ჟურნალი" ცხელი შოკოლადი"სექტემბერი 2012
ცხელი შოკოლადი :ახალი მოთამაშეს გამოჩენამ პოლიტიკაში გააჩინა რესურსი ცვლილებებისთვის. როგორია ეს ალტერნატივა? რა ნიშნით ვარქმევთ მას ალტერნატივას - მხოლოდ იმიტომ რომ ის არსებულს უპირისპირდება, თუ საქმე შინაარსობრივად განსხვავებულ, რეალურ ალტერნატივასთან გვაქვს?
პაატა ქურდაძე: როგორც საქართველოს დამოუკიდებელი პოლტიკური ცხოვრების მოკლე ისტორია გვიჩვენებს, რომელიმე პოლიტიკური ძალის რეალურად შესაძლო ალტერნატიულობაზე საუბარი მის ხელისუფლებაში მოსვლამდე ძალიან ძნელია, თუ არა შეუძლებელი. ყოველ შემთხვევაში ასე იყო დღემდე:
უკვე ჩამოყალიბებული სამწუხარო ტრადიციის თანახმად- ძალას, რომელსაც მისი
პოლიტიკური პერსპექტივის
პროგნოზირებისათვის აუცილებელი
მინიმალური იდეოლოგიური ბაზა
გააჩნია, თითქმის არასდროს
არა აქვს შანსი მოვიდეს
ხელისუფლებაში.. ამიტომ ისღა
გვრჩება, არსებული კანდიდატების
ალტერნატიულობა მხოლოდ მათ
მიმართ ნდობის ემოციურობის
ხარისხის მიხედვით განვსაზღვროთ
და არა რეალური ცვლილებების
კონკრეტული მოლოდინით. ეს
ძალიან წააგავს ღვინის
შეფასების ქართულ "ტრადიციულ" კრიტერიუმს: სუფთა ყურძნის
წვენზე დაყენებული ღვინო
კარგია, შაქრზე დაყენებული
კი ცუდი. ტრადიციული კრიტერიუმი
პოლიტიკური ლიდერების
შეფასებისას საქართველოში
ჯერ კიდევ მათი «პატიოსნება»
და გროტესკული ვარაუდია:
ბევს მოიპარავს თუ ცოტას?
ძირითადი
ქართული პოლიტიკური ძალები
ერთმანეთს მოსისხლე მტრებად
უფრო განიხილავენ ვიდრე
პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ.
ეს არც არის გასაკვირი. მათ
არ გააჩნიათ ჩამოყალიბებული
იდეოლოგიები, რომელზეც აშენებული
იქნება მათი მოქმედების გეგმა.
ამდენად მათი ბრძოლის მეთოდი
უხეშია, და ამას არაფერი საერთო
არა აქვს ცივილიზებურ პოლიტიკურ
ბრძოლის მეთოდთან. «ქართული
ოცნება» კოალიციაა და არა
პარტია, ამდენად მას არც
შეიძლება გააჩნდეს ერთიანი
ჩამოყალიბებული პოლიტიკური
იდეოლოგიური ხედვა, თუმცა
ის არც მასში შემავალ პარტიათა
უმრავლესობას გააჩნია. ისევე
როგორც იდეოლოგიურად მრავალსახა
მართველ პარტიას.
შეუძლებელია
შექმნა ალტერნატივა პოლიტიკური
ქამელეონისა. ერთგვარი ერთ
ქრომოსომიანი ბიპარტიისა,
რომელსაც სისცოცხლის
გასაგრძელებლად არ სჭირდება
საპირისპირო პოლიტიკური
სქესის ორი ქრომოსომა, თავად
ანაყოფიერებს საკუთარ თავს
და მრავლდება. თუი დასჭირდა
ის თავად ხდება საკუთარი თავის
ალტერნატივა.
სწორედ
იმ დროს როდესაც პოლიტიკურმა
პატიებმა იდეოლოგიურ
ალტერნატივაზე ფიქრი და
პოზიციონერობა დაიწყეს,
ნაციონალური მოძრაობის
მძვინვარე ლიბერტარიანული
იდეოლოგია,ზუსტად ერთ დღეში
გარდაიქმნა ულტრა მემარცხენე
პარტიის პაროდიად და სახელმწიფო
ხაზინა მეძავის სხეულივით
გულუხვად გაუშალა დაუნდობელი
ნეოლიბერალიზმით გატანჯულ
ქვეყანას. ის ისევ გაექცა
ქვეყნის პოლიტიკურ კონკურენციას,
და საკუთარი იდეოლოგია, და
პრინციპები თხასავით გაყიდა,
რომ სასწრაფოდ დამსგავსებოდა
თავის მთავარ მოწინააღმდეგეს
- კოალიცია «ქართულ ოცნებას».
თუმცა ამჯერად თავისი «საცირკო
ნომერი» ტლანქად გამოუვიდა:
ფაქტიურად თავადვე შეუწყო
ხელი საქართველოში მემარცხენე
პოლიტიკური პოლუსის კონტურების
შემოხაზვას, რომლის ხსენებისაც
კი სიკვდილივით ეშინოდა ადრე,
უფრო მეტიც თავადვე გახდა
საკუთარი თავის ოიდიპოსი.
პირველად
«პოსტვარდისფერ» საქართველოში
სოციალურმა თემატიკამ თვით
ყველაზე მთავარი მონსტრი –
რუსეთი გადაწონა, და ეს თავისთავად
უკვე ის სასარგებლო ალტერნატივაა,
რომელიც მიუხედავად წინასაარჩევნო
პროცრესების აბსოლუტურად
გროტესკული , თუ არა ხშირად
კრიმინალური მიმდინარეობისა,
შეგვიძლია პროგრესად ჩავთვალოთ.
ეს არის შეუქცევადი სასარგებლო
ალტერნატივა, რომელიც აუცილებლად
მოისხავს ნაყოფს, მიუხედავად
იმისა თუ რა შედეგით დამთავრდება
კონკრეტული არჩევნები. რა
თქმა უნდა ეს ახალი მოთამაშის
დამსახურებაა. ამდენად მას
თავისი როლი, როგორც ალტერნატიულ
პოლიტიკურ ძალას, გარკვეულ
წილად უკვე შესრულებული აქვს.
თუნდაც არც თავად მისი იდეოლოგიური
პლატფორმა იყოს გასაგები.
საქართველო
პოზიციონირებულია სახელმწიფოს
ევროპულ სტრუქტურაზე, რომელის
ფუნდამენტი მარჯვენა და
მარცხენა ფლანგის კონკურენციას
წარმოადგენს. დღემდე საქართველო
მემარჯვენე ცალფეხა «ხეიბარი»
ყო რომელსაც კოალიციის
წყალობით, ნებით თუ უნებლიეთ,
მარცხენა საყრდენის შემცვლელი
პროტეზი გამოუჩნდა. რაც
თავისთავად პოლიტიკური
«დაღლილობისას» სიმძიმის
ცენტრის მონაცვლეობის
ალტერნატივის, ანუ ახალი
პოლიტიკური შინაარსის დაბადების
დიდ შანსს იძლევა.
18 სექტემბერი 2012 პარიზი
18 სექტემბერი 2012 პარიზი
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire