Une erreur est survenue dans ce gadget

1 mai 2009

სენტიმეტალურ კრიმინალური აღზრდა


წინასიტყვაობა:
ეს ტექსტი სპეციალურად არის დაწერილი ქართული ჟურნალის, "ცხელი შოკოლადისათვის". თუმცა ბოლო მომენტში გამოცემის რამოდენიმე რედაქტორს სამწუხაროდ მოეჩვენა, რომ მე "საბჭოთა პროპაგანდას" ვეწევი, და ჟურნალის გამოსვლის დღეს 24 აპრილის საღამოს შემატყობინეს, რომ ათი დღის წინ საბოლოოდ შეთანხმებული ჩემი ტექსტი არ დაიბეჭდებოდა.
იმედი მაქვს მკითველს ამით ბევრი არაფერი დააკლდა და ნომერში ბევრად უფო მეტად საინტერესო სტატიები წაიკითხა ვიდრე ჩემი "საბჭოთა ნოსტალგიური" წერილია.
ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ ჩემი თაობა, რომელსაც ზოგი ხან საბჭოთა თაობად ნათლავს, ხან ნარკომანებად და ხან საერთოდ დაკარგულად, სინამდვილეში საქართველოს და საერთოდ ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თაობა იყო. ყოველ შემთხვევაში პოსტსაბჭოთა თაობებს ნამდვილად არაფერი აქვთ ჩვენთან სასნობო: თავიანთი აქტიური ცხოვრების ოცი წელი თბილისის ხელახლა განთებას და რაიონულ ცენტრებში ასფალტის დაგებს მოანდომეს. ჩემმა თაობამ კი ოც წლიანი მოღვაწეობა ბერლინის კედლის დანგრევით დაასრულა. ისე რომ ერთი ტყვაც არ გაუსროლია, მხოლოდ კედლის იქით "sex, drog and roc'n'rolle" ით და აქეთაც, თითქმის იგივე სლოგანის იატაკქვეშა ვერსიით... მართალია ბევრს გონია, რომ ეს უშნო კედელი გორბაჩოვმა და შევარდნაძემ დაანგრიეს, საქართველოში იმასაც ფიქრობენ რომ ეს ზვიად გამსახურდიას სამშობლოსადმი სენტიმეტალური და მგზნებარე სიყვარულის წყალობით მოხდა. . მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემი სკოლის წინ ცალხელა ფოტოგრაფს, რომელიც ათ კაპიკად ბითლების და როლინგების ფოტოებს ყიდდა, არანაკლები დამსახურება აქვს.

ჩემს თაობას საქართველოს ევროპისაკენ ორიენტაციაში ძალიან დიდი როლი აქვს ნათამაშები.

მართალია სატრაბახო ბევრი არც ჩვენ გვაქვს მაგრამ... იმის თქმა მინდა, რომ საბჭოთა საქართველო არ იყო რაღაც განყენებული დაჩაგრული გოიმების ბოსელი. როგორც ეს ზოგიერთს გონია, და ამის გამო დღევანდელ ნებისმიერ პრობლემას რაღაც მისტიურ საბჭოთა მენტალიტეტს ისე მუქთად აბრალებს, რომ წარმდგენაც არა აქვს მასზე.

საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მხოლოდ , იმ შემთხვევაში თუ ახალი თაობები უფრო მეტ თავისუფლებისათვის სწრაფვას დამანახებენ ვიდრე ჩვენს „დაჩაგრულ“ თაობას ქონდა.

ძალიან ბევრ რამეს ვხედავ დღევანდელ საქართველოში იმ დროინდელს, და ამის დანახვა განსაკუთრებით მზაფრავს ახალგაზრდებში, რომლებსაც ეს ქვეყანა თვალითაც არ უნახავთ.

მე ვთვლი, რომ დღეს საქართველოში თაობებს შორის უცოდინრობის და უნდობლობის რაღაც ბრიყვული კედლებია აღმართული, რომელიც ნელ ნელა თუ არ დაინგრა, გარწმუნებთ ქართული საზოგადოების ყოველი თაობა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ სურამის ციხესავით ჩამოირღვევა.

ეს არ არის საბჭოთა ნოსტალგიით გატანჯული ემიგრანტის წერილი. ნოსტალგია საერთოდ უინტერესო, ცოტა იუმორს მოკლებული ადამიანების თვისებაა. მე მხოლოდ ვცდილობ გავერკვე ჩემს იდენტურობაში, რაც მე პირადად ძალიან მჭირდება, და სხვებსაც დავეხმარო. რადგან ვთვლი, რომ ეროვნული იდენტურობა ყველა თაობამ საკუთარი უნდა შექმნას, და რეკტიორივით არ მიითვისოს მაგალითად შოთა რუსთაველი, თუმცა აუცილებლად უნდა ისწავლოს მასგან თუ არის რამე სასწავლი, და მერე თავად შეეცადოს დაწეროს უკეთესი პოემა. ჩვენ მიკროსკოპითა და პინცეტით გვინდა ამოვკრიფოთ საბჭოთა წარსულიდან ის ვინც მნიშვნელოვნად გვეჩვენება , დანარჩენნი კი დავასაფლაოთ და მერე მათ მოასფალტებულ საფლავებზე დისნეი ლენდი ავაშენოთ თავისი უზარმაზარი პარკინგით.
გთავაზობთ "ცხელი შოკოლადის" მიერ დაწუნებულ წერილის თავდაპირველ სრულ ვერსიას. რამოდენიმე გაფერადებული შესწორებით, რომელიც რედაქციამ “აზრობივი კორექტულობისათვის "ამოჭრა" ტექსტიდქნ. მე მათ დასაცავად არც ნიჭი მეყო და არც პრინციპულობა. თუმცა ჩემთვის უჩვეულო კომფორმიზმმაც არ მიშველა: ის მაინც არ დაბეჭდეს, არანაირი სახით...

წინასწარ გიხდით მადლობას კომენტირებისათვის. ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება თქვენი აზრი, როგორიც არ უნდა იყოს ის. ეს მე დამახმარება "ამ ცხოვრების ნახევარ გზაზე" მაინც მივხვდე, თუ როგორ უნდა ვიაზროვნო "სწორედ"
პ.ქ. 1 მაისი 2009


სენტიმენტალურ კრიმინალური აღზრდა.

ფოტო ზურაბ სუმბაძე 

რითი განსხვავდება ქართული სკოლა ევროპულისაგან? ქართულში ასწავლიან ბევრ სამშობლოს სიყვარულს და ცოტა ფუნდამეტალურ მეცნიერებებს. ევროპულში კი პირიქით- ბევრ ფუნდამეტალურ მეცნიერებებს და ცოტა სამშობლოს სიყვარულს. პარადოქსია მაგრამ ფაქტია. ევროპელები თავიანთ სამშობლოს ქართველებზე ბევრად უკეთ უვლიან. მიუხედავად იმისა, რომ მოუქნელი ფსიქიკის ულტრა მემარჯვენეების გარდა, ისინი პატრიტიზმზე არა თუ არ ლაპარაკობენ, თთქმის არც ფიქრობენ.
ეს უფრო ახალი თაობებისადი პრაგმატულ პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას უფრო ჰგავს, ვიდრე სამშობლოს იდეალურისტურ, აბსტრაქტულ სიყვარულს.

როგორი იქნებოდა თანამედროვე საშუალო ქართველის ფოტორობოტი, მისი შექმნა რომ გვეცადა?
ჩვენს წითელ წარსულში ეს კეპისქუდანი ულვაშებიანი კეთილი გაიძვერა კაზანოვა იყო, რომელიც იდიოტურ სადღეგრძელოებს ამბობდა და კაფეებსა და მაღაზიებში ხურდაზე უარს ამბობდა. იყო აგრეთვე "ნამდვილი" ქართველი ინტელიგენტის ტიპი... რომელიც ასევე იდიოტურ სადღეგრძლოებს ამბობდა, მხოლოდ ნაკლები აქცენტით, სამაგიეროდ კიდევ უფრო მეტად "კაზანოვა" იყო ვიდრე პირველი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გია დანელიასა და ლეონიდ გაიდაის მიერ გამოძერწილი რუსული ბრიყვული სტერეოტიპებია.
სინამდვილეში საბჭოთა ეპოქაში ქართველს ბევრად უფრო ჩამოყალიბებული სახე ჰქონდა ვიდრე დღეს. უფრო მეტიც, ეს სახე ბევრად უფრო ევროპული იყო. რა თქმა უნდა ქართველები ბრიტანელებს არასოდეს ვგავდით, მაგრამ ევროპა მაშინ განვითარებული ჩრდილოეთის გარდა ღარიბი ჩვენსავით ემოციური სამხრეთი და წითელი აღმოსავლეთიც იყო.
ამის ამხსნელი რამოდენიმე ფაქტორი არსებობს. თუნდაც ჩაცმის მანერა. მაშინ არ არსებობდა იაფი თურქული და ჩინური მოდური ტანსაცმელი. ადამიანებს, უბრალოდ, მაგრამ კლასიკურად ევროპულად ეცვათ. ქალებში ეს იყო გამუდმებული ვინტაჟის სტილი, რომელიც საკმაოდ გულისამაჩუყებლად და მიმზიდველად გამოიყურებოდა. მამაკაცები კი უმეტესად კლასიკური ტიპის კოსტიუმებით დადიოდნენ რომლებიც ნამდვილი მაუდით იყო შეკერილი ვირტუოზ სომეხ მკერავებთან, დღეს მათ გაუგებარი კონფესიის კოლეგებს "მოდელიერებსა" და "კუტურიეებს" ეძახიან. რომლებიც თავად ტანსაცმელს პარიზში და მილანში ყიდულობენ სეილებზე. უსახსრო მომხმარებელს კი იძულებულს ხდიან თურქული და ჩინური იაფფასიანი მოდური საშინელებები იყიდოს.
თუმცა ჩაცმულობაზე მეტად ერთ ერთი მნიშვნელოვანი, რაც აერთიანებდა ქართველებს მართალია, ყოვლად "გარყვნილი" მაგრამ მაინც საერთო განათლების სისტემა გახლდათ. ყველა სკოლისათვის საერთო სახელმწიფო განათლების პროგრამა და განსაკუთრებით გაცილებით ნაკლებად მტკივნეული სოციალური უსამართლობის განცდა, ვიდრე დღეს. ცეკას მდივნისა და მეწაღის შვილი თავისუფლად შეიძლებოდა ერთ მერხზე მჯდარიყო, ისევე როგორც რაიონის რაიკომის მდივნისა და გლეხის შვილი. მათ შეეძლოთ ესწავლათ ერთი და იგივე პროგრამით, და ფორმალურად მაინც ერთნაირ წითელ მომავალზე ეოცნებათ. რა თქმა უნდა, ამ წითელ იდილიას მოსდევდა ულმობელი სოციალური უსამართლობების გაუთავებელი სერია. თუმცა სოციალური უსამართლობის შეგრძნება ალბათ მაინც ნაკლები იყო დღევანელთან შედარებით. როდესაც თბილისის ათასნაირ კერძო ელიტარულ სკოლასა და საჯარო სკოლებს შორის უზარმზარი, უტაქტო და უსინდისო უფსკრულია. ეს სკოლები ერთმანეთისაგან დიამეტრალურად განსხვავებულ ადამიანთა ტიპებს აყალიბებენ. ამას თუ დავუმატებთ დასავლურ სკოლებში სასწავლებლად წასულ "ოქროს ბიჭუნებსა და გოგონებს", ჩემთვის პირადად აბსოლუტურად ნათელი ხდება, ქართველის სახის ტიპის მრავალფეროვნება.
დღეს საშუალო ქართველის იმდენი ტიპი არსებობს, რომ ხშირად თითქმის შეუძლებელი ხდება ამ ადამიანებს შორის რაიმე საერთოს პოვნა. მათ აღარც კეპი "აეროდრომი" აერიანებთ და არც ქართული აქცენტით რუსულად წარმოთქმული "ლამაზი" სადღეგრძელოები.
დღევანდელმა ქართველმა სხვა და სხვა გარემოებების გამო, რკინის ქალამნები ჩაიცვა, რკინის ჯოხი დაიჭირა , ბაღდადელი ქურდივით გაოთხდა, და ქვეყნის ოთხივე ნაწილს მოედო. სამშობლოს რამოდენიმე წლის შემდეგ მრავალსახა დაუბრუნდა. გუდა რომელშიც ყველა ქვეყანაში თითო მუჭა კულტურას ყრიდა, პირდაპირ რუსთაველის პროსპექტზე გადმობერტყა. კულტურის ამ მუქთა გროვას სამოქალაქო ომისაგან დაღლილი და გაღატაკებული ხალხი დაესია. ზოგმა რა მოირგო, ზოგმა რა...
ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით მისი დედაქალაქი აბრეშუმის გზის ცენტრალურ ბაზარს დაემსგავსა. მხოლოდ აქლემებისა და ჯორების ნაცვად, მბზინავი "პორშეს" ჯიპებითა და კიდევ უფრო მეტი "დაშპაკლული" მეათე ხელის ბმვ – ებით სავსეს. ვის არ შეხვდებით აქ: ჩაცუცქულ პაკისტანელ ტალიბანებს, დილაობით კუს ტბაზე მოსეირნე რუს ოლიგარქებს, მათ ცოლებს, ცოლების საყვარლებს, თურქ ვაჭრებს, გამოპრანჭულ მანერებინ იტალილებს, პარიზელ სევდიან "ემო" გოგოებსა და ბიჭებს, ტექსასელ ტყავის შლიაპიან მსუქან "ბურჟუა კოვბოებს"... მხოლოდ ამ მრავალფეროვნების უნიკალურობა ისაა, რომ ესენი ყველანი თითქოს საკარნავალოდ გადაცმული, სახეშეცვლილი ეთნიკური ქართველები არინ.
ხანდახან მგონია, რომ მთელი მსოფლიოს სევდა ვირუსივით ჩამოყვა გუდიდან გადმობერტყილ ამ სეკონდ ჰენდ თითო მუჭა კულტურას და პარადოქსია, მაგრამ იმის ნაცვლად რომ გავხსნილიყავით, მორღვეულმა საზღვრებმა საკუთარ ნაჭუჭში ჩაგვკეტა, 80 წლების ბოლოდან შეძენილმა აგრესიულმა რელიგიურობამ კიდევ უფრო გაამძაფრა კულტურული დეპრესია. ქართველთა ერთი ნაწილი უფრო პირქუში და ეჭვიანი გახადა, ნაწილი კი პირიქით, ზომაზე მეტად გახსნილი, იმდენად, რომ ზოგი ავსტრიელ ტყავის ბრიჯებიან და რქის საყვირიან მონადირეს დაემსგავსა, ზოგიც წვერიან ბრეტონელ პირქუშ მეთევზეს. მე იშვიათად მინახავს ერი, რომელშიც ადამიანების ამდენი სხვადასხვა ტიპი არსებობდეს.
ჩვენი ყველაზე დიდი შარმი მულტიკულტურულობა დღევანდელ საქართველოში საწუხაროდ, უფრო და უფრო ნაკლებად თვალშისაცემი ხდება. ქართველები თვალსა და ხელს შუა იცვლებიან , თითქოს ფიზიკურადაც კი. მე არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. ყოველ შემთხვევაში მიმზიდველად ნამდვილად არ გამოიყურება. საქართველო კარგავს თავის ბაზობრივ სახეს, რომელსაც რამდენიმე წელიწადში მხოლოდ ტურისტულ უბნებში თუ წავაწყდებით სუვენირების დახლზე გამოფენილს. ამ სახეს ვერ გადაარჩენს დღესასწაულებზე ჩოხა ახალუხით ეგზიბისიონიზმი და დღეში ათასჯერ პირჯვარის გადაწერა. ჩვენი სახე არ არის მარტო ფოლკლორი და რელიგია.
"ენა, მამული, სარწმუნოება", 21 საუკუნის კონტექსტზე ვერაფრით გადმოვაწყეთ, ისე როგორც ფრანგებმა თავიანთი დევიზი ''თავისუფლება, თანასწორობა, ერთობა", რომელიც დღეს სულაც არ განიხილება 300 წლის წინანდელ სისხლიან რევოლიუციურ კონტექსტში, რადგან ამ წლების განმავლობაში თავისუფლებაც, ერთობაც და თანასწორობაც, გამუდმებულ დამუშავების პროცესში იყო და არის, ამიტომ ის ყველა ეპოქაში, მათ შორის დღევანდელში აქტუალური დარჩა ფრანგებისათვის.
150 წლის წინ ილია ჭავჭავაძის მიერ ყველას მაგივრად ნაფიქრი და ლამის ლაბორატორიულად დამუშავებული სამი ლაკონური სიტყვა : "ენა, მამული, სარწმუნოება" თითქმის ულტრამარჯვენა ლოზუნგად ვაქციეთ. ისე ვიქცევით თითქოს მაშინდელივით, საქართველოში არც ერთი ქართული სკოლა არ არსებობდეს მოსახლეობის 90 პროცენტი წერაკითხვის უცოდინარი გვყავდეს, თითქოს სარწმუნოებას ვინმე გვიკრძალავდეს. მამული კი უკვე ისე უიმედოდ დაკარგული გვქონდეს, როგორც მე19 საუკუნეში. გონების დაძაბული მუშაობის ნაცვლად, რაღაც გაუგებარ ძველ დრამას ვთამაშობთ ულტრა თანამედროვე რეფორმების დეკორაციაში. და ვერაფრით ვხვდებით რატომ ვერ ვარგებთ ურმის ბორბალს მერსედესის საბურავს. ვერაფრით გამოვიმუშავეთ მეთოდი ახალი თაობასთან ურთიერთობის, მისი არაქაოტური აღზრდის.
************************
ადამიანის ჩამოყალიბებაში მთავარ როლს ოჯახი, სკოლა და საზოგადოება თამაშობს. ჩემი აზრით ამ უკანასკნელს მაინც გადამწყვეტ როლი აქვს, და არა მხოლოდ იმიტომ რომ: "ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს რომ იცვლის და ან ფერს".
თაობა არც ჯოგია და არც ღვინო, მისი ხარისხი კარგ და ცუდ წლებზე რომ იყოს დამოკიდებული. თაობა პიროვნებებისაგან შესდგება, მათზე საზოგადოება გაცილებით მეტ გავლენას ადენს ვიდრე მშობლები, კიდევ უფრო მეტს ვიდრე მასწავლებლები. დარწმუნებული ვარ უცნობის ორთვიანი პრიმიტიული "აღმზრდელობითი რეფორმა" და ხელისუფლების მომხრეთა ჯიპებით "გრიალი" აჭარის სანაპიროზე, გაცილებით უფრო დიდ "შედეგს" მოუტანს დღევანდელ მოზარდ თაობას, ვიდრე განათლების სამინისტროს მიერ, ბილო წლებში გატარებული რთული რეფორმები, რომელსაც თავი და ბოლო თავად განათლების სისტემის პროფესიონალებმაც ვერ გაუგეს.
არსად ისეთი მჭიდრო კავშირი არ მინახავს ოჯახს, სკოლასა და საზოგადოებას შორის როგორც საქართველოში, ამასთან, არსად არ შევხვედრივარ მთელი თაობების განუწყვეტელი განადგურების მიმართ საზოგადოების პასუხისმგებლობის ისეთ დაბალი ხარისხს, როგორც ჩვენს დაღლილ, ბებერ სამშობლოში.
საბჭოთა ეპოქაში ოჯახს, სკოლასა და საზოგადოებას შორის კავშირებს ხშირად გროტესკული სახე ჰქონდა. მაგრამ ყველა სოციალური დონის ბავშვისათვის ეს კავშირები, როგორც ზემოთ აღვნიშნე თითქმის ერთნაირი იყო.
გაცილებით მნიშვნელოვანია მსგავსი სოციალური უსამართლობით გამოწვეული შედეგები. რომლის სრულ მოსავალს საქართველო აუცილებლად მოიმკის არც თუ შორეულ მომავალში, როდესაც ისევე, როგორც მაგალითად საფრანგეთში, დეფავორიზებულ, ერთგვარ მეორე ხარისხის ახალგაზრდათა ნამდვილი სოციალური კლასი ჩამოყალიბდება ღარიბ გარეუბნებში, რომლებიც თბილისს პარიზის ანალოგიურად გარს არტყია. ფრანგი "გარეუბნელები" დრო დადრო ნამდვილ ლაშქრობებს აწყობენ ქალაქის ცენტრში, განსაკუთრებით ისეთივე მშვიდობიანი მანიფესტაციების დროს, როგორითაც ჩვენ ასე ვტრაბახობთ დღეს და გვინდა დავიჯეროთ, რომ პარიზში მანქანებს ფრანგი ინტელიგენცია წვავს, ხოლო ვიტრინებს სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ლეწავენ.
ეს სწორედ ის დეფავორიზებული კლასია, რომლის მსგავსიც საქართველოში ძალიან მალე გვეყოლება, თუ დროზე არ დამუხრუჭდა ცინიკური და სნობური დამოკიდებულება განათლებასა და "შანსების თანასწორობის" პრობლემის მიმართ, რომელიც დასავლური საზოგადოების ამ უმართავი ნაწილის აგრესიის
ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად ითვლება.
ასეთი უმართავი კლასი საქართველოს ისტორიას უკვე ჰყავდა, და ისინი მასიურად, 60 წლებში გაჩნდნენ. დეფავორიზებული ოჯახებიდან გამოსული "ბები ბუმი" ქუჩის ბიჭები, რომლებსაც უკლებლივ ყველა სოციალური ფენის ახალგაზრდები შეემატნენ, ძველ მიჭების ცნობილ კლასად, ნამდვილ სოციალურ კატასტროფად ჩამოყალიბდნენ. ამ კლასმა თაოებები შეიწირა. მასთან ბრძოლა საქართველომ საბოლოოდ პირწმინდად წააგო 90 იანი წლების პირველ ნახევარში. გამარჯვებულები "პრინცები" გახდნენ. დღეს ისინი ყველგან არიან: პოლიტიკაში, ბიზნესში, ხელოვნებაში. ყველგან. მათ შექმნეს საზოგადოებრივი აზრი იმის შესახებმ რომ კრიმინალურ მაფიოზური მენტალიტეტი ქართველებში ქურდებმა

ჩამოაყალიბეს და ამით საკუთარი ბინძური და პრიმიტიული წარსული გაათეთრეს. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ბევრმა მათგანმა თავში ტყვიით დაამთავრა თავისი კრიმინალური კარიერა.
60–70 წლებში ქურდებს არ შეეძლოთ საზოგადოებაზე მსგავსი გავლენის მოპოვება . 80- აიანებში კი მათი არსებობა საერთოდ აღარავის ახსოვდა, სპეციალურად დაინტერესებული პირების გარდა. ეს დაინტერესებული პირები კი სწორედ ძველი ბიჭები გახლდათ. ვინ იფიქრებდა, რომ 90 წლების პირველ ნახევარს , 80 წლებში ერთხელ უკვე თითქმის დავიწყებულ ამ შავი იდეოლოგიური ჭირის რენესანსად გადააქცევდნენ "ნაღდი" თბილისელი ძველი ბიჭები.
ქურდები, იშვიათი გამონაკლისების გარდა თითქმის წერაკითხვის უცოდინარნი და გაჭირვებული ოჯახებიდან იყვნენ. განსხვავებით ამ ნამდვილი კრიმინალური იდეოლოგიის პროპაგანდისტებისაგან, რომლებიც სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, ყველა ფენის ოჯახიდან შეიძლებოდა ყოფილიყო აკადემიკოსის, ან პარტიული ფუნქციონერიდან დაწყებული, მუშის ოჯახით დამთავრებული. განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ აკადემიკოსისა და პარტიული ფუნქციონერის შვილი სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსტიტეტში აგრძელებდა საცოდავი სტუდენტების ტერორიზებას, მუშის შვილი კი (შახტაში დაღუპული ტარიელ ონიანის მამის არ იყოს), სრულწლოვან ასაკს ციხეში ხდებოდა და ქურდული კარიერა მისი ცოვრების ერთად ერთი "ნათელი" წერტილი ხდებოდა. მე მათ უმეტესობის ბავშვობას ჯერ მჟავანაძის, შემდეგ კი შევარდნაძის ეპოქების გულისამრევი უსამართლობის მსხვერპლებად აღვიქვამ. ისინი საზოგადოებამ აიძულა ასეთები გამხდარიყვნენ. მოგვიანებით, "საბაზრო ეკონომიკაზე" გადასვლის ადრეული წლებიდან დაწყებული, როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ, მათ მაშინვე რევანში აიღეს.
მე პირადად ქურდები იშვიათად თუ მინახავს ახალაზრდობაში, ისიც შორიდან. მათ ხან შევარდნაძის ამორალური მილიციონრები "უგდებდნენ" ჯიბეში ნარკოტიკს ან იარაღს, ხან პატიაშვილის. ხანაც საკუთარი ''დამსახურებების" გამო იჭერდნენ. ისინი ძირითადად ციხეში იჯდნენ. მათთან შეხება სწორედ ძველ ბიჭებს ჰქონდათ. სწორედ ისინი წარმოადგენდნენ შუამავლებს, აგიტატორებსა და პროპაგანდისტებს ამ გაუნათლებელ კრიმინალურ "სექტასა" და კონფორმისტ , უპრინციპო ქართულ საბჭოთა საზოგადოებას შორის . სწორედ მათ გარყვნეს ამ ამაზრზენი „ქურდული გაგებით“ თაობები. და მერე მოგვიანებით ყველაფერი მათსავე იდოლებს, პრიმიტიულ "ქურდების " გადააბრალეს.
ძველ ბიჭები ყველგან იყვნენ. ისინი ქურდობდნენ, ყაჩაღობდნენ, ნარკოდილერებს "აუთოვებდნენ", შუა ქალაქში ისროდნენ, ჭრიდნენ, კლავდნენ, აუპატიურებდნენ... და უმეტესი მათგანი ერთი დღითაც არავის დაუსჯია ამისათვის, მათი მამების მიერ მილიციაში ჩატანილ ქრთამებისა და გავლენიანი კავშირების წყალობით. უმეტესობა წარმატებით "აბარებდა" უმაღლეს სასწავლებებში, ამთავრებდა, ხანდახან კომკავშირისა პარტიული ხაზითაც კი აგრძელებდა მოღვაწეობას. ბევრი მათგანი დღეს ქართული პოლიტიკურ, ბიზნეს და ინტელექტუალურ ელიტას განასახიერებს. ამას, თუ არ ვცდები სხვა ქვეყნებში მაფიას ეძახიან. ჩვენთან კი ხშირად "კარგი" და "ჩვეულებრივი" ოჯახებიდან გამოსულ ამ პრიმიტიულ ბარბაროსებს – ქუჩის აკადემია გამოვლილ კოლორიტებს უწოდებენ. მათი ცხოვრება ქალაქური ცხოვრების რაღაც იდიოტურ ფოლკლორადაც კი აღიქმება. უნდა ვაღიარო რომ, მცირე დოზით ძველი ბიჭების მანერა თითქმის ყველას ჰქონდა. მიუხედავად ჩემი მათ მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებისა, როგორც ჩანს მეც ვერ გავექეცი ამ სულელურ მანერულობას. უცხოელებს, განსაკუთრებით ფრანგებს ხშირად უთქვამთ რომ ცოტა არ იყოს ძველი ბიჭი, ანუ მათ ენაზე Dure ვარ.

მე ჩემი თაობის ბანალური ფენომენი, თუ გნებავთ "ფოტო რობოტი" ვარ: საფრანგეთში ძველი ბიჭი,საქართველოში კი "წესიერი კაცი". საქართველოში ქცევის ეს იდიოტური მანერა ჩემი თაობის მამაკაცების თითქმის 80 პროცენტს ჰქონდა. სხვანაირად უბრალოდ ძალიან ძნელი იყო ცხოვრება. თავიდან ეს მხოლოდ რეკეტიორი და ბოროტი ძველი ბიჭებისაგან თავდაცვის საშუალება იყო, თუცა ძალიან მალე გოგონებისათვის თავის მოწონების საშუალებად გადაიქცა. რომლებიც უნდა ითქვას, ჭკუას კარგავდნენ ძველ ბიჭებზე. 70 წლების ბოლოსათვის , ასაკისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად ეს სტილი ნახევარზე მეტმა საქართველომ ჯინსებივით მოირგო. . რა თქმა უნდა, მე თაობების გარყვნის „მძიმე ტვირთს "გამოჩენილ" და კრიმინალ იდეურ ძველ ბიჭებს ვკიდებ და არა სკოლის პერიოდში გოგოებისათვის თავის მოსაწონებლად ''როჟა გაკერილ რიჟა" ჩვეულებრივ ასაკობრივად აღგზნებულ მოზარდ მოხულიგნო ბიჭებს.


80 იანი წლების ბოლოს, ერთი პატარა სომეხი ნაცნობი მყავდა, 11 წლის მიშიკა. რატომღაც დიდ პატივს მცემდა და ამის ნიშნად ჩემი ჟანგიანი "ჟიგულის" გარეცხვაში მეხმარებოდა ხოლმე. ძალიან პატარა,გამხდარი და საოცრად ცოცხალი ბავშვი იყო.

დედა მარტო ზრდიდა სამი წლით უფროს ძმასთან ერთად, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ოჯახს დახმარებოდა, ამიტომ გამუდმებით ქუჩაში იყო, ხან გარაჟისტებს ეხმარებოდა, ხან მშენებლებს...მიშიკა სკოლაში თითქმის არ დადიოდა. როცა შეეკითხებოდით რა უნდა გამოხვიდე რომ გაიზრდებიო, ტუჩებს შეკუმშავდა, და ძალიან სასაცილოდ ამბობდა – "ქორდი". მიშიკას ქურდი უნდოდა გამოსულიყო, რომ გაიზრდებოდა. დღეში ათჯერ რომ გეკითხათ ათივეჯერ ზუსტად ერთი და იგივე მანერით გიპასუხებდათ – "ქორდი".

მაშინ ეს ძალიან სასაცილოდ მეჩვენებოდა, მიურხედავად იმისა, რომ ძნელი მისახვედრი არ იყო,სომეხ ძალიან ღარიბ ცეროდენა ქუჩის ბიჭს, რომელსაც დედამიწაზე არავინ ყავდა ხელის შემშველებელი, აბა სხვა რაზე უნდა ეოცნება – ქარხანაში სოციალისტური შრომის გმირობაზე? ესეც აღარ იყო "მოდაში" რადგან გარეთ პერესტროიკაც კი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, ქუჩაში წვერიანი კაცები და თავშლიანი ქალები საქართველოს სამფერიანი "ახალი ძველი" დროშების ფრიალით დარბოდნენ წინ და უკან და მუშტ მოღერებულები, სულ უფრო და უფრო ხმა–მაღლა ყვიროდნენ: საქართველო ქართველებისთვის! თუმცა მიშიკას ისინი თავიდან ალბათ არც შეუმჩნევია, რადგან მათთვის არ ეცალა...მალე მე პარიზში წავედი საცხოვრებლად.
რამოდენიმე წლის შემდეგ, ნაცრისფერ 94 ში, თბილისში ჩასულს მისი უფროსი ძმა შემხვდა, რომელიც გაზრდილიყო და ძველებურად ხან სად მუშაობდა და ხან სად. ძმაზე ვკითხე: რა ქნა მიშიკამ, გახდა ქურდი?
– არა. ვერ მოასწრო... მოკდა რა... ციხეში, ტუბერკულიოზით. ... ისე კარგი ბიჭი გაიზარდა. კაკულიას ზმაკასი იყო. განაბი როა, ხო იცი... ერთად იჯდნენ. სტაპრაცენტნი ქურდი ხდებოდა რა, რომ არ მომკვდარიყო...
მიშიკას ძმა ვიღაც უბნელი ტყავის ჟილეტიანი და ოქროსფერ "რეიბაიანი" ბიჭის დანგრეულ ლურჯ BMW - ს ახდილ კაპოტთან იდგა და შავ ხელებს ბენზინიანი ძონძით იწმენდდა. როგორც ჩანს უფასოდ მუშაობდა...პატივისცემის ნიშნად. თუმცა ჯოჯოხეთურ ქართულ ციხეში მიშიკა რომ ჭლექით არ მომკვდარიყო, და განაბ გაკულიას მართლა "ქორდად" წამოეყენებინა, ვის ვისი პატივისცემა ექნებოდა ეგ კიდევ საკითხავია.

************


ისტორია მეორდება, 60 წლების ანალოგიურად, სამოქალაქო და აფხაზეთის ომის ახალი "ბები ბუმები"(Baby Boom) გაიზარდნენ.
გაიზარდნენ უფრო დაუნდობელ სამყაროში ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებულნი. მათ გაცილებით სასტიკი უფროსი თაობა დახვდათ, ასე თუ ისე კორექტული მომავლის გაცილებით ნაკლები, თითქმის ნულოვანი შანსი. სოციალური უფსკრული მათსა და სხვა მათ თანატოლს შორის გაცილებით დიდია, ამიტომ ისინი უფრო დაუნდობელნი არიან, ვიდრე მათი წინამორბედები. ციხეშიც გაცილებით უფრო ადვილად და ხშირად ხვდებიან. არც სკოლაში სიარულს აიძულებენ საბჭოთა განათლების ინსპექტორები, რომლებიც ჩემს ბავშვობაში ყოველ დილით ფანრებით შეიარაღებულნი ჩაბნელებულ კინოთეატრებში დაძრწოდნენ შატალოზე მყოფი მოსწავლეების დასაჭერად. მე მზარავს იმაზე ფიქრი, რომ იმ საბჭოთა საქართველოში, რომელსაც მე შევესწარი, ქუჩაში მცხოვრები ბავშვები არ არსებობდნენ. მე არ მაქვს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია, რადგან კარგად ვიცნობ და მძულს ეს ქვეყანა, მაგრამ თბილისის ქუჩებში მოხეტიალე უამრავ ბავშვისათვის რომ ეპოქის არჩევნის უფლება მიგვეცა, იქნებ საბჭოთა საქართველსათვის მიენიჭებინათ უპირატესობა, ცივ, მშიერ, მაგრამ დამოუკიდებელ რეალობასთან შედარებით. ეს დაკარგული თაობაც კი არ არის, რადგან მათ დღეს აღარავინ ეძებს, ისინი არავის დაკარგვიან. მათ "ნულოვანი ტოლერანტობით" როზგავენ თავიანთი "ახალი– ძველი" ბიჭი თანატოლების მამები.
საქართველოში სოციალური გეტოების ჩამოყალიბება ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. და ძალიან მალე, სწორედ მაშინ, როდესაც დემოკრატია თითქოს ასე თუ ისე დამყარდება, მშვიდობიან მანიფესტაციებზე გამოჩნდება გარეუბნელი ნიღბიანი უცნაური ახალგაზრდების ხროვა. ბეისბოლის კომბლებითა და "მოლოტოვის კოკტეილებით" შეიარაღებული. ზუსტდ ისეთები, როგორებსაც პარიზულ მანიფესტაციებიდან

რეპორტაჟებში "ფრანგების "ველური" ქცევით შეძრწუნებული ქართველები ხედავენ დღეს ტელევიზიით. ისინი მაღაზიების ვიტრინებსაც დალეწავენ, მანქანებსაც დაწვავენ, და ლონდონიდან არდადეგებზე ჩამოსულ ექსძველიბიჭების შვილებს კოჭებსაც დაამტვრევენ ბეისბოლის ჯოხებით. ისინი გაცილებით შეუბრალებლები იქნებიან ვიდრე ჩემი თაობის პრიმიტიული ძველი ბიჭები, რადგან მათ დასაკარგი ნამდვილად არაფერი ექნებათ: არც სკოლა, არც ინსტიტუტი, ან მამის კარიერა, რაც მთავარია არც რაიმე მომავლის იმედი. დადგება ნამდვილი ნულოვანი ტოლერანტობის დრო, და ამაზე პასუხისმგებელი ისევე იქნება საზოგადოება, როგორც დღევანდელი ხელისუფლება. თუმცა საზოგადოების პასუხისმგებლობას ხაზს უფრო გავუსმევდი. ის დღემდე ვერ მიმხვდარა, რომ მაგალითად, გირგვლიანის მკვლელობის გამო მსჯავრდბულნი მარტო ყოფილი მაღალი სახელმწიფო ფუნაციონერები კი არა, სწორედ ზემოთ ნახსენები მენტალიტეტით გაზრდილი დაუნდობელი ძველი ბიჭები არიან. ეს ცინიკური მკვლელობაც უფრო ძველბიჭური მოტივით მოხდა ვიდრე პოლიტიკურით, როგორც ის დღეს შუქდება.
თბილისი პარიზივით დეფავორიზებული გარეუბნებით არის გარშემორტყმული. ეს რამოდენიმე ურბანისტული სოციალური სარტყელი, საფრანგეთის დედაქალაქის გარშემო 60 – 70 – 80 წლებში აშენდა. თავიდან იქ ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკის ყოფილი ფრანგული კოლონიებიდან ჩამოსული და ადგილობრივი მუშები დასახლდნენ, ეს პატარა სუფთა ქალაქები თავისი ინფრასტრუქტურით, ერთ დროს ფრანგული სოციალური სამოთხის მოდელებად ითვლებოდნენ. მათი მცხოვრებლები პატიოსნად შრომობდნენ, ქორწინდებოდნენ, შვილებს ზრდიდნენ, პირველ პატარა ორ ცილინდრიან სიტროენს ყიდულობდნენ და პირველად ცხოვრებაში ზღვაზე დადასვენებლად მიდიოდნენ. რაც მთავარია სამუშაო უამრავი იყო.
სოციალური ოქროს ხანა 80 წლების ბოლოს დამთავრდა. სამუშაომ ნელ ნელა იკლო. კეთილ სინდისიერი ემიგრანტების ოჯახში გაზრდილ ახალგაზრდებს ცხადია ნაკლებად იზიდავდა მამის მსგავსად მინიმალური ჯამაგირის გულისათვის მთელი ცხოვრების მშენებლობაზე გატარების პერსპექტივა და ამ ბეტონის მახინჯ პეიზაჟში სიბერემდე ცხოვრება. ისინი მშობლებისაგან განსხვავებით უკვე ინტეგრირებულნი იყვნენ მეხუთე რესპუბლიკაში, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არა ფრანგულ საზოგადოებაში. მათ უკვე თავისი საკუთარი სუბკულტურაც შექმნეს – სტილიზირებული რაპი, ძვირი მარკებით ( ნაიკი, ლაკოსტა, ... ) და როგორც ხდება ხოლმე... ნარკოტიკები, პროსტიტუცია, ძალადობა .
ახალგაზრდების ყველაზე საყვარელი გასართობი, და ამავე დროს ერთგვარი "თრენინგი" კრიმინალურ კარიერის გარიჟრაჟზე, სწორედ დრო და დრო პარიზზე შემოსევებია, რომელსაც ესოდენი სიამაყით ადევნებს თვალს ქართველი მაყურებელი ტელევიზიით და ფიქრობს, რომ მანიფესტაციის წარმართვის კულტურა მაინც გვაქვს ფრანგებზე მეტი. ზოგი პოლიტიკოსი უფრო შორსაც მიდის და ამ გარეუბნელი გარეწრების ფონზე ქართველებს ყველაზე კულტურულ ერად აცხადებს ევროპაში.
საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი პარიზის შეცდომა არ გაიმეოროს და თბილისი არ აქციოს ადგილობრივი და ეგრეთ წოდებული დაკარგული ზონებიდან დევნილი გამწარებული უპერსპექტივო ახალგაზრდების ალყაში მომწყვრეულ "ელიტარულ გეტოდ".
ამ პრობლემას ისეთი მდიდარი და გამოცდილი ქვეყანაც კი როგორიც საფრანგეთია უკვე მეორე ათეული წელია უშედეგოდ ებრძვის. ეჭვი მეპარება, საქართველომ შესძლოს მისი სწრაფად გადაჭრა. გარეუბნელი ტერმინატორები აუცილებლად გაჩნდებიან საქართველოში და თანაც ძალიან მალე, თუ ქვეყნის ყველა სკოლის მოსწავლეს სახელმწიფომ ერთი და იგივე პერსპექტივა არ შესთავაზა. კერძო სკოლები, უკვე კაპიტალიზმის დამახასიათებელი ჩვეულებრივი უსამართლობა გახდება, და არა ის შუასაუკუნეების ფეოდალური უსინდისობა, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოში ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. და რომელიც ეთნიკურ ქართველებს ყოველდღიურად აცილებს ერთმანეთს რითაც, მათ საშუალო ფოტორობოტის შექმნასაც თითქმის შეუძლებელს ქმნის.

პაატა ქურდაძე
13 აპრილი 2009

გმქდლობთ კომენტარებისათვის. დააჭირეთ ქვევით "კომენტარებს"

22 commentaires:

Anonyme a dit…

მათთვის ვისაც კომენტარის დატოვება უჭირს!!!!

1)მას შემდეგ რაც აქ ჩაწერთ თქვენს ტექსტს
2)დააჭირეთ ჯერ მრგვალ პატარა ფანჯარას OpenID ის მარცხნივ
3)შემდეგ კი ასეთივეს Anonyme მარცხნივ
4)ბოლოს კი დიდ ყვითელ publier Commentqire
პ.ქ.

Anonyme a dit…

samtsuxaroa, rom ar daibechda. ratom, ra mizezit? mtavari mainc gamokvekneba iko. ase, rom chatvale blogi asrulebs am misias.
zuras icnob, ar vicodi... ertaderti kartvelia vinac martlac pirvelma madagaskarshi gamofena gaaketa. egre grmat chakvinta:)?
shalva

Anonyme a dit…

b-no paata , didi madloba.
cavikitxe "shokoladis" mier dacunebuli texti da iq versad vnaxe ssrk-ze nostalgiis natamali.
etkoba ver caikitxes, tumca esec nishandoblivia. tanac tundac kopiliko, sakutar gamocdilebas agcert, sxvisas xom ara... me araertxel agmisnishnia, rom chevntan zalian xshirad, media partiuli an "sastavuri" bukletivitaa. gamoxatvis tavisupleba didad aravis adardebs. eshiniat "ukontextod" da "arapavoritulad" ar gamoikurebodnen. es marto qartuli mediis problema araa.
sheizleba asetma damokidebulebam blogebisadmi interesi upro gaagvizos da xalxma zebnis procesi daickos, vgulisxmob, tundac internetshi.
zalian kargi da sainteresod casakitxi textia.
zustad ra mizezit ar vbechdavto?

Ia Merkviladze
NY

Anonyme a dit…

me mkvia arkada, somexis ara, magram kurtis biji var, tan chemma megobarma camakitxa xatunam shiukashvilam camakitxa ai am 11 clis mishikaze amogebului nacili da dzalian guli damckda, es patara mishka rom gamxdariko kurdi, ar vic is ras shecvlida, magram me shevcvlidi sazogadoebis mimart scored azrovnebas, cxovrebas, magram xandaxan minda, rom kvela gavamcaro, vinc amas imsaxurebs, me scavla ar minda arc mushaobebi, magram es xatuna sul scavlas madzalebs, meubneba politikosebios wvilebze nijieri xaro, da exla komiuterze da inglisurze vapireb misvlas!..
moment ar miyvars batonebi da , magram

batono paata, me dzan gamexarda tkveni dacerili, dzaan guli damckda, magram arian bevri adamianebi, romlebic chemsavit albat kitxuloben am nacerebs da madlobelebi arian, da minda gadauxado madloba chem megobars xatunas, rom tkveni dacerili camikitxa.. gmadlobt


16 clis Tbiliseli kurtis biji
arkada

Anonyme a dit…

scavla tav shesaparia.

Anonyme a dit…

ამ ჩემმა პატარა მეგობარმა–"ქურთმა არკადამ", როგორც ჩანს "ჩამიშვა"...
რას ვიზავთ? ის ისეთი გულწრფელი, კეთილი, ბიჭია, რომ არ მიუტევო...


შესანიშნავი წერილია...
ის მეტკინა, რა ჰქვია? ხო – „პატარა მიშიკა“...
ბედი არ გინდა? როგორც საბჭოთა საქართველომ „მოკვეთა“ მიშიკა და მიშიკას მსგავსი ბავშვები და ადამიანები, ანალოგიური და უფრო უხეში გულგრილობით და ‘ბარბაროსობიოთ“ ამოკვეთა ეს „უბრალო“ ადამიანი თქვენი წერილიდან : –„ ცხელმა შოკოლადმა“ და მისმა რედაქტორებმა. , ალბათ იფიქრეს „ვის დაკარგვია მიშიკა“? – „ცხელი შოკოლადის“ არომატი და ფილები (ფურცლები) – „ელიტას“!...
ანალოგიურად გულგრილია „დემოკრატიული საქართველო“ მიშიკას მსგავსი ადამიანების მიმართ. და თქვენი არ იყოს, მათ არც „საბჭოთა განათლების ინსპექტორები“ ეძებენ, და მართლაც „არავის დაკარგვიან“....
არც მათ არ ააქვთ არაფერი დასაკარგი! – ა რ ა ფ ე რ ი... იცით, რამდენი მიშიკა გვყავს დღეს?
– ძალიან ბევრი! მაგალითად საპროტესტო აქციებზე; „საკნებში“ სულ დიდი და პატარა მიშიკები არიან, ასევე „ბომჟები“, ისინი იძინებენ ღამე იქ, (და არა პოლიტიკოსები ან „საზოგადომოღვაწეები“) იმიტომ, რომ სახლები არ აქვთ, იმიტომ რომ საჭმელი არ აქვთ. საკნებში კი საღამოობით „სუხოი საჭმელი“ მიაქვთ...
ისინი „აპროტესტებენ“, მაგრამ ჯერ „სწორად“ არ იციან, რას აპროტესტებენ, მათ დახმარება –„დაკვალიანება“ სჭირდებათ, გაერთიანება სჭირდებათ, ინფორმაციის შტანა, „თრენინგები“ სჭირდებათ, ანალოგიურ „სუბკულტურად“ ჩამოყალიბება სჭირდებათ, როგორც ეს პარიზის გარეუბნებშია, რათა დაიწყონ მასობრივი „ანგარიშსწორება“, იმ „ადამიანების“ წინააღმდეგ, რომელთაც მათ ცხოვრება „წაართვეს“! ეს ჩვენი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივა, რომელიც „კანონზომიერებაში“ ჯდება, – ეს „ხარაკირია“..!
თქვენ რა არ იცით? „ბეისბოლის ჯოხებით“ , არა მარტო მუხლის ჩაშკების დამსხვრევა არამედ, ამ ჯოხების უფრო „მოხერხებულად“ გამოყენებაც შეიძლება...
ჩვენი დროის „მიშიკები“ დღეს, ყველაზე „გაბრაზებულები“ არიან, მაგრამ ვერ გარკვეულან კონკრეტულად ვისზე და რაზე... ამის ნიჭი ვინ მისცა მათ, არც სკოლა იციან, რა არის და არც უნივერსიტეტები. მათ პოსტსაბჭოთა სივრცეში უხდებათ „ცხოვრება“ დაუმთავრებელ ცივ „გარდამავალ პერიოდში“ სადაც არ მომკითხავი ჰყავთ და არც „თანამგრძნობი“, მართლაც ამას ვერ დაარქმევ „დაკარგულ თაობას“, რადგან არც არავის დაკარგვიან, და არც არავინ ეძებს მათ!...
საპროტესტო აქციებზე, მე ვხედავ მათ, სწორედ ეს „მიშიკები“. როგორ მიაპობენ შეშლილი სახეებით „ გაბრაზებულები“ საპროტესტო ტალღას, მაგრამ მათ ვერ გაუაზრებიათ, რომ სწორედ ეს „საზოგადოება“ ამ აქციის „წარმმართველი“ ძალები, და „ელიტებში“ მოკალათებული „ადამიანები“, რომ არიან მათი ქვეცნობიერი გაბრაზების და პროტესტის წყარო!
მე პირადად, ჩვენი, რომელიმე ჩინოვნიკის შვილი, რომ ვიყო, აუცილებლათ ვარლამ არავიძეს შვილიშვილის მსგავსად, პროტესტის ნიშნად სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებდი. . .
ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ ირაკლი ჩარკვიანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე... ელვის პრესლესავით წამალში „გააპარა“ თავი. მაგრამ არავინ კითხულობს, რატომ?
რატომ უნდა გაეკეთებინა ეს? ყველაფერი ჰქონდა, რა არ აკმაყოფილებდა? რისთვის „იბრძოდა? რისი შეცვლა უნდოდა? რა ვერ შეცვალა?
ჩვენი დღევანდელი ჩინოვნიკების შვილებისგან განსხვავებით, ირაკლი ჩარკვიანმა 80–იან წლებიდან, (იქნებ უფრო ადრეც) საკუთარ სახლში, საბჭოთა საქართველოში მოაწყო ამბოხი! – „მშვიდობიანი“ ამბოხი! ბოლომდე იბრძოლა, და როგორც ყველა ჭეშმარიტი ამბოხებული, ამ ბრძოლას შეეწირა...
დიახ, სწორად „შენიშნე“ თქვენ და თქვენმა თაობამ დაანგრია „ბერლინის კედელი“! ჩარკვიანმა დაანგრია „ბერლინის კედელი“, და იმ ბითლების და როლინგების სურათების გამყიდველმა ცალხელა კაცმა შესძლო სწორედ „ბერლინის კედელს“ დანგრევა და არა გორბაჩოვნმა, ჰელმუდ კოლმა და შევარდნაძემ ...
თქვენმა თაობამ დაანგრია „ბერლინის კედელი“, ჩვენ კი დღეს ყველანი ერთად გამალებით ვაშენებთ საკუთარ თავებში „ბერლინის კედლებს“..!
საქართველო იმ სამურაის დავამსგავსეთ, რომელსაც ხარაკირის გარდა სხვა გამოსავალი არ დარჩენია. . .
დღევანდელი საქართველო – „სინათლის ქალაქი თბილისი“, „საბჭოთა საქართველოზე“ ბევრად ცივია და გულგრილი. ნამდვილი ციხეა – რკინის სახლი. ქუჩები სავსეა მათხოვარი ბავშვებით, და ეს ერთადერთი „მიღწევაა“ ახლად დამოუკიდებელი საქართველოსი, ჩვენი კულტურული თუ პოლიტიკური ელიტის ... ეს „ქართული საზოგადოების“ და ქართული მედიის, პრესის მათ შორის „ცხელი შოკოლადის“ უდიდესი „წარმატებააა“! ..
დღესაც, ისევე როგორც საბჭოთა საქართველოში, „პატარა მიშიკას“, და საერთოდ ადამიანს ჩალის ფასიც აღარ აქვს...
„თანასწორობა, სამართლიანობა და ერთობა“? !
ჰმ, აქ ამ სამ ფასეულობათაგან, არც ერთის ნასახიც არაა...
თქვენ, რომ „გაგემარჯვათ“ – შენ და შენნაირებს, ირაკლის და ირაკლისნაირებს, რომ გაემარჯვათ, და არა წვერიან ურაპატრიოტებს, ნაცისტებს და შოვინისტებს, „ 80–იან წლებში თბილისის ქუჩებში, რომ „დაჰქროდნენ სამფეროვან დროშებით“ და ყვიროდნენ „საქართველო ქართველებისთვის“, თქვენ, რომ გაგემარჯვათ და არა ამ „უკანასკნელთ“ იქნებ, მართლაც გადარჩენილიყო საქართველო, გადარჩენილიყო „ენა, მამული, სარწმუნოება“ – ქართული ეროვნული იდენტურობა, რომლიც დღეს სწორედ ამ ურაპატრიოტების წყალობით ღაფავს სულს! სულს ღაფავს საქართველო, ადამიანობა, და ადამიანი! ...
„კაცია ადამიანი“?! აქ ჭეშმარიტად ადამიანს, და სიყვარულის ნასახს ვერ ნახავ! ქვეყანაში სადაც „თანასწორობამ, სოლიდარობამ, ერთობამ“ ვერ იპოვა ადგილი! – ასეთ „საზოგადოებაში“ რა უნდა ნამდვილ ადამიანებს?! ისინი ისევე ჭკნებიან და კვდებიან, როგორც უნიადაგო, უწყლო უდროო დროს მოწყვეტილი და ხრიოკზე გადაყრილი ყვავილები, ამ ჩამომხვრჩვალ ბნელ მზის ქვეშეთში!..
ხატია
თბილისი

Anonyme a dit…

maladets, paata!!!

Anonyme a dit…

– madlobt werilebistvis. iqneb tqven Tavad moifiqroT da gadawyvitot mkiTxvelebtan ertad internet jurnalis Seqmna. es iqneba alternatiuli varianti cxeli Sokoladebisa da klanuri `Sokoladebisgan~ gansxvavebiT. mokled mosafiqrebelia.

Anonyme a dit…

paata, me mgoni es cxeli xachapuria tu civi chokoladi, tu ar dabechdavs shennair avtorebs, es mat arapropesionalizmze upro metkvelebs. ara kompetentur redakciastan mushaobas ki mtersac ar vurchev. shen gaagrdzele sheni sakme da dampasebeli isedac bevri gkavs.
luca

Anonyme a dit…

saubedurod, tqveni cotas esmis.
es ukiduresobebis qveyanaa. aq analizi ar schirdebat. aq aucileblad `viracisti` unda iyo.
zogiert rameshi ar getanxmebit, kargi iqneboda gvesaubra, magram es sheuzlebelia. shokoladisgan ar mikvirs. tqven?

Anonyme a dit…

dzalian zusti analizi,crpeli gulistkivilit agsavse,mdidari metaporebit.kargis pasi kargad icit-shesabamisia tkveni agshpotebac.
cxel shokolads es teksti rom daebechda,sasiamovnod gakvirvebuli davrchebodi.
rac tkvens nacerebs gavecani,mgonia,rom dzalian axlo megobari shevidzine saerto azrebis planshi,romeltanac drodadro shexvedris da komunikaciis didi siamovneba melis.
didi madloba.
lela

Anonyme a dit…

Bonjour პაატა
წავიკითხე "შოკოლადის" დაწუნებული თქვენი სტატია და თითქმის ყველაფერში გეთანხმებით.
მაინც გასაკვირია ცენზურა რატომ დაადეს: მაგ. გოგი გვახარია ხანდახან აშკარად "საბჭოთა ნოსტალგიის" პროპაგანდას წერს და იგივე ჟურნალის თანამშრომელიცაა.
ეტყობა "თბილისი - პარიზის" სოციალური მომავლის სურათი არ მოეწონათ.
ჟურნალის რედაქტორი ისევ შორენაა? გული არ გაიტეხოთ პაატა, ეს ცენზურა კარგი ნიშანიცაა და მაგათ ნიღბიან ლიბერალიზმზე მიუთითებს. ყველგან ფსევდო;ორფოზებია ( შპენგლერის ტერ.) მოდებული
ne t´inquiete pas!
სხვათა შორის, ბერლინის კედელი ახსენეთ და მე მაგ ისტორიული მომენტის თვალშემსწრე ვარ და დასავლეთ ბერლინის მხრიდან უროსაც ვურტყამდი კედელს და მანამდე ბერლინის სექტორების (ფრანგ. ამერიკ. ინგლის.) ბიუროებში გასაუბრებაზე ( პროცედურა იყო ასეთი სსრკ-ს მოქალაქეებზე) დამიდგინეს, რომ საქართველოდან ჩამოსული 3 ადამიანი ცხოვრობდა დას. ბერლინში - 2 ებრაელი და მე.
Salut!
ზურა სუმბაძე

Anonyme a dit…

Kargi tserilia rom tkva nishnavs arapeti tkva, tkven ekhebit bevr iset mnishvnelovan temebs, rasats sakartveloshi aravin shekhebia.
Samtsukharod sakartveloshi arian khalkh, vistvisats lizugi "Gvtishoblis Tsilkhvedrili qvekana" kvelaze mnishvnelovania da khelovnebis umaglesi tsertili mkholod tsisperi trios miknavlebuli musikaa, (Rom araperi vtkva utsnobis berbichul- provintsiul bodvaze). imedimakvs pirvel rigshi ama khalkhs gamoapkhizlebs es sterilebi da gadaapikrebinebs revolutsiebis motskobas (Traditsiebi dagvakargvines....)

Anonyme a dit…

maisis tvis redaqtoris svetshi tqveni citata momyavs mikheil kobaxidzis shesaxeb. (ratqmaunda wyaro mititebulia).
jurnalis formati rom xels miwyobdes am masalas aucileblad davbechdavdi.
jurnali Focusi ivnisis bolos interaqtiul web site s xsnis. didi survili gvaqvs chvens blogerad gixilot.
Nestan_Nene Kvinikadze
mcerali da jurnalisti

Anonyme a dit…

რამდენი გიფიქრია...
მართლა დიდ საფრთხეს ვუმზადებთ საკუთარ მომავალს.
მეშინია...

ana a dit…

ძალიან მაგარი სტატიაა!

ეგებ გეცადათ, რომ სხვა ჟურნალში დაგებეჭდათ.

ყოველდღიურობაში ადამიანებს უჭირთ კარგად აღიქვან, რა ხდება მათ გარშემო - არადა აუცილებელია, რომ ეს ანალიზი, თავისი წინასიტყვაობით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხოს.
ამიტომაც არ გამოაქვეყნეს ცხელ შოკოლადში. :) არ უნდათ, რომ განსხვავებული რაკურსით დაანახონ ხალხს დღევანდელობის სურათი.

ana a dit…

ძალიან მაგარი სტატიაა!

ეგებ გეცადათ, რომ სხვა ჟურნალში დაგებეჭდათ.

ყოველდღიურობაში ადამიანებს უჭირთ კარგად აღიქვან, რა ხდება მათ გარშემო - არადა აუცილებელია, რომ ეს ანალიზი, თავისი წინასიტყვაობით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხოს.
ამიტომაც არ გამოაქვეყნეს ცხელ შოკოლადში. :) არ უნდათ, რომ განსხვავებული რაკურსით დაანახონ ხალხს დღევანდელობის სურათი.

Anonyme a dit…

ძალიან საინტერესო ხედვაა და გაკვირვებული ვარ რომ ’ცხელმა შოკოლადმა’ არ დაბეჭდა. მე არ დამრჩენია შტაბეჭდილება რომ რამენაირად არის საბჭოთა ნოსტალგიის გამომხატველი სტატია. კარგი იქნება თუ გამოეხმაურება ვინმე ჟურნალიდან თუნდაც ამ ბლოგზე და ამ ჟურნალის ერთგულ მკითხველს აუხსნიან ამ სტატიის არ გაშვების მიზეზს.

Anonyme a dit…

ბერლინის კედლის ამბავი მართლაც შტამბეჭდავად გადმოეცით. მაშინ როცა აქ გაუსაძლისი ყოფა იყო თქვენ პარიზით ტკბებოდით (ირონიის გარეშე), დღეს კერასინკაზე წყალს აღარ ვაცხელებთ,ლობიოს ელბაქიძის ქვაფენილზე აღარ ვხარშავთ და ვინ ჩამოთვლის კიდევ იმდროინდელ მარაზმებს... ჩემთვის როგორც ჩვეულებრივი, მოკვდავი ობივატელისთვის ეს უკვე ნორმალური დაწყებაა კარგისკენ.დანარჩენიც მოგვარდება თუ ცოტათი მაინც ჩვენს ევროპელ მეზობლებს დავემსგავსებით და ნაგავს მერვე სართულიდან ქართულად აღარ გადმოვყრით, როდესაც სიტყვა 'მეპაზორება' მენტალიტეტიდან გაუჩინარდება, მიშები წავლენ და მოვლენ, ქართველებს კი გასაკურნებელი სნობიზმი დაგვრჩება

Keti a dit…

მთელი დღეა თქვენს ბლოგს ვკითხულობ.. უკვე არსებობს წიგნად ეს წერილები? ან როდის გამოცემა...

Anonyme a dit…

თქვენი სტატია ძალიან მომეწონა. ასევე ჩვენი ახალგაზრდობის პერიოდის აღწერა. სასაცილოა, მაგრამ რა არ ვქენი, მღვდელიც ვიყავი გარკვეული პერიოდი, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციაში ეგრევე "ბლატაობას" ვიწყებ ინსტიქტურად. "დაჟე" შვილებთანაც.

ვასილ კობახიძე

Paata KOURDADZE a dit…

დიდი მადლობა ყველას ყურადღებისათვის. კომენტარები მხოლოდ დღეს ვნახე. ვწუხვარ რომ უპასუხოდ დაგტოვეთ.
ვასილ-ბლატაობა მარტო ჩვენი თაობის სტილი და ირონიული მოგონება რომ იყოს ბედნიერი ვიქნებოდი- ალბათ თქვენც. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დღემდე "ბლატაობს" მთელი საქართველო 11 წლის ასაკიდან, მხოლოდ ხშირად ვერც ამჩნევენ ამას. მიხარია რომ მოგეწონათ.დიდი მადლობა.

ანონიმს - მაშინ როცა აქ გაუსაძლისი ყოფა იყო თქვენ პარიზით ტკბებოდით (ირონიის გარეშე)... მჯერა რომ ირონიის გარესე მწერთ.უბრალოდ მომინდა მეპასუხა, რომ იმ დროს როდესაც თბილისში ესეთი საშინელება ხდებოდა, პარიზით რომ დავმტკბარიყავი - (ამის შესაძლებლობა რომც მქონოდა), გარეწარი ვიქნებოდი. ეს რა თქმა უნდა სენტიმეტალური განცხადებაა, მაგრამ დამიჯერეთ, მართლა ასეა.
პატივისცემით
პაატა ქურდაძე