"საქართველოს რესპუბლიკა " # 126– # 127 ოთხშაბათი,ხუთშაბათი 24– 25 ივნისი, 2009 წელი
პაატა ქურდაძე: ჩვენი "სულიერი მისია" მესაზღვრეობაა...
ინტერვიუ
ია მერკვილაძე
– ერთ მშვენიერ დღეს ინტერნეტის გამოუცნობი გზებით "რეაქტიული კლუბი" აღმოვაჩინე. უფრო სწორად, მისი ერთ-ერთი წევრის პაატა ქურდაძის ბლოგი. "რეაქტიული სამეულიდან" ირაკლი ჩარკვიანი ცოცხალი აღარაა, კოტე ყუბანეიშვილი საქართველოშია და "თქვენი ქსელი, ჯეოსელის" გარდა კიდევ ბევრ რაღაცას წერს. ბლოგური ჟანრი ანუ, როგორც დღეს უწოდებენ, "ბლოგოსფერო" "ახალი დემოკრატიებისთვის" ერთგვარი "რეაქტიული ტერიტორიებია": ვირტუალური აუდიო-ვიზუალური ტექსტები, შეკრების ადგილი, არაფორმალური კლუბი (საწევრო გადასახდელი არაა ), დღიური თუ "ბრიფინგი" ჩვენი დროის "ჰაიდ პარკებია" არა მარტო მოდერნისტ-პოსტმოდერნისტებისთვის, კონსერვატორ-ფუნდამენტალისტებისთვის, მემარცხენე-მემარჯვენე-ცენტრისტებისთვის, არამედ იმათთვისაც, ვისთვისაც გამოხატვის თავისუფლება პროფესიაა ანუ მედიისთვის. ზოგი ჭკვიანურს ამბობს (წერს ), ზოგი - ცდილობს, ზოგიც - იდიოტურს. თუმცა ერთიც, მეორეცა და მესამეც საინტერნეტო ისტორიას ან მაკულატურას უნდა შემორჩეს. ამბობენ რომ ბლოგერების რაოდენობით ირანელებს ვერავინ სჯობნისო. იმასაც კი ამბობენ, ცხვირის პლასტიკური ოპერაციების რაოდენობით თეირანი მსოფლიოს დედაქალაქიაო. არ ვიცი, აქედან რა ჭკვიანური (საბლოგო, ოღონდ ისე, მესამეთა, ანუ იდიოტთა სიაში რომ არ მოვხვდე) დასკვნის გამოტანა შეიძლება. მაგრამ ფაქტია, რომ 90, 50 ან 20 წლის წინათ ინტერნეტს რომ ეარსება, მიახლოებით წარმომიდგენია, თუ როგორ იტრიალებდა მრგვალი დედამიწა.
ცოტა გამიგრძელდა ვებ-ბლოგ-ინტერნეტზე საუბარი, ამიტომ პირდაპირ გადავალ მწერალსა და პოეტზე პაატა ქურდაძეზე (www.paatakourdadze.blogspot.com ). ოღონდ იგი არც "ახალი დემოკრატიის" ქვეყნიდანაა და აღარც "რეაქტიული კლუბის" წევრი. საფრანგეთში აგერ უკვე 18 წელიწადია ცხოვრობს. მთელი ცხოვრება წერს, თუმცა საბჭოთა საქართველოში გამოქვეყნებაზე არც უფიქრია, მაინც არ დამიბეჭდავენო. ხომ ვთქვი, აფსუსია, მაშინ "კომპი" და "ინეტი" რომ არ გვქონდა. ამიტომ მისი ტექსტები "უიღბლო" ქურდის ხელში აღმოჩნდა, როცა პარიზში ჩასვლის წინ მოსკოვში ჩემოდანი მოპარეს, სადაც ყველა მისი ნაწერები იდო. ასე დარჩა პაატა ქურდაძე, როგორც თავად ამბობს, აბსოლუტურად ცარიელი ლიტერატურული წარსულით. საფრანგეთში 1991 წელს ჩავიდა და დარჩა. საქართველო ამ დროს სამოქალაქო ომისთვის ემზადებოდა. ჰყავს ფრანგი მეუღლე და 14 წლის ტყუპი გოგონები. პაატა ქურდაძე მუშაობს ფრანგული ტელეარხებისთვის. იგი დოკუმენტალისტი, სცენარისტი და რეჟისორია. 1999-2000 წლებში თვეში ერთხელ ფრანგულ ტელესივრცეში გადიოდა მისი გადაცემები "ფრანგი ქართველების" ღონისძიებებზე. სამშობლოში არავინ დაინტერესდა ამ გადაცემებით, თანაც მაშინ ინტერნეტი ასეთი გავრცელებული და სწრაფიც არ იყო.
წერს საინტერესოდ, დასამახსოვრებლად, დაუშაქრავად, ხმამაღლა ფიქრობს, აზროვნებს. მის ბლოგზე, მგონი, პირველად შეიძლება გაეცნოთ საქართველოს პრეზიდენტის "უცხოური" წიგნის "მე თქვენ თავისუფლებაზე გესაუბრებით" ქართული თარგმანის ნაწყვეტებს. წერს მოთხრობებსაც. არც ერთი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ უკვე მაინტერესებს. მალე პარიზში ქართულ-ფრანგულ ენაზე გამოვა მისი ნოველების კრებული სავარაუდო სახელწოდებით "ყველაფერი ვიოლინოს შესახებ". ადრე ქართული ჟურნალის გამოცემაც უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. რაც შეეხება თავად "რეაქტიულ კლუბს", ეს მისი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ უკვე წარსული. კლუბს 20 წელი უსრულდება, თითქმის იმდენივე, რამდენიც - მწერლის ემიგრაციას. თუმცა ეს ინტერვიუ არაა "რეაქტიულ კლუბზე", უფრო სწორად, არა მარტო მასზე და არა იმიტომ, რომ დიუმასდარად "..20 წლის შემდეგ" არ გვაინტერესებს...-
–"რეაქტიული კლუბი" საბჭოთა სიბრიყვის ნაციონალისტურ სიბრიყვედ ტრანსფორმირების პროცესის ეპოქაში შეიქმნა, - ამბობს ბატონი პაატა. - ჩვენ ვგრძნობდით, რომ ერთი საშინელების ადგილს მეორე იჭერდა და ვცდილობდით გარდამავალი პერიოდის ანარქიული თავისუფლებით გვესარგებლა. საქართველო მაშინ სალხინებელს ჰგავდა საბჭოთა ჯოჯოხეთსა და დასავლურ სამოთხეს შორის. სინამდვილეში ბოლომდე არავის სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, ამიტომ სანამ თავიდან ჩაგვკეტდნენ, სულ ახლახანს დროებით განთავისუფლებული პატიმრებივით ღრმად ვსუნთქავდით და მზეს ვეფიცხებოდით.
უნდა გითხრათ, რომ ის, რასაც ჩვენ ვწერდით, დღეს გაცილებით მეტი ცენზურის ქვეშ მოექცეოდა საქართველოში. დღევანდელი ცელმომარჯვებული პატრიოტი და მართლმადიდებელი მორალისტები გაცილებით აგრესიულები მეჩვენებიან, ვიდრე - მაშინდელნი. მით უმეტეს, წითელი ცენზურა უკვე საერთოდ აღარ არსებობდა. თუ გადაიკითხავთ "რეაქტიული კლუბის" პირველ გამოცემას, ნახავთ რომ მასში საბჭოთა პრობლემატიკა თითქმის არ არსებობს. ჩვენი კლუბი უფრო იმ სიბნელის პირველ ნიშნებს ებრძოდა, რომლებმაც მოგვიანებით და განსაკუთრებით დღეს საქართველოში ღრმად გაიდგეს ფესვები.
- კლუბი ერთგვარი "შინაგანი ემიგრაცია" იყო?
- "რეაქტიული კლუბი" არ იყო შინაგანი ემიგრაცია, რადგან როგორც აღვნიშნე, ჩვენ საქართველოზე ვწერდით, და სულიერად არსად გაქცევას არ ვაპირებდით. ვთვლიდით, რომ გაფრენა ზრდასრულ დამოუკიდებლობას უფრო ნიშნავს, ვიდრე დამფრთხალ გაქცევას. ეს მოახლოებული ბნელი სურეალისტური ეპოქის წინათგრძნობა იყო, რომელიც, სამწუხაროდ, უფრო მალე ახდა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვეძლო. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა შთაბეჭდილება იმისა, რომ ამ სიბნელესთან მებრძოლნი ბევრნი ვიყავით. ამიტომ ლექსებს სხვადასხვა ფსევდონიმებით ვწერდით. სამივესთვის და პირადად ჩემთვის მთავარი კონცეფცია სწორედ ეს იყო: პოეზია ავტოგრაფის გარეშე.
- როგორ აღმოჩნდით პარიზში?
- 1991 წლის შემოდგომაზე კოტე ყუბანეიშვილი და მე სამი თვით პარიზში დაგვპატიჟეს. ემიგრაციაზე განსაკუთრებით არც ერთს არ გვიფიქრია. მე თავს უფრო მოგზაურად ვგრძნობდი, ვიდრე ემიგრანტად.სწორედ ისე, როგორც ევროპელი ახალგაზრდების უმეტესობა, რომლებიც ცხოვრების რაღაც პერიოდში აუცილებლად დაეხეტებიან ერთი ქვეყნიდან მეორეში... სამწუხაროდ, მალე მივხვდი, რომ არც ისეთი ახალგაზრდა ვიყავი, და არც ისეთი "ევროპელი", როგორიც ჩემი თავი მეგონა... თუმცა ეს სხვა თემაა...
საქართველოდან ჩვენი წამოსვლიდან რამდენიმე კვირაში სამოქალაქო ომად წოდებული მარაზმი დაიწყო, რომელიც რაღაც ფორმით დღემდე გრძელდება. კოტე სამ თვეში თბილისში დაბრუნდა. იქ მას ცოლი, ტყუპები და "რეაქტიული კლუბის" პირველი წიგნი ელოდებოდა, რომლის გამოცემასაც მის გარდა ვერავინ მოახერხებდა, ვერც ირაკლი და მით უმეტეს - ვერც მე.
წიგნი 1992 წელს გამოვიდა და, რამდენადაც ვიცი, წარმატებითაც. პირველი ინტერვიუ ირაკლიმ რომელიღაც გაზეთს მისცა, ჯერ კიდევ ჩვენი პარიზში ყოფნისას, წიგნის გამოსვლამდე. მე და ჩემმა მეგობრებმა დავწერეთო... თუმცა მეგობრები არ დაუსახელებია. ეს, მგონი, პირველი ინტერვიუ იყო მის ცხოვრებაში. აქედან დაიწყო "რეაქტიული კლუბის" გრძელი "მედია-ისტორია". ერთ წელიწადში მეორე გამოცემა გამოვიდა, ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე - პირველი. იქ, გარდა ირაკლისა და კოტეს ძველი და ახალი ლექსებისა, ასევე ჩემი პირველი გამოცემიდან გადმობეჭდილი რამდენიმე ლექსისა, უკვე სხვა ავტორებიც შევიდნენ სხვადასხვა ფსევდონიმებით. თუმცა უკვე ყველამ იცოდა რომ "რეაქტიული კლუბი" ირაკლი და კოტე იყო. ჩვენი სამეულიდან ერთადერთი მე დავრჩი ანონიმად. ამას წინათ რომელიღაც ფორუმზე წავაწყდი ჩემს ლექსს "სპილოს კომპრომისი", რომელიც, როგორც ჩანს, ამ ფორუმის მონაწილეებს ირაკლი ჩარკვიანის ჰგონიათ. ეს ჩემთვის სწორედ იმ პირველი კონცეფციის გამარჯვებაა... როდესაც სამივე ანონიმურები ვიყავით.
პრინციპში "რეაქტიული კლუბის" ანონიმურობის საწყისმა კონცეფციამ ირაკლის პირველივე ინტერვიუს შემდეგ აზრი დაკარგა: ყველა მშვენივრად იცნობდა ავტორებს, ამიტომ მეორე გამოცემაში ახალი ფსევდონიმების გამოყენება დღემდე ზედმეტ ექსტრავაგანტულობად მიმაჩნია. მათ მშვენივრად შეეძლოთ ნამდვილი გვარები დაეწერათ. ახალი ავტორებიც ასე უკვალოდ არ გაქრებოდნენ. თუმცა მე ამ დროს თბილისში აღარ ვცხოვრობდი და მეორე გამოცემაში მონაწილეობა აღარ მიმიღია.
მერე ირაკლი პოპ-ვარსკვლავი გახდა. მე დღემდე ვთვლი, რომ ეს დიდი შეცდომა იყო მისი მხრიდან. მან პოეზიასა და პოპს შორის უფრო ადვილი აირჩია. ჩემი აზრით, ეს მას თავადაც კარგად ესმოდა და ამან შეიწირა კიდეც. ეს მის ბოლო წიგნში კარგად ჩანს. ლოკალური პოპ-ვარსკვლავობა ძალიან ცოტა იყო მისი ამბიციისთვის. მან ამას ძალიან სწრაფად და ადვილად მიაღწია, სამწუხაროდ, გვიან მიხვდა, რომ პოპ-მუსიკა არ იყო ის ფორმა, რომელიც მის მგრძნობელობას სხვებისათვის ხილულს გახდიდა... ლოკალური საზღვრებიდან ის მხოლოდ პოეზიას შეეძლო გაეყვანა და არა - პირველობას ქართულ პოპში. ეს გასვლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი "რეაქტიული" ძრავები ორბიტაზე გასვლამდე ჩაქრნენ.
- სამაგიეროდ, კოტე აღმოჩნდა ალღოიანი . და თანაც ყველაზე ადრე შექმნა საკუთარი ვები, ჯერ კიდევ 5-6 წლის წინათ...
