ARTAREA.TV - 20 Octobre 2015
20 octobre 2015
16 avril 2015
სიმართლის უფლება და მედია - საბოტაჟი
"პრესა მეოთხე ხელისუფლებას წარმოადგენს საფრანგეთში, რომელიც უტევს ყველას, თუმცა მას არასდროს არავინ უტევს". - ონორე დე ბალზაკი, 1840წ.
"მე, მოსახლეობის წუხილს გეუბნებით, რომ ყველა რეგიონში, სადაც ჩავდივარ, მოსახლეობა მეუბნება, გააჩუმეთ ეს ტელევიზიებიო". - ირაკლი ღარიბაშვილი, 2015წ.
სავარაუდოდ, ქართველ ჟურნალისტთა ძალიან დიდ ნაწილს, საკუთარი პროფესიის პირველ სამ კონსტიტუციურ ხელისუფლებასთან (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, იუსტიცია) ალუზია პირდაპირი მნიშვნელობით ესმის და ძალაუფლებისათვის დამახასიათებელ კარიკატურულ მორჩილებასა და ხელშეუხებლობის უფლებაზე აქვთ პრეტენზია. ვერც გაამტყუნებ -ისინი ხედავენ საზოგადოების, განსაკუთრებით მათ რესპოდენტთა ინტელექტუალურ სიმხდალეს და ცდილობენ თავიანთი შანსი -მოპოვებული პატარა მორალური ძალაუფლების დროის რაც შეიძლება ხანგრძლივ მონაკვეთში შენარჩუნებისა -ხელიდან არ გაუშვან.
მათ უმეტესობას სრულიად არ ახსოვს, რომ ჟურნალისტიკა პირველ რიგში თავის თავში ინფორმაციის ადრესატამდე უცვლელი სახით მიტანას გულისხმობს და არა მისი უკვე ინტერპრეტირებული ვერსიის კიდევ ერთ სუბიექტურ ინტერპრეტაციას.
ამ უკანასკნელს, ჩვენში მედიდურ და ძალიან სერიოზულ სიტყვას -ანალიზს უწოდებენ, დასავლურ პრესაში კი ედიტორიალს ეძახიან. მას ბეჭდურ მედიაში სპეციალური კოლონა, ან გვერდი ეთმობა, რომელსაც საზოგადოების მიერ აღიარებულ გამორჩეულ ჟურნალისტებსა და კალმის ოსტატებს უთმობენ.
ყველაფერი ძალიან მარტივია -მომხდარის შესახებ ინფორმაცია საბაზისო მოცემულობაა, რომელიც იმისთვის უნდა გაგაჩნდეს, რომ მისი ანალიზი შეძლო. ქართული მედიის ყველაზე დიდი თავისებურება სწორედ ეს არის -მოვლენის შესახებ არა - რეალურ, არამედ ინტერპრეტირებულ ინფორმაციათა ნაზავის ანალიზის მცდელობა. უფრო სწორად მისი იმიტაცია, რომელიც ყოველთვის დიდი ან პატარა კონფლიქტით მთავრდება.
ბრძოლა ინტერპრეტაციათა რეალობად გასაღებისთვის ქართული მედიის ალფა და ომეგაა, რომელსაც, ზოგადად, არ შეიძლება რაიმე საერთო გააჩნდეს ჟურნალიზმის დეონტოლოგიასთან.
ალბათ გაგიჭირდებათ დაასახელოთ ერთი რომელიმე ქართული მედიასაშუალება -სატელევიზიო არხი, რადიო, ბეჭდური ან ინტერნეტმედია... რომლის რეპუტაცია საშუალებას იძლევა მას უსიტყვოდ, იმდენად ენდოთ, რამდენადაც საერთოდ შესაძლებელია, რომ ადამიანი ენდოს მედიას. ჩემი მახსოვრობის საწიერში მსგავსი მედიასაშუალება არც არასდროს ყოფილა... და ეს ძალიან, ძალიან ცუდია ზოგადად სახელმწიფოსთვის. კითხვა ინფორმაციის სანდოობის შესახებ ისევე არ უნდა ისმებოდეს, როგორც კითხვა არჩევნების დროს ხმების გაყალბების შესახებ.
მარტივი მაგალითისთვის ფრანგული პრესის ორი გაზეთის მოტანა შეიძლება -მემარჯვენე "ფიგარო" და მემარცხენე "ლიბერასიონი". ამ ორ ყოველდღიურ გამოცემას თავისი ტრადიციული მკითხველი ჰყავს: "ფიგაროს" მკითხველი არასდროს იყიდის "ლიბერასიონს" და პირიქით. მაგრამ თუკი მას შემთხვევით თვითმფრინავში ან ექიმის მოსაცდელში წააწყდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიტანს ეჭვს მისთვის არასასურველ გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის ნამდვილობაში, რადგან ინფორმაციის სანდოობა არის ერთადერთი, რაც გამოცემის რეპუტაციას ქმნის, რომლის გარეშე ნებისმიერი გამოცემა გაკოტრდება. ზემოთ ხსენებული ედიტორიალი კი, რომელსაც შეიძლება ან დაეთანხმო, ან არა, მხოლოდ ნუგბარია ნამცხვარზე, რომელსაც ადამიანი თავისი გემოვნებით ირჩევს და მას სუბიექტური გამოხატვის თავისუფლება ჰქვია.
არაანგაჟირებული, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მედიასაშუალება საქართველოში თითქმის არ არსებობს, ან თუ არსებობს, მისი გავლენა, სამწუხაროდ, მიზერულია. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ვკითხულობთ, ან ვისმენთ სრულიად შესაძლებელია ტყუილი, ფეიკი, "მოდელირებული ქრონიკა", ან სულ ცოტა -რომელიმე პოლიტიკური გემოვნების ჯგუფის ინტერპრეტაცია აღმოჩნდეს... იმისათვის, რომ სიმართლე შეიტყო, რამდენიმე წყაროს გადამოწმება და წაკითხულიდან საშუალო არითმეტიკული სიმართლის გამოყვანაა საჭირო... ამიტომ ჩვენს ქვეყანაში ადმიანებმა მხოლოდ ვარაუდით თუ იციან, რა ხდება მათ თავს -საკუთარ ქვეყანაში, ქალაქში... დანარჩენ მსოფლიოზე და საერთაშორისო კონტექსტზე კი კიდევ უფრო ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.
ჟურნალიზმის შეფასების კრიტერიუმი საქართველოში ერთადერთი და სრულიად ღირსშესანიშნავია -თავისუფლების ხარისხი!..
მედიის თავისუფლება თავისთავად, რა თქმა უნდა, დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენია და ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტოტალიტარული პროპაგანდის ტრადიციებში ჩამოყალიბებული მედიისთვისაა. ოღონდ პრობლემა ის გახლავთ, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი საქართველოში აბსოლუტურად უკუპროპორციულია ინფორმაციის ნდობის, ღირსების ხარისხისა -დიახ, ჩვენ მართლაც გვაქვს თავისუფალი მედია, მხოლოდ თავისუფალი ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან და ამ ფსევდოთავისუფლების მსხვერპლი პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობაა. შემდეგ კი თავად ჟურნალისტის პროფესია, რომელმაც თავისუფლების არც ფასი იცის და არც გამოყენება, ამიტომ მის ხელში ეს ყბადაღებული "მეოთხე ძალაუფლება" იგივეა, რაც გაბრაზებული ბავშვის ხელში გადატენილი კალაშნიკოვი.
უნდა ითქვას -მედიის თავისუფლების მახინჯი ინტერპრეტაციის ჩამოყალიბებას, დიდად შეუწყო ხელი საერთაშორისო რეიტინგებმა, რომელშიც საქართველო უკვე კარგა ხანია ინარჩუნებს რეგიონალური ლიდერის პოზიციას... მაგრამ რა ასახვას ჰპოვებს ეს მედიის ხარისხზე? ვითარდება თუ არა რეალურად ქართული ჟურნალისტიკა, საეჭვოა.
ქართული მედიაბესტსელერები იგივე დარჩა, რაც თხუთმეტი წლის წინ -ისტერიული "რეაქცია" თავისი შვილობილი "იმედის კვირით" და ბრეჟნევივით უალტერნატივო "არჩევანი" -რომლებიც მხოლოდ სახელებს და დეკორს იცვლიან დროდადრო. ტრაგიკულობამდე უნიჭო იუმორისტული შოუები... ერთი და იგივე ფორმატი. ტელევარსკვლავები, რომლებსაც უკვე წლებია ერთი საათიც არ უმუშავიათ საკუთარ თავზე, მეტიც, ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ეს შესაძლოა სჭირდებოდეთ... არავითარი ცვლილება, არავითარი ნიშანი სულ მცირე პროგრესისა, ძვრისა თუნდაც საკუთარ თავში… ყველა დანარჩენი მედიასაშუალება ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, სამწუხაროდ, სწორებას სწორედ ამ უბადრუკ ტელეელიტაზე აკეთებს: დიდი და პატარა, ნაციონალური თუ რეგიონალური არხები, რადიო, პრესა. ეს არის თავისუფლება ნიავის გარეშე. რომელსაც სასარგებლო არავისთვის არაფერი მოაქვს, ზიანი კი რამდენიც გნებავთ.
