ARTAREA TV
09/06/2016
11 juin 2016
27 mai 2016
My Way-ზაცია
ფრენკ სინატრას ცნობილი My Way, ბურჟუაზიული გემოვნების ერთგვარი სიმბოლო, წითელი ძაფად, ლეიტმოტივად გასდევს ეპოქას რომელშიც ცხოვრებამ მომიწია. ასეთი გემოვნება რაღაც დოზით ადამიანთა 90 პროცენტში თვლემს მიუხედავათ მათი სოციალური თუ კულტურული საფეხურისა.
ამ სიმღერას ყველა, ყველგან და ყოველთვის, ათასნაირად მღეროდა: მისი 2500 განსხვავებული ვერსია არსებობს.(თუ მობილური ტელეფონის ზარებსა და კარაოკეს მოყვარულებს არ ჩავთვლით ): ელვის პრესლი, პოლანკა, სექს პისტოლსი, ნინა ჰაგენი, ლუჩანო პავაროტი, ხულიო ეგლესიასი, რობი უილიამსი, ჯიფსი კინგი...მათი შესრულების მანერის მიხედვით თაობების გემოვნება შეგვიძლია განვსაზღვროთ. ეპოქების სული შევიგრძნოთ, დროსა და განწყობილებებში ვიმოგზაუროთ. თუ სადმე დროის მანქანა არსებობს, დარწმუნებული ვარ მისი ავტორადიო, 1967 წლიდან მოყოლებული ნებისმიერი მოგზაურობისას გამუდმებით My Way–ს რომელიღაც ვერსიას გადმოსცემს , მომავალში მოხვედრისასაც კი, ალბათ ჯერ კიდევ არ შესრულებულ ვერსიებს.
My Way- ნაკრები
ამ მანქანით ჩვენს უასფალტო, დანჯღრეულ წარსულში გასეირნებას თუ ვინმე გაბედავს, აღმოაჩენს , რომ საქართველოში სინატრა–პოლანკადან მოყოლებული, კარამელის კაცუნა რობი უილიამსამდე(დედი! ეს შენი შვილი მღერის! მიყვარხარ!...) ბევრი არაფერი შეცვლილა. გარდა იმისა, რომ ბევრად უფრო მეტი ადამიანი ცეკვავს სლოუს ამ სიმღერაზე. პრინციპში ამაში გასაკვირი არაფერია. დიდი მუსიკოსების მიერ შესრულებული პოპ კულტურის ეს ემბლემატიკური შედევრი, მართლაც ძალიან ლამაზი სიმღერა სავსებით იმსახურებს ასეთ პოპულარობას.
90 წლებში აღმოვაჩინე. რომ ამ ვანილის დეოდორანტივით სიმღერის ორიგინალი ფრანგ ესტრადისა და დისკოს მეფე კლოდ ფრანსუას ეკუთვნის და რომ ფრანგები ამ ამბავს ისეთივე ირონიული სიამაყით უყურებენ , როგორც ნიუ იორკის თავისუფლების ქანდაკებას, რომლის ორიგინალი პარიზში, ეიფელის კოშკთან ახლოს მდინარე სენაში დგას ... My Way–ს ანუ Comme l'habitude (როგორც ყოველთვის) ყველგან მღეროდნენ, იაპონიაშიც, რუსეთშიც, მაროკოშიც, და რა თქმა უნდა საქართველოშიც.
ტელევიზორი "რუბინი", ჟენია მაჭავარიანის უზარმაზარი "ინტელიგენტური" სათვალე... ჩემი კლასელი გოგონები, რომლებსაც ერთი სული ქონდათ ვინმესთან სლოუ ეცეკვათ, ჩვენ კი ლედზეპელინების გარდა არაფრის გაგონება არ გვსურდა. მერე, როდესაც მოგვინდა უკვე გვიან იყო, კლასელი გოგოები სადღაც გაქრნენ, ალბათ გათხოვდნენ . . საბრალო ჩემი თაობის გოგოები... მათ უმეტესობას სლოუ მხოლოდ ერთხელ საკუთარ ქორწილში აქვს ნაცეკვი და ისიც My Way ზე.
ტელევიზორი "რუბინი", ჟენია მაჭავარიანის უზარმაზარი "ინტელიგენტური" სათვალე... ჩემი კლასელი გოგონები, რომლებსაც ერთი სული ქონდათ ვინმესთან სლოუ ეცეკვათ, ჩვენ კი ლედზეპელინების გარდა არაფრის გაგონება არ გვსურდა. მერე, როდესაც მოგვინდა უკვე გვიან იყო, კლასელი გოგოები სადღაც გაქრნენ, ალბათ გათხოვდნენ . . საბრალო ჩემი თაობის გოგოები... მათ უმეტესობას სლოუ მხოლოდ ერთხელ საკუთარ ქორწილში აქვს ნაცეკვი და ისიც My Way ზე.
ყველა, ვისაც ელემენტარული მუსიკალური განათლება გააჩნდა ამ მელოდიას პიანინოზე უკრავდა, "მთვარის სონატას" პირველი აკორდებივით .
ეს სიმღერა 70 იანი წლების შუა პერიოდისათვის უკვე მიკი მაუსად, ნამდვილ სიმბოლოდ გადაიქცა მთელს მსოფლიოში და როგორც ყოველთვის დასავლეთში თავისი ალტერნატივა შექმნა: ღმერთებისათვის შუათითის ჩვენების, საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე არტისტული, პანკების ეპოქა დადგა.
პრინციპში საქართველოს "მაივეიზაცია" 70 წლების პირველ ნახევარში თითქოს დასავლეთის პარალელურად დაიწყო. მხოლოდ იგივე დასავლეთისაგან განსხვავებით ამ საოცრად შემოქმედებითი ათწლეულის მეორე ნახევარში "დემაივეიზაცია" აღარ მომხდარა და ეს სიმბოლო ჩვენი გემოვნების ევროპულობის ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს არგუმენტად დარჩა. ჩემი აზრით საქართველო ევროპის გზას სწორედ 70 იანი წლების მეორე ნახევარში აცდა.
Way - Sid Vicius (The Sex Pistols)1977
1977 წელს "სექს პისტოლსის" ბასისტმა სიდ ვიშუსმა ამ სიმბოლოსგან აბსოლიუტური არასრულყოფილება, გენიალური ანტი სიმბოლო შექმნა.
ზუსტად ერთ წელიწადში, 1979 ში სიმღერის ავტორს, ფრანგული ბრჭყვიალა დისკოს შიშველ მეფეს, საბრალო კლოდ ფრანსუას აბაზანაში დენმა დაარტყა და მოკვდა.იმავე წელს ნიუ იორკში გარდაიცვალა სიდ ვიშუსი , ჰეროინის ოვერდოზით, რა თქმა უნდა.
პრინციპში საქართველოს "მაივეიზაცია" 70 წლების პირველ ნახევარში თითქოს დასავლეთის პარალელურად დაიწყო. მხოლოდ იგივე დასავლეთისაგან განსხვავებით ამ საოცრად შემოქმედებითი ათწლეულის მეორე ნახევარში "დემაივეიზაცია" აღარ მომხდარა და ეს სიმბოლო ჩვენი გემოვნების ევროპულობის ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს არგუმენტად დარჩა. ჩემი აზრით საქართველო ევროპის გზას სწორედ 70 იანი წლების მეორე ნახევარში აცდა.
Way - Sid Vicius (The Sex Pistols)1977
1977 წელს "სექს პისტოლსის" ბასისტმა სიდ ვიშუსმა ამ სიმბოლოსგან აბსოლიუტური არასრულყოფილება, გენიალური ანტი სიმბოლო შექმნა.
ზუსტად ერთ წელიწადში, 1979 ში სიმღერის ავტორს, ფრანგული ბრჭყვიალა დისკოს შიშველ მეფეს, საბრალო კლოდ ფრანსუას აბაზანაში დენმა დაარტყა და მოკვდა.იმავე წელს ნიუ იორკში გარდაიცვალა სიდ ვიშუსი , ჰეროინის ოვერდოზით, რა თქმა უნდა.
60 წლების ბოლოს დაბადებული პოპ კულტურის ოქროს კულულებიანი ღმერთი 70 იანების ბოლოს მოკლეს,და მისგან ბრჭყვიალა ფიტული გააკეთეს.
რამოდენიმე თვით ადრე ნინა ჰაგენმა სექს პისტოლსის ანტი სიმბოლო ალტერნატიული უშნო, ახალი ღვთაების რანგში აიყვანა. პანკების ეპოქა დამთავრდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. საქართველომ რეაგირება ვერ მოასწრო.
My Way - Nina Hagen - (Berlin1978)
თბილისში ამ დროს სტივი უონდერი, ჯორჯ ბენსონი, ელ ჯერო, ბარი ვაითი გამოჩნდენ – გოგოებმა აიწყვიტეს.
ჩემი აზრით ამ ოთხმა მუსიკოსმა საბოლოოდ დაამკვიდრა საქართველოში მუსიკალური იპოკრიზმი: სოულის, რითმ ენდ ბლიუზის, როკის, მსუბუქი ჯაზსა და დისკოს ეს ტკბილი კოკტეილი ფელამუშივით გაითავისა ქართული გემოვნების ლოკომოტივმა– თბილისმა. დიდი ხნით. მგონი დღემდე.პრინციპში, თითქოს აქ გასაკვირი არაფერი უნდა იყოს. ეს კოქტილი სავსებით საკმარისი იყო იმ სასიამოვნო ამბიანსისათვის, რომლის გარეშე ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლია.
ქართველები განსაკუთრებული ნონკონფრმისტები არასოდეს ვყოფილვართ. თუ არ ჩავთვლით თითზე ჩამოსათვლელ პიროვნებებს ყველა ეპოქაში, ამასთან, მათი მთავარი წუხილი საგანი სწორედ კონფორმიზმისაკენ ეროვნული მიდრეკილება გახლდათ: ჩვენს "კარგ ქვეყანაში" აწმყო არასოდეს არ გვწყალობს, მაგრამ მას ყოველთვის ადვილად ვეგუებით და ამიტომ მომავალი ყოველთვის ჩვენია, როგორც ზემოთ ერთხელ უკვე აღვნიშნე, ღრმად მჯერა, რომ საუკუნეების მანძილზე ქართველების გადარჩენის მთავარი მიზეზი სწორდედ მათი კონფორმისტული და არა რაღაც მითოლოგიური გმირული სულია, რომელიც უკეთეს სემთხვევაში, მხოლოდ ზომიერად გაგვაჩნია. აბსტრაქტულ მომავალსა და მოწყენილ აწმყოს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ჩვენ შემგუებელი, ერი ვართ. ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელთაგან ყოველი ცალკე აღებული სერიოზულ კვლევას იმსახურებს.
ასეთი ერისათვის მხოლოდ სტატიკური, ინერტული, უსახო, საკუთარი პრობლემატიკით, და ჩვენს შემთხვევაში სამშობლოს მარადიული განთავისუფლების პატრიოტული ობსესიით გამოწვეული პროტესტია დამახასიათებელი და არა ისეთი არტისტული ტალღა, რომელიც დასავლეთს რეგულიარულად ყოველ 10 წელიწადში მეტნაკლები სიძლიერის გრიგალივით გადაუვლის და დაჭაობების პირას მისულ თავისუფლების იდეას, ყოველ ჯერზე ახალი სახით აღადგენს ხოლმე.
ერთხელ - 1999 წელს - "ახალი ბურჟუაზიული გემოვნების" ერთ ერთმა კლასიკოსმა, პიერ კარდენმა მითხრა: 70 წლებში ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი ნამდვილად პანკი გავხდებოდი, ეს ყველაზე არტისტული ეპოქა იყო, რომელსაც ჩემი გრძელი ცხოვრების მან ძილზე შევესწარიო.
თუმცა კარდენმა ხაზი გაუსვა, რომ თვითონ მსოფლიოში ერთ ერთი პირველი პანკი, ანუ პარიზელი ზაზუ იყო, თავის ადრეული ახალგაზრდობის დროინდელ მეგობრებთან ერთად. ზაზუები კი მისი აზრით "პირველყოფილი"პანკები იყვნენ:Diaporama (Music Django Reinhardt & Stéphane Grappelli 1939)
ნაცისტური გერმანიის ოკუპაციის დროს პარიზში გაჩნდნენ ეპოქისათვის აბსოლიუტურად სკანდალური გარეგნობის ნონკონფორმისტი ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარ თავს ზაზუს უწოდებდნენ. მათი ჩაცმის სტილს წყობიდან გამოჰყავდა წესრიგის მოყვარული გერმანელი ოკუპანტები. რაც ახალგაზრდებს ძალიან "ართობდათ". ისინი ძალიან გრძელ ტანსაცმელს ატარებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ნაჭერზე რაციონი იყო დაწესებული, ატარებდნენ ძალიან გრძელ თმებს, მიუხედავად იმისა, რომ ვიშის მთავრობა პარიკმახერებს თმას აგროვებინებდა და აბარებინებდა საზოგადოებრივი საჭიროებისათვის: თმისგან სახლის თბლ ფაჩუჩებს ამზადებდნენ.რამოდენიმე თვით ადრე ნინა ჰაგენმა სექს პისტოლსის ანტი სიმბოლო ალტერნატიული უშნო, ახალი ღვთაების რანგში აიყვანა. პანკების ეპოქა დამთავრდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. საქართველომ რეაგირება ვერ მოასწრო.
My Way - Nina Hagen - (Berlin1978)
თბილისში ამ დროს სტივი უონდერი, ჯორჯ ბენსონი, ელ ჯერო, ბარი ვაითი გამოჩნდენ – გოგოებმა აიწყვიტეს.
ჩემი აზრით ამ ოთხმა მუსიკოსმა საბოლოოდ დაამკვიდრა საქართველოში მუსიკალური იპოკრიზმი: სოულის, რითმ ენდ ბლიუზის, როკის, მსუბუქი ჯაზსა და დისკოს ეს ტკბილი კოკტეილი ფელამუშივით გაითავისა ქართული გემოვნების ლოკომოტივმა– თბილისმა. დიდი ხნით. მგონი დღემდე.პრინციპში, თითქოს აქ გასაკვირი არაფერი უნდა იყოს. ეს კოქტილი სავსებით საკმარისი იყო იმ სასიამოვნო ამბიანსისათვის, რომლის გარეშე ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლია.
ქართველები განსაკუთრებული ნონკონფრმისტები არასოდეს ვყოფილვართ. თუ არ ჩავთვლით თითზე ჩამოსათვლელ პიროვნებებს ყველა ეპოქაში, ამასთან, მათი მთავარი წუხილი საგანი სწორედ კონფორმიზმისაკენ ეროვნული მიდრეკილება გახლდათ: ჩვენს "კარგ ქვეყანაში" აწმყო არასოდეს არ გვწყალობს, მაგრამ მას ყოველთვის ადვილად ვეგუებით და ამიტომ მომავალი ყოველთვის ჩვენია, როგორც ზემოთ ერთხელ უკვე აღვნიშნე, ღრმად მჯერა, რომ საუკუნეების მანძილზე ქართველების გადარჩენის მთავარი მიზეზი სწორდედ მათი კონფორმისტული და არა რაღაც მითოლოგიური გმირული სულია, რომელიც უკეთეს სემთხვევაში, მხოლოდ ზომიერად გაგვაჩნია. აბსტრაქტულ მომავალსა და მოწყენილ აწმყოს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ჩვენ შემგუებელი, ერი ვართ. ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელთაგან ყოველი ცალკე აღებული სერიოზულ კვლევას იმსახურებს.
ასეთი ერისათვის მხოლოდ სტატიკური, ინერტული, უსახო, საკუთარი პრობლემატიკით, და ჩვენს შემთხვევაში სამშობლოს მარადიული განთავისუფლების პატრიოტული ობსესიით გამოწვეული პროტესტია დამახასიათებელი და არა ისეთი არტისტული ტალღა, რომელიც დასავლეთს რეგულიარულად ყოველ 10 წელიწადში მეტნაკლები სიძლიერის გრიგალივით გადაუვლის და დაჭაობების პირას მისულ თავისუფლების იდეას, ყოველ ჯერზე ახალი სახით აღადგენს ხოლმე.
ერთხელ - 1999 წელს - "ახალი ბურჟუაზიული გემოვნების" ერთ ერთმა კლასიკოსმა, პიერ კარდენმა მითხრა: 70 წლებში ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი ნამდვილად პანკი გავხდებოდი, ეს ყველაზე არტისტული ეპოქა იყო, რომელსაც ჩემი გრძელი ცხოვრების მან ძილზე შევესწარიო.
თუმცა კარდენმა ხაზი გაუსვა, რომ თვითონ მსოფლიოში ერთ ერთი პირველი პანკი, ანუ პარიზელი ზაზუ იყო, თავის ადრეული ახალგაზრდობის დროინდელ მეგობრებთან ერთად. ზაზუები კი მისი აზრით "პირველყოფილი"პანკები იყვნენ:Diaporama (Music Django Reinhardt & Stéphane Grappelli 1939)
ზაზუები ყოველთვის გრძელი ქოლგით დადიოდნენ, რომელსაც არასოდეს ხსნიდნენ, აწყობდნენ ცეკვის კონკურსებს, რომელიც ხშირად გერმანელ ჯარისკაცებთან ჩხუბით მთავრდებოდა.
როდესაც ებრაელთა დეპორტაცია დაიწყო, ბევრმა მათგანმა, მიუხედავად უდიდესი საფრთხისა ნაცისტები მხრიდან, ყვითელი ვარსკვლავი დაიკრა მკერდზე წარწერებით: ზაზუ, სვინგი, გოი ... ეს ყველაზე არტისტული პროტესტი იყო, რაც კი შესაძლებელია ადამიანმა წარმოიდგინოს ნაცისტების ოკუპაციისას.
პიერ კარდენი, სწორედ ერთერთი ასეთი ზაზუ იყო. ბევრი თვლის, რომ პანკების წინაპრები სწორედ ზაზუ–ები იყვნენ.
ცნობილი მოდელიერის ბიოგრაფიის ამ მისთვის საამაყო ნაწილიდან, ერთი საინტერესო დასკვნის გამოტანა შეიძლება: სტილი გაცილებით სერიოზული რამ არის, ვიდრე მხოლოდ 90 ან წლებში ფეხბურთივით პანდემიაში გადაზრდილი მოდის ბიზნესის ვირუსი.
Les zazous - Brigitte Fontaine et M
როდესაც ამ ბიზნესის ორი მთავარი ფონდატორი გეუბნება, რომ ყველაზე მაღალი სტილი ( და არა მოდა) სწორედ პანკებისა და ზაზუების ანარქია,ნონკონფორმიზმი, პროვოკაციაა და არა შემოდგომისა და ზამთრის კოლექციების მარაზმი, იძულებული ხარ დაუჯერო: კარდენი წლების განმავლობაში აცმევდა ყველას, ბითლზებიდან დაწყებული მაოს ჩინეთით დამთავრებული(ის პირველი დასავლელი იყო ვინც ჩინელებს ევროპულად ჩააცვა) მან ამ ბიზნესით მოიპოვა შესაძლოა უფრო მეტი ვიდრე სხვა ყველა კუტურიემ ერთად აღებულმა.
პაკო რაბანმა კი 60 წლებში პირველმა დანომრილი გოგოების მონაწილეობით მოდების ჩვენებას სპექტაკლის, შოუს სახე. პირველმა შთაბერა სული მოდელებს , სახე, სახელი და გვარი მისცა, პირველმა გამოიყენა შავკანიანი მანეკენი ქალი, "შეკერა" ლითონის კაბა და ა.შ.... მოგვიანებით , ჟან პოლ გოტიემ პარიზის როკეტის ქუჩის პანკების სტილი მაღალ მოდაში მოიტანა...პარიზის უნიკალურობა პარიზელთა კრეატიულობამ განსაზღვრა და არა მაინცა და მაინც კოკო შანელმა ან იგივე ჟან პოლ გოტიემ. ისინი თავად შექმნა პარიზმა.
ყოველ დიდ აფეთქებას მოსაწყენი ნახევრად სიჩუმე ცვლის. ამის შესანიშნავი მაგალითი 80 წლების ერთ დიდ ვიდეოკლიპად ქცეული დასავლეთია. მაგრამ წერტილი არასოდეს არ ისმება, რადგან დასავლეთში მეტნაკლები სიმძაფრის სულიერი ამბოხი, რომელის პირდპირი ანარეკლი როგორც წესი არტისტული გარემოა, გამუდმებით ხდება, ისევე, როგორც აფეთქებები მზეზე.
ბერლნის კედლის დანგრევის შემდეგ, მსოფლიო დიდი პოლიტიკის სცენაზე პოპ კულტურის ფასის მცოდნე სრულიად ახალი ტიპის ლიდერები გამოჩნდნენ.
მათ თავიანთი ფსიქოდელიურ 60–70 იანი წლების წარსულს - კოსტუმი და ჰალსტუკი მოარგეს, პატარა, კომკავშირლების მსგავსი ბარტყებიც დაყარეს და სულ რამდენიმე წელიწადში პოლიტიკა "ვუდსტოკის ფესტივალად", დიდ ბრჭყვიალა დისკო უტოპიად აქციეს: პოლიტკოსები დღეს ბევრად უფრო პოპ ვარსკვლავები არიან ვიდრე თავის დროზე ჯიმი ჰენდრიქსი იყო. (ჩემთვის ეს დასტურია იმისა, რომ პოლიტიკოსები მხოლოდ არტისტების ცუდ და ბოროტ პლაგიატს წარმოადგენენ). თუმცა 90 წლების დასაწყისში ეს ტენდენცია მხოლოდ იღვიძებდა, ჯერ საკმაოდ გროტესკული სახე ჰქონდა.
1992 წელს პარიზის დიდ საკონცერტო დარბაზ ''ბერსიში'' ლენი კრავიცის კონცერტზე პირველად აღმოვაჩინე სწორედ ამ ტიპის პოლიტიკურად ჯერ კიდევ უსახო "ბარტყები". ამან ჩემში რაღაც უსიამოვნო წინათგრძნობა გააღვიძა.