- ჩემი აზრით, კოტე ყუბანეიშვილმა გაცილებით სწორად გამოიყენა "რეაქტიული კლუბის" პატარა "ბროშურის" წერისას მიღებული გამოცდილება: მან ქართული პოპ-პოეზია შექმნა. მე საქართველოში ყოფნისას მის გავლენას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ: რეკლამიდან დაწყებული ახალი ქართული პოეზიით დამთავრებული... პოლიტიკურ ენაშიც კი" (თუმცა ეს უკანასკნელი, სჯობს, კლასიკური დარჩენილიყო ). "რეაქტიული კლუბის" წევრებს შორის პოეზიის ყველაზე ერთგული კოტე ყუბანეიშვილი აღმოჩნდა... და არა მარტო ჩვენს შორის. მე პირადად საქართველოში არ ვიცნობ სხვა პოეტს, მხოლოდ პოეზიით რომ ცხოვრობდეს, და მისი ლაპარაკის მანერა პარლამენტის დეპუტატების მანერას არ მაგონებდეს. კოტე ახლახანს იყო პარიზში. როგორც ყოველთვის, ეხლაც ათასი რამ დავგეგმეთ. თუმცა ჯერჯერობით ერთადერთი, რაც დღემდე ერთობლივად გამოგვივიდა, საბჭოთა საქართველოს აგონიისა და მისივე ფსიქადელიური ეპოქის დასაწყისის ზღვარზე, ირაკლი ჩარკვიანთან ერთად შექმნილი "რეაქტიული კლუბის" 80 გვერდია.
- ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დარჩით. როგორი "რეაქტიულობა" გექნებოდათ.
- არ ვიცი. მას შემდეგ 18 წელი გავიდა. იმდენი რამ მოხდა საქართველოსა და ჩემს ცხოვრებაში, რომ ძალიან ძნელია ჩემთვის ვარაუდებით წარსულში მარჩიელობა, თუ როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება.
- ამას წინათ კონსერვატიული პარტიის ლიდერმა განაცხადა "ჩვენ ვართ ელიტაო". საქართველოს ისტორიის განმავლობაში ელიტა ფორმაციის ცვლასთან ერთად ხან მეფის კარი, მერმე თავად-აზნაურობა იყო; მერმე რომანტიკოსები, რომლის ადგილი არარომანტიკულმა მწერლობამ ცოტა ხნით მაშინდელ ვაჭართა და ბიზნესმენებთან პარალელურად დაისაკუთრა. მერე ბოლშევიკურ-ინტელიგენტური ელიტა გაჩნდა, მერე ეროვნული, მერე შევარდნაძისეული (თავად-აზნაურობისა და მოგვიანებით მეფის გამოუტირებლობის ფონზე ), მერე - პარტიული. არის კი ეს პარტიული ელიტა პოლიტიკური ელიტა. ხომ ვერ გაავლებდით მცირედ პარალელს ფრანგულ და ქართულ ელიტებს შორის. სადაა "ხიდჩატეხილობა".
- რატომაც არა. პოლიტიკური ელიტა არც თუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც გამოიყენება პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში, მხოლოდ ეს სიტყვა არასოდეს გამიგია პოლიტიკოსისაგან. საერთოდ, "ელიტა" იმდენად დისკრედიტებულია ქართულ ენაში, რომ პოლიტიკოსი რომ ვყოფილიყავი, არაფრით მას არ გამოვიყენებდი. ეს სიტყვა სარეცხი ფხვნილის ქართულ რეკლამასა და 1990-იანი წლების თბილისის "ელიტარულ" სახინკლეებსა და აბანოებს უფრო მაგონებს, ვიდრე - სერიოზულ ტერმინს. მარამ პოლიტიკოსებს, მით უმეტეს, ქართველ პოლიტიკოსებს სულ რამდენიმე ასეული სიტყვის მარაგი და კიდევ უფრო ნაკლები გემოვნება აქვს, ამიტომ მათ განსაკუთრებულ ორატორულ ხელოვნებას ვერ მოსთხოვ.
თუმცა, როგორც ვხვდები, საქართველოს მთავარი კონსერვატორი მაღალ საზოგადოებასთან ახლოს ყოფნას გულისხმობდა(?! ). ამ შემთხვევაში ვერაფერს ვიტყვი, რადგან ასეთ სოციალურ გაურკვევლობაში მყოფი ფენა ჩემს ინტერესის საგანს განსაკუთრებით არც ერთ ქვეყანაში არ წარმოადგენს. მით უმეტეს საფრანგეთში, სადაც ბევრი ელიტა არსებობს. ისინი სულაც არ არიან ერთმანეთთან აუცილებლად გადაჯაჭვულნი. მაგალითად, პოლიტიკური ელიტა არისტოკრატულ ან არტისტულ ელიტასთან. თუ არ ჩავთვლით ჩვენი - საფრანგეთის ბოლო პრეზიდენტის აშკარა მიდრეკილებებს არტისტულ წრეებთან მეგობრობის, გარკვეულწილად, მისი მეუღლის, მომღერლისა და ყოფილი მოდელის კარლა ბრუნის გამო.
როგორც ვხვდები, საქართველოში სიტყვა "ელიტამ" რუსული "სვეტსკოე ობშესტვო" ჩაანაცვლა. მე ვერანაირ პარალელს ვერ გავავლებ ფრანგულ და ქართულ ასეთ "ობშესტვებს" შორის. საფრანგეთში მსგავსი რამ ლუი XIV-ის დროს რომ იყო, ნამდვილად ვიცი. დღეს ასეთი მგონი არაფერი არ არსებობს, თორემ ერთხელ მაინც მოვკრავდი ყურს. მიუხედავად ამისა, საფრანგეთისა და, განსაკუთრებით, პარიზის რაღაც მითოლოგიურ ელიტაზე არაერთხელ მსმენია ქართველებისა და რუსებისგან. ეტყობა ბავშვობაში წაკითხული დიუმას რომანებიდან გამოსვლა ჯერჯერობით უჭირთ...
მე არ მგონია, რომ დღეს საქართველოში ის ელიტა არსებობდეს, რომელზეც თქვენ მეკითხებით. ასეთი უსაქმურების ელიტა პრინციპში საქართველოში ბიჭვინთის "დომ ტვორჩესტვასთან" ერთად დაიხურა. მას შემდეგ საქართველოში ხან წვერიანი და მანდილიანი ნაციონალისტები "გასვეტდნენ", ხან - კალაშნიკოვიანი ბანდიტები, ხან - შევარდნაძის გაიძვერები, ხან კიდევ - ვარდისფერი ნაციონალები. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ უკანასკნელთა ელიტურ სამოთხეში მოხვედრა უმეტესობისათვის ეფემერულია: ვარდისფერ "ჯეთ სეთში" ფეხი მყარად სულ რამდენიმემ მოიკიდა და მათაც გამუდმებით ახსოვთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე. ვინ წარმოიდგენდა სულ რაღაც ერთი წლის წინათ, რომ ანა კარენინასავით რკინიგზის ლიანდაგებზე დაასრულებდა თავის ვარდისფერ პოლიტიკურ კარიერას... თუმცა დარწმუნებული ვარ წინ სხვა გრძელი და მრავალფეროვანი პოლიტიკური კარიერა ელოდება.
- კეთილი, მაშინ რა განსხვავებაა საბჭოურ და პოსტსაბჭოურ ელიტებს შორის.
- განსხვავება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ელიტებს შორის არის ის, რომ ამ უკანასკნელებმა ცეცხლითა და მახვილით მოიპოვეს დროებითი ადგილი მითოლოგიურ სოციალურ ოლიმპზე. აკაკი ასათიანი ერთ-ერთი ასეთი, პანღურამოკრული ანგელოზია, თუ გნებავთ ფრთებდამწვარი... ასეთები საქართველოში ბოლო ოცი წლის მანძილზე იმდენი დაგროვდა, რომ პრინციპში ყოველი ასე თუ ისე "თავმოყვარე" თბილისელი ოდესღაც რომელიღაც ელიტას მაინც მიეკუთვნებოდა. ყოფილი ბიჭვინთის "ჯეთ სეთი" მათ ირონიით "ახალ ქართველებს" უწოდებს. არც გაემტყუნება: თვითონ ბევრად უფრო ნამდვილი "მაღალი საზოგადოება" იყვნენ, რადგან "დომ ტვორჩესტვას" ნომრები ცეცხლითა და მახვილით თვითონ არ მოუპოვებიათ: ამისათვის მათი არც თუ ისე მცირე ნაწილის მაუზერიანმა და გალიფე შარვლიანმა ბაბუებმა დაღვარეს საკუთარი და კიდევ უფრო მეტი სხვისი სისხლი. მათი ექს-წითელი გაელიტებული შთამომავლები კი "არმანიში" ჩაჭედილ დღევანდელ ვარდისფრებს "ნოვი გრუზინებს" ეძახიან... და ავიწყდებათ, რომ თვითონ გაცილებით უარესი, წერა-კითხვის უცოდინარი "ნოვი გრუზინების" შვილიშვილები არიან.
ჩვენი აბსოლუტურად პროვინციული მიდრეკილება ელიტიზმისაკენ, გრძელი და სევდიანი თემაა. ეს ჩვენი ეროვნული იდენტურობის, ალბათ, ყველაზე მთავარი განმსაზღვრელი დეტალია. მე შეუძლებლად მიმაჩნია ფრანგულ საზოგადოებასთან პარალელების გავლება. შემიძლია მხოლოდ აგიხსნათ, რატომ მიმაჩნია შეუძლებლად, მაგრამ ამას ინტერვიუს ფორმატი ვერ დაიტევს.
- ქართველების ევროპულობა საფრანგეთში და ქართველის ევროპელობა საქართველოში: ამერიკაში მყოფ ქართველებზე ჩემი მცირედი დაკვირვებით ამერიკის ლიბერალური ღირებულებები (რასაკვირველია, ყველაში არა) მეტ-ნაკლები სიმწვავის "რეაქტიულობას" აჩენს, როცა ამ ღირებულებებში ცხოვრება (ეკონომიკური, სექსუალური თავისუფლება, ტოლერანტობა) და სარგებლობა პირიქით - უფრო მეტ გაუცხოვებასა და ჩაკეტვას იწვევს. მე ვსაუბრობ, არა კულტურულ შოკზე, რომელიც, წესით, 10 წელზე მეტხანს აქ მყოფთათვის უკვე აღარ უნდა იყოს მტკივნეული, არამედ დამოუკიდებლობას ღია სივრცესა და "სხვისადმი".
- მე კი პირიქით, მეჩვენება, რომ ქართველები უკეთ ახერხებენ ინტეგრირებას სხვა ქვეყნებში, ვიდრე ბევრი სხვა, მაგალითად რუსები. საერთოდ არა მგონია ბუნებით ვინმეზე მეტად ჩაკეტილები ვიყოთ. ნემისმიერი ემიგრაციის პირველი თაობა საკუთარი იდენტურობის ავადმყოფურად ერთგული რჩება. მით უმეტეს ეკონომიური ემიგრაცია, ასეთები კი სამშობლოდან გადახვეწილთა 90 პროცენტს წარმოადგენენ. ეკონომიური ემიგრაცია ნიშნავს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გადაადგილებულ ადამიანებს. რამდენადაც ვიცი, ევროპაში და მით უმეტეს ამერიკაში ემიგრირებული ქართველების დიდ ნაწილს სწორედ ასეთები შეადგენენ
ვფიქრობ, ისინი ვერ იქნებიან ბოლომდე გახსნილები ლიბერალური თუ სხვა რაიმე ღირებულებების მიმართ. მათ ამისათვის არც დრო აქვთ და არც განწყობა. ასეთი ემიგრაცია ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში სოციალური იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე დგას. მათი ადგილობრივ ღირებულებებთან ბრძოლა თვითდამკვიდრების, საკუთარი ღირებულებების გადარჩენის მცდელობაა. ჩემი აზრით, საერთოდ, ემიგრაცია ცხოვრების ექსტრემალური გარემოა. ძნელია წყალწაღებულს ხელების ქნევის გარდა კიდევ რამე მოსთხოვო, მაგალითად, ბატერფლაით ცურვა. მას მხოლოდ თავის გადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს, ასე არ არის? ქართველები გამონაკლისს, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენენ.
-გაცილებით რთული ასახსნელია საკუთარ გონებრივ სიტლანქეში გაჯიუტებული დასავლელი ქართული წვრილი ბურჟუაზიის ის ნაწილი, რომელსაც საკმაო დრო და საშუალება აქვს იმისათვის, რომ წესებით ცურვა ისწავლოს, მაგრამ არ უნდა. ასეთები თითქმის ყველა ეთნიკურ ემიგრაციას ჰყავს. არა მგონია, ჩვენ მეტი გვყავდეს. გარდა ამისა, ახალმა ქართულმა ემიგრაციამ ჯერ კომუნად, დიასპორად ჩამოყალიბება ვერ მოასწრო. მას ძალიან ცოტა ხნის ისტორია აქვს. თუ საფრანგეთში მცხოვრებ პირველი ემიგრაციით ვიმსჯელებთ, უნდა გითხრათ, რომ ქართველებს კულტურული ინტეგრირების უნარი ნამდვილად გაგვაჩნია. თუმცა ამ ემიგრაციას 80 წლის ისტორია აქვს. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ ქართული ემიგრაციის პირველი თაობა შინაგანად კიდევ უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა ევროპულ ღირებულებებს. მით უმეტეს ეს ღირებულებები თვით ევროპაშიც კი არ არის ერთნაირად და ერთ დროს მიღებული ყველა ქვეყანაში. რამდენადაც ვიცი, არც ამერიკაშია ამ მხრივ ლიბერალური სამოთხე.
- საქართველოში საუბრობენ ზოგად ლიბერალურ ღირებულებებზე, თავისუფლებაზე, დასავლეთზე, მაგრამ როცა საქმე კონკრეტიკამდე მიდის, საუბარიც იქვე მთავრდება ...
