1 juin 2014

მარადიული პრობლემები და მარადიული სტუმრები - ინტერვიუ პაატა ქურდაძესთან.

თქვენი სახელი უწინარესად ლიტერატურასდა პუბლიცისტიკასთან ასოცირდებ. რატომ გადაწყვიეთ დოკუმენტური ფილმის გადაღება?

მე საკმაოდ ბევრი მიმუშავია აუდიოვიზუალურ სფეროში, უმთავრესად - დოკუმენტალისტად. ვგულისხმობ ჩემი ცხოვრების მეორე, ფრანგულ ნახევარ. შესაბამისად, ვქმნიდი ფრანგულ პროდუქციას. რაიმე განსაკუთრებული ამბიცია ამ სფეროში არ მქონია, ეს ჩემთვის მხოლოდ სამუშაო იყო, თუმცა მეტწილად - ძალიან საინტერესო, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა და რომლის წყალობითაც ბევრ საინტერესო ადამიანთან მომიწია შეხვედრა. დოკუმენტალისტის გამოცდილება ჩემს ესეებსაც ეტყობა - ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ ისინი ვიზუალურნი არიან, როგორც დოკუმენტური ფილმის სცენარები. ასეც არის. დოკუმენტური ფილმი ჩემთვის ილუსტრირებული წიგნია მოძრავი სურათებით. მთავარი მაინც ის არის, რას ყვები და როგორ ყვები. ამ უკანასკნელის ნაწილია სწორედ გამოსახულება, რომელიც შენს მონათხრობს ფილმად აქცევს. ილუსტრაციად ათასი რამის გამოყენება შეიძლება - პეიზაჟების, მთავარი გმირების გამოსახულების, ფოტოების, თავისთავად ცხადია, არქივებისაც. განსხვავება მხოლოდ ს არის, რომ ფილმის შექმნას, წიგნისგან განსხვავებით, ტექნიკური პერსონალი და მნიშვნელოვანი ბიუჯეტი სჭირდება. დოკუმენტურ ფილმს შიშველი ენთუზიაზმის ხარჯზე ვერ გადაიღებ.

მარადიული სტუმრები”?

- რაც შეეხებამარადიულ სტუმებს, ეს არის განუხორციელებელი ტელეპროექტის ნაწილი. ფაქტობრივად, გადაცემა-პილოტი, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გადავაკეთე ფილმად, რაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ პროექტი, სამწუხაროდ, აღარ შედგებოდა და დიდი ენთუზიაზმით დაწყებული ქართული ტრადიციული დღეს-ხვალ არასოდეს დამთავრდებოდა.
რომელი არხისთვის მზადდებოდა პროექტი?

-მაესტროსთვის. ინციატივა და ჩემთან თანამშრომლობის სურვილი არხის მფლობელმა მაკა ასათიანმა გამოთქვა შარშან, ნოემბრის ბოლოს. მან დამირეკა და მითხრა, რომ განზრახული აქვს არხის რებრენდინგ და ძალიან უნდა, რამე გავაკეთო ისთვის. მე გავუგზავნე პროექტი, რომლის განხორციელება დიდი ხანია მინდოდა საქართველოში. პროექტით, როგორც მითხრეს, აღფრთოვანდნენ და შემომთავაზეს, სასწრაფოდ მომემზადებინა საპილოტო გადაცემა.

როგორი იყო პროექტის შინარსი?

