I თავი
რაფაელის სახარება
საქართველოში წიგნებზე ან კარგს ამბობენ, ან საერთოდ არაფერს. ამიტომ ქართული ლიტერატურა ნელ ნელა კარგად ბალზამირებულ მიცვალებულს ემსგავსება,რომელიც თავის უკანასკნელ და სამუდამო სარეცელში არც თუ ისე ცუდად გამოიყურება.
გასული წლის შემოდგომაზე ცნობილმა ფრანგულმა გამომცემლობა HACHETTE - მა რაფაელ გლუქსმანისა და მიხეილ სააკაშვილის "მე თქვენ თავისუფლებაზე გესაუბრებით" გამოსცა. საფრანგეთში ახალი წიგნის შესახებ საუბარი იწყება შეკითხვით, თუ როგორი პრესა ჰქონდა მას, კარგი თუ ცუდი?
საქართველოს პრეზიდენტის ეს ინტევიუდ გადაკეთებული მონოლოგი იმ გამოცემათა რიცხვს განეკუთნება, რომელზეც საქართველოსი არ იყოს არ საუბრობენ, არ წერენ, არც კარგს, არც ცუდს... ეს ის წიგნია, რომლის მსგავსებსაც გამოცემიდან ორიოდე წლის შემდეგ ბუკინისტების შესასვლელებში იმ კალათებში წააწყდებით, რომელსაც აწერია " ყველაფერი 2 ევროდ" რაც გასაკვირი ალბათ თავად ბატონი გლუქსმანისათვისაც არ უნდა იყოს, იქნებ გულში ოცნებობდეს კიდეც , რომ რაც შეიძლება ნაკლებმა მკითხველმა გაიგოს საფრანგეთში იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავა კალამ მომარჯვებულ მდივნად საქართველოს ვარდისფერ პრეზიდენტთან...უკვე წინასიტყვაობაში თვითონვე თადარიგს იჭერს:
''ზოგიერთი ალბათ პროპაგანდის მცდელობაში დაეჭვდება . მე ასეთებს ვეტყვი, რომ ჩემი " ფერადი რევოლიუციების" მხარეს ანგაჟირებამ არა მხოლოდ იმის საშუალება მომცა, პირველს მიმეღო გულახდილი ახსნა განმარტებები, არამედ აგრეთვე საშუალება მომცა დამესვა უხერხული და გამაღიზიანებელი კითხვები არასრულყოფილი, არადამაჯერებელი და კრიტიკას დაქვემდებარებადი დემოკრატიის პრეზიდენტისათვის. თქვენ შეგიძლიათ არ ჩათვალოთ დამაჯერებლად ზოგიერთი მისი პასუხი, მაგრამ ისინი უდავოდ იმსაურებენ მოსმენას." (წიგნის წინასაიტყვაობა)
უნდა აღინიშნოდ რომ ეს ორას გვედიანი თავისუფლების ბიბლია 2008 წლის ნოემბერში გამოიცა. ომიდან სამ თვეში. მე ყოველთვის მაკვირვებდნენ ადამიანები, რომლებიც ასე სწრაფად, პატარა ნამცხვრებივით აცხობენ წიგნებს...
ჩემთვის ამ ნაწარმოების მთავარი ინტრიგა წინასიტყვაობის ეს აბზაცია. მართლაც საინტერესოა როგორ მოახერხა რაფაელ გლუქსმანმა გამაღიზიანებელი კითხვების დასმა კაცისათვის, რომელსაც საქართველოს ჟურნელისტთა მთელი არმია ასეთი კითვებით უიმედოდ დასდევს უკვე 5 წელია და საერთოდ, საინტერესოა რას თვლის გლუქსმანი არასასიამოვნო და გამაღიზიანებელ კითხვებათ? სწორედ ეს ინტრიგა გახდა მიზეზი რის გამოც ერთ ერთი იშვიათთაგანი გავხდი ვინც ეს წიგნი ბოლომდე წაიკითხა.
თავიდანვე უნდა აღვნიშნო: მე სწორედ იმათ რიცხვს მივეკუთნები ვინც ამ წიგნს წმინდა წყლის პროპაგანდად თვლის. აგრეთვე იმათ რიცხვს ვინც პროპაგანდის ისეთ იმპერიაში გაიზარდა, რომ არა თუ ინტელექტუალ რაფაელს, თვით მარცხენა პარიზის გამოჩენილ "ვირტუოზ ფილოსოფოსებს" : რაფაელის მამას, ანდრე გლუქსმანსა და მის მეგობარ ბერნარდ ანრი ლევისაც კი გაუჭირდებოდათ ჩემთვის პროპაგანდის თავზე მოხვევა. თუმცა დარწმუნებული ვარ არც ერთი მათგანი ამას არ იკადრებდა.
იმ წიგნის შესახებ დაწერა, რომელიც (ნიშანდობლივია) ქართულად არ გამოსულა ცოტა უცნაური და არც თუ ისე რთული ამოცანაა. შემიძლია პირდაპირ გითხრათ: ეს ცუდი წიგნია. უნდა აღვნიშნო რომ შევარდნაძეს და მის მდივანს ჩემდა გასაოცრად გაცილებით დიდი მწერლური ნიჭი აღმოაჩნდათ ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გლიუკსმან - ჟუნიორს. რამოდენიმე წლის წინ გამოცემული ექს პრეზიდენტის მოგონებები გაცილებით უფრო ინტერესით იკითება, უფრო დამაჯერებელია. თუმცა სტილით ისეთივე საბჭოთაა, როგორც "მე თქვენ თავისუფლებაზე გესაუბრებით".
მაგრამ დავუბრუნდეთ არასასიამოვნი კითხვებს, რომლებიც "წყენას" იწვევენ. მე მსგავსი ერთიც ვერ ვიპოვე. მეტიც - იშვიათად მინახავს ადამიანს ასე ხალიჩასავით გაეფინოს კითხვები რესპოდენტისათვის. ამას უდავოდ საბჭოთა ჟურნალისტიკის დიდი გამოცდილება ჭირდება, რაც რაფაელ გლუკსმანს არანაირად არ შეიძლება გააჩნდეს, ამიტომ პასუხი მარტივია. ჩემი აზრით ის გარკვეული დროის განმავლობაში უბრალოდ იწერდა პრეზიდენტის საუბრებს , რომლებიც შემდეგ "დაამონტაჟა" და ბოლოს კომფორტული კითხვებიც შეუსაბამა. შემიძლია ალალბედზე გადავფურცლო წიგნი და რამოდენიმე შემთხვევით მოხვედრილი კითხვა გადაგითარგმნოთ. თავად დარწმუნდებით რომ მათგან არც ერთი არ არის ისეთი, რომელიც სააკაშვილს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა.
ჩემმა მეუღლემ, წიგნის პირველი გვერდების გადათვალიერების შემდეგ, მითხრა, იმედი მაქვს ამ წიგნს ბევრი ფრანგი არ წაიკითხავსო... მეც იმედი მაქვს. რადგან სწორედ პირველივე გვერდებზე ისეთ მონუმენტალურ გაუგებრობაში ხვდება მკითხველი, რომ ქართველი ოპოზიციონერივით ეჭვიანი კაცი რომ ვიყო, ვიტყოდი, რომ ამ წიგნით გლუკსმანი კრემლის პროპაგანდას უფრო ეწევა ვიდრე საქართველოს ხელისუფლებისას და ამტკიცებს, რომ ქართული ხელისუფლება ქაოტური, უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურია.
საბედნიეროდ მე ასეთ უკიდურესობებამდე არასოდეს მივდივარ. უბრალოდ და ძალიან მარტივად შემიძლია ავხსნა: რაფაელ გლიუქსმანი თავად არის არაკომპეტენტური. მას არასაკმარისი ცოდნა გააჩნია საქართველოს, მისი პრობლემების შესახებ. მას ამ წიგნზე ძალიან ცოტა აქვს ნამუშევარი.საამისოდ უბრალოდ დრო არ ჰქონდა: ომის ხუთდღიანი ალფა და ომეგადან სამ თვეში სააკაშვილის საუბრები ჩაიწერა, მერე წიგნად აქცია, გამოსცა და პარიზში ქართულ რესტორანში მშვენიერ პრეზენტაციასაც დაესწრო თავის სახელოვან თანაავტორთან ერთად. ის ვერ ხვდება როდის აჭარბებს პრეზიდენტი, როდის ცრუობს. ან უბრალოდ ცოდნა, კომპეტენცია და პროფესიონალიზმი არ ყოფნის რედაქტირება გაუკეთოს პრეზიდენტის აბსოლიუტურად ანეგდოტურ, თუ არა სკანდალურ მონათხრობს. რომლებიც, ვინ იცის, შეიძლება სულაც დაღლილმა, თვითმფრინავში ძილის წინ, ან რაიმე სხვა უფრო დელიკატურ სიტუაციაში მოუთხრო თავის ელეგანტურ ფრანგ მეგობარს. რომელმაც როგორც ჩანს ყველაფერი მთელი სერიოზულობით პირველ ხარისხში მიიღო და პირდაპირ ხელუხლებლად წიგნის ფურცლებზე გადაიტანა.
აი მაგალითად ამონარიდი წიგნის სულ პირველი გვერდებიდან.
პირველი თავიდან, რომელსაც "ომი" ჰქვია
რ.გ. შეგიძლიათ დეტალურად გაიხსენოთ დღეები, რომლებიც კონფლიქტს წინ უძღვოდა? რა მომენტში იფიქრეთ რომ ომი მზადდებოდა?
მ.ს. აქამდე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გადამწყვეტი დარტყმა აფხაზეთიდან წამოვიდოდა. წინა თვეებში რუსების მზადების შემხედვარეს, ჩვენ ყველას თავში გვქონდა იდეა, რომ აგვისტო ცხელი თვე იქნებოდა. ასევე , იალტის სემიტზეც - სადაც ბევრი რუსი იყო წარმოდგენილი, პუტინისტიცა და ანტიპუტინისტიც, ყველა საქართველოსთან გარდაუვალ ომზე ლაპარაკობდა, ისე მესალმებოდნენ როგორც სიკვდილმისჯილს. და ბოლოს, რუსების ტრადიციული მიდრეკილება აგვისტოში კრიზისების შექმნაზე, როცა დასავლეთში ყველა არდადეგებზეა. თუმცა ასეთ მღელვარებებს ჩვენ მიჩვეულნი ვიყავით.
მე იტალიაში, ჩემს მეუღლესა და შვილებთან ერთად სპა ში ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ შესაძლოა რაღაც სახიფათო მზადდებოდა. ეს ივლისის ბოლო იყო. ჯერ , ჩემმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა დამირეკა, და მითხრა, რომ ორასი რუსული ტანკი აფხაზეთში შედიოდა. მე ვუბრძანე რეაგირება არ მოეხდინა და უბრალოდ შეეტყობინებინა ამერიკელებისა და ევროპელებისათვის რუსების მიერ საერთაშორისო შეთანხმებების ეს მორიგი დარღვევა რუსეთის მხრიდან.
შემდეგ რუსეთში, სოჭიში უცნაური აფეთქებები მოხდა, ასევე სოხუმში, აფხაზეთის დედაქალაქში და გალში. მე იმავე წუთს ჩეჩნეთის ომის სცენარი გამახსენდა: ბნელით მოსული ტერორისტული აფეთქებები, რომლებიც რუსებმა ჩეჩნეთში შეჭრის საბაბად გამოიყენეს. უცაური იყო, მაგრამ ამ აფეთქებებს ოფიციალური მოსკოვის ისტერიკა არ გამოუწვევია. მე მოვითხოვე, არანაირი პროვიკაციის წინაშე უკან არ დაგვეხია. მით უმეტეს, აფხაზი სეპარატისტები ჩვენთან კონტაქტში შემოვიდნენ, რომ გავეფრთხილებინეთ: რუსები მათ დრო დადრო ჩვენს ჯარისკაცებთან კანტი კუნტად სროლებისაკენ უბიძგებდნენ. ისინი ჩვენ გვთხოვნენ , თუ პრო რუსული დაჯგუფებების ჩვენს ხაზს შეუტევდნენ, რეაგირება არ მოგვეხდინა.
ამ დროს ოსეთში სიმშვიდე იყო. სეპარატისტებს შორის რამოდენიმე ანგარიშსწორება მოხდა, მაგრამ ისეთი არაფერი ჩვენ რომ დაგვმუქრებოდა. ჩვენ ამ დაძაბულობას ვხსნიდით, როგორც ბანალურ მაფიოზურ ბრძოლას რუსული ფულის გასაყოფად. შემდეგ სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მოსკოვიდან დაბრუნდა, სადაც როგორც მან განაცხადა მოსკოვისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს შორის კულტურულ ურთიერთობების შეთანხმებას მოაწერა ხელი. მისი დაბრუნებისთანავე ქართულ პოლიციასა და ოს მილიციას შორის შეტაკებები დაიწყო. ჩვეულებრისამებ, ჩვენი პასუხის შემდეგ მილიციონერები ყოველთვის აწყნარებდნენ სიტუაციას. ამჯერად კი ჩვენმა საპასუხო სროლამ არაფერიც არ დააწყნარა.
ჩვენ მოვლენების განვითარებას ტელეფონით განვიხილავდით. თუმცა ამავდროულად სექტემბრისათვის ვემზადებოდით, რომელიც ღირსშესანიშნავი მოვლენებით უნდა ყოფილიყო გამორჩეული: პირველად საქართველოს ისტორიაში ნატოს სემიტით, დიკ ჩეინის ვიზიტით და თბილისში პოლ მაკარტნის დიდი კონცერტით... ყოველივე ამის შემდეგ, ერთ დღეს ვრთავ რუსულ ტელე არხს და ვგებულობ, რომ ქართველები ომისათვის ემზადებიან. რუსეთი სახმელეთო ჯარების სარდელი ამტკიცებდა, რომ ჩვენ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დღეს, 8 აგვისტოს კონფლიქტის დაწყების გეგმა გვქონდა. ეს სურეალისტურად გამოიყურებოდა, იმ დროს როდესაც მე იტალიაში სპაში ვიყავი, სხვათაშორის უამრავი რუსის გარემოცვაში , ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრები კი არდადეგებზე ზოგი ესპანეთში ზოგიც საბერძნეთში ...
ამ ტიპის პროპაგანდის მიმართ უნდობლობა ნასწავლი მაქვს. ამიტომ 1 აგვისტოს გადავწყვიტე შემემოკლებინა ჩემი შვებულება იტალიაში და და თბილისში დავბრუნებულიყავი. როდესაც ჩამოვედი ათასობით ოსი მილიციელი ქართულ პოლიციას უტევდა. ეს უკვე სერიოზულად გამოიყურებოდა. მე ჩვენს თავდაცვის მინისტრს დავურეკე და ვთხოვე მარბელადან რაც შეიძლება სასწრაფოდ ჩამოსულიყო. მან ამიხსნა, რომ ბილეთის გადაცვლა ნამდვილი თავისტეხა იყო, რომ ეს ყველაფერუი უფრო რუსული ბლეფი იყო . მე დავაძალე და შემპირდა რომ მეორე დღეს დილას გამოფრინებოდა. საბოლოოდ ის მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა... ეს რომ აგიხსნათ თუ როგორ ვემზადებოდით ამ მომენტში ომისათვის: ჩემი თავდაცვის მინისტრი შვებულების დამატებით დღეებს იპარავდა...(რაფაელის სახარება 1თავი: ომი. 20-21გვ)
აი ასე, როგორც იქნა, შეიკრიბა 3 აგვისტოს თბილისში ჩვენი სახელისუფლო, და განსაკუთრებით თავდაცვის აპარატი . უნდა ითქვას ომს სულზე მოუსწრეს... პრინციპში, ეს ომიც ისე სწრაფად დამთავრდა, რომ თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილს შვებულების ერთი ორი დღე კიდევ რომ "მოეპარა" ომი შეიძლება მარბელას მზიან პლიაჟზე შეზლონგზე წამოკოტრიალებულს ტელეფონით ხელში "გადაეგორებინა." როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს მთელი ხელისუფლება ევროპის კურორტებზე იყო გაფანტული, (იმედი მაქვს არა იაფფასიან კემპინგებში). როგორც ჩანს ომისათვის მათ სულაც არ ეცალათ. საერთოდ , რა უსინდისობაა, რა დროს ომი იყო ამ შუა აგვისტოში...ხომ შეიძლებოდა სექტემბრამდე დაეცადათ, სადღაც პოლ მაკარტნეს კონცერტსა და თბილოსობას შორის, შემოდგომის რომელიმე მოსაწყენ წვიმიან დღეს...
როგორც პრეზიდენტი ამბობს, ყველამ მშვენივრად იცოდა უდიდესი საშიშროების შესახებ რომელიც ქვეყანას ელოდებოდა, აფხაზები, უფრო მეტიც, თავად რუსებიც კი აფრთხილებდნენ იალტის სამიტზე ქართველებს. მიუხედავად ამისა კუთვნილ შვებულებას ვერავინ შეელია, და საქართველოს ტერიტორიაზე 200 ტანკის შემოსვლა მარბელას პლიაჟსა და იტალიურ სპა ს შორის მხოლოდ სატელეფონო საუბრის თემა გახდა პრეზიდენტსა და მისი თავდაცვის მინისტრს შორის...ღმერთო ჩემო ეს ყველაფერი თუ მართლა ასე მოხდა და ამის შესახებ მართლა მოუყვა საქართველოს პრეზიდენტი რაფაელ გლუკსმანს, ტექსტის ამ ფორმით გამოქვეყნება მოლოდ იმას ნიშნავს, თანაც ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველოს ხელისუფლების, მისი სარდლობის დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა სამხედრო დანაშაულის ტოლფასია! პრეზიდენტის ფრანგი მეგობარი კი ან აბსოლიუტურად არაკომპეტენტურია პროპაგანდაში, ან საერთოდ , მისი მეგობარი კი არა მტერია. არის კიდევ მესამე ვარიანტია, რომ გლუკსმანისათვის ჭეშმარიტება მეგობრობაზე მაღლა დგას... რაშიც მე სერიოზულად მეპარება ეჭვი, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე ამ წიგნს წმინდა წყლის , თუმცა დაბალი ხარისხის პროპაგანდად ვთვლი. მოგეხსენებათ, ამ ჟანრმა არაერთი შედევრი მისცა კაცობრიობას. სამწუხაროდ ეს ერთგვარი "ჰიმნი თავისუფლებაზე" საბჭოთა სოფლის კლუბების წინ საყვირიანი პიონერების ქანდაკებებს უფრო მაგონებს, ვიდრე ეიზენშტეინის "პოტიომკინს" ან მაიაკოვსკის "პასპორტს".ამის საფუძველს თუნდაც ავტორის ეს კითხვა მაძლევს :
'' რ.გ. ვილაპარაკოთ ისრაელზე. საქართველო ერთადერთი ქვეყანა უნდა იყოს მსოფლიოში ისრაელის გარდა, რომელსაც თავდაცვის მინისტრად ისრაელის მოქალაქე ჰყავს.

მ.ს. ისრაელ-საქართველოს მოქალაქე. და ეს ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის. როდესაც ისრაელში ვარ, თავს საკუთარ სახლში ვგრძნობ. ეს პატარა ქაოტური , კოსმოპოლიტური, სიცოცხლითა და იუმორით სავსე საზოგადოებაა. მე ვლაპარაკობ ხალხზე და არა პოლიტიკაზე, ატმოსფეროზე, რომელიც ძალიან გავს კავკასიურს. ეს ანეკდოტი შეიძლებოდა კავკასიურიც ყოფილიყო: " როდესაც ორ ებრაელს ერთ ოთახში დატოვებთ დებატები იწყება, ხოლო თუ ისინი სამნი არიან უკვე რევოლიუცია იწყება". ზუსტად ასევე ხდება ქართველებშიც! მე მიყვარს ეს უწესრიგო და წინააღმდეგობებით სავსე კულტურა. იცით, ებრაელები ისეთი ინტეგრირებულნი იყვნენ, რომ მათ ვინც სსრკს დაშლის შემდეგ ისრაელში წავიდა ძალიან გაუჭირდათ საქართველოს გარდა სხვა ქვეყანასთან ადაპტირება. ბევრი ბრუნდება.''
აქ ბატონ გლუქსმანს ეტყობა მხედველობიდან გამოჩნდა, რომ მის ისტორიულ სამშობლო ისრაელში მოქალაქე კეზერაშვილს, ირანის ან სირიის არმიის ანალოგიური შემოსევის შემთხვევაში მარბელას პლიაჟზე დეზერტირობისათვის... ღმერთო ჩემო! წარმოდგენაც კი მიჭირს რა დღეში ჩააგდებდა "უწესრიგო და არადისციპლინებული" მხიარული და ჩვენსავით ''კოსმოპოლიტი'' მოძმე ებრაელი ხალხი, განსაკუთრებით კი მისი დაუნდობელი მართლმსაჯულება. მაგრამ გლუკსმანისათვის მთავარი კურიოზი მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებაში სამი ეთნიკური ებრაელის არსებობაა, მას როგორც ჩანს ავიწყდება, რომ საკუთარ სამშობლოში- საფრანგეთის პოლიტიკურ სპექტრში- ეთნიკური ებრაელების არც თუ ისე მცირე წარმომადგენლობა, ავიწყდება აგრეთვე, რომ ისინი არავის დაუთვლია, იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამას ყურადღებას საფრანგეთში არავინ აქცევს.
"
რ.გ. ისინი (ისრაელელი ქართველი ებრაელები პ.ქ) ბრუნდებიან პირდაპირ თქვენს ადმინისტრციაში! არც ისე უხიფათოა გყავდეს ისრაელო-ქართველი თავდაცვის მინისტრი, სეპარატისტულ რეგიონების ინტეგრაციის ებრაელი მინისტრი, ამერიკელი ებრაელი პოლიტიკური მრჩეველი : ხომ არ თამაშობს ეს თქვენს წინააღმდეგ რუსეთში?''
არ ვიცი, ატყობთ თუარა თუ როგორ ქსოვს თავად ეთნიკურად ებრაელი პარიზელი მოციქული "სახფათო და გამაღიზიანებელ კითხვებს".
მთელი სამი ებრაელი ადმინისტრაციაში!... წარმოუდგენელი გმირობა ანტისემიტიზმით დაავადებულ "ნაცისტურ ევროკავშირში"... მხოლოდ იმ შემტხვევაში, კალენდარს რამდენიმე ათეული წლით თუ დავატრიალებთ უკან, ევროკავშირის იდეამდე ეპოქაში.
აი რას პასუხობს პრეზიდენტი:
მ.ს. - რა თქმა უნდა , მაგრამ არა მხოლოდ რუსეთში! ერთხელ ერთმა გერმანელმა(!) დეპუტატმა მითხრა: "განა საკმარისი არ არის ის, რომ ევროპაში თქვენ ისე განგიხილავენ როგორც ამერიკულ პროექტს, ეხლა უკვე ათობით სტატია ქვეყნდება თქვენი კავშირების შესახებ ისრაელთან! იცით, ძალიან ძნელი ხდება თქვენი დაცვა ასეთი მოკავშირეებით.
და აქ გლუქსმანი (თითქმის დარწმუნებული ვარ) უკვე აკანკალებული ჩურჩულით მიმართავს თავის შეუდრეკელ ევროპულ ინსტიტუციონალიზებურ ანტისემიტიზმთან მებრძოლ გმირს, რომლის პასუხი კი უბრალოდ ჟრუანტელის მომგვრელია თავისი ეპიკური სიმტკიცითა და გაბედულებით :
რ.გ. ეს გერმანელი (!) დეპუტატი მართალია. იქნებ მართლაც გამოგეცვალათ მეგობრები...
"
მ.ს. იმიტომ რომ იმ ხალხს მოვეწონო ვისაც, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ღირებულებები არ უყვარს? თანაც, ვწუხვარ მაგრამ, რომელი სხვა ქვეყანა დაგვთანხმდა მოგვყიდა ჩვენთვის უპილოტო თვითმფრინავები და სერიოზული შეიარაღება, თუნდაც უკიდურესად მცირე რაოდენობით? არცერთი! უცნაური რამ უნდა გითხრათ: მთელი რიგმ ქვეყნებმა რომლებიც შევარდნაძის საქართველოზე იარაღს ყიდდა ,ვარდების რევოლიუციის შემდეგ უარი თქვა იარაღის მოყიდვაზე. გერმანელები (!)მაგალითად, არა მარტო ყიდდენ იარაღს შევარდნაძეზე, ისედაც აძლევდნენ. ჩვენ კი როდესაც ვთხოვეთ უბრალო თოფები და პისტოლეტები, შროდერის მთავრობამ ასეთი პასუხი გავცა: " ჩვენ თქვენ იარაღს არ მოგყიდით, არც ეხლა და არც ორასი წლის შემდეგ"
თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, რუსებმა განსაკუთრებით გასვეს ხაზი ჩვენი იარაღის ისრაელურ წარმოშობას, რაც საბჭოთა ეპოქის ანტი - ისრაელური პროპაგანდით გაროზგილ საზოგადოებისათვის იყო განკუთვნილი.ისრაელი აგრესიულობის სინონიმი, სალანძღავი სიტყვაა. ჩვენი შეიარაღის მოლოდ 5% ია ისრაელური წარმოშობის, მედია კი მხოლოდ ამ შეიარაღებაზე ლაპარაკობს. უნდა ითქვას რომ გაცილებით ადვილია რუსების მობილიზება ამერიკის მარჯვენა შეიარაღებული ხელის და თავად ამერიკაზე უარესი ისრაელის წინააღმდეგ , ვიდრე პატარა ქართველების წინააღმდგ, რომლებიც ასე სასიამოვნოდ მღერან, ასეთი მშვენიერი ფოლკლორული ცეკვები აქვთ, თანაც გაზიან წყალსა და ღვინოს აწვდიდნენ ცარიზმისა და საბჭოთა პერიოდში"...'( თავი 5: ახალი სამყარო,165,166,167 გვ)
ებრაელები,გერმანელები, ანტისემიტიზმი და მიხეილ სააკაშვილი! ...

წიგნის ამ ნაწილმა 1994 წელი გამახსენა. მარტში პარიზის კინოთეატრ '' მაქს ლინდერის" წინ, სპილბერგის " შინდლერის სიის" პრემიერიდან გამოსულ დამძიმებულ მაყურებელს კარებთან, თავზე კიპა დაფარებული მდუმარედ ხელგაწვდილი შუახნის ებრაელი მათხოვარი დაგვხვდა, რომელსაც გულაჩუყებული მაყურებული ისე გულუხვად აძლევდა ფულს თითქოს სულ ეხლახანს ყოფილიყო საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოპარული. კინოთეატრი "მაქს ლინდერი " ცნობილ ებრაელი თერძების უბან სანტიეს ესაზღვრება. უნდა გითხრათ რომ ჩემი პარიზში ცოვრების 18 წლის ნანძილზე არც მანამდე და არც შემდეგ ებრაელი მათხოვარი არსად მინახავს, ყოველ შემთხვევაში ისეთი ვინც თავის სემიტურ წარმოშობას ხაზს გაუსმევდა. ამ პატარა გაიძვერას გონებამახვილური "ბიზნესი" მე უფრო პატიოსანი მეჩვენება ვიდრე გლუკსმან- სააკაშვილის დაბალი ხარისხის ანტი ანტისემიტური " დრამა" რომელიც პარიზის კაბარეს "კაშერულ " სკეჩს უფრო წააგავს, ვიდრე დიალოგს პრეზიდენტსა და მის მრჩეველ ინტელექტუალს შორის .
არანაკლებ საინტერესოა წიგნის მეორე თავი " საბჭოთა ახალგაზრდობის წლები", სადაც ასევე აბსოლიუტურად ახალ, დღემდე უცნობ ფაქტებს ვგებულობთ პრეზიდენტის ცხოვრებიდან.
ეს ნაწილიც აგრეთვე ბატონი გლუკსმანისა და ფრანგული გამოცემისათვის სასიამოვნი სიურპრიზებით არის სავსე: განსაკუთრებით ის, რომ ბატონი პრეზიდენტი, რომელიც დღემდე ყველას ანგლო - საქსონური პოლიტიკისა და კულტურის პირმშო ეგონა, თურმე თავგადაკლული ფრანკოფონი ყოფილა: ფრანგული ენის მასწავლებლის, ჟან პოლ სარტრისა და სიმონ დე ბოვუარის მეგობრის მარა ჭავჭავაძის წყალობით. რომლიც თურმე " რუსეთის უკანასკნელი ცარის, ნიკოლაი II - ს კარზე ცნობილი ცენტრალური აზიის დიდ არისტოკრატული ოჯახის შთამომავალი ყოფილა. ... მე რა თქმა უნდა არ ვფიქრობ, რომ ბატონ პრეზიდენტს ჭავჭავაძეების გვარი ყაზახური ან ყირგიზული ძველი არისტიკრატია გონია, ან გლუკსმანს საქართველო ცენტრალური აზიის თავისუფლების შუქურა, უბრალოდ ამ უკანასკნელს ალბათ არასოდეს სმენია ეს უცნაური გვარი - ჭავჭავაძე და მით უმეტეს ის ამბავი, რომ ეს ქართული თავადური გვარია. ცენტრალურ აზიასთან კავშირი კი ალბათ, ქალბატონ მარას დედის მხრიდან ფესვებში უნდა ეძებოს ბატონმა მრჩეველმა, თუ რა თქმა უნდა ჩეკასაგან დევნილი 1957 წელს საფრანგეთიდან დაბრუნებული ქალის გენეალოგიური ხის კვლევა მის ინტერესის საგანს წარმოადგენს.
პატარა მიხეილს ფრანგულის შესწავლა 8 თუ 9 წლის ასაკში დაუწყია და თურმე ადრე ინგლისურზე უკეთ ლაპარაკობდა. მისი პირველი უცხოური გაზეთიც რომელიღაც ვულგარული ინგლისური "The Times" კი არა, ფრანგული "Le Monde" ყოფილა, რომელიც მომავალ პრეზიდენტს მოსკოვში, სასტუმრო "ინტურისტის" "შვეიცარებად" და დამლაგებელ "ბაბუშკებად" გადაცმული ბოროტი კგბს აგენტების თვალთვალის მიუხედავად მაინც შეუძენია გაზეთების კიოსკში და იგი დღემდე შენახული აქვს. მასწავლებელი მარა, პარიზის ინტელექტუალური ცხოვრებით მოხიბლული ყოფილა და ცდილობდა ყველაფერი ცოდნოდა თუ რა "ხდებოდა პარიზის ლათინურ კვარტალში".
ჩემი აზრით აქ პრეზიდენტს ეპოქები აერია: ლათინური კვარტალი განსაკუთრებით აქტუალური 20 და 60 იანი წლების ბოლოს იყო და არა 70 იანების მიწურულს, როდესაც სავარაუდოდ 10 -11 წლის მიხეილი სულმოუთქმელად კითხულობდა და კამათობდა თავის მასწავლებელთან " ახალი ფილოსოფიის" შესახებ. ის განსაკუთრებით გამოყოფს, რაფაელის მამას, ფილოსოფოს ანდრე გლუქსმანს: ''სასაცილოა, მახსოვს თუ როგორ წავიკითხე საიდუმლოდ მამათქვენის " მზარეული და კაცჭამია"... საერთოდ ბატონ პრეზიდენტს მამა გლუქსმანი როგორც ჩანს ხუმრობის ხასიათზე ხშირად აყენებს : გასული წლის დეკემბერში, პარიზში ამ წიგნის პრეზენტაციისას ქართულ რესტორანში, თავის ბავშვობის ჭაღარა კერპს მხარზე ხელი მოუტყაპუნა და ინფანტილური გულღიაობით უთხრა: რა სიურპრიზია! თქვენ კიდევ ცოცხალი ხართ? გუშინდელივით მახსოვს, რა სევდიანი მობოდიშებით გაუღიმა ჯერ კიდევ ცოცხალმა საბრალო უფროსმა გლუკსმანმა...
როგორც ჩანს პატარა მომავალ ბატონ პრეზიდენტზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია BHL - ს ( ასე ეძახიან ერთ უცნაურ ფილოსოფოსს, რაფაელის მამის მეგობარ ბერნარდ ანრი ლევის) , რომელმაც საკუთარი ჯეთით ჩამოიყვანა რაფაელი ომის დაწყებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ საქართველოში. საერთოდ უნდა გითხრათ, რომ საფრანგეთში სანთლით რომ ეძებოთ თავისი რამოდენიმე მომხიბლავი ინტიმური მეგობარი ქალის მეტს, ვერავის იპივით ისეთს ვიზეც ოდესმე BHL - ს როგორც დიდ მოაზროვნეს შთაბეჭდილება მოუხდენია. ამდენად წარმომიდგენია რა სასიამოვნო იქნებოდა მისთვის საქართველოს პრეზიდენტის ესოდენი დაფასება მისი პრიალა ფილოსოფიური ღვაწლის მიმართ.
ყველაზე ამაღელვებელი მაინც მოგონებების მუსიკალური ეპიზოდია. "მაშინ როდესაც მთელი საბჭოთა კავშირი ჯო დასენს უსმენდა", იხსენებს ყოფილი პატრა ბიჭი : "მარა თავისთან კასეტაზე ჩაწერილ ივ მონტანის "მკვდარ ფოთლებს" "პარიზის ცის ქვეშ"... და ჟილბერ ბეკოს "ნატალის" მასმენინებდა...ამ ორ ანდერგრაუნდის მომღერალთან შეხების საშუალება იმხელა შიკი, არისტოკრატულობის ნიშანი და სიამოვნება იყო..." ( თავი 2: საბჭოთა ბავშვობა.გვ61)
ბატონ გლუკსმანს შევახსენებ რომ 1967 წელს დაბადებული მიხეილი, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 1975 - 1977-1980 წლის ამბებს იხსენებს. აგრეთვე ვეტყოდი,რომ ამ დროს ჩვენ ჯო დასენსა და მირეი მატიეს კი არა Led Zeppelin ის Physical Graffiti და Pink Flyd ის The Wall - ს ვუსმენდით; უფრო წინ წასულები კი Sex Pistols და The Clash , ნამდვილი "ანდერგრაუნდის" წარმომადგენელმა, მუსიკალურმა ტელე კრიტიკოსმა ჟენია მაჭავარიანმა ერთხელ ოთხმოციანების დასაწყისში სადღაც ნაშოვნი პანკების კონცერტიც კი გვიჩვენა გადაცემაში "ეს ესტრადაა". ამ გადაცემის ეთერში გაშვების დროს 1974 მოყოლებული თბილისის ქუჩები ისე ცარიელდებოდა , თითქოს კომენდანტის საათი ყოფილიყო გამოცხადებული... თუმცა მე ამას საბჭოთა როკ'ნ' როლის საათს უფრო დავარქმებდი.
საერთოდ ნებისმიერმა უცოდინარმაც კი იცის, რომ არავითარი ანდერგრაუნდი ჟილბერ ბეკო არ ყოფილა, არც ივ მონტანი. არც თბილისში, და მით უმეტეს არც პარიზში. თუ არ ჩავთვლით ამ
უკანასკნელზე განაწყენებულ საჭოთ პარანოიკი იდეოლოგების მიერ გამოცადებულ ბოიკოტს: ივ მონტანი როგორც მეფე ისე მიიღეს მოსკოვში, მან კი, "უმადურმა "პარიზში დაბრუნებისთანავე არც თუ ისე სასიამოვნო სიმართლე თქვა თავის მოგზაურობის შესახებ წითელი სტუმართმოყვარე ბარბაროსების ქვეყანაში... მას შემდეგ უბრალოდ გასტროლებზე აღარ იწვევდნენ.
საბჭოთა მშრომელ ქალთა მასები კი მაინც უგონოდ იყო მასში შეყვარებული, ამიტომ მინდა დავარწმუნო ახალგაზრდა ბატონი გლუკსმანი, რომ მისი მოსმენის "არისტოკრატული პრივილეგია" შუა აზიელი"არისტოკრატი ქალბატონი ჭავჭავაძისა და პატარა მიხეილის გარდა სულ ცოტა ყოველ მეორე საბჭოთა კოლმეურნესა და ზეინკალ ქალს ქონდა; მონტანის ასიატასობით ტირაჟით დისკი გამოუშვა "მელოდიამ" სანამ წითელი მუსიკალური ტრიბუნალი, მრისხანე გოსკონცერტი "თითს დაუქნევდა" ფრანგ მეგა ვარსკვლავს. მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი თავის გულუბრყვილო მემატიანესთან ისეთ საოცარ კრეატიულობას იჩენს საბჭოთა ყრმობის წლებზე საუბრისას, რომ აშკარად ეტყობა ამერიკაში სტუდენტობის არც თუ ისე მხიარული საღამოების დიდი ნაწილი , დაბალი ხარისის ანტისაბჭოთა ფილმების ყურებაში აქვს გატარებული . ყოველ შემთხვევაში მან კარგად იცის სულიერად როგორ შეძრას პატიოსანი დასავლელი დამწყები ინტელექტუალი, რომელ ღილაკებს რა დროს დაჭირო თითი. მას უნაკლო CV აქვს , რომელიც პარიზელ თანაავტორში არავითარ კითხვას არ ბადებს : ის უსიტყვოდ ენდობა თავის კავკასიელ ზარატუსტრას, რომელიც ჩემი აზრით წიგნის ამ ეპიზოდში მას, ხალხურად რომ ვთქვად უბრალოდ აშაყირებს. მაგალითად, როდესაც თავისი ცხოვრების ამ ბუნდოვან მაგრამ ფრანკოფონულ და ანტისაბჭოთა პერიოდის შესახებ ლაპარაკს ასეთი აბზაცით იწყებს:
მ.შ. ჩემი ბიძა დიპლომატი იყო. ის ამერიკაში მოღვაწეობდა და მთელ თავის დროს საბჭოთა რეჟიმის კრიტიკაში ატარებდა, ისევე როგორც იმ ადამიანების უმეტესობა რომელიც გარს მეხვია... ( თავი 2 :საბჭოთა ბავშვობა.გვ 55)
აქ როგორც ჩანს ბატონ პრეზიდენტს მხედველობაში მისი ბიძა, საბჭოთა კავშირის დამსახურებული დიპლომატი, ბატონი ექს _ ამხანაგი ალასანია ჰყავს, რომელიც წლების განმავლობაში საბჭოთა დიპლომატიას წარმოადგენდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. რაზეც უნდა დავენიძლავები ბატონ გლუქსმანს, რომ პრეზიდენტი ცილს წამებს ბიძამისს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მოღალატეობრივ საქმიანობაში: ის პატიოსანი ჩეკისტი იყო. სხვანაირად ამდენი ხანი არავინ გააჩერებდა თავისუფლებისა და სამართლიანობის საერთაშორისო მექაში.
რ.გ. თბილისში, მოზარდ ასაკში იცოდით თუ არა დიდი დისიდენტების არსებობის შესახებ? მიგიწვდებოდათ თუ არა ხელი მათ ხელნაწერებზე? მისდევდით თუ არა მათ ბრძოლას?
მ.ს. რა თქმა უნდა. სახაროვი, სოლჟენიცინი, ბუკოვსკი ჩემთვის ნამდვილი გმირები იყვნენ. მახსოვს მარამ, როგორც ყოველთვის მარამ, ერთხელ ალექსანდრე სოლჟენიცინის "Раковый корпус" გადმომცა, რომელიც სიგარეტის ქაღალდზე იყო გამოქვეყნებული, როგორც საერთოდ ყველა იატაკქვეშა ტექსტი. ეს დღე სამარადისოდ დარჩება ჩემს ცხოვრებაში სალი ქვით ამოკვეთილი . ეს ჩემთვის ლიტერატურული და პოლიტიკური აღმოჩენა იყო. მე კითხვა მის ბინაში დავიწყე შემდეგ თან წამოვიღე. ქუჩაში ვკითხულობდი აღგზნებისაგან ცრემლებით სავსე თვალებით. იმდენად შთანმთქა ამ საოცარმა ტექსტმა, რომ სულაც მანქანას შევეძლო გავესრისე.( თავი 2 საბჭოთა ბავშვობა.გვ63)
პატარა დისიდენტი: მესამე რიგში მარჯვნიდან მესამე
უნდა გამოგიტყდეთ რომ ამ ტექსტის კითხისას ცუდად ჩაცმული საბჭოთა პატარა , სათვალიანი ებრაელი ბიჭი დამიდგა თვალწინ,
მოსკოვის ჭუჭყიანი თოვლით გალესილ ქუჩაში. კარაკულის საყელოიანი პალტოში, ვიოლინოს გაცრეცილი შავი ბუდით ხელში.
საბედნიეროდ პატარა მიხეილი, სავარაუდოდ ანტისაბჭოთად განწყობილი დიპლომატი ბიძის გამოგზავნილი ლევისებით დაეხეტებოდა ალბათ მზიანი თბილისის ქუჩებში, რა თქმა უნდა ვიოლინოს გარეშე, ასევე ამერიკული საღეჭი რეზინით გამოტენილი პირით. სანამ ეს ჩვენი გულანთებული დისიდენტი საბჭოთა არმიაში სამსახუროდ არ გაუშვეს იგივე ბიძის რეკომენდაციით, თანაც როგორც ამბობენ, არც მეტი, არც ნაკლები კგბ ს ნაწილში. თუმცა გლუკსმანს არც ამჯერად მოსდის აზრად კითხვა , როგორ მოხდა, რომ ლამის ანა ფრანკივით იატაკქვეშ გაზრდილი დისიდენტი მიხეილი ორი წლით თავისი საყვარელი ბუკოვსკის, სოლჟენიცინისა და სახაროვის მწვალებლების სამსახურში ჩადგა, თანაც შუა პერესტროიკის დროს (ამ ყბადაღებული ფაქტის უარყოფა არასოდეს მომისმენია სააკაშვილის "ბიოგრაფებისაგან''). გლუკსმანს არც მესამე თავის წერისას გახსენებია სააკაშვილის საბჭოთა წარსული, როდესაც ის კლასიფიკაციას უკეთებს ხელისუფლებისათვის მებრძოლ თაობებს:
მ.ს. სამი თაობაა, ვინც ხელისუფლებისათვის იბრძვის საქართველოში. ისინი, ვინც ბრეჟნევის ეპოქაში გაიარეს ფორმაცია და საბჭოთა ეპოქაში მუშაობდნენ. ისინი ვინც განათლება მიიღო სსრკს ბოლო წლებში მაგრამ არასოდეს უმუშავიათ საბჭოთა ატმოსფეროში. როგორც მე. და ისინი ვინც საერთოდ არ იცნობს საბჭოთა კავშირს, რომლებსაც არც კი ახსოვთ რომ ჩვენ რუსული ჩექმის ქვეშ ვიყავით ოცზე ნაკლები წლის წინ.

სააკაშვილი აცხადებს რომ : " სსრკს დანგრევის შემდეგ ფორმირებული თაობა იყო, არის და დარჩება ამ ქვეყნის რეფორმების ძრავად ( თავი 3: რევოლიუცია. გვ91) საინტერესოა რა ხნის ბავშვები ჰყავს მხედველობაში? ჩემი ანგარიშით ისინი ოც წელზე ნაკლების გამოდიან.
როგორც ვხედავთ ორივე მწერალს კიდევ ერთხელ დაავიწყდა სულ ოცი გვერდის წინ სააკაშვილის ცხოვრებაში ქვით ამოკვეთილი მოგონებები თავისუფლებისადმი სწრაფვის შესახებ, ან იქნებ მათ მართლაც გონიათ, რომ სააკაშვილის და ძია თემურის გარდა ყველანი ნათელ კომუნიზმს ვაშენებდით და ამიტომ მხოლოდ მას ეპატიება კგბ ს ჯარსა და კიევის დიპლომატიის ინსტიტუტში ნამდვილ საბჭოთა "ფოლადად წრთობა", რომელსაც თვითონ რატომღაც განათლებას ეძახის? და ნეტარ მორწმუნე სენტ-რაფაელი უსიტყვოდ ეთანხმება. ვინ იცის, იქნებ ამ საუბრის ჟამს ორივენი მდინარე მტკვარზე ფეხშიშვლები ფეხის დაუსველებლად სეირნობდნენ განახლებულ რიყესა და აბანოთუბანს შორის... 2008 წლის შემოდგომის ერთ თბილ ხავერდოვან თბილისურ საღამოს...
რ.გ. ...მინდა ერთ რაღაცაზე გესაუბროთ. როდესაც თბილისში სხვა კავკასიური ქვეყნებიდან შემოვდივართ, ძალიან გვხვდება თვალში დაუძაბავი ურთიერთობა სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის. თქვენ ფიქრობთ რომ ეს ''ზნეობრივი თავისუფლება" რევოლიუციასთან არის დაკავშირებული?
მ.ს. საქართველო ყოველთვის უფრო ღია იყო ვიდრე კავკასიის სხვა ქვეყნები. მაგრამ დღევანდელი ჯერ კიდევ არასრული ''ზნეობრივი თავისუფლება"ეჭვგარეშეა რომ დემოკრატიზაციის პროცესებთან არის დაკავშირებული. იმ ქართველების დაბრუნებამ, რომლებმაც უცხოეთში ისწავლეს დააჩქა საზოგადოების ევროპიზაცია. მედიაში ცენზურის მოსპობამ სიტყვა გაანთავისუფლა, უამრავი სასიყვარულო და სექსუალური ტაბუ აიხსნა. ახალგაზრდა და კოსმოპოლიტი მთავრობა თავისკენ იზიდავს საზოგადოებას. ქალების მიმართ ძალადობის წინაღმდეგ მიმართულმა რეპრესიებმა მაჩისტური დომინანტური პულსაცია დაამუხრუჭა. ( თავი 4: რევოლიუცია.გვ124)
როგორც ფრანგები იტყოდნენ chapeau! ( ქუდი, სახურავი) სექსუალური რევოლუციაც ვარდისფერ ნაციონალებს მოუხდენიათ კავკასიაში, და ცენზურაც მოუსპიათ.
სააკაშვილი - გლუქსმანის მისტიციზმითა და სიმბოლოებით სავსე ამ მითოლოგიურ "შედევრზე" დაუსრულებლად შეიძლება ხალისი და გართობა, მხოლოდ ვეჭვობ, რომ ეს წიგნი ამ მიზნით იყოს დაწერილი. ამიტომ მისი ადგილი როგორც გითხარით ბუკინისტების იმ კალათებშია, რომელსაც აწერია "ყველაფერი 2 ევროდ", თუ შეევაჭრებით იქნებ 1 ევროდაც დაგითმონ.
გაცილებით საინტერესო იქნება წიგნი, რომელსაც ბატონი რაფაელ გლუქსმანი პრეზიდენტობის ვადის გასვლიდან რამოდენიმე წელიწადში უკვე ექს პრეზიდენტზე დაწერს: თავის ნამდვილ მოგონებებს მასთან ერთად გატარებულ დღეებზე. იქნებ ასეთი სათაურითაც: "მე თქვენ სააკაშვილზე გესაუბრებით". ამ დროისათვის ის უკვე საქართველოს აღიარებული ექსპერტი იქნება, როგორც ტარანტინოს მისტერ უინსტონ ვოლფი.

12 მაისი 2009
10 commentaires:
Utsnobs gaugzavne, ikneb biletis puli gamogigzavnos da sakanshi dagpatijos
N.
sxva teqstebi jobda. imitom ara rom mishkas miadeqi. mishka ra xilic aris, aq ar gveswavleba, magram axla aseti teqsti mashinve politikur datvirtvas izens da mtavari ikargeba. mtavari ar unda daikargos! grecixebi ram an vin gayo mishkasgan?! amat daumatet salomeac! gmerto, ra shegcodet amitana?
Paata didi madloba - rom gamanatle :). ki msmenia rom ragac cigni gamosca Mixeilma, magram aseti - "shedevri" tu iyo ar megona. Qartul versias - siamovnebit wavikitxav - roca gamoicema, tu gamoicema saertod.
gaixare, carmatebebi. Pativiscemit, Koka.
paata, aravitar shemtxvevashi ar gasherde, tsere, aravis ar shegeshindes, me ise mainteresebs sheni kritikuli tvali kvelaperze rom saatobit vkitxulob, kvelepers gadavdeb xolme. erti mseralia Steanley Crouch amerikashi, zangi sashineli intelektuali maxvili enit, kvelam istsis, vints martla ganatlebulia. "village voice"-shi mxolod jazze tserda tslebis ganmavlobashi, misi publitsisturi kitukuli statiebi ertad gamokveknebuli tsignad ---ar kitxuloben zangebi, (da vers tetrebi ver itanen), radgan mat mimartavs, araperze tvals ar xuchavs, shensavit kvelapers amchnevs da akrititikebs. arada amerikis sulze kveba sizustit. eseti txroba mxolod zogs, zalian zlier da bright xaxls sheuzlia rom sheapasos. grzeli uchkvianesi da "pointed" tsinadadebebi. umetesi xaxli ver agitanen shenst--- vis unda kritikosi kvelapris--gve-shi-nia! -- sakutar tavze agebuli tazris dangreva. magram vins agitans zalian dagapasebs. da aseti 5 katsi atashi tu moizebneba imatvis unda tsero, me matgani var da damijere, dges
xalxi dabneuilia da kvelapers depresiidan gamomdinare paranoirebulad gebulobs. erts mshvenier dges, shemdegi taoba tsaikitxavs da gaigebs rom marto brainwashed tipebi ar vikavit da "kvelaperits kargad gvesmoda"..sheni datserili kritikisqtvis mishaze tsignze tviton da misi mxardamcherebi tsesit madloblebi unda ikvnen , me zalian mometsona .. tu shevxvdebi pirdapirar mag tsignze davelaparakebi.---- sirtxsvilia tko..rom tsudad datseril tsigni masze aravis ar gvatskobs.. ..
shen don't worry... sheni kritikuli tvali ar aris kvelastvis... kartvelebs dges terapia chirdebat, ioga da pizikuri varjishi bunebrivi endorfinis asatsevad.. genetiurad posttramvatul stress disorder-shia mteli sakartvelo: amdeni omebi, da kidev omebi..exla repormebi da demonstratsiebi--- mimartuleba shirdebat da pliajebze dasveneba da sasiamovno emotsiebi..
Eteri CHKADUA
MISHA MAGARIA! Nelo
ნეტა რამ ააცუნდრუკა კოკა ყანდიაშვილი?
ტექსტის ავტორი ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაშია - გლუკსმანი წაკითხული აქვს.
ვიზიარებ იმ აზრს რომ სხვა ტექსტები უფრო მაგრები იყო, არა იმიტომ რომ სააკაშვილის კრიტიკა ვერ ავიტანე, არანაკლები პრეტენზიები მე მაქვს მასთან, ისეთი ბევრს რომ არ დაესიზმრება, მთავარი ის უფრო მგონია ამჯერად ბნელიტ მოცულ რეალობიდან გამოვიდეთ და კრიტიკაც ამას ემსახურებოდეს. ბნელი რეალობა კიდევ სააკლაშვილს არ შეუქმნია, მას დახვდა და ბევრ ადგილას შუქმაც შეაღწია მისი მართველობის დროს.
მიშა მართლა მაგარიააა!!!!!!!!!!:–)
http://www.myvideo.ge/?video_id=491935
http://www.myvideo.ge/?video_id=489361
http://www.myvideo.ge/?video_id=450313
http://www.myvideo.ge/?video_id=469844
http://www.myvideo.ge/?act=pl&cat_id=&video_id=388582&user_id=69753&answer=yes
http://www.tvali.ge/index.php?action=watch&v=67017
http://www.myvideo.ge/?video_id=415989
http://www.tvali.ge/index.php?action=watch&v=98029
http://www.myvideo.ge/?act=pl&cat_id=&video_id=206967&user_id=51376&answer=yes
http://www.tvali.ge/index.php?action=watch&v=106150
კოკა ყანდიაშვილმა ჯერ ზუსტი ასაკი დაწეროს და კომენტარი შემდეგ გააკეთოს, თუმცა ქალები ასაკს მალავენ
ბნელით მოცული რეალობიდან რომ გამოვიდეთ, საგნებს სახელები უნდა დავარქვათ, მარტივია-დავახარისხოთ ინფორმაცია.კრიტიკაც(ამ წერილს ვგულისხმობ) სწორედ ამას ემსახურება . არ აქვს მნისჰვნელობა, ვინ შექმნა ეს ბნელი რეალობა., ვის დახვდა და . შ. არ შეოძლება სიმართლე როდესმე იყოს უდროო.საკუთარი სახელები რომ არ დაერქვა საგნებს და მოვლენებს, იმიტომაც ვტრიალებთ მოჯადოებულ ”ბნელ რეალობაში”
ra komentari, es xom saocrebaa, patara bavshvis datserilia titkos, neta ristvis gamoica, ragac dacinvas upro gavs. magram samtsuxarod chven am patara trabaxa bavshvis "chkvianur" azrebs koveldge vusment gvinda tu ara da am bavshvis "celkobasac" koveldge vukurebt. akedanaa is depresiac da shizofreniac, romlitac dges kvela avad vart. gidasturebt chems pativiscemas.
Enregistrer un commentaire