- ჩემთვის პირადად საყოველთაოდ მიღებულ-აღიარებული ღირებულებები ცოტა საეჭვო ცნებებია. დემოკრატია, რომელიც ამ ღირებულებებისათვის აუცილებელი სასიცოცხლო სივრცეა, არ წარმოადგენს ერთხელ, სამასი წლის წინათ მიღწეულ რაღაც სტატიკურ მდგომარეობას. დემოკრატია განუწყვეტელი დინამიკური და სასტიკი პროცესია. ევროპა დეტალების ერთობლიობაა. ტოლერანტობა ევროპულობის ისეთივე დეტალია, როგორც სიქსტის კაპელა, "ბმვ", ეიფელის კოშკი და ქუჩის შუქნიშანი. ჩვენ ქართველებს, მხოლოდ სიქსტის კაპელა, ეიფელის კოშკი და "ბმვ" გვინდა. შუქნიშანი და ნაგვის ყუთამდე რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა კი - არა... 1990-იანი წლების დასაწყისში ერთი ჩემი ნაცნობი ახალგაზრდა ქალი ინდოეთში წავიდა რამდენიმე თვით სახეტიალოდ. აღფრთოვანებული დაბრუნდა იქიდან. მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი ლაიტმოტივი გასდევდა მის მონათხრობს - სიბინძურე! - ადამიანები თქვენს წინ ქუჩაში მოურიდებლად იფურთხებიანო... ალბათ გენიშნათ რაღაც, არა? ამას კიდევ მზესუმზირის ფურთხება შეგვიძლია დავუმატოთ, რატომღაც მოფერებით "სემიჩკის კნატუნს" რომ ვეძახით... ღირებულებები მაშინ ხდება მიღებული, როდესაც მასზე აღარ ფიქრობ. მე ჯერ კიდევ ვფიქრობ იმაზე, რომ საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იფურთხებიან, და ამას განვიცდი, ამიტომ ნაადრევი მგონია ჩვენს რელიგიურ ტოლერანტობაზე განყენებულად ლაპარაკი. მით უმეტეს, ჩვენს რაღაც ერთ მთლიან ევროპულ ღირებულებებზე.
- ჯერ არ ვართ თუ უკვე ვიყავით აგრერიგად აღთქმული "ევროპელები" და ამიტომ გვიხარია "ზეზვასა" და "მზიას" ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენა...
-ქართველებში უდავოდ არის ევროპული ხმელთაშუა ზღვის კულტურული მსგავსება, თუმცა ამდენივეა - ახლო აღმოსავლური. აღმოსავლეთიც განზოგადებული სიტყვაა. ძალიან ხშირად საფრანგეთში ჩვენ, ქართველებს ახლო აღმოსავლეთს მიგვაკუთვნებენ და მეც ვთვლი, რომ კულტურულად მათთან ძალიან ახლოს ვართ. ყოველდღიურად ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ - ვინა ვართ. ეს ჩვენი სასჯელია. არ ვიცი რისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეროვნული სასჯელია: ვიცხოვროთ ორი სახით და ყოველდღე, ყოველ წამს იმაზე ვიფიქროთ, ევროპელები ვართ თუ აზიელები. ჩვენი "სულიერი მისია" მესაზღვრეობაა. მხოლოდ არ ვიცით ვის საზღვარს ვდარაჯობთ, აზიისა თუ ევროპის.
ჩემთვის ჩვენი ეროვნული სულიერი სიმბოლო კენტავრია. საქართველო მხოლოდ მაშინ მოისვენებს, როდესაც გაარკვევს, ცხენია თუ ადამიანი. ეს არც ისე ძნელია. ამას მხოლოდ შინაგანი გაბედულება სჭირდება, და არა ღმერთებისგან მოვლენილი გმირი .
- რა როლი "აკისრია" საფრანგეთში ეკლესიას. რა დოზით ერევა იგი "სარკოზისტებისა" და "ანტისარკოზისტების" საქმეებში.
- აქ სკოლაში ჯვრის ტარება ისევე აკრძალულია ქრისტიანებისთვის, როგორც ბურკა - მუსულმანებისათვის და კიპა - ებრაელებისთვის. თუმცა ფარული გავლენის სფეროები ყველა ქვეყანაში არსებობს. მათ შორის, ალბათ, საფრანგეთშიც. თუმცა, არა მგონია კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები, რომელიმე სხვა კონფესიის წარმომადგენლები რაიმე განსაკუთრებულ გავლენას ახდენდნენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე. ამას აუცილებლად აეხდებოდა ფარდა და დიდი სკანდალი მოჰყვებოდა.
საფრანგეთში წარმოუდგენელია რომელიმე ეკლესიას, მათ შორის ყველაზე ძლიერ კათოლიკურს ჰქონდეს ჭეშმარიტების აბსოლუტურობის ისეთი მონოპოლია, როგორიც საქართველოში აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას. ასეთი რამ შუა საუკუნეებში ინკვიზიციასთან ერთად დამთავრდა. საქართველოში კი კუდიანებზე ნადირობა დღეს იწყება. მხოლოდ მადლობა ღმერთს, კოცონზე არავის ვწვავთ თავისუფლების მოედანზე... თუმცა უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, არც ჯორდანო ბრუნოსავით პროგრესული იდეისათვის მებრძოლი "ერეტიკოსების" მოჭარბება შეინიშნება.
საზოგადოების ყველა ფენა ერთნაირად ფარისევლობს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. თუმცა, რამდენადაც ეკლესიას ჩაურევლობის კონკორდატი სახელმწიფოსთანა აქვს დადებული, ამიტომ ჩემთვის სწორედ ხელისუფლების ფარისევლობა და უსუსურობაა თვალშისაცემი. ეკონომიკის მინისტრი შეთავსებით ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე იერუსალიმიდან სააღდგომოდ ცეცხლის ჩამომტანის ფუნქციას ასრულებს და ამაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ეს არის ერთადერთი რამ, რაც ოდესმე ვინმესი, კერძოდ, მინისტრ ჟვანიასი შეშურებია... ამის მერე აღარ მიკვირს, როცა იგივე ხელისუფლება ცოტა ხნის წინათ ეკლესიებში "მიმაგრებაში" უშვებს პატიმრებს. ალბათ, გახსოვთ სულ ახლახანს საპატრიარქოს წინადადებით ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არასაშიშ პატიმართა ნაწილმა პატიმრობა ეკლესია-მონასტრებში მსახურებით გააგრძელონ... მე არ გამიგია, ვინმეს კითხვა დაესვას, რა ქნან მუსულმანმა, ებრაელმა ან ათეისტმა არასაშიშმა პატიმრებმა. ქართული ციხის ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის სურვილით კონფესია შეიცვალონ. ამას რაიმე კონკრეტული სახელი ხომ არ ჰქვია ჩვენი ხელისუფლების "პოლიტიკურ ტაძარში". ევროპაში, მაგალითად, ამას "დისკრიმინაციას" უწოდებენ. საქართველოს ხელისუფლებას არც გამბედაობა, არც ცოდნა, და არც საკმარისი პროგრესულობა აქვს, რათა ეკლესიისაგან დამოუკიდებლად იარსებოს.
საქართველოში ეკლესია ერევა სახელმწიფოს საქმიანობაში და ეს თავად სახელმწიფოს უნიათობის ბრალია. რადგან საერო და სასულიერი ინსტიტუტები თავად უნდა აბალანსებდნენ ერთმანეთს. ყოველ მათგანს მიდრეკილება აქვს სრული კონტროლისადმი, როდესაც ერთი მეორე მხარეს შესაბამის სისუსტეს ხედავს. ამის შესანიშნავი მაგალითია საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება ეკლესიასთან, ასევე ფუნდამენტალისტი თალიბებისა - იგივე სსრკ-სთან ომით დასუსტებულ ავღანურ სახელმწიფოსთან.
ისლამი ისეთივე მშვიდობის რელიგიაა, როგორც ქრისტიანობა. მაგრამ თალიბebiს ისლამი რელიგია აღარ არის: ეს იდეოლოგიაა. ნებისმიერი იდეოლოგია კი, როგორი ჰუმანურიც არ უნდა იყოს იგი, არ შეიძლება ოფიციალურ და ერთადერთ მმართველ inteleatualur da sulier ძალად იქცეს ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში მართლმადიდებლობა, ისლამი და წითელი საბჭოთა ათეიზმი ერთნაირად ტრანსფორმირდება ტირანიად.
- როგორ ფიქრობთ, რატომ დაისაკუთრეს "პარტიული ზონა" "ცნობადი" მამების შვილებმა. რატომ მაინც და მაინც პარტია და არა სხვა რამ. ახლა პარტიაა უფრო "სახელოვანი".
- ჩემი აზრით, დღეს საზოგადოებას თვალში ის ადამიანები ჰყავს გაჩხერილი, რომლებმაც თავიანთი საკუთარი წარსულის შექმნა ან ვერ მოასწრეს ან საამისოდ ნიჭი არ ეყოთ. ამიტომ ვისაც ამის საშუალება აქვს, მამის კალთებს ებღაუჭება. თავად საზოგადოება, პრაქტიკულად, გადაეჩვია საკუთარი ბიოგრაფიის მქონე პიროვნებებს. საქართველოში ხომ, ბოლო ოცი წლის მანძილზე წარსულის არმქონე "ცნობადი" სახეები (როგორც მათ უწოდებენ ), უცებ თითქოს ჯადოსნური ჯოხის მოქნევით ჯერ საიდანღაც ჩნდებიან, მერე კი უცებ ისევ უცნობები ხდებიან, ბოლოს კი - უკვალოდ ქრებიან.
მე კარგად მახსოვს, როგორ დაიწყო კოკო (კონსტანტინე) გამსახურდიას პოლიტიკური კარიერა. გარდა იმისა, რომ ზვიად გამსახურდიას შვილი და მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილია, მის წარსადგენად ვერაფერი მოიფიქრეს, თუმცა ამაზე არც არავინ შეწუხებულა. რადგან გამსახურდიების ცნობილი გვარის წევრობა სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ ეს არაფრით გამორჩეული კაცი პოლიტიკურ ლიდერად აერჩია რამდენიმე ათას ადამიანს და მამამისის სოზი გამხდარიყო.
ზუსტად ასევე დაიწყო კახა შარტავას კარიერა: მისი აფხაზეთში დაღუპული მამის ჟიული შარტავას ფოტოებით. მე მაშინაც და დღესაც ხანდახან ვცდილობ წარმოვიდგინო, ჟიული შარტავა იმ დღეს აფხაზებს რომ ბარბაროსულად არ მოეკლათ, დღეს ქართველები რა დღეში ჩააგდებდნენ მისი კომკავშირული და პარტიული წარსულის გამო. ის ხომ შევარდნაძის მარჯვენა ხელი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯერ კომკავშირული, შემდეგ კი პარტიული ფუნქციონერი იყო წითელ საქართველოში... ვინ იცის როგორ გაგრძელდებოდა შარტავების კარიერა შევარდნაძის კორუმპირებულ ეპოქაში. დაუდგებოდა თუ არა მას გვერდით კონსტანტინე გამსახურდია. ვინ იცის...
გუბაზ სანიკიძეც, ასევე მამის დამსახურებების პოლიტიკური ბენეფიტორია. მისი პოლიტიკური ცოდნა შუა საუკუნეს ვერ ცდება. ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენა მის მეხსიერებაში დიდგორის ბრძოლაა... ანუ ყოველი მათგანი მამის ბოლო სამუშაო ადგილის მიხედვით მოქმედებს: კოკო გამსახურდია პრეზიდენტობას უმიზნებს, შარტავა აფხაზეთს ათავისუფლებს, სანიკიძე უქარქაშო გაშიშვლებული ხმლით რაღაც გაურკვეველ გმირულ ბრძოლებში გვეპატიჟება. კიდევ კარგი ავლიპ ზურაბიშვილის შთამომავლებს ჯერჯერობით პოლიტიკოსობის სურვილი არ გამოუთქვამთ, თორემ ნაპოლეონები და ცეზარები არ მოგვაკლდებოდა ქართულ პოლიტიკურ-დრამატულ თეატრში. ჩემი აზრით, საქართველოში მამებზე ორიენტირებული ოიდიპოსის კომპლექსის ყველაზე უცნაურ და უნიკალური ფორმის გამოვლინებასთან გვაქვს საქმე.
როდესაც ჩემი კომპიუტერის ეკრანში "სახელოვანი ქართველი მამების სახელოვან შვილებს" ვუყურებ, ხანდახან ჩემი ტყუპების ერთი თანაკლასელი, ტანდაბალი სათვალიანი, ძალიან ზრდილობიანი ბიჭი მარტინ დე გოლი მახსენდება. ის სწორედ იმ შარლ დე გოლის შთამომავალია, რომელიც რატომღაც ყველა ქართველი პროტესტანტი პოლიტიკოსის იდოლია (მისი მდიდარი ბიოგრაფიიდან, მგონი მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობით გადადგომის ეპიზოდის გამო ). ამ ბიჭის წარმოშობის შესახებ ვერც კი გავიგებდით, თავისი დიდი ბაბუის ხმაურიან და იშვიათ გვარს რომ არ ატარებდეს. მიუხედავად ამისა, ერთ კლასში მოხვედრიდან მხოლოდ სამი წლის თავზე შევიტყვეთ მის შესახებ, როდესაც ჩემს შვილებს ერთ დღეს შემთხვევით გაახსენდათ თავიანთი თანაკლასელის დიდი ბაბუა. მას თვალი ტელევიზორში მოკრეს და ამიტომ გვითხრეს მარტინ დე გოლის შესახებ.
მე ამ ბიჭის მამასაც ვხედავ წელიწადში ერთხელ მშობელთა კრებაზე. სათვალიანი, ძალიან მორცხვი, უბრალოდ ჩაცმული ახალგაზრდა კაცია, ცოტა სასაცილო: ცოტათი ჯიმ ქერის ჰგავს, თან ბაბუამისივით აყლაყუდაა... ღმერთი შემიძლია დავიფიცო, რომ ამ კაცს არასოდეს არ გასჩენია პოლიტიკური ამბიციები ბაბუამისის გამო, თუმცა განათლებით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ზემოთ ნახსენებ არც ქართველ მამიკოს ბიჭს, ძალიან დელიკატურად რომ ვთქვა, არ ჩამოუვარდება... დარწმუნებული ვარ, არც პატარა მარტინი მიაყენებს დიდი ბაბუის სახელს ჩრდილს თავისი გვარის დროშასავით ფრიალით. და კიდევ ერთი: ეს ყველაფერი ჩვეულებრივ პარიზის მუნიციპალურ კოლეჯში ხდება და არა რაიმე განსაკუთრებულ "ელიტურ" სკოლაში...