- პროექტის შინაარსი მისი მიზნიდან გამომდინარეობდა, მიზანი კი იგივე იყო, რაც ჩემს ესებსა და სტატიებში - ვისაც ისინი წაუკითხავს, ალბათ შეამჩნევდა, რომ მე გამუდმებით ვცდილობ ქართული და დასავლური რეალობის ერთმანეთთან ინტეგრირებას. მეჩვენება, რომ საქართველოს მოსახლეობას, ხშირად - მის პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტასაც კი, ევროპაზე, რომლისკენაც ის მიისწრაფვის, ძალიან ზოგადი, მეტიც - კომიკური წარმოდგენა აქვს. და ეს - მიუხედვად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დღეს უკვე ნამყოფია ევროპაში, დიდი ნაწილი კი იქ ცხოვრობს. თუმცა ამა თუ იმ ქვეყანაში ცხოვრება ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარი საზღვარი, როგორც ჩანს, ჩვენს გონებაშია და მის გადალახვას დიდი ინტელექტუალური შრომა და გაბედაობა სჭირდება, რაც არცთუ ისე ბევრს აქვს. სტერეოტიპიზაციისკენ მიდრეკილება არ არის მხოლოდ ქართველების პრობლემა - ჩვენ შესახებაც ასევე სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს ბევრ უცხოელს, რომლებიც თითქოს კარგად გვიცნობენ, მათაც კი, ვინც უკვე წლებია საქართველოში ცხოვრობს.
მე მიმაჩნია, რომ ადამიანებს საერთო განსაცდელი უფრო აახლოებს, ვიდრე საერთო ლხინი. გამოსავლის ძიება გაიძულებს, ნაკლებად ზედაპირული იყო და მეტად დაძაბო გონება. მსოფლიოს იმ ნაწილთან, რომელთან ინტეგრაციასაც დეკლარიებულად ვაპირებთ, ჩვენ უამრავი საერთო პრობლემა გვაქვს. ჩემი აზრით, სწორედ ერთმანეთის პრობლემებში იდენტიფიცირებაა ინტეგრაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი და არა მაპის მიღება ან ასოცირების ხელშეკრულებაზე ბრეხტისეული ხელმოწერა, თუნდაც ეს დემარშები ჩვენთვის სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. თუ ინტეგრაცია გონებასა და გულში არ მოხდა, ასეთი ხელშეკრულებით ათწლეულების განმავლობაში შეგვიძლია ვიყოთ ასოცირებულნი, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა. ევროპა არც ბრიუსელია და არც ნატო; ევროპა ადამიანებია, რომლებსაც საქართველოში არ იცნობენ. მეტიც - მათ ბევრი ევროპაში ცხოვრები ქართველიც კი არ იცნობ. საქართველოს საშუალო მოქალაქეს წარმოდგენა არ აქვს რეალურ დასავლურ ფასეულობებზე, ამიტომ ძალიან ადვილია მასზე ნებისმიერი პროპაგანდით ზემოქმედება და ამ ფასეულობების მიმართ ნეგატიურად განწყობა, რასაც წარმატებით კეთებს კიდეც ყველა, ვისაც არ ეზარება - ფსბ- მიერ კონტროლირებული ქართული საიტებით დაწყებული, ექსტრემისტი მღვდლებით დამთავრებული... უწინარესად კი, რა თქმა უნდა, პოპულისტი პოლიტიკოსები, რომელთა ნაკლებობას საქართველო ნამდვილად არ განიცდის და რომლებიც თავიანთ უბადრუკ პოლიტიკურ კარიერას გარყვნილ ევროპულ ფასეულობებთან მართლმადიდებლური ბრძოლით იწყებენ, ჭედავენ და ამთავრებენ. ისინი თავიანთი ამომრჩევლის რიცხვის შესაბამისი რაოდენობის ადამიანურევენ ტვინს, რაც საბოლოო ჯამში ძალიან ბევრია. და არა იმიტომ, რომ ეს ადამიანები უჭკუოები არიან - უბრალოდ, მათ მეტისმეტად ბევრი ეგზისტენციალური პრობლემა აქვთ საიმისოდ, რომ ფასეულობათა სიღრმისეული ანალიზით დაკავდნენ. ხოლო სახელმწიფო, რომლის ვალიცაა თავისი დეკლარიებული ფასეულობების დაცვა და განმარტება, ამისთვის ფაქტობრივად არაფერს აკეთებს. ამის მკაფიო დასტურია საზოგადოებრივი არხის სტაბილურად ხანგრლივი კომური მდგომარეობა. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო თავად ეწევა ამ ფასეულობათა დისკრედიტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების არაკომპეტენტურობისა და არაინფორმირებულობის, ხშირად კი უკულტურობის მიზეზით.
მას შემდეგ, რაც ინტერნეტის საშუალებით ქართული ტელევიზიის ყურების საშუალება მომეცა, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ღმერთმა ქართველები თავიანთი უპასუხისმგებლო ხასიათის გამო ერთსა და მავე თემებზე მარადიული კამათით დასაჯა, რომლის შედეგად არავითარი ძვრა არ ხდება მათ გონებაში, და დაივიწყა. ის, სავარაუდოდ, არ უყურებს ქართულ ტელევიზიას და არ იცის, რომ სასჯელი მეტისმეტად სასტიკი გამოუვიდა.
მე, მისგან განსხვავებით, ვუყურებ და დანამდვილებით ვიცი, რომ ამ გაუთავებელი კამათის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინგრედიენტს ჰქვია ევროპაშიც ასე ხდება“, რასაც არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან. წლების განმავლობაში არც ერთ ტელეარხს არ მოსვლია აზრად, გაერკვია, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, გარდა კანის ფესტივალისა და შემოდგომა-ზამთრის კოლექციების ჩვენების.
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მანიფესტაციების დარბევისას ნაციონალების ხელისუფლების სისასტიკის გაამართლებელი არგუმენტი ფრანგული პოლიციის ქმედებები იყო, არც ერთ ტელეარხს, მათ შორის - არც მაშინდელ ოპოზიციურ არხს, აზრად არ მოსვლია, ერთი სიუჟეტი მაინც მოემზადებინა იმის შესახებ, სინამდვილეში ვინ წვავს მანქანებს და ვინ ამსხვრევს ვიტრინებს საფრანგეთში - ჩვეულებრივი ნიღბიანი ბანდიტები თუ სტუდენტები და სამოცს გადაცილებული პროფესორები; მათ ერჩივნათ, ამ თემაზე გაუთავებლად ეკამაათ მოსისხლე ანტგონისტ მხარეებს... უსაგნოდ, უშედეგოდ, ინფანტილური არგუმენტებით...
დღესაც... საბედნიეროდ, მანიფესტაციების დარბევა აღარ არის აქტუალური, მაგრამ არსებობს სხვა მარადიული თემები, რომელთა შესახებ დებატებსაც ბოლო არ უჩანს. მაგალითად, უკვე წელიწადზე მეტია ვსაუბრობთ იმაზე, რომ საფრანგეთში მილიონობით ადამიანი გამოვიდაჰომოსექსუალისტების წინააღმდეგ“, რაც სრული სიცრუეა - ისინი ერთსქესიანთა ქორწინების ინსტიტუციონალიზების წინააღმდეგ გამოვიდნენ და არა ჰომოსექსუალების, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ქართველი ჰომოფობებისთვის, გასული წლის 17 იანვარს ოცამდე ლგბტ აქტივისტის დარბევა მოეწყოთ, წელს კი იმავე, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საზეიმო მღვდელპრაიდითაღენიშნათ თავიანთი ტრიუმფალური გამარჯვების წლისთავი.
ამ ღირსესანიშნავ მოვლენას და მასთან დაკავშირებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს უამრავი საეთერო დრო დაეთმო, ოღონდ - ექსკლუზიურად ქართული პრიმიტიული ოკშოუს ფორმატში: ანტაგონისტმხარეების უხამსი ურთიერთშეურაცხყოფის Live, არავითარი სიუჟეტი იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ორივე მხარე თავისი სიმართლის დამადასტურებელ არგუმენტად იყენებს. ერთი მხარსთვის იქ ასე ხდება, მეორსთვის კი - „ისე... სტუდიაში მოწვეული აპრიორი გაბრაზებული პუბლიკაც სწორედ ამ ნიშნით არის აყოფილი მარჯვენა და მარცხენა ფლანგებად. მათ აგრესიულ და ვულგარულ გადაძახილებსა და ლანძღვა-გინებას ქართველი წამყვენები საზოგადოებრივ აზრს უწოდებენ...
საბოლოოდ ყველა შოუ უშედეგოდ მთავრდება, მის მონაწილეებსა და მათ მხარდამჭერ მაყურებელს კი უფრო მეტად სძულთ ერთმანეთი, ვიდრე გადაცემის დაწყებამდე სძულდათ... თუმცა ყველას რელიგიურად წამს, რომ ჭეშმარიტება კამათში იბადება. თუ ქართულ სატელევიზიო ლოგიკას ვენდობით, ჭეშმარიტება სიძულვილი ყოფილა, რადგან ქართველების დებატებში არაფერი იბადება, გარდა სიძულვილისა.
საბედნიეროდ, ჭეშმარიტება უნივერსალურია და მას ეთნიკურობა არ ახასიათებს. სამაგიეროდ, სიბრიყვეა მულტიეთნიკური და ქართულ დებატებში სწორედ ჩვენი ეროვნული აგრესიული სიბრიყვე იბადება, გიგანტურ გომბეშოსავით იბერება და ბოლოს სკდება, ათა სიძულვილშივე აღდგეს... ქართული ტელევიზიის ფენიქსი ფრინველი არ არის, ის გომბეშოა!
უამრავი სხვა მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუნდაც სულ ახალი ამბავი - საფრანგეთის ნაციონალური ფრონტისა და მისი ლიდერის მარინ ლე პენის გამარჯვება ევროპარლამენტის არჩევნებში. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ასევე ანალიზის მიღმა დარჩა. მხოლოდ ფეისბუქზე ატყდა ერთი ამბავი - თითქოს საფრანგეთის ხელისუფლებაში ფაშისტები მოსულიყვნენ... ან თითქოს საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობის რეალური იდეოლოგია რამით განსხვავდებოდეს ფრანგი ულტრამემარჯვენეების იდეოლოგიისგან, მეტიც - თითქოს ჩვენები გაცილებით არ აჭარბებდნენ...
ჩემი გადაცემა რომ შემდგარიყო, მომზადდებოდა იდენტური სიუჟეტები საქართველოსა და ევროპაში ექსტრემალურად აქტუალურ თემებზე. მათი მონტაჟი ნაჩვენები იქნებოდა გადაცემის დასაწყისში, მერე კი გაიმართებოდა დისკუსია, დიახ, დისკუსია და არა დებატები აგრესიულ ათეისტებსა და სამღვდელოებას, ჰომოფობებსა და ლგბტ აქტივისტებს, ანარქისტებსა და კანონის დამცველებს შორის... და კრიზისული მოვლენების დროს ადამიანებს მინიმალური წარმოდგენა მაინც ექნებოდათ იმის შესახებ, რა ხდება მათ თავს.
ეს ფილმიც -მარადიული სტუმრები“ - მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ სიუჟეტიდან, რომლებიც დისკუსიის საგანი უნდა გამხდარიყო. სამწუხაროდ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, პროექტი არხის ბორდმა დაიწუნა.

რა მიზეზით?

- სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, რადგან არხიდან არავინ დამკავშირებია. მხოლოდ მაკა შეეცადა, მობოდიშებით აეხსნა „მაესტროს პროფესიონალების“ ნათქვამი - მგონი, რეიტინგული არ იქნებაო, გადაწყვიტეს. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მეც ვიცი, რომ მსგავსი გადაცემა ნანუკას შოუს კონკურენციას ვერ გაუწევდა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც. ამას არც დავპირებივარ. მე მითხრეს, რომ მაესტროს რებრედინგი პოლიტიკურიდან კულტურულ არხად მის ტრანსფორმირებას გულისხმობდა და სწორედ ამიტომ მომმართეს და ამიტომაც დავთანხმდი. როგორც ჩანს, არაფერი გამოუვიდათ, რადგან მათი გადაცემები დღესაც პოლიტიკურ დებატებზეა ორიენტირებული, თუ არ ჩავთვლით პირადად ჩემთვის სრულიად გაუგებარ რამდენიმე იუმორისტულ შოუს... საერთოდ, ვცდილობ, ქართულუმორისტულ შოუებს არ ვუყურო, რადგან, როგორც წესი, ორი კვირით ვკარგავ ხოლმე იუმორის გრძნობას, ამ გრძნობის გარეშე კი ჩემი არსებობა, ვერც კი წარმოიდგენთ, რა ტრაგიკული ხდება.
ჰო.. კიდევ ასე  უთქვამთ: ემიგრაციის ისტორიის ს თემა არა აქტუალურია, აჯობებდა რამე უფრო საინტერესო გაეშუქებინა, მაგალითად საფრანგეთის საგადასახადო სისტემაო... სიმართლე გითხრათ ეს აქტუალობასთან დაკავშირებული ეს შენიშვნა მე უფრო  "მაესტროსთვის" დამახასიათებელი სპეციფიური იუმორი მგონია,  რომელიც არ მესმის... არ მინდა დავიჯერო რომ აქტულობის აღქმის ასეთი დაბალი ხარისხის კრიტერიუმები აქვთ.

