9 juillet 2009

მედიტაცია სიძულვილზე

"მალდორორი". ბერნარ ბუფე 1952
"

... რამდენიმე სიტყვით ჩამოვაყალიბებდი მალდორორის სიყრმეს, როდესაც ის კეთილი იყო: მან ბედნიერება გამოსცადა; აი სულ ეს არის. შემდეგ აღმოაჩინა ექსტრაორდინალური ფატალობა: რომ დაბადებით ბოროტია! წლების მანძილზე მალავდა თავის ამ ბუნებას, ისე, როგორც შეეძლო; მაგრამ ბოლოს, მისთვის ამ არაბუნებრივი კონცენტრაციის გამო, ყოველდღე სისხლი თავში უვარდებოდა. სანამ ასეთი ცხოვრება აუტანელი არ გახდა. შეგნებულად გადაეშვა ბოროტების უფსკრულში. ნაზი ატმოსფერო! ვინ იფიქრებდა! როდესაც პატარა ბავშვს ვარდისფერ სახეზე ეფერებოდა, მისთვის სამართებლით ლოყების ათლა უნდებოდა, და ძალიან ხშირად გააკეთებდა კიდეც, რომ არა იუსტიციის სასჯელთა გრძელი კორტეჟი, რომელიც ყოველივე ამას უკრძალავდა.

"მალდორორის სიმღერები" პირველი სიმღერა
ისიდორ დუკასი – ლოტრეამონი 1846-1870 (თარგმანი – პ .ქ.)


1. შიზოფრენიული ყრმობა.



როგორც ჩანს საქართველოში ძალადობის დეტერმინაცია ჯერ არ მომხდარა, ჯერ კიდევ ვერ შევთანხმდით რა იგულისხმება ამ სიტყვის ქვეშ, აქვს თუ არა მას გამართლება, ვისა აქვს, ან თუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს მისი გამოყენების უფლება. თუნდაც ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ ძალადობას ძალის გამოყენებას უწოდებს, და გამუდმებით გვიმტკიცებს, რომ მისი პოლიციელები მხოლოდ კბილებამდე შეიარაღებული გულჩვილი მოწყალების დები არიან, თვითონ კი ყოჩაღი და თავაზიანი ''ბოი სკაუტები'' . ამასთან, ყველანი ერთად ქართულ საზოგადოების ყველაზე ევროპულად მოაზროვნე პროგრესული ნაწილი. ხელისუფლება ხშირად მოძალადე ქმარს გავს, რომელიც ცოლის ყოველი ცემის შემდეგ, კივილზე შეყრილ მეზობლებს გამუდმებით უმტკიცებს, რომ ცოლმა თავად გამოიყვანა მდგომარეობიდან და სხვა გზა არ დაუტოვა... რომ მხოლოდ შემოელახა.


აგრესიულობა საქართველოში ყველა დონეზე, ყველა სოციალურ და ინტელექტუალურ საფეხურზეა. ის ყოველ ჩვენთაგანის ცხოვრებას ლაითმოტივად გასდევს... მათ შორის მეც.
საფრანგეთში ითვლება, რომ მოსახლეობის ახალგაზრდათა ნაწილის 1% შიზოფრენიკია.ასეთი ავადმყოფების რა პროცენტია საქართველოში არავინ იცის, არავინ დაინტერესებულა.
ამ ბოლო დროს ხშირად მესმის ჩემი თბილისელი მეგობრებისაგან, რომ ჩვენ შიზოფრენით დაავადებული ერი ვართ. უნდა ითქვას რომ სიმპტომების პოვნა იმდენად ადვილად შეიძლება ყოველ ნაბიჯზე, რომ ეს ვარაუდი სიმართლესთან ახლოს თუ არა ძალიან შორსაც არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, 1% ზე გაცილებით მეტი უნდა იყოს და თანაც, ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. თუმცა როგორც ერთმა კომპეტენტურმა მეგობარმა ამიხსნა, ჩვენ უფრო ფსიქოპატები ვართ, ვიდრე დეპრესიული შიზოფრენიკები. ასეა თუ ისე, ფაქტია: ჩვენ ძალიან ადვილად ვჩხუბობთ და ვიმეტებთ ადამიანებს. ამის ახსნა მხოლოდ ყბადაღებულ სამხრეთულ ტემპერმენტით შეუძლებელია.


რადიკალური პესიმისტივით არ მინდა იმის თქმა, თითქოს მასიურად შეშლილი ერი ვიყოთ. მით უმეტეს, ბევრი იტყვის, რომ ჩვენზე უფრო დაუნდობელი ერებიც არსებობენ, მაგალითად რუსები ან ჩეჩნები. მაგრამ მათი სისასტიკე მათი პრობლემაა და არა ჩემი. მე უფრო დანით შეიარაღებული ქართველი "კარგად აღზრდილი ბავშვი", კასტეტიანი დეპუტატი და ჩაქუჩიანი პოლიციელი მაწუხებს ვიდრე კბილებში ხანჯალგარჭობილი ჩეჩენი, ან რუსი მთვრალი "რასკოლნიკოვი" ნაჯახით ხელში.


ჩემი კოშმარი უფრო ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ნანახი ქართული აგრესიული, გამხეცებული სახეებია, რომლებიც უსასრულო დაუმონტაჟებელი შავ თეთრი კინო ფირივით გასდევს ჩემს ქართულ წარსულს, ჩემს მოგონებებს. ამ სახეების უმრავლესობა იმ აბსოლიუტურად "ნორმალური" სოციალური წრიდან არის , რომელსაც თითქმის ყოველი ჩვენთაგანი საკუთარ თავს აკუთვნებს.
ყოველ ჩვენთაგანს ყავს ასეთი ფსიქოპატი ახლობელი გარემოცვაში. მხოლოდ ვმალავთ, ვითმენთ, სანამ აფექტურ მდგომარეობაში ვიღაცას "შემთხვევით", დანას არ გაურჭობს ან ბოთლს არ გადაამტვრევს თავზე... ან კიდევ პოლიციაში არ დაიწყებს მუშაობას და უკვე ლეგალრად არ დაუფშვნის ცხვირის ძვალს ვინმე მანიფესტანტს, ან სხვას ნეკნებს არ ჩაულეწავს....
ეს ყოველთვის ასე იყო. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ მე საქართველოს გააგრესიულების ერთ ერთ პირველ თაობას ვეკუთვნი. თაობას რომელმაც ძველიბიჭების ამაზრზენი ფენომენი შექმნა, რომელმაც მასიურად დაიწყო დანის, მოგვიანებით კი იარაღის ხმარება.თაობას, რომლის მშობლებს საბჭოთა ომის შემდგომი სტაბილური კორუმპირებული "კეთილდღეობის" ეპოქაში, მასიურად მიეცა შესაძლებლობა თავისი დანაშაულისათვის დაკავებული აგრესიული შვილები გარყვნილი მილიციისაგან ნაცნობობით, ყველაზე ხშირად კი ქრთამით დაეხსნა.
ამ უნიკალურ ქვეყანაში ფსიქიატრიას სადამსჯელო და პენიტენციალური ფუნქცია უფრო გააჩნდა ვიდრე სამედიცინო. საქართველოში არ ჩამოყალიბდა კულტურა ფიქიატრთან ურთიერთობის. ფსიქოლოგებზე ლაპარაკიც არ ღირს. ამ პროფესიის ადამიანები საერთოდ რისთვის არსებობდნენ სსრკში, გარდა იმისა, რომ პირდაღებული მეგობრების წრეში ფინჯან ყავაზე ფროიდზე და იუნგზე ელაპარაკათ, დღემდე ვერ ვხვდები.


სსრკს დანგრევის შემდეგ ფსიქიატრიამ პენიტენციალური როლიც დაკარგა: როგორც ვიცი უსახსრობის გამო საყოველთაო ფსიქიატრიული "ამინისტია გამოცხადდა" და მძიმე ავადმყოფებიც კი სახლში გაუშვეს, ვისაც საერთოდ გააჩნდა სახლი და პატრონი. რა თქმა უნდა, ისედაც სახლში მყოფი აგრესიული ქართველი ფსიქოპატებისათვის ვინ მოიცლიდა? მით უმეტეს, რომ მათ ასეთებათ არც მედიცინა თვლიდა და არც მშობლები. არავის არასოდეს მოუვიდოდა აზრად პრობლემური მოზარდის ან ახლახანს ზრდასრული ახალგაზრდის ფსიქიატრისათვის ჩვენება, რომელსაც უკეთეს შემთხვევაში სახლში ყველაფერი დალეწილი ჰქონდა , ოჯახის წევრები კი ტერორიზებული. უარეს შემთხვევაში კი, შესაძლოა რამოდენიმე კაციც ყოლოდა დაჭრილი... მით უმეტეს, რომ შიზოფრენია სწორედ მოზარდ და მოზრდილობის, "მექანიკური ფორთოხლის"ასაკში ყალიბდება... მე პირადად ვიცნობდი ენტონი ბორგესისა და სტენლი კუბრიკის მოსადისტო პერსონაჟებს საქართველოში. ახალგაზრდებს, რომლებიც ცემდნენ, ჭრიდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ და კიდევ ბევრ ისეთ საშინელებებს აკეთებდნენ, რომელიც ალექსს და მის "დრუგებს" შესაძლოა აზრად არ მოსვლიათ, მაგალითად "წამლის ბარიგის დაუთოვება"( ანუ ცხელი უთოთი წამება)...
ქართველ ალექსებს ძალიან რეტრო "ნეორიალისტული" სახელი – ძველბიჭები ერქვათ და კუბრიკის პერსონაჟებისაგან განსხვავებით სულაც არ იყვნენ აუცილებლად დეფავორიზებული ოჯახებიდან. ბეთჰოვენს ნამდვილად არ უსმენდნენ, მაგრამ გალაქტიონის "მესაფლავე" ზოგიერთმა მართლაც ზეპირად იცოდა... მათ ფსიქიკაზე არასოდეს არავის უზრუნია, თუნდაც ისეთი სადისტური მეთოდებით როგორზეც ამ კინო და ლიტერატურულ შედევრშია მოთხრობილი.


"მექანიკური ფორთოხალი''1971




განსაკუთრებით ნიშანდობლივი "მექანიკურ ფორთოხალთან" (A Clockwork Orange) პარალელის გავლების დროს ფილმის დასკვნითი ნაწილია. აგრესიულობისაგან განკურნებულ ალექსს ძველი მეგობრები, როგორც თავად უწოდებს –დრუგები(Drugs) გაიტაცებენ, რომლებიც მისი ციხეში და შემდეგ კლინიკაში ყოფნის დროს, პოლიციელები გახდნენ. მას ზუსტად ისე დაუნდობლობით სცემენ, როგორითაც ადრე. მოზარდობისას ყველანი ერთად, სხვებს უსწორდებოდნენ. დიახ ისინი პოლიციელები გახდნენ!...
დარწმუნებულები ვართ რომ ქართულ პოლიციაში ქართველი ალექსები და მათი "დრუგები" არ მუშაობენ? მე არ ვარ დარწმუნებული. ბოლოდროინდელი კონფლიქტების სერია ქართულ პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის საოცრად გავს ამ ფილმის სწორედ ამ ბოლო ეპიზოდს. მე პირადად აქ ალექსებიც მრავლად ვიხილე და მისი უნიფორმიანი გაპოლიციელებული "დრუგებიც".


გაუწონასწორებელი ფსოქოპატი ადამიანი, როგორც ჩანს არც ისე ცოტაა დღეს ქართულ პოლიციაში, და ეს ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია. რადგან კანონით, იარაღითა და დაუსჯელობის სინდრომით შეიარაღებული ფსიქიურად აშლილი ადამიანები, ცხადია შეუდარებლად უფრო საშიშნი არიან, ვიდრე ის გამოთაყვანებული ძველი ბიჭები, რომლებიც ერთმანეთს დანებით დასდევენ დაბადების დღეების შემდეგ, ან ისინი ვინც მანიფესტაციებზე ბოთლებს და ქვებს ისვრიან.


ეს არ არის ახალი ფენომენი. ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნე ყველთვის აგრესიული ადამიანების, დაუნდობელი ძველიბიჭების და მათი მიმბაძველების გარემოცვაში ვცხოვრობდით. რომლებიც ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო არც უცხოს ინდობდნენ და არც თავისიანს. ისინი და მათი ახალი თაობის მემკვიდრენი დღემდე საკუთარ ღირსებას შუასაუკუნეობრივი პრიმიტიული შემართებით იცავენ.
ამასთან, როგორც ჩანს, საკმაოდ ადვილად დაუძვრნენ ვარდისფერი ხელისუფლების ანტიკრიმინალურ რეპრესიებს. რაც არც არის გასაკვირი: ისინი მრავლად არიან თავად ხელისუფლებაში. მხოლოდ მათი ძველბიჭური აგრესია დასავლური "დემოკრატიული" კონცეფციებით არის გამაგებული, განსხვავებით ქალაქურ აგრესიული ტრადიციების ერთგული ფუნდამეტალისტი ძველი ბიჭებისაგან, რომლებმაც ამ გაზაფხულზე სახალხო მილიციის მსგავსი რაღაც ორგანიზაცია შექმნეს.


თუმცა ის რაც დღეს ხდება, უფრო სწორად ის რაც შეიძლება მოხდეს,( მე მხედველობაში მაქვს სამოქალაქო და განსაკუთრებით ჩვენთვის სრულიად ახალი – სოციალური დაპირისპირების დიდი შესაძლებლობა) რა თქმა უნდა მხოლოდ ჩვენი, ქართველი მამაკაცების ძველბიჭურ მაჩისტური ხასიათის ბრალი არ არის.


ჩვენი გარეგნული აგრესიულობა მხოლოდ საშუალება, იარაღია იმ გაცილებით დიდი შინაგანი აგრსიის გამოსახატავად, რომელსაც თანაბარწილად ატარებს დღეს მთელი საქართველო, სქესისა და ასაკის მიუხედავად. ჩვენში ღრმად, ჩამალული აგრესია კი იმ სიძულვილის მარცვალზეა დაფუძნებული. ის კიდევ უფრო ღრმად, კაშჩეის ნემსივით არის ჩვენში ჩამალული და დღითი დღე უფრო და უფრო მტკივნეულად იჩხვლიტება... თუ ისევ არ მივაძინეთ აუცილებლად ბოლოს მოგვიღებს...