- 20 წლის წიანთ ქართველებმა "მოი ადრეს ნე დომ ი ნე ულიცას" უარი ვუთხარით და გვინდოდა, რომ კონკრეტული მისამართიც გვქონოდა და ადგილიც რუკაზე. მაშინ პატრიოტიზმი და ეროვნული იდენტიფიკაცია რაღაც ახალ გრძნობას, ახალ "რეაქტიულობას" ბადებდა ჩვენში, განსაკუთრებით 9 აპრილის შემდეგ და ეს გასაგებიცაა. პატრიოტიზმი, ასე ვთქვათ, დაუპირისპირდა საბჭოურ "კოსმოპოლიზმს". მაგრამ რატომ ვერ გასძლო ამ იდეამ დიდხანს. რატომ აღმოჩნდა 31 მარტის რეფერენდუმი ფიქცია. რატომ დამთავრდა ერთიანობის ეს იდეა იქვე, სადაც დაიწყო. თან დამთავრდა ყველაზე საშინელი სცენარით. 2008-ის 1 სექტემბერს მილიონნახევარი ქართველი ერთ ჯაჭვში ჩადგა. მე მაშინვე გულისხეთქვით დავწერე, რომ ეს ერთიანობა დიდხანს ვერ გასტანს-მეთქი და საუბედუროდ, მართალი აღმოვჩნდი...
- მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ადამიანები სხვისი ღმერთის სიძულვილში ბევრად უფრო დიდი ენთუზიაზმით ერთიანდებიან, ვიდრე საერთო ღმერთის სიყვარულში. ჩვენ, ქართველები არა ვართ გამონაკლისნი. მხოლოდ კონცენტრაცია არ შეგვიძლია დიდ ხნით ერთიდაიგივე არც მტერზე, არც მოყვარეზე. ჩვენს საკუთარ გონებას, რომელიც ცელქი ბავშვივით გამუდმებით აქეთ-იქით გაგვირბის, დაჭერობანას ვეთამაშებით და ენერგიას უსარგებლოდ ვფლანგავთ. ჩვენ არც საბჭოთა კოსმოპოლიტები ვყოფილვართ არასოდეს, და არც პოსტსაბჭოთა პატრიოტები. რადგან ერთიცა და მეორეც დიდ შინაგან კონცენტრაციას, პასუხისმგებლობასა და ორგანიზებულობას მოითხოვს. ჩვენ კი სელინჯერის ჭვავის ყანაში მოთამაშე ერი ვართ, ხან ამერიკელები ჩაგვავლებენ ხელს, პეპლების დევნაში გართულნი ხრამში რომ არ გადავიჩეხოთ, ხან რუსები, ხანაც საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საკუთარი ენერგიული პერსონით.
ჯაჭვი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ჩვენი ეროვნული თეატრის მხოლოდ ერთი პატარა სცენაა, რომელსაც საქართველოში არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ამ სპექტაკლში ხან შუქი ქრება, ხან მსახიობებს ტექსტი ავიწყდებათ, ხან სუფლიორს ჩასთვლემს... უკმაყოფილო მაყურებელი გამუდმებით ბუზღუნებს, მაგრამ მაინც ჯიუტად ესწრება წარმოდგენას, რადგან სხვა თეატრი უბრალოდ არ არის... თუმცა მათი რიცხვი ნელ-ნელა მაინც მცირდება და არავინ იცის სად ქრება ერთგული პუბლიკა.
მითხარით ქართველების თუნდაც ერთი მანიფესტაციის შესახებ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გასული წლის ოქტომბრის შემდეგ... ჩვენ ეს ომი რუსებზე, ოსებზე და აფხაზებზე ადრე დავამთავრეთ და მას შემდეგ ჯერ ბარაკ ობამას არჩევას ველოდებოდით, მერე მისი პრეზიდენტობის პირველი ეიფორიის გასვლას. ეხლა ველოდებით მის მედვედევთან შეხვედრას... ხელისუფლებისგან კი ვითხოვთ იმას, რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია, უბრალოდ ეს მის ძალებსა და კომპეტენციას, თუ გნებავთ, მის ნიჭს აღემატება. ისევე, როგორც - ჩვენსას. ნებისმიერი ხელისუფლება ხალხის სახეა. ისევე როგორც ადამიანი - ღმერთის.
ჩემი საფრანგეთში ცხოვრების 18 წლის მანძილზე საქართველო პირველი ომში დამარცხებული ქვეყანაა, რომლის დიასპორა აგრესორი ქვეყნის საელჩოსთან მხოლოდ ერთხელ მივიდა მანიფესტაციის გასამართად. სამაგიეროდ, მთელი ჩვენი "სამეგობროს" და "მტრების" დედაქალაქ ბრიუსელში ვიღაცამ საკანი აღმართა უცნობისათვის სოლიდარობის ნიშნად... ჩვენთვის ჰიპოტეტიურად გაყალბებული არჩევნები უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე გასული წლის აგვისტოს ომი და დიდი ხნით, თუ არა, სამუდამოდ ოკუპურებული ტერიტორიები.
ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობის ტარება. ეს ერთადერთი საშუალებაა ამ დეორგანიზებული თეატრის ასე თუ ისე დასალაგებლად. შემდეგ კი იქნებ სპექტაკლის ჰარმონიულობაზეც შევძლოთ მუშაობა.
ია მერკვილაძე,
"სრ" საკ. კორ. ნიუ-იორკი-პარიზი
24 juin 2009
5 juin 2009
მომწესრიგებლები ...
ამ წერილის პირველმა ნაწილმა აშკარა გაურკვევლობა შეიტანა ჩემს ბლოგში: ოპოზიციისადმი სიმპათიით განწყობილებმა პირველად ბლოგის არსებობის მანძილზე პატივი დამდეს და რამოდენიმე კომპლიმენტი გაიმეტეს. ზოგიერთმა მგონი თავიანთ რიგებშიც კი ჩამწერა.
მათ ვინც თვლის, რომ დღეს, როდესაც რუსული ზარბაზნები ჩვენზეა დამიზნებული კრიტიკის დრო არ არის, ვეტყოდი, რომ ადამიანებს ასე რომ ეფიქრათ მაშინ კაცობრიობას იდიოტური სამხედრო საბრძოლო გეგმებისა მეტი წასაკითხი არაფერი დარჩებოდა , რადგან საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის ისტორია სისხლიანი ომების ისტორიაა. მადლობა ღმერთს რომ ზარბაზნების ქუხილის დროს წერისათვისას იცლიდა ზოგიერთი ჩემნაირი ''უმადური''. მე მათ ვურჩევდი დაანებონ თავი პრესასა და ტელევიზიას და ცოტა ძველ წიგნებსაც გადახედონ, ძველ მუსიკას მოუსმინონ, ძველ ფერწერას შეხედონ... გაიხსენონ რომ ადამიანები არიან და არა მოლოდ სამშობლოს დამცველი რკინის სათამაშო ჯარისკაცები.
თავიდანვე ვიტყვი, ჯერჯერობით გაჩეჩილაძეებს არაფერი შემოუთვაზებიათ. საერთოდ, ორივე მხარის გაწბილება მომიწევს: წერილის პირველი ნაწილი მხოლოდ კრიტიკა იყო საქართველოზე დაწერილი ერთი ცუდი წიგნისა და მეტი არაფერი. მე ამ წიგნს ალბათ ყურადღებასაც არ მივაქცევდი მას რომ საქართველოს პრეზიდენტი არ აწერდეს ხელს. და არა იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილს ჯიბრში ვუდგევარ: მე საქართველო მიყვარს თავისი პრეზიდენტებით, ოპოზიციონერებით, ყველა რანგის პოლიტიკოსით, გლეხებით, მძღოლებით, ბანდიტებით,არტისტებით, მუშებით, მეძავებით, უამრავი ჭკვიანი ადამიანით და კიდევ უფრო მეტი იდიოტით...თუმცა პატივის ცემისა რა მოგახსენოთ. უნდა ვაღიარო , მე მაინც იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, ვისთვისაც "ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას", ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ალბათ მეც ან საკანში , ან შუშებ ჩამუქებულ ჯიპში ვიჯდებოდი რეზინის კომბლით ხელში, სადმე რუსთაველის ტანჯული გამზირის მიმდებარე ქუჩებში ჩასაფრებული.
პრინციპში არც ერთ ჩემს ოპონენტს არ უთქვამს რომ წიგნი "მე თქვენ თავისუფლების შესახებ გესაუბრებით " კარგია.
მე არაფერი მომიგონია, ყველაფერი რაც ვთარგმნე, იქ ნამდვილად წერია და შემოწმებაზე ადვილი არაფერია: ამას ფრანგული ენის ასე თუ ისე მცოდნე ერთი ადამიანი სჭირდება.
ეტყობა ჩემს კრიტიკას ღონისძიების ზოგიერთმა ორგანიზატორმა იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე თავად რაფაელ გლუკსმანი მიანიჭებდა, და ამ ბანკეტს ისე მომარიდეს, როგორც ვიღაც ვულგარული ძველიბიჭი ხუთასკაციან ქორწილს. ან იქნებ პირიქით, შეეშინდათ რომ რაფაელი დათვრებოდა და დამჭრიდა? ( ვხუმრობ რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფრანგ ქართველ საზოგადო მოღვაწეს ასეთი რამ ნამდვილად აზრად არ მოუვა).
ასეა თუ ისე, რა თქმა უნდა აქ მთავარი არც ეს საღამოა და არც ჩემი დროებითი, სულ ერთი საღამოთი პოლიტიკურ გასტრონომიული "მარგინალიზაცია''... ისედაც ძალიან განებივრებული ვარ პარიზულ ქართულ ღონისძიებებზე მიწვევებით, ამიტომ უმადურობა იქნებოდა ჩემი მხრიდან რაიმე პრეტენზიების გამოთქმა.
უფრო მეტიც, მთავარი არც რაფაელ გლუკსმანია, და არც პრეზიდენტი სააკაშვილი...
მთავარი უცხოელი "მეგობარი ექსპერტების" მიმართ ჩვენი ეროვნული პროვინციული ფეტიშიზმია, რომლის გამოც თანახმა ვართ ევროპისაკენ ჭრიალით მძიმედ მიმავალ ჩვენს ურემს ჯოხები გავურჭოთ ბორბლებში, თანაც ისეთი სახით, თითქოს ურმის დამუხრუჭება საცოდავი მშიერი გაძვალტყავებული ხარების ბრალი იყოს და მათ დრო და დრო შოლტს გადავუჭერთ ხოლმე .. თუმცა არა იმდენს რომ სული ამოხდეთ, მთლად ტალახში რომ არ ჩავრჩეთ...
ჩვენ სიტყვის თავისუფლება ხშირად მხოლოდ კანონმდებლობითა და კონსტიტუციით გამაგრებული რაღაც იურიდიული ტერმინი გვგონია . და არ გვინდა ვაღიაროთ რომ სიტყვის რეალური თავისუფლება ჩვენს ყოველდღიურობაში ისეთი შეზღუდული, ისეთი დაპატიმრებულია, ისეთი შეკრულია ფსევდო მორალური, პატრიოტული, ყალბი რელიგიური როგორიც გნებავთ ბორკილებით, რომ ვერანაირი კონსტიტუცია და მით უმეტეს ხელისუფლება მას ვერ გაანთავისუფლებს.
ჩვენ გვინდა რომ ჩვენს მაგივრად სხვებმა იფიქრონ.
დააკვირდით, თუნდაც საქართველოში მივლინებული ელჩების განსაკუთრებულ როლს ჩვენი პრობლემების გადაჭრაში. მათ გამუდმებით იწევენ ბრიფინგებზე ხან ხელისუფლება, ხან ოპოზოციური პარტიები. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება არბიტრი ვინც დაადგენს თუ ვინ არის მართალი... თუმცა ამ არბიტრს არასოდეს არავინ უჯერებს. სამაგიეროდ ისინი ამაყად დადიან თავიანთი სასტვენებით და გულისგამაწვრილებლად, თავთავიანთ ენაზე უსტვენენ, სანამ მივლინება არ დაუმთავრდებათ. ჩვენ კი ისედაც ნერვოზიანებს ეს სტვენა უკანასკნელ ნერვებს გვაგლეჯს.ახალი მეგობარი ექსპერტებისა ძაბნაში ბრიფინგს ბრიფინგზე ვმართავთ, ათასნაირ დამკვირვებელს, მოთვალთვალეს, შემფასებელსა და მომწესრიგებელს ვიწვევთ, თუმცა მათ მაინც არავინ უჯერებს, რადგან ისინი თავ თავიანთ ენაზე ფიქრობენ, საქართველოს შესახებ მათ აზრს მხოლოდ ერთმანეთისათვისა აქვს მნიშვნელობა და არა თავად ქართველებისათვის...
ფიქრი ცხოვრებაა.,, ცხოვრება კი ტანჯვა. ამას გაუტამა ბუდა გვასწავლის. ტანჯვის მიზეზი სურვილებია, რომ არ იტანჯო სურვილები უნდა მოსპო. . მაგრამ ჩემი აზრით ტანჯვის გამომწვევ სურვილებში ახალგაზრდა გაუტამას მხედველობაში სწორედ ფიქრი ჰქონდა და არა კარიბის ზღვაში კრუიზი პამელა ანდერსონთან ერთად.... ბუდა ასევე გვასწავლის, რომ არის ათი კითხვა, რიმელიც არ უნდა დავსვათ თუ გვინდა რომ ბედნიერები ვიყოთ.
პრინციპში, ქართველები ისედაც რაღაც მასობრივ ნირვანას მდგომარეობაში უნდა ვიმყოფებოდეთ წესით, და მგონი ასეც არის... თუმცა ჩვენი ნირვანა რაღაც დაძაბულია, ჩვენ კი გაზანტებულნი და მსუქანნი ნერვიულ და ანჩხლ ბუდას ვგევართ, როგორც ლუარსაბ თათქარიძე: გულწრფელად გეუბნებით, მე მას თბილისის ცენტრში ძეგლს დავუდგამდი, როგორც ქართველი ერის სიმბოლოს. გარწმუნებთ ეს ძეგლი გაცილებით სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე ზურაბ წერეთლის "ჩურჩხელაზე შემოსკუპებული მამალო" დედაქალაქის მერიის წინ.
ჩვენ ყოველთვის გვსურდა თავისუფლების მზა რეცეპტი მიგვეღო ვიღაცისაგან. ასეთი ჯერ გამსახურდიამ მოგვცა, მერე შევარდნაძემ, ბოლოს სააკაშვილმა. დღეს უცნობი გვპირდება ყალბ თავისუფლებას თავისი ყალბი საკნიდან.
თავისუფლების მზა ფორმულებს, მხოლოდ ცრუპენტელები იძლევიან. ის თავად უნდა შექმნა. ამას კი აზროვნება ჭირდება. მე არ ვამბობ რომ ყოველი ჩვენთაგანი აუცილებლად ბლეზ პასკალი უნდა გახდეს: მე აზროვნებასაც კი არ გთხოვთ, მხოლოდ დღეში ერთი საათით ფიქრს გევედრებით. ეს ის მინიმუმია რომლის გარეშე საქართველოს სააკაშვილი და უცნობი კი არა მაჰათმა განდიც კი ვერაფერს მოუხერხებს მკვდრეთითაც რომ აღსდგეს. ამ მინიმუმის გარეშე ხელისუფლების შეცვლა საერთოდ კარგავს აზრს, თუნდაც დემოკრატიული არჩევნების საშუალებით, უფრო მეტიც, აზრს თავად დემოკრატია, თავად თავისუფლება კარგავს.ამტომ არ მესმის რა აზრი აქვს დღევანდელ პოლიტიკურ ფუსფუსს საქართველოში. ქვეყანაში, სადაც ფიქრი ცუდ ტონად ითვლება.
ჩვენ ტარანტინოს Pulp Fiction ის გმირებს ვემსგავსებით, რომლებსაც სხვის დაუხმარებლად საკუთარი სისხლიანი ხელების დაბანაც კი უჭირთ და ამისათვის ვინმე უინსტონ ვოლფი სჭირდებათ, პროფესიონალი მომწესრიგებელი. ამ გმირებს დამოუკიდებლად მხოლოდ მკვლელობა შეუძლიათ.
ჩვენც გამუდმებით გვჭირდება ვოლფი ჩვენი იდიოტური პრობლემების მოგვარების ორგანიზატორად. რადგან ორგანიზებულობა ქართველებს მგონი მას შემდეგ არ გამოუჩენიათ რაც ღმერთს მთვრალებმა მიაკითეს და თავიანთი ჭკუით, საკუთარი "გადადებული" მიწა აწაპნეს.
მე რა თქმა უნდა არაფერი მაქვს საწინააღმდეგო საქართველოში ჩამოსული უცხოელების. მათ ისეთივე უფლება აქვთ კარიერა გაიკეთონ საქართველოში, როგორც ჩვენ მათ ქვეყნებში. მხოლოდ მინდა რომ თანაბარ პირობებში ვიყოთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ არასოდეს არავინ კითხავს საქართველოს ელჩს საფრანგეთში, შიდა ფრანგული პოლიტიკური ან ეკონომიური კრიზისის შესახებ აზრს. არასოდეს არც ერთი ფრაგი არ მოგისმენთ თუ შეეცდებით მოუთხროთ თუ როგორი აზრის მრძანდებით მათ პრობლემებზე და განსაკუთრებით თუ რჩევების მიცემას გადაწყვეტთ.
საქართველოში ჩამოსული 10 იდან 8 უცხოელი კი რატომღაც საქართველოში მოვლენილ მესსიად აღიქვამს თავს და ხაჭაპურისა ჭადისაგან გარჩევის ცოდნა საკმარისი გონია იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ თუ სოციალური წყობის შესახებ ისეთი გაბედული აზრები გამოთქვას, როგორზეც საკუთარ ქვეყანაში ფიქრსაც ვერ გაბედავდა. მე მხედველობაში არ მყავს მხოლოდ საქართველოსთან პროფესიულად დაკავშირებული პირები.
ერთხელ, ვარდების რევოლიუციის შემდეგ, რუსთავი 2 მა ძალიან სასაცილო რეპორტაჟი გადმოსცა: თბილისის რომელიღაც სასტუმროს ჰოლში შეკრებილ ქალებზე. ერთ ერთმა მათგანმა აქცენტიანი ქართულით აგვიხსნა მათი შეკრების მიზეზი. ეს იყო ქართველი მამაკაცების უცხოელი მეუღლეების ასოციაციის დამფუძნებელი კრება!
ვერ ვიტყვი რომ ქართული კულტურის გავლენით მას შემდეგ ევროპელი ღიპიანი კაცები სუფრასთან ბანტიანი გიტარებით პეპლებზე , პატარა გოგოებზე, უდროოდ ჩამქრალ სიყვარულზე და სტიქიურ უბედურებებზე მღერიან(ქართული რომანსების პირველი სტრიქონები რატომღაც ყოველთვის ქარით, წვიმით და თოვლით იწყება). მე ასეთი არაფერი შემიმჩნევია, სამაგიეროდ პირველი ''ლეიდის'' ფსიქოდელიური "ნანა" სამეგრელოში როგორც ვიცი პირველი ჰიტი იყო ამ წლების განმავლობაში.
მე მახსოვს ჩემი მეგობარი გერმანელი ფოტოგრაფის მეგობარი ახალგაზრდა ქალი, რომელმაც მეორე ჩეჩნეთის ომის დროს სამი საღამო გაატარა ჩვენთან ერთად. ჩუმად უსმენდა ჩვენს საუბარს კავკასიის პრობლემების სესახებ. რამოდენიმე დღის შემდეგ კი დამირეკა და მითხრა, რომ თბილისში მიფრინავდა სტატიის დასაწერად ჩეჩენ ლტოლვილ ქალებზე. მთხოვა ვინმე დახვედროდა აეროპორტში და საერთოდ მეგობრების მისამართები მიმეცა ვინც დაეხმარებოდა.
2000 წელს უკვე საკმაო გამოცდილება მქონდა ასეთი "საქართველოთი გატაცებულ" ფოტომოყვარულებთან ურთიერთობის, ამიტომ უარი ვუთხარი იმ მიზეზით, რომ მეგობრებს დილის 4 საათზე ვერ შევაწუხებდი. დამაჯერებლობისათვის კი შევახსენე, რომ დილის სამ საათზე თავად არასოდეს არ წავიდოდა პარიზის დე გოლის აეროპორტში ჩემი არც ერთი მეგობრის დასახვედრად. მას ჩემთან აღარასოდეს დაურეკავს. სამაგიეროდ სულ მალე "პარი მატჩში" გამოქვეყნებული მისი აბსოლიუტურად ბანალური რეპორტაჟი ვნახე , იმის შესახებ რომ კავკასიელი მამაკაცები მაჩოები არიან, ქალები მათზე უფრო პროგრესულები,მაგრამ დაჩაგრულები, რუსები კი ბოროტები და ლოთები... სამი თვის შემდეგ უკვე რომელიღაც პოლიტიკურ ტოკ შოუში იჯდა და კავკასიის შესახებ ისეთი სერიოზული სახით მსჯელობდა, იფიქრებდით სულ ცოტა რამოდენიმე წელი მაინც აქვს საქართველოში გატარებული, და სტალინისა და შევარდნაძის გარდა კიდევ რამოდენიმე ცნობილი ქართველის გვარი მაინც იცის( რა თქმა უნდა თუ მის რამოდენიმე ქართველ ბოიფრედს არ ჩავთვლით)
ასეთი პატარა, მაგრამ საქართველოში წარმატებულ პერსონაჟების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა, დარწმუნებული ვარ მკითხველი თავად, ჩემზე არანაკლებად იცნობს ასეთ პრეტენზიულ, უცოდინარ და თვითდაჯერებულ საქართველოს უცხოელ მეგობრებს. მათ საფრანგეთში "პატარა თეთრკანიანებს" ან "პატარა ფრანგებს" უწოდებენ. ეს არის დასავლელის ტიპი , რომელიც აუცილებლად, ერთხელ მაინც ცხოვრებაში რომელიღაც ქვეყანას ირჩევს, ვირტუალურ მეორე სმშობლოს. მე ვიცნობ ადამიანებს რომლებსაც რუსეთი საკუთარ დედაზე მეტად უყვართ, ვიცნობ ტაჯიკეთში სეყვარებულ ბალერინას, რმელიც წლების განმავლობაში შუა აზიის ამ ქვეყაში უამრავი დრო აქვს გატარებული. კიდევ ერთს, , რომელიც ოდესღაც პორტუგალიაში მსახურობდა და შინაურები მის დაუკითხავად არა თუამ ქვეყანაზე ხმას არ იღებენ, "პორტოს" ყიდვასაც ვერ ბედავენ სუპერმარკეტში...
მათი შემხედვარე ქართველი უცხოელები, ვერაფრით ვერ ხვდებიან რითი არიან თვითონ ამ პატარა ევროპელებზე ნაკლებნი. ამიტომ არც თუ ისე დიდი გარჯის შემდეგ თავად შექმნეს "პატარა ქართველის" იდენტური პერსონაჟი: ეს ემიგრაციიდან მობრუნებული კლასიკური ფსიქოლოგიური პრობლემებით სავსე ადამიანები არიან.
საერთოდ "უძღები შვილის დაბრუნება " ყველა უპოქაში ბანალური და ათასჯერ ნათამაშები სპექტაკლია, რომელიც მაინც გულს უჩუყებს მაყურებელს. ქართველი უძღები შვილები კი პრინციპში უფრო კომიკურ ჟანრს განეკუთვნებიან: ყოველი ეს "გაფირმებული" პატარა ქართველი თავის მხრივ ცდილობს საკუთარი უბადრუკი დასავლური გამოცდილება ქვეყნის სამსახურში ჩააყენოს, და გარკვეული პერიოდის შემდეგ მშობელი ერის უმადურობით აღშფოთებული ისევ თავის ტანჯულ ემიგრანტულ ცხოვრებას უბრუნდება, რომ საღამოობით სკაიპ-საქართველოში მაინც გაუზიაროს მსოფლიოში მიმოფანტულ თავისნაირ პატარა თეთრ ქართველებს თავისი შეხედულებები სამშობლოს პოლიტიკური მოწყობის შესახებ.... ასეთი პატარა ქართველების ჩამოყალიბებას, სხვათა შორის, სააკაშვილის ახალგაზრდა მომხრეთა თავბრუსდამხვევმა კარიერამაც შეუწყო ხელი. დასავლეთში ორ სამ თვიანი სტაჟგამოვლილი ზოგერთი მაღალი თანამდებობის პირის შემხედვარე, ელვისებური კარერა მარტივი და ხელშესახები გახდა დასავლეთში მცხოვრებ ქართველთა ამბიციურ ნაწილში.
როდესაც სიმღერა, "სხვა საქართველო სად არის" დაიწერა, მაშინ არც ინტერნეტი არსებობდა, არც უცხოელი ექსპერტები და არც "პატარა თეთრი ქართველები". ამიტომ ტექსტის ავტორს არაფრით არ შეეძლო ცოდნოდა, რომ სხვა საქართველო რამდენიც გნებავთ იმდენია.
რა თქმა უნდა, არსებობს ერთი რეალური საქართველო, რომელმაც გასულ წელს წონაში დაიკლო, გახდა და S (smal) დან XS (extrasmal) ზე გადავიდა, ჩვენი ერთმორწმუნე XXXL მეზობლის წყალობით. თუმცა ნირვანის მაძებარი სული უცვლელი დარჩა. ეს ძველი, ბებერი საქართველოა, მხოლოდ ტურისტებისათვის, ამიტომ ჩვენთვის, ღრმად ჩახედულთათვის არც ისე საინტერესოა.თუმცა საქართველოს კიდევ რმოდენიმე სხვა ვერსია არსებობს.
მაგალითად, ბატონი რაფაელ გლუკსმანის საქართველო რეგიონში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა, ძალიან დემოკრატი ყოფილი დისიდენტი პრეზიდენტით, რომელიც პრინციპში დღესაც დისიდენტია, რადგან მას მთელი ხილული და უხილავი ფსბ დასდევს პუტინის დავალებით "ერთი ადგილით ჩამოსაკიდებლად," ასევე საკუთარი ქალაქის მომღერლები და მსახიობები მობილური ხაფანგებით, რომელშიც ჯერჯერობით ვერაფრით შეიტყუეს..,
არსებობს "პატარა თეთრი ევროპელის" საქართველო, სადაც ის თავისი ყოველდღიური სიძუნწის, მარტოობის , ლაჩრობის დასავიწყებლად დროდადრო ჩამოდის ხოლმე: აქ ის რამოდენიმე დღით წითელ ხალიჩაზე შემდგარი მეგა ვარსკვლავი ხდება, მას ყურადღებით უსმენენ, მასთან ერთად ბავშვებს ფოტოებს უღებენ, უფროსები კი ყანწებით მის სადღეგრძელოს სვამენ..ის აქ უყვართ, მას ყოველთვის ეთანხმებიან, მიუხედავად იმისა, რომ იგივე მოსაზრებების გამო თვითონ ერთმანეთს კომბლებით დასდევენ. მის უბის წიგნკი სავსეა ცნობილი და უცნობი "მნიშვნელოვანი" ქართველების ტელეფონის ნომრებით. რომელთა ექვივალენტს საკუთარ სამშობლოში მხოლოდ ტელევიზორში თუ ნახავს... ამიტომ თავს კავკასიური ლოკალური ჯეთ სეტის არა მარტო ნაწილად, არამედ ერთ ერთ გამორჩეულ წევრად მიიჩნევს, და ფიქრობს , რომ საქართველო არის ქვეყანა სადაც ყველაზე ნიჭიერი, ლამაზი, გულუხვი და ა.შ... ხალხი ცხოვრობს, თვითონ კი ამ ხალხში ერთერთი გამორჩეულია, რადგან აქ ნიჭს და მშვენიერებას აფასებენ!.... ღმერთო როგორ გინდათ, ასეთი ცდუნებისაგან თავი შეიკავო... ახლაც, წერისას ძალიან მომინდა საქართველოში გაფრენა, მით უმეტეს თუ ძმები გაჩეჩილაძეები გზის ფულს გამომიგზავნიან, როგორც ეს ჩემმა ახლო ნათესავმა მიწინასწარმატყველა...
არსებობს კიდევ საქართველოს მეგობარი ჟურნალისტების, ფოტოგრაფებისა და განაკუთრებით ეგზოტიკურ ქვეყნების კულტურის ჟიგოლოების საქართველო. ისინი ძირითადად სახელმწიფო ფუნციონერებთან და თბილისელ კონფორმისტ არტისტებთან მეგობრობენ. ეს უკანასკნელები თავიანთი მოქნილობის წყალობით ევროპული ცივილიზაციის დონ კიჰოტებს შესანიშნავად თამაშობენ. მათი არც თუ ისე ჯანმრთელი ფანტაზია, თანაგრძნობით განმსჭვალულ უცხოელში ფოტოდ, სტატიად გამოფენად ტრანსფორმირდება და უკვე ევროპაში გამოქვეყნებული რაღაც უცნაურ რეალობას ქმნის საქართველოს შესახებ: დაახლოვებით ბატონი პრეზიდენტის მოგონებების ჟანრში: როდესაც ყველა ჯო დასენზე გიჟდებოდა ის ფრანგულ ანდერგრაუნდს , ივ მონტანსა და ჟილბერ ბეკოს უსმენდა კგბ ს აგენტებისაგან მალულად. საერთოდ როგორც ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე ნახევარი საქართველო თურმე ანდერგრაუნდში ცხოვრობდა... ჩემს გარდა რა თქმა უნდა, ტყუილს ვერ ვიტყვი.
კიდევ ბევრი უამრავი სხვა საქართველო არსებობს, მაგალითად რუსი ხანშიშესული ინტელიგნციის, სოსო პავლიაშვილისა და თინა კანდელაკის რუსი ფანების, ფრანგი პროვინციელის, რომელსაც საქართველო სადღაც ჩეხეთსა და ფინეთს შორის ეგულება, იცის, რომ იქ ძალიან ცივა და ბევრ არაყს სვამენ...
არის კიდევ ერთი... ჩემი საქართველო, მხოლოდ ზუსტად ვერ გეტყვით სად იმყოფება..განვითარების რომელ ეტაპზე. ჩემს საქართველოში ფიქრი ჯერჯერობით აკრძალულია, პოლიტიკური, რელიგიური, მორალური,პატრიოტული და ათასი სხვა პრეტექსტით. ფიქრი მხოლოდ უცხოელებისთვის არის ნებადართული, ზუსტად ისე, როგორც ჩვენს წითელ წარსულში "კოკა კოლა" ინტურისტებისათვის...მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კოკაკოლას წითელი ხელისუფლება კრძალავდა, ფიქრს კი ჩვენ თვითონ ვუკრძალავთ ერთმანეთს. "ჩემი" საქართველო თავის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს ადრე თუ გვიან მოაგვარებს, ან ამ პრობლემებით გააგრძელებს ცხოვრებას...მაგრამ სამწუხაროდ როგორც ჩანს გაზანტებული გონებით... მე მირჩევნია პრობლემებიან ერს ვეკუთვნოდე ვიდრე უტვინოს... უტვინო საქართველოს უაფხაზეთო მირჩევნია.
(გაგრძელება, დასაწყისი )
სხვა საქართველო...

პრეზიდენტის მომხრეთა ნაწილმა კრემლთან ჩემს არაპირდაპირ კავშირში შეიტანა ეჭვი, ერთმა ახლობელმა თბილისში წასვლა და უცნობის საკანში ჩაჯდომაც კი შემომთავაზა, თან ჩვენებური ტრადიციულად მდაბიური გესლიანი ფორმით: იმედი გამოთქვა რომ ძმები გაჩეჩილაძეები ამისათვის გზის ფულს გადამხდიან.
მათ ვინც თვლის, რომ დღეს, როდესაც რუსული ზარბაზნები ჩვენზეა დამიზნებული კრიტიკის დრო არ არის, ვეტყოდი, რომ ადამიანებს ასე რომ ეფიქრათ მაშინ კაცობრიობას იდიოტური სამხედრო საბრძოლო გეგმებისა მეტი წასაკითხი არაფერი დარჩებოდა , რადგან საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის ისტორია სისხლიანი ომების ისტორიაა. მადლობა ღმერთს რომ ზარბაზნების ქუხილის დროს წერისათვისას იცლიდა ზოგიერთი ჩემნაირი ''უმადური''. მე მათ ვურჩევდი დაანებონ თავი პრესასა და ტელევიზიას და ცოტა ძველ წიგნებსაც გადახედონ, ძველ მუსიკას მოუსმინონ, ძველ ფერწერას შეხედონ... გაიხსენონ რომ ადამიანები არიან და არა მოლოდ სამშობლოს დამცველი რკინის სათამაშო ჯარისკაცები.
თავიდანვე ვიტყვი, ჯერჯერობით გაჩეჩილაძეებს არაფერი შემოუთვაზებიათ. საერთოდ, ორივე მხარის გაწბილება მომიწევს: წერილის პირველი ნაწილი მხოლოდ კრიტიკა იყო საქართველოზე დაწერილი ერთი ცუდი წიგნისა და მეტი არაფერი. მე ამ წიგნს ალბათ ყურადღებასაც არ მივაქცევდი მას რომ საქართველოს პრეზიდენტი არ აწერდეს ხელს. და არა იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილს ჯიბრში ვუდგევარ: მე საქართველო მიყვარს თავისი პრეზიდენტებით, ოპოზიციონერებით, ყველა რანგის პოლიტიკოსით, გლეხებით, მძღოლებით, ბანდიტებით,არტისტებით, მუშებით, მეძავებით, უამრავი ჭკვიანი ადამიანით და კიდევ უფრო მეტი იდიოტით...თუმცა პატივის ცემისა რა მოგახსენოთ. უნდა ვაღიარო , მე მაინც იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, ვისთვისაც "ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას", ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ალბათ მეც ან საკანში , ან შუშებ ჩამუქებულ ჯიპში ვიჯდებოდი რეზინის კომბლით ხელში, სადმე რუსთაველის ტანჯული გამზირის მიმდებარე ქუჩებში ჩასაფრებული.
პრინციპში არც ერთ ჩემს ოპონენტს არ უთქვამს რომ წიგნი "მე თქვენ თავისუფლების შესახებ გესაუბრებით " კარგია.
მე არაფერი მომიგონია, ყველაფერი რაც ვთარგმნე, იქ ნამდვილად წერია და შემოწმებაზე ადვილი არაფერია: ამას ფრანგული ენის ასე თუ ისე მცოდნე ერთი ადამიანი სჭირდება.
ჩემი "დანაშაული" როგორც ჩანს არის ის, რომ დღეს ამ წიგნის კრიტიკით თურმე კრემლის აგენტების წისქვილზე ვასხამ წყალს. ამ "შედევრის" ავტორს რაფაელ გლუკსმანს კი დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში გორგასლის ორდერსაც ჩამოკიდებენ. თუ მან ჩემი კრიტიკის შესახებ რაიმე შეიტყო მოუბოდიშებენ და ეტყვიან რომ საქართველო ჩემნაირმა უმადურებმა დაღუპეს. თუმცა პრეზიდენტის ფრანგი თანაავტორის ნერვებს ჩემგან ამ ეტაპზე ჯერჯერობით წარმატებულად იცავენ ჩვენი საერთო მეგობრები: პირველად მოხდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ საღამოზე 26 მაისს არ მიმიწვიეს. ჩემი აზრით, ერთად ერთი მიზეზის გამო: 26 მაისის საღამოს საქართველოს დამოუკიდებლობლობის დღისა და რაფაელის მამის, ფილოსოფოს ანდრე გლუკსმანისათვის საფრანგეთის უმაღლესი ჯოლდოს, საპატიო ლეგიონის ორდერის მინჭების აღსანიშნავად გამართულ ერთობლივი ფიესტაზე საქართველოს ახალბედა საზოგადო მოღვაწეს თვალში რომ არ გავჩხეროდი.
ეტყობა ჩემს კრიტიკას ღონისძიების ზოგიერთმა ორგანიზატორმა იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე თავად რაფაელ გლუკსმანი მიანიჭებდა, და ამ ბანკეტს ისე მომარიდეს, როგორც ვიღაც ვულგარული ძველიბიჭი ხუთასკაციან ქორწილს. ან იქნებ პირიქით, შეეშინდათ რომ რაფაელი დათვრებოდა და დამჭრიდა? ( ვხუმრობ რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფრანგ ქართველ საზოგადო მოღვაწეს ასეთი რამ ნამდვილად აზრად არ მოუვა).
ასეა თუ ისე, რა თქმა უნდა აქ მთავარი არც ეს საღამოა და არც ჩემი დროებითი, სულ ერთი საღამოთი პოლიტიკურ გასტრონომიული "მარგინალიზაცია''... ისედაც ძალიან განებივრებული ვარ პარიზულ ქართულ ღონისძიებებზე მიწვევებით, ამიტომ უმადურობა იქნებოდა ჩემი მხრიდან რაიმე პრეტენზიების გამოთქმა.
უფრო მეტიც, მთავარი არც რაფაელ გლუკსმანია, და არც პრეზიდენტი სააკაშვილი...
მთავარი უცხოელი "მეგობარი ექსპერტების" მიმართ ჩვენი ეროვნული პროვინციული ფეტიშიზმია, რომლის გამოც თანახმა ვართ ევროპისაკენ ჭრიალით მძიმედ მიმავალ ჩვენს ურემს ჯოხები გავურჭოთ ბორბლებში, თანაც ისეთი სახით, თითქოს ურმის დამუხრუჭება საცოდავი მშიერი გაძვალტყავებული ხარების ბრალი იყოს და მათ დრო და დრო შოლტს გადავუჭერთ ხოლმე .. თუმცა არა იმდენს რომ სული ამოხდეთ, მთლად ტალახში რომ არ ჩავრჩეთ...
ჩვენ სიტყვის თავისუფლება ხშირად მხოლოდ კანონმდებლობითა და კონსტიტუციით გამაგრებული რაღაც იურიდიული ტერმინი გვგონია . და არ გვინდა ვაღიაროთ რომ სიტყვის რეალური თავისუფლება ჩვენს ყოველდღიურობაში ისეთი შეზღუდული, ისეთი დაპატიმრებულია, ისეთი შეკრულია ფსევდო მორალური, პატრიოტული, ყალბი რელიგიური როგორიც გნებავთ ბორკილებით, რომ ვერანაირი კონსტიტუცია და მით უმეტეს ხელისუფლება მას ვერ გაანთავისუფლებს.
ჩვენ გვინდა რომ ჩვენს მაგივრად სხვებმა იფიქრონ.
დააკვირდით, თუნდაც საქართველოში მივლინებული ელჩების განსაკუთრებულ როლს ჩვენი პრობლემების გადაჭრაში. მათ გამუდმებით იწევენ ბრიფინგებზე ხან ხელისუფლება, ხან ოპოზოციური პარტიები. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება არბიტრი ვინც დაადგენს თუ ვინ არის მართალი... თუმცა ამ არბიტრს არასოდეს არავინ უჯერებს. სამაგიეროდ ისინი ამაყად დადიან თავიანთი სასტვენებით და გულისგამაწვრილებლად, თავთავიანთ ენაზე უსტვენენ, სანამ მივლინება არ დაუმთავრდებათ. ჩვენ კი ისედაც ნერვოზიანებს ეს სტვენა უკანასკნელ ნერვებს გვაგლეჯს.ახალი მეგობარი ექსპერტებისა ძაბნაში ბრიფინგს ბრიფინგზე ვმართავთ, ათასნაირ დამკვირვებელს, მოთვალთვალეს, შემფასებელსა და მომწესრიგებელს ვიწვევთ, თუმცა მათ მაინც არავინ უჯერებს, რადგან ისინი თავ თავიანთ ენაზე ფიქრობენ, საქართველოს შესახებ მათ აზრს მხოლოდ ერთმანეთისათვისა აქვს მნიშვნელობა და არა თავად ქართველებისათვის...
მიაქციეთ ყურადღება: სააკაშვილის წიგნი გამოიცა საფრანგეთში და არა საქართველოში. როგორც 29 მაისს ტვ კავკასიაში დეპუტატმა აკო(?) მინაშვილმა გვაუწყა, ეს წიგნი გამოიცა იტალიაში, და მალე გამოიცემა ინგლისურად და ესპანურად... თუმცა არაფერი უთქვამს მის ქართულ გამოცემაზე, თითქოს სააკაშვილის ნააზრები ესპანელების, ფრანგების და იტალიელებისათვის უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ქართველებისათვის. საერთოდ მიკვირს რომ ეს წიგნი საქართველოში სააკაშვილის წიგნად ითვლება: თუ ვინმეს გონია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ომიდან ორ მიმდევნო თვეში წიგნის დაწერის დრო ჰქონდა, და დღეს მის პრეზენტაციებზე აქეთ იქით სიარულის დრო აქვს, ეტყობა პრეზიდენტზე იმაზე უფრო ცუდი წარმოდგენა აქვს ვიდრე მის ყველაზე გააფთრებულ პოლიტიკურ ოპონენტებს.
თითქოს ამ წიგნის რამოდენიმე გვერდის თარგმნისა და მათზე აზრის გამოთქმის ჩემმა მცდელობამ, ქართველებს რაღაც ისეთი მოუთხრო, რაც მათთვის სულაც არ იყო განკუთვნილი. მე პირველად, პირდაპირ დამადანაშაულეს "ნებით თუ უნებლიე" ინტელექტუალურ საბოტაჟში.
----------
საერთოდ, უნდა ვთქვა, რომ ამ ბლოგზე გამოქვეყნებული წერილები ჩემი ერთგვარი "ინვესტიციაა" საქართველოში. მე არ ვარ მილიონერი, რომ სამუშაო ადგილები შვქმნა. არც ბარაკ ობამა ვარ რომ შავ ზღვაში წყალქვეშა ხომალდები გამოვგზავნო საქართველოს დასაცავად. მე მხოლოდ ვცდილობ დამოუკიდებელი აზროვნება ვასწავლო ჩემს თანამემამულეებს, უფრო სწორად დამოუკიდებელი აზროვნების უზენაესობა. რომელიც მხოლოდ საკუთარ მაგალითზე მინდა მათ ვაჩვენო, მე არ მსურს ვიფიქრო მათ ნაცვლად, და გზა გავუნათო... მე ამის ძალა რომც შემწევდეს , მაინც არ გავაკეთებდი, რადგან ეს იესოსაც არ გაუკეთებია. მან მხოლოდ ერთხელ აიღო თავის თავზე კაცობრიობის ცოდვები და არა მგონია ასეთი რამ კიდევ გაიმეოროს: ჯვარცმა მხოლოდ მაგალითისათვის განკუთვნილი პერფომანსი იყო, და არა ჩვენს მაგივრად გამუდმებული ფიქრის პირობა.
თითქოს ამ წიგნის რამოდენიმე გვერდის თარგმნისა და მათზე აზრის გამოთქმის ჩემმა მცდელობამ, ქართველებს რაღაც ისეთი მოუთხრო, რაც მათთვის სულაც არ იყო განკუთვნილი. მე პირველად, პირდაპირ დამადანაშაულეს "ნებით თუ უნებლიე" ინტელექტუალურ საბოტაჟში.
----------
საერთოდ, უნდა ვთქვა, რომ ამ ბლოგზე გამოქვეყნებული წერილები ჩემი ერთგვარი "ინვესტიციაა" საქართველოში. მე არ ვარ მილიონერი, რომ სამუშაო ადგილები შვქმნა. არც ბარაკ ობამა ვარ რომ შავ ზღვაში წყალქვეშა ხომალდები გამოვგზავნო საქართველოს დასაცავად. მე მხოლოდ ვცდილობ დამოუკიდებელი აზროვნება ვასწავლო ჩემს თანამემამულეებს, უფრო სწორად დამოუკიდებელი აზროვნების უზენაესობა. რომელიც მხოლოდ საკუთარ მაგალითზე მინდა მათ ვაჩვენო, მე არ მსურს ვიფიქრო მათ ნაცვლად, და გზა გავუნათო... მე ამის ძალა რომც შემწევდეს , მაინც არ გავაკეთებდი, რადგან ეს იესოსაც არ გაუკეთებია. მან მხოლოდ ერთხელ აიღო თავის თავზე კაცობრიობის ცოდვები და არა მგონია ასეთი რამ კიდევ გაიმეოროს: ჯვარცმა მხოლოდ მაგალითისათვის განკუთვნილი პერფომანსი იყო, და არა ჩვენს მაგივრად გამუდმებული ფიქრის პირობა.
ფიქრი ცხოვრებაა.,, ცხოვრება კი ტანჯვა. ამას გაუტამა ბუდა გვასწავლის. ტანჯვის მიზეზი სურვილებია, რომ არ იტანჯო სურვილები უნდა მოსპო. . მაგრამ ჩემი აზრით ტანჯვის გამომწვევ სურვილებში ახალგაზრდა გაუტამას მხედველობაში სწორედ ფიქრი ჰქონდა და არა კარიბის ზღვაში კრუიზი პამელა ანდერსონთან ერთად.... ბუდა ასევე გვასწავლის, რომ არის ათი კითხვა, რიმელიც არ უნდა დავსვათ თუ გვინდა რომ ბედნიერები ვიყოთ.
მაგალითად: სასრულია სამყარო? თუ იგი უსასრულოა? არსებობს ღმერთი? თუ იგი არ არსებობს? არის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, თუ არ არის? და სხვ. ანუ ფუნდამეტალური კითხვები, რომლებზეც კაცობრიობა პასუხს დღემდე უშედეგოდ მაგრამ ჯიუტად ეძებს. ჩვენ კი ქართველებს არა თუ ათი, ერთი კითხვის დასმაც კი გვეზარება,მით უმეტეს მასზე პასუხის პოვნა... ამას უცხოელ ექსპერტ მეგობრებს ვანდობთ. ჩემი აზრით ჩვენგან შესანიშნავი ყალბი ბუდისტები გამოვიდოდა, რადგან ნირვანის ძებნა სწორედ ჩვენი მთავარი მიზანია. ნირვანა სწორედ ის მდგომარეობაა, რომელშიც არაფერზე არ ფიქრობ... აბსოლიუტური და ნეტარი სიცარიელე. როდესაც არც კითხვებს სვამ და არც პასუხებს ეძებ.
პრინციპში, ქართველები ისედაც რაღაც მასობრივ ნირვანას მდგომარეობაში უნდა ვიმყოფებოდეთ წესით, და მგონი ასეც არის... თუმცა ჩვენი ნირვანა რაღაც დაძაბულია, ჩვენ კი გაზანტებულნი და მსუქანნი ნერვიულ და ანჩხლ ბუდას ვგევართ, როგორც ლუარსაბ თათქარიძე: გულწრფელად გეუბნებით, მე მას თბილისის ცენტრში ძეგლს დავუდგამდი, როგორც ქართველი ერის სიმბოლოს. გარწმუნებთ ეს ძეგლი გაცილებით სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე ზურაბ წერეთლის "ჩურჩხელაზე შემოსკუპებული მამალო" დედაქალაქის მერიის წინ.
ჩვენ ყოველთვის გვსურდა თავისუფლების მზა რეცეპტი მიგვეღო ვიღაცისაგან. ასეთი ჯერ გამსახურდიამ მოგვცა, მერე შევარდნაძემ, ბოლოს სააკაშვილმა. დღეს უცნობი გვპირდება ყალბ თავისუფლებას თავისი ყალბი საკნიდან.
თავისუფლების მზა ფორმულებს, მხოლოდ ცრუპენტელები იძლევიან. ის თავად უნდა შექმნა. ამას კი აზროვნება ჭირდება. მე არ ვამბობ რომ ყოველი ჩვენთაგანი აუცილებლად ბლეზ პასკალი უნდა გახდეს: მე აზროვნებასაც კი არ გთხოვთ, მხოლოდ დღეში ერთი საათით ფიქრს გევედრებით. ეს ის მინიმუმია რომლის გარეშე საქართველოს სააკაშვილი და უცნობი კი არა მაჰათმა განდიც კი ვერაფერს მოუხერხებს მკვდრეთითაც რომ აღსდგეს. ამ მინიმუმის გარეშე ხელისუფლების შეცვლა საერთოდ კარგავს აზრს, თუნდაც დემოკრატიული არჩევნების საშუალებით, უფრო მეტიც, აზრს თავად დემოკრატია, თავად თავისუფლება კარგავს.ამტომ არ მესმის რა აზრი აქვს დღევანდელ პოლიტიკურ ფუსფუსს საქართველოში. ქვეყანაში, სადაც ფიქრი ცუდ ტონად ითვლება.
ჩვენ ტარანტინოს Pulp Fiction ის გმირებს ვემსგავსებით, რომლებსაც სხვის დაუხმარებლად საკუთარი სისხლიანი ხელების დაბანაც კი უჭირთ და ამისათვის ვინმე უინსტონ ვოლფი სჭირდებათ, პროფესიონალი მომწესრიგებელი. ამ გმირებს დამოუკიდებლად მხოლოდ მკვლელობა შეუძლიათ.
ჩვენც გამუდმებით გვჭირდება ვოლფი ჩვენი იდიოტური პრობლემების მოგვარების ორგანიზატორად. რადგან ორგანიზებულობა ქართველებს მგონი მას შემდეგ არ გამოუჩენიათ რაც ღმერთს მთვრალებმა მიაკითეს და თავიანთი ჭკუით, საკუთარი "გადადებული" მიწა აწაპნეს.
სინამდვილეში ღმერთმა მათ მიწა ორგანიზატორულ ნიჭში და პასუხისმგებლობაში გაუცვალა და ეს წალკოტი თითქოს გონებაშეზღუდულთა თავშესაფარად აქცია... დრო დადრო ვოლფებს გვიგზავნის, უფრო წორად ისინი თვითონ ჩამოდიან, მხოლოდ ჩვენ გვგონია, რომ ღმერთი გვიგზავნის... რაფაელ გლუკსმანი ერთ ერთი ასეთი ვოლფია. ჩვენს პრეზიდენტს თავისი ნააზრების დალაგებაში, ორგანიზებაში დაეხმარა. თუმცა ცუდად. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ხომ ის არის რომ რაფაელს საქართველო ძალიან უყვარს და არ უნდა ვაწყენინოთ შენიშვნის მიცემით!... პრინციპში საქართველო მე და ჩემნაირებსაც გვიყვარს, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. არავის ჭირდება. რადგან ჩვენნაირები გამუდმებით იმ კარებებს აღებენ, რომლებზეც დიდი ასოებით აწერია " დროებით დაკეტილია!" . ვოლფები კი წესიერი ხალხია, ისინი მხოლოდ იქ შედიან სადაც მათ გზავნიან, და სადაც მასპინძლები ელოდებიან, ხაჭაპურებით, ყანწით და ღვთაებრივი პოლიფონიით.
მე რა თქმა უნდა არაფერი მაქვს საწინააღმდეგო საქართველოში ჩამოსული უცხოელების. მათ ისეთივე უფლება აქვთ კარიერა გაიკეთონ საქართველოში, როგორც ჩვენ მათ ქვეყნებში. მხოლოდ მინდა რომ თანაბარ პირობებში ვიყოთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ არასოდეს არავინ კითხავს საქართველოს ელჩს საფრანგეთში, შიდა ფრანგული პოლიტიკური ან ეკონომიური კრიზისის შესახებ აზრს. არასოდეს არც ერთი ფრაგი არ მოგისმენთ თუ შეეცდებით მოუთხროთ თუ როგორი აზრის მრძანდებით მათ პრობლემებზე და განსაკუთრებით თუ რჩევების მიცემას გადაწყვეტთ.
საქართველოში ჩამოსული 10 იდან 8 უცხოელი კი რატომღაც საქართველოში მოვლენილ მესსიად აღიქვამს თავს და ხაჭაპურისა ჭადისაგან გარჩევის ცოდნა საკმარისი გონია იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ თუ სოციალური წყობის შესახებ ისეთი გაბედული აზრები გამოთქვას, როგორზეც საკუთარ ქვეყანაში ფიქრსაც ვერ გაბედავდა. მე მხედველობაში არ მყავს მხოლოდ საქართველოსთან პროფესიულად დაკავშირებული პირები.
არანაკლებ გროტესკულია ოჯახური ან მეგობრული კავშირებით ჩამოსული უცოელების "დეკომპლექსიზაცია'' ჩვენს დაკომპლექსებულ მიწაზე.
ეს თავიან ქვეყნებში ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანები საქართველოში გასაოცარ უნიკალურობას იძენენ ხოლმე და თანაც სრულად უფასოდ. მათ ნათქვამ ყოველ სიტვას, უკბილო ხუმრობასა თუ გულუბრყვილო რჩევას ახლო ნათესავები სასოებით იმეორებენ. ორი კვირის თავზე ჩვენი არც თუ ისე ბრწყინვალე სიძეებისა და რძლების უმეტესობისაგან ლამის წყალწაღებულ მეგალომანს ვიღებთ. რადგან შეუძლებელია ყოველ დღე გენიოსი და ულამაზესი გიძახონ და ცოტათი მაინც არ დაიჯერო რომ ეს მართალია.
სამშობლოში დაბრუნებულები თავს საქართველოს ექსპერტებად მიიჩნევენ და ბევრი მათგანი არც თუ ურიგო მოულოდნელ წარმატებას აღწევს როგორც საქართველოს და საერთოდ კავკასიის რეგიონის მცოდნე სპეციალისტი. მე პირადად ასეთებს არც თუ ისე ცოტას ვოცნობ საფრანგეთში. რომლებმაც კარიერა ჩვეულებრივი ოჯახის დიასახლისობით დაიწყეს და დღეს ისეთ კომენტარებს აკეთებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რომ თმები ყალყზე მიდგება.
ერთხელ, ვარდების რევოლიუციის შემდეგ, რუსთავი 2 მა ძალიან სასაცილო რეპორტაჟი გადმოსცა: თბილისის რომელიღაც სასტუმროს ჰოლში შეკრებილ ქალებზე. ერთ ერთმა მათგანმა აქცენტიანი ქართულით აგვიხსნა მათი შეკრების მიზეზი. ეს იყო ქართველი მამაკაცების უცხოელი მეუღლეების ასოციაციის დამფუძნებელი კრება!
ასოციაციას გადაწყვეტილი ჰქონდა ქართული კულტურის დასავლეთში პოპულარიზაციაზე ეზრუნა თავისუფალ დროს. რადგან "დასანანია რომ ასეთ დიდ კულტურას დასავლეთში ჯეროვნად არ იცნობენ და აფასებენ"!... ღმერთო ჩემო!...ასოციაციის პრეზიდენტად ქართველთა დასავლელმა მეორე ნახევრებმა ყველაზე გამოჩენილი რძალი აირჩიეს, ქალბატონი სანდრა რულოვსი, საქართველოს პირველი ქალბატონი, ანუ უბრალო ენით, ჩვენებურად რომ ვთქვათ "პირველი ლეიდი".
ვერ ვიტყვი რომ ქართული კულტურის გავლენით მას შემდეგ ევროპელი ღიპიანი კაცები სუფრასთან ბანტიანი გიტარებით პეპლებზე , პატარა გოგოებზე, უდროოდ ჩამქრალ სიყვარულზე და სტიქიურ უბედურებებზე მღერიან(ქართული რომანსების პირველი სტრიქონები რატომღაც ყოველთვის ქარით, წვიმით და თოვლით იწყება). მე ასეთი არაფერი შემიმჩნევია, სამაგიეროდ პირველი ''ლეიდის'' ფსიქოდელიური "ნანა" სამეგრელოში როგორც ვიცი პირველი ჰიტი იყო ამ წლების განმავლობაში.
არ ვიცი რა ბედი ეწია ამ ასოციაციას. ოჯახი, ხომ იცით ხშირად ეფემერული ინსტიტუტია: ბევრი ეს ქალბატონი იქნებ გასცილდა კიდეც უკვე თავის ქართველ მეუღლეს, სწორედ მისი გადაჭარბებული "კულტურულობის" მიზეზით...უნდა გითხრათ, რომ "პენელოპების"იმ შეკრებზე არ შემიმჩნევია ქართველი
"ულისეების" სომეხი, რუსი ან აზარბაიჯანელი მეუღლეები...ყოველ შემთხვევაში ეკრანზე ისინი არავის უჩვენებია. როგორც ჩანს ჩვენს მეზობლებთან კულტურული ურთიერთობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე წყნარ და მოვლილ ევროპულ პასტორალურ სოფლებთან, სადაც ქართველი და რუმინელი ჯიბგირები დღემდე ერთმანეთის თანამემამულეები გონიათ.