საფრანგეთში მხოლოდ ერთი წლის ჩამოსული ვიყავი და ეს ჩემთვის პირველი მეგა კონცერტი იყო, რომელზე წასვლაც შევძელი. ისიც იმიტომ რომ პირველ განყოფილებაში, იმ დროისათვის პარიზში საფუძვლიანად დავიწყებულ ჩემი საბჭოთა ბავშვობის იდოლს, რობერტ პლანტს(ექს ლედ ზეპელინი) ნახევარ საათი უნდა ემღერა. პუბლიკა რა თქმა უნდა ძირითადად ლენი კრავიცისა იყო: ჩემსავით მძიმე მუსიკალური ბავშვობა უნდა გქონდეს გამოვლლი. რომ გამახურებელი ჯგუფის მოსასმენად მთელი კონცერტის ფული გადაიხადო, განსაკუთრებით როცა ის არა გაქვს.
დარბაზი 16 ათასი, ძირითადად თეთრ მაისურსა და ცისფერ ლევის501 ში ჩაცმული უსახო ახალგაზრდით იყო სავსე. ეს არაფრით არ გავდა იმ პუბლიკას, რომელიც ჩემს სკოლის წინ ცალხელა ფოტოგრაფისგან ათ კაპიკად ნაყიდ როლინგების შავთეთრ ფოტოებში ჩანდა. ისინი ჩემი თაობის კომკავშირული ღონისძიების, ან სააკაშვილის სადიდებლად შეკრებილ დღევანდელ ნაციონალური მოძრაობის "ახალგაზრდულ ფრთის" წევრებს უფრო წაავდნენ.
იმ საღამოს მათთვის რობერტ პლანტი ნამდვილი აღმოჩენა გახდა. გამოსვლის ბოლოს სანთებლების ტალღის რიტუალიც კი ჩაატარეს სიმღერა thank you ზე. ხოლო Whole Lotta Love ბისზე ამღერეს.
ახალგაზრდების ეს ტიპი შედეგი იყო მიტერანის სოციალისტური მმართველობისა საფრანგეთში. 80– იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, სოციალისტებმა ნამდვილი ფუნქციონერების დიქტატურა დაამყარეს ქვეყანაში. ახალგაზრდების ძირითადი მიზანი სახელმწიფო სამსახურში მოხვედრა გახდა, რაც პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში პატარა ბურჟუაზიული ბედნიერების გარანტიას იძლეოდა: სახელმწიფო ფუნქციონერის სამსახურიდან დათხოვნა დღესაც თითქმის შეუძლებელია, თუ რაიმე დიდი დანაშაული არ ჩაიდინა. შრომის კანონი მათ განსაკუთრებით იცავს და სოციალურ არც თუ ისე მცირე უპირატესობებს ანიჭებს. ახალგაზრდების მთავარი ოცნება სახელმწიფო სამსახურში მოხვედრა იყო და ეს მათ ფიზიონომიაზე, მათ სტილზე, აზროვნებისა და ქცევის მანერაზეც აისახა, ისინი მასიურად პრეფექტურისა და მერიის თანამშრომლებს დაემსგავსნენ. სწორედ ეს თაობა იყო მაშინ თავად ახალგამოჩეკილი როკ ვარსკვლავის ახალგაზრდა ლენი კრავიცის პუბლიკა, მაშინ პირველად გადავიკვეთე ერთად შეგროვილ ამ უსახო და კორექტულ თაობასთან, რომელიც საფრანგეთში დამხვდა. რომ არა რევოლიუციურად შემართული ქართულად შეშლილი სახეები, რომლებიც შეშინებულმა თბილისში დავტოვე , იქნებ იმედგაცრუებულს უკანაც მომეკურცხლა.
ამ ახალგაზრდებს აშკარად რაღაც ახალი სჭირდებოდათ, უფრო მეტი ვიდრე 80 წლების ვიდეო ლირიკა. ლენი კრავიცი მათთვის სწორედ რემასტერიზებული 70 იანი წლების მუხტი, ერთგვარი ილუზია იყო. მე თავად გავხდი მოწმე როგორ დაიქოქა ყველაფერი თავიდან,როგორ ამოძრავდა, გამოცოცხლდა ემოცია, როგორც ფელინის "ორკესტრის რეპეტიციაში".
სხვანაირად არც შეიძლება მომხდარიყო, დასავლეთი დიდხანს ვერ ძლებს უსახოდ, ასე თუ ისე დასავლური კულტურა ერთადერთია, რომელმაც პროტესტანტიზმისაგან კულტურა შექმნა.
რაც შეეხება ჩემი ბავშვობის იდოლს: სამი თვის შემდეგ პლანტს უკვე სოლო კონცერტი ჰქონდა ხალხით გაჭედილ დარბაზ "ზენიტში", ორი წლის შემდეგ კი , ჩემი მაშინდელი სახლის წინ, ზამთრის ცირკის შენობაში ჯიმი პეიჯთან მსოფლიო ტურზე "No Quarter" კონტრაქტს მოაწერა ხელი და ჩემი აზრით 90 –იანი წლების ერთ ერთი ყველაზე კარგი ალბომი ჩაწერა. ამ ტურის პარიზულ კონცერტს 1995 ში იგივე დარბაზში დავესწარი, რომელშიც 92 ში ლენი კრავიცს მორცხვად მადლობას უხდიდა იმ შესაძლებლობისათვის, რომ პარიზელ პუბლიკისათვის თავის შეხსენების საშეალება მიეცა. მხოლოდ პუბლიკის ხარისხი აბსოლიუტურად სხვა იყო.თეთრ მაისურიანი "მაოისტებიც" კი გაცილებით საინტერესოდ გამოიყრებოდნენ. გასულ 2007 წელს პლანტმა ამერიკული გრემი მოიგო ვიოლინისტ ალისონ კრაუზთან ერთად მსოფლიოში საუკეთესო ალბომისათვის...
საქართველოში ალტერნატიული ესთეტიკა არ ჩამოყალიბდა, რადგან არ ჩამოყალიბდა ალტერნატიული დამოუკიდებელი აზროვნება. ჩვენ ყოველთვის გამზადებულ მოდელებს ვიყენებდით ასევე სხვის მიერ გამზადებულ კლასიკად ქცეულ მოდელებთან დასაპირისპირებლად, ჩვენი საკუთარი ალტერნატიული ზოგადი იდეა იშვიათად შეგვიქმნია.
მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელმაც დასავლური თანამედროვე კულტურის ყველაზე საინტერესო ეტაპები დაუსწრებლად გაიარა: განსაკუთრებით 70 წლების ორივე დიამეტრალურად განსხვავებული ნახევარი. მხედველობაში მაქვს ჰიპების ეპოქა, როკის ღმერთის შექმნა, და შემდეგ, ათ წელიწადში პანკების მიერ ამავე ღმერთის განადგურება. რასაც 80 წლების ვიდეო კლიპებიანი ათწლეული მოჰყვა. ქართველები, ჩვენგან დამოუკიდებელი ცნობილი მიზეზის გამო, ყოველი ამ ეპოქის მხოლოდ პასიური მომხმარებლები ვიყავით და არა კონტრიბიუტორები. თუმცა ცუდი არც ეს იყო, რადგან პოპ კულტურის მოხმარებით საკუთარ კულტურაში ვაკეთებდით კონტრიბუციას და ეს დღესაც კი, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ დასავლური კულტურის მცირე ნაწილად ვირძნოთ თავი. ამაში 70 ელთა თაობას დიდი და პოზიტიური დამსახურება აქვს. თუმცა ასევე ნეგატიურიც.
სწორედ ამ წლებში მიაღწია პიკს ქურდული გაგების მარაზმატიკულმა აღორძინებამ, ნარკომანიის დემოკრატიზაცამ, ძველი ბიჭების სირეგვენემ, ყველაფერი ეს ერთად რაღაც ბნელ იდეოლოგიად ჩამოყალიბდა, და საცოდავ ქართველ პროგრესისტების ტერორიზირების საშუალებათ, რაღაც პარალელურ შავ იარაღად იქცა წითელ იდეოლოგიასთან ერთად.
ამავე წლებს დაემთხვა კოპოლას "ნათლიმამების" ვიდეო შემოსევა. მოგვიანებით კი სერჯიო ლეონეს მოსაწყენი მონუმენტალური სისულელე "ერთხელ ამერიკაში", რომელმაც უმნიშველოვანესი მკვეთრი შტრიხი გაუსვა ქართულ მასობრივ გემოვნებას. ის რაღაც უცნაურ სკივრს დაემსგავსა, სადაც რასაც გნებავთ იმას იპოვიდით: მაფიოზურ მითოლოგიას, ჯაზს, ფელინის, იაპონურ პროზას, დისკოს, ბერგმანს, რობერტ სტურუას თეატრს, ჰერმან ჰესეს, კეიტ ჯარეტს... ამ ეპოქაში თვით გულისრევამდე ტკბილი იტალიური ესტრადაც კი რაღაც პროტესტის მუხტს თუ არა მის ილუზიას მაინც ატარებდა. საქართველო რაღაც პარალელურ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა ორი, წითელი და შავი იდეოლოგიით. რომელთაგან ძნელი სათქმელია, რომელი უფრო აგრესიული იყო.
ცნობამ მარიო პიუზოს მიერ აღწერილ კორლეონეების კლანთან ფრენკ სინატრას მითიური მეგობრობის შესახებ, ამ იდეოლოგიას მუსიკალური საუნდიც შესძინა. ეს პირველ რიგში სწორედ My Way იყო. ცოტა მოგვიანებით კი კლასიკური ჯაზი, რომლის მოსმენა თბილისში მასიურად სწორედ მაშინ დაიწყეს როდესაც ნინა ჰაგენი ბერლინში my fucking way გაჰკიოდა. ანუ 70 იანი წლების ბოლოს. დღეს უკვე, ხანდახან თბილისელები ნიუ ორლეანის ეჯიბრებიან ჯაზის სიყვარულსა და "ცოდნაში". ამაში კი, უნდა გითხრათ, რომ არც ისე ცოტა დამსახურება აქვთ კორლეონეების ოჯახის თბილისელ ფანებს.
ჯაზმა სწორედ ის ნიშა დაიჭირა ახალგაზრდებში, რაც უფრო ლოგიკური იქნებოდა, რატომღაც ისტორიას ჩაბარებულ, ქართველებისათვის უდროოდ გარდაცვლილ როკს რომ დაეჭირა. მაგრამ სავსებით ლოგიკურია, რომ ეს არ მოხდა: პანკ კულტურა 60–70 იანი წლების გულუბრყვილო " სექსუალური სიკეთისა" და ათასი სხვა გულუბრყვილო რევოლიუციების მამხილებელი მათრახი, ალტერნეტიული კულტურა იყო. ჩვენთან კი რისი ალტერნატვა უნდა გამხდარიყო, რაც არც კი დაბადებულა... თბილისელი რამოდენიმე საყურიანი და სიმწრით ნაშოვნი ტყავის "პერფექტო" ქურთუკიანი ბიჭი ისეთივე "პანკი" იყო, როგორიც მე ჰიპი, რამოდენიმე წლით ადრე: ცოტა გრძელი თმებით, ოდესის "ტალკუჩკაზე" ნაყიდი "ზმეიკებიანი სუპერებით" , "პლატფორმებით" და გაზეთ "კომუნისტში" გახვეული Grand Funk Railroad -ის დისკით იღლიაში. მხოლოდ ამ საცოდავ პანკებს მთელი თბილისი პედერასტებს ეძახდა და აგინებდა საყურის გამო.
მერე პროტესტი დასაშვები გახდა: გარბაჩოვი საკუთარ გლასტნოსტის ხაფანგში გაება.
ის რასაც ისტორიკოსები პერესტროიკას უწოდებენ, ჩემი აზრით საბჭოთა კავშირის არტისტული აგონია უფრო იყო. ტირანიას ისე ვემშვიდობებოდით, როგორც თეთრ ლამაზ გემს ტროპიკულ ნავსადგურში...ლამაზი მუსიკით, სევდიანი ღიმილით და ცვირსახოცებით ხელში...ეს ისეთივე ძლიერი გრძნობა იყო, როგორც ბერლინის კედლის დაცემა. რომელიც ბევრმა ჩვენთაგანმა რაღაც პერფომანსად უფრო აღიქვა ვიდრე გეოპოლიტიკურ რყევების დასაწყისად თუ ''კატასტროფად" – როგორც ეს ცნობილმა "იუმორისტმა" ვლადიმერ პუტინმა საკმაოდ მახვილგონივრულად შენიშნა რამოდენიმე წლის წინ...
პოლიტიკოსები ჩვენთვის მხოლოდ პოლიტიკოსები იყვნენ, და სხვა არავინ.ჩვენ ვერ წარმოგვედგინა ბოროტების პათოლოგიის ის ხარისხი რაც ამ პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ ატარონ.
სინამდვილეში გულის სიღრმეში არავის ჯეროდა რომ წითელი დასასრული ასე ახლოს იყო... ყველა ცდილობდა, რაც შეიძლება მეტად მოესწრო, ესარგებლა ამ მოულოდნელი თავისუფლებით– პარანოიკული რჟიმის ძალიანაც შესაძლებელ რესტავრაციამდე. ჩვენ ვთვლიდით რომ პოლიტიკოსები მოლოდ პოლიტიკოსები არიან და მეტი არავინ.. ჩვენ სნობები ვიყავით მათთან დამოკიდებულებაში და ამიტომ მას შემდეგ ისინი გამუდმებით რევანშს იღებენ ჩვენზე. შურს იძიებენ დამცირებისათვის...
მშვენიერებამ, როგორც ეს აღთქმული იყო, ვერაფერიც ვერ გადაარჩინა...
ხანდახან ასე მგონია, იქნებ ჩვენი ბრალიც იყო , '' მშვენიერების შემოქმედებმა" საკუთარი სურვილით რომ მივატოვეთ საქართველო და ხელში ჩავუგდეთ ათასგვარ შეშლილს, პატარა და დიდ გაიძვერას... როგორც კი საბჭოთა ჯოჯოხეთის კარები გამოიღო, მაშინვე დასავლურ სამოთხეში გავფრინდით ეშმაკის ფრთებ გამობმული ანგელოზებივით... ისე რომ კარებიც კი არ მოვიხურეთ უკან... მაგრამ ჩვენ მხოლოდ ცნობისმოყვარე მწერლები და არტისტები ვიყავით... მეტი არავინ.
ეს ჩუმი, საცოდავი,მორცხვი, ორმაგი სახის, მაგრამ მაინც ამბოხის ეპოქა იყო. ჩემი თაობა კონფორმისტი მეამბოხეების თაობაა. სწორედ ეს ვერ აიტანეს მოგვიანებით, ეროვნული განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა, განსაკუთრებით ზვიად გამსახურდიამ. რომელმაც საკუთარი ინციატივით მონოპოლია აიღო ამ წლების კომპრომისულ– პროტესტანტულ სულზე. მიუხედავად იმისა, რომ, თუ ცენტრალური ტელევიზისათვისაც კი მის უნიკალურ ტვ მონანიებას გავიხსენებთ, გათვლილი კომპრომისი არც თავად გამოჩენილი ექს დისიდენტისათვის იყო უცხო ხილი.
ჩემი აზრით, ბოლო ამბოხი საქართველოში იდეის და არა სამშობლოს, ან სოციალური უფლებების დასაცავად სწორედ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელსაც სამწუხაროდ თვითონაც შეეწირა და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, საქართველოც.
მიუხედავად დღეს გავრცელებული ვერსიისა, თითქოს ულტრა მემარჯვენე ნაციონალისტ პირველ პრეზიდენტს მხოლოდ რუსოფილი ინტელიგენცია ებრძოდა., დარწმუნებული ვარ მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი მას სწორედ გაუცნობიერებელი იდეოლოგიური პროტესტის გამო დაუპირისპირდა. ეს არც სოციალური და საყოფაცხოვრებო ვარდების რევოლიუცია იყო, არც რაღაც მითიური ვერა–ვაკელების შემოსევა, არც კრიმინალურ რეჟიმთან ბრძოლა, თუმცა ამ ბრძოლამ თავად მიიღო კრიმინალური სახე ძალიან მალე და საქართველოში დიდი ხნით ჩაკლა ნებისმიერი საზოგადოების პროგრესისათვის აუცილებელი ადამიანის სულის თვისება, რომელსაც ამბოხი ჰქვია.
საქართველოში არასოდეს ყოფილან ადამიანები სულიერად ისეთი კორუმპირებულნი და გარყვნილნი, როგორც ბნელ, თითქოს შუა საუკუნეების დროინდელი შავი ჭირის ეპიდემიან ქალაქივით გარიყულ 90 წლების თბილისში. განსაკუთრებით მის დასაწყისში. პირველ რიგში სამარცხვინო ბანდტური მმართველობის გამო, რომლის შესახებ დღემდე ჩურჩულით ყვებიან რაღაც საშინელ ჯოჯოხეთურ ისტორიებს. ეს ბნელი და გახრწნილი ეპოქა ისევ წყვდიადით არის მოცული, სწორედ ქართული კონფორმისტული სულის წყალობით: საქართველოში არ უყვართ ძველი ცოდვების გახსენება: – ეს "ბიზნეს" ხელს უშლის.
აი, ნაწყვეტი კოტე ყუბანეიშვილის მიერ ჩემთვის პარიზში გაგზავნილი წერილიდან:
1992 წლის მაისი.
"... წიგნი სტამბაშია, ძლივს მივაღწიე და დამპირდნენ დაბეჭდვას. კომპიუტერზე ამწყობები არიან, ორი ბიჭი. ძალიან რელიგიური ყმაწვილები აღმოჩნდნენ და უარი განაცხადეს ამისთანა წიგნის აწყობაზე. ორი ლექსი, შენი და ირაკლის ( "...Who Art..." და "ჩემო ცოლებო, პოეტებო აქურობის") ამოიღეს. ამას ჩვენ არ დავბეჭდავთ, აქ ღმერთი უპატივცემულოდ არის მოხსენიებულიო... უფროსმაც თხოვა, გურამამაც, მეც. რას არ დავპირდი, როგორ არ მოვეფერე. არაფრით არ გააკეთეს. ბოლოს სხვა ამწყობის მოყვანა მომიხდა და ეს ორი ლექსი იმან ამოიყვანა კომპიუტერზე. როგორც იქნა, ახლა უკვე სტამბაშია და მე მგონი, თუ კიდევ მალე ომი არ დაიწყო, როგორც იქნება დაიბეჭდება. ვნახოთ, ნუ ვიჩქარებთ, არ დაითარსოს..."
წიგნი, "რეაქტიული კლუბის" პირველი გამოცემა, "როგორც იქნა" გამოვიდა, მხოლოდ ომი მაინც დაიწყო, და ბევრად უფრო საშინელი, ვიდრე რუსთაველის პროსპექტის სამოქალაქო ომად წოდებული სისაძაგლე . ამ ომთან ერთად ქართული კრიმინალურმა რენსანსმა თავის პიკს მიაღწია.
"რელიგიური ყმაწვილები" სტამბიდან ყოველდღე მრავლდებოდნენ და ძალღონეს იკრეფდნენ. თითქოს ვამპირებივით ისრუტავდნენ მხედრიონელებისაგან გადარჩენილ აქა იქ ნაპოვნ თავისუფალ სულის ნარჩენებს. საქართველო წყვდადში ჩაიძირა.
მიუხედავად ამისა, სწორედ 90 წლები აღმოჩნდა ყველაზე კრეატიული საქართველოში. ახალი ხელოვნების ჩანასახები გაჩნდა. ალტერნატივას ლოგიკა მიეცა და ის დაიბადა: ყველაზე უგემოვნებო, საშიშ და კრიმინალურ ეპოქაში. იგივე ჩემი "თანაკლუბელები" კოტე ყუბანეიშვილი და ირაკლი ჩარკვიანი არასოდეს ყოფილან უფრო შემოქმედებითნი ვიდრე მაშინ. ისინი სწორედ შემოქმედებამ გადაარჩინა...საგულისხმოა, რომ ირაკლიმ სწორედ ვარდისფერ დეკადანსს ვეღარ გაუძლო. და მოკვდა.
საქართველოში პირველად უკრავდნენ ნამდვილ როკს. ... ხელოვანები ძალადობას ხელოვნებით უპირსპირდებოდნენ და არა რაღაც ბრიყვული ტრანსპარანტებით, თავზე კამიკაძეებივით წაკრული ბენდანებით და ფერადი მაისურებით, როგორც დღეს.
იმ წლებმა და იმ არტისტების წამებამ ბევრი რამ განსაზღვრა დღევანდელი ვარდისფერი ხელისუფლების ეგრეთ წოდებულ წარმატებებში. თუ ვარდების რევოლიუციას საერთოდ რიმე სახე გააჩნდა ეს 90 იანი წლების ქართულ ჯოჯოხეთში მოღვაწე ხელოვანების შექმნილია და არა რამოდენიმე "დასავლურად მოაზროვნე" პარტიული კანცელარიის თაგვის. მხოლოდ ეს არტისტები, ისევ ჯოჯოხეთში ჩატოვა უმადურმა ვარდების ღვთაებამ. სულ რამოდენიმე მათგანი ჩაისვა თავის'' კარამელისა და შოკოლადის მხიარულ მატარებელში და ნარჩენების არსებობა სამუდამოდ დაივიწყა.
აქ არ შემიძლია ისევ დანტე არ გავიხსენო: ჯოჯოხეთის პირველი გარსი . სადაც მოხვედრილი სულები მხოლოდ იმის გამო იტანჯებიან, რომ ქრისტეზე ადრე დაიბადნენ. ისინი ყოველთვის აქ იყვნენ, ისინი ჯვარცმაზე, თავად იესოზე ადრე ადრე დაისაჯნენ ... მხოლოდ ერთადერთხელ გაიხსნა ზეცა და რამოდენიმე რჩეული უფალმა თან წაიყვანა, მათ შორის ვირგილიუსიც.
ქართული კულტურა დღეს მხოლოდ ჯოჯოხეთის პირველ გარსშია, რამოდენიმე ვირგილიუსივით იღბლიანი ხელოვანის გარდა, რომელსაც ვარდისფერმა უფალმა საკუთარ სასუფეველში ადგილი უბოძა.
იმედი მაქვს მომავალში პარალელების გავლება დანტეს ქვესკნელის უფრო ქვედა სართულებთან არ მომიწევს...თუმცა ვინ იცის. თუ გადარჩენილების ხარისხით ვიმსჯელებთ დანტეზე ლაპარაკი კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს. თუ კი რა თქმა უნდა, საერთოდ კიდევ დააინტერესებს ვინმეს ასეთი საუბარი.
ახალ საუკუნეს საქართველო კონფორმიზმის გაათკეცებული ენერგიით შეხვდა. შევარდნაზემ იოსელიანი თავისი ბანდიტებიანად თავიდან მოიშორა, ანუ იმ ეპოქის ტერმინოლოგიით "გადააგდო". თუმცა ამავე ბანდიტებისაგან თავში წამორტყმულ, დამცირებულ და დაკომპლექსებულ კორუმპირებულ გარეწრებს ვეღარაფერი მოუხერხა. ისინი ზოგი პოზიციად ჩამოყალიბდა, ზოგიც ოპოზიციათ. და ახალი საუკუნე საქართველოში პოლიტიკურ–რელიგიური არნახული მასშტაბის მარაზმით დაწყო, და კიდევ უფრო მეტით, ლიბერალურ –რელიგიურით მთავრდება.
ქართველმა ხელოვანებმა დიდი შეცდომა დაუშვეს: მათ პოლიტიკოსებივით აზროვნება და ლაპარაკი დაიწყეს. ცხოვრება პოლიტიკურ ლოტოდ იქცა, სადაც გამარჯვებული სწორი ბანაკის დროულად არჩევანის შემთხვევაში პირდაპირ ვარდისფერ სასუფეველში , თუ არა და ბნელ ჯოჯოხეთში ხვდებოდა. ლოტოს ეს ტირაჟი დღემდე წელიწადში რამოდენიმეჯერ თამაშდება და მასში მთელი მოსახლეობაა ჩართული.
ამ ლოტოს გათამაშებების გარიჟრაჟზე , ვარდებით შეიარაღებულმა თბილისელმა ახალგაზრდებმა სწორედ ის უსახო ახალგაზრდები მომაგონეს, რომელიც ოდესღაც პარიზის ბერსის საკონცერტო დარბაზში ლენი კრავიცისა და რობერტ პლანტის კონცერტზე ვნახე.
90 იან წლებში პარზშიც უცნაური პატარ პატარა ამბოხებების მოწმე გავხდი. პირველ რიგში ეს გარეუბნების კულტურის აფეთქება გახლდათ რაპის აკომპანიმენტით, რომელმაც საბოლოოდ სამწუხაროდ საკმაოდ მახინჯი და აგრესიული სახე მიიღო, რაც რაპერების კონცეფციის სასაცილოდ დაბალი ინტელექტუალური ბაზის გათვალისწინებით სულაც არ არის გასაკვირი. რაპმა რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს სოციალური უფსკრულის გაღრმავებას თითქოს ხელი შეუწყო საფრანგეთში.
პირველად ფერად საფრანგეთს ხმამაღალი პროტესტი საშუალება მიეცა და მან ეს საშუალება ხელიდან არ გაუშვა. მხოლოდ, თუ რამოდენიმე მართლაც ძალიან ნიჭიერ რაპერს არ ჩავთვლით, ეს ყველაფერი ძალიან მალე მოსაბეზრებელი გახდა, პირველ რიგში , როგორც აღვნიშნე რაპერთა უმრავლესობის ლიმიტირებული გონებრივი მონაცემების გამო. ტექსტები სულ უფრო და უფრო პრიმიტიული, კომუნოტარული ხდებოდა, ამან საბოლოოდ დეფავორიზებულთა სუბკულტურა შექმნა, რომელიც დღე დაღამე დისკრიმინაციაზე და რასიმზე ქადაგებდა უშნო უხეში და მოსაბეზრებლად უგემოვნებო ენით.
რაპი ნელნელა პარიზში შემოპარული აგრესიის ვირუსის აკომპანიმენტად იქცა. ლენი კრავიცის თეთრ მაისურებიანი 501 ლევის– პუბლიკა ათი წლის განმავლობაში თავჩაღუნული დადიოდა. ეს ყველაფერი მათი სრული კაპიტულიაციით დამთავრდა. არასოდეს ფრანგი ახალგაზრდები ისეთი უსახო და მხდალნი არ ყოფილან, როგორც 90 იანი წლების ბოლოს. სამაგიეროდ არასოდეს გეებს ისე არ უაქტიურიათ როგორც იმ წლებში. 80 იანებში მათში გაღვიძებულმა მეამბოხე სულმა 90 იანებში ტექნო კულმინაციას მიაღწია და ფაქტიურად რამოდენიმე წელიწადი საფრანგეთი ერთგვარი გე კულტურით ცხოვრობდა. იმ დონემდე,რომ ჰეტერო სექსუალს იქნებ ხანდახან ცოტა დისკრიმინირებულადაც კი გეგრძნო თავი, განსაკუთრებით ზოგიერთ უბანში და წრეში. შეგძლოთ გენახათ მაგალითად ასეთი კარიკატურა: ორი ახალგაზრდა მამაკაცი: ერთი გე, სამხედრო კამუფლიაჟის მოტვით ძალიან მოდური გარეგნობითა და ლამაზი აღნაგობით, გვერდით კი სწორედ კრავიცის პუბლიკის სტანდარტული მობუზული ჰეტერო. თეთრი მაისურით და 501 ლევისით.
პრინციპში არჩევანიც კი არ იყო დიდი, ან კლასიკურად უნდა ჩაგეცვა ან ისე, რასაც ეს "სპეციალური" მოდა გთავაზობდა. ჰეტეროები რაღაც გესლიანი ირონიის ობიექტებად გადაიქცნენ თითქოს. რამოდენიმე წელიწადში გეებს გადაუარათ მოპოვებული უფლებებით გამოწვეულმა ეგზალტაციამ და ყველაფერი ასე თუ ისე დაბალანსდა: დღეს არანაირი სექსუალური ორიენტაცია არ წარმოადგენს , განსაკუთრებულ ინტერესის საგანს , ანგაჟირებულ აქტივისტებს თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, რომლებისთვისაც, როგორც საერთოდ ყველანაირ მებრძოლ აქტივისტს ჩვევია, მოპოვებული უფლებები ყოველთვის არა საკმარისია.
ჩვენი ათწლეულის მეორე ნახევარში პარიზის გარეუბნების მონოპოლისაც აშკარად მოეღო ბოლო. დღეს ახალგაზრდები ბევრად უფრო გაბედულნი, ლამაზნი, ხმაურიანნი არიან ვიდრე ათი წლის წინ, როდესაც ცდილობდნენ რომ ისინი არავის შეემჩნია. თითქოს ძნელია წარმოიდგინო, რა კულტურული კონფლიქტის შესაძლებლობა შეიძლება კიდევ დარჩენილი იყოს საფრანგეთში. თითქოს ყველაფერი მოხდა. მაგრამ ყოველი ახალი თაობა თავის არტისტულ ბუნტის მოწყობას მაინც ცდილობს, ეს ხან ჰიპებია რიან, ხან პანკები, ხან გარეუბნელები, ხან გეები... ყოველი ასეთი ამბოხი აუცილებლად ტოვებს რაღაც კულტურულად და სოციალურად მნიშვნელოვნად პოზიტიურს, რაც მთლიანობაში ქმნის იმ ევროპულ კულტურას, რომელსაც გამუდმებით დისნეის პატარა ობოლი იხვივით ვეტორღიალებით ქართველები.
საქართველოში კი ბოლო წლებში ერთადერთი შემთხვევა , თუ ირაკლი ჩარკვიანის თითქმის პერფომანსულ სიკვდილს არ ჩავთვლით, მხოლოდ სამხატვრო აკადემიის რამოდენიმე ახალგაზრდის სკანდალური სადიპლომო ნამუშევარი "სველი წრე''იყო, რომლის მონაწილენი ერთმანეთს სახეში აფურთხებდნენ.
რა თქმა უნდა, მე არ ვამტკიცებ რომ საქართველოში არაფერი ხდება. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ბევრი არაფერი ხდება და რაც ხდება ნამდვილ ვიბრაციას ვერ იწვევს, უფრო მეტიც არ ჩანს. თორემ აუცილებლად გავიგებდი. როგორც მაგალითად თავის დროზე ლაშა ბუღაძის მიერ დაწერილი მოთხრობის "პირველი რუსის" შესახებ შევიტყე სწორედ ჩვენი ათწლეულის დასაწყისში.მოთხრობა უნდა გამოვტყდე, სულაც არ მომეწონა მაგრამ აღფრთოვანებული დავრჩი ავტორის გამბედაობით...
რამოდენიმე ხნის შემდეგ, რომელიღაც თოკ შოუში სკანდალის ავტორის მამამ , გია ბუღაძემ, შვებით განუცხადა პუბლიკას, რომ "შემცდარი" შვილი მის უწმინდესობასთან წაიყვანა, და ბოდიში მოახდევინა... ეს სწორედ საუკუნის გარიჟრაჟი იყო.
მხატვარ გია ბუღაძეს საკუთარი დამწყები მწერალი შვილი საბჭოთა სამაგალითო კონფორმისტულ გარიგებაში რომ არ გაეხვია და ამით მისი ერეტიკული მოთხრობა მართლმადიდებლური ინკვიზიციის ცეცხლში არ დაეწვა, იქნებ ჩვენი საუკუნის ეს პირველი უსახო დეპრესირებული ათწლეული საქართველოში ცოტა სხვანაირად, უფრო დინამიურად განვითარებულიყო და დღეს, უკვე აკადემიის რექტორის რანგში მყოფი ცნობილი მხატვარი , არ გამხდარიყო იძულებული თანამედროვე ხელოვნების ანბანი აეხსნა ბრმა და გაბოროტებული "მაშასადამე ევროპელი" მრევლისათვის, რომ იმ სტუდენტების მიერ ერთმანეთზე
სველი წრე. რუსთავი 2. 2007
ფურთხება მხოლოდ პერფომანსია და არა რაღაც დემონური გარყვნილება. მადლობა ღმერთს ეს სტუდენტები მაინც არ წაიყვანა პატრიარქთან, თუმცა ეჭვი მეპარება, ვინმე გაყოლოდა.
იქნებ დღეს თავად ლაშა ბუღაძეც არ ყოფილიყო იძულებული თავად ეძებნა ახალი თაობის გასაოცარი ინერტულობის მიზეზი გოგი გვახარიას "წითელ ზონის", ერთ ერთ ყველაზე საინტერესო გადაცემაში "გულგატეხილი ახალგაზრდობა" რომელიც 13ივნისის უჩვენა 1 არხმა და რომელსაც სამწუხაროდ განსაკუთრებული რეაქცია, გამოძახილი არ მოჰყოლოა საზოგადოებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე, დასავლეთში გამართულ ქართველ თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენელთა კოლექტიურ გამოფენებს, ანუ როგორც ამას უწოდებენ, ქართული კულტურის ექსპორტის ნებისმიერ აფიშას რომ თვალი გადაავლოთ, ფაქტიურად ერთი და იგივე გვარებს წააწყდებით. მე ამ მხატვრების, არტისტების ნაწილს ვიცნობ, ეს სწორედ ისინი არიან ვინც 90 იან წლებში ბნელ საქართველოს ცოტათი მაინც ანათებდნენ. მაგრამ არ მინდა დავიჯერო რომ მათ შემდეგ საქართველოში მხოლოდ პოლიტიკური ბარტყები იჩეკებიან, და ახალგაზრდებს სათქმელი, ყვირილზე რომ აღარაფერი ვთქვა არაფერი აქვთ . 90 იანელი არტისტები კი ზოგი მინისტრ მერაბიშვილის ფანი გახდა, ზოგიც ლევან გაჩეჩილაძის. მათი უმრავლესობა, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე სოციალურ კლასად , ინტელიგენციად ჩამოყალიბდა. ისინი დღეს ვერაფერს ვეღარ ააფეთქებენ ისე რომ მენტალური და ემოციონალური რყევა გამოიწვიონ გაქვავებულ საზოგადოებაში.
ორივე ანგაჟირებული მხარე კი კულტურის სამინისტროს უყურებს ხელებში, რომელიც სპორტისა და ძეგლთა დაცვაზე ზრუნვისაგან თავისუფალ დროს, მართლაც, ყველაზე ახლოს მდგომებს უცხოურ ღონისძიებების სიაში ჩაწერს ხოლმე სამადლოდ. ყველაზე ახლოს კი როგორც გითხარით ხშირად ერთი და იგივე ხალხი დგას, ხანდახან ასე მგონია, რომ კულტურის სამინისტროს სადარბაზოში ძინავთ, მათი ადგილი შემთხვევით ვინმემ რომ არ დაიკავოს. ისინი გაცილებით ულმობელნი და ძუნწნი არიან თავიანთი ახალგაზრდა თანამოძმეების მიმართ, ვიდრე საბჭოთა კავშირის ქართველი კონიუნქტურული არტისტები. თუ მე ვცდები, და ახალგაზრდა არტისტები იმიტომ არ ჩანან, რომ ისინი უბრალოდ ან არ არსებობენ, ან საჩვენებელი არაფერი აქვთ, როგორც ამას ძველი გვარდია ამტკიცებს გამუდმებით, მაშინ გაცილებით ცუდად ყოფილა საქართველოს საქმე ვიდრე მე მგონია.
ყველა შემთხვევაში ფაქტია, რომ კულტურა საქართველოში კატასტროფულ მდგომარეობაშია. საქართველოს კულტურის პოლიტიკა ძირითადად უფრო იმპორტ ექსპორტია, ვიდრე შიდა კულტურული კატასტროფის თავიდან აცილებაზე ზრუნვა. ასეთ პირობებში ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთ სამინისტროში იყოს მოქცეული ძეგლთა დაცვა, სპორტი და კულტურა, როცა სამივე სფერო სულ ცოტა ცალკე სტრუქტურას საჭიროებს . და საერთოდ, რა შუაშია სპორტი და კულტურა ერთმანეთთან, გარდა იმისა რომ სქელკანიან ფუნქციონერებს ერთიცა და მეორეც პახმელიაზე ახსენდებათ ხოლმე, როდესაც საკუთარ თავს და მეუღლეებს ახალი"კულტურული" ცხოვრების დაწყებას პირდებიან.
საქართველო დღეს ჯერ კიდევ საბჭოთა კულტურული პოლიტიკის ნამცეცებით იკვებება და იწონებს თავს უცხოელებთან. საინტერესოა ვის გაიყვანს ათ, ოც წელიწადში კულტურის სამინისტრო საზღვარგარეთ ჩვენი ევროპულობის დასამტკიცებლად. საქართველოში კულტურა ხიზილალასავით , ცოტა და სუფრის დამამშვენებელი დელიკატესია. რომელსაც თუ არ იჩქარე, თუ სუფრასთას მჯდომნი მუჯლუგუნებით არ გასწი გამოწიე ვერასოდეს გემოს ვერ გაუსინჯავ.
გამობრძმედილ 90 იანელების ზურგს უკან ჩაკარგულ ნოლიანელთა თაობამ ვერ შეძო ყვირილი ისე ხმამაღლა, რომ ისინი შეემჩნიათ . ეს პირველ რიგში მათივე არაკრეატიულობის ბრალია. არც ერთი ძველი თაობა არ უზიარებს ახალს საკუთარ ადგილს განსაკუთრებული ენთუზიაზმით , მხოლოდ ამ უკანასკნელთა ამბოხის შიში თუ აიძულებს ხოლმე ცოტათი გვერდზე ჩაწევას. საქართველოში კი მამები შველებზე მეტად მეამბოხენი და დაუმორჩილებელნი აღმოჩნდნენ . ეს არაბუნებრივი, საშიში მოვლენა, ტრაგედიაა კულტურის, და მასთან ერთად ერის განვითარებისათვის. დღეს საქართველო მხოლოდ შავი დღისთვის გადანახულ კულტურის მარაგის ბოლო ნარჩენებით იკვებება, რომელსაც თითქმის არაფერს არ ამატებს . მარაგი კი ადრე თუ გვიან აუცილებლად ამოიწურება. ოთარ ჭილაძის ადგილი სამწუხაროდ დიდ ხანს დარჩება ვაკანტური.
წინასწარ კარგად გაანგარიშებული კორექტულად ხარისხიანი შემოქმედებით ეს მარაგი ვერ შეივსებაა. აეროპორტების დუტი ფრის ორასგვერდიან რომანების სტილმა, რომელიც ასე კარგად აითვისეს ჩვენმა მწერლებმა, შესაძლოა საბოლოოდ დაასამაროს ქართულ ენაზე კითხვის ისედაც შაგრენის ტყავივით დაპატარავებულ მკითხველთა წრე.
ვარდისფერმა ხელისუფლებამ ვერ შექმნა ისეთი ხელოვნების ნიმუში, რომელიც მათ მოღვაწეობას ისტორიას შემოუნახავდა. მოგეხსენებათ პოლიტიკოსები უფრო ხშირად მათი მმართველობისას კულტურულ ქმნილებების თანამგზავრებად შემორჩებიან ხოლმე ისტორიას, ვიდრე პოლიტიკური საქმიანობაში წარმატებებით.
ეს როგორც ჩანს შევარდნეზეს უკეთ ესმოდა, ჯერ კიდევ თავის ცეკას მდივნურ წითელ წარსულში, რადგან მის დროს საქართველოში მართლაც უამრავი რამ შეიქმნა რომელსაც, თვითონ მაშინვე მიეტმასნა და დღეს საკუთარი არსებობის ორი ყველაზე დიდი გასამართლებელ საბუთად ბერლინის კედლის დანგრევას და აბულაძის მონანიებას ასახელებს, თითქოს მთელი ცხოვრება, ცალ ხელში ჩაქუჩი ეჭირა მეორეში კი კინოკამერა.
ჩემი აზრით თუ ახლო მომავალში საქართველოში კულტურული აფეთქება არ მოხდა, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად განმუხურის "ბერლინის კედლიდან"– სარფის საბაჟომდე გადაჭიმულ "თავისუფლების" პლიაჟის მომსახურე პერსონალად გადაიქცევა.
"ეს თაობა" ლუკა ლასარეიშვილი.ნიუ იორკი.2002
მე არ მესმის, რატომ უნდა აკეთებდეს დღესაც 50 წლის ლუკა ლასარეიშვილი ნიუ იორკში "ამ თაობას", და არა რომელიმე ახალგაზრდა ქართველი არტისტი თბილისში რაიმე მის ექვივალენტს. ლუკა ლასარეიშვილი 30 წლი წინაც პროვოკატორი იყო: ბევრად რთულ, ბრეჟნევის ეპოქაში.
საქართველოში პოპკულტურა ვერაფრით ვერ შეიქმნა: აქ მხოლოდ პოპია კულტურის გარეშე. ასეთი პოპი კი ავღანისტანშიც არის. იქნებ ამიტომაც არის შეუძლებელია ალტერნატიული კულტურის არსებობა– დასაპირისპირებელი ფაქტიურად არაფერია.
საქართველოში არ არის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი , სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებოდათ ენახათ რომ ასეთ "სხვა" ხელოვნებას საქართველოშიცა აქვს თავისი ისტორია. სადაც ბავშვები ისევე ივლიდნენ სკოლებიდან და სამხატვრო წრეებიდან როგორც პარიზის პომპიდუს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში .
აბსოლუტურად გაუგებარია რატომ უნდებათ ქართველ არტისტებს მაინცა და მაინც ევროპელებს მიაწოდონ თავიანთი შინაგანი "მესიჯი" და არა საბრალო თანამემამულეებს, რომლებიც პიკასოს ასი წლის წინ დახატულ გრავიურებსაც კი პირდაღებულები უყურებენ და ვერ გაუგიათ რატომ ქვია ამას ხელოვნება, გაუგებარია, ვისთვის ვხატავთ, ვუკრავთ, ვწერთ... ვინ არის ჩვენი ხელოვნების მომხმარებელი თუ არა ჩვენივე ხალხი? ჩვენი ხალხი კი გაუნათლებელი და ბნელია და ასეთი დარჩება მანამდე, სანამ სახელმწიფო არ აღიარებს რომ კულტურულობის დიდი პრობლემაა ქვეყანაში, სანამ საერთაშორისო ტრიბუნებიდან ნახევრად ცარიელ დარბაზებში მთვლემარე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ტრაბახს იმის შესახებ რომ ყველაზე მაღალი ხარისხის "მაშასადამე ევროპელები" ვართ თავს არ დავანებებთ.
დააკვირდით ქუჩაში ან სოფლებში გამვლელთან ჩაწერილ ნებისმიერ ინტერვიუს: თითქოს კორესპოდენტი სხვა პლანეტიდან აკეთებდეს რეპორტაჟს: ადამიანებს საკუთარი ისეთი მარტივი აზრის ჩამოყალიბებაც კი უჭირთ, როგორიც ჟურნალისტის ასევე პრიმიტიულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად არის საჭირო. დარწმუნებული ვარ მართლწერის საყოველთაო ტესტირების შემთხვევაში შედეგები აბსოლიუტურად კატასტროფული იქნება.სწორედ ამ ადამიანებთან კულტურული დიალოგია საჭირო და არა ჩემს პარიზელ მეზობლებთან " და ამხანაგებთან კულტურული მესაჟების" ცვლა: მათ ისედაც ყველაფერი მშვენივრად იციან, ყოველ შემთხვევაში ბაზობრივი მაინც.
ჩვენ თანამედროვე ხელოვნებისაგან რაღაც "ელიტარული" კოდირებული სექტანტური ქსელი შევქმენით და გვგონია, რომ ჩვენი თანამემამულეები ვერაფერს გაიგებენ...ეს საცოდავი ტყუილია: წადით ანახეთ ლუკა ლასარეიშვილის "ეს თაობა" საქართველოს სოფლებში და თუ ვერ მიხვდებიან ნახავთ( თუ მერე არ გაანადგურეს, რა თქმა უნდა)
არ არის აუცილებელი ასეთი ხელოვნების მუზეუმი მაინცა და მაინც პარლამენტის წინ იყოს. დარწმუნებული ვარ თვითონ არტისტები დაეხმარებოდნენ სახელმწიფოს მის შექმნაში, ნამუშევრებსაც აჩუქებდნენ, ამ მუზეუმში ბევრად უკეთ გამოჩნდებოდა ის რისი ჩვენებაც ჩვენმა ხელისუფლებამ ოკუპაციის მუზეუმით მოინდომა, რადგან საქართველოს ოკუპაცია სხვა არაფერია თუ არა სწორედ ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორიაა. ხელისუფლება კი როგორც ჩანს პროდასავლურობის მიუხედავად მაინც ვერ მიხვდა რომ ეპოქას, ისტორიას, ხელოვანები აღწერენ და არა პოლიტიკოსები, სამხედროები, ფინანსისტები, ან თუ გნებავთ სექსოლოგები. მუსიკის გარეშე მხედართმთავარები ბრძოლაში არ მიდიან. ყვლა ეპოქას თავისი მუსიკა აქვს. შეუძლებელია სევდიანი "ჩემო კარგო ქვეყანათი" დღეს საქართველომ რაიმე ბრძოლა მოიგოს. არსებული თანამედროვე ხელოვნება კი ჩემი აზრით აბსოლიუტურად აცდენილია ქართულ რეალობას და ერთადერთი რასაც ის ასახავს, ეს იმპორტ–ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კულტურული ოფიციალური პოლიტიკაა.
სულ ახლახანს ხელში ჩამივარდა თბილისში კულტურის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარე მიმდინარე თანამედროვე ხელოვნების გამოფენა "არტ ისტერიუმის" პრინტერზე გამობეჭდილი პროგრამა და კატალოგის მაკეტი. საგარეო ურთიერთობებზე ორიენტირებული იქ წარმოდგენილ ქართველ არტისტთა უმეტესობა, ისევე როგორც ხუთი, როგორც ათი, ოცი წლის წინ კვლავ დასავლელ პუბლიკას, განსაკუთრებით ევროპელ კულტურის ჟიგოლო კურატორებსა და არტისტებს ეკეკლუცება ინგლისური წარწერებით საკუთარ ნამუშევრებზე. როგორც ყოველთვის, თითქოს, ქართველებისათვის სათქმელი არაფერი აქვთ. მათი ნაწილი სწორედ ის "დამსახურებული მარადიული ავანგარდისტები", კონცეპტუალისტები არიან, რომლებიც ზევით უკვე ვახსენე. მათ ეტყობა ამ წლების განმავლობაში ჯერ კიდევ ვერ მოამთავრეს თავიანთი სათქმელის, კონცეფციის გამოხატვა ინგლისურ ენოვანი ხალხებისათვის. არც კი ვიცი, თუ კიდევ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ რომ ისინი ქართველებისთვისაც მოიცლიან ოდესმე. ყოველ შემთხვევაში მათი საიტი www.artisterium.org ნამდვილად არ არის განკუთვნილი ქართველებისათვის: ის მხოლოდ ინგლისურ ენაზეა შედგენილი. მე მართლა არ მესმის, რატომ უნდა ელაპარაკებოდნენ ქართველი არტისტები პრიორიტეტულად თბილისში ჩამოსულ ევროპელებს, როდესაც ამდენი რამ არის სათქმელი ქართველებზე.
Tell me Are you my Suliko? "ORERA"(სულიკო ინგლისურად)
მათი contemporary arts , ხშირად, ოდესღაც "გოლუბოი ოგონიოკში"ორერას ნახევრად რუსულად ნამღერ "გდე ჟე ტი მოია სულიკოს" მახსენებს.
May Way -ის საბჭოთა ექვივალენტს –"სულიკოს", "ორერა" ინგლისურადაც მღეროდა,ესტონურადაც და მგონი უზბეკურადაც. პრინციპში შეიძლება ორერა თავისი მულტიენოვანი სულიკოთი უფრო ფსიქოდელიური იყო ვიდრე ჩვენი ინგლისურ აქცენტიანი თანამედროვე არტისტები. ( ყველაფრის მიუხედავათ, რა თქმა უნდა, მე მხოლოდ ვინატრებდი, რომ თანამედროვე ხელოვნების გამოფენები რაც შეიძლება მეტი იყოს საქართველოში.)
თანამედროვე ქართული ხელოვნების ეს კონფორმისტული ნაწილი ქართული სოფლების მახინჯ ორსართულიან, ჟანგიანი თუნუქის მტრედებიან არქიტქტურას მაგონებს, რომელმაც 60 იანი წლებიდან მოყოლებული ქართული სოფელს სახე დააკარგინა და დაუნდობლად დაამახინჯა. მადლობა ღმერთს ბუნების ხარჯზე იოლად გავდივართ, თორემ გულახდილნი რომ ვიყოთ, ჩვენს სოფლებს ნამდვილად არ შეეხედება.
ამ უშნო და ყოველგვარი კონტექსტიდან ამოვარდნილმა სახლებმა დღემდე ვერ შექმნეს ვერანაირი კონტექსტი და ასევე უშნოდ დაბერდნენ. ადგილობრივ ტრადიციულ არქიტექტურასთან კი მათ თანამედროვე ჰარმონიული შეხების წერტილები მშენებლობის დროსაც არ გააჩნდათ. ან საიდან უნდა ჰქონოდათ, როდესაც ათეული წლების განმავლობაში – ცხელ კახეთში, თოვლიან ბორჯომის ხეობაში და ზღვისპირა სუბტროპიკულ აჭარაში ერთნაირ ორსართულიან რკინა ბეტონის "პლაშატკიან"სიმახინჯეებს აშენებდნენ , სანამ საბოლოოდ არ მოსპეს ძველებური რეგიონალური არქიტეატურული სული და საბოლოოდ არ დაამახინჯეს ქართული სოფელი. იშვიათად თუ გაუბედავდა ვინმე საკუთარ თავს, რაიმე ორიგინალური თუ არა ადგილობრივ კულტურასთან დაკავშირებული შტრიხი შეეტანა ამ უღმერთო, მეზობლების ჯინაზე აღმოცენებულ არქიტექტურაში. დღეს ქართულ ტრადიციულ არქიტექტურას კუს ტბაზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში თუ ნახავთ. რიყის "ეთნოგრაფიული" რესტორნების კომპლექსი მადლობა ღმერთს დაანგრიეს. თუმცა, თანამედროვე ქართულ არქიტექტურაში "თუნუქის მტრედები" ისევ ძალიან აქტუალურია..."კონცეპტუალური" გაგებით, რა თქმა უნდა.
ჩვენი კონფორმისტული არტისტული სული პრაქტიკულად ყველა სფეროში ვლინდება, და პირველ რიგში დიდ პოლიტიკაში. ქართული პოლიტიკური ელიტა საერთაშორისო თანამეგობრობას გასული წლის 8 აგვისტოს შემდეგ გამუდმებით მადლობებს უხდის მხარდაჭერისათვის, სულ წამებში აქვთ დათვლილი როდის და რამდენი ხნით გავახსენდით ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტს. მადლობებს ვიხდით ათასნაირი დახმარებისათვის, რომელსაც მიუხედავად ეუთოში, მთვლემარე აფრიკელი პრეზიდენტების წინაშე ჩვენი პრეზიდენტის ტრაბახისა , რომ ჩვენთან ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, რატომღაც მაინც არ გვიწყვიტავენ: მადლობა ღმერთს! ეტყობა არ ჯერათ.
გარდა ამ გასაგები მიზეზებისა, დასავლელ "პარტნიორებს" ასევე მადლობებს ვუხდით მათი სიმხდალისათვის, რუსეთთან ამორალური პოლიტიკური და კომერციული გარიგებებისათვის.მადობას ვუხდით ყველას: გერმანიას, იტალიას, განსაკუთრებით საფრანგეთს, რომელიც ამ დღეებში სამხედრო შვეულმფრენებსა და ავიამზიდის მიყიდვას გეგმავს რუსეთის ქართველჭამია არმიისათვის.
ფრანგულ ტექნიკას პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენს წინააღმდეგ გამოცდიან. მსოფლიო კიდევ ერთხელ შეიტყოვბს რომ რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს. ცა გაიხსნება და წმინდა სარკოზი" ისევ მოგვევლინება, ჩვენ მას ისევ სარკო სარკოს ყვირილით შევეგებებით. ის ისევ გადაგვარჩენს 21 საუკუნის "ბარბაროსებისაგან". ობამას აღარ შევაწუხებთ, რადგან კრედიტში ნობელის პრემია აქვს აღებული, შარში ხომ არ გავხვევთ. უიმისოდ საბოლოოდ ყველაფერი ასე თუ ისე მოგვარდება. ამიტომ დღეს პროტესტის გამოთქმა "სენტ სარკოს" კოლაბორანტობის გამო ჩვენს დაუძინებელ მტერთან არ ღირს... პირიქით, ჯობია მიწამდე თავის რტყმით, მადლობები ვუხადოთ,არა მარტო სარკოზის, მერკელს ან ბერლუსკონის, არამედ თბილისში მათ ელჩებსაც, ელჩების თანაშემწეებსაც, მეუღლეებსაც. არავითარ შემთხვევაში პატარა საპროტესტო მანიფესტაციაც კი არ მოვაწყოთ საფრანგეთის საელჩოს წინ, თორემ იფიქრებენ რომ უმადურები ვართ.
განსაკურებით მნიშვნელოვანია, ვინმეს არ დასცდეს ხელოვნების სფეროდან რაიმე საყვედურის მაგვარი, თორემ მერე შეიძლება საელჩოების მიერ გამართულ მიღებებზე აღარ დაპატიჟონ, კულტურული "ეშანჟიზმის" პროგრამაში არ ჩასვან,ან ბოლოს და ბოლოს ვიზაზე უარი უთხრან...და საერთოდ, რაღა მაინცა და მაინც ფრანგებს უნდა ვაწყენინოთ, როცა ერთმანეთს სრულიად უპრობლემოდ და უფასოდ შეგვიძლია დღე და ღამე დედა ვაგინოთ.
მით უმეტეს, რომ ჩვენი სტუმართმოყვარე და მადლიერი მოსახლეობისათვის უფრო ადვილი იქნება ამ შვეულმფრენებიდან და გემებიდან შესაძლო დაბომბვის ფსიქოლოგიურად გადატანა, თუ ეცოდინება, რომ ამ საშინელი მანქანების ყიდვით პუტინმა ჩვენს საყვარელ პარტნიორ საფრანგეთში რამოდენიმე ასეული სარკოზის ამომრჩეველი დაასაქმა. გარდა ამისა, ჩვენ ხომ ყველაზე კულტურული მანიფესტანტები ვართ მსოფლიოში. პროტესტს მხოლოდ პარლამენტის წინ გამოვთქვამთ, სულ სხვა, უფრო "შემოქმედებითი" მოთხოვნებით.
ჩვენი კონფორმიზმის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ჩვენში სოლიდარობის გრძნობის ფაქტიური არ არსებობაა : როდესაც მესმის, რომ ბიზნესიდან პოლიტიკაში, პოლიტიკიდან ისევ ბიზნესში და მერე მედიაში მოსული ბოროტი დირექტორის გამო, ტვ "იმედიდან" უკვე მერამდენედ, ბოლო წლების განმავლობაში, ჟურნალისტებს უკანონოდ ათავისუფლებენ, და ამ ცნობას არ მოჰყვება არხის სხვა ჟურნალისტების საყოველთაო გაფიცვა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ სურვილი მიჩნდება, თავად გავხდე არველაძეზე კიდევ უფრო "ბოროტი" დირექტორი და დანარჩენი ჟურნალისტებიც გავყარო სამსახურიდან. მერე დიდი გასაუბრება ჩავატარო, და რადგანაც, როგორც ცნობილია პროფესიონალიზმი ქართულ ტელე ჟურნალისტიკაში არც ისე აუცილებელი ფაქტორია, ახალი თანამშრომლები ადამიანების მიმართ თანაგრძნობისა და სოლოდარობის ხარისხის გათვალისწინებით შევარჩიო, ამის შემდეგ გარწმუნებთ ტვ იმედის ხარისხი მკვეთრად მოიმატებს.... თუმცა, იმედის ჟურნალისტების საბედნიეროდ, მე მათ დირექტორად არავინ დამნიშნავს, რადგან ჯერ არც ბიზნესში ვყოფილვარ არასოდეს და არც პარლამენტში.
ბოლო წლების გაუთავებელი უშედეგო მიტინგების მიუხედავად, ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შესძლო ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება, გაფიცვა გამოეყენებინა. და არა იმიტომ, რომ გასულ გაზაფხულზე სწორედ ჰიპოტეტიური გაფიცვებით შეშინებულმა პრეზიდენტის ლიბერალმა გუნდმა დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამეტურ გაფიცვის უფლებას– ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა, საბოტაჟი და ღალატი უწოდა... გაფიცვა დემოკრატიული სოლიდარობის კულტურაა,
რომელიც ქართველებს ევროპელებისაგან განსხვავებით, როგორც აღმოჩნდა არ, ან ჯერ არ გაგვაჩნია, ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა. ჩვენ თითქოს ჯერ კიდევ ფეოდალურ წყობაში ვცხოვრობთ და აჯანყებებს ვაწყობთ ჩვენებური არსენებისა და პროევროპელი რობინ ჰუდების ხელმძღვანელობით. სოლიდარობის გარეშე , მხოლოდ მიტინგების შეზარხოშებული კონფორმიზმით ასე ნანატრი ლიბერალური საზოგადოება არ შენდება, მით უმეტეს რომ ბაზისური დემოკრატიულიც კი არ აგვიშენებია ჯერ.
24 mai 2016
შეშლილის დღიურები. 1
22 მაისი 2016
დილის სამი საათია. ლოგინში ვარ. არ მძინავს. ყურებში ხმაურისგან დამცავი მწვანე მუსის რბილი საცობები მაქვს გაჩრილი, რომელიც გუშინწინ პარიზიდან ჩამომიტანეს. აქაც იყიდებაო მითხრეს, მაგრამ საბჭოთა კომპლექსები მაქვს გამოყოლილი და ყველაფერ აქაურს "დეიდა როზას ამერიკელი ძმასავით" ეჭვის თვალით ვუყურებ.
ამ წუთს ახლა აქ, ჩემთან, დახურულ და ჩარაზულ საძინებელში 60 - 65 დეციბელია! უწყვეტად და უიმედოდ. ეს დეციბელები საკმაოდ შორიდან, შარდენის უბნიდან მოქრიან უხილავი ბომბებივით , კედელში აღწევენ და ჩემს ისედაც დაღლილ ფსიქიკას აფეთქებენ, ანგრევენ, ანადგურებენ. ჩემი საბრალო თავი ნახევარ საათში დაბომბილი რაიხსტაგის გუმბათს ემსგავსება, რომელზეც, ტყვიებისა და ბომბების ზუზუნში მელიტონ ქანთარია საბჭოთა დროშას ამაგრებს. ხან ჩაარჭობს, ხან ისევ ამოიღებს, ხან კალაშნიკოვის კონდახს ურტყამს, ხან ჩექმის ქუსლებს… თან მეგრულად იგინება…
გარეთ აივანზე შარდენის “როკნროლი” 80-90 დეციბელს შორის მერყეობს. მადლობა უფალს! წლევანდელი მაისი თბილისში წვიმიანი და გრილია. ფანჯრის გამოღება ჯერ არ არის საჭირო. ზაფხულში აქ, სახურავის ქვეშ ძილი ალბათ სიცოცხლისთვის საშიში გახდება… ან ღია ფანჯრდან შემოვარდნილი ხმაურის ცნამი გაგანადგურებს, ან დახურულ ფანჯრებში სული ამოგხდება როგორც გაზის კამერაში. ეს ამბავი ძალიან მაშფოთებს - ვერ ვიტყვი, რომ რკინის გული და უჟანგავი ნერვიული სისტემა მაქვს. დილის სამი საათია. ლოგინში ვარ. არ მძინავს. ყურებში ხმაურისგან დამცავი მწვანე მუსის რბილი საცობები მაქვს გაჩრილი, რომელიც გუშინწინ პარიზიდან ჩამომიტანეს. აქაც იყიდებაო მითხრეს, მაგრამ საბჭოთა კომპლექსები მაქვს გამოყოლილი და ყველაფერ აქაურს "დეიდა როზას ამერიკელი ძმასავით" ეჭვის თვალით ვუყურებ.
ამ წუთს ახლა აქ, ჩემთან, დახურულ და ჩარაზულ საძინებელში 60 - 65 დეციბელია! უწყვეტად და უიმედოდ. ეს დეციბელები საკმაოდ შორიდან, შარდენის უბნიდან მოქრიან უხილავი ბომბებივით , კედელში აღწევენ და ჩემს ისედაც დაღლილ ფსიქიკას აფეთქებენ, ანგრევენ, ანადგურებენ. ჩემი საბრალო თავი ნახევარ საათში დაბომბილი რაიხსტაგის გუმბათს ემსგავსება, რომელზეც, ტყვიებისა და ბომბების ზუზუნში მელიტონ ქანთარია საბჭოთა დროშას ამაგრებს. ხან ჩაარჭობს, ხან ისევ ამოიღებს, ხან კალაშნიკოვის კონდახს ურტყამს, ხან ჩექმის ქუსლებს… თან მეგრულად იგინება…
ამასწინათ ერთი ლიტერატურათ მცოდნე პარლამენტარის წერილი წავიკითხე - მწერლობა სიცოცხლისთვის საშიში პროფესიააო ამტკიცებდა... მაშინ ვიხუმრესავით, ეტყობა ქართველი მწერლების შემთხვევაში თვითმფრინავით მგზავრობა და ტერორიზმი აქვს მხედველობაში, ქართველ მწერლებზე არხეინი ხალხი ცხოვრებაშ არ მინახავს მეთქი..
არა და მართალი ყოფლა ეს კაცი, მართლა საშიში გახდა ჩემი ცხოვრება მას შემდეგ რაც ამ უბანში დავსახლდი თვენახევრის წინ. უფრო სწორად მას შემდეგ რაც ცოტა ამინდები გამოვიდა და შარდენის უბნმა აიწყვიტა...
აი ცოტა ჩაწყნარდა, შევეცდები დავძინო სანამ პაუზა აქვთ.
ხვალ გავაგრძელებ თუ გადავრჩი.
23 მაისი 2012
საერთოდ აქ ცხოვრებას ფუნდამეტური საყოფაცხოვრებო ფილოსოფიურობის თვალსაზრისით, ერთი ძალიან დიდი დადებითი მხარე აქვს, აქ თვალნათლივ გრძნობ, ხედავ, გესმის.. რომ სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე სულ ერთი პატარა ნაბიჯიც კი არ არის. სამოთხე პირდაპირ არის მიბმული ჯოჯოხეთს, გასასვლელი კარებიც კი არ აქვს, ისე შეიძლება უცებ უსქესო ანგელოზების გარემოცვიდან კუპრის კასრში ამოყო თავი, რომ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრებ.
![]() |
| Loth et ses filles - Lucas van Leyden -1520 |
აქ ჯოჯოხეთი შუაღამისდან პირველის ნახევრამდე დგება.ისე უცებ, რომ ვერც კი ხვდები ზუსტად როდის და ის დილის ხუთ საატამდე გრძელდება. შეიზლება უფრო მეტიც, უბრალოდ მე მეტს ვეღარ ვუზლებ და მეძინება. საერთოდ ზალიან საინტერესო ფენომენია, თუ როგორ ეჩვევა ადამიაანი ჯოჯოხეთსაც კი. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მდგომარეობა. ბევრად უარესია. მე ჯოჯოხეთთან შეგუება ყოველ ღამე მიწევს. აი მაგალითად გულაგში ან ოსვენცემში დღისითაც ჯოჯოხეთია და ღამითაც.. აქ კი დღისით , განსაკუთრებით საღამოს მზის ჩასვლისას ისეთი, ისეთი სამოთხეა! ღმერთო ჩემო! ... ჩრდილო დასავლეთით, საუდელების აშენებული შუშის კლდის იმიტაციის იქით ნამდვილი მყინვარწვერიც კი მოსჩანს და თოვლიანი კაკასიონი… არა ამქვეყნიური პეიზაჟია, თუმცა არის მაინც მასში რაღაც შემაშფოთებელი... თითქოს რაღაც ხმა ჩაგძახის, რომ შენსა და სამოთხეს შორის ყოველთვის ჯოჯოხეთია.. იმისათვის რომ სამოთხეში მოხვდე, ჯოჯოხეთი უნდა გაიარო და იმისთვისაც რომ სამოთხიდან საკუთარ თავს დაუბრუნდე, ასევე ჯოჯოხეთი უნდა გაიარო, მაგრამ არ გავყვები ამ ტოქსიკომანურ თემას... თბილისის კონტექსტში ეს აუცილებელი ჯოჯოხეთი ახალი დემონური შუშის არქიტექტურისა და საბჭოთა რკინაბეტონის ნაზავი არქიტექტურაა .. ეს ჯოჯოხეთი თუ არ გაიარე, აქა იქ შემორჩენილ სილამაზეს ვერ იგრზნობ. მაგრამ ადამიანის ოპტიმისტური ბუნება ხომ იცით! … არ იჯერებ, სანამ ვიღაც უნიჭო დამკვრელების პირველი აშლილი აკორდები და ჭინკასავით მკივანა ქალის Killing Me Softly არ მოგხვდება თავში უროსავით!... ეს სამოთხის პეიზაჟი უცებ გადაიქცევა ლუვრში გამოფენილ ფლამანდიელი ლუკას ვან ლეიდენის “ლოთი და მისი ქალიშვილების” პეიზაჟად.
პეიზაჟი კი ალბათ ხვდებით კორუმპირებული და გარყვნილი ქალაქი სოდომია.
სხვათა შორის ამ ნახატს რომ ვუყურებ , ხანდახან ვფიქრობ რა უფრო დიდი ცოდვაა, ის რის გამოც ღმერთმა ეს ქალაქი დასაჯა, თუ ის რაც ლოთის ქალიშვილებმა ჩაიდინეს და რაც ღმერთმა დაუშვა? კიდევ არგი ხშირად არ ვხედავ ამ ტილოს და არ ვფიქრობ ამ ამბებზე. საერთოდ ეს ნახატი ანტონინ არტოს “თეატრი და მისი ორეულის” წყალობით აღმოვაჩინე, მესამე თავს -” მიზანსცენა და მეტაფიზიკა” ამტილოზე ლაპარაკით იწყებს. ამ საწყალ ლუკას ვან ლეიდენს ცოტა ესნობება, პრიმიტივ მხატვარს უწოდებს და თან ამბობს - წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის, არა მგონია ხელოვნების ისტორიის რაიმე მნიშვნელოვან მოვლენასთან იყოს კავშირშიო..არა და კაცი ხელოვნების ისტორიაში ყველაზე დიდ გრავიურისტად ითვლება - მერე გავარკვიე.
როგორც ხვდებით არტომდე არც მე ვიცოდი ვინ იყო ეს ლუკას ვან ლედენი, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ რა მოხდა, არტომაც არ იცოდა წესიერად.. პრინციპში შეშლილი გენიოსის - არტოს ეს წიგნი სულ სხვა რაღაცაზეა, ჩემი ნახევრად შეშლილი ბოდვები კიდევ უფრო სხვა რაღაცაზე. ეს ამბავი იმიტომ გამახსენდა, რომ ჩემი აივნიდან, შარდენის უბანი და მაიდანი ზუსტად ისე ჩანს, როგორც ამ ლეიდენის ტილოში ეს უბედური ქალაქი სოდომი. განსაკუთრებით როცა ფეიერვერკია.
ზუსტად ციტირებას ვერ გავაკეთებ რადგან ამჟამად წიგნი არ მაქვს ხელთ, მაგრამ როგორც მახსოვს, ტილოს აღწერისას ამბობს : ნახატს რომ შეხედავ, უცებ, სანამ საერთოდ მიხვდები რაზეა აქ ლაპარაკი, იგრძნობ რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. რაღაც დიდი დრამა მზადდება და ამას არა მარტო თვალი, ყურიც კი გრძნობს!
… და მერე ანვითარებს და ანვითარებს… თეატრალურ სისასტიკემდე…
მოკლედ არტოს აქ , ნარიყალას ქვემოთ, კლდეკარის წმინდა გიორგის ეკლესიის გვერდით ჩემთან დუპლექსში ძალიან მოეწონებოდა. მეც უფრო ადვილად გადავაგორებდი ამ უზილო ღამეებს მასთან საუბარში... თუმცა ყველაფერი წინაა.
არ გამოვრიცხავ რომ ერთ ღამეს თავად გამომეცხადოს იღლიაში ამოჩრილ აპარატზე მიერთებული საფეთქლებზე ჩამოცმული ვარდისფერი ელექტროდებით და ერთმანეთს ჩავუტაროთ კონვულსიოთერაპიის, ანუ ხალხურად ელექტრო-შოკის სეანსები.PK 25 მაისი 2016
21 mai 2016
მეხუთე ზონა
რატომ ვართულებთ? პოლიტიკოსობა შეუძლია ყველას - ადვოკატიდან დაწყებული მეთევზით დამთავრებული. მხოლოდ მთავარია, თანახმა იყო, სულ ცოტა, ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ პრინციპზე - ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ თანამოქალაქეს აქვს თავისი აზრის ქონისა და გამოხატვის უფლება, შენ კი სხვისი აზრის პატივისცემის თუ არა (ყველა ვოლტერი ვერ იქნება), ატანის ვალდებულება მაინც. არავის აქვს უფლება, განსხვავებული აზრის გამო დაგაშანტაჟოთ...ეს არის აუცილებელი პირობა, მხოლოდ მისი გათვალისწინების შემდეგ შეგვიძლია, დავიწყოთ ამ თუ იმ პოლიტიკოსის ნიჭიერების ხარისხზე მსჯელობა.
ნებისმიერი თავისუფლება იწყება აზრის (თუ კი ის გაქვს) და, შესაბამისად, მისი გამოხატვის თავისუფლებით. მისი აგრესიული მეთოდებით გამოხატვის შეზღუდვა თავად აზროვნების შეზღუდვას ნიშნავს.
აგრესიისა და შანტაჟის მტანჯველ შიშს ადამიანი იატაკქვეშა, ერთგვარ საბჭოთა სამზარეულოს დისიდენტურ მდგომარეობაში გადაჰყავს. მოჩურჩულე დისიდენტების არსებობა კი თავისთავად გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლებას და, შესაბამისად, დემოკრატიას.
ფსიქოლოგიური ზეწოლის რამდენიმე ძირითადი მეთოდი არსებობს. მათი მოქმედების ხარისხი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია: ის, რაც ქართველისთვის მორალური ტანჯვაა, ბრიტანელს შესაძლოა, სასაცილოდაც არ ეყოს და პირიქით. (Что русскому хорошо,то немцу - смерть)
საქართველოში ფსიქოლოგიური ზეწოლის ყველაზე აპრობირებული მეთოდი, რა თქმა უნდა, არის პატრიოტული გრძნობებითა და მორალით ადამიანების მანიპულირება, მათში უაპელაციო სასჯელის შიშის ჩანერგვა. წამების მთავარი ინსტრუმენტი კი სხვადასხვა ზომისა და ტკივილის გამომწვევ ღალატში ბრალდება. ღალატის რამდენიმე ძირითადი ფორმა თითქმის ყოველ ჩვენგანს გამუდმებულ მზადყოფნაში აქვს - „ინკვიზიტორის ჯენტლმენური კომპლექტივით“. თუმცა მთავარი ჰიტი, რა თქმა უნდა, სამშობლოს ღალატია.
ეს უკანასკნელი, მოგეხსენებათ, ისეთივე და შესაძლოა ხანდახან მეტი რანგის დანაშაულიც კი არის, ვიდრე პედოფილია, ტერორიზმი და ის ბევრ ქვეყანაში სასჯელის უმაღლესი ზომით, მათ შორის სიკვდილით ისჯება.
ღალატს დანტე თავისი «ჯოჯოხეთის» ყველაზე ღრმა, უკანასკნელ მეცხრე გარსში ათავსებს. დიახ - არა საძაგელ მკვლელებს, მწამებლებს, მრუშებსა და ამპარტავნებს... არამედ სწორედ მოღალატეებს!
ცრემლების მდინარე კოკიტოსის გაყინული წყლებით დაფარულ ჯოჯოხეთის მეცხრე გარსში, სადაც ლუციფერის რეზიდენციაა, ოთხი ზონაა. პირველ - კაინაში (ძმის აბელის მკვლელი - კაენიდან) იტანჯებიან ისინი, ვინც მშობლებს უღალატა. მეორე - „ანტენორაში“ (ანტენორიდან, რომელმაც ტროას პალადიუმი ბერძნებს ჩააბარა) - სამშობლოს მოღალატეები, მესამე - ტოლომეაში (ეგვიპტის მეფე პტოლემე XIII, რომელმაც, იულიუს კეისარისთვის რომ ესიამოვნებინა, მასთან თავშესაფრის საძებნად ჩასული პომპეუსი მოაკვლევინა) იტანჯებიან ისინი, ვინც თავის სტუმარს უღალატა, ხოლო მეოთხე იუდეკაში (იუდა, რომელმაც იესო გაყიდა) ისჯებიან თავიანთ კეთილისმყოფელთა მოღალატენი.
ფაქტობრივად, ეს მეცხრე გარსი ჩვენი საზოგადოების მოდელია. რომლის ერთი ნახევარი მეორეს ღალატის ამ ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთში მაინც აუცილებლად ადანაშაულებს ყოველდღიურად, ხშირად კი - ორში, ან სულაც ოთხივეში. ანალოგიურად ექცევა მეორე ნახევარი პირველს.
ისინი, ყველანი უდიდესი სიამოვნებით გაგზავნიდნენ ერთმანეთს კოკიტოსის ცრემლის ყინულებში მარადიული ტანჯვისათვის და აგზავნიან კიდეც, მხოლოდ ვირტუალურად.
ჩვენ უკვე სამი ათეული წელია , ჯოჯოხეთის ამ ყველაზე ღრმა გარსში ვისტუმრებთ ერთმანეთს ყოველდღიურად და ერთი წუთითაც არ გვახსენდება ჩვენივე ისტორიის ყველაზე ტრაგიკული წლები, როდესაც სწორედ საბჭოთა სამშობლოს ღალატის აბსურდული ბრალდებით ჩვენი წინაპრების ერთი ნაწილი მეორეზე „დანოსებს“ წერდა, ხვრეტდა, გულაგში აგზავნიდა.
მოგვიანებით, ეროვნული მოძრაობის „რენესანსის“ ეპოქაში სტალინური რეპრესიებიც სამშობლოს მოღალატეებს დავაბრალეთ, მხოლოდ სხვა ტიპის, კომუნისტ, სუკის აგენტ მოღალატეებს... სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ჯოჯოხეთში უფასო საგზურების დარიგების დაუნდობელ ტრადიციას. აგენტები ხომ ყოველთვის სხვები იყვნენ და არიან... აჰ!.. რას ბრძანებთ! ჩვენ ხომ ყველანი 9 აპრილის გმირები ვიყავით! ჩვენი წინაპრები კი მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიების მსხვერპლი დისიდენტები და არა ჯალათები!… მაგრამ ჯალათები ნამდვილად არსებობდნენ, თანაც ბევრნი - ეს ფაქტია. მათ მშვიდად იცხოვრეს თავიანთი დამპალი ცხოვრება და თავიანთი სიკვდილით მოკვდნენ, აცრემლებული შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში... ჩვენ ყველანი მათ პანაშვიდებზე, გასვენებებში დავდიოდით. ვუსამძიმრებდით, თანავუგრძნობდით… ერთმანეთთან ვმეგობრობდით, გვიყვარდა, ვქორწინდებოდით, გვიჩნდებოდა შვილები, რომლებსაც ძარღვებში ხშირად მსხვერპლისა და ჯალათის სისხლი ერთად უჩქეფდათ..
ზღვარი მსხვერპლსა და ჯალათის შთამომავლებს შორის თანდათან წაიშალა. ასე აღმოვჩნდით ყველანი მხოლოდ მსხვერპლნი.
და ეს მახსოვრობის ერთგვარი გაკეთილშობილება ძალიან ადამიანური პროცესია - ამაში მე პირადად ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ტრაგიკული არის ის, რომ ეს ადამიანები, ჯალათებისა და მსხვერპლთა შვილები და შვილიშვილები ამდენი წლის შემდეგ ისევ მოღალატეებს უწოდებენ ერთმანეთს, მეზობლებს, თანამშრომლებს… ოჯახის წევრებსაც კი, ისევ ჯოჯოხეთის ყველაზე ღრმა, მეცხრე გაყინული გარსისთვის სწირავენ... - რატომ? თითქოს რეპრესიების შიში აღარავის აქვს... მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო!
თქვენ ვერ იპოვით ვერც ერთ ნორმალურ ქვეყანას, სიტყვა ღალატს ადამიანების ყოველდღიურ ლექსიკაში ამხელა ადგილი რომ ეჭიროს. მით უმეტეს, აზრის გამოხატვის კონტექსტში. განსაკუთრებით ვერ იპოვით დასავლურ სამყაროში, სადაც აზრის ქონის უფლების პატივისცემა ერთგვარი სამოქალაქო რელიგიაა, ისევე, როგორც მისი თავისუფალი გამოხატვისას სიფრთხილის დაცვა, თუნდაც ეს ყველაზე საძულველი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ იყოს მიმართული. ხშირად ამას ვერ ახერხებენ, მაგრამ ცდილობენ გამუდმებით და როდესაც ნერვები კონტროლიდან ეპარებათ, როდესაც სიტყვა, ემოცია გაუსხლტებათ, არ მოსწონთ, არ ამაყობენ ამით, როგორც ჩვენთან.
ეს ვერბალური დამუნათება სულაც არ არის ხელწამოსაკრავი საკითხი. ის პირდაპირ კავშირშია არჩევნებთან, რომლის ცხელი ჯოჯოხეთური სუნთქვა სულ უფრო და უფრო გვიახლოვდება. მით უმეტეს კოალიციის დაგვიანებული დაშლის შემდეგ. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების მატებასთან ერთად, სავარაუდოდ, „მოღალატეთა“ რაოდენობის მკვეთრ მატებას უნდა ველოდეთ.
დღეს ქართველი ამომრჩევლის თითქმის 100%-ს მოუწევს, ძლიერი შანტაჟის პირობებში მისცეს ხმა მას, ვინც საუკეთესოდ მიაჩნია. შანტაჟს კი ეწევა აბსოლუტურად ყველა - მმართველი პარტიიდან და მათი მომხრეებიდან დაწყებული ორკაციანი, მინი და მონოპარტიებით, მათი ლიდერების ოჯახის წევრებით დამთავრებული. პირველ რიგში ისინი, ჯერ კიდევ გუშინ რომ იყვნენ მმართველ კოალიციაში, ან „ნაციონალურ მოძრაობაში“, ან ნინო ბურჯანაძესთან… პირველი, რაც თავში მოსდით, როგორც კი ძალაუფლებიდან მიდიან, პოლიტიკური ოპონენტების პრორუსულობის ბრალდებაა. ამას აკეთებს უკლებლივ ყველა პოლიტიკური ძალა. ხოლო თუ გაბედე და შეეკითხე: „კი, მაგრამ, როგორ ხდება, რომ მაინცა და მაინც მაშინ გადაიქცევა ხოლმე ყველა სამშობლოს მოღალატედ, როდესაც კონკრეტული შიდა პოლიტიკური პრობლემა ჩნდება, რომელიც უშუალოდ მათ ეხება და არა საგარეო?” ადეკვატური პასუხი არავის აქვს, შენც არ „აწვები“, რადგან გეშინია... ოღონდ, თვითონაც არ იცი, რისი... ალბათ, შანტაჟის. სწორედ შანტაჟია დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსის მთავარი ბრძოლის იარაღი, ხოლო დევიზი - «ჩვენ კი არა ვართ კარგები, თქვენ ხართ ცუდები, ბოროტები და პრორუსები. ჩვენ მხოლოდ ნაკლებად ბოროტები ვართ, ხალხს კი ჩვენს გარდა არჩევანი არ გააჩნია, ამიტომ ჩვენ აგვირჩევენ!»
ერთადერთი, რითაც ქართველ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ამომრჩეველს თავი მოაწონონ, მათი პოლიტიკური კაპიტალი, მოწინააღმდეგეზე დაგროვილი სრულიად აბსურდული კომპრომატებია და არა საკუთარი იდეები და პროგრამა. ამ კომპრომატების ჰიტი კი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაა. უკვე ოცდახუთ წელიწადზე მეტია, სრულიად ერი ამ სავარაუდო აგენტების გამოვლენით არის დაკავებული. არა და, ეს სულაც არ არის ჩვენი - მოქალაქეების საქმე. ამისათვის სპეცსამსახურები არსებობენ. ჩვენ მხოლოდ მოხალისე პავლიკა მოროზოვები ვართ - სხვის ღალატზე ორიენტირებული ქართველი მგზნებარე პატრიოტები! რომელთა ბოლო თავშესაფარი... რუსეთია, ხოლო ღალატი ჩვენი სიბრიყვის უკანასკნელი არგუმენტი.
არჩევნებამდე, სავარაუდოდ, რუსეთისა და ღალატის თემა სრულიად კოსმიურ მასშტაბს მიიღებს. მით უმეტეს, სულ ახლახან კავკასიაში გაჩენილი ძალიან სერიოზული საფრთხის, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ფონზე, რომელსაც კიდევ უფრო ფართოდ შეუძლია გაშალოს «მოღალატე» პოლიტიკოსთა და ექსპერტთა სპექტრი. ოქტომბრამდე ჩვენ ყველანი მოღალატეები აღმოვჩნდებით. ერთმანეთს მორალურად დავხვრეტთ, საბოლოოდ გავანადგურებთ.
ყოველივე ამას მიაქვს მთელი ის დრო, ენერგია, ნერვები და, შესაბამისად, ჯანმრთელობა.. რომელსაც საქმეზე ფიქრსა და მის კეთებას უნდა ვახმარდეთ. ქართული პოლიტიკური დისკურსის 90%-ზე მეტი სრულიად ფუჭი, უსარგებლო და ძალიან არასერიოზულია როგორც პოლიტიკოსების, ასევე ეგრეთ წოდებული მესამე სექტორის სუპერექსპერტების, ჟურნალისტების...
ჩვენ ქართველები ბრუტი ხალხი ვართ - ნიუანსების გარეშე. შესაძლოა, ოდესღაც არ ვიყავით ასეთები, მაგრამ გავხდით.ამიტომ ხანდახან ვფიქრობ, იქნებ აჯობებს, მივიჩნიოთ, რომ კრემლის აგენტობა, თავისი ბანალობის წყალობით, საქართველოში უბრალოდ მოცემულობაა - ჩვენ ყველანი აგენტები და მოღალატეები ვართ და მორჩა! ბასტა! გადავიდეთ შემდეგ თემაზე, თორემ ერთმანეთის თვალთვალსა და დევნაში ისევ გვეპარება თვალსა და ხელს შუა ოცდამეერთე საუკუნე, როგორც მეოცე გაგვეპარა.
საქართველოში უნდა დამთავრდეს ეს რაღაც სულელური ბრძოლა მოქალაქეობრივი ზნეობის მონოპოლიზაციაზე, რომელსაც ბრეხტის ცარცის წრეში ჩაყენებული ბავშვივით ექაჩებიან თავისკენ სახელისუფლებო და მთავარი ოპოზიციური ძალები, დანარჩენები კი მათ გარშემო დარბიან ყიჟინით, ხან ერთს ჩაებღაუჭებიან უკან დასახმარებლად ხან - მეორეს. ეს მოსაწყენი მასკარადი უკვე იმდენი ხანია, გრძელდება, რომ თითქოს გაქვავდა და ბარათაშვილის ხიდთან, კონკის გვერდით - ბერიკაობის ძველ სკულპტურას დაემსგავსა.
ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამ პარაზიტი თემებისგან და ადგილი დავუთმოთ ნამდვილ პოლიტიკურ დისკურსს.
პირადად მე გაქვავებულ პოლიტიკურ ძალათა იერარქიის ერთგვარი დარბილების მიზნით, შემიძლია, ეგრეთ წოდებული „სასარგებლო არჩევანი“ გავაკეთო და ხმა მივცე პოლიტიკურ ძალას, რომელიც სულაც არ ეწერება ჩემს პოლიტიკურ გემოვნებაში... მაგრამ ღმერთო! ჩემი კანის თითოეული ფორით წინასწარ ვგრძნობ, როგორ შემოდის ჩემში შხამიანი სიძულვილი იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც ჩემი „პოლიტიკური ჰოროსკოპი“ მიუღებელი აღმოჩნდება! და რა მნიშვნელობა აქვს, როგორია ის!
ზოგს „რესპები“ სძულს, ზოგს „არაფორმალური მმართველის მონები“, ზოგს „მოღალატე“ ალასანია, ზოგსაც „ნაციონალები“, ყველას ერთად კი - ერთმანეთი! მათ ყველას ყოველ დღე რაღაც ხმა ცრუ სულიწმინდასავით ჩასძახის “რუსთავი 2-დან”: „გძულდეს მოყვარე შენი, ვითარცა მტერი შენი!“...
უნდა ვაღიაროთ ყოველი ჩვენგანის უფლება, გვქონდეს ერთმანეთისთვის თუნდაც სრულიად მიუღებელი ჩვენი პირადი აზრი და ეს უნდა ვაღიაროთ ინდივიდუალურად, საკუთარი სინდისის, საკუთარი ცივილიზებულობის წინაშე! პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ატანა, შემდეგი ეტაპი კი პატივისცემა იქნება! ნახავთ, რა ადვილი გახდება პრობლემების გადაჭრა თუ არა, მათ შესახებ საუბარი მაინც. რა ლამაზი მოგეჩვენებათ სახლში მისულს თქვენი მეუღლე, ზუსტად ისეთი, როგორიც პირველ პაემანზე და მასაც, როგორ ნაკლებად ხეპრედ მოეჩვენებით… ისეთივე ელეგანტური, როგორც მეორე პაემანზე!
მაგრამ რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ მოქალაქეობრივი კულტურის ანბანის ეს პირველი ასო ბოლოს და ბოლოს დავიმახსოვროთ? ვისწავლოთ სხვისი პრინციპების ატანა?
ხელისუფლება შევცვალოთ? ნულოვანი ტოლერანტობა გამოვაცხადოთ? ყველა დავიჭიროთ? მოვსპოთ განსხვავებული აზრი და ამით მოვსპოთ პრობლემაც? ანუ დავბრუნდეთ ისევ იქ! 30-იან წლების საბჭოთა კავშირში?
მოკლე დროით ნებისმიერი რეპრესიული მეთოდი იმუშავებს, მხოლოდ ექვს თვეში სიბინძურე ახალი ძალით დაიწყებს ბუყბუყს და ამის მაგალითი სულ ახლახან გვქონდა ფსევდოლიბერტარიანული რეჟიმის დროს.
საქართველოს პოლიტიკას ძალიან აკლია კულტურა და ეს ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი დიდი მარცხია დაკარგულ ტერიტორიებთან ერთად. ამ მარცხში თანაბარი წვლილი მიუძღვის არა მხოლოდ დღემდე არსებულ ყველა ხელისუფლებას, არამედ მათ გარშემო მყოფ მხარდამჭერებსა თუ მოწინააღმდეგეებს. განსაკუთრებით საზოგადოების ინტელექტუალურ ელიტად წოდებულ ნაწილს - ვისაც ხმა მიუწვდებოდა მოსახლეობასა და ხელისუფლებაზე.
ხელისუფლებებსა და სხვადასხვა მოწვევის პარლამენტარებს არ შეეძლოთ, პოლიტიკური კულტურული პროგრესის გარანტები გამხდარიყვნენ, რადგან თავად განიცდიდნენ კულტურის მწვავე დეფიციტს. ინტელექტუალებმა კი თავიანთი პატარა მერკანტილური მოსაზრებებითა და კონფორმიზმით შეუწყვეს ხელი, მივსულიყავით იქ, სადაც დღეს ვართ.
ნებისმიერი კამათი იმის შესახებ, თუ ვინ არის პროევროპული და ვინ პრორუსული, ყოველგვარ აზრს კარგავს მანამ, სანამ არ ვისწავლით ერთმანეთის მოსმენას და არ შევეშვებით შანტაჟს განსხვავებული აზრის გამო. სანამ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტის საწინააღმდეგოდ ყველა არგუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტ რუსეთთან თანამშრომლობასთან იქნება დაკავშირებული, რაც უპირობოდ კლავს ნებისმიერ საქმიან დისკურსს, რადგან შეუძლებელია ელაპარაკო ადამიანს, რომელიც ისეთი რანგის დანაშაულში გდებს ბრალს, როგორიც სახელმწიფო ღალატია.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანმა, რომელიც თავისი ოჯახის წევრზე, ყველაზე ახლობელ ადამიანზე ამბობს უარს, მისი მოსაზრებების გამო - შეძლოს, სამშობლოს გამოადგეს რამეში.
პირიქით, სწორედ ასეთი დაწყვეტილი ურთიერთობები ხდება ყველაზე დიდი მოკავშირე იმ მტრის, რომლის სახელითაც ურთიერთობებს ვიფუჭებთ ერთმანეთთან.
ესეც რაღაცნაირი, ჩვენი - ქართველების ექსკლუზიური ჯოჯოხეთია, დანტეს მეცხრე გარსის მეხუთე ზონა: მხოლოდ ქართველებისთვის, რომლებსაც ღმერთი ჩაუდენელი ღალატისთვის ერთმანეთის, მოყვასის სიძულვილით სჯის.
P. S. სულ ორი თვის წინ, ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით, ოცი წლის წინ ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქეობა აღმიდგინეს. წელს, ოქტომბერში პირველად ჩემს სიცოცხლეში ვაპირებ ქართულ არჩევნებში მონაწილეობას. არ მინდა, შანტაჟისა და შიშის ქვეშ შევასრულო ჩემი ძლივს აღდგენილი მოქალაქეობრივი ვალდებულება და საამომრჩევლო ურნაში კონვერტი შიშისგან აკანკალებული ხელით ჩავაცურო. არ მინდა, არჩევანი იმ ადამიანების სიყვარულის ხარჯზე გავაკეთო, ვინც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა და რომელთა დაკარგვას ვერასდროს შევეგუები, რადგან ჩემთვის სამშობლო პირველ რიგში ცოცხალი ადამიანები არიან და არა მკვდრები.
Paata Kourdadze
Avril 2016
30 décembre 2015
პოპულისტური ტოტალიტარიზმი
ვაღიარებ, ტერმინების რაღაც აბრაკადაბრა გამომივიდა სათაურად. მაგრამ რატომაც არა? სიტყვები ცოცხალი ორგანიზმებივით არიან, ცოცხალი ორგანიზმები კი . ეპოქისა და კონტექსტის მიხედვით იცვლიან როგორც ფორმას ისე შინაარსს და მკვიდრდებიან მორიგ კონტექსტის ცვლილებამდე.ხანდახან ერთიანდებიან, როგორც ჩემი სათაურის შემთხვევში და სრულიად მოულოდნელ ახალ ეფექტს იძლევიან, რომელიც ხანდახან კიდევ უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე მათი კლასიკური კომბინაციები. მეტიც , ხშირად ისინი სერიოზული ნაშრომებად, თეორიებად გარდაიქმნებიან ხოლმე… მათ ლოკალური და მსოფლიო მასშტაბის კატასტროფებისა და ომების გამოწვევაც კი შეუძლიათ. ფაქტიურად სიტყვა ატომურ ბომბზე უარესია - ის ღილაკზე თითის დაჭერას ყოველთვის რამდენიმე წუთით უსწრებს წინ.
ლინგვისტიკური კურიოზები ყველა ენაში გვხვდება. ყოველი ჩვენთაგანი თავისი ცხოვრების მანძილზე მრავალჯერ მოსწრებია ახალი სიტყვების დაბადებასა და სიკვდილს, მათ შორის ყველაზე გამძლეთა ტრანსფორმაციას და სხვა, უკვე დამკვიდრებული სიტყვის სინონიმად კლასიფიკაციას. ეს განუწყვეტელი პროცესია და რაც არ უნდა ვიბრძოლოთ ენის სიწმინდისათვის, მისი შეჩერება, როგორც ცნობილია - შეუძლებელია. მით უკეთესი! წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ისევ ჩვენი შორეული წინაპრებივით სულ რამდენიმე ბგერითა და ყმუილით გავიდოდით იოლად.
ეს პროცესი ხშირად საკმაოდ თავშესაქცევი და კომიკურიც არის. სიტყვების ტრანსფორმაციის მიზეზი სრულიად მოულოდნელი მოვლენა შეიძლება გახდეს.
და მათი ავტორები ყველაზე ხშირად ჟურნალისტები ხდებიან. ჩვენს დროში ბავშვმაც იცის, რომ ამ პროფესიის ადამიანებს ენა ხშირად ისე უსწრებდა წინ, რომ როდესაც ეწევიან, თავად ვეღარ ცნობენ საკუთარ ენას, მაგრამ არ იმჩნევენ - საერთოდ არ შემჩნევის დიდოსტატები არიან, განსაკუთრებით საკუთარი პასუხისმგებლობის.
ერთ-ერთი ასეთი მორიგი ტრანსფორმირების პროცესში მყოფი სიტყვა, რომელმაც ბოლო დროს განსაკუთრებით მრავალფეროვანი კონოტაცია შეიძინა და რომელიც განუწყვეტლივ გვესმის ათასნაირ კონტექსტში არის პოლიტიკური ტერმინი - პოპულიზმი.
ეს ტერმინი ფრანგულ ენაში ერთი საუკუნის წინ, რუსული სოციალიზმის სპეციფიურობის შესახებ გამოქვეყნებულ ტექსტებში, კერძოდ მე19 საუკუნის სამოციანი წლებში ცნობილი რუსული “ნაროდნიკული” მოძრაობისა და იდეის ფრანგულად თარგმნის მცდელობისას მოხვდა გზააბნეული სპერმატოზოიდივით. უნდა ითქვას- ნაროდნიკული მოძრაობა მართლაც პოპულისტური იყო, ისევე როგორც რუსული სოციალიზმი, რომელმაც თავისი ყველაზე მახინჯი პოლიტიკური ნაყოფი ბოლშევიზმის და საბჭოთა კავშირის სახით მისცა მსოფლიოს. მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ასევე პოპულიზმის ნაყოფია ფაშიზმი, ნაციზმი…ხოლო კიდევ უფრო სამართლიანები თუ ვიქნებით - ნებისმიერი პოლიტიკური მოძრაობა. განსაკუთრებით ოპოზიციაში ყოფნისას! პოპულიზმის მთავარი უტოპიური ინგრედიენტები ხომ ხალხის უანგარო სიყვარული, მასების ნების უზენაესობა,. მათი კეთილდღეობისათვის უანგარო და თავდაუზოგავი ზრუნვა, კორუმპირებულ ელიტებთან ბრძოლა და რაღა თქმა უნდა მგზნებარე პატრიოტიზმია!… ამ ყველაფერი (ს) კი, მოგეხსენებათ, სხვადასხვა პროპორციით ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის პროპაგანდისტული კოქტეილი შეიცავს. ამდენად მას შემდეგ, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკელებმა ჩვენი თანამედროვე სამყაროს არსებობის არსს - პროპაგანდის იდეას მიაგნეს, უნდა ითქვას, რომ პოპულიზმი, მიუხედავად მისი ძალიან უარყოფითი კონოტაციისა და დემაგოგიასთან ტოლობის ნიშნისა, ნებისმიერი პარტიის მთავარი იარაღია პოლიტიკური ბრძოლის ველზე. თუმცა, გამარჯვების შემთხვევაში მისი ძალიან საშიში გვერდითი ეფექტები ვლინდება. ამიტომ ჭკვიანი პოლიტიკოსი ხელისუფლებაში მოსვლისას ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წინა საარჩევნო პოპულიზმი რაც შეიძლება შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ ჩაანაცვლოს დიამეტრულად განსხვავებული მწარე რაციონალიზმით, განსხვავება კარგსა და ცუდ, თუ გნებავთ ჭკვიანსა დაა უტვინო პოლიტიკოსს შორის სწორედ ამ ფოკუსის ოსტატურად ჩატარების უნარშია.
პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც აგრძელებს წინასაარჩევნო პოპულისტური ფანტაზმებით მოღვაწეობას, ადრე თუ გვიან იძულებული ხდება. ხშირად საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდაც კი, მათ დასაცავად ავტორიტარულ მეთოდები გამოიყენოს, ნელ ნელა ჯერ მორცხვ დიქტატორად, , შემდეგ კი ნამდვილ თავისი ქვეყნის ამბიციების შესაბამის ტირანად გადაიქცევა და ზუსტად ისევე ცუდად დამთავრებას, როგორც მაგალითად დაამთავრა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ვერაფრით ვერ შეელია თავისი ცხრაწლიანი აბსოლუტური მმართველობის პერიოდში ინფანტილურ პოპულიზმს.
როგორც ჩანს ზოგიერთ შემთხვევაში ეს მავნე ჩვევას - პოლიტიკური ტოქსიკომანიის სახეს იღებს და ეს ვირუსი ყველა ქვეყანაში ერთნაირად მუშაობს.
სწორედ ამ “ავადმყოფობის” მიზეზით იქნებოდა საშიში საფრანგეთში ჟან მარი ლეპენის - ფრანგული ნაციონალური ფრონტის დამფუძნებელისა და პოლიტიკური პოპულიზმის ნამდვილი კლასიკოსის ხელისუფლებაში მოსვლა. საბედნიეროდ მან ეს ვერ შეძლო - იძულებული გახდა სიბერის გამო პოპულიზმზე ხელოვნური სუნთქვასავით მიერთებული თავისი პარტია საკუთარი ქალიშვილისთვის გადააბარებინა, მან კი მამის პოპულისტურ მეთოდებში მნიშვნელოვანი “პროგრესიული” ცვლილებები შეიტანა, მაგრამ საბოლოო ჯამში სულ ახლახანს, დეკემბრის შუა რიცხვებში მაინც დამარცხდა რეგიონალურ არჩევნებში. რადგან პოპულიზმი არა მარტო დემაგოგიასთან ასოცირდება, არამედ ირაციონალურთანაც, გაურკვევლობის შიშთან. ექსპერიმენტთან, რევოლუციასთან. ადამიანებს კი რევოლუციისა, ისეთ სტაბილურობას მიჩვეულ ქვეყანაში, როგორიც საფრანეთია, ეშინიათ. ცხოვრება ძნელია, მაგრამ არც ისეთი, რომ დღეს არსებული ის კეთილდღეობა დაიდოს სასწორზე, რომელსაც მსოფლიოს დიდი ნაწილი ნერწყვმომდგარი შენატრის.
სწორედ ამ შიშმა გააერთიანა ფრანგები 2004 წელს, როდესაც მამა ლე პენის წინააღმდეგ მიცემული ხმები ჟაკ შირაკის 84% აქტივში ჩაიწერა. სწორედ ამიტომ დამარცხდა დღეს მარინ ლე პენის პარტია საფრანგეთის უკლებლივ ყველა რეგიონში კუნძულების ჩათვლით, მიუხედავად იმისა რომ ამდენი ხმა ნაციონალურ ფრონტს არასდროს მიუღია.
ლე პენების ოჯახური პარტია გაიმარჯვებს მხოლოდ მაშინ როდესაც მას უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება ვიდრე ყველა დანარჩენი პარტიას ერთად აღებულს. ამის შანსი თეორიულად რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ის ძალიან, ძალიან მცირეა და არა იმიტომ რომ ეს პარტია განსაკუთრებულად ბოროტი პარტიაა - უფრო იმიტომ, რომ ორი , ცენტრთან ყველაზე ახლოს გამაგრებული წამყვანი პარტიები,სოციალისტები და ახლახანს რესპუბლიკელებად გადანათლული მემარჯვენე “გაერთიანებული სახალხო მოძრაობა” (UMP) , ჟან მარი ლე პენის მიერ პოლიტიკური მეცნიერების რანგში აყვანილ პოპულიზმს ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე ისე ოსტატურად და უტიფრად იყენებდნენ, რომ რეგიონალური არჩევნები, რომელიც საფრანგეთში 2015 წლის დეკემბერში ორ ტურად ჩატარდა , პოპულისტური სოფიზმის ფესტივალს დაამსგავსეს. ფრანგული პოლიტიკური სპექტრი მარინ ლე პენთან ბრძოლაში თავად გადაიქცა ლე პენად და უცხო, შეუიარაღებელი თვალითა და ყურით ძნელი , ხანდხან არც ისე ადვილი გასარჩევი გახდა ერთმანეთისგან მათი პოლიტიკური გემოვნების რიტორიკა. მიუხედავად ამისა უნდა ითქვას - ფრანგულ პოლიტიკურ გასტრონომიულ სამზარეულოში ჩახედულთათვის მაინც შესამჩნევი იყო მარინ ლე პენისა და მისი გუნდის პოპულიზმის ხელოვნების ფლობის უმაღლესი პილოტაჟი - ისინი ისევ თავისუფლად და ვირტუალურად ნავარდობდნენ საკუთარ კლასიკად ქცეულ ემიგრაციისა და ჩაკეტილი საზღვრების კონცეფციებში, აგრეთვე თავიანთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა წინა საარჩევნო ტრადიციულ და დემაგოგიურ ხარისხში აყვანილ საბრძოლო ელემენტებს შორის, როგორიც არის უმუშევრობა, ადამიანის უფლებები, ძმობა ერთობა და თავისუფლება და ხანდახან ჟანა დარკიც.
სოციალისტები და რესპუბლიკელებიც ნაციონალური ფრონტისთვის აწაპნილ საზღვრებზე კონტროლის აღდგენის, მოქალაქეობის ჩამორთმევისა და სხვა ვინტეიჯი იდეებით ცდილობდნენ ამომრჩევლის მანიპულირებას, ამომრჩეველი კი თავის მხრივ გათამამდა და კაპრიზული ხასიათიც გამოავლინა, ამის სტიმული მას რა თქმა უნდა 13 ნოემბრის ტერაქტმა მისცა, რომელმაც ბევრ პოლიტ კორექტულ კომპლექსს ახსნა ტაბუ.
მოკლედ საფრანგეთის 2015 წლის დეკემბრის რეგიონალური არჩევნები ერთობ და განსაკუთრებით სევდიანი საყურებელი იყო,სწორედ პოპულისტური პათეტიკის უკიდეგანო მასშტაბის გამო. თუმცა, თუ ამერიკელი ლე პენის - რესპუბლიკელი ლიდერის დონალდ ტრამპის მზარდ რეიტინგს გავითვალისწინებთ, ის რასაც ევროპაში მემარჯვენე რესპუბლიკელებიც კი ჯერ კიდევ ლამის ნეოფაშიზმად თვლიან, მათივე ამერიკელი პოლიტიკურად თანამოაზრე რესპუბლიკელებისათვის როგოორც ჩანს მემარჯვენე პოლიტიკური გემოვნების ჩვეულებრივი გამოვლენაა და ეს ძალიან, ძალიან ცუდი პრეცედენტია მსოფლიოსათვის, თუნდაც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შანსები საეჭვო იყოს... და ამის დასტური თუ გნებავთ ჩვენი საქართველოა, სადაც დასავლური პოპულიზმის მახინჯი ანარეკლი, გამდიდრებული ეროვნული მიგნებებით, უკვე კარგა ხანია ზეობის მწვერვალზეა. მეტიც, პოპულიზმი ჩვენში კარგა ხანია გასცდა პოლიტიკის საზღვრებს, ის განსაკუთრებით ბოლო წლებში პრაქტიკულად საყოფაცხოვრებო, სოციალურ და რელიგიურ ფენომენად იქცა. ამის მიზეზი პირველ რიგში ჩვენი პლაგიატი ბუნებაა - ჩვენ ყოველთვის ისე მოხერხებულად ვბაძავთ იერარქიულ უფროსებს, როგორც უნიჭო თამადის ბრიყვულ სადღეგრძელოს უნიჭო თანამესუფრეები...კიდევ უფრო კარგად ვბაძავთ “გოგოლის რევიზორებს”, რომლებზეც უბრალოდ ბიოლოგიური მოთხოვნა გვაქვს, ისინიც დედამიწის სხვადსხვა კუთხიდან ჩამოსულნი, სახე გაბრწყინებულნი არასდროს არ მთავრდებიან... ჩვენ მათ ისე მალე, ისე ბეჯითად ვემსგავსებით!... რიტორიკით, მანერებით, ჩაცმის სტილით და რა ტქმა უნდა პოლიტიკური გემოვნებითაც კი. მერე , მას სემდეგ რაც ჩურჩხელებით და ტყლაპებით დატვირთულ გამოუძინებელ “რევიზორებს” , ქართული მულტი ელიტა გააცილებს დილის 4 საათზე თბილისის აეროპორტში - იმავე წუთს იწყება ეს ერთმანეთის მიმბაძველობა, სულ ახლახანს გაზეპირებული ტერმინებით თავის მოწონება და შეჯიბრი, ახალი აღმოჩენილი ფასეულობების რელიგიური, დოგმატური ერთგულება და ერთმანეთის ეჭვით თვალთვალი..
ამის შემდეგ საყოველთაო პოპულიზმსა და მიმბაძველობაში ებმება ქვედა ეშელონი, მერე კიდევ უფრო ქვედა და იწყება ეროვნული სახალხო პერფომანსი! - ტელევიზიით გაგონილ სიტყვებითა და მათი წარმოთქმის მანერებით ვამდიდრებთ, “პეწს” ვმატებთ საკუთარ პოპულიზმს და სილასავით ვაწნით ერთმანეთს, ვასწავლით ბავშვებს, ვამბობთ სადღეგრძელოებს, ვუყვებით გაკვირვებულ უცხოელებს....
საბოლოოდ პოპულიზმის ეტიმოლოგია ჩვენს ქვეყანაში სრულიად გროტესკულ კონოტაციას იძენს - აქ თავად ელიტა, რომელიც პრინციპში პოპულიზმის სამიზნეა, გამოდის რაღაც აბსტრაგირებული ელიტასთან მებრძოლის როლში, აგინებს, ლანზღავს მას ხალხის სახელით! ზუსტად ისევე, როგორც პოპ- ინტელექტუალები, რომლებიც მიხვდნენ, რომ ქართული სპეციფიური კონოტაციით მათი სტატუსი მასებს უკვე აღიზიანებს, ამიტომ მომენტს არ უშვებენ ხელიდან “ვიღაც არარსებულ ინტელექტუალებს” რომ არ გაკრან კბილი… ასეა, პოპ მომღერლები ერთმანეთს პაპსავიკობაში დებენ ბრალს, კურტიზანები კურტიზანობაში, ყოფილი კომკავშირის აქტივისტები ერთმანეთის წითელ წარსულს დასცინიან, მსუქნები ერთმანეთის ღიპს , დიდ ცხვირიანები სხვების დიდ ცხვირს და ა.შ… რაც მთავარია ეს ყველაფერი სამშობლოს უნაზესი სიყვარულითა და მედგარი თავდადებით ხდება!
ქართული ელიტა საერთოდ თევზივით არის, ვერაფრით ვერ ჩაავლებ ვერსაიდან ხელს - აუცილებლად გაგისხლტება. შენც არ გამოეკიდები, რადგან იქვე უამრავი ასეთი ელიტა ფართხალებს ეროვნულ სოციალურ და პოლიტიკურ გემბანზე, მორიგს დასწვდები.. ისიც გაგისხლტება.. მერე კიდევ სხვას...ქართული ნებისმიერი ტიპის და ორიენტაციის ელიტის თავისებურება იმაში მდგომარეობს რომ ის ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკებითა და მათთან დაახლოვებული პირებით კომპლექტდება და პერიოსულად ერთიანდება დროის რაღაც მცირე მონაკვეთში. ამასთან , რამდენადაც ჩინოვნიკობა და ბედნიერება წარმავალია, საქართველოში ბოლო 50 წლის განმავლობაში იმდენი ელიტა შეიცვალა, რომ ძალიან წყალწაღებული უნდა იყო, თუ ოდესმე რომელიმეს მაინც არ მიეკუთვნებოდი, სულ ცოტა ორი სამი თვით მაინც!
ყველაზე გამძლე რა თქმა უნდა საბჭოთა ელიტა იყო, ის თითქმის საბჭოთა ბურჟუაზიადაც კი ჩამოყალიბდა - არც არის გასაკვირი, სტაბილურობა ელიტების კონსერვაციის საუკეთესო პირობაა,
შემდეგ გახსოვთ ალბათ… წვეროსანთა და მანდილოსანთა ელიტა შემოქანდა ცეცხლითა და მახვილით! მერე რეიბანებიანი და ტყავისჟილეტიანი “ბოიშვილი ვიყო” ელიტა, მერე , წითელ პიჯაკიანი ვერსაჩეს ელიტა…
მათ ყველამ თავისი ლინგვისტიკური ინვესტიცია შეიტანეს ქართულ ენაში. უამრავი ახალი გაქართულებული სიტყვა გაჩნდა - ნამდვილი ბარბარიზმების რევოლუცია დაიწყო...მე თვითონ ვარ მოწმე, 1991 წელს წასული. როდესაც უკან პირველად -95 წელს დავბრუნდი უამრავი სიტყვა არ მესმოდა, მიუხედავად იმისა რომ ვგრძნობდი- ბევრს ფრანგული ძირიც კი ჰქონდა.. კაცმა რომ სთქვას, ეს არც არის გასაკვირი. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ფიზიკური გადარჩენისთვის ბრძოლის პარალელურად ქართული ენა თავად გმირულად იბრძოდა გადარჩენისთვის, ხან რომელი კოლონიზატორის ენასთან უწევდა შეკედლება, ხან რომელთან.. ამას ისე შევეჩვიეთ, რომ რუსული იმპერიიდან თავის დაღწევის შემდეგ თითქოს განთავისუფლებული ენას ისევე გაუჭირდა კოლონიზატორის გარეშე, როგორც ადამიანებს და თავად მოძებნა ახალი ლინგვისტური კოლინიზატორი - ამერიკულ ინგლისურს აეკიდა... თან მთელი თავისი რუსული, თურქული, სპარსული ძველმანებით გამოტენილი ლექსიკონი - სკივრებით, ჩემოდნებითა და ბოხჩებით. ამას კიდევ იმ ქვეყნებიდან ასხლეტილი და საქართველოში დაკარგული ტყვიასავით მოხვედრილი ბრმა სიტყვები და ტერმინები დაემატა - სადაც ჩვენი ახლობლები არიან ემიგრირებულნი… ანუ თითქმის მთელი მსოფლიოდან.. შედეგად მარტივი სიტყვები და ტერმინები საქართველოში ისეთ მნიშვნელობებს იძენენ, რომ ხშირად თავის ორიგინალურ ვერსიასთან საერთო აღარაფერი რჩებათ - ზუსტად ისე, როგორც დასავლელი დეპრესირებული მატლი ზამზები, რომლებიც ჩვენს კურთხეულ სამშობლოში პეპლებად ტრანსფორმირდებიან ხოლმე…
ბოლო წლებში ამ ხელოვნურმა ენამ ისე მიგვაჩვია ჩვენი ფანტაზმების რეალობად გასაღებას, საკუთარი აგრესიისა და სისასტიკის ხალხის ნებითა და მათ კეთილდრეობაზე ზრუნვით შენიღბვამ, რომ საზღვარს ირეალურთან მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ როდესაც ის უკვე გადალახული გვაქვს და საკუთარ დემაგოგიაში ისე მივექანებით როგორც კონჩალოვსკის აწყვეტილი მატარებელი, რომლის შეჩერება ზუბუნებრივ ძალებსაც აღარ ძალუძთ.
2. NGO ტოტალიტარიზმი
როგორც ზემოთ აღვნიშნე, პოლიტიკურ ტერმინი - პოპულიზმი ლამის საყოფაცხოვრებო მოხმარების სიტყვად იქცა. მან ელეგანტურად ჩაანაცვლა ძველი ქალაქური ტერმინი “პონტები” რომელმაც “თანამედროვე გამოწვევებს” ვერ გაუძლო. ამიტომ დღეს ჩვენ ყველანი “პოპულისტები” ვართ : ხელისუფლება, მისი საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია, მაშასადამე ევროპელებიც და “ზნაჩიტ” რუსებიც, რა თქმა უნდა გვაქვს ნაკურთხი რელიგიური პოპულიზმი, ამასტან ყველა კონფესიის, მართლმადიდებლურიდან დაწყებული ბაბტისტურ- ევანგელისტურით დამთავრებული, ათეისტური კაპასი პოპულიზმი, საავტორო კინოს გრძელი მდუმარე კადრივით მოსაწყენი - ინტელექტუალური პოპულიზმი, აგრეთვე კულტურული, საპურმარილო, სამარხვო, შინაურული, ქუჩური...გვაქვს ჰომოფობური, ლგბტ, ფემინისტური პოპულიზმების მთელი გამა.. თუმცა ეს უკანასკნელები შეგვიძლია ზოგადად გავერთიანოთ ყველაზე ზლევამოსილ - NGO პოპულიზმში (NGO არასამთავრობო ორგანიზაციის ინგლისური აბრევიატურაა, მისი ქართული ვერსია “ასო”, განსაკუთრებით მრავლობითში ცოტა არ იყოს ორაზროვნად ჟღერს ... შესაძლოა ამიტომაც ვერ დამკვიდრდა ტერმინად)
ამ უკანასკნელთ განსაკუთრებული როლი აქვთ შესრულებული ქართული ლინგვისტური ცელქობების მომრავლებაში. მათი აგრესიული პოპულიზმი ბევრად აღემატება თავიანთი დასავლელი კოლეგებისას. ქართულმა არასამტავროებმა- ფრანგული ნაციონალური ფრონტისა არ იყოს, პოპულიზმი პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების რანგში აიყვანეს და თვითონაც უკან მიჰყვნენ როგორც ამ მეცნიერებათა ექსპერტები.
ალბათ შენიშნავდით - კითხვა რომელიც წლების განმავლობაში ასე აწუხებდა ტანჯულ ქართველ ტელემაყურებელს, თუ ვინ არიან ეს ყოვლისმცოდნე ‘ექსპერტები” , სად იღებენ განათლებას, სად ყალიბდებიან, რა არგუმენტით აჰყავს ისინი მედიას ამ რანგში.. აი ეს კითხვები უკვე დაახლოებით ორი-სამი წელია აღარ ჩნდება. დღეს უკვე ბავშმაც იცის, რომ ექსპერტი ერთმნიშვნელოვნად არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარეა, წევრები კი სპეციალისტები. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მზარეული, პოლიციელი , ექიმი, კალატოზი… საკმარისია რაიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნათ, მაშინვე შესაბამისი დარგის ექსპერტად გადაიქცევით, … მაგრამ ტელე ექსპერტის სფეროს გარდა არსამთავრობოებმა თავიანთი ენით ნამდვილი პოპულისტური სუბკულტურა შექმნეს. დღეს ქართველი პოეტები, მწერლები, არტისტები და მუსიკოსებიც იგივე ტერმინოლოგიით საუბრობენ როგორითაც მათი “NGO” ამხანაგები - მაგალითად: სათაური ლიტერატურულ ჟურნალში “ თანამედროვე ქართული პროზა - XXI საუკუნის გამოწვევები”, ან ლექცია თემაზე : “ თანამედროვე ქართული პოეზია და თანამედროვე გამოწვევები!” კიდევ მრავალი სხვა..."გამოწვევებზე" ერთნაირად გიჟდებიან სხვადასხვა პარტიების ახალგაზრდული ფრთის ენთუზიასტები და “ალტერნატივშიკი” პოეტები და მუსიკოსები... წარმოგიდგენიათ? არტურ რემბოსთვის რომ გეკითხათ . რა გამოწვევების წინაშე დგახარო?...ან გალაკტიონისთვის ?!… თუმცა გალაქტიონი ალბათ უფრო გაიგებდა.. ის კი არა შეიძლება “ლეჩკომბინატის” ფანჯრიდან გადახტომა გადაეფიქრებინა... ასეთ დროს ხომ იცით ერთი პატარა ხუმრობაც საკმარისია ადამიანის გადასარჩენად - იქნებ მეტი იუმორით შეეხედა თავისი არსებობისათვის, რომელმაც მაშინდელი გროტესკული წითელი პოპულისტური ეპოქის “გამოწვევებს” და საბჭოთა ტერმინებს ვერ გაუძლო... თუმცა ამ ერთი ნახტომით ქართული პოეზია კი გადაარჩინა…
როგორც ცნობილია ენა, ლაპარაკის მანერა ადამიანის გარეგნულ ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს, ასე იყო მაგალითად წელში მოხრილი, საკუთარი გაწვრილებული ხმასავით გაწელილი ძველბიჭების 70 იან, ან ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე მოკლე სლოგანის “ჯოს” მსგავსად მოკლე წვეროსნების ეპოქაში… მაგრამ ასე არ არის დღეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ის ნაწილი, რომელიც პლაცენდაში მოხვდა, სწრაფად განაყოფიერდა და თავად გადაიქცა ელიტად. პატარა ბურჟუა ნჯოელის ფენომენი პრინციპში სულაც არ არის რაიმე განსაკუთრებული ქართული ნოუჰაუ - ყველაზე ღარიბ მესამე ქვეყნებში, სადაც დამსაქმებლები ძირითადად დასავლური ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები და ჰუმანიტარული მისიები არიან, დაახლოებით იგივე, საშუალო ყოყლოჩინა ფენის წარმოქმნის ფენომენი დიდი ხანია შეინიშნება.
როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები მიდიან და მართვას ადგილობრივ “დათრენინგებულებს” უტოვებენ, აქ უკვე იწყება ის, რაც დაიწყო ერაყში, როდესაც დაბომბილი ქვეყანა ადგილობრივი სახელდახელოდ მომზადებული კადრებისა და არმიის იმედზე დატოვეს ამერიკელებმა - საქართველოს შემთხვევაში პოპულისტური ტოტალიტარიზმი - რომლის დროსაც უკვე ვეღარავინ ხვდება ვის რა უფლება აქვს კანონიერად და საბოლოოდ უფლებას მოიპოვებს ის, ვისაც მეტი ზალა აქვს - მეტი ზალა კი აქვს იმას ვინც ყველაზე კარგად იყენებს ხალხის ნებით ელიტებთან ბრძოლის ხელოვნებით მანიპულაციების მეთოდებსა და ხერხებს, ვისაც უკვე მოპოვებული აქვს ეს მრისხანე და თავზარდამცემი - სამოქალაქო სექტორის მანდატი, რომელიც ყველა კარებს აღებს და ქვას ქვაზე არ ტოვებს!
საქართველოში ოცი ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგოსტრირებული, რომელსაც ყოველ წელს 1200 ახალი ემატება, და მათი აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა უფლებებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირების მონიტორინგს ეწევა. ისინი თავის თავს მოფერებით “უფლებადამცველებს” უწოდებენ.. უცნაურია ტერმინია არა? რაღაც ტერმინატორსა და შესანიშნავი შვიდეულის კოვბოის შორის... რასაც გინდა მოარგებ - ნებისმიერ უმცირესობასა თუ უმრავლესობას, ნებისმიერ რელიგიასა თუ სოციალურ ფენას და რაც მთავარია პროფესიას… არასამთავრობოებმა ფაქტიურად პროფესიული სინდიკატების , ან თუ გნებავთ პროფკავშირების როლიც მოირგეს და ეს ყველაფერი ერთად ადამიანის უფლებების ამაღელვებელი დროშის ქვეშ გააერთიანეს...
საერთოდ - ქართველების ერთ-ერთი საყვარელი პროფესია არის შემმოწმებელი - უნდა აღინიშნოს, ძალიან კარგადაც გამოსდით. იყო ასეთი ორგანიზაცია სსრკს დროს - მრისხანე სახელი - ობხს ერქვა. ფაქტიურად ეკონომიური კგბ იყო, საქმოსნების, ანუ ახლებურად ბიზნესმენების მთავარი რისხვა… ნახევარი საქართველო ოცნებოდა ამ ობხს ში სამსახურის შოვნას, მეორე ნაკლებად “კვალიფიციური” ნახევარი კი ავტოინსპექციაში მოხვედრაზე, ალბათ ხვდებით არა “ჩრდილოვან ეკონომიკასთან” და საგზაო ხულიგნებთან ბრძოლის ჟინის დასაკმაყოფილებლად, ჩემი აზრით საქართველოში NGO- ბიზნესის ასეთი თავბრუდამხვევი გაფურჩქვნა სწორედ ობხს-ის გამოყოლილი გენის დამსახურება, ერთგვარი რეინკარნაციაა. სხვანაირად ძნელი ასახსნელია, თუ როგორ ხდება, რომ ქვეყანაში სადაც ამდენი უპოვარი და გაჭირვებულია, სადაც მოსახლეობის ტრაგიკულად დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არსებობს - . არასამთავრობი ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი და განსაკუთრებით ტელევარსკვლავი ნჯო - ბურჟუაზია სახელმწიფო სტრუქტურების კონტროლით და გეოპოლიტიკით არის დაკავებული, ხოლო მოგვიანებით, ადრე თუ გვიან თავიანთ ამბიციურ და აგრესიულ ჰუმანიტარულ - კანცელარიულ კარიერას დიდ პოლიტიკაში აგრძელებენ. მათი არასამთავრობო საქმიანობა ერთგვარი ბილეთი, საშვია სამთავრობო საქმიანობაში მოსახვედრად, . ეს უკანასკნელი კი ჯერჯერობით მაინც ყველაზე სარფიან ბიზნესად ითვლება ჩვენს სამშობლოში.
სულ ახლახანს საზოგადოების ვირტუალურად აქტიური ნაწილი უზომოდ აღაშფოთა თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის კალკულაციამ, რომელის მიხედვით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების უფასო კვების რაციონში, ჯანმრთელობისათვის საკმარისი კილო -კალორიებისთვის გამოყოფილი თანხა 1ლარი და 18 თეთრი სრულიად საკმარისია. რა თქმა უნდა განსაკუთრებით და პირველ რიგში აღშფოთების ავანგარდში მესამე სექტორის ელიტა და მასთან დაახლოვებული ფეის საზოგადოება გახლდათ. თითქმის მთელი კვირა სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ტელეარხების ცნობილ თოკ შოუებში ძალ ღონეს, ცოდნასა და შარმს არ იშურებდნენ იმის , კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად , რომ ამ მთავრობას ადამიანი როგორც ასეთი - ფეხებზე კიდია და საკუთარი პრემიების მეტი არაფერი არ ადარდებს.
( ყოველთვის მიკვირდა, რატომ ხდება რომ სოციალური დახმარების ხარისხი ყოველთვის რეგიონალური და არა სახელმწიფო ბიუჯეტით განისაზღვრება, თითქოს თბილისელს მეტი ან ნაკლები კილო კალორიები სჭირდებიოდეს ვიდრე ვთქვათ ზუგდიდელს, ან ხაშურელს, მაგრამ ეს სხვა პრობლემაა, ამისთვის უფლებადამცველებს ჯერ არ სცალიათ, თუმც კი იკვლევენ თუ რატომ ეტანება თბილისს “სოფელი” )
მაგრამ დავუბრუნდეთ არასამთავრობოებს, მხოლოდ ამჯერად საფრანგეთში.
-ვისაც დასავლეთში უცხოვრია ალბათ ხშირად წააწყდებოდა სუპერმარკეტების შესასვლელებთან სხვადასხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების ყველა ასაკის, სქესისა და ორიენტაციის წარმომადგენლებს. რომლებიც საკვებ პროდუქტებს აგროვებენ მათთვის ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება.
ისინი სპეციალურ პარკებს სთავაზობენ მარკეტში შემოსულ კლიენტებს, თუ სურვილი გაქვთ თქვენთვის ნაყიდი პროდუქტების პარალელურად, ბრინჯს,მაკარონს, კონსერვს. ბოსტნეულს. ხორცს, შაქარს, ყავას, შოკოლადს, პირადი ჰიგიენის საგნებს... იყიდით, ჩააწყობთ ამ პარკებში და გამოსვლისას დაუბრუნებთ ამ ხალხს.
საფრანგეთის ყველა დიდ რეგიონს თავისი სპეციალური საკვები პროდუქტების ბანკი აქვს, ეს არის უზარმაზარი საათივით ორგანიზებული სასაწყობო ტერიტორიები, სადაც პერმანენტულად გროვდება და ხარისხდება მთელი ეს პროდუქტი.,ათ შორის თქვენს მიერ ნაყიდი სუპერმარკეტში. . შემდეგ ის ნაწილდება სხვადასხვა - სახალხო მაშველთა, წითელი ჯვრის, კათოლიკურ, პროტესტანტულ და სხვა ასოციაციებში ...მათი რიცხვი დაახლოებით ხუთი ათასია., ისინი უკვე დისტრიბუციას ახდენენ სპეციალურ პუნქტებში, ეგრეთწოდებულ “გულის რესტორნებში” რომელიც მთელს ქვეყანაშია და რა თქმა უნდა ქუჩაში, ადგილზე - ყველაზე უპოვართათვის..
უკვე ოცდაათი წელია, ზემოთ ხსენებული ბანკები ყოველი წლის ნოემბრის ბოლო უიკენდზე ატარებენ საყოველთაო საკვების მარაგის შეგროვების აქციას. რომელშიც მონაწილეობას 125 000 მოხალისე იღებს : უფროსკლასელები, სტუდენტები, პენსიონერები, აგრეთვე აქტივისტები. აქცია საფრანგეთის დაახლოებით 9000 დასახლებულ პუნქტში ხორციელდება.
წელს, ნოემბრის ბოლო უიკენდზე, სწორედ მაშინ, როდესაც საქართველო თბილისის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თეთრებს, წიწიბურას მარცვლების რაოდენობასა და კალორიებს, აგრეთვე საკრებულოს წევრი ქალბატონის ჰუმანურობის ხარისხს ითვლიდა, ფრანგულ “არასამთავრობოების” მიერ ორგანიზებულმა ჩვეულებრივმა, რიგითმა მოქალაქეებმა სახელმწიფოს დახმარების გარეშე 12 ათასი ტონა საკვები პროდუქტი შეაგროვეს რაც 200 მილიონი რაციონის ეკვივალენტია წლის განმავლობაში… მედიამ ფართოდ გააშუქა ეს მოვლენა და კიდევ ერთხელ შეახსენა ადამიანებს, რომ საშუალო ფრანგი წელიწადში დაახლოებით 20 კილოგრამ საკვებ პროდუქტს ყრის იმ დროს როდესაც ათასობით მათ თანამემამულეს არ ჰყოფნის შემოსავალი ნორმალურად გამოიკვებოს თავი. ეს აქცია ნოემბრის ბოლოს - სწორედ შობის წინ ტარდება. მე რა ტქმა უნდა არ ვიცი საშუალოდ რამდენ კილოგრამ მაღალი ხარისხის საკვებ პროდუქტებს ატანს ნაგავს საშუალო ქართველი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით შობა - ახალი წლის გასტრონომიულად აღვირახსნილ დღეებში... მათ შორის ისინიც, ვინც საკრებულოს მიერ გამოყოფილ წიწიბურას კალორიებს ითვლიდა… ეჭვი მაქვს 20 კილოგრამს ბევრად უნდა აღემატებოდეს. ეს ცალკე სერიოზული მსჯელობის საგანია.
ალბათ საქართველოშიც არსებობენ ასეთი ორგანიზაციები, თუმცა მე არასდროს არ შემხვერდია - არც სუპერმარკეტის შესასვლელებში, არც ქუჩაში… ერთხელ გადავეყარე მხოლოდ სპორტულად გამოწყობილ საშუალო ასაკის მაღალ ქერა მამაკაცს, რომელმაც ასფალტზე წამოწოლილ უსახლკარო კაცს პლასტმასის ჭიქაში სუპი დაუსხა თერმოსიდან და სწრაფი ნაბიჯით გაშორდა იქაურობას, გარეგნულად ჩრდილო ამერიკელს ჰგავდა.
ქართულ მედიასა და ტელევიზიას მხოლოდ კონტროლიორი არასამთავრობოების წარმომადგენლები უყვართ და აინტერესებთ. ისინიც დიდი სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას ნებისმიერ დებატში, რასაც არ უნდა ეხებოდეს ტემა. ადრე ტელევიზორში მოლაპარაკე ყოვლისმცოდნე ქალებისა და მამაკაცების გამოსახულების ქვეშ ნდობისთვის “ექსპერტის” სრულიად სასაცილო ტიტული სავსებით საკმარისი იყო, ახლა ისეთი გროტესკული დასახელებების არასამთავრობოების სახელების მთელი გამა დაემატა, რომ სპეციალური განმარტებითი ნჯო ლექსიკონი თუ არ შევქმენით მალე ქართული ენის ცოდნა აღარ იქნება საკმარისი არა მარტო მათი ნალაპარაკების, არამედ მათი მრისხანე სტატუსების დასადგენად.
გახსოვთ ჰიჩკოკის ჩიტები? მათი შემზარავი ხმაური… მათი ბრჭყალებიან- ნისკარტიანი სისასტიკე… ფრინველების ფობია… არსებობს ასეთი დაავადება.
ჩემი აზრით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე დაავადებულია NGO ფობიით. მათ არავინ თვლის “არასამთავრობო” ორგანიზაციებად. პირიქით, დარწმუნებული ვარ გამოკითხვა რომ ჩატარდეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მათ სწორედ სამთავრობო, პოლიტიკურად, ფინანსურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებად თვლის. რაც ძალიან ძალიან ცუდია. ჰიჩკოკის ჩიტების სისასტიკე არ არის არგუმენტი ზოგადად ჩიტების სიძულვილისათვის, მაგრამ როდესაც ფობია ჩნდება, მერე ძნელია ტყუილისა და სიმართლის გარჩევა. არა და ფაქტია : მსოფლიო გაცილებით დაუნდობელი, სასტიკი და უსამართლო იქნებოდა არასამთავრობო ინსტიტუციების გარეშე… და ძალიან დასანანია, რომ ამის დამტკიცება საშუალო ქართველისთვის სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება,
ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინსტიტუცია, არც არასამთავრობო სისტემაა იდეალური. ის ისევე ექვემდებარება კონტროლსა და კრიტიკას როგორც ნებისმიერი სხვა ინსტიტუცია. მეტიც მათი კრიტიკა - აუცილებელია, რომ ისინი რაღაც რელიგიურ სექტებად და მაფიოზურ კლანებად არ გადაიქცნენ, ამის მაგალითები უამრავია მთელს მსოფლიოში - ადმიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული დახმარების სახელით იმდენივე ბოროტებაა ჩადენილი რამდენიც ღმერთის და სამშობლოს სახელით - ადამიანები სხვისი ბავშვების მკვლელობას საკუთარი ბავშვებზე ზრუნვით ვამართლებთ - ასეთია ჩვენი ბუნება.
საქართველოში არასამთავრობოთა ინსტიტუცია სწორედ ამ საშიშროების წინაშე დგას, რადგან მათი დიდი ნაწილი მარტივ პოპულისტურ რიტორიკაზე დაფუძნებული ოპორტუნიზმით არა მხოლოდ საკუთარი თავის, ზოგადად იმ ფასეულობების დისკრედიტაციას ეწევა, რომლებიც მათივე პოპულიზმის მთავარ შემადგენელ ინგრედიენტებს წარმოადგენენ - ეს პირველ რიგში არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და სხვა.. და სხვა.
ქართული არასამთავრობოების დიდი უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო ომ ძირითად კრიტერიუმებთან , რომელითაც განსაზღვრულია საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტალური კონცეფცია:არასამთავრობო ორგანიზაცია არ უნდა ასრულებდეს სამუშაოს მატერიალური და კარიერული ბენეფიტისთვის, ის უნდ იყოს ფინანსურად და პოლიტიკურად სრულიად დამოუკიდებელი. და მისი არსებობის არსი საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობა უნდა იყოს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ძირითადი კრიტერიუმები უაღრესად თავმდაბალი და სიმპათიურია.და ის პორგანიზაციები რომელთა მოღვაწეობა სწორედ ამ ოთხ კრიტერიუმს ეფუძნება,ბევრ კეთილ და სასარგებლო საქმესაც აკეთებენ. ასეთები ალბათ საქართველოშიც არიან, მაგრამ გამუდმებით ტელე პროჟექტორების კონტრჟურში მყოფი ნჯო-თანავარსკვლავედის ფონზე არასდროს არ ჩანან.
ამიტომ სიღარიბით და საკუთარი ისტორიული მისიით ქანცგაწყვეტილი ქართველების ეს უბედური თაობა ზოგადად არასმთავრობო ორგანიზაციების შესახებ მსჯელობს ზუსტად ისე, როგორც ევროპული ფასეულობების შესახებ - ნაციონალური მოძრაობის მათრახიანი და ცინიკური “ევროპული” ორიენტაციის შემდეგ - უკიდურესად უარყოფითად, ან უარეს შემთხვევაში საერთოდ აღარც მსჯელობს. მათ დიდი ხანია , ტელე ეკრანის გლუვი და ცივი ზედაპირიდან გამოიტანეს ბრტყელი დასკვნები… და თავად გახდნენ ირონიულები და ცინიკურები. ამის შედეგად ეს უაღრესად სასარგებლო და საჭირო ინსტიტუცია და მასთან ასოცირებული დასავლური ფასეულობები, რომლებზეც მათ დამფუძნებლებს რაღაც მამლაყინწური, გაპოპულისტებულ - “ გაპაპსავებული” ექსკლუზივი აქვთ ხელში ჩაგდებული და რომელსაც წვეტიანი კბილებითა და ბრჭყალებით იცავენ, - ფაქტიურად სრულიად დისკრედიტირებულია საქართველოში .
არასამთავრობოების დიდი ნაწილი სწორედ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სატელიტებს წარმოადგენენ, ან უკეთეს შემთხვევაში საკუთარი პოლიტიკური მომავლისათვის ნიადაგს ამზადებენ. მათი რიტორიკის სპექტრი კონტექსტის მიხედვით ფართოვდება და ვიწროვდება. თუმცა ძალიან ადვილად შესამჩნევი სიყალბე რომელიც ამ რიტორიკას თან ახლავს, დროთა განმავლობაში იწვევს აგრესიას მათ და შესაბამისად იმ ფასეულობების მიმართ რომელთა დამახინჯებული პოპულიტური ინტერპრეტაცია მათ ძირითად საყრდენს წარმოადგენს. ამასთან საკმაო სოლიდარობა აკავშირებთ ერთმანეთთან, რადგან იციან, რომ ცალკ-ცალკე ნებისმიერი მათგანის ფასი კაპიკია, ამიტომ ისინი ყოველთვის ერთსულოვნად ცდილობენ მათი აგრესიული დემაგოგიის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ევროპული და ევროატლანტიკური კურსისა და ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლად წარმოაჩინონ, ამით სინამდვილეში ევროპული ფასეულობების იმ ნარჩენების დისკრედიტაციასაც ახდენენ, რაც თავად ნჯო-მენტალიტეტის ფუძემდებელ ნაციონალურ მოძრაობას და მის საკვირველ ლიდერს სასწაულით გადაურჩა.
ყოველივე ამას კი რა თქმა უნდა სჭირდება ენა, რომელიც თავისთავად ჩამოყალიბდა დემაგოგიის რეალობასთან ბრძოლის ქარცეცხლში.
ზოგადად პოპულიზმი პროპაგანდისგან იმით განსხვავდება , რომ ალიბის მოპოვებისთვის, რაღაც დოზით უშვებს განსხვავებული აზრს, მეტიც- თავადვე იკვებება ამ განსხვავებული აზრით,მისი არსებობას იყენებს მათ წინააღმდეგ ვისგანაც ეს აზრი მოდის… მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში. სანამ ზამზა - მატლიდან ტოტალიტარულ რკინის პეპელად არ გადაიქცევა და თავის ტრანსფორმირებულ მახინჯ ფასეულობებს არ მოახვევს თავს - მისი ფრთებქვეშ შეყუჟულ , ბუნებით კონფორმისტ და შემგუებელ საზოგადოებას ძალითა და ტერორით .
ეს ერთგვარი თუთიყუშის სუბკულტურის ენაა.ის ნულოვანთა თაობის გასულ ათწლეულში ჩამოყალიბდა, რომელშიც ფაქტიურად არაფერი საინტერესო, თვითმყოფადი არ შექმნილა : არც კულტურა და არც მისი ალტერნატივა, ეს იყო სრული დეკადანსის ათწლეული, როდესაც 90 ანი წლების პოსტსაბჭოთა ინერციით გადმოსული კინეტიკური ენერგია ისე უიმედოდ ჩაკვდა, რომ თითქოს სამყაროს ყველაზე ფუნდამეტალური კანონის საწინააღმდეგოდ , პოტენციურშიც კი ვერ გადაიზარდა. ნულებიდან აღმოცენდა ახალი ბასრნისკარტ - ბრჭყალება ადამიანი გუგულების ნულოვანი ენერგია, რომელმაც საბოლოოდ შექმნა ის , რასაც ალტერნატივაც კი არ სჭირდება, რადგან არაფერი არ არის, ნულიანთა დეკადანსიდან ჩვენ მივიღეთ ნული...არაფერი და მხოლოდ “აურზაური ამ არაფრის გამო”.
მე საფრანგეთში ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის მეორე მანდატის შუა პერიოდში გადმოვედი საცხოვრებლად. რამდენიმე წელიწადში, როდესაც მიტერანი ჟაკ შირაკმა შეცვალა, ერთმა ჩემმა მეზობელმა მოხუცმა კაცმა ამიხსნა თუ რატომ გაუჭირდება საფრანგეთს კიდევ კარგა ხანს იმ ნეხვიდან ამოძრომა რომელშიც, მისი აზრით, თოთხმეტწლიანი მმართველობის შედეგად ყელამდე ჩასვეს სოციალისტებმა.
- ახალგაზრდები - მითხრა - “იმის ნაცვლად რომ ფიქრობდნენ რაიმე ახალი საქმის წამოწყებაზე, რისკს იღებდნენ, რაიმე მომგებიანი იდეების განხორციელებას ცდილობდნენ - ფიქრობენ, რაც შეიძლება სწრაფად გაიარონ რამდენიმე წლიანი სავალდებულო განათლების კურსი და როგორმე ფუნქციონერები გახდნენ ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში, რომ დარჩენილი ცხოვრება გარანტირებული ხელფასი ჰქონდეთ!
მართლაც, საფრანგეთში ფუნქციონერის სამსახურიდან გაშვება არც დღეს არის ადვილი საქმე. სერიოზული , ლამის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა უნდა დაუშვას და თან უნდა დამტკიცდეს კანონის სრული დაცვით. ოთხმოცდაათიანებში კი თითქმის წარმოუდგენელი იყო. ასეთ დანაშაულებს ფრანგი ფუნქციონერები არ, ან თითქმის არ სჩადიან.
ახალგაზრდების დიდი ნაწილი მართლაც ერიდებოდა რისკს და ცდილობდა ჩინოვნიკის გარანტირებულ პოსტზე მოწყობილიყო. ეს თაობა დღეს ორმოცი-ორმოცდაათი წლისაა. ჩემი მეზობელი მოხუცი კარგა ხანია გარდაიცვალა. ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის კუთხით კარგისკენ ნამდვილად არა და ეს რ არის მხოლოდ პრეზიდენტებისა და მთავრობების ბრალი. მე მგონია, რომ ჩემი მოხუცი მეზობლის ბრაზიან მსჯელობაში იყო სიმართლისა და წინასწარმეტყველების მარცვალი.
საქართველოში მსგავსი პოსტსაბჭოთა პარაზიტების ფენა ნულოვნი წლების დასაწყისში არასამთავრობოებმა შექმნეს: ალბათ გახსოვთ - სააკაშვილის ხელისუფლების თითქმის მთელი ელიტა არასამთავრობოებიდან იყვნენ გამოსულები - გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი… ღმერთო ჩემო! ახლაიებიც კი უფლებადამცველები იყვნენ! და მგონი მათი ლუკა ბრაზი - მეგის ქარდავაც!
თანამედროვე გამოწვევებთან მებრძოლი წარმატებული ახალგაზრდის სახე არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტი გახდა.
დანარჩენები წარსულში ჩარჩენილი ლუზერებად კლასიფიცირდნენ, რომლებიც ამ ენთუზიასტ ნეო კმკავშირლების ყამირის გასატეხად მიმავალ “მატარებელს ჩამორჩნენ!”... დიახ სწორედ ასე უწოდებდნენ ბლაგვნისკარტა გუგულები.. არშემდგარებს. დაბოღმილებსა და ლუზერებს . ძალიან ფასობდა მაშინ ეს სიტყვა ქართული პოლიტიკურ-სოციალური ელიტის ლექსიკაში. ის მაშინვე წარმატებულის და "შემდგარის" პოზიციაში გაყენებდა - საკმარისი იყო მხოლოდ სწორად წარმოგეთქვა ეს ექვს ასოიანი სიტყვა და მორჩა! მიშას "კუკუშკას" საერთო ვაგონში ცალ ფეხზე დასადგომი ადგილი გარანტირებული გქონდა.
იმ წლებში ზოგიერთი ნაცნობი ხშირად მეკიტხებოდა, რატომ არ ვხსნიდი რაიმე არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოში?…" ლაპარაკი კარგად გეხერხება და წერა!" - ზუსტად ასე მეუბნებოდნენ… სიმართლე გითხრათ ვერც კი ვგებულობდი წესიერად რატომ მეკითხებოდნენ. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა ამ ინსტიტუციას ასეთი პრაქტიკული დანიშნულება თუ შეიძლებოდა ჰქონოდა - საფრანგეთში საქართველოსგან განსხვავებით არასამთავრობოებს ძალიან იშვიათად ხედავ და ისიც, ქართველი ნჯო- მეგა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, სულაც არ არიან ისეთი - როგორც ფრანგები იტყოდნენ -
- სექსი ხალხი, რომ მაინცა და და მაინც მათკენ გაგიწიოს გულმა … ხაზგასმულად უბრალოდ ჩაცმულ- დავარცხნილი , უფრო ხშირად კი დაუვარცხნელი ხალხია… რომ გითხრათ ფრანგულ ტოკშოუებში გამუდმებით ეგენი განიხილავენ მსოფლიო გეოპოლიტიკის პრობლემებს მეთქი, ძალიან უკბილო ხუმრობა გამომივა. ის კი არა, რომ გამიგონ შეიძლება ძალიან გამიბრაზდნენ კიდეც…
სამაგიეროდ ჩვენთან ჩვეულებრივი ადამიანური პრობლემებიდან დაწყებული მსოფლიო გეოპოლიტიკით დამთავრებული ამ “მესამე სექტორს” ისე აქვს კრემიანი ტორტივით სექტორებად დახაზულ - დაჭრილი და დანაწილებული ჩვენი ცხოვრება, რომ მათი ინსტრუქციისა და ნებართვის გარეშე ტორტისკენ ხელის გაპარება ძალიან საშიში გახდა, მაშინვე თავში გდრუზავენ პოლიტკორექტულობის კომბალს. არა და ისე მადის აღმძვრელად გამოიყურება,.. როგორ გინდა გაუძლო ცდუნებას! : ტორტის კრემი საბჭოთა მენტალობაა. ცენტრში შოკოლადის სტალინი დგას, აქეთ იქით კი ასევე კარამელის იესო, თეთრი ბეზეს ბატკნები, ნუგას მუჰამედი, ღვთისმშობელი, ეკლესიები, კრემის ჯიპები, მათრახიანი ღიპიანი კაცები და დასახიჩრებული ქალები...ყველაფერს გენდერული მადლი აქვს მოფრქვეული ნუშისა და თხილის ფხვნილივით...
ფემინიზმმა, რომელმაც გასულ საუკუნეში სრულიად შეცვალა სამყარო, საქართველოში ფაქტიურად ქურდული გაგება ჩაანაცვლა. არ ვხუმრობ. სიტყვა ქალის ხსენება ისეთივე საშიში გახდა, როგორც კანის ფერის, ან სექსუალური ორიენტაციის.. სულ დაძაბული ხარ, არ ხარ დარწმუნებული რომ კონტექსტი სწორად შეარჩიე, სწორად ჩამოაყალიბე სათქმელი, არაფერი შეგეშალა… რომ ეს სასტიკი გუგულები გაგიგებენ…
ზუსტად იგივე გრძნობა მქონდა 70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თბილისში როკნროლი და ქურდული გაგება ერთდროულად იქცა სუბკულტურად - როკნროლთან დაკავშირებით ყველაფერი ზუსტად ვიცოდი, მჯეროდა, რომ ღმერთი გიტარისტია, მაგრამ ჯიმი ჰენდრიქსზე მაგრად მაინც ვერ უკრავს.. აი ქურდებთან დაკავშირებით კი ათასი კითხვა მქონდა თავში გაჩრილი, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, რადგან რამდენჯერაც გავბედე იმდენჯერ სასტიკად დავისჯე “საზოგადოებისგან” ანუ ძმაკაცებისგან გარიყვით. ძალიან ბევრი ჩამჭრელი კითხვა და დაუნდობელი მოჭუტული თვალების მზერა იყო გარშემო... ყურადღება ერთი წუთით არ უნდა მოგედუნებინა, თორემ მაშინვე დაიწყებოდა.. “..ეე ეგ არაქურდულია!” ,” ბოზურია”.. და ა.შ…ყველაფერი როგორც წესი, სკოლის უკანა ეზოში ჩხუბით მთავრდებოდა. უნდა გითხრათ ყოველთვის მძულდა ეს ქურდული გაგება..მე მგონი ზოგიერთი ფემინისტის არ იყოს, ქურდულ გაგებაზე მიკედლებულ ქუჩის ბიჭებსაც სძულდათ, მაგრამ რას იზამდნენ...ეს იყო პური და აზრი მათი უბადრუკი არსობისა, რომელიც სხვაზე თავდასხმაში და აგრესიაში პოულობდა დასტურს.
დღესაც, როგორც მაშინ, კითხვებს გენდერული თანასწორობის შესახებ ხმამაღლა კითხვის დასმა ნერვიული სისტემისთვის არ არის რეკომენდირებული. ამ “დარგის” ექსპერტების - ქართველი პარტიზანი ფემინისტების ექსტრემისტი და მაჩო ნაწილის შიშით, რომლებიც მამაკაცებს ისე უყურებენ, როგორც სვიფტის ცხენები გულივერს, მხოლოდ მათგან განსხვავებით ამ ღონიერ და ბოროტ "ცხოველებს" რეპროდუქციულ როლს მაინც აკისრებენ .. არა და დიალოგი მართლა საჭიროა, მხოლოდ ადამიანური დიალოგი და არა აგრესიული თრენინგებიდან მორჩენილი და შემთხვევით თავში გაჩხერილი ტერმინების უმისამართო ფანტვა აქეთ - იქით, და მისი შედეგი : არასწორად შევსებული კოსვორდივით უშნოდ გადაჯღაბნილი საზოგადოება.
8 დეკემბერს (2015) საფრანგეთის ტელევიზიის საზოგადოებრივი არხის ახალი ამბების მთავარ 20 საათის გამოშვებაში საკმაოდ დიდი სიუჟეტი მიეძღვნა თემას - ქალები და მათემატიკა. სიუჟეტის დასაწყისში გვიჩვენეს მსოფლიოში ცნობილი პარიზის საინჟინრო სკოლის (École d'ingénieur) მათემატიკის აუდიტორია, სადაც ლექციას 90 სტუდენტიდან მხოლოდ ცხრა ახალგაზრდა ქალი ესწრებოდა. სიუჟეტის მთავარი კითხვა სწორედ ეს იყო - რატომ არიდებენ ქალები თავს ისეთი პროფესიების არჩევას, რომლებიც რატომღაც ტრადიციულად მამაკაცურად ითვლება? თავად სტუდენტი გოგონების აზრით, ეს შესაძლოა სტერეოტიპების ბრალია, რადგან მათ ბევრ ნათესავს დღემდე უკვირს რომ საინჟინრო სკოლა აირჩიეს და არა ასევე პრესტიჟული კომერციის. უცნაურია,
რეპორტაჟის მეორე ნაწილში გადავდივართ ლიონის ტვინის ლაბორატორიაში, სადაც ერთი წლის განმავლობაში იკვლევდნენ ქალისა და მამაკაცის ტვინის შესაძლებლობებს მათემატიკური ამოცანების გადაჭრაში. შედეგებმა აჩვენა რომ მამაკაცის ტვინი სულ მცირედ, უმნიშვნელოდ აღემატება ამ კუთხით ქალის ტვინს. მაგრამ როგორც კი ცდების ჩატარებისას ქალის ტვინში შეჰყავთ სტერეოტიპული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არ არის შექმნილი მათემატიკისათვის და რომ მამაკაცის ტვინი ბევრად აღემატება ქალისას - ქალის ტვინის შესაძლებლობები მკვეთრად იკლებს და გრაფიკულ სურათზე ის დაახლოებით გამოიყურება როგორც ოცი - ასზე. ქალის მენტალურ შესაძლებლობებზე როგორც ჩანს მკვეთრად მოქმედებს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ემოციური ზონა თავის ტვინში, რომელიც სტერეოტიპული ზეწოლის გავლენით მყისეულად ირთვება და ამუხრუჭებს ქალის ტვინის ზუსტად ისეთივე ხარისხის მათემატიკურ შესაძლებლობებს, როგორიც გააჩნიათ მამაკაცებს.
ესეც ასე - დააყოლა ბოლოს წამყვანმა დავიდ პუჟადამ ღიმილით- ყველა ინფორმირებულები ხართ…
უდავოდ საინტერესო სიუჟეტია, მაგრამ გარდა მთავარი ხაზისა, აქ საინტერესო ის არის, რომ საფრანგეთშიც კი არსებობს თურმე გენდერული სტერეოტიპები და პრობლემები….მაგრამ მათზე სალაპარაკოდ სრულიად საკმარისია ჩვეულებრივი ადამიანური ენით ლაპარაკი!.. სიუჟეტი მომზადებულია აბსოლუტურად არა ანგაჟირებული ჟურნალისტებისა და რედაქციის მიერ, ის სრულიად თავისუფალია, სხვა არანაკლებად გამაღიზიანებელი ისეთი სტერეოტიპებისგან, რომლებიც თავიანთი ზემოქმედებით უკვე მამაკაცების ტვინში ააქტიურებენ ასევე საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ემოციურ ზონას. რის შედეგადაც ისინი სრულიად კარგავენ ობიექტური ანალიზის უნარს ქალების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. შედეგად ვღებულობთ … არაფერსაც არ ვღებულობთ, მხოლოდ ისევ “აურზაურს “არაფრის” გამო, რომელსაც არავითარი სასარგებლო შედეგი არ მოაქვს, ქალებისა და მამაკაცების ემოციური ზონები ისევ გაღიზიანებულნი და ერთმანეთისთვის უცხონი რჩებიან, ქალები ისევ ირჩევენ ამ “ქალურ პროფესიებს” კაცები კი კაცურს… საქართველოში მით უმეტეს.
ზემოთ ხსენებული ნჯო ელიტები კი, მხოლოდ ზეთს ასხამენ ცეცხლზე, ზოგჯერ ფინანსური, ზოგჯერ კარიერული ბენეფიტის, ზოგჯერ კი უბრალოდ თვითდაჯერებულობის, ასე ვთქვათ საკუთარი ეგზისტენციალური დასტურისათვის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, მათ გადაწყვიტეს, რომ არბიტრალური როლი სწორედ მათ ეკუთვნით და სხვას არავის. რაშიც სასწრაფოდ დაეთანხმა და პოზიციების განმტკიცებაში სიამოვნებით დაეხმარა თავად “შეზღუდული კრეატიულობის” პოპულისტი მედია… კიდევ უფრო პოპულისტი პოლიტიკური სპექტრი კი უბრალოდ იძულებული გახდა, რადგან მედია, რელიგია და მესამე სექტორი სწორედ მათი ეგზისტენციალური პოპულიზმის ძირითადი საყრდენია. საბოლოოდ კი აი ასე მივიღეთ “პოპულისტური ტოტალიტარიზმი”, რომელშიც სამწუხაროდ გვიწევს ცხოვრება და რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს.
საზოგადოება მხოლოდ მაშინ ქმნის ცივილურ სახელმწიფოს, როდესც მისი თითოეული წევრი თავად ცდილობს პროგრესირებას და თავს არ აფარებს სხვის პროგრესულობას, როდესაც თავად ქმნის პიროვნულ თავისუფლებას. და არ ტკბება ჯოგური თავისუფლებით,
ცნობილი ციტატა - ჟანპოლ სარტრი : “თავისუფლება არჩევანია”..ლოზუნგივით კი ჟღერს, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა. თავისუფლება მართლაც არჩევანია,, მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანი და არა კოლექტიური შეთანხმება.. ან თუ გნებავთ კომპრომისი..
P.K. 26.12. 2015 Paris
Inscription à :
Articles (Atom)



