tag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post7011487728909720638..comments2023-03-06T10:31:27.341-08:00Comments on Paata KOURDADZE: ომი და ომი Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძეhttp://www.blogger.com/profile/15449932780030282474noreply@blogger.comBlogger18125tag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-32053392942412530042009-10-22T16:07:21.104-07:002009-10-22T16:07:21.104-07:00ბატონო პაატა,
მე 00-იანთა თაობას მივეკუთვნვნები,...ბატონო პაატა,

მე 00-იანთა თაობას მივეკუთვნვნები, ამიტომ განსაკუთრებით გულზე მომხვდა ყველაფერი, რაც თქვენ ჩვენზე და საქართველოზე დაწერეთ. ცოტა ხნის წინ შესაძლოა ყურადღებაც არ მიმექცია ასეთი კრიტიკისთვის, ცოტა ხნის წინ ევროპაში რომ არ გადმოვსულიყავი სასწავლებლად და შესაბამისად, საცხოვრებლადაც. რაც თქვენ დაწერეთ, ეგ თქვენთვის დაკვირვების შედეგია, ჩემთვის კი, თუ დავუფიქრდები, ჩემი თაობის ტრაგედიაა და მეტი არაფერი, რომელსაც ჩემსავით და ჩემნაირებივით ალბათ არავინ განიცდის.

არ ვიცი რამ მაიძულა ევროპაში წამოსვლა და საქართველოსი ჩემი საქმის და საყვარელი ადამიანების დატოვება - რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ჩემთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. მას შედეგ, რაც აქ ვარ, სულ იმაზე ვფიქრობ, როდის ვიქეცი საკუთარი თავის კარიკატურად. თქვენი წერილის შემდეგ მივხვდი, ეს 00-ის დასაწყისში მოხდა, როცა ძალიან ახალგარზრდამ საკუთარი უნიჭობა ვიწამე და ჩავთვალე, რომ ამბოხის ხანა დასრულდა - გადარჩენისთვის ბრძოლოს ხანა დაიწყო. მას შემდეგ 8 წელი გავიდა და თითქოს გადავრჩი,მაგრამ ახლა აღმოვაჩინე რომ ჩემს მაგივრად სხვა ადამიანი გადარჩა. ჩემი მეამბოხე მეგობრებიც ან დანებდნენ, ან საკუთარ მარაზმულ სამყაროში გადასახლდნენ - აღარ ვურთიერთობთ, აღარ ვახსენებთ ერთმანეთს როგორები ვიყავით, როგორი იყო ჩვენი Shine on the crazy dimond . . .

არ ვიცი ეს როგორ მოხდა და ახლაც არ ვიცი რა ჯობდა თითოეული ჩვენგანისთვის - დანებება თუ ამბოხის გაგრძელება, მაგრამ 01-ებისთვის რჩევის მიცემა მგონი არ ღირს - რაც მე დავტოვე საქართველოში, ის ამბოხს ნამდვილად არ აპირებს, ეკლესიამ, დედიკოებმა, ლექსენმა, მიშამ და ღია კარებებმა დაქცეულ უნივერსიტეტებში მოუთავეს ყველაფერს ხელი. თუმცა, მე არ ვარ ობიექტური - შეიძლება ამას შური მალაპარაკებდეს, შური ყველას მიმართ, ვისაც არ დაავიწყდება რომ თავისუფალია და თავისუფლება მარტო "სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები" არაა. ამის საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, მაგრამ მე და ჩემმა მეგობრება გაცილებით მნიშვლოვანი თავისუფლება დავკარგეთ და ვერც ახალი თავისუფლება შევიძინეთ,მიუხედავა იმისა, რომ მეც და დარწმუნებული ვარ ისინიც, გაუთავებლად ვმსჯელობთ სამოქალაქო საზოგადოების როლზე ლიბერალური დემოკრატიის განვითარებაში და ა. შ. ვინმემ რომ საყვარელი მუსიკოსი გვკითხოს, შეიძლება ვერც გავიხსენოთ, "ლედ ზეპელინის" ყოფილმა ფანებმა :(