"ულისეების" სომეხი, რუსი ან აზარბაიჯანელი მეუღლეები...ყოველ შემთხვევაში ეკრანზე ისინი არავის უჩვენებია. როგორც ჩანს ჩვენს მეზობლებთან კულტურული ურთიერთობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე წყნარ და მოვლილ ევროპულ პასტორალურ სოფლებთან, სადაც ქართველი და რუმინელი ჯიბგირები დღემდე ერთმანეთის თანამემამულეები გონიათ.
მე მახსოვს ჩემი მეგობარი გერმანელი ფოტოგრაფის მეგობარი ახალგაზრდა ქალი, რომელმაც მეორე ჩეჩნეთის ომის დროს სამი საღამო გაატარა ჩვენთან ერთად. ჩუმად უსმენდა ჩვენს საუბარს კავკასიის პრობლემების სესახებ. რამოდენიმე დღის შემდეგ კი დამირეკა და მითხრა, რომ თბილისში მიფრინავდა სტატიის დასაწერად ჩეჩენ ლტოლვილ ქალებზე. მთხოვა ვინმე დახვედროდა აეროპორტში და საერთოდ მეგობრების მისამართები მიმეცა ვინც დაეხმარებოდა.
2000 წელს უკვე საკმაო გამოცდილება მქონდა ასეთი "საქართველოთი გატაცებულ" ფოტომოყვარულებთან ურთიერთობის, ამიტომ უარი ვუთხარი იმ მიზეზით, რომ მეგობრებს დილის 4 საათზე ვერ შევაწუხებდი. დამაჯერებლობისათვის კი შევახსენე, რომ დილის სამ საათზე თავად არასოდეს არ წავიდოდა პარიზის დე გოლის აეროპორტში ჩემი არც ერთი მეგობრის დასახვედრად. მას ჩემთან აღარასოდეს დაურეკავს. სამაგიეროდ სულ მალე "პარი მატჩში" გამოქვეყნებული მისი აბსოლიუტურად ბანალური რეპორტაჟი ვნახე , იმის შესახებ რომ კავკასიელი მამაკაცები მაჩოები არიან, ქალები მათზე უფრო პროგრესულები,მაგრამ დაჩაგრულები, რუსები კი ბოროტები და ლოთები... სამი თვის შემდეგ უკვე რომელიღაც პოლიტიკურ ტოკ შოუში იჯდა და კავკასიის შესახებ ისეთი სერიოზული სახით მსჯელობდა, იფიქრებდით სულ ცოტა რამოდენიმე წელი მაინც აქვს საქართველოში გატარებული, და სტალინისა და შევარდნაძის გარდა კიდევ რამოდენიმე ცნობილი ქართველის გვარი მაინც იცის( რა თქმა უნდა თუ მის რამოდენიმე ქართველ ბოიფრედს არ ჩავთვლით)
ასეთი პატარა, მაგრამ საქართველოში წარმატებულ პერსონაჟების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა, დარწმუნებული ვარ მკითხველი თავად, ჩემზე არანაკლებად იცნობს ასეთ პრეტენზიულ, უცოდინარ და თვითდაჯერებულ საქართველოს უცხოელ მეგობრებს. მათ საფრანგეთში "პატარა თეთრკანიანებს" ან "პატარა ფრანგებს" უწოდებენ. ეს არის დასავლელის ტიპი , რომელიც აუცილებლად, ერთხელ მაინც ცხოვრებაში რომელიღაც ქვეყანას ირჩევს, ვირტუალურ მეორე სმშობლოს. მე ვიცნობ ადამიანებს რომლებსაც რუსეთი საკუთარ დედაზე მეტად უყვართ, ვიცნობ ტაჯიკეთში სეყვარებულ ბალერინას, რმელიც წლების განმავლობაში შუა აზიის ამ ქვეყაში უამრავი დრო აქვს გატარებული. კიდევ ერთს, , რომელიც ოდესღაც პორტუგალიაში მსახურობდა და შინაურები მის დაუკითხავად არა თუამ ქვეყანაზე ხმას არ იღებენ, "პორტოს" ყიდვასაც ვერ ბედავენ სუპერმარკეტში...
მათი შემხედვარე ქართველი უცხოელები, ვერაფრით ვერ ხვდებიან რითი არიან თვითონ ამ პატარა ევროპელებზე ნაკლებნი. ამიტომ არც თუ ისე დიდი გარჯის შემდეგ თავად შექმნეს "პატარა ქართველის" იდენტური პერსონაჟი: ეს ემიგრაციიდან მობრუნებული კლასიკური ფსიქოლოგიური პრობლემებით სავსე ადამიანები არიან.
საერთოდ "უძღები შვილის დაბრუნება " ყველა უპოქაში ბანალური და ათასჯერ ნათამაშები სპექტაკლია, რომელიც მაინც გულს უჩუყებს მაყურებელს. ქართველი უძღები შვილები კი პრინციპში უფრო კომიკურ ჟანრს განეკუთვნებიან: ყოველი ეს "გაფირმებული" პატარა ქართველი თავის მხრივ ცდილობს საკუთარი უბადრუკი დასავლური გამოცდილება ქვეყნის სამსახურში ჩააყენოს, და გარკვეული პერიოდის შემდეგ მშობელი ერის უმადურობით აღშფოთებული ისევ თავის ტანჯულ ემიგრანტულ ცხოვრებას უბრუნდება, რომ საღამოობით სკაიპ-საქართველოში მაინც გაუზიაროს მსოფლიოში მიმოფანტულ თავისნაირ პატარა თეთრ ქართველებს თავისი შეხედულებები სამშობლოს პოლიტიკური მოწყობის შესახებ.... ასეთი პატარა ქართველების ჩამოყალიბებას, სხვათა შორის, სააკაშვილის ახალგაზრდა მომხრეთა თავბრუსდამხვევმა კარიერამაც შეუწყო ხელი. დასავლეთში ორ სამ თვიანი სტაჟგამოვლილი ზოგერთი მაღალი თანამდებობის პირის შემხედვარე, ელვისებური კარერა მარტივი და ხელშესახები გახდა დასავლეთში მცხოვრებ ქართველთა ამბიციურ ნაწილში.
როდესაც სიმღერა, "სხვა საქართველო სად არის" დაიწერა, მაშინ არც ინტერნეტი არსებობდა, არც უცხოელი ექსპერტები და არც "პატარა თეთრი ქართველები". ამიტომ ტექსტის ავტორს არაფრით არ შეეძლო ცოდნოდა, რომ სხვა საქართველო რამდენიც გნებავთ იმდენია.
რა თქმა უნდა, არსებობს ერთი რეალური საქართველო, რომელმაც გასულ წელს წონაში დაიკლო, გახდა და S (smal) დან XS (extrasmal) ზე გადავიდა, ჩვენი ერთმორწმუნე XXXL მეზობლის წყალობით. თუმცა ნირვანის მაძებარი სული უცვლელი დარჩა. ეს ძველი, ბებერი საქართველოა, მხოლოდ ტურისტებისათვის, ამიტომ ჩვენთვის, ღრმად ჩახედულთათვის არც ისე საინტერესოა.თუმცა საქართველოს კიდევ რმოდენიმე სხვა ვერსია არსებობს.
მაგალითად, ბატონი რაფაელ გლუკსმანის საქართველო რეგიონში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა, ძალიან დემოკრატი ყოფილი დისიდენტი პრეზიდენტით, რომელიც პრინციპში დღესაც დისიდენტია, რადგან მას მთელი ხილული და უხილავი ფსბ დასდევს პუტინის დავალებით "ერთი ადგილით ჩამოსაკიდებლად," ასევე საკუთარი ქალაქის მომღერლები და მსახიობები მობილური ხაფანგებით, რომელშიც ჯერჯერობით ვერაფრით შეიტყუეს..,
არსებობს "პატარა თეთრი ევროპელის" საქართველო, სადაც ის თავისი ყოველდღიური სიძუნწის, მარტოობის , ლაჩრობის დასავიწყებლად დროდადრო ჩამოდის ხოლმე: აქ ის რამოდენიმე დღით წითელ ხალიჩაზე შემდგარი მეგა ვარსკვლავი ხდება, მას ყურადღებით უსმენენ, მასთან ერთად ბავშვებს ფოტოებს უღებენ, უფროსები კი ყანწებით მის სადღეგრძელოს სვამენ..ის აქ უყვართ, მას ყოველთვის ეთანხმებიან, მიუხედავად იმისა, რომ იგივე მოსაზრებების გამო თვითონ ერთმანეთს კომბლებით დასდევენ. მის უბის წიგნკი სავსეა ცნობილი და უცნობი "მნიშვნელოვანი" ქართველების ტელეფონის ნომრებით. რომელთა ექვივალენტს საკუთარ სამშობლოში მხოლოდ ტელევიზორში თუ ნახავს... ამიტომ თავს კავკასიური ლოკალური ჯეთ სეტის არა მარტო ნაწილად, არამედ ერთ ერთ გამორჩეულ წევრად მიიჩნევს, და ფიქრობს , რომ საქართველო არის ქვეყანა სადაც ყველაზე ნიჭიერი, ლამაზი, გულუხვი და ა.შ... ხალხი ცხოვრობს, თვითონ კი ამ ხალხში ერთერთი გამორჩეულია, რადგან აქ ნიჭს და მშვენიერებას აფასებენ!.... ღმერთო როგორ გინდათ, ასეთი ცდუნებისაგან თავი შეიკავო... ახლაც, წერისას ძალიან მომინდა საქართველოში გაფრენა, მით უმეტეს თუ ძმები გაჩეჩილაძეები გზის ფულს გამომიგზავნიან, როგორც ეს ჩემმა ახლო ნათესავმა მიწინასწარმატყველა...
არსებობს კიდევ საქართველოს მეგობარი ჟურნალისტების, ფოტოგრაფებისა და განაკუთრებით ეგზოტიკურ ქვეყნების კულტურის ჟიგოლოების საქართველო. ისინი ძირითადად სახელმწიფო ფუნციონერებთან და თბილისელ კონფორმისტ არტისტებთან მეგობრობენ. ეს უკანასკნელები თავიანთი მოქნილობის წყალობით ევროპული ცივილიზაციის დონ კიჰოტებს შესანიშნავად თამაშობენ. მათი არც თუ ისე ჯანმრთელი ფანტაზია, თანაგრძნობით განმსჭვალულ უცხოელში ფოტოდ, სტატიად გამოფენად ტრანსფორმირდება და უკვე ევროპაში გამოქვეყნებული რაღაც უცნაურ რეალობას ქმნის საქართველოს შესახებ: დაახლოვებით ბატონი პრეზიდენტის მოგონებების ჟანრში: როდესაც ყველა ჯო დასენზე გიჟდებოდა ის ფრანგულ ანდერგრაუნდს , ივ მონტანსა და ჟილბერ ბეკოს უსმენდა კგბ ს აგენტებისაგან მალულად. საერთოდ როგორც ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე ნახევარი საქართველო თურმე ანდერგრაუნდში ცხოვრობდა... ჩემს გარდა რა თქმა უნდა, ტყუილს ვერ ვიტყვი.
პრეზიდენტს ერთი მთავარი დეტალი მაინც გამორჩა თავის მოგონებებში: სერგო ფარაჯნოვთან ახლო მეგობრობა. ეს აქ ძალიან კარგად მუშაობს, განსაკუთრებით "ანდერგრაუნდული" წარსულის მქონე ქართველების მოყვარულ ზემოთ ნახსენებ კულტურის ფრანგ ჟიგოლოებსა და მათ ევროპულ საზოგადოებაში კადგად ინტეგრირებულ ქართველ ასისტენტებში.
სწორედ მათ მიერ ორგანიზებულ კულტურულ გაცვლების აღსანიშნავ საღამოებზე აღმოვაჩინე , რომ რატომღაც პარიზში ჩამოსული თბილისელი მხატვრები , პოეტები, რეჟისორები და უბრალოდ გაიძვერები, ყველანი "სერჟიკას" უახლოესი, განსაკუთრებული და ერთადერთი მეგობრები ყოფილან... ფარაჯანოვი მართლაც კარგად "იყდება".. თანაც მკვდარია, როგორ შეამოწმებ... ის შთაბეჭდილებას დარბაზში მსხდომ ისეთ შემთხვევით მოხვედრილ პუბლიკზეც კი ახდენს, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს ვიზეა ლაპარაკი.
კიდევ ბევრი უამრავი სხვა საქართველო არსებობს, მაგალითად რუსი ხანშიშესული ინტელიგნციის, სოსო პავლიაშვილისა და თინა კანდელაკის რუსი ფანების, ფრანგი პროვინციელის, რომელსაც საქართველო სადღაც ჩეხეთსა და ფინეთს შორის ეგულება, იცის, რომ იქ ძალიან ცივა და ბევრ არაყს სვამენ...
არის კიდევ ერთი... ჩემი საქართველო, მხოლოდ ზუსტად ვერ გეტყვით სად იმყოფება..განვითარების რომელ ეტაპზე. ჩემს საქართველოში ფიქრი ჯერჯერობით აკრძალულია, პოლიტიკური, რელიგიური, მორალური,პატრიოტული და ათასი სხვა პრეტექსტით. ფიქრი მხოლოდ უცხოელებისთვის არის ნებადართული, ზუსტად ისე, როგორც ჩვენს წითელ წარსულში "კოკა კოლა" ინტურისტებისათვის...მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კოკაკოლას წითელი ხელისუფლება კრძალავდა, ფიქრს კი ჩვენ თვითონ ვუკრძალავთ ერთმანეთს. "ჩემი" საქართველო თავის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს ადრე თუ გვიან მოაგვარებს, ან ამ პრობლემებით გააგრძელებს ცხოვრებას...მაგრამ სამწუხაროდ როგორც ჩანს გაზანტებული გონებით... მე მირჩევნია პრობლემებიან ერს ვეკუთვნოდე ვიდრე უტვინოს... უტვინო საქართველოს უაფხაზეთო მირჩევნია.
პაატა ქურდაძე
5 ივნისი 2006
Inscription à :
Articles (Atom)