ხანდახან მართლა გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ ფსიქოპატი და განსაკუთრებით ადვილად აალებადი ერი ვართ – ერთმანეთისათვის, შინაურებისათვის, საკუთარი თავისათვის უფრო საშიშნი, ვიდრე უცხოთათვის.
რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ პოლიტიკურმა ფლანგებმა მშვიდობიან მანიფესტაციების და მათი მამაშვილური ცემატყეპით, "დემოკრატიული" მეთოდებით დაშლის შესახებ, საქართველო ყოველ დღე , ყოველ წუთს აფეთქების საშიშროების წინაშე დგას, როგორც გაზით სავსე სამზარეულოში   ბავშვი ასანთით ხელში. სამწუხაროდ , ჩვენს "სამზარეულოში" ძალიან ბევრი ასანთით თამაშის მოყვარული გონებასუსტი სრულწლოვანი "ბავშვია" თავშეყრილი და ამიტომ აფეთქების ალბათობა ძალიან, ძალიან დიდია ...




1943. ფრანგული მილიცია
2. პოლიციელები, მილიციელები და კოლაბორანტები


თუ ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის ტყვეობაშია, როგორც ამას ვარდისფერი იდეოლოგები არც თუ ისე უსაფუძვლოდ ამტკიცებენ, ლოგიკური იქნებოდა გვეფიქრა, რომ ქართული პოლიცია არ შეიძლება ერთად ერთ გამონაკლისს წარმოადგენდეს: საბჭოთა მილიცია პოლიციად როგორც ჩანს მხოლოდ სტილიზირებული უნიფორმებისა და გერმანული ავტომობილების წყალობით ვერ ტრანსფორმირდა. ისინი ხშირად ისეთივე დაუნდობლები არიან, როგორც ჩვენი წითელი წარსულის ყველაზე იდეოლოგიურად "კორექტულ" წლებში – სანამ კორუმპირებულ უსაძაგლეს ადამიანების მსგავს ჰიბრიდებად გადაიქცეოდნენ. მხედველობაში მაქვს ეპოქა, როდესაც ჯერ კიდევ იდეურად შემართულ ძერჟინსკის ცოფიან ძაღლებს არაფრად უღირდათ ადამიანის სიცოცხლე ქვეყნის ნათელი მომავლისათვის ბრძოლის გზაზე.


ზოგიერთი ოპოზიციონერის მსგავსად არ ვაპირებ ქართული სამართალდამცავი ორგანოს გადაჭარბებულად ნეგატიურ შეფასებას. რა თქმა უნდა, დღეს საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე პირველად ჰყავს სამართალდამცავი ორგანიზმი, რომელსაც ასე თუ ისე პოლიცია შეიძლება ეწოდოს. და ეს ძალიან კარგია. მაგრამ თუ სასწრაფოდ არ მოხდა აღიარება იმისა, რომ ამ პოლიციის მსგავს ორგანიზაციას ძალიან სერიოზული სასწრაფოდ გადასაჭრელი პრობლემები აქვს, ის სულ მალე შეწყვეტს არებობას, როგორც ორგანიზმი რომელიც ნდობას იმსახურებს, და ისევ მილიციად გარდაიქმნება. მათ დაუბრუნებენ იმ მეტსახელს რასაც დიდი ხანი ატარებდნენ მათი წითელი წინამორბედნი. თანაც უნდა გამოვტყდე, მეჩვენება, რომ ქართველ პოლიციელებს ნელნელა ღიპები ეზრდებათ, თითქოს უფრო ელეგანტურები მახსოვს ორი წლის წინ...თუმცა შესაძლოა ვცდებოდე.


ყველაზე დიდი შეცდომაა მათი პოლიტიზირება იყო. ეს ძალიან ძვირად დაუჯდება არა მარტო ხელისუფლებას, არამედ მთელ ქვეყანას, რადგან პოლიცია ქვეყანას ეკუთვნის და არა ხელისუფლებას. არ შეიძლება რომ პოლიციის შეფი შეთავსებით იყოს პოლიტიკური ფიგურაც. მერაბიშვილს ფეისბუკშიც კი თავისი პროფესიის განმსაზღვრელი გრაფა შევსებული აქვს როგორც პოლიტიკოსს : Politicien.


ის რაც მაისსა და ივნისში მოხდა თბილისში გაცილებით ნაკლები მორალური ზიანის მომტანი იქნებოდა პოლიციელებს მიშა მიშას ძახილით რომ არ გადაეჭარბებინათ თავიათი უფლებამოსილებისათვის. პოლიცია ყველა ქვეყანაში აჭარბებს უფლებამოსილებას მაგრამ ამ დანაშაულს არ ამძაფრებს პოლიტიკური ლოზუნგით, არ ასხამს ცეცხლზე ნავთს. საქართველოში კი ეს რეგულიარულად მეორდება, ეს სერიოზული შეცდომაა და ამაზე პასუხისმგებლობა პოლიციის "პოლიტიკოს" შეფს ეკისრება.
ერთია, როდესაც პოლიციელი რეზინის ხელკეტს ჩვეული მშობლიური დედის გინებით გირტყამს თავში, ხოლო მეორე როდესაც, ამ ხელკეტს სახელს არქმევს, ჩვენს შემთხვევაში მიშას... ეს აბსტრაქტულ უხეშ სიძულვილს კონკრეტულ სახეს და ორგანიზებულობის სურვილს მატებს.




კამათი იმის შესახებ, ქართული პოლიცია პოლიტიზირებულია თუ არა ჩემი აზრით უსრგებლოა. ეს ფაქტია და ამაზე კამათის ნაცვლად ჯობია მის დეპოლიტიზაციაზე იფიქროს ხელისუფლაბამ, რადგან ნებისმიერი ასე თუ ისე ნორმალური ქვეყნის პოლიციის დეონთოლოგია ამბობს : სამართლის დამცველი არ შეიძლება იყოს პოლიტიზრებული. ეს მწარე გამოცდილებაზე დაფუძნებული აკრძალვაა და არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში დამუშავებული იდეა: პოლიტიზირებულ პოლიციიას თავისი კლასიკური განმარტებთ ჰქვია მილიცია. საფრანგეთში, მაგალითად ასეთი 1943 წელს ოკუპაციის დროს პეტენის მთავრობამ შექმნა, და მას სათავეში ულტრა მემარჯვენე ჯოზეფ დარმანდი ჩაუდგა. მათი ძირითადი საქმიანობა ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, წესრგის დაცვა, ებრაელების, კომუნისტების, საერთოდ პარტიზანების გამოვლინება გახლდათ. უნდა ითქვას რომ ისინი თავიანთ სამშობლოს ემსახურებოდნენ ისე როგორც ესმოდათ და ჯეროდათ. როგორც ჩვენს გულ ანთებულ ''მიშას'' ცენტუნიორებს. მხოლოდ რწმენა და პატრიოტზმი არ არის საკმარისი სისასტიკის ასახსნელად.


საერთოდ. ფსიქიატრიაში ცნობილია მსუბუქი დებილის ფენომენი. ითვლება, რომ ამ ავადმყოფობით დაავადებულნი ყველაზე კარგი ჯარისკაცები და რიგითი პოლიციელები არიან. უსიტყვოდ ასრულებენ ნებისმიერ ბრძანებას. "მსუბუქი დებილი" არასოდეს დაარღვევს მოძრაობის წესს, იმიტომ კი არა, რომ კანონმორჩილია, არამედ იმიტომ რომ ინსტრუქციას ასრულებს 100% – ით (ი.მ). რა თქმა უნდა მსუბუქი დებილი იდეალური მასალაა მილიციის – პოლიტიზირებული პოლიციის რიგების შესავსებად. როგორც ჩანს, სწორედ ამ ბრმა ერთგულების გამო უწოდებდნენ საბჭოთა ეპოქაში მილიციონერებს ძაღლებს. ასეთი მსუბუქი დებილი "ძაღლები" , არც თანამედროვე ქართულ პოლიციას აკლია: მათი ჩაქუჩებითა და გადაჭრილი რკინის არმატურებით შეიარაღებული "მძიმედ" დებილი ნიღბიანი ნაწილი კი განსაკუთრებით საშიში აღმოჩნდა.
უნდა ითქვას, დღევანდელ საქართველოში ნამდვილი მილიციის ბუმია! კორკოტაშვილის რაზმი ისეთივე მილიციაა, როგორც თავის დროზე მხედრიონი, თეთრი გიორგი და ათასი სხვა დაჯგუფება იყო. თუმცა "კორკოტას" მილიცია მერაბიშვილის ფსიქოპატი ნიღბიანი მილიციის შექმნილია. ეს არასოდეს არ დამთავრდება როგორც ჩანს საქართველოში: სიძულვილის ნიღბიან და უნიღბო ქოფაკებს, მსუბუქ დებილებს, საქართველოში რა დალევს.
მე არ ვიცი რა ქვია ფსიქიური დაავადების იმ ხარისხს რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს ხელს უშლის გაიგოს ერთი ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ აგრესია ყოველთვის აგრესიას იწვევს. მიუხედავად იმისა. რომ აგერ უკვე რამდენი წელია მთელი მსოფლიო ამას ჩაგვჩიჩინებს. ერთ მშვენიერ დღეს შეწყვეტენ ამაზე ლაპარაკს და დაგვივიწყებენ, ისე, როგორც ჯაბა იოსელიანის ბანდიტურ ეპოქაში და დავრჩებით ჩვენი საკუთარი სიძულვილის ჯაჭვებით მიბმულნი კავკასიონს, სამშობლოს გამოხრულ ნარჩენების ავ დარაჯებად.
და თუ დასავლეთს ჯერ კიდევ არ მობეზრდა ჩვენი "აღზრდა", ჩემი აზრით, ეს იმ ადამიანების დამსახურება უფროა, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოდან გადმოცემული რეპორტაჟების, აგრესიული შავი კადრების გათეთრების უმძიმეს სამუშაოს ბეჯითად ეწევიან წლების მანძილზე, და არა ქართველი ნერვიული და აროგანტული პოლიტიკოსებისა, რომლებიც თავიანთი შეცდომებისა და უცოდინრობის გასამართლებლად გამუდმებით დასავლეთის პოლიტიკურ მტვრიან გუდაში იქექებიან. ხშირად, როდესაც იქ ვერაფერს პოულობენ უბრალოდ ცრუობენ, ხელის ოსტატური, შულერული მოძრაობით ერთი წუთის წინ თავისივე ჩადებულ უშნო პატარ პატარა "ჭეშმარიტებებს" ამოაძვრენენ ხოლმე და მხიარულად აფრიალებენ, მშობლიურ მიწაში ფეხებით ჩაბეტონებული დაბღვერილი აფეთქების ზღვარზე მყოფი პუბლიკის "დასამშვიდებლად".


ალბათ შეამჩნევდით, როდესაც ჩიხში შესული კამათიდან თავის დაძვრენა გვინდა , ვამბობთ, რომ არ შეიძლება საქართველოს დასავლეთთან შედარება, რადგან იქ დემოკრატია ასეული წლებია შენდება, ჩვენთან კი სულ რაღაც ოცი წელიწადი.. (უფრო რადიკალურები თვლიან რომ მხოლოდ 5 წელიწადი), როგორც კი პოლიციის ბარბაროსობაზე ვიწყებთ ლაპარაკს, მაშინვე საფრანგეთი , გერმანია და ამერიკა გვახსენდება... ეჭვ გარეშეა: გილიოტინის ხმარება კარგად ვისწავლეთ ევროპელებისაგან, მათზე ბევრად კეთესადაც კი , სამაგიეროდ პრეზიდენტს, გოკა გაბაშვილს, პალიკო კუბლაშვილს, ეკა ბესელიას, გიორგი გაჩეჩილაძეს და საერთოდ მთელ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრად ზოდებულ ანომალიას, ესწავლათ, საჯაროდ,აბსოლუტურად უფასოდ, რომ არ შეიძლება უწოდო ადამიანს მკვლელი, შპიონი და გარეწარი , თურმე სამასი წელიწადი სჭირდებათ.


სერთოდ რა არის ეს დასავლური ღირებულებები და დასავლეთი? შეგვიძლია ეს ყველამ ვიცოდეთ თუ მხოლოდ სულ რამოდენიმე ადამიანს აქვს მონოპოლია" ამ სიბრძნის ქვაზე" ? ხომ არ აჯობებდა ჯერ შევთანხმებულიყავით თუ რას წარმოადგენს ეს ღირებულებები, შემდეგ გადაგვეწყვიტა გვაწყობს თუ არა მასზე გადაწყობა და მხოლოდ შემდეგ დავძრულიყავით მიზნისაკენ : გვცოდინებოდა მაინც საით მივდივართ, ან რატომ არ მივდივართ, იქნებ უფრო ადვილი გამხდარიყო ჩვენი დასავლური დაუსრულებელი გოლგოთა. თორემ ამ ევროპულ ღირებულებებს პრეზიდენტი, ნინო ბურჯანაძე, გივი თარგამაზე და ბონდო შალიკიანიც კი ყველა თავისკენ ექაჩება, ამიტომ საქართველო ადგილიდან არ იძვრის.
დასაწყისისათვის იქნებ სრულიად ანბანურ დეტალებზე შევთანხმდეთ: მაგალითად დაუსაბუთებელ ბრალდებას ცილისწამება რომ ჰქვია და ის დასავლეთში ისევე ისჯება კანონით, როგორც ნებისმიერი სხვა დანაშაული.., შევთანხმდეთ, რომ როდესაც პოლიციის შენობაში შესულ კაცს ორი საათის შემდეგ სამ ნეკნ დამტვრეულს უკანა კარიდან ჩუმად გამოიყვანენ და ქუჩაში დააგდებენ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, თუნდაც ეს კაცი სერიული კილერი ან პედოფილი იყოს. რომ ოფიციალური პირებმა ამ კაცზე არ უნდა თქვან: რომ ახია მასზე, აბა რა ეგონა ღობეზე რომ მიძვრებოდა...შევთანხმდეთ, რომ ძალის გამოყენებასა და ძალადობას შორის დიდი განსხვავებაა, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს და რომ ზნეობრივ კანონებს პოლიცია არ ქმნის , ის მხოლოდ მათ დასაცავად არის შექმნილი.


ჩვენ გამუდმებით ვლაპარაკობთ ევროპულ ღირებულებებზე და გვავიწყდება რომ არსებობს კიდევ სხვა ღირებულებები, რომლებიც ბევრად მაღლა დგას ვიდრე ევროპული,ამერიკული ან იაპონური... ეს ზოგად – ადამიანური ღირებულებებია, რომელიც გაცილებით დიდი ხნის წინ შეიქმნა, ეს არის ერთად ერთი, რაც კაცობრიობას, რაც ერებს აერთიანებს, მიუხედავად მათი კანის ფერის, რელიგიური კუთვნილებისა და ცივილურობისა...ეს უსიტყვო კონკორდატია ... დროდადრო ზოგიერთი ერი გადის ამ კომკორდატიდან და საშინლად ისჯება ამისათვის... ჩვენ დღეს, შესაძლოა ასეთი საშიშროების წინაშე ვდგავართ.


ცივილიზებულმა ამერიკამ გუანტანამოს "გულაგი" შექმნა რომელიც დღემდე ფუნქცონირებს, ცივილიზებულ ამერიკაში სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ უმეტეს შტატბში არ გაუქმებულ და ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს კუ კლუქს კლანი ... კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და შემზარავი ბარაროსობა აფრიკულმაბ ან აზიურმა კი არა, ევროპულმა ცივილიზაციამ ჩაიდინა, თანაც სულ ახლახანს, ორჯერ გასულ საუკუნეში.
სწორედ ამ ცივილიზციამ შექმნა შოა, გაზის კამერები, ებრაელებზე დაძრობილი ოქროს კბილების გროვები, სიკვდილის კონვეირი.. ფრანგებმა რომლებისაგანაც ამდენ მაგალითს ვიღებთ, განსაკუთრებული ენთუზიაზმით ითანამშრომლეს მესამე რაიხთან: მაგალითად ოკუპაციის პირველ თვეებში, აღმოსავლეთის კონცლაგერებში საკუთარი ინციატივით ებრაელი ბავშვებიც გააგზავნეს, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანაცისტები ჯერ ჯერობით მხოლოდ მოზრდილებს ითხოვდნენ...


1961 წლის 17 ოქტომბერს, პარიზის, და გერმანიის ოკუპაციის დროს ბორდოს პოლიციის პრეფექტს, მორის პაპონს, რომელიც 90 იან წლებში ოკუპაციის დროს ადამიანობის წინაშე დამნაშავეობისათვის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ქართული პოლიტელიტის სათაყვენებელმა პრეზიდენტმა დე გოლმა
ალჟირელი არასანქცირებული მანიფესტანტების ნებისმიერი საშუალებით დარბევა უბრძანა. ყოფილმა ებრაელების რისხვა პაპონმა პირნათლად შეასრულა "დიდი ჰუმანისტის" ბრძანება და ერთ დღეში ასობით ადამიანი დახვრიტა, თავები დაუხეთქა, სენ მიშელის ხიდიდან ცურვის უცოდინარი ალჟირელები სენაში გადაყარა. პარიზის ღვთიშობლის ტაძართან უამრავი გვამი ტივტივებდა წყალში... იგივე დე გოლმა თავისი სიჯიუტითა და სისასტიკით 68 წლის გაზაფხულის მანიფესტაციები რევოლიუციად აქცია.რამაც შეიწირა კიდეც მისი პოლიტიკური კარიერა– ის გადადგა.
პარიზი1961. სენის სანაპირო. წარწერა:
 "აქ ახრჩობენ ალჟირელებს"
 



















რა ვქნათ, გავიმეოროთ ყველა ეს შეცდომა იმ პრეტექსტით, თითქოს ჩვენ, ისევე როგორც ყველა სხვა ერს რაღაც ბარბაროსობის კრედიტი გაგვაჩნია, რომელიც ჯერ არ დაგვიხარჯავს დასავლური ქვეყნებისაგან განსხვავებთ?
განა ძნელი მისახვედრია, რომ ჩვენ გაცილებით მომგებიან სიტუაციაში ვართ, რადგან შეგვიძლია საკუთარი სისხლის დაუღვრელად სხვისი "დახარჯული კრედიტის ხარჯზე", ვისწავლოთ მათივე დაღვრილი სისხლის იმ ენციკლობედიიდან, რომელსაც ევროპული ცივილიზაცია ჰქვია და არ მოვაწყოთ ჩვენი საკუთარი ბართოლომეს ღამე ან ოსვენცემი?
ევროპული ცივილიზაცია ერთადერთია კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც საკუთარ ბარბაროსულ წარსულს აღიარებს, ცდილობს მოინანიოს, და სხვა ერებს გაკვეთილის ასაღებად, შეცდომების ასაცილებლად საჩუქარივით ლანგარით მიართვას საკუთარი ტრაგედია. და არა იმიტომ. რომ სხვა ცივილიზაციებს უფრო ჰუმანური წარსული ჰქონდათ: მათ უბრალოდ შინაგანი გამბედაობა არ ყოფნით თავიანთ ბარბაროსულ წარსულზე ამაღლების. ასეთი შესაძლებლობის არ გამოყენება უგნურებაა. და ჩვენ დღეს სზორედ უგუნური ქვეყნების რიცხვს განვეკუთნებით.




სულ რამოდენიმე დღის წინ სენტ ეტიენის მახლობლად პატარა დასახლება სტეფანუაში პოლიციამ 21 წლის მუჰამედ ბენმუნა დააკავა ხულიგნობისათვის, რომელმაც ღამე პოლიციის იზოლიატორში თავი ჩამოიხრჩო. ამის გამო მისი მეგობრები უკვე რამოდენიმე დღეა მეთოდურად ანადგურებენ ქალაქს: უკვე ათი მანქანა და შვიდი მაღაზია დაწვეს, მათ შორის დასახლების მთავარი სუპერმარკეტი...
ჟანდარმერია და პოლიცია რა თქმა უნდა მობილიზებულია და ებრძვის ხულიგნებს. რომლებიც არა მარტო პოლიციას არამედ მთელი ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებენ. ჩემთვის საინტერესო იქნებოდა მიმეღო პასუხი ქართველი პრო ევროპული პარლამენტარებისაგან და მათი თანამოაზრეებისაგან, რომლებიც თვლიან რომ დასავლეთში მანიფესტანტებს ზუსტად ისე უსწორდებიან როგორც 15 ივნისს თბილისში: მათი აზრით საფრანგეთის პოლიცია და სპეც რაზმი (CRS) უფრო ცუდად არიან შეიარაღებუნი და გაწრთვნილნი ვიდრე ქართველი მათი კოლეგები, თუ საფრანგეთში ჩაქუჩების დეფიციტია? რატომ არ მოხვდა ჯერჯერობთ არც ერთი სერიოზულად დაშავებული , უცნობზე და ოპოზიციის დასისხლიანებულ ლიდერებზე ბევრად უფრო საშიში ხულიგანი საავადმყოფოში პოლიციისაგან "კანონიერად" დამსხვრეული ნეკნებით, ცხვირით, პლასტმასის ტყვიებით დათხრილი თვალებით?


ფრანგულ, და ზოგადად ევროპლ პოლიციას გარეწრები არასოდეს აკლდა... არც მათთან მოთანამშრომლე ენთუზიასტები, ისევე, როგორც ჩვენს წამებულ სამშობლოში... წარმომიდგენია საქართველო რომ გერმანული ოკუპაციის ქვეშ მოხვედრილიყო გესტაპოს შეფის როგორი "ფან კლუბები" შეიქმნებოდა ... თუმცა ქართულმა ემიგრაციამ ეს საფრანგეთშიც მშვენივრად მოახერხა: შავმუნდირიანთა პირველი უცხოური ლეგიონი ოკუპირებულ პარიზში ქართველებისა იყო, კოლაბორაციაში ვერავინ დაგვასწრო... მიზანი რა თქმა უნდა დიადი იყო და სხვათაშორის დღევანდელის იდენტური იყო, სამშობლოს რუსული ჩექმისაგან განთავისუფლება! უნდა ითქვას რომ მათ არც საქართველოში დარჩენილი თანამმემამულენი ჩამორჩნენ – სტალინური რეპრესიების დროს, როგორც ცნობილია ანონიმურ წერილებს დიდი ენთუზიაზმით წერდნენ ერთმანეთზე.


საქართველოში კოლაბორაციის დიდი ''კულტურაა''. მე არ მიკვირს საქართველოს პირველი ჟანდარმის ფანკლუბის არსებობა ფეისბუკზე. მხოლოდ გულს მტკენს ის , რომ ქართველებს დღეს არავინ აიძულებს პოემები და ჰიმნები მიუძღვნან ბელადებს და ისინი ამას საკუთარი ენთუზიაზმით აკეთებენ, რაც ჩემში საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ არც იმ ავადსახსენებელ 30 იან წლებში ადგა მაშინდელ პატრიოტებს თავზე მაუზერიანი ჩეკისტი ანონიმური წერილების წერისას...


ჩემთვის გროტესკულია პოეტი, არტისტი, ფილოსოფოსი ქვეყნის ხერხემალად განათლების,ეკონომიკის, თავდაცვის, ჯანმრთელობის კი არა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თვლიდეს: მე არ მივიჩნევ საქართველოს ისეთივე ბანდიტების ქვეყანად,როგორიც ის 90 –იანი წლების დასაწყისში იყო,პირველ რიგში ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების წყალობით, რომ მის პოლიციას თვით კანონზე მაღლა მდგომ ელემენტად ვთვლიდე. ეს რეფორმები არც ისე უმტკივნეულოდ ჩატარდა, რომ მის შედეგებზე მონოპოლია მხოლოდ ხელისუფლებას ჰქონდეს. წესით კანონს თავად პოლიცია უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით... ჩვენ კი კანონს კარგად შეკერილი მუნდირივით ვარგებდეთ პოლიციას, და მისი წონაში მომატების პარალელურად "დეპუტატი თერძების" საშუალებით გამუდმებით ამ "შინელის" გადაკეთების პროცესში ვართ, რომ ის პოლიციისათვის კიდევ უფრო მოხერხებული გავხადოთ. "მე შეგქმენი და მევე მოგკლავ" პრინციპი ამ შემთხვევაში მართლაც დამღუპველად იმოქმედებს საზოგადოების ისედაც გაღიზიანებულ ფსიქიკაზე, და მას მერე ვერანაირი რეფორმა ვეღარ უშველის, რომ პოლიციის რწმენა დაიბრუნოს.


ის ვინც ამბობს, თითქოს სისასტიკე დასავლეთში ნორმად ითვლება თავად ქართულ პოლიციას უწევს დათვურ სასახურს. ამ ტყუილით განვითარების კარს უკეტავს და მომავალში აუცილებლად ისევ მილიციად გადააქცევს .


ვიმეორებ ფრანგულ პოლიციას ფსიქოპატები და გარეწრები არასოდეს აკლდა. თუ ჩვენ დასავლური პოლიციის შეცდომებს მოდელად ჩავთვლით ეს ცუნამს გამოიწვევს ჩვენს ისედაც გეოპოლიტიკური რყევების ზონაში მოხვედრილ ქვეყანაში. დასავლური შეცდომები კი ზუსტად ისეთია, როგორიც ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს საქართველოს ნებისმიერ ქალაქში.
და ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება: რამოდენიმე წლის წინ ერთმა პოლიციელმა დაკითხვის დროს კაბინეტში იარაღი ესროლა ეჭვმიტანილს...შარშან სიმთვრალეზე დაპატიმრებულ უკმაყოფილო მამაკაცსს ჩვენთვის კარგად ნაცნობი რეზინის ხელკეტი დრუზეს თავში "დასამშვიდებლად" და პოლიციის განყოფილების იზოლატორის კამერაში ჩაკეტეს, როგორც ამას ინსტრუქცია ითვალისწინებს... რამოდენიმე საათის შემდეგ, დილას კი, მკვდარი იპოვეს: რეზინის ხელკეტის დარტყმისაგან ტვინში სისხლის გაჟონვა დაემართა... ორი წლის წინ მოტოციკლეტის მოპარვისათვის დაკავებული ბიჭი ხელბორკილ დადებული ასფალტზე დააგდეს და ერთმა პოლიციელმა მობილიზირებისათვის კისერზე მუხლი დააჭირა. დაკავებული ახალგაზრდა ერთხანს ყვიროდა, რომ სუნთქვა უჭირდა... თუმცა მალე გაჩუმდა, სულ რამოდენიმე წუთის შემდეგ ნახეს რომ დამხრჩვალიყო და მისი რეანიმირება ვეღარ მოხერხდა.... დასავლური ცივლიზებური პოლიციის ტრფიალთ, თუ ნებას მომცემენ შევეკითხები: ეს ნორმალური გეჩვენებათ? აქ ეს არავის ეჩვენება ნორმალურად და ყოველ ასეთ შემთხვევას ძალიან დიდი ხმაური მოსდევს. მათ შორის იმ მანქანების დაწვაც რომლებიც ასე უყვარს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ჩვენი დიდი კულტურულობის ხაზგასასმელად.


უნდა ითქვას რომ ფრანგულ პოლიციას გამუდმებით პრობლემები აქვს ადამიანის უფლებების დამცავ ორგანიზაციებთან. თუმცა მიუხედავად ამისა არასოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ფუნქციონერები ბულონის ტყეში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში შემჩნეულნი არ ყოფილან...არასოდეს პარიზის პოლიციის პრეფექტურაში მოხვედრილი არც ერთი ეჭვმიტანილი თუ ეჭვგარეშე კრიმინალი, მით უმეტეს რადიკალური პოლიტიკური ლიდერი ქუჩაში მხეცურად ნაცემი და ნეკნებ დამტვრეული მალულად არ დაუგდიათ... არასოდეს ფრანგული პოლიციის ხელში დემონსტრანტების დარბევისას ჩაქუჩი არავის შეუნიშნავს... არასოდეს ფრანგი პოლიტიკური ლიდერებისათვის თავში დამიზნებით პლასტმასი ტყვიები არ დაუხლიათ, ჟურლისტებზე თავასხმაზე, მათთვის კამერების ჩამორთმევაზე და მასალების წაშლაზე ლაპარაკიც არ ღირს: ამის შესახებ ალბათ ჩვენი ხელისუფლება საერთასორისო ორგანიზაციებისაგან როგორიც მაგალითად არის "ჟურნალისტები საზღვრების გარეშეა''... ჩემზე ბევრად უფრო კომპეტენტურ კომენტარს მიიღებს საახალწლო რეიტინგების სახით წლის ბოლოს.


მე არ მესმის სისასტიკის და არც მინდა მესმოდეს – ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის: ფრანგული, ქართული თუ ჩინური პოლიციისაგან, ყველანაირი ოპოზიციისა და მანიფესტანტისაგან. ყოველთვის არსებობს ძალადობის ალტერნატივა და დასავლური ღირებულება სწორედ ეს მარტივი ჭეშმარიტებაა... თუმცა ბოდიში, პირიქით, ეს რთული ჭეშმარიტება... და მას ცივილურობა სჭირდება – ადვილი, პრიმიტიუი ჭეშმარიტება ერთმანეთის დასისხლიანებაა. პრინციპში, ესეც ევროპული სტანდარტია, მხოლოდ ხუთასი წლის წინანდელი, შუასაუკუნეების სტანდარტი. თუ ამ სტანდარტზე თანახმა ვართ, მაშინ უკვე უპირობოდ შეგვეძლება ვაღიაროთ, რომ როგორც იქნა შევქმენით ისეთი პოლიცია, რომელიც ნებისმიერ ბრძანებას პიცბულივით უსიტყვოდ ასრულებს. ასეთ შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობა მართლა არ დადგება. მხოლოდ თავი უნდა დავანებოთ ჩვენი პოლიციის გულკეთილობაზე ლაპარაკს, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ამ "მსუბუქმა დებილებმა" ბრძანება მიიღეს მთელ საქართველოს ძვლებიანად შეახრამუნებენ... და რაც მთავარია, განსაკუთრბით ვერიდოთ მათ პატრონებს!


ჩვენ მართლა შუასაუკუნეებს მივუბრუნდებით მალე, სანამ არ ვაღიარებთ, რომ როდესაც ქუჩის ბიჭი და პოლიციელი ერთმანეთს ქვებს ესვრიან განსხვავება მათ შორის აღარ არსებობს.... სანამ რკინის ჯოხით ცემას სასაცილო ტერმინით, ფიზიკურ შეურაცხყოფათ მოვიხსენიებთ: ასეთი კვალიფიკაცია შეიძლება მივცეთ, ისეთ უმსგავსობას, თუ მაგალითად გივი თარგამაძე ფიქრია ჩიხრაძეს მიეპარება და კაბას აუწევს, ჩაქუჩის თავში ჩარტყმა კი შეურაცხყოფა კი არა, მკვლელობის მცდელობა და კრიმინალური აქტია, რომელიც ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლის კანონთა "გრძელი კორტეჟით''ისჯება. საქართველოში კი ასეთ პათოლოგიურ აგრესიულ ქმედებას ქვეყნის პრეზიდენტიც კი, არამარტო ამართლებს, არამედ ვიზასაც ადებს რუსთავი 2 ის "პოზიციასთან " ინტერვიუში. ის ყვება,რომ ერთმა მისმა ნაცნობმა, რომელიც პარლამენტის წინ ცხოვრობს ფანჯრიდან დაინახა თუ როგორ ურტყავდა მანიფესტანტებისაგან შეურაცხყოფილი პოლიციელი თავს კედელს, მეორე კი ნაგვის ყუთებს წიხლებს ურტყამდა და აყირავებდა... რომ სამშობლოს სამსახურში დაღლილ და ღამენათევ პოლიციელს დედას თუ შეაგინებ პასუხსაც მიიღებ, აბა რა... და ა.შ.


ის რომ ქართველი პოლიციელები დედის გინებაზე ბრაზდებიან და საშიშები ხდებიან ამაზე ხელისუფლების ევრპული ღირებულებების მებაირაღეებიც გამორჩეული გულჩვილი თანაგრძნობით საუბრობენ ხოლმე. ხანდახან მართლა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პოლიციამ კი არა, დანარჩენმა საქართველომ უნდა დაიცვას ჩვენი სამშობლოს სიყვარულში დაღლილი უნიფორმიანი "ბიჭები".


ჩვენს სენტიმეტალურ დეპუტატებს შევახსენებ, პოლიციელის როლი სწორედ ის არის რომ პროვოკაციაზე არ უპასუხოს. რკინის ნერვები ერთ ერთ ერთი მთავარი პუნქტია სახელმწიფოსთან გაფორმებულ მის კონტრაქტში. პოლიციელი როდესაც ფორმას იცმევს ის პირველ რიგში პოლიციელია და მის ადამიანურ განცდებზე საუბარი სახელმწიფოსგან მის დასახმარებლად ანგაჟირებული ფსიქოლოგების თემაა, და არა საზოგადოების. რადგან როდესაც საზოგადოებასა და პოლიციელის გადამიანურ განცდებს ერთმანეთთან შეხება უწევთ, იქ ხშირად სისხლი იღვრება– სწორედ ისე, როგორც თბილისური შეტაკებებისას.
არ არის აუცილებელი ყველა პოლიციელი ''მსუბუქი დებილი '' გახდეს, მაგრამ იმ კაცის ადგილი, რომელსაც მანიფესტანტთა გინებაზე ისტერიკა ემართება პოლიციაში არ არის – საფრანგეთში წელიწადში პოლიციელთა შორის საშუალოდ 250 თვითმკვლელობის მცდელობაა, ტაბელური იარაღის გამოყენებით. აქედან საშუალოდ დაახლოვებით 50 სიკვდილით მთავრდება. მიზეზები იდენტურია. მათ ისეთივე პრობლემები აქვთ როგორიც ქართველ პოლიციელებს: ზოგი კრედიტს ვერ იხდის, ზოგს დედა უკვდება, ზოგს ცოლი ღალატობს...


საქართველოში ჯერჯერობით სახელმწიფო და დეპრესირებული ფსიქოპატი პოლიციელები მანიფესტანტების დახეთქილი თავების, ასე ვთქვათ "ჩაქუჩო– თერაპიით" იოლად გამოდიან. თავი ჯერ არავის მოუკლავს საბედნიეროდ . პრეზიდენტის მამობრივი თანაგრძნობისა და ფსიქოანალიზის შემდეგ, იმედი უნდა ვიქონიოთ რომ ცივილიზებური სამყაროსათვის დამახასიათებელი ეს უბედურება: პოლიციელთა თვითმკვლელობები მაინც აგვცდება ქართველებს. მხოლოდ ალბათ მაინც კარგი იქნებოდა ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეებისათვის რკომენდაცია მიეცა სპეციალური რომ სპეციალური ჩაფხუტებით იარონ განსაკუთრებით პარლამენტისა და პოლიციის შენობების წინ.
შემთხვევის წყალობით, არც პოლიციელთა რეზინის ხელკეტით მომკვდარა ვინმე...მაგრამ მხოლოდ ჯერჯერობით... სანამ საქართველოში მანიფესტაციაზე ვიღაც არ მოკვდება ჯობია ფსიქოპატ პოლიციელებს ყურადღება მიაქციონ, "მსუბუქად დებილ სამოქალაქოდ ჩაცმულ " ნიღბიან და უნიღბო პიცბულებს კი სერიოზულად უმკურნალონ.


3. სიძულვილის აფროდიზიაკი. მედია.


სამწუხაროდ ყოველთვის გვქონდა ტენდენცია ჩაგვეთვალა, რომ ძალადობა მხოლოდ ფიზიკური აქტია. ამიტომ ზემოთხსენებული ფსიქოპატების მანიპულიატორებს ჩემდა გასაოცრად პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და ინტელქტუალებს ეწოდებათ. მიუხედავად ამისა, ჩემი ღრმა რწმენით, ისინი თავად აგრესიულ შიზოფრენიკებს წარმოადგენენ. მხოლოდ მათი ავადმყოფობას სულ სხვა, ინტელექტუალური სახე აქვს: ისინი ჯერ ქოქავენ ამ ფსიქოპატ "ფორთოხლებს", მერე კი აგრესიულ ზნეობრივ შეფასებებს მარცხნივ და მარჯვნივ უფასოდ არგებენ. თან ცდილობენ თავიანთ კაუჩუკის სასაცილო სახეებს ჭკვიანური გამომეტყველებები მოარგონ.


ამის უბადლო ოსტატები რა თქმა უნდა ქართველი ჟურნალისტთა უზარმაზარი არმიაა.რომელიც, სხვათა შორის რატომღაც ერთადერთი სფეროა საქართველოში, (სტრიპტიზიორებს თუ არ ჩვთვლით), სადაც გენდერული ბალანსი ქალების სასარგებლოდა არის დარღვეული. მე ეს სულაც არ მიკვირს.


ჩემი თაობის გოგოები ზუსტად იგივეს აკეთებდნენ სამზარეულოებში გამოკეტილები, რასაც ქართველი ჟურნალისტები დღეს ტოკ შოუებსა და პრესის ფურცლებზე , მხოლოდ ამაში მათ ხელფასს არავინ უხდიდა, ეს ჩვეულებრივი უსაქმური ქალების ჭორაობა, ხშირად ბოროტი ჭორაობა იყო და სხვა არაფერი. დღეს კი საქართველოში როგორც ჩანს ინტელექტის დეფიციტმა ისეთ ლიმიტს გაააჭარბა, რომ ზუსტად ასეთივე ჭორიკნებმა ფუნქცია შეიძინეს და ჟურნალისტებად გადაიქცნენ. საერთოდ მართლაც საოცარია ქართველი ქალებს ჭადრაკის მერე ჟურნალისტიკის განსაკუთრებული "ნიჭი" რომ აღმოაჩნდათ... მედიას რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი სამინისტროსა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების პრეს ატაშე აუცილებლად გულუბრყვილო თვალებიანი ბარბია ... ვინ არიან ისინი, სად ან ვინ ატარებს პრეს ატასეების კასტინგს საქართველოში? საიდუმლოა. სამაგიეროდ ჩემთვის არ არის საიდუმლო ის, რომ სანამ ასეთი თანამდებობების კანდიდატებს ფეხების სიგრძისა და მკერდის ზომით შეარჩევენ საქართველოს ხელისუფლებაში, გაკაპასებულ მოკლეფეხებიან ქართულ მედიას სამზარეულოდან გამოძრომა არ უწერია... მათ სერიოზულად არავინ აღიქვამს.


უნდა ითქვას რომ მედიის იგნორირება ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქაში დაიწყო: რუსთავი 2 ის გაუგონარ სურეალისტური რეპორტაჟები დახერხილ ბავშვებსა და შსს –ში ნარკო ტრაფიკის შესახებ არანაირი რეაგირებას არ იწვევდა ხელისუფლებაში, ზუსტად ისევე, როგორც დღევანდელი მაესტროსა და კავკასიის სკანდალური გამოძიებები და ინტერვიუები ხელისუფლების კორუფციის, ბიზნესის "რეკეტის", და ათასი სხვა პოლიტიკური "სასპენსის" შესახებ, რომლებიც უნდა ითქვას, ხშირად ისევე დამაჯერებლად გამოიყურება, როგორც ერთ დროს რუსთავი 2 ის მანიაკალური ჟურნალისტური გამოძიებები.


უნდა ითქვას, რომ ეს არხი ისევე, როგორც ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, ანუ ვარდების რევოლიუციამდე, დღესაც სიძულვილის მექად რჩება საქართველოში თავისი რამოდენიმე კლასიკოსი ჟურნალისტით.


29 ივნისი კურიერი . რუსთავი 2,.. მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე, ექსკლუზიურად მოპოვებული მასალა, თუ როგორ აპატიმრებს პოლიცია მთვრალ მძღოლს, რატომღაც ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მას მოზრდილი რეპორტაჟი დაეთმო. თავიდანვე ნიშნისმოგებით გამოაცხადეს, რომ მძღოლი ოპოზიციას თანაუგრძნობს. ინციდენტი რომელიც კურიერმა აჩვენა თავიდან ბოლომდე ოპერატორის პროვოცირებული იყო. რომელიც დაკავებულის სურვილის წინააღმდეგ, განუწყვეტლივ იღებდა სცენას სადაც ოპოზიციის მომხრე მთვრალი ახალგაზრდა ოპერატორისაგან გადაღების შეწყვეტის მოთხოვნა ისტერიკაში და აშკარად ფსიქოზურ შეტევაში გადადის: ის ილანძრება, იფურთხება. ბოლოს ფეხით პოლიციის საქარე მინას ამტვრევს და გვესმის ოპერატორის აღფრთოვანებული off: "აუ ბოზიშვილი ვიყო ეს რა გადავიღე!".. არც კი შეეცადნენ, რომ ეს საძაგელი ცინიკური ხმა წაეშალათ... კოლაბიორანტ ოპერატორს "ჩაეთვალა" : ოპოზიციის მომხრეს კი, ახლა პატიმრობა უკვე არ ასცდება... მე სპეციალურად არ ვდებ ამ კადრებს ჩემს ბლოგზე. რადგან არ მინდა იმ საბრალო ნერვიული კაცის მორალურ წამებაში მონაწილეობა მივიღო.


რუსთავი 2 ის მორალი ამ რეპორტაჟით თავისუფლად შეიძლება განისაზღვროს. ეს რომ საფრანგეთში მომხდარიყო, დაკავებული დაჯარიმდებოდა დაახლოვებით 500 – 1000 ევროთი, და სულ ცოტა 6 თვით მართვის უფლების ჩამორთმევით, სამაგიეროდ ოპერატორს ჯიუტი პაპარაცობისათვის პოლიციის განყოფილებაში ბორკილებდადებულს წაიყვანდნენ, პოლიციისათვის მუშაობაში ხელის შეშლისა და განსაკუთრებით, სიტუაციის გამძაფრების, ინციდენტის აშკარა პროვოცირების გამო. ტელეკომპანიას ამ მთვრალი კაცის სურვილის წინააღმდეგ მისი გამოსახულების ჩვენებისათვის სასამართლოში პასუხის გაცემა და ისეთი თანხის გადახდა მოუწევდა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომ ოპოზიციის იმ მომხრეს ჯარიმის გადასახდელადაც ეყოფოდა, პოლიციისათვის მატერიალური ზარალის ასანზღაურებლადაც , "პახმელიაზე" გამოსასვლელადაც და კიდევ რამოდენიმე თვე სალოთაოდაც.


ის რაც იმ დღეს რუსთავი 2 ზე ვნახეთ წმინდა წყლის ტელეძალადაობაა. ძალიან ვწუხვარ რომ ესეთი ჰალუცინაციური მსგავსი კადრები საქართველოში რეაქციას არ იწვევს, და იმ " ბოიშვილი ვიყო" გადამღებ ჯგუფსა და პროდუქციას პასუხს არავინ თხოვს.


შეიძლებოდა გვეფიქრა რომ არხს ეს სისაძაგლე გაეპარა?... რა თქმა უნდა არა. სულ ერთი კვირის შემდეგ: 7 ივლისი. ისევ კურიერი... თუმცა მანამდე მცირე "ტკბილი მოგონება": 2004 წელს ხაშურის ბორდელში დაპატიმრებული თანამდებობის პირი ყველას ახსოვს,მას დღემდე თანაუგრძნობენ... სამაგიეროდ დღემდე არავის გახსენებია ის საბრალო მეძავები რომლებიც სახის შენიღბვის გარეშე ანახეს ეკრანზე და დღემდე აგრძელებენ ჩვენებას...ისინი მხოლოდ მეძავები იყვნენ, მეძავები ხომ ადამიანები არ არიან... არც მათი შვილები, ოჯახის წევრები, რომლებმაც სადღაც მეზობელ სოფელში ერთ ცივ და სევდიან საღამოს, შეიძლება ტელევიზორში შემთხვევით შიშველი დაფეთებულ დედა, და ან შვილი აღმოაჩინეს...


დარწმუნებულები ხართ, რომ ვინმემ თავი არ მოიკლა იმ "შედევრი" რეპორტაჟის გამო? ან ისე არ გაბოროტდა რომ სხვა მოკლა და ამ მკვლელობის რეპორტაჟი ისევ იგივე კოლაბორანტმა პროდუქციამ არ გააკეთა?... თუმცა ბოდიში. სულ მავიწყდება – ისინი ხომ მხოლოდ მეძავები იყვნენ...


იმ ჰეროიკული და დაუნდობელი ვარდისფერი პერიოდის შემდეგ ოთხი წელიწადი გავიდა, და როგორც გვეუბნებიან საქართველო კიდევ უფრო ევროპული სახელმწიფო გახდა თავისი კანონებით. მხოლოდ მეძავების Live ში ჩვენებას იგივე რუსთავი2 ვერაფრით გადაეჩვია: 7 ივნისს ისევ უჩვენა თურქეთში დაპატიმრებული საბრალო ქართველი მეძავი ქალები თავიანთ სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა ისევ დიჟიტალურად შეუნიღბავი სახეებით.


ეს ამორალურობა, ტელე ძალადობა, სიძულვილის თესვაა... ძალიან ვწუხვარ რომ ამის თქმა მიწევს არხზე. სადაც ბევრი ძალიან კარგი ადამიანი და ჟურნალისტი მუშაობს. ისინი 2006 წელს გავიცანი ფრანგულ გერმანული ტელე არხის "არტე" სათვის საქართველოს ტელევიზიების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს.


მე მათ სიამოვნებით ვთხოვდი პატიებას, მათი არხის ასეთი შეფასების გამო, მაგრამ მათი უღირსი კოლეგების მიერ მომზადებული ასეთი ამორალური კადრების ნახვის შემდეგ არაფრით არ შემიძლია. უმჯობესი იქნება ბოდიშის მოხდას თავად საინფორმაციო პროგრამების მთავარ პროდიუსერს თუ მოსთხოვენ, კიდევ უკეთესი იქნება თუ მას ეს საბრალო მეძავები ზუსტად ისე უჩივლებდნენ, როგორც იმ ევროპულ ქვეყნებში უჩივლებდნენ, რომელთა კანონმდებლობისაგან, როგორც პალიკო კუბლაშვილი და გოკა გაბაშვილი რეგულიარულად გვიმტკიცებენ, ჩვენი კანონმდებლობა არაფრით არ განსხვავდება...


სამწუხაროდ ყველამ კარგად ვიცით რომ ესეთი პრეცედენტი ჯერ კიდე კარგა ხანს არ მოხდება ევროპის ლურჯი დროშებით მორთულ უსინდისოდ "ლიბერალურ" საქართველოში, სადაც ადამიანის გამოსახულება სწორედ ტვ არხებისა და შსს ოს ოპერატიული კამერამანების, განსაკუთრებით კი ამ სამინისტროს გარყვნილი ვოიორისტი ჭუჭრუტანიდან მოთვალთვალე ფუნქციონერების წყალობით ამორალურობის სიმბოლო გახდა: სიამოვნებით დავუსვამდი კითხვას ცივილიზებულ დეპუტატებს იმ კადრების შესახებ რომელსაც შინაგანსაქმეთა სამინისტრო აჩვენებს უდანაშაულობის პრეზუმპციის გაუგონარი, ზღვარს გადასული დარღვევით...აპირებენ თუ არა ეს აბსოლიუტურად არაადამიანური, არაცივილური დამოკიდებულება ადამიანის პირადი ცხოვრებისა და ღირსების მიმართ მათი მსჯელობის საგანი გახდეს ოდესმე პარლამენტში, და ბოლოს და ბოლოს შეავსონ ის სამარცხვინო ცარიელი ადგილი ქართულ კანონმდებლობაში, რომელიც ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია და საკუთარ გამსახულებაზე უფლება ქვია. მე ქართულ კანონმდებლობას არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კანონები უბრალოდ არ არსებობს, თორემ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მას თავად სახელმწიფო ასე აშკარად არღვევდეს, როგორ შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროს პაპარაცების ბატალიონი ყავდეს შეიარაღებაში.



მსურველებს შეუძლიათ გადახედონ ბრიტანულ პრესას და ნახონ რა მასშტაბები მიიღო 9 ივნისს"გარდიენის" მიერ აგორებულმა სკანდალმა, რომელიც მიიღო ჩვენი ძველი ნაცნობი მედია მაგნატი მერდოკის მიერ სამი დაზარალებულ დეპუტატების სიჩუმის ყიდვამ გამოიწვია. დაზარალებულები კი ისინი იმიტომ იყვნენ რომ მათი ტელეფონები ისმინებოდა.., ეს კი დანაშაულად ითვლება ბრიტანეთშიც, საფრანგეთშიც, და ბევრ სხვა ქვეყანაშიც... ამ ჩანაწერების ტელევიზიით ტრიალზე მოდით ნუ ვილაპარაკებთ... საამისოდ მე ფანტაზია გამოგიტყდებით არ მყოფნის.


იმედი მაქვს ჩემს კითხვაზე მათ ჩვეულ ბანალურ უსუსური შეხსენება – დაყვედრებების არ მივიღებ, რომ შევარდნაძის დროს ამ სამინისტროს ფანჯრებიდან რეგულიარულად ხალხი ცვიოდა! მე არ ვაპირებ უახლოესი ასი წელი მათ მადლობა ვუხადო იმისათვის რომ ფანჯრებიდან არ გვაგდებენ პოლიციელები და მხოლოდ კამერებს გვიმონტაჟებენ უნიტასებში.


კავკასია და მაესტრო, მსგავსი "პორნოგრაფიის" წარმოებით უშუალოდ არ არის დაკავებული, სამწუხაროდ როგორც ჩანს კომპრომატების მოსაპოვებელი ტექნიკური საშუალებების უკმარისობის გამო. თორემ თავადაც სიამოვნებით ატრიალებენ ზემოდ ნახსენებ შსს – ს მიერ გადაღებულ კადრებს, მხოლოდ სხვა მორალური "ვექტორით", და მათზე სიამოვნებით და უსირცხვილოდ აკეთებენ კომენტარებს სტუდიაში მოწვეული ქართველი "სეკონდ ჰენდი" პოლიტიკოსები. რომლებიც ამ არხებზე ერთი შეხედვით თითქოს მოკრძალებული ვერბალური ძალადობით კმაყოფილდებიან. თუმცა უნდა უთქვას, რომ ეს მეთოდი "უნიტასში ჩამონტაჟებულ კამერაზე" არანაკლებ ეფექტურია.


მიუხედავად "მაესტროს" რამოდენიმე ჟურნალისტის აშკარად მაღალი
პროფესიონალიზმისა სახელისუფლებო ტელესამეულის მოყვარულებთან შედარებით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამ არხის სიძულვილის რეპეტიციულობაზე აგებული ადამიანების კაშპიროვსკული ზომბირების ტელე პოლიტიკა: მაგალითად ერთიდა იგივე პატრიოტული შინაარსის პროპაგანდისტული კლიპების ჩვენება თვეების განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის შემაძრწუნებელი სლოგანი!... რომელსაც რატომღაც არხის ჟურნალისტები რეკლამაზე გასვლას ეძახიან(?). გადაარჩინე საქართველო! რობერტ სტურუას ბეისბოლოს ქუდის თეატრალიზებული მოხდა... მორბენალი სტრიქონები (მაგას წყალი კი არა დარიშხანი ჩაუსხით მაგ ჭიქაში!) და განსაკუთრებით ქართული ტელეპროდუქციის აბსოლიუტური შედევრი "გამოკითხვა".


ეს გადაცემა პირადად ჩემთვის ნამდვილად ფენომენალური აღმოჩნდა.
ამ ბოლო წლებში ბევრი დაკვირვების შემდეგ ჩემი თანამემამულეების შესახებ ჩამომიყალიბდა შეხედულება. რომელიც ჩემი საქართველოდან წამოსვლის შემდგომ ქართველთა თითქმის 20 წლიან ევოლიუციას ასახავდა:
მამაკაცები მუშაობენ, ლოთობენ, "იჩხირავენ"... ქალები კი პოლიტიკით არიან დაკავებულნი. აი სულ ეს იყო. გადავწყვიტე, რომ ჩვენთან მატრიარქატი ბრუნდება და მე მეგონა რომ ეს კარგია. ვთვლიდი, რომ ქალი, ქართველიც კი, მაინც ნაკლებად აგრესიულია ვიდრე მამაკაცი... განსაკუთრებით ქართველი შიზოფრენიკი მამაკაცი. მე მეგონა რომ 90 წლების დასაწყისში ზვიად გამსახურდიას ტემპერამენტიანი გრუპი ქალები ანომალიური პოლიტიკური სტრესით გამოწვეული დროებითი მოვლენა იყო... როგორც ჩანს შევცდი: ჩემი აზრით,მაესტროს გადაცემა "გამოკითხვა" სადაც ძირითადად ქალები რეკავენ, გვიჩვენებს, რომ ქართველი ქალები დღეს გაცილებით უფრო აგრესიულნი არიან ვიდრე თუნდაც ჯაბა იოსელიანის შავ პერიოდში, რომ ისინი აგრესიულობით მამაკაცებსაც კი აჭარბებენ, როგორც ჩანს ვარდების რევოლიუცის წყალობით ქართვლი მანდილოსნების ემანსიპაციამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, დღეს მათ თავიანთი აგრესიული ნიჭის გამოხატვის შესაძლებლობა გაცილებით მეტი აქვთ ვიდრე ტყავის ჟილეტიან მკვლელების ეპოქაში: მაშინ აგრესია "რჩეულთა" პრივილეგია იყო, დღეს კი მისი აბსოლუტური ''დემოკრატიზაცია'', ბანალიზაცია მოხდა , რაღაც ერთგვარი ზნეობრივი განთავისუფლება, სიძულვილის ბარიერების რღვევა...


მაესტროს ამ გადაცემამ ცხადად დამანახა. რომ ქართველი ქალები არანაკლები სისხლისმსმელები არიან. ისინი ყველანი ვიღაცის სასტიკად დასჯას ითხოვენ... თანაც მედეა ჯაფარიძის სტილში, ისეთი ნაზი რეტრო ხმით, რომ ხანდახან ცრემლი მადგება... ჩეემოოო კააარგოოო , ღმეერთმა დააგლოოცოს.... ისე მიიყვარხარ....ისეეე მიიიხააარია შეეენიიი ეკრანზე გამოოოჩენააა... ეს იეღოველი ფაშისტი სააკაშვილი როდის უნდა დავხვრიტოთ,ძვიირფასოოო? და ა.შ... მართლა ძალან საშიშები ჩანან შუა ხნის ქალბატონები მაესტროს ეკრანიდან, ჩემი აზრით მალე საქართველოში "დიასახლისოფობია" დაიწყება!


ბეჭდვით მედიაშიც, რა თქმა უნდა რა თქმა უნდა, ჟურნალისტები და მათი პატრონები თავს არ იზოგავენ, ქართული პრესა რაღაც ერთგვარ მედია ოსვენცემს დაემსგავს, გაძვალტყავებული და სიკვდილის პირას მისული საცოდვი, ხშირად სიძულვილისაგან გონება და ღირსება დაკარგული პატიმრებით, რომლებიც დრო და დრო პროკლამაციებს ავრცლებენ. პირველობა რა თქმა უნდა "ასავალ დასავალს" ეკუთვნის.


ამ გაზეთის ელექტრონული ვერსია, ისევე. როგორც "მაესტროს " გამოკითხვა, ერთ ერთი მთავარი მიზეზი გახდა ჩემთვის, რომ ქართველთა ფსიქოპატურ ბუნებაში საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი. და არა მხოლოდ მისი წამყვანი ჟურნალისტის, ჯაბა ხუბუას გინესების წიგნში ოქროს ასოებით ჩასაწერი ფენომენალური შრომის უნარის გამო: (ის რეგულიარულად , კვირაში ერთხელ საშუალოდ ექვს შვიდ და ხანდახან მეტ მოზრდილ სტატიას წერს გაზეთისათვს), ეს გაზეთი უდავოდ ქართული სიძულვილის მატრიცაა.


4. ღალატი. ექსორსისტი.
ჩვენს სამშობლოში აშკარად ერთგვარი არაორგანიზებული, სტიქიური ინკვიზიციისა და ლინჩის ნარევია გაბატონებული, ყველას კოცონის აგიზგიზება და ვიღაცის დასჯა სურს, ნებისმიერი პრეტექსტით, რომელთაგან ყველაზე პოპულიარული სამშობლოს ღალატია. ეს გამსახურდიას პრიმიტიული სიძულვილის ეპოქიდან მოყოლებული ჩვენს კომპლექსურ ბოროტ დროებამდე, ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტერმინია საქართველოში.


ამ სიტყვამ შუა შუა საუკუნებში ინკვიზიციის ბარბაროსობას მისცა ლოგიკური დასაწყისი, როდესაც პაპმა ინოკენტიIII-მ განაცხადა, რომ ერეტიკოსები შეიძლებოდა გაგვეთანაბრებინა მოღალატეებთან. ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე ცნობილი მოღალატე მოგეხსენებათ იუდაა, რომელმაც არც მეტი არც ნაკლები, ძე ღვთისას უღალატა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა ვისაც ღალატობდა. ჩემი აზრით ამით მან ღალატი ჩვეულებრივ ადამიანური სისუსტიდან ღვთაებრივ მისტერიად აქცია... მაგრამ მის მიმართ საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული სიძულვილი ინკვიზიციამ მაინც საბრალო ერეტიკოსებზე გადმოანთხია.
ეს სიტყვა გამოიყენებოდა ყოველთვის, როდესაც ადამიანებს კედელთან აყენებდნენ დასახვრეტად. ეს სიტყვა პრეტექსტი იყო მთელი ერების განადგურების მცდელობის გასანმართლებლად: ებრაელების,სომხების, ბოშების, ჩეჩნების... ეს სიტყვა ათასგვარი გარეწარი პატრიოტის ხელში ჩვეულებრივი ტყვიაა, სხვა არაფერი. ეს სიტყვა სიკვდილით დასჯა. გილიოტინაა.


მას როგორც წესი ერთი და იგივე ტიპის ადამიანები ხმარობენ ყველაზე ხშირად. მე არ მინდა ვილაპარაკო პროფესიონალ კოლაბორანტებზე. ასეთები ყველგან და ყოველთვის არიან. მე მხოლოდ ადამიანების იმ ტიპს შევადარებდი ჩვენს დღევანდელ მრავალრიცხოვან ბრალმდებლებს ყველა პოლიტიკური ფლანგიდან, რომლებიც 37 წელს ასეთივე ბრიყვული, უპასუხისმგებლო განცხადებების საფუძველზე დასახვრეტად წირავდნენ მეგობრებს, ნაცნობებს, მეზობებს... სწორედ ასეთი ამ სიტყვის თავისუფალი გამოყენების გამო, სულ რამოდენიმე თაობების წინ ჩვენი წინაპრები სიკვდილით სჯიდნენ ერთმანეთს. მე შემთხვევით არ ვამბობ: ჩვენი წინაპრები! რადგან ჩვენ სწორედ მათი შვილები და შვილიშვილები ვართ, მსხვერპლებისაც, და ჯალათებისაც, და ყველას ერთნაირად გვაქვს სიცოცხლის უფლება. ყველას ერთნაირად მოგვეთხოვება ჩვენი კრიმინალური და სისხლიანი წარსულის გათვალისწინება.


ღალატი არ არის მარტივად გამოსაყენებელი სიტყვა.
ეს სიტყვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცივილიზებურად წოდებულ ქვეყნებში ძალიან იშვიათად გამოიყენება. მე პირადად საფრანგეთში არასოდეს გამიგია. რადგან ის აქ იმედნჯერ და ისე სასტიკად გამოიყენეს ნაცისტებისაგან ქვეყნის განთავისუფლების შემდეგ, რომ მიხვდნენ : ეს სიტყვა შავი ჭირივით გადამდები და საშიშია.ფრანგები საზიზღრად მოექცნენ ნაცისტებთან ურთიერთობის მქონე ქალებს.


აი ნახეთ ამ ფოტოების დიაპორამა, ეს გერმანელების მომსახურე ქალები, მათი საყვერლები და მეძავები არიან, ომის შემეგ მათ მასიურად თავები გადაპარსეს, პარიზში ისინი შანსელიზეზე გაატარეს, ისევე როგორც პატარა ქალაქებში ცენტრალურ მოედნებზე. ჩვენთვის ყვლაზე ნიშანდობლივი არის ის, რომ ამ საშინელი სისასტიკის ორგანიზატორი აქტივისტი პატრიოტების ძალიან დიდი ნაწილი, თავად მშვენივრად თანამშრომლობდა ნაცისტებთან. ეს ერთ ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელია საფრანგეთის ისტორიაში.
მართალია ეს ფოტოები აბსოლიურტუად რუსთავი 2 ის სტილშია, მაგრამ, ნება მომეცით მაინც დავსვა კითხვა: ჩვენ ასე გვინდა ერთმანეთს მოვექცეთ? თავ გადაპარსული მოღალატეების დეფილე გვსურს ვიხილოთ რუსთაველზე?...
10 ივლისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირდპირ დასდო ღალატში ბრალი საქართვეოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მისი მოწინააღმდეგეა. უშიშროების საბჭოს ტელე სხდომაზე, აგვიხსნა, რომ რუსეთიდან საფრთხე აღარ გვემუქრება, რომ რუსეთს ახალი ომის გეგმაც ჩააეშალა და 9აპრილს ორგანიზებული გადატრიალების მცდელობაც...


როგორც მივხვდი ეს ყველაფერი ბარაკ ობამას დამსახურებაა, რომელმაც მოსკოვში ივანუშკასავით სამჯერ ახსენა საქართველოს სახელი და ჩვენც ამერიკული მაგიით გადავრჩთ... ასე, რომ სწორედ მოღალატეების გაპარსვის დროა! რატომაც არა,შეგვიძლია! ჩვენ ხომ ცივილიზებული საფრანგეთისაგან განსხვავებით, ეს მხოლოდ ერთხელ გავაკეთეთ, ისიც მხოლოდ თენგიზ აბულაძის " ნატვრის ხეში", როდესაც მარიტა უკუღმა შემოვსვით ვირზე და ტალახის სროლით სული ამოვხადეთ...


ეს ხომ ჯერ კიდევ ჩვენი ხელუხლებელი სიძულვილის კრედიტია, რომელიც ყოველ წუთს შეგვიძლია გმოვიყენოთ, მერე კი, თუ ვინმე ჩვენს სისასტიკეზე კითხვას დასვამს ყველაფერი ფრანგებს გადავაბრალოთ: მათ ხომ ეს ბარბაროსობა ჩვენზე ადრე ჩაიდინეს, ესეიგი ეს მისაღები და ნორმალურია. ჩვენ კი საზოგადოების ჰუმანიზაციამდე სულ ცოტა იმდენი კომფორტაბელური წელი გვაშორებს რამდენიც მეორე მსოფლიო ომს.


განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფი აქტივისტი დეპუტატისაგან არის ასეთი ბრალდებები მძიმე მოსასმენი, რადგან . ხელსუფლებაში მყოფს გაცილებით მეტად მოეთხოვება საკუთარი ენის კონტროლი, ვიდრე ქუჩში მდგომ მის მეგაფონიან გამოუძინებელ და ყვირილისაგან ხმაჩახლეჩილმ მოწინააღმდეგეს. მათ შორის მე პირადად კულტურულ განსხვავებას ვერ ვხედავ. წარმომიდგენია პარლამენტის "თავდამსხმელი" დეპუტატები სამი თვე ქუჩაში რომ დააყენო ალმათ პალესტინელი ბავშვებივით "რაგატკებით" ქვების სროლს დაიწყებენ.


აი რა განაცხადა ბეჟუაშვილმა სიტყვა სიტყვით: "რუსეთს გააჩნია ყველა რესურსი და ის იყენებს ყველა რესურსს, მათ შორის ძალიან აქტიურად მუშაობს ქართულ დიასპორასთან რუსეთში, იყენებს რესურსად ყველა იმ ადამიანს, რომელიც გადაადგილდა საქართველოდან წინა წლებში". სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ივნ.'09 / 18:52


ამ დღეს დღეს გივი თარგამაზემ და ბეჟუაშვილმა კრემლის აგენტურულ ქსელზე ნადირობის ნაციონალური სეზონი გახსნილად გამოაცხადეს, მათ კარტ ბლანში მისცეს ზემოთ ნახსენებ მუნდირიან და უმუნდირო მანიაკებს რომ კიდევ უფრო მეტი სისასტიკით გაუსწორდნენ პოტენციურ მოღალატეებს. ასეთები კი როგორც ჩანს ჩვენ ყველანი ვართ, თავად ხელისუფლების ჩათვლით, თუ გავითვალისწინებთ რომ დღევანდელი ოპოზიცია ძირითადად მათი რიგებით არის დაკომპლექტებული, და თანაც რეგულიარულად იღებს მოღალატეთა შევსებას.
დასავლეთში არასოდეს არავინ განაცხადებს, რომ ადგილობრივი, ვთქვათ მაროკოელთა მთელი დიასპორა ბენ ლადენის ტერორისტული ქსელის მთავარი დასაყრდენია, რადგან, გარდა ასეთი განცხადების აბსურდულობისა, ეს სამოქალაქო სიძულვილს გამოიწვევდა,


სამაგიეროდ თავად ბენნადენის პროპაგანდისტები აცხადებენ საფრანგეთსა და ზოგადად დასავლეთში მცხოვრებ მუსულმანებს მოღალატეებად და ამის გამო სიამოვნებით ჭრიან კიდეც მათ ყელს როგორც კი მოიხელთებენ...


ბეჟუაშვილისა და თარგამაძის განცხადებები ერთი ერთზე ემთხვევა მოლა ომარის , ნომერი ორი თალიბანის განცხადებებს.
ამ "რესურსების'' კორიანტლით ბატონმა ექს პირველმა დიპლომატმა ერთი შანსიც კი არ დაუტოვა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს. ისინი ყველანი მოღალატეებად გამოაცხადა...


მე ამ გამონათქვამს არც მეტი არც ნაკლები, სამწუხაროდ უგნურს ვუწოდებდი. სამწუხაროს იმიტომ რომ ეს კაცი ერთ ერთ წამყვან დიპლომატად, და ერთდროულად ათასი რამის პეციალისტად ითვლება საქართველში. ასეთი გამონათქვამებით საქართველოს ხელისუფლებას გაცილებით მეტ მტერს უჩენს, ვიდრე უცნობის რიტუალური როკვა ხალხით გაჭედილ დინამოს სტადიონზე. და თან ვერ ხვდება რამხელა შეურაცჰყოფას აყენებს ისედაც შეურაცჰყოფილ ქართველთა უდიდეს იმ ნაწილს, რომელსაც არასოდეს არ მოსვლია აზრად თინა კანდელაკივით კოჭის და საერთოდ ყველაფრის გორება რუსი საზოგადოების ყველაზე ვულგარულ და უტვინო ნაწილთან. მათ არც მამალაძე და თარგამაძე უნახავთ თვალით და არც ასლან აბაშიზე. ისინი დღე და ღამე შრომობენ და ცდილობენ შარში არ გაეხვნენ... და საერთოდ, იქნებ თარგამაძეებს ჯერ ერთმანეთში გაერკვიათ ამ გვარის მრავალრიცხოვან წარმომადგენელთაგან რომელია მიღალატე, რომელი მგზნებარე მართლმადიდებელი და რომელი იეღოველი. საერთოდ ალბათ ჯობია ისინი დავნომროთ. მაგალითად ასე:
N1 გივი – თარგამაძე
N2 გიორგი- თარგამაძე ,
N3 კახა თარგამაძე , და ა.შ....


ეს საეჭვო მორალის განცხადება აბსოლიუტურად საბჭოთა მენტალიტეტის ნაყოფია. ჩემნაირ ექს სობჭოთებს კარგად ემახსოვრებათ, რომ უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი გამონაკლისის გარდა მოღალატე იყო და საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირ გამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა! მე ახლობლები მყავს მოსკოვში, და ბეჟუაშვილისა და გივი თარგამაძის ჰალუცინაციების, მათი არაკომპეტენტურობის გამო არ ვაპირებ მათ კეთილსინდისიერებასი ეჭვის შეტანას.


სადამდე მიიყვანს ეს მეთოდი ადამიანებს? განსაკუთრებით ნაწყენი რუსეთში მცხოვრებთ ქართველთა ნაწილი რუსების , ნაწილი კი ქართული სპეც სამსახურების მოხალისეები გახდებიან და საკუთარი ახლობების თვალთვალს დაიწყებენ, ერთი სიტყვით პირწავარდნილი კოლაბორატორებად, მზვერავებად გადაიქცევიან, სწორედ ისეთებად , როგორებიც მრავლად იყვნენ 30–40 წლების ოკუპირებულ საფრანგეთში, თავად ოკუპანტ გერმანიაში, იმავე პერიოდის ჩვენს ღვთისმშობლის წილ ნაყარ წითელ სამშობლოში, აგრეთვე 90 წლების ლუციფერის წილნაყარ შავ საქართველოში. ანონიმური და პირდაპირი დასმენების ბუმი გვიახლოვდება როგორც ჩანს, საჯარო დასმენები კი კარგა ხანია დაწყებულია ტელევიზიით.


ეს განსაკუთრებით განსაკუთრებით შეეხებათ იმათ, ვისი ოჯახის წევრებიც რუსეთში ცხოვრობენ, ასეთები კი საქართველოში მგონი ყოველი მესამე ოჯახია. რა თქმა უნდა საკონცენტრაციო ბანაკებს არავინ ააშენებს, მაგრამ სულ ცოტა სიძულვილის ახალი მძლავრი ტალღის აგორება გარანტირებული გვაქვს.


თუ კი ამხელა "პროფესიონალი" ბეჟუაშვილი ასე უფასოდ, ერთი ხელის გაქნევით უჩენს თავის ხელისუფლებას ამდენ მტერს, წარმომიდგენია მოყვარულ ვარდისფერ ენთუზიასტებს რა მამხილებელი იდეები მოსდით თავში. წარმომიდგენია ქართველ უნიფორმიან და ნიღბიან სადისტ აქტივისტებს როგორ ეფხანებათ ხელის გულები, რომ რაც შეიძლება მეტ რუსეთში მცხოვრებ თანამემამულეს გაუჩეჩქონ თავები .
ძნელი მისახვედრი არ არის რომ ხელისუფლების გააფთრებულ მოწინააღმდეგეთა რიცხვი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება. მე კი ისღა დამრჩენია . ვილოცო რომ საფრანგეთთან არ გაუფჭდეთ ურთიერთობა, თორემ ცხადია მეც ავტომატურად მოღალატედ გადავიქცევი... თუმცა ბევრისათვის უკვე თუ არა ვარ, ალბათ ისედაც გავხდები როცა ვიტყვი, რომ თუ ზოგიერთ ჩვენთაგანს, განსაკუთრებით რუსეთში მცხოვრებ ქართველს მართლაც სჯერა საქართველოს მომავლის ამ საშინელ იმპერიის პაროდიასთან ერთად, არავისა აქვს უფლება საქართველოში ჩამოსვლისას ის დააპატიმროს, და გაზით ფრჩხილები და კბილები დააძროს აღიარებითი ჩვენების მისაღებად.


ევროპა დღემდე სავსეა ანტი იმპერიალისტებით, ანარქისტებით, ულტრა მემარჯვენეებით, უფრო იდეური კომუნისტებით და ტროცკისტებით ვიდრე ჩვენი წითელი წინაპრები იყვნენ... მაგრამ მათ არავინ აცხადებს ქვეყნის მოღალატეებათ, ისეთად როგორათაც მე შემრაცხავენ თუ ვიტყვი, რომ არსებობის, სიცოცხლის უფლება პრორუსული ორიენტაციის ქართველებსაცა აქვთ , ზუსტად იმდენი, რამდენიც ტელევიზორიდან მათ მლანძღველ გივი თარგამაძეს N1.


საერთოდ სიცოცხლის უფლება ყველასა აქვს. ღირსების უფლებაც. თვით ნიურბერგის პროცესზეც არავის უკადრებია ის ლექსიკა რასაც თარგამაძეს N1 იყენებს თავისი საკუთარი მოგვარის თუ ნათესავის, თარგამაძესN2 თან მიმართებაში. მისი ლექსიკა განსაკუთრებით ცუდ სუნიანი იყო. როდესაც ის ბინძურს უწოდებდა მერაბიშვილის ექს კოლეგას. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ლექსიკა ცივილიზებულ ლექსიკას სულ ცოტა იმდენი წლით ჩამორჩება, რამდენიც ნიურბერგს გვაშორებს.


ბეჟუაშვილის ამ განცხადებას ორი დღის შემდეგ სწორედ იმ N3თარგამაძეს –გან წამოსული ჰიპოთეტური, ვარაუდებზე დაფუძნებული უკანონო ფულის შემოდინების, ღალატის "აღკვეთა" მოჰყვა. როგორც ვხვდები ქართველმა ვოიორისტებმა youtube გამოქვეყებული სამახსოვრო ვიდეოს წყალობით გაჩეჩილაძეN1 სამშობლოს ღალატს გადააარჩინეს . ქართულმა უშიშროების თანამშრომლებმა ოპერატიულად გააფრთხილეს კრემლის აგენტები, მოღალატეთა გამოაშკარავების ოპერაცია დაწყებამდე "გაახმაურეს" და თანაც უკვე მერამდენეთ!


პოტენციური მოღალატეების ცნობილი სატელეფონო მოსმენები ყველას კარგად ახსოვს. საერთოდ საქართველოში პოტენციურობის ნიშანი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იურიდიულად დასაბუთებული დანაშაულებრივი აქტი: საქართველოში კრემლის ცნობილი შპიონები თავისუფლად დადიან, რადგან იმის ნაცვლად, რომ, როგორც ჩემი წითელი ყრმობის დროინდელი "ძაღლები" იტყოდნენ, ეს საშიშ დამნაშავეები ფაქტზე დაიჭირონ, მათ გამუდმებით წინასწარ აფრთხილებენ ტელევიზიით ფარდის ახდის საშიშროების შესახებ, თარგამაძეN1 ის ლითურგიულ გამოსვლებით – ალბათ მტკიცებულებები სასწრაფოდ რომ მოსპონ. თორემ ლევან გაჩეჩილაძე რომ თბილისში კახა თარგამაძის მიცემული დოლარებით გატნილი ორი ჩემოდნით ჩამოსულიყო, მერე როგორც ჩანს ქართულ პოლიციის უკომპრომისობისა და მოუსყიდველობის იმედი აღარ უნდა გვქონოდა: რას ვიზამთ. ყველას გვყავს ცოლშვილი და ყველას გვიყვარს ჯიპები... ეშმაკი კი ყოველთვის მზად არის დაგვიდასტუროს რომ გვაცდუნა და ამით ჩვენს ქართველ მოძღვრებს ჩვენი ცოდვებს შენდობა გაუადვილოს...


პრინციპში, საბოლოოდ ყველა კმაყოფილი რჩება. შსს, რომელმაც ოპერატიული კადრებით სასწრაფოდ გააფრთხილა მოღალატეები, თარგამაზე N1 იც, რომელსაც კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება ტელევიზიის ეკრანზე გამოჩენით დედა გაეხარებინა და ევროპულ ცივილიზაციის პრივილეგიებზე ესაუბრა, youtube ის მფლობელებიც ისედაც მაღალი რეიტინგის კიდევ უფო აწევისათვის და რაც მთავარია თავად მოღალატეები, რომლებიც კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ შპიონობა და ღალატი, სათუთი საქმეა და ის მეტ სიფრთხილეს სჭიროებს. კიდევ ერთხელ ჩაუტარდათ უფასო თრენინგი იმის შესახებ, რომ ბერლინის ერთ ერთი პალასისა და თბილისის სოდომისა და გომორის უბან შარდენის კაფეებში რუს აგენტებთან ერთად სახელმწიფო ღალატის დაგეგმვა დიდი გაუფრთხილებლობაა, იმედია ეხლა მაინც მიხვდა უბრალო და ალალი ლევან გაჩეჩილაძე &co, რომ შემდეგში ისეთ ადგილზე უნდა "შეკრან პირობა"რომ "მუხრან ბატონის" ვოიორისტებმა ვერ მიაგნონ... რაღაც გაუგონარ აბსურდამდე მივდივართ! ხანდახან მგონია რომ თავად ეს რამოდენიმე თარგამაძე, ორი კუბლაშვილი, ორი ხაინდრავა, ორი გაბაშვილი და ბევრი გაჩეჩილაზე, ყველანი ერთად, მარსის დაზვერვისათვის მუშაობენ... წითელქუდასა და პაპი ბენუა XVI – ის ხელმძღვანელობით.


საქართველოში პოლიტიკა ხშირად მხოლოდ ძალაუფლებისათვის ბრძოლა გონიათ. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, მაგრამ ასეთ შემთხვევასიც კი, მე მართლა არ მესმის. რაში სჭირდება ხელისუფლებას ეს იურიდიულად წამგებიანი (ისევ უდანაშაულობის პრეზუმფცია) ვოიორისტულ ( voyorism) ვიდეოებზე ობსესია. ან რა მორალურ შიმშილს იკლავენ იმით, რომ ვარაუდებზე დაფუძნებული, საეჭვო ლექსიკით და მანერით გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებები, კიდევ უფრო ამძაფრებს სიძულვილს საზოგადოებაში? ხელისუფლებას, რომელიც თვალთვალის ამ პარანო მანიას, თავისი სურვილის მიხედვით ისე აყრის ევროპულ კანონმდებლობასა და ცივილურობას როგორც პილპილს ცხელ ხინკალს , რატომ გონია, რომ ამას ვერავინ ამჩნევს ?... რა ლოგიკაა ყოველივე ამაში? მე უკვე კარგა ხანია უშედეგოდ ვცდილობ გავხვრიტო, გავბურღო ეს საიდუმლოება, შევაღწიო ვარდისფერი ბურუსით მოცულ ქართული პოლიტიკური გრაალის ამ მისტიერ სამალავში და გავიგო, შევიცნო, ვეზიარო ვარდისფერ ჭეშმარიტებას...რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც, რაღაც ლოგიკა უნდა არსებობდეს, რადგან ჩვენ ბოლოსდაბოლოს ქრისტიანული კულტურის მატარებელი ერი ვართ და არა ბუდისტურის, რომელიც ლოგიკას ყველა უბედურების სათავედ თვლის.... თუმცა იქნებ ვცდები საიდუმლოების გახსნის მეთოდის არჩევანში?... ჩვენი პოლიტიკური დილემა აშკარად. ლოგიკის ცნობილი – კვერცხისა და ქათმის დილემის ტოლფასია. იქნებ ჭეშმარიტების მედიტაციური გაბურღვა უფრო მეტის მომტანი იყოს...იქნებ შევეცადოთ?


წინასწარ ვაცხადებ რომ არ ვარ დალაი ლამას შპიონი და არ ვაპირებ საქართველოში ბუდიზმის პროპაგანდას! თუმცა ვთვლი. რომ მედიტაციაში მასობრივი ვარჯიში ქართველებს ნამდვილად არ გვაწყენდა.


კარგი იქნებოდა გამოგვეცხადებინა ყოველი თვის პირველი კვირა დღე კონცენტრაციის, მედიტაციის დღეთ! ყველამ რაღაც კონკრეტულზე გააკეთოს კონცენტრაცია,გნებავთ პოლიტიკაზე, გნებავთ ქოთანში ამოსულ ყვავილზე, გნებავთ სიყვარულზე, გნებავთ სიძულვილზე... მხოლოდ შევეცადოთ მართლა ამორჩეულ საგანზე, თუ თემაზე ვიყოთ კონცენტრირებულნი, დასაწყისისათვის სულ ნახევარი საათი, მერე ნელ ნელა შეგვიძლია მოვუმეტოთ და ერთდღეს იქნებ ორ, ან სულაც სამი საათის განმავლობაშიც კი შევძლოთ ჩვენთვის სჭირბოროტო საკითხებზე კონცენტრირებული, მეთოდურად ფიქრი.


ჩვენ ხომ გონება გამუდმებით აქეთ იქით გაგვირის. ჩვენ მართლა გვიჭირს ერთ საგანზე კონცენტრირება. ამის ნათელი მაგალითი თავად პრეზიდენტია, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ორი წუთის განმავლობაში რუსეთი დაამარცხოს, საქართველო ააყვავოს, პოტენციური მოღალატეები მკაცრად დასაჯოს," ფოთში დუბაიზე მაგარი სამი აეროდრომი" ააშენოს, ბათუმში კი "აბუდაბიში როა ზუსტად ისეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი კომერციული ცენტრი"... მხოლოდ ყოველივე ეს მომავალ დროში...


ესპანურ ენაში მომავალი დრო რომ არ არსებობდეს ჩვენი პრეზიდენტი ალბათ გამუდმებით ჩუმად იქნებოდაო" – მწარედ ხუმრობდნენ თავისუფლების კუნძულის "ბედნიერი" მკვიდრნი ცნობილ ოპტიმისტ ფიდელ კასტროზე და მას მოფერებით "სენიორ მომავალს" უწოდებდნენ. უნდა ითქვას რომ ჩვენს პრეზიდენტს კასტროზე მეტი მანევრის უნარი აქვს დროსა და სივრცეში: როდესაც ის მომავალ დროში არ საუბრობს, დიდი წარმატებით საუბრობს წარსულ, შევარდნაძის კორუმპირებულ, უშუქო და უპენსიო დროში, როდესაც მსოფლიოში ყველაზე დიდ სუპერმარკეტის აშენებაზე მშიერი აჭარელი პენსიონერები ვერც კი ოცნებობენ. მაგრამ , როგორც ჩანს, დღეს მათ უკვე ასეთი ორიგინალური ოცნებებიც აქვთ: აბუდაბის სუპერმარკეტი!... ღმერთო ჩემო! ასეთ ექსტრავაგანტურობამდე მეც კი ვერ წავიდოდი... ჩემს მიერ ხუთი წუთის წინ დაარსებულ კონცენტრაციის დღესაც კი, მაგრამ რა გაეწყობა... თუ მოხუცებს ასეთი ფანტაზმები აქვთ, ჯობია სუპერმარკეტზე იფიქრონ ვიდრე საკუთარ ოჯახებში ჩასაფრებულ მოღალატე შვილიშვილებზე.


უნდა ვაღიაროთ რომ ვარდების რევოლიუციამ, ბევრ სიკეთესთან ერთად, სამწუხაროდ შიდა სამოქალაქო და სოციალური სიძულვილი მოიტანა. ამ საქმეს თავისი გამოჩენილი კლასიკოსები ჰყავდა, მაია ნადირაძე,ოქრუაშვილი, არველაზე, ფიფია, მამა გაბაშვილი და ბევრი სხვა... პირველი ვიოლინო რათქმა უნდა თავად პრეზიდენტი იყო: მშობლიურ ენაზე მისი აროგანტული ლაპარაკის მანერა პუტინისას არაფრით ჩამოუვარდებოდა თუ არ აჭარბებდა... საბედნიეროდ იგივე პუტინისაგან განსხვავებით უცხოეთში ყოველთვის კორექტული იყო. საკუთარ ბრაზიან თანამოქალაქეებთან ჯოხზე წამოცმული ხორცის ნაჭრით თამაში 2007 წლის 7 ნოემბერს გაცოფებული ლომის გალიიდან გამოვარდნით დასრულდა.
შეშინებული და ნიჭიერი პრეზიდენტი სააკაშვილი ზუტად ერთ დღეში მიხვდა "ენა ტკბილად მოუბარის" მნიშვნელობს პოლიტიკაში: მან სასწრაფოდ უგზოუკვლოდ გააქრო საკუთარი გუნდის ვერბალურ წამებაში სპეციალიზირებული ჯალათები და თვითონაც რადიკალურად შეიცვალა ლაპარაკის მანერა... სამწუხაროდ ტკბილად მოუბარ ენას გველი კი გამოყავს ხვრელიდან, მაგრამ უკან ვეღარ შეჰყავს, ამიტომ ის განთავისუფლებული გველი დღემდე გესლავს საქართველოს.
ჩვენ სნობი და პლაგიატი ერი ვართ. ჩვენი ეს თვისება თავისუფლად შეეძლო სააკაშვილს პოზიტიურად გამოეყენებინა, როდესაც რევოლიუციის "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი" და იქიდან ნამდვილ ზეკაცად მოგვევლინა. მე მაშინ ვიფიქრე , რომ ეს ერთი შეხედვით პროდასავლური შეხედულებების კაცი, უნიკელურ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდა. უშნოდ ხმაურიან კამათის ჩვენს აშკარად არაჯანსაღ მანერას, დაღაცნაირად დაამშვიდებდა, უფრო ზომიერად ტემპერამენტიანი ლაპარაკის მანერით ჩაანაცვლებდა. ამით თავის პატარა, ნაზ რევოლიუციას, ფუნჯის ბოლო შარმიან კვალს დაამჩნევდა. ის კი პირიქით, თავად გადაეშვა ეროვნული აროგანტულობის მორევში, და

იქიდან მხოლოდ 2007 წლის 7 ნოემბერს ამოჰყო თავი, გაიხედ გამოიხედა, ტალახიან ნაპირზე ამოცოცდა, თმები კოხტად გადაივარცხნა და სულ ახლახან გაამერიკელებული ბორატივით მომხიბვლელდ გაგვიღიმა...
სამწუხაროდ უკვე გვიან იყო: მისი აგრესიული მანერა ჯერ საკუთარ გარემოცვას გადაედო, მერე თითოეული მათგანის მცირე კლანს,
რომლებმაც, თავის მხრივ სიძულვილის ეს ტრიუმფალური იერარქიული დაღმასვლა წარმატებით მიიყვანა ბოლომდე. დღეს საქართველო საკუთარ სიძულვილში ბორგავს, როგორც პატარა გოგონა, უილიამ ფრიდკინის ცნობილი ფილმიდან "ექსორსისტი"(The Exorcis) და პირველ რიგში გონების კონცენტრაცია ამ სიძულვილზეა აუცილებელი... ყველაფერი მზად არის პიესის დასაწყებად, პატარა გოგონა–საქართველო და მასში ჩაბუდებული ლუციფერიც... ექსორსისტები კი თავად უნდა გავხდეთ, რადგან მზრუნველი დედა არ გვყავს, და არც არასოდეს გვყოლია.
ეს ძალიან ადვილია. საბედნიეროდ ამის ნიჭი მართლა მოგვცა ღმერთმა, თუმცა ის ამჟამად მიძინებულია და მხოლოდ მის გამოღვიძებაა საჭირო. მე პირადად, დასაწყისისათვის მიუზიკლს დავდგამდი, ლეონარდ ბერსტაინის "ვესტსაიდის ისტორიის" (West Side Story) ქართულ ვერსიას, სიყვარულის ისტორიას პარლამენტარ სათვალიან დეპუტატ გოგონასა და საკანში მცხოვრებ ბრაზიან შუა ხნის ოპოზიციონერ
ეგზორსისტი''1973''
აქტივისტს შორის (აქ ნაბოკოვის"ლილიტას" ელემენტებს შევურევდი).
წარმოიდგინეთ გრანდიოზული სპექტაკლი, ბევრი დრამატული ფათერაკები, ცეკვები, სიმღერები...განცდები... ფინალში ქალაქის თავის ყველა ახალ შენებულ "არც თუ ისე მდიდრულ რეზიდენციაში" შეჰყავს , სადაც დიდი მხიარული ზეიმი გაიმართება, რომელიც გამთენიისას საყოველთაო იორგიით მთავრდება... ამისათვის სულაც არ არის საჭირო ბერსტაინი, კომპოზიტორების მეტი რა გვყავს. თუ მაინცა და მაინც ორგია მიუღებლად გეჩვენებათ, შეგვიძლია მღვდელი მოვიყვანოთ და ის საყოველთაო ლოცვით ჩავანაცვლოთ....


იუმორის მარაგს ისე ვკარგავთ, როგორც გაბზარული ფაიფურის ფინჯანი ყავას. დღევანდელი პოლიტიკური პერსონაჟები სიცილის უზარმაზარ შესაძლებლობას იძლევიან, საქართველოში კი ტოკ შოუების მიერ ჩვენი ტრაგიკულობის დეტალიზაციის, დოკუმენტალიზაციის გარდა ფაქტიურად არაფრი ხდება.


ჩვენ საკუთარ თავს ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ, და უფრო და უფრო ნაკლებად "ჩაპლინები" ვხდებით. მე არ მინდა, რომ შეხვედრისას, ჩვენს დანახვაზე მალე გაღიმების ნაცვლად უცხოელებს მხოლოდ ცრემლები მოადგეთ , თანაგრძნობით გაიქნიონ თავი და გვერდით ჩაგვიარონ ...ისე, როგორც საბრალო პალესტინელებთან შეხვედრისას.



5.მაიკლ ჯექსონი




26 ივნისი. დასავლურმა ყველა დიდმა ტვ არხმა საინფორმაციო გამოშვება არა თუ დაიწყო არამედ 90 პროცენტი მიუძღვნა მაკლ ჯექსონის გარდაცველებას.


ირანის სისხლიანმა მანიფესტაციებმა აქტუალობის მიხედვით, პირველად ბოლო დღეების მანძილზე მეორე ადგილზე გადაინაცვლეს. ქართულ ტვ არხებზე კი პოპის მეფედ მაინც ლევან გაჩეჩილაძე , ფეის ბუკის ქართულ ქსელში კი მინისტრი მერაბიშვილი დარჩა(მეფე მოკვდა, გაუმერჯოს მეფეს!)..., და არა იმიტომ, რომ დასავლურ ქვეყნები ქართველებზე ნაკლებად განიცდიან თავიანთ პრობლემებს, ან ისინი მათ ნაკლები აქვთ....
მაიკლ ჯექსონი უფრო მეტად არტისტი იყო ვიდრე საერთოდ ადამიანს შეუძლია იყოს. ასეთები ძალიან ცოტანი არინ, როგორც წესი ადრე კვდებიან. და მათი მნიშვნელობის დაფასება სწორედ ის კულტურული თავისებურებაა რომელიც ჩვენ დასავლეთისაგან გაგვასხვავებს.
კულტურა ჩვენთვის პირველხარისხოვანი არასოდეს ყოფილა, მით უმეტეს არაქართული, და თანაც პოპ კულტურა...კულტურა რელიგიაა, რომელიც სხვადასხვა ერებს აერთიანებს... ჩვენ როგორც ჩანს სხვა რელიგია გვაქვს ვიდრე ევროპელებს და ეს ძალიან დასანანია, ჩვენთვის ძნელი გასაგებია რატომ შეიძლება პოპ ვარსკვლავის სიცოცხლეც და სიკვდილიც ფენომენად იქცეს და ყველა ინფორმაცია გადაფაროს მსოფლიოს წამყვან მედიაში. რატომ უნდა ვილაპარაკოთ პირველ რიგში ამერიკელ პოპ ვარსკვლავზე და არა ჩვენს საკუთარ პოპ პოლიტიკოსების საჭვო შეხვედრაზე ბერლინის ერთერთი პალასის კაფეს ტერასაზე.
ჯექსონის გამომსაშვიდობებელი ცერემონია დასავლეთის ყველა დიდ არხზე პირდაპირ ეთერში უფასოდ გადაიცემოდა. ცერემონიაზე დასასწრებად 13 ათასი ჟურნალისტის მოთხოვნა იყო აკრედიტაციაზე, რაც ორჯერ მეტია ვიდრე ბარაკ ობამას არჩევნების დროს შეტანილი განაცხადები,
ნიუ იორკის 11 სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ საფრანგეთის ყველა არხი ერთი და იგივე სიუჟეტს გადასცემდა 20 საათის ტელეჟურნალის დროს,მანამდეც და მერეც. ეს იყო ფენომანალური სიკვდილი.


ქართულ არხებზე კი ამ დროს სერიალები გადიოდა...
ძალიან საწყენია, რომ ქართული ტვ, მათი ფინანსური და პოლიტიკური პატრონები ვერ ხვდებიან, რომ თუ ჩვენ არა ვართ დასავლეთის კულტურული ნაწილი, მაშინ პოლიტიკური და ეკონომიური ნაწილი ვერაფრით გავხდებით... არც დასავლეთშია ყველა ჯექსონის ფანი, მათ შორს არც მე, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ არტისტის სიკვდილი ნებისმიერი პოლიტიკოსის, და მითუმეტეს აჰმადინეჯანისა და პუტინის


სიცოცხლეზე მეტს ნიშნავს, თუნდაც ერთი კვირით, მაგრამ მე ოპტიმიზმით მავსებს, ... რადგან ასეთი სიკვდილი აერთიანებს ადამიანებს. აჰმადენაჯინისა და პუტინის უბადრუკი სიცოცხლეებისაგან განსხვავებით, რომლებიც პირიქით ადამიანების თიშავს.


ეს ჩემი აზრით ის ძირითადი და უნიკალური ფასეულობაა, რომელიც დასავლეთმა საკუთარ სისხლიან ისტორიაზე გამარჯვებითა და ამაღლებით შექმნა.
P.S.



AUDIO

"... Information is not knowledge.
Knowledge is not wisdom.
Wisdom is not truth.
Truth is not beauty.
Beauty is not love.
Love is not music.
Music is THE BEST."
Frank Zappa Joe's Garage 1979
11 ივლისი 2009

21 commentaires:

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე a dit…
Ce commentaire a été supprimé par l'auteur.
Anonyme a dit…

ღმერთმა ქნას, გამოვიდეს აქედან რამე, მაგრამ, გამოგიტყდებით და ეჭვი მეპარება.

Anonyme a dit…

mister ქურდაძე, რა განერვიულებს? elvis presley მოკვდა და დიდი ამბავი ბრიყვი ქართველი ერი მოკვდეს?.. ისე თათქარიძის ძეგლს თუ დავდგამთ თავისუფლების მოედანზე და ვაღიარებთ ჩვენს ისტორიულ რეალურ სახეს, აქედან შეიძლება დაიწყოს ჩვენი "გადარჩენა"...
26 მაისს საქართველოს "დამოუკიდებლობის დღეს" დინამო სტადიონიდან სამების ეკლესიისკენ "წააიყვანეს" ხალხი, მე და ჩემიმ მეგობრები ახალგაზრდები იქ ვიყავით, მე მართლა არ ვიცოდი რაზე მივდიოდით სამებისკენ, მერე გავიგე ტელევიზიის სასჰუალებით. როდესაც ხალხი 50–60 ატასამდე ადამიანი –"ქართველი ერი" სამებისკენ მიდიოდა, სანაპიროს გავლით გრიბოედოვის ძეგლტან სამი ადამიანი ეგდო ძირს "ბომჟები" ( აქ ხომ ბომჟებს, ქურთებს, ციგნებს და ლამის ოსებს და აფხაზებს ადამიანებად არ თვლიან:–) ხალხმა ამ ადამიანებს (ბომჟებს)დაკნინებულ ადამიანებს! ზედაც არ შეხედა, ერმა ფეხით გადაუარააა...

ხატია

Anonyme a dit…

MAKE LOVE, SEX AND ROCK N' ROL AND MAKE YOURSELF FREE....

Anonyme a dit…

იუდაზე რაღაცას წერთ და თქვენც ? როგორც სხვა ყველა ტრადიციულ კონტექსტში მოიხსენიებთ...


ჩემი სახარება!

თუ კი არსებობს
ქრისტეს პერანგი.
მაშინ სად არის იუდას თოკი?!
– ქრისტეს აღიარების სიმბოლო
უ პ ი რ ვ ე ლ ე ს ი...
აკოცა იუდამ ქრისტეს, და შედგა უფალი ჯვარზე!!..
მიზანი ამართლებს საშუალებას!
იუდა პირველი ქრისტიანია ქრისტიანთა შორის...
მან არ უარყო ქრისტე,
ვითარცა პეტრემ!
უ ყ ო ყ მ ან ო დ!
სამჯერ, ზედიზედ, მამლის ყივილზე
უარყო ქრისტე, ქრისტე უარყო!..
ისევე, როგორც დანარჩენმა მოციქულებმა!
მათ არ სჯეროდათ ქრისტე ღმერთის,
მისი „ა ღ დ გ ო მ ი ს“!..

იუდამ ირწმუნა,
და გ ა ს ც ა ი ე ს ო უფლად რწმენისათვის, ადამიანებისთვის, სამყაროსთვის!!!
რასაცა გ ა ს ც ე მ შენია, რაც არა
დ ა კ ა რ გ უ ლ ი ა....
სხვის ომში ყველა გენერალია...
ეადვილებათ ფარისევლებს
იუდას ჯ ვ ა რ ც მ ა ც!...

ხატია
თბილისი
2009წ.

Anonyme a dit…

ok! I am sooory,sory,sory.. by!

Anonyme a dit…

rogor mejavrebi!

Anonyme a dit…

რა უნდა იფიქროს კაცმა ასეთი კომენტარების წაკითხვის შემდეგ?!
იქნებ სიცხის ბრალია?

Anonyme a dit…

მოგესალმებით აგორაზე:მაგარი შეგრძნებაა, როდესაც შენს ხანგრძლიავ ნაფიქრს(რომელსაც დასრულებული ფორმა არ აქვს)შენს ნახევარაზრებს რომლის მიმართაც ”დაჩრდილდი”(მ.მამარდშვილი)ერთ ამოსუნთქვით წასაკითხ ტექსტში აღმოაჩენ და გათავისუფლდები, ალბათ ეს არის კათარზისი.მადლობა ტექსტის ავტორს და გიორგი მაისურაძეს რომელმაც ეს ტექსტი ფეისბუკზე დადო.

Anonyme a dit…

დავრჩებით ჩვენი საკუთარი სიძულვილის ჯაჭვებით მიბმულნი კავკასიონს, სამშობლოს გამოხრულ ნარჩენების ავ დარაჯებად.- vfiqrobt, vfiqrobt, vfiqrobt! zogi cers,zogi vera da..vigrchobiiitttt!
gmadlobt,
MI

Anonyme a dit…

მოკლედ, კარგი ტექსტია.

ახლა ხარვეზები. ბევრია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ ვითხოვთ დროს, რომ ევროპას დავემსგავსოთ: ევროპას ამდენი დრო მოუნდა რომ...ასეთი გამხდარიყო, ჩვენ კი ახლავე გვთხოვენ.

ეს სწორი შენიშვნაა.

ასევე სწორი შენიშვნაა, რომ ევროპაში პოლიციის მიერ იშვიათად დიდი სიმკაცრის გამოვლინება, ჩვენთან იგივეს ნორმად გამართლებას იწვევს. ასეთი ტენდენციაც არის რა თქმა უნდა.

მაგრამ რატომ გამოტოვეთ რუსეთის საფრთხის ფაქტორი, რომელიც ამ ზემოაღწერილ ფაქტორზე უფრო ძლიერად მოქმედებს ამ სიტუაციაზე?


მეორე ხარვეზი:

ბეჟუაშვილის სიტყვები არც ფორმალურად და არც რეალურად არ იყო "მთელი დიასპორის" დადანაშაულება. ფაქტიურად კი დიასპორა მართლაც ქცეულია რუსეთის სპეცსამსახურების განსაკუთრებული ყურადღების და მუშაობის საგნად. ეს თალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.

კიდევ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ მტავრობის კრიტიკა დეფიციტი ნამდვილად არაა, ეს აზრი თქვენგან მოვისმინე პირველად და არც ვეთანხმები.

მე ვთვლი, რომ თქვენ ბეჟუაშვილის სიტყვებს გაააცილებით მეტი ნეგატიური მნიშვნელობა მიანიჭეთ, ვიდრე მათ სინამდვილეში ქონდათ. აქედან წარმოიშვა სუსტი პროგნოზი, რომ რუსეტში ნაეთესავების ყოფნა მალე სიძულვილის ტალღის ინსტრუმენტი გახდება.
არ გახდება.
"აგერ შენ, აგერ მე და აგერ გერმანია" (დუმბაძე) :)

დანარჩენი კი სწორი და კარგი საკიტხავია. კარგი სტატია დაგიწერიათ. იქნებ გაუგზავნოთ საქართველოში გაზეთებს.
სიძულვილი არაა შიგ, მაგრამ რა იცით, იქნებ დაბეჭდონ. :)

ზვიადი

irma a dit…

benr rameze damafiqreT,TiTqos axali araferi magram ase erTianad miReba am yvelafris mainc shtambechdavi armochnda:)
madlobT.ise tqven aq unda iyoT,magram axlodan am yvelafers ertianobashi ver dainaxavdit albat.

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე a dit…

ირმა დიდი მადლობა. ჩემთვის მთავარი ეს არის: თუ მართლა დაგაფიქრეთ , ახალს, კი საუკუნეში მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი ამბობს მხოლოდ. ჩემდა სამწუხაროდ მე ასეთების რიცხვს არ მივეკუთნები.
ჩემთვის – გამოტოვებული ან ცუდად ნასწავლი "გაკვეთილების"საფუძვლიანად შესწავლა–გადამეორებაც მნიშვნელოვანი და სავსებით საკმარისია.
პაატა ქურდაძე

Anonyme a dit…

imis magivrad ro kalshnikovi gadagekidebina da jarshi tsasulikavi, kalashnikovs gadaekide da parizshi tsaxvedi? xa xa , very cool kochag.nk

Anonyme a dit…

imis magivrad ro kalshnikovi gadagekidebina da jarshi tsasulikavi, kalashnikovs gadaekide da parizshi tsaxvedi? xa xa , very cool kochag.nk

Anonyme a dit…

imis magivrad ro kalshnikovi gadagekidebina da jarshi tsasulikavi, kalashnikovs gadaekide da parizshi tsaxvedi? xa xa , very cool kochag.nk

Anonyme a dit…

imis magivrad ro kalshnikovi gadagekidebina da jarshi tsasulikavi, kalashnikovs gadaekide da parizshi tsaxvedi? xa xa , very cool kochag.nk

Anonyme a dit…

imis magivrad ro kalshnikovi gadagekidebina da jarshi tsasulikavi, kalashnikovs gadaekide da parizshi tsaxvedi? xa xa , very cool kochag.nk

Anonyme a dit…

esaa chveni comentari.nk

Anonyme a dit…

Cemi gazeTi rom mqondes am statias mtlianad da ucvlelad davbeWdavdi. didi madloba, pativiscemit manana iashvili

Anonyme a dit…

დიდი მადლობა ბატ. პაატა!!!! ძალიან საინტერესო და ყოვლისმომცველ სტატიებს წერთ..... რაც მაინტერესებს და ვცდილობ გავერკვიო მართალი ვარ თუ არა ყველაფერია თქვენს ბლოგზე....