როგორც არ უნდა იყოს, თქვენ დაწერეთ, ბატონო პაატა, იმიტომ რომ შეიძლება ვინმე ჩემნაირი დაფიქრდეს, სად და როდის დაკარგა საკუთარი თავი და იქნებ ნაწილი მაინც დაიბრუნოს უკან. დიდი მადლობა თქვენი წერილისთვის.Anonymousnoreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-70954313178972855462009-10-01T02:05:44.902-07:002009-10-01T02:05:44.902-07:00ვააა, როგორ გავამწარო ახლა წერილის ავტორი, იმას ვფ...ვააა, როგორ გავამწარო ახლა წერილის ავტორი, იმას ვფიქრობ:)უფრო, მეტად დაბოღმილი, რომ გავხადო ყველაფერზე. აჰა, მდა! – ცოტა იქით გაიწი, სადმე ბრიტანეთში ან , ან ანტარქტიდისაკენ? მერე იქიდან "იპატრიოტე"! უფრო იოლი იქნება, უფრო ნაკლებ საფრთხეში ჩაიგდებ თავს, ვერც მიშა მოგვწვდება და ვერც ვანო:–)
თანაც კარგია დანაყრებულზე მშიერი სახე დაკარგული ხალხისთვის ჭკუის დარიგება,თანაც შორიდან, მერე რა შორიდან.
ეეჰ,რატომ არ ვარ თქვენი მსგავსი:), ეხლა ხომ თქვენსავით "კარგად" ვიჭიკჭიკებდი!Anonymousnoreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-41467081342514575072009-09-18T05:18:32.299-07:002009-09-18T05:18:32.299-07:00http://www.youtube.com/watch?v=f27oO1Igykw&fea...http://www.youtube.com/watch?v=f27oO1Igykw&feature=fvsr
wegizliat, isiamovnot!Anonymousnoreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-17660277908662696532009-09-09T08:15:59.036-07:002009-09-09T08:15:59.036-07:00პაატა, შენ შეეხე ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ყველ...პაატა, შენ შეეხე ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ყველაზე პრობლემურ თემებს.ისეთი ენერგია მოდიოდა ტექსტიდან , რომ კიდევ და მრავალჯერ ნაფიქრი ჩემს მიერ სოციალური და არა მარტო პასაჟები ნევროტიკივით წავიკითხე.შენ ის მაინც შეგიძლია ქაღალდის სუნი შეიგრძნო და ბოლომდე დაიხარჯო.მაგრამ ამ "ახალ რეალობას" მაინც ვერ შევეგუები.Anonymousnoreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-80562651529915437972009-09-05T16:30:16.201-07:002009-09-05T16:30:16.201-07:00ბატონო პაატა,
თქვენ ბევრი ჩვენთაგანის სათქმელს ...ბატონო პაატა,
თქვენ ბევრი ჩვენთაგანის სათქმელს და ნააზრევს ამბობთ, დიდი მადლობა ამისთვის. ყოველივე იმას რაზეც თქვენ საუბრობთ ,საუკეთესოდ გამოხატავს ჩვენი გარემო და არქიტექტურა.
ფიქრი და აზროვნება კი არა, დღეს დანახვაც პრობლემად იქცა. თბილისის, სიღნაღის, ბათუმისა და ქუთაისის დარად, ბაგრატის ტაძრის ევრო–რემონტიც უკვე მთელი შემართებით მიმდინარებს.
არ ვიცი წაკითხული გაქვთ თუ არა, ფრანგული ჟურნალი Latitudes, ეს მისი ლინკია
download Link: Latitudes Def BD.pdf
http://www.sendspace.com/file/p5iazu ის მთლიანად საქართველოს ეძღვნება. გიგზავნით ჩემი საიტის მისამართსაც www.itic.org.ge/artnouveau სამწუხაროდ, ჯერ–ჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზეა.
გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და რაც მთავარია,თანამოაზრეთა სიმრავლეს – უპირველესად საქართველოშინესტან თათარაშვილიnoreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-59822645459667789672009-09-05T11:14:03.042-07:002009-09-05T11:14:03.042-07:00Паата, дорогой,
я переслал твою статью моей учител...Паата, дорогой,
я переслал твою статью моей учительнице Анаиде Беставашвили, она живет св Москве, очень много лет переводила грузинскую прозу на русский язык, и ее дом в Москве был клубом дружбы грузинских и русских писателей, это был изумительный дом, его можно сравнить с домом Ниты Табидзе в Тбилиси. Она вела у нас в Литературном институте семинар по мастерству перевода. Она очень переживает из-за событий в Грузии, возмущается поведением бывших друзей...
Словом, вот что она мне написала:

-"Дорогой Сашенька! Спасибо тебе большое, что ты прислал мне такие интересные материалы Пааты Курдадзе. Пишет он замечательно - образованный, умный, резкий. Боюсь, что сейчас в Грузии на этом уровне никто не в состоянии ни думать, ни писать. Ужасно жаль, что все это недоступно (если не считать Интернета) грузинской публике. Хотя я очень давно не была в Грузии, мне кажется очень достоверным его описание общей атмосферы, уровня развития тамошнего общества, отношение к тем, кто приезжает с Запада, окружение Мишико, так называемые "бизнесмены", а точнее жулики. Я представляю, как тяжело жить за границей, пусть даже очень благополучно, человеку, так любящему Грузию, так горячо переживающему все, что происходит на родине. Но с другой стороны боюсь, что такие люди в нынешней обстановке не могут быть востребованы. Тяжелый случай, когда оппозиция еще хуже правящих групп. Об этом Паата тоже пишет с присущим ему блеском.
О Паате я прочитала, что он уехал в 1991 году, женат на француженке, имеет девочек-близняшек, работает на французском телевидении. Прочитала также, что он готовит книгу своих рассказов, это было бы очень интересно прочитать. Посмотрим, какой он прозаик, но публицист определенно блестящий. Досадно, что в России такую критику в адрес Грузии публиковать не возможно - только радовать врагов. Единственное, чем мы можем порадовать автора, что здесь все в миллион раз отвратительнее. Горько читать, когда он пишет о плохой работе информационных грузинских служб и об абсолютном непонимании Запада, о равнодушии к тому, что претерпевает Грузия. Передай Паате большой привет, восхищение и самые добрые пожелания."

Я присоединяюсь!
СашаАлександр Браиловскийnoreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-4987095290545281112009-09-05T02:58:02.685-07:002009-09-05T02:58:02.685-07:00პაატა, წუხელ ჩამოვედი თბილისში. თქვენი წერილი წამო...პაატა, წუხელ ჩამოვედი თბილისში. თქვენი წერილი წამოსვლამდე ორიოდე დღით ადრე წავიკითხე. ალბათ მობეზრებული გაქვთ ასეთი მოწოდებები, მაგრამ მაინც მინდა ჩემი აზრის გამოთქმა, რომ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თქვენი ნაწერების ერთ ან რამოდენიმე წიგნად შეკვრა. ჩემი აზრით, საქართველოში ამ ხარისხის ნააზრევი ცოტა შექმნილა, რაზეც ყოველთვის ვრწმუნდები, განსაკუთრებით როდესაც საქართველოში ვარ ხოლმე და ქართული ტექსტების უფრო ინტენსიური კითხვა მიხდება.
ისე, თქვენმა ბოლო ტექსტმა ჩემზე კიდევ უფრო სენტიმენტალურადაც იმოქმედა. შარშან 8 აგვისტოს ჩამოვედი თბილისში და მთელი იმ ამბების მომსწრე აღმოვჩნდი. წელს აქაურ ბიბლიოთეკებსა და არქივებში ქექვას ვაპირებ. ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ საქართველოს მიმართ ირონიული დისტანციის შექმნაზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გამომდის...გიორგი მაისურაძეnoreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-41389591158830785402009-09-04T04:52:45.656-07:002009-09-04T04:52:45.656-07:00შალვა,არსად მითქვამს, რომ მე შემიძლია გადავარჩინო ...შალვა,არსად მითქვამს, რომ მე შემიძლია გადავარჩინო საქართველოს საერთაშორისო კომუნიკაციები და იმიჯი. ჩემი ბლოგი მხოლოდ ჩემი წერილების გამოქვეყნების საშუალება,ჩემი ელექტრონული წიგნი, თუ ანა ფრანკივით"ინტიმური დღიურია" და სხვა არაფერი. მით უმეტეს არ არის მედია ჰოლდინგი.
ეტაპზე ეს ფორმატი ჯერჯერობით სავსებით მაკმაყოფილებს.ყოველი ტექსტის დაწერისას ვფიქრობ რომ ეს უკანასკნელი იქნება, რომ ძალიან ბევრ დროს და ენერგიას მართმევს რომელსაც ისევ ლიტერატურას, პროზას მირჩევნია მოვახმარო .მის გამოქვეყნებას კი არც საიტზე ვაპირებ და არც ბლოგზე,რადგან ქაღალდის სუნი ძალიან მიყვარს.

შენი წინადადებით უფრო შესაბამის ფუნქციონერებს უნდა მიმართო. რადგან მათი დახმარების გარეშე არა მგონია რაიმე გამოვიდეს ამ საქმიდან, თუმცა ეჭვი მეპარება საერთოდ რამე გამოვიდეს: ისინი ყოველთვის იპოვნიან ვინმე საქართველოზე "გაგიჟებულ" ახალ "ქრისტოფერ კოლუმბს", რომელსაც ამ საქმეს ჩააბარებენ... ისედაც არ აკლიათ ასეთები. მე მათ ბოლო წერილში ქართველი ხელისუფლების "ლენი რიფენშტალები" ვუწოდე(მხოლოდ, ღვთის გულისათვის, ფაშისტობას არავის ვაბრალებ!)
ჩემი ბლოგი ჩემი პირადი სიტყვის თავისუფლების პატარა "პარკინგია". და მის გაცვლას უფო "სერიოზულ" ფორმატზე არ ვაპირებ, თუმცა, როგორც ყოველთვის,ვითანამშრომლებ ყველასთან, თუ ეს ვინმეს, განსაკუთრებით კი საერთო საქმეს რამეში გამოადგება, მაგრამ "რიფენშტალების" ასისტენტობაზე ნამდვილად არ დავთანხმდები: გამოგიტყდები, მათთან მიმართებაში საშინელი სნობი ვარ.Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძეhttps://www.blogger.com/profile/15449932780030282474noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-49782410571680386352009-09-04T03:08:25.885-07:002009-09-04T03:08:25.885-07:00Paata,
Tavs nebas mivcem azri gamovtkva. Albat ak...Paata,
Tavs nebas mivcem azri gamovtkva. Albat aktiuri web saitis shekmna ikneba kvelaze sashuri sakme, rata komunikaciuri sicariele amoivsos. koveli Tbilisis, Tu Georgias kompiuteris gilakze moxvedrisas msurveli IM WEB SAITZE moxvdeboda, sadac oficialuri inforacia ki ara sazogadoebrivi debatebi & analizi ikneboda... ukacravad, BLOGI kargi formaa megobrebtan azris gasacvlelad, magram profesionaluri informaciis mitsodeba & analizi ver moxerxdeba ucnobebistvis. mitumetes tu ufro farto spektrze ikna gatvlili... Ikneb, ara marto "chveni", aramed ubralod simartlis mitsodeba movaxerxot sazgvargaret dainteresebul sazogadoebas. rasakvirvelia ara mxolod elitarul "dasavletur" sazogadoebas vgulisxmob. tundac "araelitarul" mezobel azer megobrebs mivcet sashueleba tviton moipovon damoukidebeli, gansxvavebuli azri tsaikitxon AM WEB SAITZE, romelic ar ikneba shezavebuli "shinauri" pozicia/opoziciuri egzibicioneruli peripetiebit kartuli polit realobidan - tanac enis mochlekvis gareshe. mivetsodot informacia, aseve ufro shors mkof chinur, braziliur & indur mravalmilionian sazogadoebas gonierad mivudgebet, megobrebad tu ara tanamgrznoblebad mainc vakciot & ikneb gagviadvildes mere "ufro elitarul dasavlur" sazogadoebastan megobroba, romelsac ase dabejitebit vezebt sulxan sabas mere. rac mtavaria, tu ver movaxerxet hindis tu chinur enebze, ikneb espanur, frangul, tu inglisur enebze mainc shevzlot chven-chveni sakmianobis "piari" ki ara demonstracia/informireba movaxerxot.
chemi azrit, mashin sasargeblo sakme gaketdeboda, chveni zrunvis & tanjvis sagani - msoflio sazogadoebis zrunvis sagnad vakciot. chevni satkivaris mimart simpatia mainc gamovicviot, sikvaruli & tavdadeba tu vera.

chemi mxriv, ritic shevzleb davexmarebi saerto sakmes.
shalvaAnonymousnoreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-21089198738422984282009-09-03T01:19:05.928-07:002009-09-03T01:19:05.928-07:00Gio გმადლობთ. პანტერა მართლაც ავაზაა. შევასწორებ.Gio გმადლობთ. პანტერა მართლაც ავაზაა. შევასწორებ.Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძეhttps://www.blogger.com/profile/15449932780030282474noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-11950071408029628792009-09-02T20:43:30.152-07:002009-09-02T20:43:30.152-07:00ისე გამომივიდა, თითქოს ინდივიდუალიზმს და თითოეული ...ისე გამომივიდა, თითქოს ინდივიდუალიზმს და თითოეული ადამიანის განსაკუთრებულობას არ ვაღიარებდე. განსაკუთრებულის ნაცვლად ალბათ პრივილეგირებული, ან სხვაზე უკეთესი უნდა მეხმარა.გიორგი ხარაშვილიnoreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-30916948744303908752009-09-02T20:39:57.991-07:002009-09-02T20:39:57.991-07:00სხვათა შორის, ენის მოჩლექით ლაპარაკის პრობლემა ამ ...სხვათა შორის, ენის მოჩლექით ლაპარაკის პრობლემა ამ ბლოგში დასახელებულ მაგალითს სცილდება. არსებობს რაღაც განსაკუთრებულობის კომპლექსი, რომელიც არც გამსახურდიას და არც სააკაშვილის დემაგოგიას არ გამოუწვევია, მაგრამ აშკარად ხელი შეუწყვეს. ეგ ჩინოვნიკები, როგორც პაატა წერს, მოსახლეობას მართლა ისე მიმართავენ, თითქოს პატარა ბავშვებთან ჰქონდეთ საქმე, აქაოდა ქართველი ხალხი "ბნელიაო". მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება. ისინი თავის უცხოელ კოლეგებსაც ეგრე ელაპარაკებიან, არადგან მათ რთული ქართული რეალობა არ ესმით და ვერც გაიგებენ, ამიტომ სხვანაირად უნდა დავუღეჭოთ ყველა ამბავიო. ეგ კი არა, თავის ქართველ კოლეგებსაც ასევე უპატივცემულოდ ეპყრობიან ხშირად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს კოლეგა სხვა ქალაქიდან ან სოფლიდანაა (ანუ გოიმია), ან სხვა სკოლა აქვს დამთავრებული (ეგეც გოიმია), ან ნაკლებად "ელიტარულ" ოჯახში თუ წრეშია გაზრდილი. მე არც ფსიქოლოგი ვარ და არც სოციოლოგი, მაგრამ რაღაც გული მიგრძნობს ამ ყველაფერს დედიკოს, მამიკოს, ბებიკოს და სხვების ფერებაში გაზრდილ ეგოცენტრულ ტიპაჟებამდე მივყავართ. ეს ეგოცენტრიზმი და ეთნოცენტრიზმი ფართოდ გავრცელებული ამბებია საქართველოში და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს შორის და ლამის ეროვნული ხასიათის გამოვლინებად ჩანს ხოლმე. ამასთან ბრძოლა სად უნდა დავიწყოთ ჩემზე უკეთ იცით: საბავშვო ბაღში, სკოლაში, სახლში. მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა ვებრძოლოთ, როცა სკოლის მასწავლებელსად და მშობელსაც ქართველები, მათ შორის საკუთარი წრე, და მათ შორის კიდევ საკუთარი თავი განსაკუთრებული ჰგონია. სკოლის სახელმძღვანელოსაც ასეთივე მოწამლული აზროვნების ადამიანი ადგენს და ფეხბურთის გუნდის მწვრთვნელიც თავის მესამეკლასელების გუნდს უჩიჩინებს: ქართველები ყველაზე ნიჭიერები ხართ, დებილი რუსების ნახევარი(!) ივარჯიშეთ და ჩემპიონები იქნებითო.გიორგი ხარაშვილიnoreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-45103143851811186752009-09-02T19:21:46.705-07:002009-09-02T19:21:46.705-07:00panthere მგონი ქართულად ავზაა. სიტყვა პანტერა ქართ...panthere მგონი ქართულად ავზაა. სიტყვა პანტერა ქართულში არ არსებობს. ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი ბლოგია, დიდი მადლობაUnknownhttps://www.blogger.com/profile/05122013565585899377noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-62850047769165108662009-09-02T16:24:15.179-07:002009-09-02T16:24:15.179-07:00R.N.– ს
ძალიან ვწუხვარ, ნაწილ ნაწილ არ გამომდის. ...R.N.– ს

ძალიან ვწუხვარ, ნაწილ ნაწილ არ გამომდის. იქნებ თქვენ წაიკითხოთ ნაწილ ნაწილ? მე ყველა შემთხვევაში მადლობელი ვიქნები, რადგან თქვენისთანა მკითხველი ჩემი ერთად ერთი კომპენსაციაა.Paata KOURDADZEnoreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-51327434892908728992009-09-02T16:18:21.482-07:002009-09-02T16:18:21.482-07:00ამისათვის რამოდენიმე გზაა, ერთს როგორც ჩანს უკვე მ...ამისათვის რამოდენიმე გზაა, ერთს როგორც ჩანს უკვე მიაგენით, თქვენი სახელი მოაწერეთ გზავნილს და გმადლობთ, ქალბატონო ია, რომ ჩემი წერილით წაიკითხეთ და კომენტარის დატოვება გსურთ.
მეორე ყველაზე მარტივი, უნდა დააჭიროთ Nom/URL და გაგეხსნებათ ორი ფანჯარა,ჩაწერეტ თქვენი სახელი Nom(Nameინგ)და დააჭირეთ დიდ ყვითელ PUBLIER COMMENTAIRE. მადლობა წინასწარ ნებისმიერი გამოხმაურებისათვის.Paata KOURDADZEnoreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-91307571321718373182009-09-02T13:59:03.709-07:002009-09-02T13:59:03.709-07:00ია ანთაძე
როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩემი კომენტარი ...ია ანთაძე

როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩემი კომენტარი "ანონიმის" სახელით კი არ გამოქვეყნდეს, არამედ, ჩემი სახელით? მადლობთ.Anonymousnoreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-479233094713067082009-09-02T09:39:06.938-07:002009-09-02T09:39:06.938-07:00ar SeiZleba kaco es teqstebi nawil nawil rom dagvi...ar SeiZleba kaco es teqstebi nawil nawil rom dagviwero :)

R.N.Anonymousnoreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-5323237155788637838.post-89045004602821987262009-09-02T08:19:29.855-07:002009-09-02T08:19:29.855-07:00მათთვის ვისაც კომენტარის დატოვება უჭირს!!!!
1)მას...მათთვის ვისაც კომენტარის დატოვება უჭირს!!!!

1)მას შემდეგ რაც აქ ჩაწერთ თქვენს ტექსტს
2)დააჭირეთ ჯერ მრგვალ პატარა ფანჯარას OpenID ის მარცხნივ
3)შემდეგ კი ასეთივეს Anonyme მარცხნივ
4)ბოლოს კი დიდ ყვითელ publier Commentaire
პ.ქ.
მადლობა ყველას!

12 juillet 2009 07:26Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძეhttps://www.blogger.com/profile/15449932780030282474noreply@blogger.com