მაინც გაიცნო თუ არა ფილმმაყურებელმა?

- მარტის პირველ ნახევარში შემთხვევით მომიწია თბილისში ჩამოსვლა. გადავწყვიტე, მესარგებლა გიორგი კეკელიძის ძველი წინადადებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლექციის გამართვის თაობაზე, ოღონდ ლექციის ნაცვლად ფილმის ჩვენება და განხილვა შევთავაზე, რაზეც თავაზიანად დამთანხმდა ისე, რომ ფილმი არც უნახავს.
ჩვენება 19 მარტს შედგა და, ჩემი აზრით, საკმაო წარმატებითაც ჩაიარა. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ ფილმში გადაღებული რესპოდენტები: ლაშა ბაქრაძე, რამილია ალიევა, კახა თოლორდავა... უამრავი ხალხი მოვიდა. თითქმის ყველა დიდმა არხმა გააშუქა ახალ ამბებში საკმაოდ ვრცლად. ერთადერთი, „მაესტრო არ დაინტერესდა. მართალია, გამოგზავნეს ჟურნალისტი, მაგრამ მას სრულიად სხვა რამ აინტერესებდა - რამდენად კარგად ლაპარაკობს პრემიერი ღარიბაშვილი ფრანგულად. როდესაც შეიტყო, რომ ეს ფილმი მაესტროსთვის იყო გადაღებული, ფრიად ესიამოვნა, კოლეგებს სხვა არხებიდან პრივილეგირებულის ღიმილით გადახედა... ღარიბაშვილის ფრანგულთან დაკავშირებული კითხვისთვის პასუხი, ცხადია, არ გამიცია.

საზოგადოების რა ნაწილი მოვიდა ფილმის ჩვენებაზე? იყვნენ თუ არა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები? ახალგაზრდები?

- ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენებაზე სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისა და სტუდენტები მოსვლა. საერთოდ, დარბაზში, როგორც გითხართ, ტევა არ იყო. არ მოსულან მხოლოდ ადამიანის უფლებათა პროფესიონალიდამცველები. სამწუხაროა. რაც არ უნდა იყოს, არა მგონია, ამ თემაზე ბევრფილმი გადაეღოთ საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, მე ვერც ერთს ვერ ვიხსენებ. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ადამიანის უფლებები მათი უმეტესობისთვის ბიზნესია, ისევე როგორც ქართველ ინტელექტუალთა იმ ეჭვიანი ნაწილისთვის, რომელიც თავს დასავლური ფასეულობების შუქურად მოიაზრებს. სიმართლე გითხრათ, ვერც კი ვხვდები, რატომ არ დააინტერესა საზოგადოების ეს ერთი შეხედვით ყველაზე დაინტერესებული ნაწილი ჩემმა ფილმმა. მათ ის არც კი შეამჩნიეს.

ფილმი ტელევიზიითაც აჩვენეს?

- დიახ, ორჯერ. ის ჯერ არტარეამ გაუშვა, მერე კი პირველმა არხმა, თუმცა არა მგონია, ბევრს ენახა. არტარეას“, სამწუხაროდ, არცთუ ბევრი მაყურებელი ჰყავს, პირველმა არხმა კი აჩვენა კვირა დღეს, დღის ოთხის ნახევარზე. რბილად რომ ვთქვა, ეს პრაიმტაიმი არ არის. პრინციპში, არც მქონია ამბიცია, ამ ფილმს ტელეეკრანები დაეპყრო, - როგორც გითხარით, ეს მხოლოდ ნაწილია გადაცემის, რომელიც არ შედგა. 26-წუთიანი ფორმატისთვის მეტისმეტად დიდი მოცულობის ინფორმაცია ფილმში ჩადებული, ის განმარტებებს მოითხოვს, რაც უკვე ტელედისკუსიის დროს უნდა გაკეთებულიყო, ამიტომ შესაძლოა, ფილმის ნახვის შემდეგ ბევრს უკმარისობის გრძნობაც კი დარჩეს, რაც ნორმალური და წინასწარ გათვლილია. ამ სიუჟეტს, სულ მცირე, 92 წუთი სჭირდება, თუ მის გაშლას დოკუმენტური ფილმის კლასიკურ ფორმატს მივუსადაგებთ.
საერთოდ, მე მგონია, რომ ამგვარ პროექტებს საზოგადოებრივი არხი უნდა აკეთებდეს და არა კომერციული, მით უმეტეს, ისეთი ფინანსურად და ინტელექტუალურად ლიმიტირებული, როგორებიც ქართული კერძო არხებია.
იმედი მაქვს, ამ არხზე ოდესმე დამთავრდება საკადრო ომი, მას ეღირსება ისეთი ხელმძღვანელები, რომლებსაც კარგად ესმით, რას ნიშნავს საზოადოებრივი ტელევიზიის პასუხისმგებლობაბოლოს და ბოლოს განხორციელდება პროექტები, რომლებიც სასარგებლო იქნება საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის და არა მხოლოდ მისი ამა თუ იმ პატარა სეგმენტისთვის.

პილოტის გადასაღები თანხტელეკომპანია მაესტრომ გაიღო თუ თქვენი სახსრებით გადაიღეთ?

- ფილმი საფრანგეთსა და საქართველოშია გადაღებული და მთლიანად საფრანგეთშია დამონტაჟებული. ეს კოპროდუქციაა. ხარჯების ნაწილი მაესტრომ გაიღო, თუმცა მინიმალური. ასეთი ბიუჯეტით ფილმს არათუ საფრანგეთში, საქართველოშიც არავინ იღებს. მთავარი მამოძრავებელი ძალა ენთუზიაზმი იყო, რადგან დაგვარწმუნეს, რომ გადაცემას ვიწყებდით და პერსპექტივაში ველოდით ჩვენი შრომის კოპენსირებას. გადაცემა კვირაში ერთხელ უნდა გასულიყო თებერვლიდან. სამუშაოს ჩვენი ნაწილი იანვრის ბოლოს უკვე მზად იყო. მე და ფილმის ოპერატორმა და მემონტაჟემ სანდრო შეროზიამ პარიზში ქტობრივად ღამეები ვათეთ, რომ მისი დამთავრება მოგვესწრო. ვინაიდან მაესტრო HD ფორმატზე არ არის გადასული, მოგვიწია ფილმისთვის გამოსახულების ჩამოჭრა, ამიტომ ის, სამწუხაროდ, დაბინდულ ჩარჩოში ზის... ძალიან ვჩქარობდით, რადგან გადაცემები დაწყებამდე, მინდოდა, კიდევ რამდენიმე სიუჟეტი ომემზადებინა... რიგში იყო ქუჩაში მოძრაობის, პარკირების წესები და კულტურა, მისი ორგანიზება, აგრეთვე - სიუჟეტი პარიზელ და თბილისელ მაწანწალებზე, ტუერკულოზითა და С ჰეპატიტით დაავადებულ ქართველებზე, რომლებიც საფრანგეთსა და საქარველოში მკურნალობენ, მერიის საარჩევნკამპანიებზე პარიზსა და თბილისში, რომლებიც ერთმანეთს დაემთხვა, კათოლიკურ და მართლმადიდებლურ აღდგომებზე... უამრავი თემმქონდა ჩამოწერილი და თითქმის გამზადებული გადასაღებად... თუმცა საახალწლო არდადეგები მოულოდნელად მეტისმეტად გაიჭიმა არხზე... კარგა ხანს ისიც კი ვერ გავიგე, ფილმი ნახეს თუ არა. მერე თითქოს შეთანხმებული ფორმატის შეცვლაზე დაიწყეს ლაპარაკი. მარტ მივხვდი, რომ გარკვეულ პასუხს ვერასდროს მივიღებდი. ამიტომაც გავმართე თბილისში ჩვენება და დისკუსია, მელიც გადავიღე. ეს იყო, ფაქტობრივად, ჩემ მიერ გაკეთებული სრული პილოტი. ჩავატარე გამოკითხვა: შევადგინე კითხვარი, რომელსაც 37-მა დამსწრეანონიმურად გასცა პასუხი. შედეგები დამაკმაყოფილებელზე გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა - „მაესტროს ბორდისგან განსხვავებით, 37-დან 33-მა რესპოდენტმა მიანიშნა, რომ ასეთ გადაცემას რომ წაწყდომოდნენ ქართულ ტელეარხზე, სხვაგან არავითარ შემთხვევაში არ გადართავდნენ. როგორც უკვე მოგახსენეთ, ამდენ ხალხში მაესტროს ერთი წარმომადგენელიც არ იყო. საერთოდ არ დაინტერესებულან - არც ჩვენებით, არც პილოტით და არც მაყურებლის რეაქციით.

კონტრაქტი გქონდათ მაესტროსთან? ამ ფილმზე რამე უფლება აქვს ამ ტელევიზიას?

- არათუ კონტრაქტი, ერთი წერილიც კი არ მიმიღია „მაესტროდან იმის დამამტკიცებლად, რომ მართლა მათთვის გადავიღე ფილმი. ყველაფერი ტრადიციულად, როგორც დიდი შოთა იტყოდა, „გულების გაცვლით, მეგობრობის გზითა და ხიდბითგაკეთდა... კორექტულობისთვის ტიტრებში მაინც მოვიხსენიე მაესტრო, მაგრამ საჭირო რომ გახდეს, ვერაფრით დავამტკიცებ, რომ მათ რაიმე წვლილი აქვთ შეტანილი ამ ფილმის შექმნაში. თვითონ, მით უმეტეს, ვერ დაამტკიცებენ... შესაბამისად, მათ არავითარი უფლებარ გაჩნიათ ამ ფილმზე. კონტაქტი კი არავის ჰქონია ჩემთან, მფლობელის, ჩემი მეგობრის, მაკა ასათიანის გარდა. ეს ტელევიზიის ფუნქციონირების ძალიან უცნაური ფორმაა. სხვადასხვა ფრანგულ არხთან ჩემი თანამშრომლობის ორი ათეული წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი მინახავს. ის კი არა, რუსული არხებისთვისაც გავაკეთე რაღაები 90-იანების ბოლოს - ასე ისინიც კი არ იქცეოდნენ. მართალია, გამუდმებით იტყუებოდნენ, მაგრამ კითხვაზე პასუხის გაცემის კულტურა მაინც ჰქონდათ და თავიანთ, თუნდაც საფუძვლო არგუმენტებს მაინც მკაფიოდ ჩამოყალიბებულს, წერილობით მიგზავნიდნენ ფაქსით.
ტელევიზია საათის მექანიზმივით რთული სისტემაა, იქ უმნიშვნელო დეტალი არ არსებობს. თანამშრომლის პატივისცემა კი ძალიან მნშვნელოვანი რამ არის. არა მგონია, ამ ანბანური ჭეშმარიტების გარეშე ტელევიზიას რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს. პროექტი, თუნდაც ძალიან კარგი, შეიძლება მოგეწონოს ან არ მოგეწონოს, - ეს სავსებით ნორმალურია, - მაგრამ პროექტზე მომუშავე ადამიანის პატივისცემა, ადამიანებთან ურთიერთობისა და მუშაობის ელემენტარული კულტურა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სამი ბი-ბი-სის ბიუჯეტი ერთად აღებული. ვისაც დასავლურ ცნობილ არხებთან შეხება ჰქონია, დამეთანხმება, რომ მუშაობის კულტურა მათი მთავარი დუღაბია.

თქვენი აზრით, რატომ ებრძვიან ამგვარ პროექტებს ქართული კერძო მედიასაშუალებები - იმიტომ, რომ უფრო კომერციული გადაცემები ურჩევნიათ თუ, უბრალოდ, ეშინიათ მედიაძალის, რომელსაც შეუძლია, რეალობა დაანახოს მაყურებელს?

- ქართულ ტელევიზიაზე საუბრისას ეს მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა. ერთმნიშვნელოვპასუხის გაცემა შეუძლებელია. არ ვიცი, ებრძვიან თუ არა, რადგან არა მგონია, ბევრი ჰქონდეთ ასეთი პროექტი. აკეთებენ იმას, რაც იციან და რაც იაფი უჯდებათ ფინანსურად თუ ინტელექტუალურად; იმას, რასაც გონების დაძაბვა და კრეატივი არ სჭირდება. მთლიანობაში, ქართული ტელევიზია, თუ ორ-სამ გადაცემას არ ჩავთვლით, ჩემი აზრით, კრიტიკასაც კი არ ექვემდებარება.
რა თქმა უნდა, კომერციულ არხებს უფლება აქვთ, აჩვენონ, რაც სურთ, მაგრამ რატომ სურთ გამუდმებით ასეთი ცუდი, უგემოვნო და მოუმზადებელი გადაცემების ჩვენება, ვერ ვხვდები. კომერციული არ ნიშნავს სულელურს. რამდენჯერაც ვიკითხე, რატომ აკეთებენ ამას, ამიხსნეს, ხალხი ითხოვსო. ასეთ დროს ყოველთვის ირონიულად შევნიშნავ ხოლმე, რომ, როგორც უკვე დიდი ხანია ცნობილია, ხალხი ყველაზე მეტად პორნოგრაფიას ითხოვს და ამ ტელელიბერტარიანული ლოგიკით, მაია ასათიანი და ნანუკა ჟორჟოლიანი შიშვლები უნდა სხდნენ თავიანთი საეჭვო დიზაინის ბუდუარებში, ინგა გრიგოლია კი შავ ლატექსში გამოწყობილი ამათრახებდეს ბორკილებდადებულ ქართული პოლიტიკური ელიტის ცუდ ბიჭებსა და გოგონებს. მაყურებლის მოთხოვნის დონე თუ არ ასწიე, გამუდმებით იქ დარჩება,სადაც დღეს არის, შენ კი შუა საუკუნეები ბაზრის კლოუნად დაამთავრებ სატელევიზიო კარიერას, რადგან ტელებაზარი ყოველთვის იმას მოგთხოვს, რასაც მიაჩვევ. თუ არხს არ გააჩნია გამბედაობა, გასწიოს ახალი, კრეატიული რისკი, შექმნას და განავითაროს არაკომერციული პროექტები კომერციულიდან შემოსული შემოსავლის ნაწილის ხარჯზე, ის ერთმნიშვნელოვნად ცუდი არხი, და სწორედ ასეთები არიან ქართული ტელეარხები. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, რადგან ბევრი ნიჭიერი ადამიანი მუშაობს ამ არხებზე... ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა მათი მენეჯმენტის არაკრეატიულობა და უცოდინრობა, პროდუსერების დაბალი პროფესიული დონე. ხანდახან მგონია, რომ ქართველ პროდუსერს მხოლოდ რესპოდენტთან დარეკვა და ტაქსის გამოძახება ევალება...


-Paris

Aucun commentaire: