლის ეს ტერმინოლოგიური აცდენა, სამწუხაროდ სულაც არ წარმოადგენს მხოლოდ ტერმინოლოგიურ
ლაფსუს და ის რეალურად ასახავს ჩვენი საზოგადოების ეთიკურ, მეტიც მენტალურ ტრაგედიას.
ჩვენ ხშირად
წაგვიკითხავს ქართულ მედიაში, მოგვისმენია ტელევიზიითაა თუ რადიოთი, თუ როგორ ითხოვს ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობა დამნაშაულში
ეჭვმიტანილის ლინჩის წესით გასამართლებას, და ხშირად ნაწილობრივ ახერხებენ კიდეც, მაგალითად
უწვავენ სახლკარს… ქართული საზოგადოება ამას ბოლო წლებში პოპულარულ ტერმინს, სამართლიანობის აღდგენას უწოდებს და ზირითადად გაგებით
ეკიდება ამ მოთხოვნას.
სულ ახლახანს
მოკლული ლაშა მახარაძის მეგობრების ქალბატონმა დედებმა განცხადება გაავრცელეს სადაც
უკიდურესად შეშფოთებულნი ითხოვდნენ მკვლელობაში ბრალდებულის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას. წინააღმდეგ შემტხვევაში, ირწმუნებოდნენ
რომ სამართალს ლაშას მეგობრები, მათი შვილები აღადგენდნენ და კიდევ რამდენიმე უდანაშაულო
ახალგაზრდა მოხვდებოდა ციხეში… დიახ უდანაშაულო, რადგან… ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა სამართალის აღდგენისა და არა აღსრულების. ამას ჩვენს
თავში ავარდნილი ცხელი სისხლის სამართალი ითხოვს,
რომელსაც მე სისხლიან სამართალს უფრო დავარქმევდი.
საქართველოს
მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ ამ სამართლისა სჯერა და ტყუილი, მეტიც ფუნდამეტალური
შეცდომაა თითქოს ამ ტიპის დანაშაულის მომატება და შემცირება რომელიმე
მინისტრის ცუდი ან კარგი მუშაობის შედეგია.
სისხლიანი სამართალი საქართველოში არა თუ დღეს, ან წინა ხელისუფლების დროს, 90 იანების განგსტერული რენესანსის
დროსაც კი არ დაწყებულა.მას გაცილებით შორი ფესვები აქვს. მე პირადად შემიზლია ქართული სისხლიანი სიბრიყვის
ბოლო ნახევარ საუკუნის მოწმედ დავდგე. შემიზლია უამრავი ჩემი მეგობარი დავიმოწმო, გავიხსენოთ
რამდენი ათეული, ასეული მოზარდი, ახალგაზრდა შეეწირა ამ აბსოლუტურად აბსურდულ კონფლიქტებს…
შემიზლია უამრავი ჩემი თაობის ქალბატონი დავიმოწმო, რომელთა სიყვარულის გულისთვის ოდესღაც
მოკლული უამრავი პიჭი ვერასდორს ვერ გახდა მამაკაცი, სხვა ქალბატონების მეუღლე, სხვა
ბავშვების მამა… ეს ხდებოდა ბრეჟნევის დროსაც, გორბაჩოვის, ზვიადის, ჯაბას, ედუარდის
დროსაც… ეს ხდება დღესაც და მოხდება ხვალაც. ზეგაც, სანამ არ მივხვდებით რომ რომელიმე ჭიკაიძე კი არა, ამ პრობლემას მაჰათმა განდიც
ვერ მოაგვარებს საქართველოში სანამ ჩვენ, მშობლები თავად არ ავიღებთ პასუხისმგებლობას
ჩვენს აგრსიულ შვილებზე, მათში ჩვენს მიერ
ყოველდღიურად ჩაწვეთებულ აგრესიაზე, სანამ არ ვაღიარებთ რომ ჩვენს აღზრდის მეთოდში რაღაც დეტალები დიდი ხნის
წინ მოძველდა და გაფუჭდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი
არ ფუნქციონირებს და ამიტომ ვერ გავიგია… ვერ
ვხვდებით, თუ როგორ შეიძლება საქართველოსთვის დამახასიათებელი ამ უცნაური სტატუსის
მქონე « გადასარევ ოჯახებში » გაზრდილი არაჩვეულებრივი და განათლებული ბიჭები
დანებით და იარაღებით დადიოდნენ. არსად მსოფლიოში ისეთ უბნებში რომელსაც საქართველოს
დიდ ქალაქებში ელიტარულს ეძახიან, ისეთ ოჯახებში რომლებსაც პრეტენზია აქვთ ადგილობრივი
საზოგადოების ელიტურ თუ არა საშუალო ბურჟუაზიელ-ინტელექტუალურ
სოციალურ ფენას წარმოადგენდნენ, არ იზრდებიან
ბიჭები, რომლებიც ერთი უშნო გამოხედვის გულისთვის ერთმანეთს ესვრიან, სასიკვდილოდ იმეტებენ
და საკუტარ თავისუფლებას ციხეში ასამარებენ.
ეს განგსტერული
ომიც კი არ არის, რადგან აქ ლაპარაკი მილიონობით ღირებულების ავღანული ჰეროინის ან
კოლუმბიული კოკაინის გაყოფაზე კი არა.. ერთ უბრალო ალმაცერ გამოხედვაზე და ცუდ ხასიათზე
ნატქვამ უშნო სიტყვაზეა. ამას კრიმინალსაც კი ვერ დაარქმევ. ეს ჩვენი ეროვნული, სრულიად
უნკალური, დროსა და სივრცეში გაჯიუტებული უძრავი უგნერებაა, რომელსაც სოციალური თუ
ინტელექტუალური კუთვნილების მიუხედავად ერთმანეთს ვირუსივით გადავდებთ და რომელსაც ცივილიზებურ სამყაროშო ანალოგი არ მოეძებნება.
ფაქტია, ბავშვი სოცოალური გარემოს ასლია. სოციალური
გარემო კი საქართველოში ჩემი მახსოვრობის საწიერში ყოველთვის ექსტრემალურად აგრესიული
იყო. დიახ, მე აგრესიულ გარემოში გავიზარდე… და ჩემი გარემომცველი აგრესიული კონტექსტი
სულაც არ იყო განპირობებული ამ ყბადაღებული ქურდული გაგების მატარებელი კრიმინალებით.
პირიქით უმეტესი მათგანი სწორედ ამ საშუალო ინტელექტუალურ და ბურჟუაზიულ ფენიდან გახლდათ.
დღესაც, ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელშიც, თუ
სლენგის ნებას დამრთავთ ყველა ბლატაობს, ქვეყნის უმაღლესი იერარქიის პოლიტიკოსების
ჩათვლით,... აქ კარგი მამები ცუდებისგან განსხვავებით შვილებს უხსნიან, რომ დანისდა იარაღის გამოყენება
არასწორია, თუ ვინმესთან პრობლემა გაქვს კაცურად, მუშტით უნდა გადაწყვიტო.. რადგან
ასეთებს საკუთარი კაცობის დასტური სხვისი გატეხილი ცხვირი და ასფალტზე მიმოფანტული
დამტვრეული კბილები ჰგონიათ. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ერთი პარტიის ლიდერი
ტელევიზიით სულის ამოხდით ემუქრება მოსახლეობის ნაწილს,სხვა,
მისი კონკურენტი პარტიის ლიდერი ქალბატონი, აცხადებს
რომ პოლიტიკოსიც ადამიანია.. ადამიანს კი არა აქვს თმენის ვალდებულება როდესაც მას
შეურაცხყოფას აყენებენ...
თმენის ვალდებულება კი საკუთარი ბესტიალური გრძნობების კონტროლი... სწორედ ის არის, რამაც ოდესღაც ჰომოსეპიენსი კანიბალისგან
ადამიანად აქცია, რასაც კულტურა ჰქვია, რასაც აღორძინების ხანის მოაზროვნეებმა ფუნდამეტალური
მნიშვნელობა მიანიჭეს,რამაც ერაზმუს როტერდამელს ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ათქმევინა
რომ ადამიანებად არ ვიბადებით, ადამიანები ვხდებით.
ეს როგორც ჩანს
ქართული საზოგადოების უმეტეს ნაწილს ჯერ კიდევ არ გაუაზრებია და ჩვენში ჩაბუდებულ აგრესიას
ხან უკვე ლამის პრეისტორიულად ქცეულ საბჭოთა
მენტალიტეტს ვახოცავთ, ხან რაღაც პრიმიტიულ ქურდულს... ხანაც ღირსშესანიშნავ შინაგან
საქმეთა მინისტრს, რომელიც ქვეცნობიერის შემოტევისას ტელეკამერების წინ შესანიშნავი
შვიდეულის ბრიტივით ოსტატურად ათამაშებს ხელში “კნოპკიან დანას”...
ჩვენ ფუნდამეტალურად
ვცდებით, როდესაც გვგონია, რომ ამ ტრაგიკული სენთან ბრძოლა მხოლოდ რეპრესიებით
არის შესაძლებელი. მოკლევადიან პერიოდში რეპრესიები შესაზლოა მართლაც ეფექტური ბრძოლის საშუალება იყოს, თუმცა ამ სენის საბოლოოდ აღმოფხვრა მხოლოდ კულტურას,
სწორედ იმ გატეხილ და შესაკეთებელ, გამოსაცვლელ დეტალს შეუძლია, რომელიც ჩვენ ჩვენივე
შვილების ტრაგედიის მიზეზის თანამონაწილეს
გვხდის.
PK.
კვირის აზრები. მაესტრო
Tbilissi 20 Septembre 2014
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire