18 მაისს, თბილისური “ბართოლომეს კვირეულის” გახსნის მეორე დღეს პარიზში, მონმარტზე, სენ პიერის საექსპოზიციო დარბაზში ქართული კულტურის კვირეული გაიხსნა, რომელსაც უკვე მეორედ მართავს ადგილობრივი ასოციაცია “ლაზი” ძირითადად საკუთარი ენთუზიაზმისა და პარიზის მერიის დახმარებით. წელს ქართულ გამომცემლობა “მინიატურასთან” პარტნიორობით კულტურის დღეების პროგრამა შედარებით მრავალფეროვნად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით პირველი საღამო, ქართველ მხატვარებისა და მოქანდაკეების კოლექციის, აგრეთვე ქართული ჭედური ნაკეთობების ვერნისაჟი, რომელსაც ბევრი სტუმარი და უამრავი შემთხვევით მოხვედრილი ტურისტი დაესწრო: სენ პიერის ეკლესია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული უბნის, მონმარტის მხატვრებით სავსე მოედანზე მდებარეობს.
გამოფენას თან ახლდა ქართული ბუფეტი და რა თქმა უნდა ღვინო. აგრეთვე ჩოხოსანთა კოლექტივი.
გამფენაზე ჩემს მეგობარ პარიზელ ქართველ მხატვართან ერთად მივედი, რომელმაც ჩემი ბოლო ესეების წიგნი “ანტიდოტი” გააფორმა. წიგნი მთლიანად საქართველოსთვის კულტურის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მის პოლიტიკას ეხება და პრეზენტაცია სწორედ მეორე დღეს უნდა შემდგარიყო.
18 მაისს საღამოს, გამოფენის გახსნის ცერემონიალზე ორგანიზატორებმა თარჯმანის დახმარებით ისაუბრეს საქრთველოსა და მისი კულტურის შესახებ. ორიოდე სიტყვის წარმოთქმა სთხოვეს აგრეთვე საქართველოს ახალ ელჩს საფრანგეთში. გამოსვლები კი დაასრულა მხატვარმა ჯემალ კ- მ, რომელმაც ხანგრძლივი და ამაღელვებელი სიტყვა წარმოსთქვა იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის და მისი მხატვარი ვაჟიშვილისთვის რომელიც ასევე აქ იმყოფებოდა, მონმარტზე გამოფენას, მან ვრცლად მიმოიხილა მონმარტის მნიშვნელობა მსოფლიოს კულტურის განვითარების პროცესში და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა აქ, ამ უბანში მოდილიანის მოღვაწეობას... პრინციპში მოდელიანი სულ სხვა უბანში, მონპარნასზე მუშაობდა, მაგრამ ქართული ღვინით კარგად შეზარხოშებული მხატვარის ამ შეცდომისთვის მნიშვნელობა არავის მიუნიჭებია, ისედაც ყველა კმაყოფილი დარჩა, როდესაც მან როგორც იქნა, თავისი გრძელი მონოლოგი დაამთავრა და შეკრებილ საზოგადოებას შესაძლებლობა მისცა, ხაჭაპური გაესინჯა, დამსწრე ქართველებს კი - ღვინო. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ ქართულ კულტურულ ღონისძიებებზე ყველაზე მეტს ქართველები სვამენ.
ბატონი ჯემალ კ. სწორედ ხაჭაპურის მთის სიახლოვეს გავიცანი, ხელი ჩამოვართვი და მადლობა გადავუხადე ყოველი შემთხვევისათვის, საერთოდ მიყვარს უმიზეზოდ მადლობის გადახდა. არის ამაში რაღაც უანგაროდ კეთილი. ამ დროს ჩემი მეგობარი მხატვარი მოგვიახლოვდა, ხელი ჩამოართვა ბატონ ჯემალს და ჩემსავით მადლობა გადაუხადა, თუმცა ის ჩემგან განსხვავებით იცნობდა თბილისელი მხატვრის შემოქმედებას - იმდენი კომპლიმენტი უთხრა, რომ გადავწყვიტე ხაჭაპურის გასინჯვის მერე კიდევ ერთხელ, უფრო მეტი ყურადღებით დამეთვალიერებინა მამა-შვილი კ- ების ფერწერა, რომელსაც მთელი წინა კედელი ეჭირა. ჩემმა მეგობარმა გაიხსენა, ადრე თბილისში ცხოვრების დროს როგორ დადიოდა მის გამოფენებზე და როგორ მოსწონდა მისი შემოქმედება, რომ ეხლა კიდევ უკეთესია და ა.შ.. მთვრალი ჯემალი საკუთარი ღირსების სრული გააზრებით უსმენდა, მადლობა არც დასცდენია, არც სახელები უკითხავს ჩვენთვის. ეტყობა არასრულფასოვნების კომპლექსი სულაც არ აწუხებს. უცებ თავის პარიზელ კოლეგას ჩამჭრელი კითხვა დაუსვა:
- რა მოგწონს ჩემს ნახატებში?... აბა თქვი!
დამეთანხმებით, არც თუ ისე გონებამახვილური კითხვაა, როცა კომპლიმენტს გეუბნებიან. ჩემი მეგობარიც ცოტა დაიბნა და მხრები აიჩეჩა...
- არ ვიცი...ბევრი რამე... ფერები...
ჯემალი, როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა, ჩაეძია:
- აი, მე შენი აზრით, რა ფერი ვარ? - თეთრი, წითელი, ყვითელი, მწვანე, იასამნისფერი... თუ რა ფერი?...
ჩემი საბრალო მეგობარი კიდევ უფრო დაიბნა და მექანიკურად ის ერთადერთი ფერი დაასახელა, რომელიც მთვრალ ჯემალა კ-ს სპექტრის ფერების ჩამოთვლისას გამორჩა:
- ცისფერი...
და აქ ჯემალას შუშის თვალები თოვლის დედოფალივით დაებზარა და ჩემს მეგობარს დაუყოვნებლივ მუშტი უთავაზა ცხვირში. მერე უცებ სადრაც გაქრა და სანამ ჩვენ გონს მოვეგებოდით, თავის მთვრალ შვილს ჩაუკარკლა, თუ როგორ უწოდეს პარიზელმა ქართველებმა ცისფერი. შვილი “ჩემი დედას შევეცის” საზარელი ტრაგიკული ღრიალით დარბაზის ცენტრში გამოვიდა, ქურთუკი იატაკზე დააგდო, ხელები გაშალა და გულწრფელად გეტყვით, ისეთი პერფორმანსი მოაწყო, რომ ვიფიქრე, ჩემი წიგნის პრეზენტაციას, რომლის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან თავს “რეკანიბალიზაცია” ჰქვია, ძალიან მოუხდებოდა. სამწუხაროდ არავინ გადაიღო, რადგან ყველას ძალიან შეეშინდა.

იაპონელი ტურისტები კისრისტეხით გაიქცვნენ ხაჭაპურებით ხელში, მეც ჩემს ცხვირდასისხლიანებულ მეგობარს მოვკიდე ხელი და გავარიდე იქაურობას. მამა-შვილის ოჯახური პერფორმანსი კი, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს გაგრძელებულა, სანამ დარბაზი არ დაცარიელდა და სანამ ყველამ, ჩოხოსნებსაც კი მათ ზურგი არ აქციეს ...
იქ ერთი ქართველი გოგო იყო, ფრანგ ბიჭთან ერთად, სულ ახალი დაქორწინებულები. ცოტათი ღელავდა ის გოგო, ჩემი ქმარი პირველად ხედავს ქართველებს და მიხარია, რომ კულტურულ გარემოცვაში მოვხვდიო... ჩხუბის მერე სიძემ გამოფენის ორგანიზატორს, დაჩი ჩაგანავას მობოდიშების პასუხად, სრულიად სერიოზულად უპასუხა, ნუ ღელავთ, მე მესმის, ეს ხომ თქვენი კულტურის ნაწილიაო... და წავიდა თავის ახალგაზრდა სირცხვილისგან სახეალეწილ ცოლთან ერთად.
მართალია, ეს კაცი უცებ მიხვდა ყველაფერს. ეს მართლა ჩვენი კულტურის ნაწილია.
მეორე დღეს, ჩემი და გელა პატიაშვილის წიგნების პრეზენტაციის დაწყებამდე სენ პიერის პასტორმა, საშუალო სიმაღლის თაფლივით ტკბილმა კაცმა, ასოციაცია “ლაზის” პრეზიდენტს სთხოვა, იქნებ 22 საათს არ გადააცილოთ შეხვედრა, თქვენ ბევრს სვამთ და მერე ჩხუბობთო, თან ჩვენი ჩოხოსნების ფონზე ისე საწყლად იყურებოდა, გული დაგეწვებოდათ. ნეტავ, რას იტყოდა მამა პატრის სონიერი, ვინმეს რომ ეთქვა, რომ მხატვარმა კ-მ წინა დღეს ჯვარი ჩამოხსნა კათოლიკური ეკლესიის ამ დარბაზში, სხვებმა ერთ-ერთ სარკმელზე მადონას ვიტრაჟს ფანერა მიაკრეს... არც ვიცი, რა რეაქცია ექნებოდა, ალბათ ატირდებოდა. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რა რეაქცია ექნებოდათ ქართველ მღვდლებს, კათოლიკე მხატვრებს ქართულ ეკლესიაში ჯვარი რომ ჩამოეხსნათ, ღვთისმშობლის ვიტრაჟზე ფანერა აეჭედებინათ, მერე დამთვრალიყვნენ და ჩხუბი და გინება აეტეხათ. მათი რეაქციის წარმოდგენა ძნელი არ არის. წარმოუდგენელი მხოლოდ ის იქნებოდა, მართლმადიდებელი მღვდლებს კათოლიკე მხატვრებისათვის რომ დაეთმოთ თავიანთი რომელიმე დარბაზი...

მეორე დღეს აქვე, ჩემი წიგნის პრეზენტაციამ შედარებით მშვიდ გარემოცვაში ჩაიარა, მამა-შვილი არ გამოჩენილა, გადავრჩით. თუმცა, როგორც თავად გაგვეცნო, წმინდა ნინოს სათვისტომოს ერთმა ასევე გვარიანად მთვრალმა წარმომადგენელმა, დისკუსიის პირველივე წუთზე ერთობ აგრესიული ტონით გამოიკითხა ჩემი პირადი დამოკიდებულება “ჰომოსექსუალისტების მიმართ”, შემდეგ ბრაზიანად იკითხა, თუ რატომ ვთვლი ქართველებს აგრესიულებად, კიდევ “დაინტერესდა” რატომ ვთვლი რომ ქვეყანაში კულტურული კატასტროფაა, და ა.შ.. მოკლედ ყველას თავი მოაბეზრა, მხოლოდ არავინ უცემია, გადავრჩით. ბოლოს ეტყობა გამოფხიზლდა და გაბრაზებული სახით დაუმშვიდოებლად წავიდა... მოკლედ, ქართული კულტურის დღეებმა საკმაოდ მძაფრსიუჟეტიან გარემოში ჩაიარა. პრეზენტაციიდან სახლში მისულს, ფეისბუკზე თბილისელი “ჯემალების” იმდენი გინება და მუქარა დამხვდა, რომ ლამის დეპრესია დამეწყო. მაგრამ მერე გავიფიქრე, ესეც ხომ ჩვენი კულტურის ნაწილია-მეთქი... ნახევარი ყუთი ლეგზომილი გადავყლაპე და ბედს შევურიგდი.
დღეს მითხრეს 27 მაისს მხატვარ ჯემალს პრეზიდენტი მიშა საზეიმო ვითარებაში სახელმწიფო პრემიას გადასცემს, ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვისო. პარიზელების სახელით, მეც სიამოვნებით დავუმატებდი რაიმე “ცისფერ” პრიზს- აქვე, პიგალზე ვიყიდდი რამე უბრალოს, მაგრამ გულით. ისეთს, მთელი ცხოვრება რომ დაამახსოვრდებოდა...დავაჯილდოვებდი ქართული აგრესიული სიბრიყვის პროპაგანდისათვის მონმარტის მსოფლიოში ყველაზე ტურისტულ მთაზე, რომელიც მე, ჩემს მეგობარ მხატვარს და გამოფენიდან კისრისტეხით გაქცეულ ხაჭაპურით პირგამოტენილ იაპონელებს არასდროს არ დაგვავიწყდება.
23 მაისი.2013 Paris
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire