25 juin 2010

რადიო თავისუფლება - ინტერაქტიული დიალოგი
ავტორი ია ანთაზე
5 აპრილი 2010


პაატა ქურდაძე: "ნახევრად დემოკრატიულ საზოგადოებაში სჯობს, დემოკრატიის სრულყოფაზე ვილაპარაკოთ და არა ლიბერალიზმზე, რომელიც დემოკრატიის ყველაზე მაღალი საფეხურია"


05.04.2010
ავტორი
ია ანთაძე
დღეს "რადიო თავისუფლების" რუბრიკის – "ინტერაქტიული დიალოგის" – სტუმარია მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე. "რადიო თავისუფლების" ბლოგების კომენტატორებმა სწორედ იგი აირჩიეს მიმდინარე კვირის სტუმრად და ბატონი პაატასთვის დასასმელი შეკითხვებიც რეიტინგის სისტემით შეარჩიეს. 6 აპრილს, საღამოს პაატა ქურდაძე "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე კომენტატორების შეკითხვებს პასუხს "ცოცხალ" რეჟიმში გასცემს.



ავტორი: ია ანთაძე
06.04.2010 21:00
პაატა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მართლა არაჩვეულებრივი ინტერესია თქვენ მიმართ. იმედი გვაქვს, დღევანდელ საღამოს დაგვითმობთ. ახლა მოგართმევთ იმ შეკითხვებს, რომლებიც გუშინ რადიოეთერში ვერ დავსვით დროის სიმცირის გამო. შემდეგ კი – ახალი შეკითხვები.



პაატა ქურდაძე
06.04.2010 21:00

გამარჯობა ყველას. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო თქვენი ყურადღება, შევეცდები ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს

by: temuri from: e-mail:რა გამოხმაურება მოჰყვა საფრანგეთში, "ტვ-იმედის" ე.წ. მოდელირებულ ქრონიკას და სადამდე მივალთ ამ 7-წლიანი მოდელირებული რეალობით?
პაატა ქურდაძე
06.04.2010 21:09

ორი კვირის წინ ნიკოლა სარკოზის პარტია გამანადგურებლად დამარცხდა მემარცხენეებთან ადგილობრივ არჩევნებზე. თუ არ მეშლება, "ლიბერასიონმა" დაწერა – სარკოზის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილის მიერ დადგმული მოდელირებული ომის მსგავსი გადაცემა თუ უშველის არჩევნების დროს, დღეს გაფანტული საკუთარი ამომრჩეველის შემოსაკრებადო.ირონიის გარეშე კი, იმდენად სამარცხვინო იყო ამ რეპორტაჟების ყურება ყველა არხზე, სტატიების კითხვა გაზეთებში, რომ ჩემს ნაცნობებს გულწრფელად შევეცოდე და ამ თემას მდუმარედ და დელიკატურად უვლიდნენ გვერდს. თუ არ ჩავთვლით ჩემს რამდენიმე რუს ნაცნობს, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოში ერთხელაც არ დაურეკავთ, ახლა კი თანაგრძნობით მეკითხებოდნენ, თქვენთან რა ხდებაო... ალბათ, ხვდებით თანაგრძნობის მიზეზს. ორი სიტყვით, მკვეთრად უარყოფითი, სხვანაირად არც შეიძლება მომხდარიყო.
by: ირაკლი from: Philadelphia: თქვენს ერთ–ერთ წერილში ბრძანებთ: "ფილარმონიასთან ვიღაც შემხვდა, და ვუთხარი, რომ მიცვალებულები ვნახე. რამოდენიმე უცნობმა იქვე გვერდით მომავალ მერაბ კოსტავას მოახსენა ჩემი ნათქვამი. საიდან იცითო, იკითხა. ჩემზე მიუთითეს. მე მასაც იგივე გავუმეორე. ჩუმად მომისმინა.დიდი მკაცრი თვალებით მიყურებდა. სიარული ერთი წამითაც არ შეუწყვეტია. კოსტავას შავი და სუფთა ფეხსაცმელები ეცვა, მახსოვს. ჩემი ლენინგრადის ''ექსპერიმენტული'' თეთრი კეტები კი მთლიანად ტალახში იყო ამოსვრილი. ყოველთვის მაკვირვებდნენ ადამიანები, რომლებიც ტალახიდან სუფთად გამოსვლას ახერხებდნენ." რას გულისხმობდით ტალახიდან სუფთად ამოსვლაში?
პაატა ქურდაძე
06.04.2010 21:23

არაფერს განსაკუთრებულს. 9 აპრილის ის კოშმარული დილა მართლა ფრაგმენტულად მახსოვს, ცუდად დაჭრილი თუ გადამონტაჟებული ფილმივით. ზოგი შავ–თეთრი კადრით, ზოგი ფერადით. მერაბ კოსტავას ფეხსაცმელები ერთ–ერთი ასეთი კადრია, რომელსაც ფრაზა - " ყოველთვის მაოცებდა ხალხი, ვინც ტალახიდან სუფთა ფეხსაცმელებით ამოდის", ხმა off ივით გასდევს. ერთხელ შორეული ახალგაზრდობაში, სურამში გასვენებაში მოვხვდი. კოკისპირულად წვიმდა. სასაფლაოდან დაბრუნებულნი, ყველანი ტალახში ვიყავით ამოგანგლულნი. მხოლოდ ბიძაჩემის კოპწია სიძეს ეცვა ისეთი შავი და სუფთა ფეხასცმელები, იფიქრებდით, რომ ახლახან გამოვიდა სახლიდან, ისე ოსტატურად ხტუნაობდა ქვიდან ქვაზე, როგორც როჯი მური ნიანგების ზურგებზე -ერთ ძველ "ჯეიმს ბონდში". მაშინ ვიფიქრე პირველად, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ...არანაირი სიმბოლური დატვირთვა კოსტავას ფეხსაცმელებს არ აქვს ჩემს ტექსტში, ეს მხოლოდ რაღაც "კინემატოგრაფიული" გახუნებული რეტრო– სეკანსია.
by: ანონიმი from: მაინტერესებს ყველა ის მახინჯი ქცევა, რაც ახასიათებს ზოგადად ქართულ საზოგადოებას და არ ახასიათებს ფრანგულს (თუ ასეთი რამეები არსებობს).
პაატა ქურდაძე
06.04.2010 21:33
ქუჩაში ფურთხება, მზესუმზირის "კნატუნის " ჩათვლით. ქუჩაში ჩაცუცქული ბაასი და, განსაკუთრებით, შორიდან ხმამაღალი ყვირილით ლაპარაკი ორ ადამიანს შორის, რომლებსაც რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა არ სურთ ერთმანეთთან მისაახლოვებლად. ამ უკანასკნელს ბევრ სამხრეთულ ქვეყანაში შეხვდებით, მხოლოდ ვეჭვობ, რომ ამ ქვეყნებთან მსგავსება ქართველისათვის საამაყო იყოს. პირიქითაც შეგეძლოთ გეკითხათ – ფრანგებსაც საკმაოდ ბევრი მახინჯი ქცევა აქვთ – მაგალითად, ცხვირის ხმამაღლა მოხოცვა საზოგადოებაში.

by: მოქალაქე ჟურნალისტი from: ვირჯინიიდან მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების საქართველოს ამბები ბევრს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს, მაინც ხშირად ამბობენ, რომ ჩევნი საზოგადოება ასეთი პოლარიზებული არასდროს ყოფილა. იმავეს ვისმენ ამერიკაში - აქაური საზოგადოება ასე მკვეთრად გაყოფილი თითქმის აღარავის ახსოვს. თქვენი აზრით, ეს XXI საუკუნის გლობალური ტენდენციაა, თუ ამერიკული და ქართული მედიასივრცეების სიმახინჯის ლოგიკური შედეგი? საფრანგეთის საზოგადოებაც ასე დაიყო ბოლო დროს?
პაატა ქურდაძე
06.04.2010 22:00
ჩემი აზრით, ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ისეთი პოლარიზებული, როგორც დასავლური. ვფიქრობ, გახსნილი საზოგადოების ბოლო ნარჩენებს "ვესწრებით" საქართველოში; სამწუხაროდ, პოლარიზება არის სასტიკი ფასი, რომელიც გადასახადია კაპიტალისტური სისტემის კეთილდღეობის. ამ სისასტიკეს ადამიანები უფრო ჩვენსავით გარდამავალ ეპოქაში განიცდიან; რადგან ჯერ კიდევ ახსოვთ, რომ ოდესღაც ყველანი ყოველდღე ერთად იყვნენ - დღევანდელი მდიდრები და ღარიბები... თუმცა, მოვა დრო, როდესაც დაბალ სოციალურ ფენას აღარ ეყოლება ასეთი რაოდენობის "ახალი ქართველები" და, ამდენად, სოციალური უსამართლობის გრძნობას, წყენის ნაცვლად, მოქალაქეობრივი უფლებების დაცვით დაიკმაყოფილებს, როგორც საფრანგეთში.არა მგონია, საფრანგეთში საზოგადოება უფრო პოლარიზებული იყოს, ვიდრე ადრე. პირიქით: როგორც ბევრი ამბობს, ფრანგები დღეს ბევრად უფრო გახსნილები არიან, ვიდრე 60 - 70 იან წლებში. თუმცა, შემოსავალი და სამუშაო დღეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მაშინ.
by: Beru from: თბილისიდან ეთანხმებით თუ არა თანამედროვე ქარულენოვანი მედიის ამგვარ დახასიათებას: იგი ამორფულია, ყვითლად დაფერადებული, პლურალიზმზე სპეკულირებს, საზოგადოებრივი ცნობიერების სრულყოფის რეალური ორიენტირებისაგან დისტანცირებულია - ყოფითი აზროვნების პოლიტიკოსთა მისაღები ფსევდოსაინფორმაციო ველია, ქვეყნის ჭეშმარიტად განათლებული ნაწილის ინტელექტს რომ ვერ ირეკლავს.
პაატა ქურდაძე
06.04.2010 22:30
რა თქმა უნდა, ვეთანხმები, უფრო მეტიც: ჩემი აზრით, ქართული მედია მნიშვნელოვან-წილად პასუხისმგებელია ყველა იმ პრობლემებზე, რაც დღეს საქართველოში არსებობს. განსაკუთრებით ტვ მედია აბსოლუტურად პოლიტიზებულია - მე მხედველობაში მაქვს ყველა არხი; ოპოზიციურიც და სახელისუფლოც . უცნაური ის არის, რომ პოლიტიკას, მათი გაგებით, არაფერი საერთო არა აქვს ადამიანებთან. თითქოს ეს რაღაც განყენებული ცნებაა: არის პოლიტიკური დებატები. სამაგიეროდ არ არის არც ერთი თოკ შოუ, სადაც ისაუბრებდნენ სოციალურ საქართველოზე. არ არის დოკუმენტური ფილმები. ჩვენ ვუყურებთ კვირის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ერთსა და იმავე სახეებს, რომლებიც წლების განმავლობაში რაღაც განყენებულ პოლიტიკურ კლანს თუ სექტას წარმოადგენენ. მაგრამ ვერ ვხედავთ ადამიანებს, ვისი უფლებების დასაცავადაც ისინი იბრძვიან. მე პირადად საქართველოს შესახებ წარმოდგენას ვცდილობ შევიქმნა ტვ ით და ბეჭდვითი მედიით ; სხვა არჩევანი არა მაქვს, რადგან იშვიათად ჩამოვდივარ. უნდა გითხრათ, რომ მე ერთ–ერთი დამადასტურებელი ვარ იმ ფაქტისა, რომ ქართული მედია ძალიან ცუდად ან თითქმის არ ასახავს თანამედროვე რეალობას - მე სწორედ იმის გასაგებად ჩამოვედი, რაც ქართულმა მედიამ ვერ მომცა - ადამიანების- "ამომრჩევლების" სანახავად!
by: ana from: ბატონო პაატა, პოსტ-რევოლუციურ საქართველოში იმდენად ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ ახალგაზრდების ამბოხებული ძალის რესურსი მიმართულიყო ან უფროსი თაობის წინააღმდეგ, ან ყველაფერი რუსულის წინააღმდეგ, რომ სხვა თემების მიმართ პროტესტი აღარ ჩნდება ჩვენი მხრიდან... უფრო მეტიც, ისეთი ინტელექტუალური ველი შეიქმნა ჩვენ გარშემო, რომ სხვა თემების მიმართ პროტესტის გამოხატვა მაშინვე დაცინვის ობიექტი ხდება. როგორ უნდა დაძლიოს ჩვენმა საზოგადოებამ ეიჯიზმი, რომელიც ძალიან მწვავედ დგას ქვეყანაში? რა უნდა ვქნათ, როდესაც ეს პროცესი უკვე წასულია და რამდენადაც არ უნდა შევეწინააღმდეგოთ სიტყვიერად (თუმცა, ესეც არ ხდება ჯერჯერობით სათანადოდ), ამის შეჩერება უკვე ძალიან რთული ხდება. იმდენად მიზანმიმართულად და სწრაფად განხორციელდა ეს პოლიტიკა და ჩვენმა საზოგადოებამაც დაუშვა, რომ ასეთ დისკურსს ("40 წლის ხეც არ ვარგა ამ ქვეყნაში", "ჩარეცხილები" და ა.შ.) ეარსება პოლიტიკური ელიტის დონეზე, რომ ის დრო დაკარგულია უკვე, როდესაც შეგვეძლო, რაიმე შეგვეცვალა. ახლა კი აღარ ვიცით, რა ვქნათ...
პაატა ქურდაძე
06.04.2010 22:58
ჩემთვის არც ისე ადვილია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ისე, რომ ბანალობაში არ ჩავვარდე. არა იმიტომ, რომ ვალდებულად ვთვლი თავს, ორიგინალური პასუხი გაგცეთ. პირიქით- ჭეშმარიტება საერთოდ ბანალურია. მხოლოდ მისი ხშირად არ ჯერათ ხოლმე, სწორედ ბანალურობის გამო... ჩემი აზრით, ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ერის ინტელექტუალური სიჯანსაღის გაუმჯობესების ამბიცია აქვს, საკუთარი თავისუფლების არ სჯერა, ამიტომ, როლს, რომელიც თავად აიღო თავის თავზე, მხოლოდ სანახევროდ ასრულებს. მე ამას კორუმპირებულ თავისუფლებას დავარქმევდი. ჩემი აზრით, საქართველოს აკლია გაბედული ინტელექტუალები, არტისტული წრე, მწერლები, რომლებიც ბოლო წლებში პოლიტიკოსების მიერ მითვისებულ ამ ინსტრუმენტებს დაიბრუნებენ. ჩვენ ქართველებს დღეს კრეატიულობა გვაკლია, ამიტომაც უჭირს საზოგადოებას "ეიჯიზმის'' დაძლევა. ყველაფერი, რუსოფობია, ასაკობრივი დისკრიმინაცია.. ეს მხოლოდ ყალბი კარტებია, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ კაზინოში მოთამაშე პოლიტიკოსებს გახამებული პერანგის სახელოში აქვთ ჩამალული, , და მაშინვე გამოაძვრენენ ხოლმე მოხერხებული შულერებივით, როცა ეს საჭირო ხდება. ეს კარტი, ჩემი აზრით, საზოგადოებამ მათ თავად გადაულოცა, თვითონ კი აბსოლუტურად პრიმიტიული მეთოდებით ცდილობს ამ შულერების მხილებას.
by: arqivariusi from: e-mail:მოგესალმებით ბატონო პაატა, ქრისტე აღსდგა! თქვენ თავს ლიბერალად მიიჩნევთ თუ როგორად მივიჩნიოთ თქვენი შინაგანი, სულიერი მიზანსწრაფვა, ფილოსოფია, სამყაროს ხედვა, შემოქმედება? რას იტყვით აქ მცხოვრებ ლიბერალებზე, რა მოგწონთ და რა მიგაჩნიათ მათ შეცდომად? თუ ჩვენი ხელისუფლება, როგორც გვიმტკიცებენ ზოგიერთები, დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებს, მაშინ რატომაა ჩვენში გაუსაძლისი წყურვილი თავისუფლებისა?
პაატა ქურდაძე
06.04.2010 23:19
ჭეშმარიტად! შევეცდები, თანმიმდევრულად გიპასუხოთ:1. მე ვერ ვიტყოდი, რომ ლიბერალი ვარ, რადგან არ მსურს საკუთარი ''შინაგანი სულიერება, მისწრაფებები, სამყაროს ხედვა" რომელიმე ტერმინის ტყვეობის ქვეშ მოვაქციო. თავისუფლება ჩემი რელიგიაა, და არ მინდა ის სახელის დარქმევით შევზღუდო. მე პატიმარივითა ვარ, რომელიც ყველანაირ გზას იყენებს ციხიდან გასაქცევად, ხან გისოსებს ხერხავს, ხან გვირაბს თხრის, ხან ზედამხედველს ესხმის თავს. ლიბერალიზმი ჩემთვის ერთ–ერთი ასეთი ხერხია და არა ერთადერთი. ხანდახან მეჩვენება, რომ ცოტათი ანარქისტი ვარ, თუ არ "მიწყენთ", რა თქმა უნდა.ქართველ ლიბერალებზე ვერაფერ გეტყვით განაკუთრებულს, ისევე, როგორც ქართველ ლეიბორისტებზე, მემარჯვენეებზე ან მემარცხენეებზე... ეს ყველაფერი ისეთი ახალია, რომ ჯერჯერობით ყველივე ეს 14 წლის გოგონას ცვალებად ოცნებებს მაგონებს."გაუსაძლისი წყურვილი თავისუფლების" სახელმწიფოებრიობის არსებობის გარანტიაა. არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ამ წყურვილს, მისწრაფების ჩაკვლა შეეძლოს. ეს თვით ბოლშევიკებმაც ვერ მოახერხეს. ადამიანი მონად არ იბადება, ის ხდება მონა. ძალიან მიხარია, თუ მეუბნებით, რომ საქართველოში თავისუფლების გაუსაძლისი წყურვილია.
by: გენერალ-სინუსი from: ხრეშის კარიერიდან მოგესალმებით, ბ-ნო პაატაგუშინდელ რადიოინტერვიუში თქვენ ბრძანეთ - „ლიბერალიზმი დემოკრატიის უმაღლესი ფორმაა"-ო. მიგაჩნიათ, რომ „ლიბერალიზმი" და „დემოკრატია" ერთი სიბრტყის ცნებებია?
პაატა ქურდაძე
06.04.2010 23:28
ჩემი აზრით, ლიბერალიზმი სრულყოფილი დემოკრატიული ფუნდამენტის გარეშე სხვა არაფერია, თუ არა ვულგარული ანარქია.
by: თორნიკე from: თბილისი საღამო მშვიდობის! მივესალმები სტუმარს!რას ნიშნავს ,,ნახევრად დემოკრატიული საზოგადოება''?
პაატა ქურდაძე
06.04.2010 23:56
ნახევრად ან ნაწილობრივ დემოკრატიულად მე ვთვლი საზოგადოებას, რომელშიც დემოკრატიული სტრუქტურები ნაწილობრივ ფუნქციონირებს; რომლისთვისაც დემოკრქტიული ღირებულებები არ არის ისეთი უცხო, როგორც, ვთქვათ ავღანელი თალიბებისათვის , ან ჩინელი კომუნისტებისათვის . თუმცა, ასეთ საზოგადოებას არ გააჩნია, ჩემი აზრით, დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი: ეს არის უსამართლობასთან ბრძოლის თანაბარი საშუალება. კანონი ყველა საზოგადოებაში ირღვევა. მხოლოდ ყველა საზოგადოებას არა აქვს დარღვეული კანონისაგან თავის დაცვის საშუალება. საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანაა, ჩემი აზრით
by: ვახო from: აიდაჰოდან e-mail:ბატონო პაატა, როგორ ვუშველოთ ბრიყვულ სადღეგრძელოებს შორის გამომწყვდეულ და ფანატიკური პირჯვრის წერით დაღდასმულ, ქსენოფობიურ ქართულ მას-კულტურას? თქვენც ასე მწარედ ხედავთ ამ ყველაფერს, თუ მე გადამრია უცხოეთში ცხოვრებამ?პ.ს. დიდი მადლობა წერილისთვის: "ჯვარცმა. ტექნიკური პერსონალი და დეკორაცია". დღემდე მელურსმნეებზე ვფიქრობ.

პაატა ქურდაძე
07.04.2010 00:12
არა, რატომ უცხოეთმა.. მე მაგალითად- ხშირად ვამბობ ნახევრად ხუმრობით, რომ საქართველოდან ჩემი წასვლის ერთ–ერთი მიზეზი 20 წლის წინ სწორედ გაუთავებელი სადრღეგრძელოები იყო. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ დღეს ყველაფერს უფრო მასშტაბური და ტრაგიკული სახე აქვს მიღებული, რადგან ყველა ის ბრიყვი, რომელიც ადრე სახლში მჭევრმეტყველებდა ყანწით ხელში, დღეს თბილისში გახსნილ უთვალავ სხვადასხვა რანგის რესტორანში აწყობს თავის ალკოჰოლიზებულ ''პერფომანსებს''. რაც შეეხება ათასგვარ ფობიას: ეს რა თქმა უნდა, თვითდამკვიდრების საშუალებაა. ამას ნებისმიერი ახალგაზრდა გეტყვით, ვინც ვიკიპედიაში ფროიდის შესახებ პირველი სტრიქონები წაიკითხა. სამწუხაროა, რომ ის, რაც თქვენ გაწუხებთ, აბსოლუტურად არ აწუხებთ ქართველ ექსპერტ ინტელექტუალებს, მათ თავი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემებით აქვთ დატვირთული. მე, მაგალითად, სულაც არა ვარ არაფრის ექსპერტი, მაგრამ სიამოვნებით გავხდებოდი, მაგალითად, ეროვნული სიბრიყვეების სპეციალისტი.
by: სოლომონი from: თერნალი სალამი და მადლობა ბატონ პაატას. ვუსურვებ მრავალ აღდგომას დასწრებოდეს გახარებული, წარმატებული და თავისი სამშობლოს ბედნიერებით ბედნიერი!მე ერთი საშუალოდ ნაკითხი ადამიანი ვარ, რომელსაც ქვეყანაზე გული შემტკივა, მაგრამ ჩემი ლაჩრობის (ოჯახის სარჩენი ფულის დაკარგვის შიშის) გამო ცხონებული ეროსის ნიღაბს ვარ ამოფარებული და ჩემს გულს ვასკდები იმაზე, რასაც ვხედავ. თქვენ შორეული საფრანგეთიდან გვიმხელთ თქვენს გულისტკივილს და იმას, როგორები ვჩანვართ გარედან და რას ფიქრობს დასავლური საზოგადეობა ჩვენს მარადიულ ყოყლოჩინობაზე, ამბიციურობაზე და უდროო ტაშ-ფანდურზე. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება (ინტერნეტ-ინტელექტუალებს არ ვგულისხმობ) თქვენ არ გიცნობთ საკმარისად; იმედია, თქვენი წიგნის გამოსვლა დაგვეხმარება, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს თქვენი მართალი სიტყვა. მიხეილ ნანეიშვილის ძალიან კარგი, უაღრესად კრიტიკული სტატია დაიდო ფეისბუქზე ორი დღის წინ, მაგრამ დღევანდელებს მისი სახელიც ბევრს არაფერს ეუბნება და ბოლო წლების განმავლობაში სულ ერთხელ ვნახეთ ტელევიზიაში, ისიც მხოლოდ თბილისელებმა. ამ დროს გაივსო ტელევიზორი ახალგაზრდა თუ მხცოვანი „ექსპერტებით", რომლებიც ან გვიკიჟინებენ, რომ ხელისუფლება მაგარია, ან, „უკეთეს" შემთხვევაში, მასთან შეგუებას და დამორჩილებით მიღებულ სიამოვნებას „გვირჩევენ".რა ხდება? და რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვუთხრათ ჩვენს თავს? და როგორ მოვექცეთ იმ ინტელექტუალებს, რომლებიც თავიანთი მაამებლური თუ შეფარული გუნდრუკით ხელისუფლების აგონიას ახანგრძლივებენ! გულახდილად ვუთხრათ, რომ კურტიზანობაა ეს? თუ ვაპატიოთ ეს კურტიზანობა, რადგან საკმაოდ კარგი ფული აქვთ აღებული და ამ დარგის „პროფესიონალებად" ჩამოყალიბდნენ უკვე და მათ ოჯახებს და „ოჯახიშვილობას"დავდოთ პატივი? მათი მაცქერალი მომავალი თაობა ხომ ასევე კურტიზანობაზე დადებს ფსონს?..
პაატა ქურდაძე
07.04.2010 00:43
სოლომონ, დიდი მადლობა კეთილი სურვილებისათვის. თქვენც ასევე ბედნიერებას გისურვებთ. მე ვკითხულობ თქვენს წერილებს და სულაც არ გთვლით ოჯახის სარჩენი ფულის დაკარგვით შეშინებულ ლაჩრად. არ ამგონია, რომ ვინმე სხვა გთვლიდეთ ასეთად.უნდა გითხრათ, რომ მე საკმაოზე მეტად ინდივიდუალისტი ვარ და არავითარ შემთხვევაში არ წარმოვადგენ არანაირ კოლექტივის ხმას. მით უმეტეს, დასავლურის. ყველაფერი, რასაც ვწერ, მხოლოდ ჩემი პირადი ხედვაა და სხვისი – არავისი. იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ დასავლეთში ასეთ"გულისტკივილიანი" (გმადლობთ) ხედვა საქართველოს მიმართ არ არსებობს.
მე არ ვთვლი, რომ ქართული საზოგადოება აუცილებლად უნდა მიცნობდეს ისე, როგორც პოპ ვარსკვლავს, იმისათვის, რომ მომისმინოს. ჩემი აზრით, თუნდაც ეს დიალოგი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრის სიჯანსაღის პერსპექტივა გაჩნდეს საზოგადოებაში. და არა იმიტომ, რომ მე ან თქვენ განსაკუთრებით ჭკვიანები ვართ.
თუ გადაავლებთ თვალს წინა კითხვებს, არავის დაუსვამს ჩემთვის წმინდა პოლიტიკური ხასიათის შეკითხვა. რაც ჩემთვის დიდი კომპლიმენტია ამ დიალოგში მონაწილეთაგან. გარდა ამისა, თითქმის პრეცედენტია ჩემთვის იმისა, რომ პოლიტიკაზე, მის ფუნქციონირებაზე და როლზე საუბარი გაუთავებელი კამათის გარეშეც შეიძლება. რომ საზოგადოება ჩვენ თვითონ ვართ და ამის შესაგრძნობად სულაც არ გვჭირდება რომელიმე დეპუტატი, მინისტრი ან ოპოზიციონერი .
თქვენ მეკითხებით ხელისუფლებასთან დაახლოვებულ ინტელექტუალებზე, რომლებსაც, როგორც ამბობთ, უხდიან. ასეთი ინტელექტუალები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, ყველა დროში და ყველა კონტინენტზე, თქვენ ეს ჩემზე კარგად იცით. მე პირადად ასეთებს ჩემს ოპონენტებად უფრო ვთვლი, ვიდრე მტრებად. . სიმართლე გითხრათ, ცოტა კლანური აზროვნება მაქვს და მაინც მირჩევნია, ფული კურტიზან არტისტს და ინტელექტუალს მისცენ, ვიდრე წვრილ ან მსხვილ აფერისტს. ინტელექტუალს მაინც მეტი შანსი აქვს, საზოგადოების სასიკეთოდ მომართოს თავისი ნიჭი,ან ინტელექტუალური პოტენციალი. საერთოდ, არტისტები და ინტელექტულები ძირითადად კურტიზანები არიან. ამისი მაგალითი უამრავი ყოფილა. თუ არ მეშლება, დიოგენის პასუხი იყო ასეთი კითხვაზე, თუ რატომ მისდევენ ფილოსოფოსები მდიდრებს, და არა პირიქით, მდიდრები ფილოსოფოსებს : იმიტომ, რომ ფილოსოფოსებმა ზუსტად იციან, რა ჭირდებათ და აკლიათ, მდიდრებს კი წარმოდგენა არა აქვთო. ეს ზალიან ძველი, თუმცა, მტკივნეული თემაა.ჩემი აზრით, უნდა ამოიგდოთ თავიდან ის, რომ "საშუალოდ ნაკითხი" ადამიანი ხართ. დარწმუნებული ვარ, იმ წიგნების მეოთხედიც კი საკმარისია იმისათვის, რომ "ინტელექტუალ "კურტიზანებს" ებრძოლოთ, თუკი ეს ბრძოლა საჭიროდ და სამართლიანად მიგაჩნიათ. მაპატიეთ, რჩევებს რომ გაძლევთ, მხოლოდ კეთილი სურვილებით...
by: ანონიმი from: ბატონო პაატა, დღევანდელი ქართველისთვის საემიგრაციოდ ევროპის რომელი ქვეყანა ჯობია ზოგადად? ურჩვდით თუ არა საფრანგეთში ემიგრაციას? მადლობთ კითხვის დასმის შესაძლებლობისთვის და მოსალოდნელი პასუხისთვისაც.
პაატა ქურდაძე
07.04.2010 00:55
ეს ერთმნიშვნელოვნად ყველაზე რთული კითხვაა ჩემთვის: არ მინდა ისე გამომივიდეს, როგორც კაცს, ვისაც თავი ქუდში აქვს – ანუ უკვე ''მშვენიერ" ქვეყანაში ცხოვრობს – და სხვებს აშინებს ემიგრაციით. მაგრამ, გულწრფელად- არ ვიცი. 20 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ და აქედან დაახლოებით 15 წელია ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ. ემიგრაციის ყველაზე დიდი ტალღა, როგორც ვიცი, საქართველოდან საფრანგეთში 2000 წლის შემდეგ ჩამოვიდა. ვიცი, რომ ძალიან ძნელია. თუმცა, დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ მე რომ ახლა 1990 წელში დამაბრუნოთ და ვიცოდე, რა მელოდება წინ, ემიგრაციაში წასვლას ვერ გავბედავდი ვერც ერთ ქვეყანაში.
by: mari from: გამარჯობათ, ბატონო პაატა. როგორ ფიქრობთ, რატომ იკიდებს ასე სწრაფად ფეხს ჩვენთან მემარჯვენე შეხედულებები? და რატომ ითვლება საქართველოში უხერხულად სოციალური თემების გამო პროტესტის გამოთქმა? საპროტესტო აქციების დროს, მაღალი თანამდებობის პირებიც არ ერიდებოდნენ და ხშირად ამბობდნენ ხოლმე, რომ ოპოზიცია იყენებდა მოსახლეობის სოციალურ გაჭირვებას, თითქოს, სოციალურად გაჭირვებულ ადამიანი თავისით არ შეიძლება, რომ პროტესტს გამოხატავდეს.
პაატა ქურდაძე
07.04.2010 01:18
ჩემი აზრით, საქართველოში დღეს ველური კაპიტალიზმის ჩანასახებს უფრო ვხედავთ, ვიდრე მემარჯვენე პოლიტიკური შეხედულებების განვითარებას. საერთოდ მეჩვენაბა, რომ თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკური მოღვაწე მეტ–ნაკლებად ულტრა მემარჯვენეს წააგავს. თვით- თითქოს ერთი შეხედვით ლამის ულტრა მემარცხენე ლეიბორისტთა ტემპერამენტიანი ლიდერიც კი.მოსახლეობის სოციალური პრობლემების გამოყენება პოლიტიკაში ყველაზე ნორმალური მოვლენაა, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. პოლიტიკა თავისთავად პირველ რიგში ადამიანების სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის სხვადასხვა გზის, მეთოდის, იდეოლოგიის ბრძოლაა. პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანების გაჭირვებაზე ლაპარაკს არაღირსეულ ქმედებად თვლის, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკაში შემთხვევით და დროებით მოხვედრილი ავანტიურისტი, ან უბრალოდ რეგვენი. პირიქით, ჩემი აზრით, საქართველოში არამარტო არასაკმარისად, თითქმის არ ლაპარაკობენ სოციალურ უსამართლობებზე. რაც, ადრე თუ გვიან, არ ვიცი, რა ფორმით, მაგრამ სოციალური აგრესიის პროვოცირებას მოახდენს მოსახლეობაში.
by: ucxo from: e-mail:როგორ ფიქრობთ, მარიჰუანას მომხმარებელთა წინააღმდეგ გამოცხადებული საგანგებო ბრძოლა პოლიტიკურ კონტექსტს ხომ არ ატარებს და ხომ არაა შეფარული ბრძოლა (თითქოს, წახალისებული) დასავლური სუბკულტურების წინააღმდეგ?
პაატა ქურდაძე
07.04.2010 01:35
სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით ვერაფერს, რადგენ არ ვიცოდი, თუ მარიხუანას მომხმარებელთა წიააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლაა გამოცხადებული. ჩემთვის საქართველიში მარიხუანას ყოველთვის "განსაკუთრებულად" ებრძოდნენ. საბჭოთა მილიციელებიც და დღევანდელი პოლიციელებიც. არა მგონია, ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს დასავლურ სუბკულტურასთან. მარიხუანას დასავლეთშიც დიდი მონდომებით ებრძვიან დღეს, განსაკუთრებთ მოზარდის ფსიქიკაზე მისი გამანადგურებელი ზემოქმედების გამო. ამაზე სულ უფრო და უფრო მეტს ლაპარაკობენ.თუმცა, მარიხუანას მოხმარების კრიმინალიზაცია, ჩემთვის პირადად, უფრო "ტირანიის" ელემენტებს შეიცავს.
by: სიბილა from: საქართველო მოგესალმებით, ბატონო პაატა,მე ბოლოხანს გავეცანი თქვენს შემოქმედებას, ჯერ ნაწილობრივ, და ვაგრძელებ გაცნობას. უდიდესი სიამოვნებით წავიკითხავ წიგნს "ფსიქოდელიურ ქრონიკას", რომლის გამოცემასაც აპირებთ, როგორც ვიცი.ესაა ამონარიდი თქვენი ნაწარმოებიდან, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, საოცრად ზუსტი ემოციითაა აღწერილი რეალობა:"ჩვენი ეროვნული აგენტურა სამშობლოს ყველა მოღალატეს , რომელთა რიცხვი დღითი დღე საოცარი სისწრაფით მატულობს– აუცილებლად დაიჭერს, «ისეთ დღეს დააყრის, მკვდარიც კი აატირებს«. ამასობაში პუტინი და მედვედევიც ერთმანეთს დაჭამენ. ავღანისტანის "ზბორებიდან" დაბრუნებული ქართველი გმირები «ვერაგი მონღოლების მემკვიდრე ურდოს" კუდით ქვას ასროლინებენ, და ეს გასამხედროებულ –გაპატრიოტებული მოწყენილი საქართველოც ბოლოს და ბოლოს გაბრწყინდება, აბა რა ჯანდაბა დაემართება…ამ გაბრწყინებულ საქართველოში მელურსმნეებსა და დეკორატორებს აღარც ტექნიკური პერსონალი დასჭირდებათ, და აღარც ჯალათები. იესოც, როგორც იდეა, თავისთავად დაკარგავს აქტუალობას და მას მხოლოდ "თანამედროვე გამოწვევების" შესაბამისი დეკორატიული სახე მიეცემა".დღევანდელ საქართველოში რეალობას მელურსმნეები და დეკორატორები ჰქმნიან და როგორ ფიქრობთ, ამოწურა საქართველომ ჯანსაღი აზრის, ჯანსაღი სულის რესურსი და ის სრულიად მცირედთ შემორჩათ თუ უბრალოდ მიძინებულია? ანუ თუ ეს ეტაპი აუცილებელი უბედურებაა, რომელსაც უნდა ვძლიოთ, "როსღა გვეღირსება ჩვენ გაღვიძება"?გმადლობთ,პატივისცემით,
პაატა ქურდაძე
07.04.2010 01:53
დიდი მადლობა თბილი სიტყვებისათვის. ჩემი წიგნი ამ კვირის ბოლოს გამოვა და, ალბათ, შემდეგი კვირიდან უკვე მოხვდება წიგნის მაღაზიებში.რა თქმა უნდა, არანაირი რესურსი საქართველოს არ ამოუწურავს. მე ამის გულწრფელად მჯერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა დამაწერინებდა 380 გვერდიან წიგნს – ძალიან ცუდი წარმოდგენის არ ვარ საკუთარ თავზე, მაგრამ არც ისეთი მეგალომანი ვარ, რომ მხოლოდ საკუთარი თავი მეგონოს ჭკვიანი. საქართველოს რესურსი არ დაუკარგავს. ნაწილი მიძინებულია, დიდი ნაწილი ქვეყნიდან არის გასული. ნაწილი კი უბრალოდ დაიღალა. ჩემი აზრით , მძინარებმა უნდა გაიღვიძონ, უცხოეთში წასულებმა მეტად იაქტიურონ. დაღლილებმაც, ბოლოს და ბოლოს, იკმარონ დასვენება.. მე პირადად ოპტიმისტი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საპირისპიროში მდებენ ბრალს, ჩემი წერილების გამო.
by: მოქალაქე ჟურნალისტი from: ვირჯინიიდან როგორც თქვენი ბლოგის მკითხველს, მაინტერესებს, რატომ გახდით ბლოგერი. რას მოელით სამოქალაქო ჟურნალისტიკისგან?
პაატა ქურდაძე
07.04.2010 02:09
მე არ ვარ ბლოგერი, ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით. უბრალოდ, გასული წლის თებერვალში, როდესაც გადავწყვიტე ამ წერილების სერიის დაწერა, ვიფიქრე, რომ ბლოგი ტექნიკურად ყველაზე მარტივი საშუალება იყო ჩემთვის, რომ მკითხველამდე მიმეტანა ჩემი ნაწერები. ადრე, რვა თუ ცხრა წლის წინ, საიტი მქონდა რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა, მაშინ საქართველოში ინტერნეტი არ იყო ასეთი გავრცელებული, როგორც ახლა და დავხურე. სამოქალაქო ჟურნალისტიკას დიდი მომავალი აქვს, როგორც ამბობენ. მანკონკურენციის შექმნით უკვე შესძლო პროფესიონალი რეპორტიორების საავტორო უფლებების ფასის დაცემა დასავლეთში. თუმცა, მე მაინც პროფესიონალიზმის მჯერა. ტექნიკური საშუალებების გამარტივება მოყვარულებს უმარტივებს პროდუქციის შექმნას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის პროფესიონალს კიდევ უფრო მეტად უმარტივებს მუშაობის პროცესს, ამიტომ, ჩემი აზრით, პროფესიული მედიის ძალიან დიდ გაუფასურებას არ უნდა ველოდეთ. როდესაც პირველად ციფრული ვიდეო კამერები შემოვიდა, უცებ ყველა კინორეჟისორად გადაიქცა.. . თუმცა, ღირებული ძალიან ცოტა რამ შეიქმნა. იცით, როდესაც ადამიანმა ბატის ფრთის ნაცვლად საბეეჭდი მანქანით დაიწყო წერა, ამან სულაც არ გამოიწვია შექსპირების მომრავლება. ტელევიზია კინოს მესაფლავედ აღიქვეს თავიდან, მაგრამ, როგორც ხედავთ, ასე არ მოხდა... დაველოდოთ. ჯერ მაინც ადრეა ამაზე საუბარი. დილის გაზეთი და ყავის სუნი ჯერ კიდევ ერთ–ერთი სასიამოვნო დეტალია ადამიანების მოსაწყენი ცხოვრებისა.
პაატა, ეს ბოლოს წინა შეკითხვაა. by: გენერალ-სინუსი from: ხრეშის კარიერიდან e-mail:დღეს ლიბერალიზმზე საუბრები, როგორც წესი, ორი საკითხით ამოიწურება - „სექსუალური ორიენტაცია" და „რელიგია ოპიუმია ხალხისთვის". როგორ ფიქრობთ, ეს საკითხებია ლიბერალიზმის „ქვაკუთხედი"?
ავტორი: პაატა ქურდაძე
07.04.2010 02:25
ჩემი აზრით, ლიბერალიზმი არ უნდა ნიშნავდეს შეშლილის თავისუფლებას. ლიბერალურ საზოგადოებაში კანონი, რომელიც თავისუფლების საზომია, ყველაზე მეტი სიმკაცრით არის დაცული.თუ ვინმე ფიარობს, რომ რელიგია ოპიუმია, ჩემი აზრით, მას სრული უფლება აქვს, ასე იფიქროს. მხოლოდ არ უნდა აიძულოს სხვები, მინცადამაინც ასე იფიქრონ - ეს უკვე საბძოთა კავშირი იქნებოდა. ჩემი აზრით, საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ვთამაშობთ ამ სიტყვით, რადგან ხეირიანად ისიც კი არ ვიცით, რისგან გვსურს განთავისუფლება. არა მგონია, ვიცოდე, რა არის ლიბერალიზმის ქვაკუთხედი. ჩემიაზრით, ასეტი რამ საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ეს თავად ლიბერალიზმის არსთან მოვიდოდა კონფლიქტში.
by: სოლომონი from: თერნალი e-mail:ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე „ტრანსპარენსი ინტერნეშენალის" ბოლო ანგარიში თემაზე „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის" (www.transparency.ge) და მივხვდი, რომ ამ მთავრობის ერთადერთი მიზანი საკუთარი არსებობის და ხალხის დაჩმორება-გაყვლეფის მარადიულობის განხორციელებაა! ფული იხარჯება მხოლოდ ადმინისტრაციულ ლაქიებზე, ზონდერბრიგადებსა და პოლიტიკურ პოლიციაზე, ნაყიდ ჟურნალისტებზე და ზემოთ ხსენებულ „ექსპერტებზე". ამიტომ, ასეთი მოწოდება გამოვდე ფეისბუქში: „უცხოეთის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანზაციებს! გთხოვთ, შეუწყვიტოთ ყოველგვარი დახმარება სააკაშვილის რეჟიმს (გარდა ჰუმანიტარული და წამლებით დამხარებისა), რომელიც ყოველ მიღებულ დოლარს თავისი არსებობის განხაგრძლივების და ხალხის გატყავება-მოტყუებისთვის იყენებს!" თავის დროზე ზუსტად ასეთი მოწოდებით გამოვიდნენ სახაროვი და სოლჟენიცინი, როცა უცხოელებს მოუწოდეს, საბჭოთა კავშირს არ დახმარებოდნენ. როგორ ფიქრობთ, დროულია და გამართლებულია ასეთი საქციელი, რასაც ხალხის „პატრიოტი" მყვლეფავები ანტიპატრიოტულად ჩამითვლიან?
პაატა ქურდაძე
07.04.2010 02:45
არა მგონია თავენთვის მნიშვნელოვანიიყოს ის; თუ რას იფიქრებენ თავენს შესახებ "პატრიოტი მყვლეფავები" როგორც თავენ მათ უწოდებთ. ეს თქვენი აზრია და არავისა აქვს უფლება მისი გამოხატვა შეგიზღუდოთ.მე ვერ გეტყვით დროული და გამართლებულია თუ არა თქვენი მოთხოვნა. მხოლოდ ვიცი რომ ჰიპოთეტურად თქვენს მიერ მოთხოვნილი საერთაშორისო ბოიკოტი აუცილებლად კიდევ უფრო მეტ სიღატაკეს; აგრესიას და საბოლოო ჯამში დიდი ალბათობით სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს ქვეყანაში: არა მგონია ეს იყოს თქვენი სურვილი.სოციალური უსამართლბის მოსასპობად ბევრად უფრო ეფექტური და ,შვიდობიანი გზები არსებობს: მაგალითად გაფიცვბი ; რასაც ძლიერი სინდიკალისტური მოძრაობა სჭირდება.სამწუხაროდ საამისოდ ჯერ ვერავინ მოიცალა საქართველოში:
ავტორი: ია ანთაძე
07.04.2010 02:47
პაატა, ახლა გაგიშვებთ, უკვე თითქმის ექვსი საათია, განუწყვეტლად მუშაობთ ჩვენთვის. არც კი ვიცი, მადლობა როგორ გითხრათ. ბლოგზე არის მადლობები და მე მათ აქ ერთად, კომენტატორების და ჩემი სახელით – წარმოგიდგენთ. უდიდეს პატივს გცემთ, თქვენი წერილების მკითხველები ვართ და იმედს ვიტოვებთ, კიდევ ბევრჯერ იქნებით ჩვენი სტუმარი. ახლა კი – უღრმესი მადლობა თქვენი გარჯისთვის და უაღრესად საინტერესო ინტერვიუსთვის. მასტერკლასივით იყო.
პაატა ქურდაძე
07.04.2010 02:47
დიდი მადლობა ყველას საინტერესო შეკითხვებისა და ინტერესისათვის ჩემს მიმართ.



კომენტარები:

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
07.04.2010 03:40
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი სანიმუშო მუშაკობისთვის და საინტერესო პასუხებისათვის.მართალი გითხრათ, ჩემს მეორე კითხვაში მე თავად ბევრი კითხვები მაქვს, მაგრამ იმ - საბჭოთა კავშირთან მიმართებაში რომ გაამართლა იმ მკაცრმა პოლიტიკამ? რა თქმა უნდა მზა რეცეპტები არ არსებობს და სოფთ პაუერ მოდაშია...ლიბერალიზმზე და დემოკრატიაზე. აი, ჩემი მოსაზრება:"... ოსზე ანეგდოტის არ იყოს - არაყი გირჩევნია თუ ღვინოო და - პივაცაო, რომ მიუგო ბრძნულად, კი, რატომაც არა იყოს ლიბერალიზმი, მაგრამ თუ პრაგმატულად მივუდგებით, ხანდახან ასეთი "ეგეცა" მიდგომები არაეფექტურია - ან ხარჯეფექტურობის, ან პოლიტ-ეფექტურობის კუთხით. მე მაგალითად ვთვლი, რომ დღეს, საქართველოში სანახევრი დემოკრატიაც სანატრელია. ჩემთვის დემოკრატიის ქვაკუთხედია სამი:1) კანონის უზენაესობა და სამართლიანობა (თანასწორსამართლიანობა)2) სამართლიანი არჩევნები3) კერძო საკუთრებაზე დამყარებული კონკურენტული (არამონოპოლისტური) მეწარმეობა. [სამართლიანად შემისწორეს კოლეგა გენერალ-სინუსმა - ხელისუფლების დანაწილება და თვითმმართველობა გამოგრჩაო, თუმცა მე ეს უკანასკნელი ცოტა ნაადრევი მეჩვენება...]რამდენადაც საქართველოში ამ სამივე მიმართულებით 2005 წლიდან მკვეთრი რეგრესი გვაქვს, მე ვფიქრობ, რომ სწორედ 2000-2005 წლებში ხდებოდა ამ ნახევრად დემოკრატიული ქვეყნის სტატუსამდე მსვლელობა, რომელსაც მერე დავშორდით. დღეს სწორედაც რომ მთავრობის პრიორიტეტია ილაპარაკოს მსუყედ და აღფრთოვანებით ლიბერალილიზმზე და ლიბერტარიანელობაზე, თუ ამ იდეების და მიმართულებების აპოლოგეტებად დიდი დავით კეზერაშვილი და კიდევ უფრო დიდი კახა ბენდუქიძე და მათი ტაბულა რაზა თამარ ჩერგოლეიშვილი მოგვევლინებიან. ამიტომ ჩემი პოზიცია ასეთია - დიდი მადლობა, გმადლობთ! მომეცით მე ჯერ მინიმალური აუცილებელი - მჭადი და ყველი (დასახელებული დემოკრატიული ქვაკუთხედები!) - და მერე ვიფიქროთ ლიბერალიზმის ბეზეებზე, რადგან ბეზეებით ადამიანი კუჭს ვერ გაიძღობს, თუ საჭმელი არ უჭამია...
ავტორი: eka
07.04.2010 03:56
ვაიი, როგორ მეწყინა, რომ ვერ მოგისწარით. ბატონო პაატა, ყოველთვის ვკითხულობ თქვენს ბლოგს, სულ სხვანაირი წარმომედგინეთ გარეგნობით, როგორი ევროპული იერი გქონიათ:)თითქმის ყოველთვის კმაყოფილი ვარ, როგორც ამბობთ, რასაც ამბობთ. სწორად ხედავთ სიტუაციას.ნუ ეს მაინც იყოს აქ, როგორც კომპლიმენტი, აბა დისკუსიაში ვერ ცავერთე და კითხვას რაღა აზრი აქვს:(
In Response

ავტორი: ია ანთაძე
07.04.2010 11:24
ეკა, ჩვენ გვაქვს რამდენიმე კითხვა, რომელიც წინა დღეებიდან შემოგვრჩა და რომლებიც უნდა გადავუგზავნო პაატას, ასე რომ, თუ თქვენც დაგვაწევთ თქვენს შეკითხვას, მასაც გადავგზავნი და ის მაინც ეცოდინება, რა გვაინტერესებს მისგან. ასე რომ, თუ არ დაიზარებთ....
ავტორი: temuri
07.04.2010 11:16
ინტერვიუ ეგეთია, ვითარც ტერამისუ-მწვნე ჟასმინიან ჩაისთან:) ვისიამოვნე კიდეც ნამეტნავად. ასწორებს ჭკვიან ხალხთან ურთიერთობა. პარიზიც მომენატრაა.ქრისტე აღსდგა ბ-ნო პაატა! ჭეშმარიტად აღსდგა !გაიხარე !
In Response

ავტორი: ია ანთაძე
07.04.2010 11:26
თემურ, შენ რომ დაგვეკარგე? მაინცდამაინც ინტერვიუს დროს?
ავტორი: chrichina საიდან გვწერთ: baTumi
07.04.2010 12:24
მე მომეწონა ბატონი პაატას შეფასებები, პირუთვნელი, თუმცა ცოტათი თავშეკავებული. მართლაცდა რამდენ რამეს ვერ ვხედავთ აქ მცხოვრებნი და რასაც ვხედავთ, იმის შეცვლის უნარი არ შეგვწევს. მანიფესტაციის და საყოველთაო გაფიცვის მოწყობაც კი არ შეგვძლებია, ეს მეწყინა.
. ავტორი: ალექსანდრე საიდან გვწერთ: მუხიანიდან
07.04.2010 15:17
დიდი მადლობა ბატონ პაატას ბლოგზე სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის!!!! ერთ - ერთი იმ სტუმართაგანი იყო, ვისი ნაუბრის გადაკითხივს სურვილი, რომ დაგრჩება, წაკითხულის დასრულებისთანავე, მოცალეობისას:)


ავტორი: shalva საიდან გვწერთ: paris
07.04.2010 20:08
გამარჯობათ,სამწუხაროდ ვერ მოვისმინე თქვენი პირდაპირი ეთერი.სამაგიეროთ, სიამოვნებით წავიკითხე ბევრი საინტერესო კომენტარი და პაატას პასუხები. იმედი მაქვს პაატა ქურდაძის წიგნი რომელიც თბილისში გამოდის, უფრო მეტ ცხოველ ინტერესს და დებატ/კამათ/ანალიზს გამოიწვევს.მიმაჩნია, ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე კიდევ ერთი თუნდაც განსხვავებული აზრის გამოთქმა დროული და საჭირო ფაქტია. მგონი არ მეშლება, ზუსტად ამაზეა დამოკიდებული თვით წიგნის მომავალი სიციცხლეც. წარმატებას გისურვებთპატივისცემით, შალვა ხახანაშვილი
In Response

ავტორი: მოდერატორი
07.04.2010 20:12
ინტერვიუს მოსმენა შეგიძლიათ აქ:http://www.tavisupleba.org/audio/audio/263360.html
ავტორი: melanqolikosi
07.04.2010 21:01
მე მაინც მგონია რომ საქართველოში არის ნახევრად დემოკრატიული მესამედსაზოგადოება. თბილისის მკვიდრმა,მაგალითად იცის რომ რუსთაველზე დრისით-მზისით უიარაღო ქართველი არქეოლოგი ისე შეიძლება მოკლან ვიღაც შეიარაღებულმა პირებმა და ისე შეიძლება დააობლონ მისი პატარა შვილი რომ არავინ გამოექომაგება. არადა საზოგადოება მაინც ალბათ უნდა გულისხმობდეს ერთმანეთის პატივისმცემელ ადამიანთა და ათი მცნების გამზიარებელ ადამიანთა თუ არა ქცევის უმთავრეს ნორმებზე შეთანხმებულ ადამიანთა კრებულს. აი სწორედ ეს არაა საქართველოში და ყოველთვის მოსალოდნელია იგივეს რეციდივი. დემოკრატია კი დემოსის კრატიაა და დემოკრატიის მშობლებისთვის დემოსი სულაც არ ყოფილა უფორმო და უსახური ბრბო. მათი იდეალი სწორედ ასეთ ადამიანთა კრებული იყო და ალბათ ამიტომაა ეს იდეალი დღემდე ცოცხალი.პრობლემები, პრობლემები, "მშობლიური" კომპარტიის მიერ დათრგუნული ხალხის პრობლემები,რომელთა გადაწყვეტასაც ალბათ დიდი მონდომება და გარკვეული დროც სჭირდება.
ავტორი: mari საიდან გვწერთ: tbilisi
07.04.2010 22:49
დიდი ინტერესით წავიკითხე პაატა ქურდაძის კომენტარები. ბევრ ისეთ თემას ეხება, რომელიც ჩვენში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ანგრევს. სრულიად ვეთანხმები მას, რომ მოსახლეობის სოციალური პრობლემების გამოყენება პოლიტიკაში ყველაზე ნორმალური მოვლენაა. იქნებ კარგად დავფიქრდეთ იმაზე , თუ როგორი პოლიტიკური უმწიფრობის გამოვლინებაა, როდესაც პოლიტიკოსები, თვით პრეზიდენტიც და შსს მინისტრიც, მუდმივად იმეორებდნენ შარშანდელი აქციების დროს, რომ მხოლოდ სამსახურიდან დათხოვილი მოსახლეობაა ჩვენით უკმაყოფილოო. არა აქვს მნიშვნელობა სინამდვილეში რა ხდებოდა, რომც ყოფილიყო ასე, ადამიანები უნდა მალავდნენ დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომ უკმაყოფილოებია არიან, თუ სამსახური დაკარგეს? აუცილებელია, სოციალური თემებზე და უმუშევრობაზე ხალხმა თამამად ისაუბროს.
ავტორი: melanqolikosi
08.04.2010 13:21
ნახევრადდემოკრატიულ და მესამედსაზოგადოებიან თბილისში შუა აზიური მომხიბლავი მაგალითების კვალდაკვალ რაღაც სტამბებთან დიდად აღშფოთებული დემოკრატების შეხლა-შემოხლა დაიწყო პოლიციასთან. იმედია რომ მოქმედებათა განვითარება დიდ სისხლიღვრას არ გამოიწვევს. თორემ ხელისუფლებაში ერთი ნაცნობი სახეების მეორე ნაცნობი სახეებით შეცვლა თითქოს არ უნდა ნიშნავდეს დიდ დემოკრატიულ პროგრესს. გამხნევდით.
ავტორი: თინა საიდან გვწერთ: თბილისი
08.04.2010 14:18
..."არანაირი სიმბოლური დატვირთვა კოსტავას ფეხსაცმელებს არ აქვს ჩემს ტექსტში, ეს მხოლოდ რაღაც "კინემატოგრაფიული" გახუნებული რეტრო– სეკანსია..."პაატა, კაცი წერ და არ იცი, რომ სიტყვებს დატვირთვა აქვს? ეხლა იძახე, რამდენიც გინდა, ისე ვთქვიო... მაინც რა თქვი, იქნებ კიდევ აგვიხსენა?
ავტორი: melanqolikosi
09.04.2010 01:41
რუსულმა თავისუფლებამ სულ ეხლახანს გადმოსცა რომ ყირგიზეთის ^პრეზიდენტს არ უნდა იმის დაჯერება რომ გადატრიალების უკან რუსეთიაო.
ავტორი: ana okujava საიდან გვწერთ: saqartvelo
20.04.2010 13:44
გეთანხმაბით ბატონო პაატა, მაგრამ აბა ჩვენს ხელისუფლებას ჰკიტთხეთ ასე თუ მიაჩნია... ბალზაკს უთქვამს სიმართლე მწარე წამალია, არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენსო.... ჩვენი უბედურება კი ისაა, რომ მომრჩენელ მწარე სიმართლეს ტკბილი ტყუილით გბრუებას ვამჯობინებთ.......
ავტორი: cnobismoyvaris tribuna
22.04.2010 18:44
დემოკრატიის სრულყოფაზე ბელგიაშიც ლაპარაკობენ. როგორც დღეს გადმოსცა რადიო თავისუფლების რუსულმა რედაქციამ ბელგიის დედაქალაქში დღეს დადიოდა ჰოლანდიელენოვან ახალგაზრდათა ბრბო და ღრიალებდა "ჩაძაღლდი ბელგია". ამასობაში გადადგა ბელგიის ფედერალური მთავრობა და ქვეყნის მთლიანობას დაემუქრა სერიოზული საფრთხეო. ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს ვინმე "აფსუა" ჩირიკბა, რომელიც ჯერ კიდევ 1970-ან წლებში როგორც დიდი დისიდენტი გაიქცა საბჭოთა კავშირიდან და 1990-ან წლებში ჰოლანდიაში, ლაიდენის უნივერსიტეტთან ვინ იცის ვისი ფულით გამოსცემთა საზიზღარ ანტიქართულ, ქართველების სიძულვილით სავსე და ამ სიძულვილის გამავრცელებელ ბროშურას.... მაინც ალბათ ჯერ იმაზე ლაპარაკი ღირს რომ თუ ორფეხა არსება ადამიანი არაა დემოკრატი ვერ იქნება...

ინტერვიუ გამოქვეყნდა გაზეთში "მთელი კვირა" 12.04.2010



15 avril 2010

სექსუალურად კორექტული საზოგადოება




-Бабушка, почему у тебя токой большой нос ?
–Ты на свой нос посмотри, дура
"წითელქუდა" ალტერნატიული ვერსია.




თბილისის მერობის კანდიდატი რომ ვყოფილიყავი, ჩემს საარჩევნო პროგრამაში აუცილებლად შევიტანდი კარპატების მიუვალ მთებში ჩაკარგულ ქალაქ ტრანსილვანიასთან თბილისის დაძმობილების პროექტს. ამ ორ ქალაქს მთაგორიანი რელიეფის და იდუმალების გარდა – ერთმანეთის სისხლის სმისკენ მათი მოქალაქეების დაუოკებელი ლტოლვა აერთიანებს- მხოლოდ რუმინელ აჩრდილთა პრინცებისაგან განსხვავებით ჩვენს ჯანმრთელობაზე მზე და ნიორი მშვენივრად მოქმედებს : 24თ/24თ–ზე აქტიურად და მადიანად ვსვლეპთ ერთმანეთის სისხლსსქესის, ეროვნების, პოლიტიკური,რელიგიური, სექსუალური თუ კულინარული ორიენტაციის მიუხედავადრეალურ და ვირტუალურ ცხოვრებაში, შინ თუ გარეთ,– გძელფეხებიანები დიდ–ცხვირიანებს ვუშრობთ სისხლს, დიდცხვირიანები მოკლეფეხებიანებს, ეს უკანასკნელნი სქელტრაკებს, სქელტრაკები ''უტრაკოებს", ისინი თავის მხრივ აყლაყუებს, მელოტ მემერცხენეებს ან ღიპიან მემარჯვენეებს ... პრინციპში. აქ დიდად გასაკვირი არაფერია– ადამიანებს ერთმანეთის გარეგნობაზე უკეთესი გასართობი ჯერ არაფერი მოუგონიათ. მხოლოდ , სიტყვა ''გართობა'' დასვენებასთან, უსაქმურობასთან ასოცირდება, გამუდმებული გართობა კი არაზრდასრულობასთან – იდიოტიზმთან. გასაკვირი არც აქ არის რაიმე– უსაქმურებისა და იდიოტების მეტი რა არის ქვეყანაზე. ჩვენი შემთხვევის უნიკალურობა იმაშია, რომ ჩვენში ამით ბეჯითი, მშრომელი და ძალიან სერიოზული ხალხია დაკავებული; პოლიტიკური უმაღლესი იერარქიიდან დაწყბული უთვალავი და ათასნაირი ექსპერტებით, პოეტებით, ჟურნალისტებით დამთავრებული, რომ აღარფერი ვთქვათ ფეისბუკის "ინტელექტუალურ" სამზარეულოში ახალგამოჩეკილ საკუთარ სნობურ ფანტაზმში გზააბნეულ, მაგრამ ძალიან აქტიურ პატარა ჭორიკანა სპამ ასისტენტებზე და სტაჟიორებზე

1960 – 63 წლებში იელის უნივერსიტეტში ფსიქოლოგმა სტენლი მილგრმმა ცნობილი ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის შედეგები, დღემდე შოკისმომგვრელ
რჩება. უფრო მეტიც, როგორც როგორც ახლახანს, საფრანგეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ ამ ექსპერიმენტის რეკონსტრუირებისას აღმოჩნდა, შედეგები "ევოლუციასაც"  კი განიცდის.

მილგრმის ექსპერიმენტი, მას შემდეგ სხვადასხვა წლებში მრავალ ქვეყანაში განმეორდა, და ყველგან თითქმის ერთი და იგივე შედეგით დასრულდა: სხვადასხვა სოციალური ჯგუფიდან ამორჩეულ არაფრით განსხვავებულ ადამიანთა 62 –65% პროცენტი ავტორიტეტული მეთვალყურისაგან მიღებულ არალეგიტიმურ ბრძანებას ემორჩილება და მას ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად აცნობიერებს ბრძანების ამორალურობას. როგორც თავად მილგრმმა ახსნა, ინდივიდი ავტონომიური მდგომარეობიდან გადადის ერგვარ "აგენტიკურ" მდგომარეობაში, სადაც სრულად ინარჩუნებს შინაგან მორალურ თვისებებს, დაძაბულობას, სულიერ მდგომარეობას, ბოროტების გააზრების უნარს. თუმცა თავს გარე ავტორიტარული სურვილის შემსრულებელ უბრალო აგენტად გრძნობს.

ექსპერიმენტი წარმოდგენილი იყო, როგორც დასჯის ეფექტურობის მეცნიერული შესწავლის ცდა –კონკრეტულ შემთხვევაში ელექტრო შოკით მოქმედება მახსოვრობის უნარზე, მის განვითარებაზე.

მონაწილეებს საათში 4 დოლარს უხდიდნენ, აგრეთვე 50 ცენტს– გზის ფულს, რაც იმ დროისათვის საკმაოდ სარფიანი პატარა სამუშაო გახლდათ– ამერიკაში
საშუალო დღიური შემოსავალი 1960 წელს 25 დოლარი იყო, ამიტომ ექსპერიმენტში მონაწილეთა არაფრით გამორჩეულ მოქალაქეთა საშუალო ტიპაების პოვნა, მსურველთა დიდ არმიაში სირთულეს არ წარმოადგენდა.
თავად ექსპერიმენტი შემდეგნაირად ვითარდება: ორი მონაწილე (გრაფიკულ ნახატზე A da S პერსონაჟები) ფალსიფიცირებული ლატარიის გათამაშების შედეგად ინაწილებს Aმოსწავლისა და S მასწავლებლის როლებს. სინამდვილეში A მოსწავლე და ყოველთვის წინასწარ შერჩეული მსახიობია, ისევე როგორც E მეთვალყურე, ყველაფერი დადგმულია, ერთად ერთი ნამდვილი მონაწილე ექსპერიმენტისა არის S მასწავლებელ, თუმცა მან ის რა თქმა უნდა თვლის, რომ როლები შემთხვევის წყალობით გადანაწილდა. შემდეგ მათ ათავსებენ ერმანეთისაგან იზოლირებულ ოთახებში, სადაც ერთმანეთთან რადიო კავშირის საშუალება აქვთ,
S"მსაწავლებელი" ცდილობს A"მოსწავლეს" დააზეპირებინოს სიტყვების გარკვეული ჩამონათვალი. ყოველ დაშვებულ შეცდომაზე ის ელექტრო შოკით სჯის მოსწავლეს. ამასთან, თავიდან ძაბვა მხოლოდ 75 ვოლტია, თუმცა ყოველ ახალ შეცდომაზე ძაბვა მატულობს, 80, 100, 140, 200 ვოლტი... A "მოსწავლე"–ს უფრო და უფრო მეტად "უჭირს" ელექტრო შოკის ატანა , მალე ის ყვირილს იწყებს მეზობელი ოთახიდან, ითხოვს რომ გაანთავისუფლონ, ემუდარება S– მასწავლებელს შეწყვიტოს ექსპერიმენტი.. S მასწავლებელი დაბნეულია. თითქოს უნდა რომ შეჩერდეს, მაგრამ მას ექსპერიმენტის მონაწილე მესამე პირი S– მეთვალყურე,მოდერატორი რომელიც ყველაფერს აკონტროლებს ცივი, მოკლე და ავტორიტარული ხმით არწმუნებს მასწავლებელს, რომ გააგრძელოს, და ისიც მორჩილად აგრძელებს...250, 300, 350 ვოლტი... ექსპერიმენტის შედეგმა შოკში ჩააგდო მსოფლიო – 62 მონაწილე ბოლომდე 450 ვოლტამდე ავიდა, მას შემდეგაც კი, რაც მოსწავლემ ყვირილი შეწყვიტამ ანუ სავარაუდოდ მოკვდა, ისინი ყოყმანის შემდეგ "მოდერატორის" არგუმენტების გავლენით მაინც აჭერდნენ უფრო და უფრო მაღალი ძაბვის ღილაკს... მხოლოდ 37 – მა მონაწილემ შეწყვიტა ექსპერიმენტი პრინციპულად....

გასულ 18 მარტს საფრანგეთის ტელევიზიის საზოგადოებრივმა არხმა იგივე ექსპერიმენტი გაიმეორაამჯერად, იელის უნივერსიტეტისგან განსხვავებით 50 წლის შემდეგ ექსპერიმენტის შეწყვეტის სურვილი მხოლოდ ოცმა Sმასწავლებელმა გამოთქვა,17 ით ნაკლებმა...80 მა პროცენტმა სხვისი ბრძანების გავლენით 450 ვოლტს აღმნიშვნელს ღილაკს დააჭირა და ''მოსწავლე'' საიკვდილოდ გასწირა. მხოლოდ ამჯერად ყველაფერს სატელევიზიო შოუს ფორმა ჰქონდა და ამდენად ბევრად უფრო შემზარავი საყურებელი იყო, ვიდრე მილგრმის ლაბორატორიის მიზანსცენა. ეს ექსპერიმენტი ადამიანის ფსიქიკის უამრავ დეტალზე სვამს აქცენტს, ყოველ მათგანზე მსჯელობა ძალიან მიმზიდველია.შესაძლებელს ხდის ახსნას ბევრი ენიგმატიკური ფენომენი, მაგალითად საყოველთაო ნაცისტური ბარბაროსობა გასული საუკუნის 30–40 იანი წლების გერმანიაში.
აი ექსპერიმენტის ერთერთი საინტერესო ეპიზოდი– ტელე შოუს მსვლელობისას ზედამხედველ მონაწილეებ მარტო ტოვებს, ავტორიტარული გავლენისაგან განთავისუფლებული S –მასწავლებელი მოსწავლის პირველი მოთხოვნისთანავე , ფაქტიურად მყისიერად წყვეტს "თამშს". ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი ბუნებით არ არის სადისტი – მას საკუთარი მორჩილი ბუნების მანიპულირებით აიძულებენ იყოს ინსტრუმენტი ვიღაც ავტორიტეტის ხელში– 450 ვოლტიან ღილაკს დააჭიროს ხელი, მეზობელი ებრაელები გესტაპოში დააბეზღოს, ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდოს, საკუთარ ქვეყანას ტელევიზიით ომის დაწყება და ნახევარ საათში მისი წაგება ამცნოს ...
ადამიანის მორჩილებისაკენ დაქვემდებარების ამ მიდრეკილებგამოყენებას თავის სასარგებლოდ ყველა პოლიტიკოსი ცდილობს , თუმცა სხვადასხვა მეთოდით და ხარისხით. დემოკრატიულ საზოგადოებაში, ცხადია მასებთან ავტორიტარული ურთიერთობის ფორმა აღიქმება როგორც ტირანია, ამიტომ ვერც ერთი დასავლელი პოლიტიკოსი ვერ გაბედავს თავს ასეთი ტონის უფლება მისცეს, სამაგიეროდ "ნახევრად დემოკრატიულ" ქვეყნების ხელისუფალთათვის გარე, თუ შიდა საფრთხე სწორედ ის ნიშაა, რომელიც მას საშუალებას აძლევს ავტორიტარული ტონი გამოიყენოს მოსახლეობასთან საურთიერთოდ. – გასაგებია– სამხედრო რეჟიმი, ან ასეთი რეჟიმის იმიტაცია ყველაზე კონფორტაბელური გარემოა "ტირანული დემოკრატიისათვის" – ომის მოლოდინი განსაკუთრებულ ორგანიზებულობას მოითხოვს, ორგანიზებულობა კი შეუძლებელია ორგანიზატორების, სორედ ისეთი
E მეთვალყურეების გარეშე, რომლებიც მილგრმის ექსპერიმენტისას S-მასწავლებლებს დემონებივით ჩასჩურჩულებენ ყურში და 450 ვოლტის ღილაკზე თითის დაჭერისაკენ აქეზებენ.. უფრო კი აიძულებენ. არველაძისა მისი მოადგილის საუბარი სწორედ მილგრიმის ექსპერიმენტის E-ანიმატორსა და იმ S - მასწავლებელს შორის დიალოგს წააგავს რომელსაც თამაშიდან გასვლა სურს, მაგრამ ავტორიტარული ხმა არწმუნებს დარჩეს... როგორც ცნობილია, ადამიანს, დედამიწის ბინადარ სხვა ძუძუმწოვრებისაგან-სამყაროს ვიზუალური აღქმის მეტად განვითარებული უნარი განასხვავებს. მხედველობა და მგრძნობელობა ჩვენში განსაკუთრებულად არის ერმანეთთან კავშირში. მაგალითად ძაღლი ძუკნას სულაც არ ირჩევს მაღალი თეძოებიმომხიბლავი თვალების გამომისთვის მთავარი "სპეციფიური" სუნია. ჩვენი ბუნებრივი პულსაციები პირდაპირ მიერთებულია ვიზუალურ აღქმაზე, პროპაგანდა, ან თუ გნებავთ რეკლამა სწორედ ადამიანის პულსაციის ხელოვნურად აღგზნებულ მდგომარეობაში მოყვანას ცდილობს, რადგან კარგად იცის ,რომ მისი გააქტიურება სწორედ თვალის საშუალებით ხდება. ამიტომაც ტელევიზია დღემდე არსებულ ყველა სხვა პოპაგანდის საშუალებათა შორის ყველაზე უნივერსალურია, ის სწორედ ვიზუალურ რეცეპტორზე მოქმედებს. გარდა ამისა შეიცავს აუდიო ზემოქმედების საშუალებსა და ერთგვარ კლასიკურ დრამპრიმიტიულ ელემენტებსაც კი.
1999 წლიდან მოყოლებული, როდესაც ბბს ის პროგრამამ"როგორ მოვიგოთ მილიონი" მოგვიანებთ კი Big Brother -სმა, ახალი სული შთაბერეს ტელევიზიას,
ჩვენ ადამიანის ბუნებრივი პულსაციებიმანიპულირების ეპოქაში შევედით. თუმცა 10 წლოს წინაც კი არ იყო ადვილი წარმოსადგენი, რომ კაცობრიობა ასე სწრაფად ჩაეფლობოთა თავიდან ფეხებამდე ტელ ექსტერმინაციის ეპოქაში. მით უმეტეს 20 წლის წინ როდესაც ამერიკელებმა პირველი ''ლაივ ომი'' მოაწყეს სპარსეთის ყურეში.
უნდა ითქვას რომ სატელევიზიო აღვირახსნილობას ბევრი ევროპული დიდი არხი პატიოსნად ეომა 21 საუკუნის დასაწყისში, სანამ ისინი გაკოტრების პირზე არ მივიდნენ, როგორც მაგალითად ფრანგულ ТV1 და M6, სანამ საბოლოოდ, ჩათრევას ჩაყოლა არ ამჯობინეს. 80 იანების დასაწყისში ვიდეოკლიპების ბუმის გამო, თითქოს და საფუძვლიანად იქნა დავიწყებული სატელევიზიო შოუს უბოროტო ჟანრი, სადაც კლოუნები და პოპ ვარსკვლავები გამოდიოდნენ.
ლაივ ტელეთამაშებმა არა მარტო მკვდრეთით აღადგინა ტელე შოუს ჟანრი, მისი ნამდვილი რენესანსის ეპოქა შექმნა. დღეს მთელს მთელი მსოფლიო თამაშობს და ეს თამაშები, ფაქტიურად ნებისმიერი არის ფინანსური წარმატების გარანტია,თამაშები დაფუძნებულია პრინციპზე: ჩვენ ვიგებთ არა იმიტომ, რომ სხვაზე უკეთესი ვართ, არამედ იმიტომ , რომ სხვაზე უფრო ცუდნი, სასტიკნი, უფრო მეტიცტერმინატორები ვართ! მილგრიმის ექსპერიმენტის ფრანგული ტელევერსია სწორედ ტელევიზიის გავლენების შესწავლის მიზნით ჩატარდა.
დღევანდელ ტექნოლოგიურ ბუმის პირობებში, ცხადია, ზემოთ–ხსენებული მასობრივ
E მეთვალყურეთა როლი მედია საშუალებებ აკისრიათ, განსაკუთრებით ტელევიზია, და უფრო და უფრო მეტად ინტერნეტ, რომელშიც, როგორც ცნობილია ტელევიზიის სრული ინტეგრირება, ძალიან მალე მოხდება.
გასაკვირი იქნებოდა , რომ ასეთ სრულყოფილ E"მეთვალყურეებ" პოლიტიკოსებ ხელიდან გაეშვათ. ამ საქმის პიონერდ და ჯერჯერობით ყველაზე ცნობილ მეტრად რათქმა უნდა დიდი ბერლუსკონი შეგვიძლია ჩავთვალოთ თავისი საკუთარი არხებითა და სატელევიზიო პოპპოლიტიკური მოღვაწეობით. სწორედ ბერლუსკონის პირველი ტვ წარმატებების შემდეგ აღდგა რუსეთში ნამდვილი საბჭოთა ტვ პროპაგანდა, საქართველოში კი ტვ რეალობაში ცხოვრებამ საერთოდ არნახულ მასშტაბებს მიაღწიათითქოს მისი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ემიგრაციას გადაურჩა, საკუთარ ტელევიზორის ყუთებში შეძვრა და ცხოვრებას კურიერში მოამბეში, მაესტროს და კავკასიის ერთგვარ "ტელე ორმოცებში" აგრძელებს: როდესაც მიცვალებული უკვე დასაფლავებულია, აღარავინ ტირის, დოლგარმონიანი წლისთავი ჯერ კიდევ შორს არის, ამიტომ ზიან, რაღაც უმადოდ ილუკმებიან, ზედ წყალწყალა ღვინოს აყოლებენ და უგულო სადღეგრძელოებს ამბობენ. თანაც დღეში რამდენიმეჯერ.
თუ მილგრიმის ქართულ ვერსიას წარმოვიდგენთ, აქ ჯერ ჯერობით მთავარ
E-მეთვალყურედ მაინც პოლიტიკოსი რჩება და მისი გონებრივი მონაცემები 100 პროცენტით განსაზღვრავს ძაბვას პროპაგანდისტულ ქსელში. საუბედუროდ ჩვენში პოლიტიკოსები ჯერ კიდევ იმ ბავშვებივით არიან, რომლებისთვისაც, წესით და რიგით დენთან თამაში კატეგორიულად აკრძალული უნდა იყოს, ისინი თვითონვე ყოფენ თითებს საკუთარი უგნურებით გაბმულ დახლართულ ელექტრო სადენებში, საბოლოო ჯამში თავადაც იღებენ ელექტრო შოკს. მერე კი A-მოსწავლეებთან და S- მასწავლებლებთან ერთად კარგა ხანს ფართხალებენ, საცოდავად წუწუნებენ და ერთმანეთს აბრალებენ ყველაფერს.
თავად დიდი ამერიკელი ფსიქოლოგი ალბათ ძალიან გაკვირვებული დარჩებოდა მისი ექსპერიმენტის ასეთი ხეპრული უსარგებლო "მოდელირებით'' , რომლის შედეგი გაცილებით შთამბეჭდავი, მასშტაბური და ამასთან ბრიყვული აღმოჩნდა, ვიდრე ყველაზე აღვირახსნილ ოცნებაში შეეძლო წარმოედგინა მხედველობაში რა თქმა უნდა ტვ ''იმედის" ცნობილი ექსპერიმენტი მაქვს, რომლის ავტორებმაც საერთოდ უარი თქვეს როგორც თამაშის ზოგად კლასიკურ პრინციპზე, ასევე მეცნიერულ ექსპერიმენტზე – და მილგრმის მასწავლებლის სავარძელში, ელექტრო შოკის პულტთან პარანოიკი ბავშვი დასვეს, იქიდან გამოსული ასობით ათასი ბოლოგაშიშვლებული ელექტრო სადენები საქართველოს მთელ A- მოსახლეობას დააჭერინა ხელში და მორჩილ S-მასწავლებელს პირდაპირ 450 ვილტის ღილაკზე თითის დაჭერა "ურჩიეს" მკაცრი ტონით– რის შედეგად როგორც ვიცით საქართველოს მთელი A- მოსახლეობა ნახევარ საათს პანიკისაგან , მთელი დანარჩენი მსოფლიო, განსაკუთრებით რუსეთი  კი სიცილისაგან ცახცახებდა .ამ გადაცემის ამორალურობა ბევრად უფრო შთამბეჭდავია, ვიდრ ბიგ ბროზერ, ლოფტი, კუნძული, და ყველა სხვა თამაში ერთად აღებული.
რადგან როგორც აღვნიშნე, აქ არ თამაშობენ– აქ პირდაპირ გთავაზობენ რეალობას- ორ , სამ თვით ოთხ განზომილებაშიც კი, თანაც სპეციალური სათვალის გარეშე. მაყურებელს ნახევარი საათით ამ რეალობის სრულ მონაწილეს გხდიან   თქვეშეგიძლიათ გახდეთ გმირი, მოღალატე, ბრმა ტყვიის, კასეტური ბომბის , ან საკუთარი ''სიმხდალის" მსხვერპლიუბრალოდ ინფაქტით მოკვდეთ..

შესაძლოა , ბატონი არველაძე, რომელიც დღეს სულაც არ ტოვებს განსაკუთრებულად
კრეატიული და გონებრივი მონაცემების მქონე ტვ მენეჯერის შთაბეჭდილებას, თავისდაუნებურად რაღაც ახალი ინოვაციული ტელე რევოლუციის ავტორი აღმოჩნდეს– ტელევიზია პირველ რიგში ბიზნესია, რომელიც რეიტინგით სულდგმულებს.ასეთი რეიტინგი კიალიან მიმზიდველი შეილება გახდეს ისეთ შეუზღუდავი ტელემორალის თავისუფალ ქვეყანაში, როგორიც ჩვენი ძვირფასი მოწყენილი სამშობლოა.
ძალიან საშიშია პარანოიკების მიერ ტელევიზიის მართვა. ტელევიზია გაცილებით უფრო საშიში ინსტრუმენტია, ვიდრე უბრალოდ არჩევნების მოგება წაგების სამართავი პულტი. ასეთი რეალობის იმიტაცია გაცილებით უფრო სახიფათოა ვიდრე, პოლიტიკური ექსტრემალური დაპირისპირება, , ვიდრე სამშობლოს ღალატი. ვიდრე ომი. აქ ჩვენ ფუნდამეტალურფასეულობებით ვთამაშობთ, რომელიც ემოთ ჩამოთვლილისაგან განსხვავებითკორექტირებას არ ექვემდებარება. ქართული მედია, განსაკუთრებით ტელევიზია არ არის ყვითელი - ის სიძულვილის ფერია, ეს კი ჩემი აზრით მუქი იასამნისფერი უნდა იყოს... სიძულვილის ობიექტი, რომელიც ყველა ომს თან ახლავს რა თქმა უნდა ამ "ფილმშიც" მოცემულია. განსაკუთრებით აღსანიშნევია ფილმის პესიმისტური ფინალი, მოღალატეების ტრიუმფი ...ტვ "იმედის" მიერ ჩადენილ მონუმენტალური სიბრიყვის შემდეგ, გამოჩენილი ქართველი ინტელექტუალების მცირე ნაწილი საკვირველია, მაგრამ პირველად დაფიქრდა სერიოზულად ტელევიზიის სახიფათო გავლენაზე და ერთგვარ ყვითელ ტელევიზიაზე ალაპარაკდა. როგორც ჩანს, ახლო მომავალში საერთოდ ტელევიზიის დემონიზაციას უნდა ველოდეთდღეს უკვე ყველა არხი გასვრილია: სახელისუფლებოც და ოპოზიციურიც, ამიტომ თითქოს , ყოველი შემთხვევისათვის ჯობია ფერების რეგულირებითყვითელის მკვეთრმომატებით შევეცადოთ ჩვენი საკუთარი 
სიყვითლე ტელევიზორების გაუმართაობას დავაბრალოთ. იმედის" ამ ტელესისულელეში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ თავად ფილმი მაღალპროფესიულად შესრულებულად შეაფასა ყველა მხარემ, მხოლოდ ნაწილს მოეჩვენა, რომ "დასანანი გულმავიწყობის" გამო, გამაფრთხილებელი წარწერის არ ქონა ფილმის ერთად ერთი სუსტი მხარე იყო, მეორე ნაწილისათვის კი ასეთი წარწერის შემთხვევაშიც კი ფილმი პანიკას გამოიწვევდა. ასეა თუ ისე "ფილმი" უპრეცედენტოთ წარმატებული აღმოჩნდაამხელა ხმაური აბულაძის"მონანიების შემდეგ საქართველოში გადაღებულ არც ერთ ფილმს არ გამოუწვევია, . ისიც აღსანიშნავია, რომ პრინციპში ფილმი პრეზიდენტ სააკაშვილისა და იმედის დირექტორ არველაძის გარდა არავის არ მოეწონა. მათ შორის თვით მმართველ გუნდში, და კიდევ უფრო ნაკლებად მათ ოპოზიციაში, მოსახლეობის აზრზე ჯობს საერთოდ ნუ ვილაპარაკებთ. საქმეში ჩახედული ხალხი შეთანხმდა, რომ ეს ყვითელი ფილმია. თუმცა რატომ ყვითელი არავინ ახსნა. ამიტომ მაინც გაუგებარი დარჩარა არის ქართულ მედიაში სიყვითლის კრიტერიუმი ?

2 . ზოგადად, უნდა ითქვას რომ დიდი უსამართლობა იქნებოდა ამ მოდელირებული რეალობის ნახევარ საათში ჩაგვეტია მთელი ის ელექტრო შოკი, რომლითაც ქართულ სატელევიზიო მედია აწამებს მოსახლეობას ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში.
90 იანი წლებისათვის დამახასიათებელ ქაოტურ ტელე წამებას ორგანიზებული სახე პირველად, რათქმა უნდა რუსთავი 2 მა მისცა და ნამდვილი ქართული ტვოსვენცემი შექმნა.
ამით მან საფუძველი ჩაუყარა ტოტალურ არაეთიკურ , არასამართებლივ, უპასუხისნგებლო, და რაც მთავარია შოკური თერაპიის სადისტურ პრინციპზე დაფუძნებულ შოკურ ტელეჟურნალისტიკას
, სულ რამოდენიმე წელიწადში ეს ტელე წამება რევოლუციურ კლასიკად აქცია. დღეს მაშინდელ რუსთავი 2– ისევე მოიხსენიებენ, როგორც ბოლშევიკები იატაკქვესა გაზეთ "პრავდას" ან "ისკრა"- ...როგორც იტყვიან, მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა... დღეს უკვე უკვე ერთი წელი გავიდა , რაც  "უცნობმა" გიორგი გაჩეჩილაძესულ რაღაც ექვსი დღის განმავლობაში თავის ტვ–საკნში ახალი მიკრო სამყარო შექმნაკედელზე გაკრული შესაბამისი აქსესუარებით, საკანში მოწვეული ადამებით , ევებით, აგრეთვე ვაშლებით და გველებით. მეშვიდე დღეს კი დაღლილი დასასვენებლად ვედროზე ჩამოჯდა და თქვა, რომ ''ეს კარგია'' ანუ ''გლიჯავს''..
ამან შედეგად რაც მოიტანა ყველამ კარგად ვნახეთრამოდენიმე თვეში ხელისუფლებამ უცნობის საკანისამყაროს ცუდი იმიტაცია– "რეალ ტვ" შექმნა რომელიც საქართველოს ისედაც მოყვითალო ტოქსიკურ ატმოსფეროს კიდევ უფრო წამლავს
ყოველ დღე , ყოველ წუთს,ყოველ წამს. სულ ეხლახანს კი, "იმედმა" სააკაშვილის ნამდვილი ვატერლოო გვანახა. ამით მან მოსახლეობას ლათინური Memento Mory ის ფოლკლორული ვერსია შეახსენა ჩვენი სიცოცხლე ბევრი არაფერია , და ის ჩიტივით გაგვიფრინდება, თანაც სულ მალე, განა შეიძლებოდა რაიმე უფრო ლოგიკური მომხდარიყო?
ქართული ტვ არხები ხომ ყვითლად მხრჩოლავ "ქიმიურ კომბინატებს" უფრო გვანან ვიდრე მედია საშუალებებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ არც საკანი და არც რეალ ტვ და თვით რუსთავი 2 იც კი არ წარმოადგენენ აროგანტულობის სიმსივნის მთავარ კერას,
რომლის პირველი ნიშნები გასულ საუკუნის 80 წლების ბოლოს გაჩნდა, ეპოქაში რომელსაც ვლადიმირ პუტინმა გეოპოლიტიკური კატასტროფა დაარქვა, და რომელიც ჩვენთვის ნამდვილ "გეოკულტურულ" კატასტროფად იქცა.საერთოდ, ჩემი აზრით ტელევიზია არ შეიძლება ერთად ერთი კერა იყოს ამ სიმსინის. დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ ახალი საქართველოს საწყისში ორიდან ერთ ერთი "სიტყვა" იყო"მოღალატე" ან "გოიმი". მხოლოდ არავინ იცის რომელი იყო ამ ორი სიტყვიდან "პირველი", არცა აქვს მნიშვნელობა, რადგან მას შემდეგ გოიმებმა და მოღალატეებმა რამდენიმეჯერ გავცვალეთ ადგილები, ბოლოს ყველანი ამ ორი სიმსიმვნის კერიდან გამოსულ მილგრიმის ელექტრო სადენებივით ერთმანეთში გადახლართულ მეტასტაზებად გადავიქეცით, და გაერთიანებული ძალებით ერთად მხიარულად ვახრჩობთ ჩვენს კიდურებ ამპუტირებულ სამშობლოს ნარჩენებს.

1995 წელს საქართველოში მოხვედრილი ქართულის მცოდნე დაბნეული მოგზაური, აუცილებლად შენიშნავდა რომ ადამიანები ქალების და ბავშვების თანდასწრებით ბევრად უფო თავისუფლდ ბილწსიტყვაობდნენ და იგინებოდნენ ხმამაღლა ვიდრე სულ რაღაც ოთხი წლის წინზემოთ აღნიშნულ გეოკულტურულ კატასტროფამდე. ასეთი "მოგზაური" როგორც ხვდებით სხვა არავინ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ არა წითელი აპოკალიფსის დროს უკანმოუხედავად გაქცეული ჩემნაირი შეშინებული "მხედარი", რომელიც კვამლიან, მხრჩოლავ , და ჩაბნელებულ სამშობლოს ნანგრევებში ევროპულად გამოწკეპილი და გაპრიალებული დაბრუნდა სულ რაღაც ოთხი სევდიანი დღით... რომლებმაც ძალიან სწრაფად და მტკივნეულად გაირბინეს...

მეხუთე დღეს –, დილის 6 საათზე ბოღმისგან ცრემლმომდგარი მე თვითონ

უკანასკნელი სიტყვებით ვილანძღებოდი "გეორგიან ერლაინის" თვითმფრინავის მონჯღრეულ სავარძელს მიჯჭვული, მხოლოდ ჩემთვის ჩუმად. ნაბახუსებზე დიდ ცრემლებს ასპირინივით აყოლებდი ავიაკომპანიის მიერ მორთმეულ წყალწყალა "რასტვარიმი" ყავა "პელეს". არც ისე ადვილი იყო ოთხ დღეში ყველაფერი იმის შეგრძნება და მით უმეტეს მონელება, რაც ჩემმა ქვეყანამ ამ ოთხ წელიწადში გადაიტანა.

რა თქმა უნდა, დღეს ბევრად უფრო ადვილია კითხვების დასმა, რადგან საქართველო, მადლობა ღმერთს, აღარ ხრჩოლავს ნელცეცხლმოკიდებულ ნაგავსაყრელივით,ის განათებული და სუფთაა. ქუჩაშიც ტყავისჟილეტიანი გამხდარი მანიაკი ბანდიტების

"რეიბანებში" ჩამალული ალმაცერი შემაძრწუნებელი მზერასისხლს არ გიყინავს. სამაგიეროდ დღეს ლანძღვა გინების ნამდვილი რენესანსში ვცხოვრობთ. ამ საქმის შეუდარებელი ოსტატების ახალი თაობები აღვზარდეთ. მედია სივრცის ტექნოლოგიურმა გამარტივებამ, როგორც საბჭოთა ჟურნალისტები იტყოდნენსრულიად ახალი ასპარეზი და ჰორიზონტი გაუხსნა ჩვენს ეროვნულ აროგანტულობასუფრო მეტიც: ჩვენი ქვეყანა ზოგიერთი უცხოელი "იაზვობის" მოყვარულისთვისაც კი მიმზიდველი გახდა. მაგალითად რუსი ოლეგ პანფილოვისათვის. რომელიც ფეისბუკზე დიდი გატაცებით ერთობა ქართველ ოპოზიციონერებად ცნობილ
პოლიტიკოსების გარეგნობით, მათი პრიმიტიული გემოვნებით "მოდელირებული" ფოტოების გამოქვეყნებით, რომლის წყალობითაც გი ნამდვილი ფეის ვარსკვლავად გადაიქცა, მის გამოქვეყნებულ ყოველ ფოტოს ქართული ინტელექტუალური ელიტის ნაწილისა და მათი ფანების მიერ რუსულად შეთხზული იმ სიგრძე აღფრთოვანებული "კომენტარები მოყვება ხოლმე, რომ ხანდახან მეჩვენება, თითქოს საქართველომ პანფილოვის სახით ახალი გრიბოედოვი შეიძინა. რომელსაც როგორც ჩანს სახელისუფლებო პარტიაში მოღვაწე ნებისმიერი ქალი ანჟელინა ჟოლი გონია, ხოლო მამაკაცი ბრად პიტი.
ვერ გეტყვით რატომ თვლის ეს კაცი და მისმრავალრიცხოვანთაყვანისმცემელ
, რომ ადამიანის უფლებები მხოლოდ ლამაზ, მიმზიდველ და პოლიტიკურად "სწორედ" ორინტირებული ადამიანებისთვის არის მოგონილი... შეიძლება იმიტომ რომ მისი ბიოგრაფიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დღემდე არასოდეს უცხოვრია დემოკრატიულ ქვეყანაში და თავისიეორიულ ცოდნას რეალობას ჯერ ვერ უთავსებს? (ეს საერთოდ დისიდენტებისა და მათთან დაახლოებული ინტელექტუალების ავადმყოფობაა). .. შეიძლება. როგორც მისი ბიოგრაფიიდან ჩანსლენინაბადელი ადამიანის უფლებების დამცველი, სსრკს დანგრევამდე მშვენივრად მოღვაწეობდა საბჭოთა ტაჯიკისტანის ტელევიზიასა და «Комсомолец Таджикистана», ისევე, როგორც ბევრი ჩვენთაგანი ჩვენი საყვარელი მზიანი რესპუბლიკის შესაბამის მედია საშუალებებში. . 90 იანი წლების შემდეგ კი პირდაპირ «Associated Press» –ის უშტატო კორესპოდენტიდან ადამიანის უფლებების დამცველ ვარსკვლავად გადაიქცა– განსაკუთრებით საქართველოში.




ძნელია არ შევამჩნიოთ საქართველოს ხელისუფლებისა და პუტინის "წყალობით" სფიქსებივით თბილისში მკვდრეთით აღმსდგარი რუსი დისიდენტების ერთი უცნაური მიდრეკილებამათვის, როგორც ჩანს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანის უფლებები, ხოლო ადამიანის ფასის საზომი ერთეული რევოლუციური ელექტრო კილოვატებია. ყოველ შემთხვევაში, ისინი ისე დააბრმავა თბილისის რამოდენიმე გაჩახჩახებულმა ფასადმა, რომ თებერვალში გამართულ დისიდენტური "გალას" დროს,
წითელ ხალიჩაზე წინ და უკან მოსეირნე, მისმა მონაწილეებმა ვერანაირი ჰუმანიტარული პრობლემა ვერ შეამჩნიეს ჩვენს დროებით გადისიდენტებულ სამშობლოში .
გასაკვირია, თითქოს მოსკოვი და პეტერბურგიც თბილის და ბათუმზე არანაკლებად გაანათა ვლადიმირ პუტინმა.არც კარუსელლების დეფიციტს უნდა უჩიოდნენ ჩვენი ერთმორწმუნე მტრების ბავშვები, მაგრამ მის მიერ გატარებულ "რეფორმებზე" ერთ სასიკეთო სიტყვას ვერ დააცდენინებ ვერც მკვდრეთით აღმდგარ რუს ვეტერან ადამიანის უფლებების დამცველებს და ვერც მათ მემკვიდრეს, მესამე ტექნოლოგიური თაობის

ვებდისიდენტ ბატონ პანფილოვს, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიუხედავად ასეთი თავბრუდამხვევი ჟურნალისტიკკონკიასეული კარირისა, როგორც ჩანს პირველად ცხოვრობს დემოკრატიულ ქვეყანაში– (ალბათ დამეთანხნმებით, ტაიკეთსა და რუსეთთან შედარებით საქართველო მართლაც დემოკრატიის შუქურაა) ამიტომ ჯერ საკმარისი გამოცდილება ვერ დააგროვა და არ იცის რომ ადამიანის გარეგნობაზე საჯაროდ ქირქილი, 13 წლის ასაკს გადაცილებულ ყველ ნორმალურ საზოგადოებაშ,სულ ცოტა სულმდაბლობას ნიშნავს.

მე ადამიანურად მესმის, ძნელია მისთვის უარის თქმა საკუთარი– საბჭოთა ინტელიგენციის დამახასიათებელი სპეციფიური იუმორით აღფრთოვანებულ ქართველი ფანების კომენტარებზე , რომელ ფეისბუკზე მის მიერ გამოქვეყნებულ ოპოზიციონერი ქალების ვულგარულად "მოდიფიცირებულ" ფოტოებს მოჰყვება ხოლმე. ჩვენ– ორმოცდაათს ახლახანს გადაცილებულ მამაკაცებს, სხვადასხვა მარტივად გასაგები მიზეზების გამო ჰაერივით გვჭირდება კომპლიმენტები, მხოლოდ არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სიბრძნის ასაკში შესული მამაკაცისათვის. ეს სიტყვა არისკლასი, რომლის დეფიციტი წესით, ბევრად უფრო გულდასაწყვეტი
უნდა იყოს , ვიდრე პროვოცირებული იაფფასინი კომპლიმენტებისა...თუმცა, როგორც იტყვიან გაჩნია ვისთვის... ჩემი აზრით ბატონი პანფილოვის, ისევე როგორც მისი მეგობარი დამსახურებული დისიდენტებისათვის, საქართველო პუტინის გასაღიზიანებელი დემოკრატიის "მაშხალა" უფროა ვიდრე ჯორჯ ბუშის შუქურა !
ხუმრობა, რა თქმა უნდა ყველაფერზე შეიძლება, მხოლოდ ყველაფერზე თავისუფლად მხოლოდ მასხარები ხუმრობენ. ქვეყნებში, რომელთა თითქოს და სახელით პანფილოვი გვესაუბრება, იწერება დიდი როდენობით უმწვავესი სატირა,იქმნება უამრავი კარიკატურა,სატელევიზიო გადაცემები, ფილმები... მხოლოდ ამაზე სპეციალისტები მუშაობენ.
სამწუხაროდ საქართველოში კარიკატურისტის პროფესია, თუ არ ჩავთვლით სულ რამოდენიმე მოყვარულს, ფაქტიურად არ არსებობს . ვიათი ქართული სატირის კითხვისას თვალზე ცრემლი შეიძლება მოგადგეს მთქნარებისაგან, სატელევიზიო იუმორზე ჯობს საერთოდ ნუ ვილაპარაკებთ – უბრალოდ უხერხულია. იუმორის ამ დეფიციტს ჩვენ თვითონ ვავსებთ, ვლაზღანდარობთ, ვოხუნჯობთ არა პროფესიონალურად, ბოროტად, ცინიკურად. ჩვენ ყველანი თავად გადავიქეცით უნიჭო წითელ ცხვირიან მასხარებად .

თვით ქართველმა ფილოსოფოსებმაც კი წვეტიანი ქუდის ნაცვლად ჟამბაზების ეჟვნებიანი ჩაჩები მოირგეს თავზე.

პანფილოვი ორ ცნობილ ოპოზიციონერ ქალს
Мельничиха და Поблядушка ს უწოდებს საჯაროდ. და ეს ფაქტი უზომო აღფთოვანებას იწვევს საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც აღშფოთებისაგან გალურჯებამდე მიდიან, როდესაც იგივე ფეისბუკზე ქართული ინტელიგენციის სხვა ნაწილი თეა თუთბერიძის ისეთ უხამს გვერდს ხსნის , რომ ამ სისაძაგლის ნახვის შემდეგ მე თავად დღემდე მცხვენია,
რომ საერთოდ საერთოდ კიდევ დავრჩი ქართულ ვებ სამყაროში.

მაგრამ რა განსხვავებაა პანფილოვის ოხუნჯობებს, მის ფანებსა და თუთბერიძის ვებ ჯალათებს შორის?–
ჩემთვის არანაირი. ცალკ ცალკე ისინი ყველანი ალბათ სასიამოვნო ადამიანები არიან. უბრალოდ საკუთარ მანქანაში ცხვირს იჩიჩქნიან და ფიქრობენ რომ ვერავინ ხედავს, რომ საკუთარ სახლში, თუნდაც ვირტუალურში "კლასი" არ გჭირდება.


როდესაც "ასავალ დასავალის" ჟურნალისტი ხუბუა პანფილოვის მეგობარ ნოვოდვორსკაიას "დარვინიზმის შეცდომას" უწოდებს, დარწმუნებული ვარ პანფილოვს საერთაშორისო იურიდიული და მორალური დამცავი კანონების მთელი ბიბლიოთეკა შეუძლია წარმოადგინოს თავისი მეგობრის დასაცავად ამ აშკარად ნაცისტური მორალის ეპითეტისაგან. მე მას ამ საქმეში გულწრფელად დავეხმარებოდი, მაგრამ ზუსტად ამდენივე დამცავ მექანიზმს წარმოვადგენდი იმ ვირების, ღორების, "მახინჯი" ქალების და კაცების დასაცავად, რომელთა გარეგნობაზე ოხუნჯობის ხარჯზე როგორც ჩანს თავისი ახალი ქართველი მეგობრების გულისმოგებას ცდილობს. რაც მშვენივრად გამოდის კიდეც– პლეხანოვზე ჩემს ბავშვობაში ასეთებს მის მშობლიურ ენაზე"აბიჟნიკბს" ეძახდნენ . ისინი "გამოჩენილ" ძველბიჭებს დაჰყვებოდნენ უკან '
'შემფურთხებლებად" და საჭიროების შემთხვევაში იმას აფურთხებდნენ, ვისაც მიუქსევდნენ.

ამ "ახალი" ქართველისაგან ნამდვილად არ ვცდილობ საფრთხობელას შექმნას , პირიქით მე ის ტოქსიკურ ატმოსფეროში მოხვედრილი ზედმეტი სიბეჯითის და მაამებლობის მსხვერპლი უფრო მგონია, ვიდრე ინციატივიანი ცინიკოსი. პანფილოვი აკეთებს იმას რასაც საზოგადოება, ქართული ინტელექტუალური "ბურჟუაზიის" ნაწილი სთხოვს– მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე მიწერილ კომეტარების ავტორთა შორის ბევრ ცნობილ ქართველ ინტელექტუალს შეხვდებით, რომებიც ზუსტად ისევე ილაძღებიან, როგორც მათი სხვა თანამოძმენი "ასავალ დასავალის" ფურცლებიდან, მაესტროს, რუსთავი2 ის ან კავკასიის შოუებიდან. ამასთან დარწმუნებულნი არიან, რომ მათ შორის უზარმაზარი კულტურული განსხვავებაა,ზუსტედ ისეთივე ანჩხლი ინფანტილობით ჯერათ საკუთარი უნიკალურობის– როგორც გამსახურდიას დროინდელი "მოღალატეებსა" და "გოიმებს".
პოლიტიკური ოპონენტების მიერ ერთმანეთის მთვრალი "ბაბუშკებივით" ბინძური ლანძღვა
გინება საქართველოში მხოლოდ ცინიზმის ერთი მცირე ნაფოტია იმ უხამსობის მორევში, რომელშიც თავბრუდამხვე სისწრაფით გულისრევამდე ვტრიალებთ გამუდმებით, თუმცა მაინც ვახერხებთ მორევის ზედაპირზე დარჩენას – არ ვიძირებით. საერთოდ ამ მორევში არავინ იძირება, რადგან ქართველები ბუნებით ძალიან მოხერხებულები და ყოჩაღები ვართ. ყოველთვის ვახერხებთ ვიღაც სუსტის ბეჭებზე დაყრდნობას, თუმცა ის სუსტი თავის მხრივ სხვას, თავისზე უფრო სუსტს აწვება თავზე რომ მორევმა არ ჩაითრიოს. ყველაზე სუსტს კი ისღა დარჩენია მთელ თავის ვირეშმაკობას გაუკეთოს კონცენტრაცია და ედაპირზე ამაყად მოტივტივე რომელიმე ბრიყვს დაკუნთულ მხრებზე შეაცოცდეს და იქიდან სხვების დახრჩობას შეეცადოს.
გამოუცნობი მიზეზის გამო, ხანდახან მორევში მოყოლილები საოცრად სოლიდარულები ხდებიან. მაგალითად როგორც იქნა დანამდვილებით აღმოვაჩინეთ ერთად ერთი გრძნობ
რაც აერთიანებს სრულიად ქართული საზოგადოებისა და მის უგემოვნებოდ ჭრელ პოლიტიკურ სპექტრს : სექსუალურ უმცირესობათა მიმართ შიში. შეიძლებოდა სიძულვილიც დაგვერქმია, მაგრამ ჩემი აზრით შიში ბევრად უფრო უხდება ქართული საზოგადოების ამ გამაერთიანებელ "ქვაკუთხედს", ორი თვის წინ ევრო საბჭოში განსახილველად წარდგენილმა მორიგმა აბსოლუტურად უპერსპექტივო რეზოლუციის პროექტმა, საქართველოში ისეთი პანიკა გამოიწვია , თითქოს ხვალ ზეგ ჩვენს ისედაც ტანჯულ მიწა ევროპიდან ტყავის ნიღბიანი და უნიფორმიანი, მათრახებითა და სხვა შესაბამისი აქსესუარებით შეიარაღებული დაკუნთულ გეების რამდენიმე ათასიანი დესანტი უნდა შემოესეოდა ზღვიდან, ციდან, ხმელეთიდან და "საჯიშე" ქართველ ვაჟკაცებისათვის, სადაც წაასწრებენ იქ "აეხადათ ნამუსი".
დაკუნთული ევროპელი გეების შიშმა ქართველი მოლა . მღვდელი, რაბინი, პასტორიც კი გააერთიანა. პრინციპში ეს არც არის გასაკვირო: ჰომოების მიმართ ტოლერანტულად განწყობილი მხიარული

და ნახევრად შიშველი ღმერთები 2000 წლის წინ მოკვდნენ და დღეს მარმარილოს სხეულში ჩასახლებულნი ლუვრის,

ბრიტიშ მუზეუმის, მეტროპოლიტენის და სხვა მუეუმების დარბაზებში თვლემენ. ამ ერთობლივ ჰომოფობიურ–ეკუმენურ "მანიფესტაციაში" გასაკვირი მხოლოდ ის იყო, რომ სსრკს დაშლიდან დღემდე მსოფლიოში და საქართველოში მომხდარი უამრავი უბედურებიდან, სწორედ სტრასბურგის ნახევრად მძინარე დარბაზში მუშაობის ილუზიის შესაქმნის მიზნით გამოტანილმა წინადადებამ გააღვიძა საქართველოში წარმოდგენილ რელიგიურ კონფესიებს შორის ერთიანობის გრძნობა.
კურიერის სპორტული კომენტატორს საყვარელი ტერმინი რომ ვიხმაროთ, .გაცილებით ''დრამატული" მაინც პოლიტიკოსებისა და მათთან დაახლოებული მორალისტების თავგამოდებული შეჯიბრი აღმოჩნდა. ქრისტიან დემოკრატები, ნაციონალები, ადამიანის უფლებათა ასოციაცია და ., ანტაგონისტი მამების მოულოდნელი დამეგობრებისა არ იყოს, ყველამ ერთხმად გამოუცხადა ბრძოლა მსოფლიო პრობლემებისაგან დეპრესირებულ ევროსაბჭოს მოწყენილ დეპუტატებს.
ნამდვილი საოცრება იყო ქრისტიქნ–დემოკრატიული პარტიისერთ ერთი ახალგაზრდა ლიდერის მართლაც უნიკალური განცხადება –პოლიტიკური მხდალი კონფორმიზმის ნამდვილი შედევრი – რა თქმა უნდა თავად ამ პარტიის წევრებსაც არ გონიათ, რომ აბსოლუტურად აზრობრივად გაუმართავი წინადადებების ამ გროვას ვინმ სერიოზულად აღიქვამს მთვლე ევროპულ სტრუქტურებში. ცხადია ეს "მანიფესტი" ჰომოფობ ამომრჩევლებისათვის იყო განკუთვნილი. როგორც ამ ღრმად მართლმადიდებელმა ახალგაზრდა "დემოკრატმა" განაცხადა – ქართულ კულტურასა და ტრადიციაში თურმე ჰომოსექსუალობა არ ყოფილა. ამ ახალგაზრდა , ეტყობა გონია, რომ ფრანგულ, ბრიტანულ ან გერმანულ ტრადიციებშია ჰომოსექსუალიზმი. რომ რომეო და ჯულიეტა სინამდვილეში ორივე ბიჭი იყო, სამი მუშკეტერი ლესბოსელ აგრესიული გოგოები, ხოლო ჯვაროსნული ლაშქრობა გე პრაიდი. სამაგიეროდ, გარყვნილი ევროპელიებისაგან განსხვავებით,როგორც ჩანს, მთელი ჩვენი მრავალ საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართველები საკუთარ რელიგიასთან, კულტურასა და ტრადიციებთან სრულ ჰარმონიაში მიყვანილი მრუშობით ვახერხებდით შეგვენარჩუნებინა საკუთარი ეროვნული იდენტობა.

რა თქმა უნდა ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ზემოთ მოყვანილი მართლმორწმუნე დემოკრატი ჯერ უმანკო ყმაწვილია და ჰეტერო სექსუალური მრუშობა, რომელიც ათი ცნებიდან ერთ ერთი მნიშვნელოვანი ცოდვა- მისთვის ისეთივე უცხოა როგორც ჰომოსექსუალური ექსპერიანსი.
თუმცა შესაძლოა მე არ გამიგია და ჰეტერო სექსუალური "ტრადიციული" მრუშობა ცოდვად აღად ითვლება ჩვენს პროგრესირებად ფუნდამეტალისტურ თეოლოგიურ დოგმატიკაში, უნდა ვაღიარო მიჭირს ქართულ დინამიურ ფარისევლობაზე ფეხის აწყობა.
ეს ყველაფერი გროტესკული და ძალიან შემაშფოთებელია. არა იმიტომ. თითქოს ჰომოსექსუალების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება დემოკრატიისა და ცივილურობის აუცილებელი პირობა იყოსსულ თითზე ჩამოსათვლელია ის ქვეყნები სადაც კანონდებლობა ერთ სექსიანი ქორწინების, ან ჰომოსექსუალი წყვილს მიერ ბავშვის აყვენის საშუალებას იძლევა.
შემაშფოთებელი ის არის, რომ ამ თემაზე,ისევე როგორც ბევრ სხვაზე, დღეს საქართველოში კონსტრუქციული დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელია.
ძნელი წარმოსადგენია პოლიტიკური ძალა, რომელსაც სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად გაბედულება ეყოფოდა, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში რაც შეუძლიათ განაცხადონ,

ეს არის ის, რომ პრინციპში არაფერი აქვთ ჰომოების საწინააღმდეგო. რომ მათ ავადმყოფებად თვლიან, ეცოდებათ და .... მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ამ "საცოდავ ავადმყოფებს" ისე აგრესიულად მოიხსენიებენ, რომ მაშინვე ხვდებიეს ადამიანები სწორედ მილგრიმის ექსპერიმენტის ქართული ვერსიის E- მოდერატორები არიან.

მართლაც გასაოცარია: თითქოს საქართველოში ცხოვრობენ სექსუალური უმცირესობები, თუმცა მათ კანონი სრულ უგულველყოფას უკეთებს, თითქოს ისინი არ არსებობდნენ ანკანონ გარეშე იყვნენ გამოცხადებულნი. გაუგებარია რატომ არ ვაშენებთ მაშინ მათთვის "რეზერვაციებს", "გეტოებს". რომელსაც ალბათ ათასგვარი მორალისტი "მართლმადიდებელი" ორგანიზაციები ალბათ სიხარულით შეხვდებოდნენ?... პასუხი არც ისე რთულიაღია ჰომოფობობასაც კი ვერ ვბედავთრა პირით შევხედავთ მაშინ დასავლელ დონორებს? ამიტომ ჯობია, ისე მოვიქცეთ, თითქოს ისინი სულაც არ არსებობდნენ, თითქოს "მართლმადიდებელ" პოლიტმორალისტთა რაზმები და მართლმადიდებელი დემოკრატები, მხოლოდ რაღაც გეფანტომებს ებრძოდნენ. იქნებ ჯობდეს ვაღიაროთ რომ ჰომოსექსუალები კრიმინალები არიან და ეს პასუხისმგებლობა ვზიდოთ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ზოგიერთი ისლამისტური ქვეყანასავით? ბოლოს და ბოლოს დროა მივხვდეთ, რომ მწვადისა და შამფურის პრიმიტიული "დიპლომატიით ვერავის მოვატყუებთ. იქნებ არჩევნების წინ კანდიდატებს ბიბლიაზე ფიცი დავადებინოთ, რომ არ არიან პედერასტები, კრემლის აგენტები და სომხები?

მე არც კი ვიცი, არსებობს თუ არა კანონი ჰომოფობიის და სხვადასხვა დისკრიმინაციის შესახებ.თუ არ არსებობს რატომ არ არსებობს. ან თუ არსებობს რატომ არავინ არასოდეს არ იყენებს?


პრინციპში, სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადობის დიდი ნაწილი მაინცა და მაინც არც საქართველოს კულტურისა და ტრადიციების შესაბამის ჰეტერო სექსუალურ ურთიერთობების მოყვარულთ წყალობს
მათთვის ხომ სექსი თითქოს მხოლოდ რეპროდუქციის საშუალებაა. რა თქმა უნდა, ყველას მშვენივრად ესმის რომ ეს ტყუილია, ქართველი ქალები და მამაკაცები ფიზიოლოგიურად ზუსტად ისევე არიან მოწყობილნი, როგორც სხვა ეროვნების ადამიანები, ამიტომ ჩვენში სექსი სიყვარულთან და სიამოვნებასთან ისევეა დაკავშირებული როგორც ყველაზე "გარყვნილ" ევროპულ ქვეყნებში.
საერთოდ "მორალური სექსი", ან თუ გნებავთ მორალი სექსშიძალიან მნიშვნელოვანია ქართველისათვის. გარეგნულად მაინც. მარტო ეს "მეცნიერული" ტერმინიქალიშვილობის ინსტიტუტი რად ღირს. ან ტელევიზიით საბრალო მეავების შეუნიღბავი სახეებით ჩვენება, მათი სიძულვილი, უფრო სასტიკიც კი –ვიდრე ქართველი გეებისრადგან მათ ჯერ ჯერობით ფარული კამერებით მაინც არ დასდევენ.
განსაკუთრებით უცნაურია თავად ჰომოსექსუალების უფლებების დამცველებისაგან წამოსული ამორალური სისასტიკე:
დაახლოებით ორი თვის წინ YouTube ზე ერთი ამაზრზენი ვიდეო რგოლი გაჩნდა. თუ როგორ ურიგდებოდა მიკროფონით ფარულად აღჭურვილი ახალგაზრდა ცირკის წინ მდგომ შუა ხანს გადაცილებულ მეძავებს, როგორ ეკითხებოდა მათ სერვისის მრავალფეროვნების , ფასების, ასაკის შესახებ. ყოველივე ამას ქუჩის მეორე მხარეს გაჩერებული მანქანიდან ფარულად იღებდა კამერა. ვიდეოში ქალებიც და ამ სისაძაგლის ავტორიც შეუნიღბავი სახეებით არიან ნაჩვენები.

იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ საბრალო ხანში შესული ქუჩის მეძავებით ქართველი ახალგაზრდა "ვებ– ლიბერალების" ნაწილი მშვენივრად გაერთო,თანაც სრულიად "უფასოდ" ვიდეო დიდი წარმატებით სარგებლობდა ერხანს ფეისბუკის სწორედ იმ წევრებში, რომელთა ნაწილი ყოველთვის თავგამოდებით და სამართლიანად იცავს ჰომოსექსუალების,
უფლებებს.
არც ქალების, და საერთოდ ადამიანის ათასნაირი უფლებების დამცველთ არ ამოუღიათ ხმა.
მიუხედავად რამოდენიმე ჩემსავით ზედმეტად "მგრძნობიარე" ფეისბუკელის თხოვნისა, რომ ავტორებს სოციალური ქსელიდან მაინც მოეხსნათ ვიდეო , ყური არავინ გვათხოვა, YouTube – ზე დღემდე დევს ამ ახალგაზრდების ვიდეო "პერფომანსი'' და მას უამრევი მნახველი ჰყავს, მათ შორის ვინ იცის იქნებ, თავად მეძავების ნათესავები, ან თანასოფლელები.

ასეთი ვიდეოს ავტორებ, მისი გამავრცელებლებ და კომენტარის ავტორებს საფრანგეთში წვინტლიან ანანისტებს (les petits branleurs) ეძახიან. მათ, საქართველოსთგან განსხვავებით ნორმალურად განვითარებულ საზოგადოებაში გაცილებით დაბალ საფეხურზე აყენებენ ვიდრე თავად მეძავებს , ჩვენთან კი როგორც ჩანს ისინი პირიქით სრულიად პროგრესულ ახალგაზრდებად ითვლებიან – ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან ორი– სამი დღის შემდეგ ისინი უკვე თეა თუთბერიძის უფლებებს იცავდნენ თავგამოდებული პროგრესულობით თუ ცივილურობით . ამ საბრალო ქალების ბედით არც თავად გამოჩენილი ლიბერალები დაინტერესებულან – საუკეთესო შემთხვევაში მათ ეს ვიდეო ბარბაროსობა ვერც კი შეამჩნიეს. არავის უთქვამს ათრთოლებული სველი ხმით "დღეს ჩვენ ყველანი მეძავები ვართ" !
მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ დემოკრატია და განსაკუთრებით ლიბერალიზმი დეტალებისაგან შედგება და არა რაღაც ერთი მლიანი და დიდი პირადი პოლიტიკური გადაწყვეტილებისაგან.
დარწმუნებული ვარ ეს წვინტლიანი ანანისტები, გოგი გვახარიას ნაჩვენებ
"კაბირიას ღამეების" ფინალური სცენის ყურებისას, ჯულიეტა მაზინას "ოქროს პალმით"გასხივოსნებულ სევდიანღიმილის დანახვაზე მდუღარე ცრემლებს ღვრიან, ცირკთან მდგარ საცოდავი ასაკოვანი მეძავი ქალების დანახვაზე კი სიცილით იჭაჭებიან, ეს სწორედ ის კატეგორიაა ადამიანებისა, რომლებიც ჯიპებით ძაღლებზე და კატებზე "ნადირობენ". ასეთები ოსვენცემში ღუმელების დამსუფთაებლებად მუშაობდნენ, მათ მთელს მსოფლიოში შეხვდებით, ყველა კონტინენტზე, ყველა ქვეყანაში – ხოლოდ დასავლეთში ისინი ჩუმი კუანა წვინტლიანი ანანისტები არიან, რადგან მათ კანონისჯის და საზოგადოების მორალიც. საქართველოში კი ასეთები სიცილით სულს ვერ იბრუნებენ , რუსთავი ორის კომედი შოუს (თებერვალი 2010) "ხუმრობის" მოსმენისას: "სომალიში თოვლი მოვიდა და ქვეყანაში საკვების პრობლემა გადაიჭრა... " ასეთები მოხუც მათხოვრებს კუბრიკის "მექანიკური ფორთოხლის" პერსონაჟებივით ბეისბოლის კომბლებს გამეტებით ურტყამენ. მათ მილგრიმის ექსპერიმენტის მოდერატორის ავტორიტარული ბრძანებაც არ სჭირდებათ – ისინი მაღალ ძაბვ ღილაკს საკუთარი ინციატივით აჭერენ ხელს, ხოლო შემდეგ, როდესაც გაიზრდებიან და წვინტლებს მოიწმინდავენ , თავად გადაიქცევიან ავტორიტარული მრძანების გამცემ "მოდერატორებად"

, შექმნიან უამრავ მოდელირებულ რეალობას, იმისათვის რომ ადამიანებ შემთხვევით "ღმერთი არ გაუწყრეთ" და თავი გმირებად არ წარმოიდგინონ, რომ მათ საკუთარი უმწეობის, სიმხდალის, კონფორმიზმის შეგრძნება გაუმძაფრდეთ, საკუთარი თავი შეძულდეთ.. სწორედ ისე, როგორც რამოდენიმე კვირის წინ ტვ აგრესიით მიწასთან გასწორებულ შეშინებულ საქართველოში.

მილგრიმის ექსპერიმენტი 1961– ვიდეოპ.ქ,
3 აპრილი 2010