სწორედ ამ მახინჯი თავისუფლებით სარგებლობს საყოველთაო კრიტიკისა და ქართველი ინტელექტუალი მკითხველისგან ერთგვარი მარგინალიზაციის "მსხვერპლი" -"ასავალ-დასავალი", რომელიც წერს და აქვეყნებს ყველაფერს, რაც და ვისზეც მოეპრიანება. კაცმა რომ თქვას, ვერც გაამტყუნებ, როგორც იტყვიან, რაც აკრძალული არ არის, ნებადართულია.
უნდა ვაღიაროთ, რომ თავისუფლების ხარისხით "ასავალ-დასავალი" ქართული მედიის ნამდვილი ფლაგმანია. არანაირი კომპლექსები არ გააჩნია. მისი კრეატიულობის ხარისხს თუ არ შევეხებით, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ქართული "შარლი ებდოა", მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ საბრალო "შარლის" გამუდმებით აჯარიმებენ, "ასავალ-დასავალს" კი, როგორც ცნობილია, ყველაზე მაღალი რეიტინგი და სრული კარტბლანში აქვს ზემოთ ხსენებული ტოკშოუებისგან ინფარქტამდე მისული ჩვენი დაქანცული, საბრალო, მარტოხელა გულებისკენ.
ეს გრძელსახელიანი, მერცხალივით თავისუფალი გამოცემა ნამდვილ ფენომენად, ერთგვარ წარმატების რეფერანსად იქცა ქართული მედიის იმ მოკრძალებული ნაწილისთვის, როგორიცაა, მაგალითად, უამრავი ცრუპენტელა ინტერნეტგამოცემა. მათ იციან, რომ წარმატება აქვე, სულ ერთი ხელის გაწვდენაზეა, მხოლოდ სინდისის ბოლო ძაფი გაკავებს რომ მისწვდე... მისი გადაჭრა კი რა პრობლემაა! ამიტომ ისინი არც ძალღონეს იშურებენ, არც სისასტიკის აქლემივით გადანახულ ულევ რეზერვს, რომ როგორმე პატარა ჰაერის ბუშტებივით ამოაღწიონ რეიტინგის თავისუფალ ჭაობში, გასკდნენ და სულ ცოტა ხნით პატარა, მყრალი სუნი დატოვონ საკუთარი არსებობის დასტურად.
ფაქტია, რომ თავისუფალი კონკურენციის პირობებში ქართულმა მედიამ ხარისხის გაუმჯობესება ვერ შეძლო, რაც კურიოზულად ეწინააღმდეგება ლიბერალიზმის თითქოსდა ათასჯერ გადამოწმებულ პრინციპებს. კონკურენცია შედგა მხოლოდ ზემოთ ხსენებულ ფორმატში და ის უკვე წლებია გრძელდება. ხოლო გოგი გვახარიას "წითელი ზონა" ისევე უალტერნატივო ხმად მღაღადებლისა "ტელეჯოჯოხეთსა" შინა დარჩა, როგორც თხუთმეტი წლის წინ, "ფსიქოს" ეპოქაში. ვერც უკეთესი და ვერც უარესი ქართულ ტელესივრცეში ვერავინ გააკეთა.
ქართული მედიის კრიტიკისას ჟურნალისტთა პროფესიონალიზმი მთავარ მიზეზად სახელდება ხოლმე. ძნელია არ დაეთანხმო. თუმცა ალბათ შესათანხმებელია -რას ვგულისხმობთ ამ სიტყვის უკან? თუკი სერტიფიცირებულ პროფესიონალიზმზე ვსაუბრობთ, ქვეყანაში, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არსებობს, ვიწრო პროფესიული დიპლომი სრულიად არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჟურნალისტის პროფესიით იმუშაო.
გაცილებით მნიშვნელოვანია ზოგადი განათლება, კულტურა და, რაც მთავარია, სიმართლის, ღირსების ფასი, რომელსაც ვერავითარი დიპლომი ვერ შეცვლის. ქართველ ჟურნალისტთა უმეტესი ნაწილი კი, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ნამდვილად არ ტოვებს განათლებული, კულტურული ადამიანის შთაბეჭდილებას.
დიდი ხანია შევეჩვიეთ, რომ რეპორტაჟებს ყველაზე სერიოზულ თემებზე აკეთებენ სრულიად გამოუცდელი, სულ ახლახანს დიპლომირებული ჟურნალისტები, რომლებსაც მოცემული თემის გასაშუქებლად სითამამის გარდა, ფაქტობრივად არავითარი სხვა ინსტრუმენტი არ გააჩნიათ. ისინი ხშირად ისე მოდიან და მიდიან პროფესიიდან, რომ გამოცდილების დაგროვებას ვერც ასწრებენ. ქართული ჟურნალისტიკა არის იშვიათი და სამწუხარო გამონაკლისი, რომელშიც არ არსებობს "დიდი რეპორტიორის" ცნება, რადგან ჟურნალისტი, რომელიც ასე თუ ისე რაიმე წარმატებას აღწევს, ხშირად ან პოლიტიკაში გარბის, ან ბიზნესში, უარეს შემთხვევაში შიდასარედაქციო ვარსკვლავი ხდება და მიკროფონით ქუჩაში გასვლას არ კადრულობს. პერმანენტული ცვლა ბავშვურად მოტიტინე რეპორტიორთა სახეებისა და გვარებისა, რომელთა დამახსოვრებასაც ვერ ასწრებ, ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია იმ უნდობლობისა და ერთგვარი ნიჰილისტური ირონიისა, რაც ქართულ საზოგადოებას ჟურნალისტებისა და ზოგადად მედიის მიმართ გააჩნია.
რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ იქნება სამართლიანი ქართული მედიის მთელი პრობლემების ჟურნალისტებისთვის გადაბრალება, თითის მხოლოდ მათი მიმართულებით გაშვერა. ჟურნალისტების ძირითადი არმია მხოლოდ ჯარისკაცია, რომელიც იბრძვის ისე, როგორც მას მედეასაშუალებების მფლობელები და მენეჯერები ავალებენ. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი მედიის იმ დაბალ ხარისხზე, რომელიც რეალურად გაგვაჩნია.
სწორი კონცეფციისა და მენეჯმენტის პირობებში ქართველ ჟურნალისტებს არავისზე ნაკლებად არ შეუძლიათ იმ სტანდარტით მუშაობა, რომელიც მათ რეგიონალური თავისუფლების ხარისხით კი არა, პროფესიული ხარისხით შეფასების საშუალებას მოგვცემდა... მით უმეტეს -პროფესიული ღირსება თავისთავად მოიცავს თავისუფლების სრულიად საკმარის და გონივრულ ხარისხს.
მედიაპოლიტიკის, თუ გნებავთ კონცეფციის შექმნაც კი, აბსოლუტურად ყველა დონეზე, ყველა საფეხურზე საჭირო და მნიშვნელოვანია. აუცილებელია კანონმდებლობის დონეზე სიცრუის ტირაჟირებისათვის, უსაფუძვლო ბრალდებისა და ცილისწამებისთვის, რომ დაზარალებულ მხარეს საშუალება ჰქონდეს რეალური და მნიშვნელოვანი კონპენსაცია მოითხოვოს და არ დაკმაყოფილდეს ცილისმწამებლის მსუბუქი გაკიცხვით მოსამართლის, ან მედიამონიტორის მიერ. სერიოზული ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, რედაქცია თავად გამოიყვანს სიცრუის ფასს, დაითვლის შემოსავალსა და გასავალს, დაფიქრდება უღირს თუ არა სხვისი რეპუტაციის, ნერვებისა და ჯანმრთელობის ხარჯზე საკუთარი რეიტინგის მრიცხველის ტრიალი.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც "მედიის თავისუფლება დამთავრდება იქ, სადაც ჩვენი ნერვული სისტემა და ღირსება იწყება", შეიძლება ვისაუბროთ მისი ხარისხის გაუმჯობესებაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ქაოტური თავისუფლების ორგანიზების სურვილი სულაც არ ნიშნავს რეპრესიებისა და ცენზურის მოთხოვნას. სწორი კანონმდებლობა მხოლოდ მოცემულობა, საძირკველია, რომ მასზე არა პოტიომკინის სოფლის მსგავსი, არამედ მართლაც სოლიდური, გამძლე მედია აშენდეს; სადაც ყველაფერს თავისი განსაზღვრული ადგილი ექნება; სადაც ინფორმაცია არ აღიქმება მხოლოდ შიდა პოლიტიკური მანიპულაციებისა და ინტრიგების ყოველდღიურ სერიალად, რადგან ინფორმაცია არის თანაბრად ყველა კატეგორიის ახალი ამბავი თუ ხედვა და არა რომელიმე პრივილეგირებული სფერო.
ჩვენ ხშირად ირონიით ვუყურებთ ჩვენს შორეულ წინაპრებს: მიუხედავად იმისა, რომ ზღვის პირად ცხოვრობდნენ, ნავიც კი არ გააკეთეს, რომ სხვა ქვეყნების სანახავად გაეცურათ… რაიმე ახალი ენახათ.
მედია სწორედ ის ნავია, რომელიც ბოლოსდაბოლოს მოვიპოვეთ. მხოლოდ საიმედოდ მივაბით ცხრა კლიტით ნაპირზე ჩარჭობილ -ჩაბეტონებულ ბოძს და დღესაც არსად მივცურავთ. გვაინტერესებს მხოლოდ შიდა დუღილი და არა ის, თუ რა ხდება იქ, სადაც ჩვენ არ ვართ. ვკმაყოფილდებით შემთხვევით შემოხეტებული სოვდაგრებისა და ჯამბაზების ჩამოტანილი ბრჭყვიალა მძივებით, დევრიშების ნამღერი ტკბილი, ჯადოსნური არაკებით…
დღევანდელი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მედია ბევრად უფრო ეფექტური სანავიგაციო საშუალებაა, ვიდრე ნებისმიერი გემი თუ თვითმფრინავი. ქართული მედია თითქოს მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით აშუქებს დროდადრო უცხოეთის ახალ ამბებს. განსაკუთრებით მძაფრ-სიუჟეტიანს, სტიქიური უბედურებებით გაჯერებულს. კულტურა ძირითადად პარიზის ან მილანის ფეშენვიკის ფრაგმენტებით შემოიფარგლება… ქართული არხები არ აკეთებენ ექსკლუზიურ რეპორტაჟებს. გაგიჭირდებათ დაასახელოთ ერთი ქართული დოკუმენტური ფილმი მაინც, რომლის ქართული ობიექტივი საშუალებას მოგცემთ იმოგზაუროთ და შეიცნოთ რაიმე ახალი თქვენივე ენაზე; თქვენი, ქართველი და არა "დისქავერის" სტანდარტული საშუალო მაყურებლის თვალით დაინახოთ, დააკვირდეთ იმას, რაც უცხო ქვეყნებში, უცნობ ადამიანებში გაინტერესებთ.
პრესა, თითქოს კიდევ უფრო იაფი საშუალებაა დღევანდელი ვირტუალური ექსკლუზიური ნავიგაციის სამყაროში. სამწუხაროდ, ბეჭდვითი მედიის როლი საქართველოში სულ უფრო და უფრო კნინდება, მცირდება, ქრება. ჟურნალისტის პროფესიაში კი წერის კულტურას დაახლოებით იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც სოლფეჯიოს -მუსიკოსისთვის. სწორედ ამ კულტურის მძაფრი დეფიციტი იგრძნობა ქართულ მედიაში. როდესაც ტელეჟურნალისტებს უყურებ, ხვდები, რომ მათ უმეტესობას ერთი ნორმალური სტატიის დაწერაც კი გაუჭირდება. ბეჭდვითი მედია რომ სერიოზული და პრესტიჟული რამ არის და მის განვითარებას ხელისშეწყობა სჭირდება, ამას, სამწუხაროდ, ვერც წინა და ვერც დღევანდელი ხელისუფლება ვერ აცნობიერებს. პრესის წონა მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. დაბეჭდილი რამდენიმე სიტყვა გაცილებით სერიოზულად აღიქმება, გაცილებით დიდხანს ძლებს, ვიდრე ტოკშოუში წამოსროლილი და უსასრულო ვიდეოარქივად ქცეული ბარბარიზმებითა და აგრესიით გაჯერებული მთელი მონოლოგი. ქართული პრესა აშკარად კრიზისშია, მას ხელისშეწყობა და წახალისება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ნელ-ნელა საბოლოოდ გარდაიქმნება ელექტრონულ მედიად და ეს ძალიან დიდ და ცუდ გავლენას იქონიებს არა მარტო მედიაზე, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების ზოგად კულტურაზე.
ხელისუფლება ვალდებულია, შექმნას გონივრული კონტექსტი, რომელშიც კარგ და ხარისხიან ჟურნალისტიკას არსებობის მეტი შანსი აქვს, ვიდრე ყვითელს. ამასთან, რა თქმა უნდა, მისი როლი არ არის ჟურნალისტიკის ხარისხის დადგენა, როგორც ამას დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები გამუდმებით აკეთებენ. თუმცა, იქნებ არც გაემტყუნებათ, რადგან მედიაკრიტიკა საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს. ჟურნალისტები თვლიან, რომ ერთმანეთის მიმართ საჯაროდ გამოთქმული შენიშვნა არაეთიკურია და ამით თავიანთ ერთგვარ კლანურობას უსვამენ ხაზს... ხოლო არაჟურნალისტის კრიტიკას არაკომპეტენტურად მიიჩნევენ და "ვერ მიიღებენ"... ისე კი, "კვალიფიციური კრიტიკის" საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. პირიქით, "ძალიან სჭირდებათ" და ა.შ. ალბათ საჭიროა ქართული ჟურნალისტიკის მაღალ ბურჟუაზიას ოდესმე ვინმემ აუხსნას, რომ კვალიფიციურ კრიტიკას დამსახურება სჭირდება, რომ ყველა მედიას ისეთი ხარისხის კრიტიკა აქვს, როგორსაც იმსახურებს. მით უმეტეს, როდესაც გამუდმებით ჩაგჩიჩინებენ, რომ მედია ბიზნესია, რომელიც ძირითადად ცუდ გემოვნებაზე და კიჩზე კეთდება. ალბათ ასეც არის. მხოლოდ არ შეიძლება ეს კიჩი და ცუდი გემოვნება ქვეყანაში ითვლებოდეს რეფერანსად, რომელსაც იმის ფუფუნება აქვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გააჩნდეს; არცთუ მდიდარ და არცთუ პროფესიონალ კერძო არხებთან შედარებით თავისი უამრავი პოტენციური უპირატესობით მედიატენდენციები პოზიტიურისკენ შემოაბრუნოს.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლის განმავლობაში საზმაუწყებელი, პირველად თავისი არსებობის მანძილზე, რეალურად განთავისუფლდა სახელმწიფო კონტროლისგან, ხოლო მისი გადაცემების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. პირველ რიგში, ეს მის საინფორმაციო გამოშვება "მოამბეს" შეეხება, რომელიც ქართული ტელევიზიის ისტორიაში, შეიძლება ითქვას, პირველი გაწონასწორებული და ასე თუ ისე სანდო საინფორმაციოა. სამწუხაროდ, არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ბევრი უყურებს. ესეც კიდევ ერთი უცნაური ნაციონალური ფენომენია: ჩვენ ძალიან ვღელავთ, განვიცდით, ვჩხუბობთ, როდესაც საზმაუწყებლის დირექტორს ან მის მოადგილეებს ხსნიან ან ნიშნავენ დაკავებული პოსტებიდან, სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე იმდენს ვნერვიულობთ, ისე გვიხარია, გვწყინს, ისე ვულოცავთ ან ვლანძღავთ არჩეულებს, როგორც შესაბამისად ოჯახის წევრებსა და მოსისხლე მტრებს… სრულიად ვულგარული მანერით გამუდმებით ვაყვედრით, რომ ისინი ჩვენი ჯიბიდან ფინანსდებიან, ვახსენებთ რომ მხოლოდ დაქირავებულნი არიან და ა.შ. მერე კი უცებ ყველაფერი გვავიწყდება. გადავრთავთ სხვა არხებზე და აზრადაც არ მოგვდის, რომ ჩვენი ჯიბიდან გადახდილი "მოამბეს" ყურება უფრო მეტად ნიშნავს მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას, ვიდრე "ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული" მთელი ეს საკადრო აჟიოტაჟი. თუ ჩვენ მართლა ვაფასებთ ჩვენ მიერ გადახდილ თითოეულ თეთრს, უნდა გვესმოდეს, რომ საზმაუწყებელს გადასახადების გადამხდელის მიერ გამუდმებული კონტროლი კი არა, მხარდაჭერა სჭირდება და ეს მხარდაჭერის გამოხატვა პულტის ღილაკზე თითის უბრალო დაჭერითაა შესაძლებელი. აქვე უნდა ითქვას, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვს, მოქალაქეთა დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნული სოლიდარობისა და ნდობის გამო უყურებს საზმაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებას, რადგან სჯერა მისი პოლიტიკური გემოვნების მიუკერძოებლობის.
ჩემი აზრით, საზოგადოებრივ მედიას საქართველოში განსაკუთრებული ადგილი უნდა ეჭიროს. ის არა მარტო აუდიოვიზუალურ პროდუქციას უნდა სთავაზობდეს საზოგადოებას. კარგი იქნებოდა მაუწყებელი ნაბეჭდ პროდუქციას -ყოველდღიურ გაზეთს გამოსცემდეს, რომელსაც ასევე ექნებოდა ამბიცია გამხდარიყო ბეჭდვითი მედიის რეფერანსი, ტონის მიმცემი. ამასთან, კვირაში ერთხელ თემატური ჟურნალი-დამატებები უნდა იბეჭდებოდეს, ლიტერატურისა და ხელოვნების, ისტორიის, მეცნიერების შესახებ და, რაც მთავარია, ეს შეძლებისდაგვარად იაფი უნდა იყოს. საზოგადოებრივი ბეჭდური მედია, რა თქმა უნდა, მაუწყებლის ბიუჯეტის გაზრდასაც მოითხოვს და მის რესტრუქტურიზაციასაც. დარწმუნებული ვარ ეს არ იქნება ყველაზე უსარგებლოდ დახარჯული საზოგადოების ფული და ენერგია.
უფლება არ გვაქვს, ერთგვარ ინფორმარციულ-კულტურულ გეტოში მცხოვრებ ადამიანებს მოქალაქეობრივი თვითშეგნება მოვთხოვოთ. ველოდოთ, რომ ამ ადამიანებმა დამოუკიდებელი, მანიპულაციებისგან თავისუფალი გადაწყვეტილებები მიიღონ თავიანთი ქვეყნის გეოპოლიტიკურ და ფასეულობათა მომავალზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი განათლებული და კეთილშობილი, კოხტად დავარცხნილ-ჩაცმული ყოჩაღი "ცნობადი სახეები" და მათთან დაახლოებული იღბლიანები ასე ვფიქრობთ.
P.K.16Mars 2012 Paris
P.S. ჟურნალი "ლიბერალი" 16.04.2015 ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნი ქართული მედიის ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მომხმარებლები ვართ. ჩვენთვის მედია ერთგვარი სარკეა, მისი საშუალებით გვესმის, ვხედავთ, ვუსმენთ, განვიცდით სამშობლოს. როგორც ჩანს ხშირად არასწორად. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქართული მედია ევროპული რეიტინგების თანახმად რეგიონში მოწინავეა , თუმცა ამავე ევროპულ მედიასთან მისი იდენტიფიცირება გვიჭირს. მედიამომხმარებელთა ამ უჩინარ უზარმაზარ არმიას იშვიათად ეკითხება ვინმე აზრს... ვერაფერს გააწყობ! მაგრამ, ჩვენ ვარსებობთ, ძალიან ბევრნი ვართ და ყოველ ჩვენთაგანს ჩვენი სუბიექტური აზრი გააჩნია ქართული მედიის შესახებ.
8 février 2015
Un Salaud De La République ! *
2008 წლიდან მოყოლებული ყოველთვის,როდესაც სარკოზის გარეწარს ვუწოდებდი, ორთოდოქსი მიშისტები ლამის ბოლშევიკად და პუტინის აგენტად მაცხადებდნენ. არგუმენტი?- ჩვენი მეგობარია ომის დროს გადაგვარჩინაო...მერე ორი დიდი წერილი დავწერე იმის შესახებ, თუ ჩვენი ომის დროს როგორ კვაჭივით “გაუიმასქნა” პუტინს ხუთი მილიარდი ევროს მისტრალები … მაინც არ უშველა არაფერმა ქართველ ფსევდო მემარჯვენეებსა და კიდევ უფრო ფსევდო ნეოლიბერალებს,რომლებმაც სხვათაშორის ბოლო დროს სულ დაივიწყეს ბაზარი რომ არეგულირებს ყველაფერს და გამუდმებით სამოცდარვიანელთა ტროცკისტულ -მაოისტურ ლოზუნგებს გაჰყვირიან უთავბოლოდ …ეს რა თქმა უნდა სხვა თემაა...მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ მიუხედავად ქართველი ლიბერტარიანელების ამ მოულოდნელი გაპლორეტარებისა, მათი ერთ-ერთი მთავარანგელოზი ნიკოლა სარკოზი მაინც წმინდა და ხელშეუხებელი დარჩა მათ გულებში… განსაკუთრებით უსახო ოლანდის ფონზე, რომელიც დღეს პარიზს, კიევსა და მოსკოვს შორის დაფრინავს…მართალია თავად არ იცის რატომ, მაგრამ ხომ დაფრინავს!.. აი სარკომ კი ზუსტად იცოდა რატომაც დაფრინავდა იღლიაში ლეპტოპივით ამოჩრილი ბერნარ კუშნერით! …
გუშინაც - ექს პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკრაინის ტვსთვის მიცემულ ინტერვიუში, გულისამაჩუყებელი ფამილარობით გაიხსენა ის დიადი დღეები და თავისი ძალიან… ძალიან... უახლოესი მეგობარი სარკოზი,რომელმაც საქართველოს პრეზიდენტი და მაშასადამე საქართველო დიდი განსაცდელისგან იხსნა! … მხოლოდ ეჭვი მაქვს ბატონ სააკაშვილს სარკოზის მიერ თავისივე პარტიის ყრილობაზე გუშინდელი (თანამედროვე ქართული დიპლომატიური ტერმინოლოგიით) “ბანძი” გამოსვლა არ მოუსმენია, თორემ ლამის “ნათელმირონობაზე” ლაპარაკს ალბათ მოერიდებოდა…შეიძლება ეგინებინა კიდეც… და მართალიც იქნებოდა!
თუმცა ეს ბლოგი იცით რატომ დავწერე? მაინტერესებს რას ფიქრობენ ჩემი ყოფილი თავგამოდებული ოპონენტები... დღეს უკვე ექს დიპლომატები მათ გმირ პოლიტ-კაცუნაზე ამ გამოსვლის შემდეგ? დროც კი არ დავინანე. აი გადავთარგმნე კიდეც “სა-რკო! სარ-კოს! ” გუშინდელი ტრიუმფალური გამოსვლა:
“ რუსეთისა და უკრაინის გაყოფა არის დრამა!. ეს რომ ამერიკელებს სურთ, მათი უფლება და მათი პრობლემაა. მაგრამ ჩვენ საერთო ცივილიზაცია გვაკავშირებს რუსეთთან, ამერიკელების ინტერესიები რუსეთთან არ წარმოადგენს რუსეთთან ევროპის ინტერესებს, ჩვენ არ გვსურს კვლავ ცივი ომის დაბრუნება ევროპასა და რუსეთს შორის.” (ტაში)
გამოსავალი ჩემი აზრით სამ პრინციპშია: პირველი - ყირიმმა აირჩია რუსეთი… ჩვენ არ შეგვიძლია მათ ეს დავუშალოთ… თავის დროზე მე ზეწოლა მოვახდინე პუტინზე რათა მას ნება მიეცა კოსოვოელებისათვის გამოყოფოდნენ სერბებს. თუ კი კოსოვოს ჰქონდა უფლება ყოფილიყო სერბეთისგან დამოუკიდებელი, მე არ მესმის როგორ შეგვიძლია ვთქვათ იგივე ლოგიკით, რომ ყირიმს არა აქვს უფლება დატოვოს უკრაინა, რომ შეუერთდეს რუსეთს. (ტაში) მით უმეტეს რომ ყირიმი უკრაინას ადმინისტრაციულად ბატონმა ხრუშევმა შეუერთა.
მეორეს მხრივ. უკრაინაში 42 მილიონი ადამიანი ცხოვრობს რომელთაგან ერთი მესამედი რუსოფონია...სულ ცოტა ათი მილიონი რუსოფონი!...განა ანეკდოტური არ არის? უკრაინა წარმოადგენს ხიდს რუსეთსა და ევროპას შორის… ჩვენ უნდა ვიპოვოთ ინტერპოზიციური ძალები რომ დავიცვათ ეს რუსოფონი მოსახლეობა
გამოსავალი ჩემი აზრით სამ პრინციპშია: პირველი - ყირიმმა აირჩია რუსეთი… ჩვენ არ შეგვიძლია მათ ეს დავუშალოთ… თავის დროზე მე ზეწოლა მოვახდინე პუტინზე რათა მას ნება მიეცა კოსოვოელებისათვის გამოყოფოდნენ სერბებს. თუ კი კოსოვოს ჰქონდა უფლება ყოფილიყო სერბეთისგან დამოუკიდებელი, მე არ მესმის როგორ შეგვიძლია ვთქვათ იგივე ლოგიკით, რომ ყირიმს არა აქვს უფლება დატოვოს უკრაინა, რომ შეუერთდეს რუსეთს. (ტაში) მით უმეტეს რომ ყირიმი უკრაინას ადმინისტრაციულად ბატონმა ხრუშევმა შეუერთა.
მეორეს მხრივ. უკრაინაში 42 მილიონი ადამიანი ცხოვრობს რომელთაგან ერთი მესამედი რუსოფონია...სულ ცოტა ათი მილიონი რუსოფონი!...განა ანეკდოტური არ არის? უკრაინა წარმოადგენს ხიდს რუსეთსა და ევროპას შორის… ჩვენ უნდა ვიპოვოთ ინტერპოზიციური ძალები რომ დავიცვათ ეს რუსოფონი მოსახლეობა
სანამ სიტუაცია არ დაწყნარდება.
მესამე ... საჭიროა ითქვას.. და ეს ყოველთვის იყო ჩემი პოზიცია, რომ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს თავისი მოწოდება იყოს ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის…. უკრაინის მოწოდება არ არის შევიდეს არც ევროპაში და არც ნატოში !”
მესამე ... საჭიროა ითქვას.. და ეს ყოველთვის იყო ჩემი პოზიცია, რომ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს თავისი მოწოდება იყოს ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის…. უკრაინის მოწოდება არ არის შევიდეს არც ევროპაში და არც ნატოში !”
თუ ვიდეოს შეხედავთ, ნახავთ რომ ამ "პოლიტ ჟულიკის" ჭეშმარიტად კოლაბორაციონისტულ ბოდვაზე გამართულ აპლოდისმენტებს დარმაზში დამსწრე თანაპარტიელთა ნაწილი მადლობა ღმერთს არ უერთდება… სარკოზის ტაშისმკვრელები ჩემი აზრით დაახლოვებით იმ პროცენტს წარმოადგენენ, რა პროცენტსაც ფრანგი მოსახლეობის კოლაბორაციონისტი ნაწილი ოკუპაციის დროს… ანუ მაინც სახიფათოდ ბევრს. მათი რიცხვი საშიშია თუნდაც იმიტომ რომ რომ სარკოზის პარტია UMP ჩვენთვისმ განსაკუთრებით კი ნაციონალური მოძრაობისთვის კარგად ნაცნობი ევროპის სახალხო პარტიის ერთერთი მნიშვნელოვანი და წონადი შტოა. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს იმის შესახებ., რომ ევროპაში სულაც არ არის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება ამ კონფლიქტთან, და შესაბამისად საქართველოს ევრო და ტრანსატლანტიკურ ალიანსში ჩვენს ინტეგრაციასთან მიმართებაში... რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს საკუთარ კოფლიქტზე რუსეთთან.
სარკოზის ეს გამოსვლა ძალიან სერიოზული ნიშანი, განსჯისა და დისკუსიის საგანია ჩვენთვის, ის ძალიან საეჭვოდ ემთხვევა პუტინის მეგობრისა და ფრანგი ულტრამემარჯვენეების “პრინცესას” - მარინ ლეპენის პოზიციას.
ფრანგი მემარჯვენეების მიერ ულტრამემარჯვენე ნაციონალურ ფრონტისთვის ხმების აწაპვნა ნაციონალური პოლიტიკის ძველი, ტრადიციული “სპორტული” სახეობაა, მაგრამ სარკოზის ასეთი დეტერმინაცია მართლაც იშვიათია - შეიძლება ითქვას : მან საკუთარ თავს გადააჭარბა!
ფრანგი მემარჯვენეების მიერ ულტრამემარჯვენე ნაციონალურ ფრონტისთვის ხმების აწაპვნა ნაციონალური პოლიტიკის ძველი, ტრადიციული “სპორტული” სახეობაა, მაგრამ სარკოზის ასეთი დეტერმინაცია მართლაც იშვიათია - შეიძლება ითქვას : მან საკუთარ თავს გადააჭარბა!
არ ვიცი საჭიროა თუ არა იმის დამატება, რომ სარკოს მიერ თბილისში 2012 წლის სექტემბერს გამართული ტრიუმფალური ვიზიტისას ვარდების მოედანზე საზეიმოდ მოყოლილი ძალიან სასაცილო ანეკდოტი იმის შესახებ რომ საფრანგეთი და თვითონ პირადად მოუთმენლად ელიან საქართველოს დაბრუნებას ევროპის მშობლიურ წიაღში - გუშინდელი გამოსვლის შემდეგ , სულ ცოტა სარკოზისთან მიმართებაში მაინც სრულიად გაუფასურდა... - ქუსლებზე შესკუპებულ სარკოს უფრო მოკლე ფეხები აღმოაჩნდა ვიდრე ტყუილს ... თვითონ ჩაუშვა საკუთარი თავი.
არა, მე რა თქმა უნდა მესმის, რომ როგორც ამბობენ ჩვენ ... მაშასადამე უფრო ძველი ევროპა ვართ ვიდრე უკრაინა, მაგრამ მაინც.. ანეკდოტისთვის ცოტა რთული იუმორია და აღარ არის სასაცილო.
ყველაფერს ალბათ ჯობს ქართველმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა თავი დაანებონ ფუნქციაში ყოფნის დროს ამ გოგოლისეულ ჩინოვნიკურ სნობობას და ქულების ჩაწერას ამა თუ იმ უცხოელ პოლიტიკოსთან დროებითი პროტოკოლური მეგობრობით… ჩვენს მერკანტილურ და უგულო ეპოქაში დიდ პოლიტიკაში მეგობრობის სინთეტიკურ საკენკს მხოლოდ ჩვენი პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და ჟურნალისტების მსგავსი მოშინაურებული ჩიტუნები თუ კენკავენ… სარკოზი ისევე ვერ იქნებოდა მიშას მეგობარი, როგორც კოჯრის ტყე ვერ დაიძრებოდა " შანგრილასკენ" … თუ როგორ არის შექსპირთან აღარ მახსოვს…
იყავით უფრო სერიოზულები ძვირფასო ქართველო "პარაპოლიტიკოსებო" … მსოფლიოში მართლა რაღაც ძალიან განსხვავებული და ახალი იწყება...ყველასთვის... მათ შორის ჩვენთვისაც. შეეცადეთ ცოტა საერთო ენა მანც გამონახოთ ერთმანეთთან, ეს ბევრად უფრო ადვილი , რაციონალური და ყველასთვის სასარგებლო ქმედება იქნება , ვიდრე სარკო-სააკაშვილის, ან ღარიბაშვილ - ოლანდის რუსთაველისეული გზად და ხიდად გადებული მითოლოგიური მეგობრობის შესახებ ლირიკული სტრიქონების შეთზვა… მით უმეტეს, ეჭვი მაქვს, პოეზიის ნიჭი კიდევ უფრო ნაკლები უნდა გქონდეთ ვიდრე პოლიტიკის... ნუ იქცევით ისე თითქოს უცხო პლანეტელები იყოთ,... ბოლოს და ბოლოს, მართლა ტყუპისცალებივით გევხართ ერთმანეთს… ჭკუითაც, გარეგნობითაც, იუმორითაც, მანერებითაც, კაკანითაც და თუ დამიჯერებთ ჩაცმის სტილითაც... შორიდან ასეთები ჩანხართ და რა ვიცი...იქნებ მეშლება კიდეც… რას გაიგებ?
იყავით უფრო სერიოზულები ძვირფასო ქართველო "პარაპოლიტიკოსებო" … მსოფლიოში მართლა რაღაც ძალიან განსხვავებული და ახალი იწყება...ყველასთვის... მათ შორის ჩვენთვისაც. შეეცადეთ ცოტა საერთო ენა მანც გამონახოთ ერთმანეთთან, ეს ბევრად უფრო ადვილი , რაციონალური და ყველასთვის სასარგებლო ქმედება იქნება , ვიდრე სარკო-სააკაშვილის, ან ღარიბაშვილ - ოლანდის რუსთაველისეული გზად და ხიდად გადებული მითოლოგიური მეგობრობის შესახებ ლირიკული სტრიქონების შეთზვა… მით უმეტეს, ეჭვი მაქვს, პოეზიის ნიჭი კიდევ უფრო ნაკლები უნდა გქონდეთ ვიდრე პოლიტიკის... ნუ იქცევით ისე თითქოს უცხო პლანეტელები იყოთ,... ბოლოს და ბოლოს, მართლა ტყუპისცალებივით გევხართ ერთმანეთს… ჭკუითაც, გარეგნობითაც, იუმორითაც, მანერებითაც, კაკანითაც და თუ დამიჯერებთ ჩაცმის სტილითაც... შორიდან ასეთები ჩანხართ და რა ვიცი...იქნებ მეშლება კიდეც… რას გაიგებ?
პ.ქ. 9 février 2015 Paris
29 octobre 2014
რთველი მონმარტზე
2012 წლის შემოდგომაზე მესამე და უკანასკნელი რადიო ჩანახატი გავაკეთე გადაცემისთვის "ღვინის გზამკვლევი" რომელსაც რადიო "ცხელი შოკოლადი" გადასცემდა.
საინტერესო გადაცემა იყო, მაგრამ სამწუხაროდ ჩემს ნაცნობებში მგონი მაინცა და მაინც დიდი რეიტინგი არ ჰქონდა - ჩემი ეს რეპორტაჟები თითქმის არავის არ მოუსმენია. ამიტომ გამოვაქვეყნე ისინი ჩემს ბლოგზე- გასულ გაზაფხულს პირველი ორი, დღეს კი მესამეს გთავაზობთ : "რთველი მონმარტზე". რომელის 2012 წელს ჩაწერილ აუდიო ფაილს ვიზუალური მასალა დავადე ილუსტრაციისათვის - ძირითადად ინტერნეტით მოპოვებული საარქივო მასალა და ჩემი შვილის, გაბრიელ ქურდაძის მიერ გადაღებული ფოტოები ორი კვირის წინ - მონმარტის რთველის ბოლო დღესასწაულზე.
საინტერესო გადაცემა იყო, მაგრამ სამწუხაროდ ჩემს ნაცნობებში მგონი მაინცა და მაინც დიდი რეიტინგი არ ჰქონდა - ჩემი ეს რეპორტაჟები თითქმის არავის არ მოუსმენია. ამიტომ გამოვაქვეყნე ისინი ჩემს ბლოგზე- გასულ გაზაფხულს პირველი ორი, დღეს კი მესამეს გთავაზობთ : "რთველი მონმარტზე". რომელის 2012 წელს ჩაწერილ აუდიო ფაილს ვიზუალური მასალა დავადე ილუსტრაციისათვის - ძირითადად ინტერნეტით მოპოვებული საარქივო მასალა და ჩემი შვილის, გაბრიელ ქურდაძის მიერ გადაღებული ფოტოები ორი კვირის წინ - მონმარტის რთველის ბოლო დღესასწაულზე.
თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ამ რადიო ჩანახატის აღდგენა და გამოქვეყნება ჩემი მოკლე და წარუმატებელი რადიო კარიერის რეაბილიტაციაზე მეტად ამ ორი დღის წინ ჩატარებულმა მორიგმა "თბილისობის" დრესასწაულმა შთამაგონა... უფრო სწორად VIP ტივზე გადაღებულმა აი ამ ფოტომ... განსაკუთრებით კი ქალაქის თავის წინ ჩურჩხელებივით დაწყობილმა მიკროფონება...
უნდა გითხრათ - 1979 წლიდან მოყოლებული , ანუ მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძემ ეს ღორის მწვადის სუნით გაჟღენთილ - შებოლილი სახალხო დღესასწაულის იმიტაცია მოიგონა, მტკვრის ექსტრემალურად ტოქსიკურ ტალღებს ბევრი ასეთი ტივი უნახავს.. უფრო ზუსტად ოცდათხუთმეტი...წარმოიდგინეთ რა სანახავი იქნება ერთ დღეს მოდელირებული და კოსტუმირებული თბილისობა
რომ ჩატარდეს და მტკვარზე ოცდათხუთმეტმა VIP ტივისგან შემდგარმა ეროვნულმა მოქეიფე ფლოტმა რომ ჩაიაროს დოლგარმონის და დუდუკების
აკომპანმენტით ... ცეკას და მოწინავე რაიკომების მდივნები, მათი კინტოებად გადაცმული მემწვადე კომკავშირის ინსტრუქტორები, საპატიო თბილისელები: მხცოვანი სახალხო არტისტები, რომლებიც დღეს მთაწმინდაზე და დიდუბეში არიან გადანაწილებულნი, გდრ-ელი და რუმინელი მოძმე პარტიული მუშაკები, აცრემლებული ზემდგომი ემო-ტოვარიშჩები კრემლიდან... ქალაქის საბჭოს თავმჯდომარეები, ქალაქის მერები, საკრებულისთვმჯდომარეები... ფლოტის თავში - ასე ვთქვათ ლიდერ-ტივზე ადმირალი შევარდნაძე !... ეჰ! მართლაც დაუვიწყარი პერფომანსი იქნებოდა - ესეც ხომ ჩვენი ისტორიაა? ისევე როგორც ასიათასი მოწამეს ამბავი.. რომლებიც სხვათაშორის ასევე თბილისელები იყვნენ და არა ბათუმელები, ქუთაისლები, ზუგდიდელები თუ ამერიკელები რიჩარდ ნორლანდივით.. მაგრამ ამაზე რატომღაც არავინ ლაპარაკობს არც ერი და არც ბერი...
საერთოდ უნდა გითხრათ რომ ყოველი თბილისობა ყველაზე კარგად ამტკიცებს, რომ ეს ყბადაღებული საბჭოთა მენტალიტეტი, რომელსაც ასე გამეტებით ტენიან ერთმანეთს თანამდროვე ქართველები, მართლაც არსად არ წასულა და ის ყოველ შემოდგომას ზუსტად ისევე ტივტივებს აყროლებულ მტკვარში ამ ნეხვივით მოტივტივე ვიაიპი ტივების გარშემო , როგორც ჩემს შორეულ წითელ ახალგაზრდობაში... ხელმზღვანელი ამხანაგების მიერ მოგონილი დღესასწაულის იმიტაცია ყოველი ახალი თაობის ჩინოვნიკებს პატიოსნად გადეცემა... ასიათასობით მოწამე თბილისელი კი პირდაღებული ადევნებს ამ ყველაფერს თვალყურს ტელევიზიით და დროდადრო ჩუმად იგინება, როგორც ყოველთვის...აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ..
PK. 29 Octobre 2014 Paris
აუდიო ფაილის ტექსტი:
რთველი
ყველგან დღესასწაულია სადაც
ღვინო უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე
მხოლოდ დასათრობ საშუალებას. ბევრმა შეიძლება არც დაიჯეროს,
რომ პარიზში ყოველ შემოდგომაზე
რთველის დღესასწაული იმართება,
მხოლოდ რეგიონებიდან ჩამოსული
დელეგაციების მიერ ჩამოტანილი "ნობათით" კი არა - ადგილოვრივ
ვენახებიდან მოწეული ვაზი
იკრიფება.
პატარა
ვენახები რამდენიმე უბანშია,
მათ შორის ყველაზე პატარა
ძველ, სენ ჟერმენის სააბატოს
ეზოში, - სულ რაღაც ათი ნაბიჯია,
ფრანგები ვენახის ფართობის
საზომ ერთეულად დღემდე ხშირად
ნაბიჯს იყენებენ.
ვენახები
აგრეთვე არის ბელვილის,
ბერსის, ჟორჟ ბრასანსის
პარკებში... ისინი ყველა
მუნიციპალიტეტს ეკუთნის, და
იქ მოწეული ღვინო, მერიიების
მარნებში ინახება. თუ არ
ჩავთვლით ერთად ერთ ბაგატელის
კერძო ვენახს ბულონის ტყეში.
პარიზი
ევროპაში ყველაზე მჭიდროდ
დასახლებული ქალაქია, სადაც
ყოველ კვადრატულ მეტრს ოქროს
ფასი აქვს. ძნელი მისახვედრი
არ უნდა იყოს, თუ რაოდენ
სიმბოლური დატვირთვა აქვს
ვენახს ქალაქში სადაც ერთი
კვადრატული მეტრი მიწის ფასი
ერთ ერთი ყველაზე მაღალია
მსოფლიოში და ამის გათვალისწინებით,
ალბათ კიდევ უფრო დასაფასებელია
პარიზელების პატივისცემა
თავიანთი ქალაქის მიმართ,
რომელიც ღვინის გარეშე იგივე
იქნებოდა რაც დღესასწაული
მუსიკის გარეშე.
ყველაზე
დიდი ვენახი მაინც მონმარტზეა.
მთელი 1700 ნაბიჯი! აქ რთველის
დღესასწაული წელს უკვე
სამოცდამეცხრამეტეჯერ
იზეიმეს. მუსიკით, ღვინით,
ჯამბაზებით, აღლუმით...
რომელშიც
ყველა ეროვნების მუსიკოსები
და არტისტები მონაწილეობენ,
ქართველებიც კი, ჩოხებით და
ხევსურული კაბაბით. ძალიან
ლამაზი საყურებელია.
მონმარტი
მეთექვსმეტე საუკუნეში პარიზის
მეღვინეების დასახლება იყო,
როგორც ფრანგები ეძახიან,
პატარა, სუფრის ღვინოს წურავდნენ.
სიმღერაც კი ქონდათ ესეთი :
ეს
მონმარტის ღვინოა!
ერთ
ჭიქას დალევ და
ერთ
ტიკს მოფსავ!
მერე
წისქვილების, კლოშარების,
ბანდიტების, და საროსკიპოების
უბანი გახდა. არტისტებისაც
რა თქმა უნდა. მაშინდელი
არტისტები პოლიტკორექტულები
არ იყვნენ, ბევრს სვამდნენ,
მეძავებთან და ბანდიტებთან
მეგობრობდნენმ ჩხუბობდნენ კიდეც...
მაგრამ სამაგიეროდ რა არტისტები
იყვნენ!... სოლისა და სან ვინსენტის
ქუჩების კუთხეში ერთი პატარა
სიმპათიური კაბარეა, რომელსაც
სასაცილო სახელი ქვია Lapin
Agile რაც
დაახლოვებით ითარგმნება
როგორც «
სწრაფი, მოქნილი კურდღელი» მისი
სიმბოლო დიდი კურდღელია,
რომელიც ქვაბიდან გარბის......
ეს კაბარე საფრანგეთის
რევოლუციამდეც არსებობდა,
მხოლოდ მაშინ «მკვლელების
კაბარე ერქვა», სანამ მეცხრამეტე
საუკუნეში სახელი არ გამოუცვალეს.
ვინ არ დადიოდა აქ, პიკასო,
აპოლინერი, მოდელიანი...
ამ
ძველი მკვლელების კაბარეს
წინ ერთი ქუჩის ერთ მხარეს
ძალიან პატარა გალავან
შემოვლებული სენ ვანსენის
სასაფლაოა. ქუჩის მეორე
საპირისპირო მხარეს კი ვენახი.
მართლა მაგარი უბანია
ეს მონმარტი -ვენახი, კაბარე და სასაფლაო... მეტი რა გინდა!. აქაურები
დღემდე ისე უფრთხილდებიან
უბნის იდენტობას, როგორც არსად
.
ყველაფერი
ოციან წლებში დაიწყო, რამდენიმე
უბნელმა მხატვარმა, იუმორისტი
გრაფიკოსის ჯო ბრიჯის ინციატივით
გადაწყვიტეს ხელოვნებაში
მოდერნიზმის თავხედური და
ზღვარგადასული შემოჭრისაგან
თავის დასაცავათ შეექმნათ «პაციფისტური ხასიათის
რეაქციონელური ორიენტაციის
მოძრაობა და მათ 1921 წელს
მონმარტის რესპუბლიკა დააარსეს
! თავისი დროშით, ჰერალდიკით
და ჰიმნით. რესპუბლიკა ერქვა
თორემ ისე ჩვეულებრივი ასოციაცია
იყო, რომელმაც მიუსაფარ ბავშვთა
დისპანსერი გახსნა, და მათ
ჰოგიენით ტანსაცმლით, საკვებით
უზრუნველყოფდა, ბავშვებისთვის
დღესასწაულების მოწყობის
ტრადიციასაც მაშინ ჩაეყარა
საფუძველ: მართავდნენ საახალწლო
ბალებს. სპექტაკლებს კაბარე
მულენ რუჟში და ცირკ მედრანოში.
მოაწყეს სათამაშო მოედანიც
ბავშვებისათვის, იქვე '' კურდღელთან» ... მაგრამ ეს მაინც
არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის
რომ მუნიციპალიტეტის ყურადღება
მიექციათ. ამიტომ 1933 წელს
კომუნის მერის თანადგომით
რესპუბლიკა მონმარტმა თავისი
ვენახი გააშენა.1934 წელს კი
პირველი რთველი მოეწყო, რომელსაც
საფრანგეთის პრეზიდენტი
ალბერ ლებრუნი ესწრებოდა,
აგრეთვე დიდი ფერნანდელი და
მომხიბვლელი მისტანგეტი.
მას
შემდეგ ყოველი შემოდგომის
ოქტომბრის თვეში რთველის
დღესასწაული იმართება მონმარტზე.
დაახლოვებით 1000 კილოგრამ პინო
ნუარს წურავენ და მისგან «კლოs დე მონმარტს» აკეთებენ, რომლის
ნახევარლიტრიანი ბოთლის
ყიდვა მე18 ოლქის მერიაში
შეგიძლიათ, დაახლოვებით 40
ევროდ, ძვირია, მით უმეტეს
ბევრი არაფერი ღვინო არ არის,
მაგრამ სამაგიეროდ მონმარტის
ღვინოა... და მთავარი ეს არის!
შემოსული თანხა რა თქმა უნდა
ქველმოქმედებას ხმარდება...
პირველი
რთველის შემდეგ გარეგნულად
თითქოს ბევრი არაფერი შეცვლილა
მონმრტის ამ პატარა გზაჯვარედინზე.
ქვით მოკირწლულ ქუჩებს იგივე
სახელები ქვიათ, ყოფილ მკვლელების
კაბარესაც,ერთი ციცქნა სასაფლაოც
არსად გადაუტანიათ , ეს ათასშვიდას
ნაბიჯიანი ვენახიც, რაღაც
უცნაურ სოფლის იდილიას ქმნის...
მადლობა ღმერთს, არავინ აპირებს
მის გაჩეხვას და მის ადგილზე
შუშის შერატონ მონმარტ პალასის
აშენებას... ან ვინ
ააშენებინებს?...ან ვინ გაბედავს...
ერთი კია, ცოტა მეტი სისუფთავეა,
მეძავები აღარ დგანან, იაპონელი
ტურისტები ერთგვარი მორიდებით
აჩხაკუნებენ თავიანთ
ფოტოაპარატებს... მორიდებით,
რადგან, ამ უბანში, მიუხედავად
ტურისტების დიდი რაოდენობისა
გაცილებით მეტად იგრძნობა
ის რასაც ქალაქის ნამდვილ
სულს ეძახიან...ნამდვილი კი
ყოველთვის რიდს იწვევს. აქ
ჯერ კიდევ წააწყდებით ისეთ
სახეებს როგორსაც მონმარტის
გარდა სხვაგან ვერსად ნახავთ,
ეს ერთი ციცქნა ვენახიც ხაზს
უსვამს, რომ თქვენ დისნეი
ლენდში კი არა, ნამდვილი, ცოცხალი
ადამიანების ქალაქში, ნამდვილ
უბანში ხართ... და აუცილებლად
გაგახსენდებათ თქვენი ქალაქი,
მითუმეტეს თუ თბილისიდან
ხართ... შეიძლება ისიც კი გაგახსენდეთ,
რომ თბილისში პარიზზე ბევრად
მეტი ვაზია. ყოველ შემთხვევაში
მე ესე მახსოვს...«უბესეტკო»
ეზოს იშვიათად ნახავდით.
განსაკუთრებით გარეუბნებში.
თუმცა კორპუსების აივანზე
ამოყვანილი ადესაც ხშირად
მინახავს. ცოტა ღვინოსაც
წურავდნენ ხოლმე მონმარტელებივით...
მხოლოდ სამზარეულოში, და
სამლიტრიან ქილებში აყენებდნენ...
არასდროს
არ მესმოდა, რატომ ქვია თბილისობას
თბილისობა. როცა იქ თბილისური
არაფერია, მე უფრო კახეთობას
დავარქმევდი, ამაში ცუდს
ვერაფერს ვხედავ, პირიქით,
პარიზში მაგალითად მსგავს
დღესასწაულს ბოჟოლეს დღესასწაული
ქვია, ნოემბერში იმართება
ხოლმე, რომლის დროსაც მთელ
ქალაქში შეგიძლიათ
გადაჰკრათ ერთი ორი ჭიქა ახალი
ღვინო და ამ რეგიონის ძეხვეული და ყველი დააყოლოთ.. რესტორნებში
თითო ჭოქა მაჭარს თითქმის
ყველა სვავს... უამრავი ღვინო
ისმევა ამ დღეებში ბოჟოლეს
რეგიონის ხათრით... მაგრამ
პარიზის რთველი პარიზისაა,
და არა ბოჟელეს, ბორდოს, ან
ბურგონის... აქ სულ რამდენიმე
ასეულ ლიტრ ღვინოს წურავენ
და გულწრფელად ხარობენ ამით,
იციან, რომ ქალაქის სული ესეთ
პატარა სათუთ დეტალებში
ცოცხლობს, და მას პოსტმოდერნის
მოტანილი დაუნდობელი
მონდიალიზაცია ვერაფერს
დააკლებს, სანამ «მონმარტის
რესპუბლიკაში» ერთი ადლი
მოვლილი ვენახი მაინც დარჩება.
29.09.
2012 პარიზი
21 septembre 2014
სისხლიანი სამართალი (კვირის აზრები)
არ ვიცი თუ
მიგიქცევიათ ყურადრება - , სამართლის იმ ნაწილს,
რომელიც კრიმინალურ დანაშაულს ეხება, ქართულად სისიხლის სამართალი ჰქვია… ჩემი აზრით
სიტყვათა ამ შეტანხმებას არაფერი აქვს საერთო თავად სამართალთან, რადგან სისხლს სამართალი
არ შეიზლება გააჩნდეს. სამართალი ცივი, პატიოსანი,ბრძენი,
თვალებახვეული გონების დაძაბული მუშაობის პროდუქტია
და არა დაღვრილი სისხლის წილად გაღებული სისხლის.
ქრისტიანულმა ცივილიზაციამ ორიათასი წლის წინ უარყო « კბილი კბილის წილ, თვალი
თვალის წილ » და გვასწავლა რომ თუ კი ვუნმე მარჯვენა ლოყაში გაგვარტყამს ნოკაუდში
კი არ უნდა ჩავაგზავნოთ, არამედ მარცხენა ლოყა მივუშვირო,
ეპოქასთან ქართული
სამართლის ეს ტერმინოლოგიური აცდენა, სამწუხაროდ სულაც არ წარმოადგენს მხოლოდ ტერმინოლოგიურ
ლაფსუს და ის რეალურად ასახავს ჩვენი საზოგადოების ეთიკურ, მეტიც მენტალურ ტრაგედიას.
ჩვენ ხშირად
წაგვიკითხავს ქართულ მედიაში, მოგვისმენია ტელევიზიითაა თუ რადიოთი, თუ როგორ ითხოვს ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობა დამნაშაულში
ეჭვმიტანილის ლინჩის წესით გასამართლებას, და ხშირად ნაწილობრივ ახერხებენ კიდეც, მაგალითად
უწვავენ სახლკარს… ქართული საზოგადოება ამას ბოლო წლებში პოპულარულ ტერმინს, სამართლიანობის აღდგენას უწოდებს და ზირითადად გაგებით
ეკიდება ამ მოთხოვნას.
სულ ახლახანს
მოკლული ლაშა მახარაძის მეგობრების ქალბატონმა დედებმა განცხადება გაავრცელეს სადაც
უკიდურესად შეშფოთებულნი ითხოვდნენ მკვლელობაში ბრალდებულის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას. წინააღმდეგ შემტხვევაში, ირწმუნებოდნენ
რომ სამართალს ლაშას მეგობრები, მათი შვილები აღადგენდნენ და კიდევ რამდენიმე უდანაშაულო
ახალგაზრდა მოხვდებოდა ციხეში… დიახ უდანაშაულო, რადგან… ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა სამართალის აღდგენისა და არა აღსრულების. ამას ჩვენს
თავში ავარდნილი ცხელი სისხლის სამართალი ითხოვს,
რომელსაც მე სისხლიან სამართალს უფრო დავარქმევდი.
საქართველოს
მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ ამ სამართლისა სჯერა და ტყუილი, მეტიც ფუნდამეტალური
შეცდომაა თითქოს ამ ტიპის დანაშაულის მომატება და შემცირება რომელიმე
მინისტრის ცუდი ან კარგი მუშაობის შედეგია.
სისხლიანი სამართალი საქართველოში არა თუ დღეს, ან წინა ხელისუფლების დროს, 90 იანების განგსტერული რენესანსის
დროსაც კი არ დაწყებულა.მას გაცილებით შორი ფესვები აქვს. მე პირადად შემიზლია ქართული სისხლიანი სიბრიყვის
ბოლო ნახევარ საუკუნის მოწმედ დავდგე. შემიზლია უამრავი ჩემი მეგობარი დავიმოწმო, გავიხსენოთ
რამდენი ათეული, ასეული მოზარდი, ახალგაზრდა შეეწირა ამ აბსოლუტურად აბსურდულ კონფლიქტებს…
შემიზლია უამრავი ჩემი თაობის ქალბატონი დავიმოწმო, რომელთა სიყვარულის გულისთვის ოდესღაც
მოკლული უამრავი პიჭი ვერასდორს ვერ გახდა მამაკაცი, სხვა ქალბატონების მეუღლე, სხვა
ბავშვების მამა… ეს ხდებოდა ბრეჟნევის დროსაც, გორბაჩოვის, ზვიადის, ჯაბას, ედუარდის
დროსაც… ეს ხდება დღესაც და მოხდება ხვალაც. ზეგაც, სანამ არ მივხვდებით რომ რომელიმე ჭიკაიძე კი არა, ამ პრობლემას მაჰათმა განდიც
ვერ მოაგვარებს საქართველოში სანამ ჩვენ, მშობლები თავად არ ავიღებთ პასუხისმგებლობას
ჩვენს აგრსიულ შვილებზე, მათში ჩვენს მიერ
ყოველდღიურად ჩაწვეთებულ აგრესიაზე, სანამ არ ვაღიარებთ რომ ჩვენს აღზრდის მეთოდში რაღაც დეტალები დიდი ხნის
წინ მოძველდა და გაფუჭდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი
არ ფუნქციონირებს და ამიტომ ვერ გავიგია… ვერ
ვხვდებით, თუ როგორ შეიძლება საქართველოსთვის დამახასიათებელი ამ უცნაური სტატუსის
მქონე « გადასარევ ოჯახებში » გაზრდილი არაჩვეულებრივი და განათლებული ბიჭები
დანებით და იარაღებით დადიოდნენ. არსად მსოფლიოში ისეთ უბნებში რომელსაც საქართველოს
დიდ ქალაქებში ელიტარულს ეძახიან, ისეთ ოჯახებში რომლებსაც პრეტენზია აქვთ ადგილობრივი
საზოგადოების ელიტურ თუ არა საშუალო ბურჟუაზიელ-ინტელექტუალურ
სოციალურ ფენას წარმოადგენდნენ, არ იზრდებიან
ბიჭები, რომლებიც ერთი უშნო გამოხედვის გულისთვის ერთმანეთს ესვრიან, სასიკვდილოდ იმეტებენ
და საკუტარ თავისუფლებას ციხეში ასამარებენ.
ეს განგსტერული
ომიც კი არ არის, რადგან აქ ლაპარაკი მილიონობით ღირებულების ავღანული ჰეროინის ან
კოლუმბიული კოკაინის გაყოფაზე კი არა.. ერთ უბრალო ალმაცერ გამოხედვაზე და ცუდ ხასიათზე
ნატქვამ უშნო სიტყვაზეა. ამას კრიმინალსაც კი ვერ დაარქმევ. ეს ჩვენი ეროვნული, სრულიად
უნკალური, დროსა და სივრცეში გაჯიუტებული უძრავი უგნერებაა, რომელსაც სოციალური თუ
ინტელექტუალური კუთვნილების მიუხედავად ერთმანეთს ვირუსივით გადავდებთ და რომელსაც ცივილიზებურ სამყაროშო ანალოგი არ მოეძებნება.
ფაქტია, ბავშვი სოცოალური გარემოს ასლია. სოციალური
გარემო კი საქართველოში ჩემი მახსოვრობის საწიერში ყოველთვის ექსტრემალურად აგრესიული
იყო. დიახ, მე აგრესიულ გარემოში გავიზარდე… და ჩემი გარემომცველი აგრესიული კონტექსტი
სულაც არ იყო განპირობებული ამ ყბადაღებული ქურდული გაგების მატარებელი კრიმინალებით.
პირიქით უმეტესი მათგანი სწორედ ამ საშუალო ინტელექტუალურ და ბურჟუაზიულ ფენიდან გახლდათ.
დღესაც, ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელშიც, თუ
სლენგის ნებას დამრთავთ ყველა ბლატაობს, ქვეყნის უმაღლესი იერარქიის პოლიტიკოსების
ჩათვლით,... აქ კარგი მამები ცუდებისგან განსხვავებით შვილებს უხსნიან, რომ დანისდა იარაღის გამოყენება
არასწორია, თუ ვინმესთან პრობლემა გაქვს კაცურად, მუშტით უნდა გადაწყვიტო.. რადგან
ასეთებს საკუთარი კაცობის დასტური სხვისი გატეხილი ცხვირი და ასფალტზე მიმოფანტული
დამტვრეული კბილები ჰგონიათ. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ერთი პარტიის ლიდერი
ტელევიზიით სულის ამოხდით ემუქრება მოსახლეობის ნაწილს,სხვა,
მისი კონკურენტი პარტიის ლიდერი ქალბატონი, აცხადებს
რომ პოლიტიკოსიც ადამიანია.. ადამიანს კი არა აქვს თმენის ვალდებულება როდესაც მას
შეურაცხყოფას აყენებენ...
თმენის ვალდებულება კი საკუთარი ბესტიალური გრძნობების კონტროლი... სწორედ ის არის, რამაც ოდესღაც ჰომოსეპიენსი კანიბალისგან
ადამიანად აქცია, რასაც კულტურა ჰქვია, რასაც აღორძინების ხანის მოაზროვნეებმა ფუნდამეტალური
მნიშვნელობა მიანიჭეს,რამაც ერაზმუს როტერდამელს ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ათქმევინა
რომ ადამიანებად არ ვიბადებით, ადამიანები ვხდებით.
ეს როგორც ჩანს
ქართული საზოგადოების უმეტეს ნაწილს ჯერ კიდევ არ გაუაზრებია და ჩვენში ჩაბუდებულ აგრესიას
ხან უკვე ლამის პრეისტორიულად ქცეულ საბჭოთა
მენტალიტეტს ვახოცავთ, ხან რაღაც პრიმიტიულ ქურდულს... ხანაც ღირსშესანიშნავ შინაგან
საქმეთა მინისტრს, რომელიც ქვეცნობიერის შემოტევისას ტელეკამერების წინ შესანიშნავი
შვიდეულის ბრიტივით ოსტატურად ათამაშებს ხელში “კნოპკიან დანას”...
ჩვენ ფუნდამეტალურად
ვცდებით, როდესაც გვგონია, რომ ამ ტრაგიკული სენთან ბრძოლა მხოლოდ რეპრესიებით
არის შესაძლებელი. მოკლევადიან პერიოდში რეპრესიები შესაზლოა მართლაც ეფექტური ბრძოლის საშუალება იყოს, თუმცა ამ სენის საბოლოოდ აღმოფხვრა მხოლოდ კულტურას,
სწორედ იმ გატეხილ და შესაკეთებელ, გამოსაცვლელ დეტალს შეუძლია, რომელიც ჩვენ ჩვენივე
შვილების ტრაგედიის მიზეზის თანამონაწილეს
გვხდის.
PK.
კვირის აზრები. მაესტრო
Tbilissi 20 Septembre 2014
Inscription à :
Articles (Atom)

